IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

30 გვერდი V « < 28 29 30  
Reply to this topicStart new topic
> წმინდა მამათა გამონათქვამები, გამონათქვამები, წერილები, ამონარიდები ქადაგებებიდან და ა.შ
marine
პოსტი Sep 7 2017, 10:54 AM
პოსტი #581


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 26,577
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



N22. წერილი პენსიონერ ს.პ-ს, რომელმაც თავისი გონებით იაპონია-ჩინეთის ომი განმარტა

უნდა ვაღიარო, რომ გამაკვირვა თქვენმა განმარტებამ ჩინეთ-იაპონიის შეტაკებაზე. ამბობთ, ევროპამ აიცილა ომის საფრთხე. ომი მოხდება დედამიწის იმ მხარეს, სადაც ღამეა, როცა ჩვენთან დღეაო. და სიხარულით უწინასწარმეტყველებთ მშვიდობას ევროპას.

განა შეიძლება შენი მშვიდობა გიხაროდეს, როცა გესმის, სამყაროს რომელიღაც ნაწილში სისხლი იღვრებაო? განა სასიამოვნოა თქვენთვის: საჭმელი და სასმელი, კინემატოგრაფია, მხიარულება, სიცილი და ხუმრობები, როცა გონებით გადახედავთ მანჯურიის ველებს და ხედავთ გაყინულ, დასისხლიანებულ, მშიერსა და გამხეცებულ ადამიანებს, ისინიც ხომ შენებრ ადამისა და ევას შვილები არიან? ყოველ საღამოს რადიოს უსმენთ და გგონიათ, რომ ამ ყბედობით უფრო ჭკვიანი გახდებით. ყველაზე მთავარი, რაც შეიძლებოდა რადიოს შეეტყობინებინა, ესაა - ათასობით დაჭრილისა და მომაკვდავის კვნესა, ტირილი დედათა, ქვრივთა და ობოლთა ამ ორი დიდი სახელმწიფოსი. ყველანი ისეთივენი არიან, როგორიც თქვენ, სიცოცხლე და ბედნიერება რომ სწყურიათ. მათაც იგივე მზე დაჰნათის თავს, რომელიც თქვენ და ისე, როგორც თქვენ, მათაც უცქერის აცრემლებული თვალნი უფლისა.
შესაბამისად, მხიარულების კი არა, მწუხარების ჟამია და ეს მწუხარება ერთი ან ორი კაცისა კი არ არის, არამედ ხალხებისა და ტომების მწუხარებაცაა, სახელმწიფოს მწუხარებაა. როცა ევროპის სახელმწიფოთა მეთაურნი აცხადებენ ეროვნულ გლოვას რომელიმე ბურბონის ან საბაის პრინცის სიკვდილის გამო, როგორღა ივიწყებენ გლოვის გამოცხადებას ათასობით ადამიანის ძალადობრივი სიკვდილის გამო - რომელთაგან თითოეული ღვთის თვალში პრინცია? ევროპელები მართლაც განათლებულნი რომ იყვნენ, მაშინ სახელმწიფო და სახალხო გლოვას გამოაცხადებდნენ დედამიწის ნებისმიერ წერტილში გაჩაღებული ნებისმიერი ომის გამო. თანაგრძნობის სახელით დაიკეტებოდა რესტორნები, სათამაშო სახლები და კინოთეატრები, აიკრძალებოდა ყველანაირი გართობა, სანამ ძმის სისხლი იღვრება. როგორ გაიხარებდა ზეცა, თუ სლავები პირველები დავაწესებდით ამას!
შეიძლება ჩემმა ნათქვამმა გაგაცინოთ. ვიცი, პილატეც გაიცინებდა, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ქრისტე არ გაიცინებდა. ევროპა უზრუნველყოფილია სიმშვიდით, ომის ცეცხლი თქვენგან შორს გაჩაღდაო, - ამაზე ძალზე ფრთხილად იყავით. ნუ დაუჯერებთ ნურც საკუთარ თავს, ნურც წინასწარმეტყველებას, როცა ხანძარი ტყის ერთ მხარეს მოედება, განა ქარს არ შეუძლია ნაპერწკლის მის მეორე მხარეს გადატანა?
მშვიდობა თქვენდა და წყალობა უფლის მიერ.

/წმ. ნიკოლოზ სერბი/


--------------------
"რა წოდებისაც არ უნდა იყო შენ, ჰოი, ქრისტიანო, ნურასოდეს შეგეშინდება სიმართლის თქმისა".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 7 2017, 09:08 PM
პოსტი #582


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 26,577
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ამბა იოსები უქმობას დემონურ საცდურთა მთავარ იარაღად თვლიდა".


--------------------
"რა წოდებისაც არ უნდა იყო შენ, ჰოი, ქრისტიანო, ნურასოდეს შეგეშინდება სიმართლის თქმისა".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 12 2017, 10:34 PM
პოსტი #583


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 26,577
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ღვთის ხსოვნის სიტკბო"

/ფილოთეოს სინელი/


--------------------
"რა წოდებისაც არ უნდა იყო შენ, ჰოი, ქრისტიანო, ნურასოდეს შეგეშინდება სიმართლის თქმისა".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 17 2017, 02:08 PM
პოსტი #584


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 26,577
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



წერილი მეფუტკრე მ.ა-ს ფუტკრებისგან დარიგებულზე

"მთელი სიცოცხლე ერთ კეთილშობილურ საქმეს მისდევდით - მეფუტკრეობას და ახლა ფუტკრებისაგან მიღებულ განსაკუთრებულ გამოცდილებას სხვებს უნაწილებთ. მათზე დაკვირვებისას დარწმუნდით, რომ ფუტკრები თავს სასტიკად ესხმიან ბოროტსა და უსაქმურ ადამიანებს. ძალზე იშვიათად ნესტრავს ფუტკარი ბავშვებს, ქალწულს და საერთოდ წმინდა და კეთილ ადამიანს, უფრო სწორად, ისინი მათ არასოდეს კბენენ, თუ მათგან საფრთხეს არ მოელიან. შესაბამისად, არაწმინდებს თავს ესხმიან, წმინდანთაგან კი მხოლოდ თავს იცავენ. ერთხელ ფუტკრებმა ბანდიტებისაგანაც კი გიხსნეს. თქვენი გაძარცვა სურდათ, თქვენ ფულს არ აძლევდით, ფუტკრები კი ეცნენ თავდამსხმელებს და ისე დაკბინეს, რომ ძლივსღა მოახერხეს საფუტკრიდან გასვლა.

წმინდა წერილში ნათქვამია: "წადი ჭიანჭველებთან, ზარმაცო, ნახე მათი საქმიანობა და იქმენ ბრძენი" (იგავი 6,6). ფუტკრებთან შეიძლება გავგზავნოთ ხელზარმაცი და გონებაზარმაცი, რათა ისწავლონ შრომისმოყვარეობა, ზომიერება, წესრიგი, წინასწარ განჭვრეტა და კიდევ ერთი დიდი რამ, უდიდესიც კი - თავშეწირვა. თავისი სკის "ხალხისთვის" თითოეული ფუტკარი ყოველ წუთს მზად არის თავი დადოს, გაწიროს საკუთარი სიცოცხლე. ყველაზე დიდ საერთო თავგანწირვას ფუტკრები ყრისას აჩვენებენ.

ერთმა სახელგანთქმულმა ბელგიელმა ფუტკრების ცხოვრებას წიგნი მიუძღვნა. აი, რას ამბობს ის ფუტკრის ყრაზე: "ეს მხოლოდ უბრალო გადასახლება კი არ არის ფუტკრებისა, მსხვერპლია, შეგნებული მსხვერპლი, რომელსაც ახლანდელი თაობა მისი შემცვლელი თაობისთვის გაიღებს... ეს არ არის ინსტინქტი, არც ბუნების კანონი. ჩვეულებრივად კანონს ვეძახით იმას, რაც ჩვენთვის აუხსნელია, სულერთია, ფუტკრებს ეხება თუ ადამიანებს"... მაშ, ეს რაღაა? სიყვარული და ზრუნვა პატარებზე, ფუტკრების ახალ თაობაზე. ამ სიყვარულის გულისთვის ძველი ფუტკრები იყრებიან და ტოვებენ საკუთარ სახლს, ტოვებენ თაფლით ავსებულს და მიფრინავენ უცნობ მხარეში თავშესაფრის მოსაძებნად. წარმოიდგინეთ, როგორ მოიქცეოდნენ ყველაზე თავგანწირული პატრიოტები, თუ მათ ეტყოდნენ: "ახალგაზრდა თაობის გულისთვის დატოვეთ ოჯახები, სახლ-კარი და წადით!" განა ბევრი მოიძებნება კაცთაგან უყოყმანოდ მიმბაძველი ფუტკრისა?
ეს ავტორი ფუტკრებზე კიდევ უამრავ საოცრებას, სასწაულებს წერს: თურმე ფუტკრები ერთმანეთში საუბრობენ, აწყობენ კრებებს, მღერიან - სამხიარულოსა და სამწუხაროს, აქვთ საომარი შეძახილები (ბრძანებები); ისინი უამრავ უწვრილეს, აზრით აღსავსე ბგერას გამოყოფენ (მეტერლინკი, "ფუტკრების ცხოვრება"). ფუტკრებს შორის არ არიან "უღმრთოები". მეტიც, ზოგიერთებმა ფუტკრების დახმარებით შეიცნეს ღმერთი, შემოქმედი თვისი, და მისი საოცარი განგებულება ყოველ ქმნილებაზე."

/წმ. ნიკოლოზ სერბი/


--------------------
"რა წოდებისაც არ უნდა იყო შენ, ჰოი, ქრისტიანო, ნურასოდეს შეგეშინდება სიმართლის თქმისა".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 28 2017, 10:12 AM
პოსტი #585


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 26,577
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სულიერი სიმშვიდე მოიპოვება ღვთის ნებისადმი სრული მინდობით".

/წმ. ანტონი ოპტელი/


--------------------
"რა წოდებისაც არ უნდა იყო შენ, ჰოი, ქრისტიანო, ნურასოდეს შეგეშინდება სიმართლის თქმისა".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 16 2017, 09:55 PM
პოსტი #586


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 26,577
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვინც გვკიცხავს, ის გვჩუქნის, ხოლო ვინც გვაქებს, ის გვპარავას".

/წმ. ამბორი ოპტელი/


--------------------
"რა წოდებისაც არ უნდა იყო შენ, ჰოი, ქრისტიანო, ნურასოდეს შეგეშინდება სიმართლის თქმისა".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 19 2017, 09:54 AM
პოსტი #587


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 26,577
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ოდნავაც ნუ შეშფოთდებით და გაბრაზდებით, თუ თქვენს კეთილ რჩევებს არ ისმენენ. ჩვენც ხომ არ ვუსმენთ უფალს, თუმცა იგი ამის გამო არ გვსჯის".


--------------------
"რა წოდებისაც არ უნდა იყო შენ, ჰოი, ქრისტიანო, ნურასოდეს შეგეშინდება სიმართლის თქმისა".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

30 გვერდი V « < 28 29 30
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd October 2017 - 12:23 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი