თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ფოლკლორი _ ქართული ნაციონალური ტანსაცმელი

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jun 16 2007, 05:27 PM

იძულებითა ჯამბაკურისათა, ამ პოსტებს აქეთ გადმოვიტან, მგალობლის შესამოსელის თემაში ჩავპოსტე და იერთი ჰამბავი მაწია. biggrin.gif

იტოგში:

გვერდითა ფორუმში იყო ამაზე საუბარი და მინდა რამოდენიმე მნიშვნელოვანი პოსტი გადმოვიტანო.

ციტატა
Ar-Pharazôn
ჩოხა ზოგადად გვიან შუასაუკუნეებში შემოსული სამოსია. ნახატებზე მეთვრამეტე საუკუნიდან გვხვდება მარტო (სოლომონ II-ის პორტრეტი , მაგალითად), მანამდელ პორტრეტებში (მაგ. იმერეთის ბატონიშვილის ალექსანდრეს პორტრეტი, მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლო), ჩოხა არ არის გამოყენებული, არამედ სხვა ტიპის, დღემდე არმოღწეული საბრძოლო კოსტუმი, ჩოხის მსგავსი, მაგრამ მნიშვნელოვნად განსხვავებული (მასრების და სხვა აქსესუარების გარეშე)... ჩოხის სიგრძეზე ვერაფერს ვიტყვი...


ციტატა
Ar-Pharazôn
იმერლებს მოკლე ჩოხები ეცვათ მეცხრამეტე საუკუნემდე. გრძელი ჩოხა ჩერქეზეთიდან შემოვიდა, ჯერ სამეგრელოში და აფხაზეთში მოიდგა ფეხი და მეცხრამეტე საუკუნის შუახნისათვის იმერლებმაც გრძელი ჩოხების ტარება დაიწყეს. მანამდელ მინიატურებში იმერლები მოკლე ჩოხებში გვხდებიან. მაგალითად ამ სურათში.
http://imageshack.us


ციტატა
kardu
ვითომ???არ ვიცი მე სხვა ინფორმაცია მაქვს. მოკლე ჩოხა რომ ლეკურია ეგეც სადღაც ამომიკითხავს


ციტატა
Ar-Pharazôn
ზუსტად სად წარმოიშვა მოკლე და გრძელი ჩოხა არავინ იცის. უბრალოდ ფაქტია რომ გრძელი ჩოხა (ისევე როგორც ზოგადად ჩოხა) ჩრდილოკავკასიაში (უფრო ჩერქეზეთსა და ყაბარდოში, ანუ ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში) გამოგონებული სამოსია და XVII-XVIII საუკუნეებში შემოვიდა ნელნელა საქართველოში. ზუსტად შეიძლება იმის თქმა, რომ გრძელი ჩოხების ტარება ქართველებს შორის პირველებმა მეგრელებმა დაიწყეს (ყოველ შემთხვევაში XIX საუკუნის დასაწყისისათვის ატარებდნენ), მერე გადაიღეს იმერლებმა. ქართლ-კახეთში გრძელი ჩოხა არასოდეს ყოფილა გავრცელებული.
ერთი ძალიან საინტერესო სურათი მაქვს. რუსმა ეთნოგრაფმა ჩაიხატა 1810-იან წლებში დასავლეთ საქართველოს ტიპაჟები. ამ სურათზე ასახულები არიან მეგრელი (გრძელ ჩოხაში), იმერელი (მოკლე ჩოხაში, შარვლით) და გურული (ჩაქურაში). გურული და მეგრული კოსტუმები ამის შემდეგ არც შეცვლილა თითქმის, მაგრამ იმერული ჩაცმულობა XIX საუკუნის ბოლოსათვის აშკარად განსხვავებულია - იმერლები ამ დროს უკვე გრძელ ჩოხებს იცვამდნენ. ასევე აღსანიშნავია, რომ სამივე დასავლურქართული ეთნიკური ჯგუფის ტიპაჟს გრძელი თმები აქვს. კიდევ ერთი განსხვავება აღმოსავლეთ ქართველებთან, სადაც მამაკაცები ყოველთვის თმებს იჭრიდნენ - დასავლეთ ქართველი კაცები XIX საუკუნის შუახნებამდე, როგორც წესი თმებს იზრდიდნენ გრძლად....
http://imageshack.us


რაც შეეხება ჩაქურას.
აქ საქმე გაცილებით მარტივადაა, ეს ტანსაცმელი აცვიათ, აჭარლებს, გურულებს, მეგრელებს, მესხებს, ანატოლიელ თურქებს, პონტოელ და კვიპროსელ ბერძნებს.
არის ორი მოსაზრება.
პირველის თანახმად ეს სამოსი იყო ბიზანტიის ძირითადი მოსახლეობის გლეხური ტანსაცმელი.
მეორე ვერსიით, რაც უფრო სარწმუნოა (ჩემთვის), ეს ტანსაცმელი თურქებმა შემოიტანეს.

აი, ეს არიან ბერძნები.

http://imageshack.us

ხოლო ესენი კი, თურქები არიან.

http://imageshack.us

შეფასებები თქვენთვის მომინდვია.

გამოდის, რომ სუფთა ქართული ტანსაცმელი, რომელიც ქართველების გარდა არავის არ აცვია, ესაა ხევსურული ტანსაცმელი.


ხევსურები 1901

http://imageshack.us


ხევსურები 1929

http://imageshack.us


თუშები 1901

http://imageshack.us


სვანები

http://imageshack.us


სვანები

http://imageshack.us


გელოვანები

http://imageshack.us


ქელეხი სვანეთში 1886

http://imageshack.us

რაჭველი ცოლ-ქმარი 1886

http://imageshack.us



მეგრელები

http://imageshack.us


მეგრელი ქალი

http://imageshack.us


გურული პოლიცისტები IPB-ს სურათი

http://imageshack.us


ყარაჩოხელები

http://imageshack.us

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jun 16 2007, 05:40 PM

შემდეგ სოტირისმა ასეთი პოსტი დადო:


ციტატა(ვეშაპო @ Jun 15 2007, 05:50 PM) *

რაც შეეხება ჩაქურას.
აქ საქმე გაცილებით მარტივადაა, ეს ტანსაცმელი აცვიათ, აჭარლებს, გურულებს, მეგრელებს, მესხებს, ანატოლიელ თურქებს, პონტოელ და კვიპროსელ ბერძნებს.


მე ასე ვიცოდი კრეტელ ბერძნებშიც არის ეგ, მაგრამ კრეტელებთან დაკავშირებით ისაა საინტერესო, რომ პონტოდან გადასახლდა მანდ ხალხი მე-18 ს.-ში და თან ლაზებს უწოდებდნენ ბერძნები.

ციტატა
მეორე ვერსიით, რაც უფრო სარწმუნოა (ჩემთვის), ეს ტანსაცმელი თურქებმა შემოიტანეს.


აი ესენი არიან თურქები, ანატოლიელი ზეიბეკების ტანსაცმელში გამოწყობილი:

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

ეს ჩაქურა არ არის, რაღაც სხვაა. პონტო საერთოდ არეული რეგიონი ეთნიკურად, ამიტომ რა ვისი იყო, მაგის თქმა ხშირად ჭირს.

პ.ს. მალადეც იმდენი ფოტოს დადებისთვის smile.gif


რაზეც მე ვუპასუხე:


Sotiris
ციტატა
ეს ჩაქურა არ არის, რაღაც სხვაა.

არა, ჩაქურა არ არის, მაგრამ ზუსტად იგივე დეტალებისგან შედგება.

შარვალი, ტუნიკი (ეგაა,რომ ქამარში ჩატანიებული არ აქვთ), ქამარი, ჩექმებს (აზიურებს) ვერ ვხედავ, თუმცა ისიც შეიძლება ითქვას, რომ აჭარელ და საერთოდ გლეხებს ყოველდღიურ ხმარებაში არ ქონდათ აზიურები.

ციტატა
პ.ს. მალადეც იმდენი ფოტოს დადებისთვის


აუუ.
იცი რამდენი ვიჩალიჩე? IPB-ს სურათი



შემდეგ ჯამბაკურმა მიპასუხა:



ციტატა(ვეშაპო @ Jun 16 2007, 12:30 PM) *

ჯამბაკური
დადგენილია უკვე, რომ ეს ჩოხები გვიანაა შემოსული საქართველოში.


საიდან არის ეგ დადგენილი?
იქნებ სამეცნიერო წყარო დაასახელო.

შესაძლოა გვიანდელია მცირე დეტალი-ჩოხის საქილეების ზომა და განლაგება. თორემ ჩოხა ბევრად ძველია.
,,ჩერკესკაო" რომ ამბობ უხერხულია ეს არის რუსების მიერ დამკვიდრებული ტერმინი რადგან მათ ასეთი ტიპის სამოსი პირველად ჩერქეზეთში ნახეს.
რა ჩოხა რომ თქვა ვერ გავიგებთ თუ აგვერევა რაიმე?

ეგ ფოტოები რაც ამ თემაში ატვირთე გთხოვ სხვაგან გადაიტანო რადგან მგალობლის შესამოსელთან საერთო არაფერი აქვთ.


რაზეც მე ასეთი პასუხი გავეცი:


ჯამბაკური
ციტატა
საიდან არის ეგ დადგენილი?
იქნებ სამეცნიერო წყარო დაასახელო.

აკი დავწერე, ადრინდელ ჩანახატებში არსად გვხვდება მეთქი.
მერე ის პოსტიც წაიკითხე კაცო, თბილისის ფორუმიდან გადმოღებული.

ციტატა
თორემ ჩოხა ბევრად ძველია.

კი, ჩოხა ძალიან ძველია მართლაც, ბერის და მღვდელის კაბაც ჩოხა არაა?

ციტატა
,,ჩერკესკაო" რომ ამბობ უხერხულია ეს არის რუსების მიერ დამკვიდრებული ტერმინი რადგან მათ ასეთი ტიპის სამოსი პირველად ჩერქეზეთში ნახეს.
რა ჩოხა რომ თქვა ვერ გავიგებთ თუ აგვერევა რაიმე?

"ჩერქესკას" იმიტომ მივუწერე წინ ე.წ., თორე ეხლა რაც ჩოხაში იგულისმება ყველა გულისხმობს ქილებიან ჩოხას.
ადრეულ ჩანახატებში, ფრესკებზე ან ნაშრომებში არსად არაა ნახსენები ასეთი ქილებიანი ჩოხა.

ციტატა
ეგ ფოტოები რაც ამ თემაში ატვირთე გთხოვ სხვაგან გადაიტანო რადგან მგალობლის შესამოსელთან საერთო არაფერი აქვთ.

კაი, ფოლკლორში გავხსნი ახალ თემას და იქ გავუშვებ.

იტოგში:

როგორც გინდათ ისე იმსჯელეთ, შეიძლება საქართველოშიც იყოს მოგონილი ჩოხა, შესაძლოა ჩრდილო-კავკასიაშიც.
ლოგიკა უფრო მეორეს ემხრობა.
ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს.

ერთი რამ ნათელია:

სუფთა ქართული ტანსაცმელი, რომელიც ქართველების გარდა არავის არ აცვია ესაა ხევსურული ტანსაცმელი.

ჩოხისა და ჩაქურის წარმომავლობის მტკიცება ჩიხში შეგვიყვანს, ვინაიდან ვერაფერს ვერ დაამტკიცებს ვერცერთი მხარე.
მხოლოდ ლოგიკის დონეზე იქნება მსჯელობა.

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jun 20 2007, 09:49 PM

laugh.gif მაგარი დიალოგია biggrin.gif

ციტატა
ქართლ-კახეთში გრძელი ჩოხა არასოდეს ყოფილა გავრცელებული.

ჰმ.. არა მჯერამს.
მგონი სწორედ ქართლ-კახეთში ეცვათ გრძელი ჩოხები.
მოკლე ჩოხები კიდე უფრო მთის ხალხს ეცვა..
ციტატა
ერთი რამ ნათელია: სუფთა ქართული ტანსაცმელი, რომელიც ქართველების გარდა არავის არ აცვია ესაა ხევსურული ტანსაცმელი.

100%
პ.ს.
სურათის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ბერძნების ტანსაცმელი უფრო წააგავს ჩაქურას.

პ.პ.ს.
საღოლ რამდენი გიწერიათ smile.gif

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jun 20 2007, 10:42 PM

komisia

ციტატა
მგონი სწორედ ქართლ-კახეთში ეცვათ გრძელი ჩოხები.

გრძელი ჩოხები დასავლეთში ეცვათ, აქ იგულისხმება კოჭებამდე ჩოხები.

ქართლსა და კახეთში მუხლს ქვემოთ ბოლოვდებოდა.
ეხლა რაც ანსამბლებს აცვიათ, (ანჩისხატს არ ვგულისხმობ) ისეთი.

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Jun 21 2007, 09:05 AM

ულამაზესია ქართული ტრადიციული ჩაცმულობა.

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jun 21 2007, 12:01 PM

ვეშაპო

ციტატა
გრძელი ჩოხები დასავლეთში ეცვათ, აქ იგულისხმება კოჭებამდე ჩოხები.ქართლსა და კახეთში მუხლს ქვემოთ ბოლოვდებოდა.ეხლა რაც ანსამბლებს აცვიათ, (ანჩისხატს არ ვგულისხმობ) ისეთი.

კიდევ კარგი მითხარი, თორე ხომ შევრცხვებოდი სხვაგან biggrin.gif
mariami-k
ციტატა
ულამაზესია ქართული ტრადიციული ჩაცმულობა.

მა როგორ გინდა wink.gif

პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: Jun 21 2007, 04:56 PM

ყაბალახზე რას იტყვით?
მე ვეძებ ჩემთვის მინდა

პოსტის ავტორი: G A B O თარიღი: Jun 24 2007, 05:17 PM

რა მაინტერესებს, ჩოხის ფერი და საერთოდ ტანსაცმლის ფერი თუ განაპირობებდა ან მიანიშნებდა, რომელიმე ფენის, ან კატეგორიის (მაგ: ტავადის, აზნაურის) წარმომავლობას. და რომელი ფერი უფრო იყო პრესტიჟული, უხეშად რომ ვთქვათ (მოდაში)?

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jun 24 2007, 05:42 PM

G A B O

ციტატა
რა მაინტერესებს, ჩოხის ფერი და საერთოდ ტანსაცმლის ფერი თუ განაპირობებდა ან მიანიშნებდა, რომელიმე ფენის, ან კატეგორიის (მაგ: ტავადის, აზნაურის) წარმომავლობას.

როგორც მე ვიცი:
ჩვეულებრივ გლეხებსა და მუშებს ეცვათ უფრო მოკლე ჩოხები, იმიტომ რომ მუშაობაში ხელი არ შეშლოდათ. თავადებს კიდე გრძელი ჩოხები, ნუ იმ კუთხესთან შედარებით რომელშიც ცხოვრობდა. თავადური რათქმა უნდა უფრო შემკული იყო ფუფუნების დეტალებით, ოქრო-ვერცხლში ჩასმული ქილები, მაგისივე ქამარ ხანჯალი და ნაქარგები.
ფერს რაც შეეხება, შავი ფერი კარგი იყო ღამით, როდესაც ლეკებთან ან ეგეთებთან ჰქონდათ პატარ-პატარა შეტაკებები, შავი ჩოხა რო გაცვია სიბნელეში ვერავინ დაგინახავს, (ვიღაც კომპეტენტური კაცი საუბრობდა ამაზე და იქიდან მახსოვს biggrin.gif) ხოდა მაგითი სარგებლობდნენ ჩვენები biggrin.gif.
ბორდოსფერი და თეთრი ჩოხები კი უფრო სადღესასწაულო და ყოველდღიური მოხმარებითვის იყო.

პოსტის ავტორი: Cecxladze I თარიღი: Jun 25 2007, 01:01 PM

ვაა რა კაი ფოტოები ვნახეეეეეე.
ერთი იდეა გამიჩნდაა და იქნებ თქვენც მომეხმაროთ.
ესეთი საღამოები რომ ჩატარდეს მაგ:გურული სიმღერების საღამო და გურული სამოსი რომ ეცვას ყველა მომღერალს. და ა.ს.შ. ყველა კუთხეს.როგორი იდეაა?

პოსტის ავტორი: potiabesbaia თარიღი: Jun 25 2007, 01:30 PM

Cecxladze I

ციტატა
ესეთი საღამოები რომ ჩატარდეს მაგ:გურული სიმღერების საღამო და გურული სამოსი რომ ეცვას ყველა მომღერალს. და ა.ს.შ. ყველა კუთხეს.როგორი იდეაა?

იდეა გადასარევია, მაგრამ შესასრულებლად ძნელი sad.gif

ისე სხვათაშორი, ფოთის მუზეუმშია დაცული ფოთური ჩოხა და ქალის კაბა. რომ ჩავალ სურათებს გადავუგებ და აქ დავდებ! smile.gif
ისე უცნაური ჩოხა კია. ბარხატისაა, მწვანეა და ძალიან სქელი. ალბათ ზამთრის ჩოხა იყო. ქალის კაბა კიდე ძალიან ლამაზია და თურმე იმ კაბის პატრონი მაგ კაბას 6 წელი კერავდა, თუ მეტი კიდე. ძვირფასი ქვებითაა გაწყობილი, თუმცა ქვები და სხვა სამკაულები ბანკსჰია, სეიფში და სამწუხაროდ ვერ ვნახე sad.gif იმედია ამ ზაფხულს მოვახერხებ ნახვას და გადაღებას!

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jun 25 2007, 03:31 PM

ციტატა
ბარხატისაა, მწვანეა

მწვანე ჩოხა რა უბედურებაა... პირველად მესმის...

პოსტის ავტორი: potiabesbaia თარიღი: Jun 25 2007, 06:31 PM

komisia

ციტატა
მწვანე ჩოხა რა უბედურებაა... პირველად მესმის...

არა პირველად არ მესმის მწვანე, მაგრამ ბარხატის ნაღდად პირველად ვნახე!!!

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jun 25 2007, 09:10 PM

ციტატა
სუფთა ქართული ტანსაცმელი, რომელიც ქართველების გარდა არავის არ აცვია ესაა ხევსურული ტანსაცმელი.

ხოდა მეც ამ ტანსაცმელს შევიკერავ biggrin.gif

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jun 25 2007, 10:40 PM

ქავთარაძე
შენც აპირებ შეკერვას?

ისე ნეტა ამ ფორუმზე გვყავს ვინმე ჩოხოსნებიდან?

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jun 26 2007, 04:37 PM

komisia

ციტატა
ისე ნეტა ამ ფორუმზე გვყავს ვინმე ჩოხოსნებიდან?

ბექაა მგონი შუხოშვილი.

ისე, მომღერლებს (იგივე ფანოღ-პევცებს) და მოცეკვავეებს (იგივე ტანცორებს) უფრო ხშირად გვაცვია ჩოხა, ვიდრე მაგ ჩოხოსნებს და ჩოხოსნებად ვერ ჩავითვლებით? IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jun 26 2007, 06:48 PM

ციტატა
მომღერლებს (იგივე ფანოღ-პევცებს) და მოცეკვავეებს (იგივე ტანცორებს) უფრო ხშირად გვაცვია ჩოხა, ვიდრე მაგ ჩოხოსნებს და ჩოხოსნებად ვერ ჩავითვლებით?

კაცო, რო ჰქვიათ ჩოხოსნები, ე.ი. მოყვარული ჩოხოსნები რა.. ანუ პროფესიონალი მომღერლები და მოცეკვავეები არ არიანbiggrin.gif
თორე მომღერლები და მოცეკვავეები ხომ თავისთავად ჩოხოსნები არიან biggrin.gif

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jul 6 2007, 04:26 AM

ციტატა(komisia @ Jun 25 2007, 03:31 PM) *

მწვანე ჩოხა რა უბედურებაა... პირველად მესმის...



ფოლკლორის დათვალიერება ფესტივალზე მოგეხსენებათ მონაწილე მომღერალთა გარკვეულ ნაწილს სამოსი შეუკერეს, ისეთი ფერის ჩოხები შეკერეს უკეთესს ვერ ინატრებდი laugh.gif სულო და გულო, რა ფერის გინდოდა რომ არ ყოფილიყო! ხოდა ახლა რომ მთვარობა გვყავს ისეთი ერთი კაცი მაინც კი გამოერეოდა ფოთის ხელისუფლებაშიც იმ დროისთვის (ალბათ), ხოდა მწვანე ჩოხაც ეგრე გაჩნდა რა.... laugh.gif


პ.ს. ასეთია ,,მწვანე ფერის ჩოხის შექმნის" ჩემეული ჰიპოთეზა laugh.gif

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jul 7 2007, 08:55 PM

N. R.

ციტატა
პ.ს. ასეთია ,,მწვანე ფერის ჩოხის შექმნის" ჩემეული ჰიპოთეზა

ჰეჰ!
შენ უნდა ნახო, ოთარ ბერძენიშვილს რავარი ხასხასა მწვანე ჩოხა აქვს. IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: misdevs mela loms თარიღი: Jul 7 2007, 09:05 PM

komisia

ციტატა
ისე ნეტა ამ ფორუმზე გვყავს ვინმე ჩოხოსნებიდან?



ვაოფებ, მაგრამ მაინც biggrin.gif ჩემი აზრით ჩოხოსნების ორგანიზაცია არაფრის მომცემია

პოსტის ავტორი: tako_chicho თარიღი: Jul 9 2007, 12:33 PM

misdevs mela loms
მართალია... უბრალოდ ქვიათ რომ ჩოხოსნები არიან... მეც ვყოფილვარ მაგათ შეკრებებზე რამოდენიმეჯერ... აი თუნდაც მაშინ ქაქუცა ჩოლოყაშვილი, რომ ჩამოასვენეს. ყველა ჩოხოსანი იყო მაშინ იქ, მთაწმინდაზე ვიყავით და მერე ბანკეტი გვქონდა... ბევრი საინტერესო ადამიანია გაწევრიანებული, მაგრამ ბევრიც უბრალოდ, რომ თქვას "ჩოხოსანი" ვარო... არაფერი კეთდება და არც დაფინანსება აქვთ მგონი საკმარისი...

პოსტის ავტორი: bato თარიღი: Sep 8 2007, 12:55 PM

http://bin.ge/file/64652/dato-gugunava--shavi-shashvi-grzeli-gigini-sufris-xelxvavi-.jpg.html

უკაცრავად,სხვანაირად როგორ ავტვირთო არ ვიცი.

http://bin.ge/file/64657/teretlebi.jpg.html

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Sep 13 2007, 11:34 AM

bato

ციტატა
უკაცრავად,სხვანაირად როგორ ავტვირთო არ ვიცი.

აი აქ ნახე: http://church.ge/index.php?showtopic=4

პ.ს.
ეგ წერეთლები მომღერლები იყვნენ, აკაკის ნათესავები თუ უბრალოდ რახან თავადური გვარია მაგიტომ გადაიღეს? და გადაღების წელიც ხომ არ იცი ბარემ?

პოსტის ავტორი: bato თარიღი: Sep 13 2007, 03:27 PM

არა,სამწუხაროდ არაფერი ვიცი sad.gif ისე,ტიპიური იმერელი თავადები არიანsmile.gif


პოსტის ავტორი: bato თარიღი: Sep 15 2007, 02:49 PM

http://imageshack.us

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Sep 15 2007, 02:55 PM

tako_chicho

ციტატა
არაფერი კეთდება და არც დაფინანსება აქვთ მგონი საკმარისი...

და რა უნდა გააკეთონ ან დაფინანსება რაში სჭირდებათ?
ისე მე რაც მინახია უმეტესობა "კაი ბობოლა ბიძები" არიან და დაიფინანსონ თავი smile.gif

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Sep 20 2007, 10:45 AM

მგონი მართალია, ჯერ სამოქმედო გეგმა უნდა ჰქონდეთ. შეიძლება უბრალოდ იყოს ჩოხოსანთა დასი, მაგრამ როცა ორგანიზაციის სახე აქვს და ოფისი აქვთ სამებაში, რაღაცას ხომ უნდა აკეთებდნენ? გუშინ იქ ვიყავით და ისეთი ირონიით საუბრობდნენ ბიჭები ჩოხოსნებზე, რომ გული დამწყდა. არადა მართალია, ბუტაფორული რაღაცა გამოვიდა ეს ჩოხოსანთა დასი. იქნებ იდეები მოგვაწოდოთ, რა უნდა აკეთონ? მერე საჭირო ხალხის ყურამდეც როგორმე მივიტანთ.

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Sep 20 2007, 10:53 AM

M.M.

ციტატა
გუშინ იქ ვიყავით და ისეთი ირონიით საუბრობდნენ ბიჭები ჩოხოსნებზე, რომ გული დამწყდა.

რას ვიზამთ, სიმართლე მწარეა smile.gif
ციტატა
არადა მართალია, ბუტაფორული რაღაცა გამოვიდა ეს ჩოხოსანთა დასი.

მაგ დასის დღევანდელი ფუნქცია შემოიფარგლება დღესასწაულებზე ჩოხით გამოცხადებით. მგონი დიდი სახარბიელო ფუნქცია ეგ არ არის...

ციტატა
იდეები მოგვაწოდოთ, რა უნდა აკეთონ?

საქმის მეტი რა არის...
ყანის თოხნიდან დაწყებული ქართული ფოლკლორის განვითარებაში წვლილის შეტანით დამთავრებული.
თან ისე ამაყობენ ჩოხოსნობით (წესით კი უნდა იმაყონ, მაგრამ ნამუსიც კაი ძროხაა) რომ გეგონება სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეს აკეთებდნენ... იევიცი...

მგონი მუხლებდაკერებული შარვლით და ტელეგრეიკამოსხმული ყანაში მუშაობა ჯობია ჩოხით არაფრის კეთებას...
იევიცი..

ანდა ყველანი ერთად შევკრიბოთ და გავუშვათ შალვა ნათელაშვილის მიტინგზე laugh.gif

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Sep 20 2007, 11:01 AM

ციტატა(komisia @ Sep 20 2007, 10:53 AM) *

M.M.
საქმის მეტი რა არის...
ყანის თოხნიდან დაწყებული ქართული ფოლკლორის განვითარებაში წვლილის შეტანით დამთავრებული.

ახლა ყველას ფოლკლორში ხომ ვერ დავასაქმებთ? მაგაზე სხვა ხალხი მუშაობს.
ციტატა
მგონი მუხლებდაკერებული შარვლით და ტელეგრეიკამოსხმული ყანაში მუშაობა ჯობია ჩოხით არაფრის კეთებას...
იევიცი..

ეს მართალია, მაგრამ რახან ხალხი შეკრებილა, იქნება რამით დავასაქმოთ? კი, ლამაზია ჩოხა, "მაგრამ რაც უფრო მშვენიერი ხარ, მით უფრო მეტად მიკვდება გული".

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Sep 20 2007, 11:11 AM

M.M.

ციტატა
მაგრამ რახან ხალხი შეკრებილა, იქნება რამით დავასაქმოთ?

fiqri.gif ვენახი მაქვს გამოსათიბი პლანებს შორის... მაგდენი ხალხი არ მინდა მარა 3-4 ჩოხოსანი მაგრა დამხატავდა smile.gif

პოსტის ავტორი: ართი ვარდი თარიღი: Sep 20 2007, 11:25 AM

komisia
laugh.gif thumbs.gif

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Sep 22 2007, 11:41 AM

ხალხო, რას დასცინით, ეგენიც ჩვენები არიან! დაცინვას ჯობია, დახმარებაზე ვიფიქროთ, თორემ შეჭამა ჩოხები ჩრჩილმა. დავიჯერო რომელიმე ჩოხოსანი აქ არ იხედება? თქვით რამე

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Sep 22 2007, 12:06 PM

M.M.

ციტატა
დავიჯერო რომელიმე ჩოხოსანი აქ არ იხედება?

იხედება smile.gif ნამდვილად ვიცი smile.gif

ციტატა
დაცინვას ჯობია, დახმარებაზე ვიფიქროთ

რას ამობ ბიჯო, მაგათ რომ რჩევა მისცე სიცილს დაგაყრიან, როგორ გვკადრე ჩვენ, ჩოხოსნებს, ეგეთი რამეო.

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Sep 24 2007, 11:30 AM

ციტატა(komisia @ Sep 20 2007, 11:11 AM) *

M.M.

fiqri.gif ვენახი მაქვს გამოსათიბი პლანებს შორის... მაგდენი ხალხი არ მინდა მარა 3-4 ჩოხოსანი მაგრა დამხატავდა smile.gif

გამოუცდელი კაცი ვენახში ცელით არ შეიშვება. მითუმეტეს, თუ ჩემსავით შრომის ექსტაზში შედის ხოლმე. რთველი აღარ გინდა?

ციტატა(komisia @ Sep 22 2007, 12:06 PM) *

M.M.

იხედება smile.gif ნამდვილად ვიცი smile.gif
რას ამობ ბიჯო, მაგათ რომ რჩევა მისცე სიცილს დაგაყრიან, როგორ გვკადრე ჩვენ, ჩოხოსნებს, ეგეთი რამეო.

ეგრე კი ნუ ვეტყვით, მოიტა გიშველო შე საწყალოო, უბრალოდ იდეები მივაწოდოთ მეგობრული რჩევის სახით. თან აგერ ფორუმელი ჩოხოსანი გვყოლია...

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Sep 24 2007, 11:40 AM

M.M.

ციტატა
გამოუცდელი კაცი ვენახში ცელით არ შეიშვება.

ჩემი პირველი გაცელვა გამახსენა sad.gif სამი ვაზი დავაინვალიდე user.gif

ციტატა
უბრალოდ იდეები მივაწოდოთ მეგობრული რჩევის სახით.

მაინც რა იდეა აბა...
რა განხრით...
მართლა ვენახში ხომ არ გავამწესებთ...

მაგაზე თვითონ უნდა იმტვრიონ თავი, იმდენი და იმხელა ხალხია გაწევრიანებული რომ ეგ არ უნდა ეშლებოდეთ..

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Sep 24 2007, 11:45 AM

ციტატა(komisia @ Sep 24 2007, 11:40 AM) *

M.M.
მაინც რა იდეა აბა...
რა განხრით...
მართლა ვენახში ხომ არ გავამწესებთ...
მაგაზე თვითონ უნდა იმტვრიონ თავი, იმდენი და იმხელა ხალხია გაწევრიანებული რომ ეგ არ უნდა ეშლებოდეთ..

იდეა რომ არ მაქვს, თქვენ იმიტომ მოგიწოდებთ. Одна голова хороша (თუმცა ჩემს შემთხვევაში...), а две лучше. ისე, ჩოხას რომ თვითონ გიკერავდნენ, მეც დიდი სიამოვნებით გავწევრიანდებოდი.

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Sep 24 2007, 12:07 PM

ახლა ვკითხავ ჩოხოსნებს, მართლა აკეთებენ რაღაცეებს და ჩვენ არ ვიცით მგონი უბრალოდ...

M.M.

ციტატა
ისე, ჩოხას რომ თვითონ გიკერავდნენ, მეც დიდი სიამოვნებით გავწევრიანდებოდი.

yes.gif

პოსტის ავტორი: catherina_10 თარიღი: Sep 25 2007, 05:12 PM

მე წარმოგიდგენთ გრაფიკოს ნინო (ბრაილოვსკი) ბრაილაშვილის ნახატებს წიგნიდან "საქართველოს ეთნოგრაფიიდან", სადაც არის მისი ჩანახატები საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხის სამოსელის შესახებ

http://imageshack.us


დასაცლეთ საქართველო
1-2 მეგრელები და გურულები;(მეგრელები ატარებდენენ ნაწილობრივ იმერულ ნაწილობრივ გურულ ტანსაცცმელს) 3-6 იმერლები; 8-9 აჭარლები

http://imageshack.us


მაღალმთიანი რაიონები
1-2 თუშები; 3-6 ხევსურები; 7 სვანი; 8-10 რაჭველები

http://imageshack.us

აღმოსავლეთ საქართველო
1-ქართლელი გლეხი; 2-მოქალაქე ხელოსანი; 3-მოქალაქე ვაჭარი; 4-7 მაღალი წოდების ქართლელები და კახელები; 8-9 ინგილოები

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Sep 25 2007, 05:50 PM

catherina_10
რომელი წლების ჩანახატებია ეგენი?

პოსტის ავტორი: catherina_10 თარიღი: Sep 25 2007, 06:03 PM

ჩანახატები გაკეთებულია უშუალოდ მისი ყოფნის დროს სხვადასხვა კუთხეში ეს არის დაახლოებით 1940-1965 წლები,

kidev maqvs sxva suraTebic da sevecdebi davdo uaxloes momavalSi

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Sep 25 2007, 06:17 PM

catherina_10

ციტატა
დაახლოებით 1940-1965

ჰმ... ახლა ყოფილა...
ერთი საუკუნეც არ გამოდის...

ციტატა
kidev maqvs sxva suraTebic da sevecdebi davdo uaxloes momavalSi

ძალიან კარგი smile.gif

პოსტის ავტორი: catherina_10 თარიღი: Oct 1 2007, 04:28 PM

http://imageshack.us
ყაბალახის ტარების წესი სამეგრელოში (1949 წ.)

http://imageshack.us

პოსტის ავტორი: catherina_10 თარიღი: Oct 18 2007, 12:54 PM

http://imageshack.us

პოსტის ავტორი: catherina_10 თარიღი: Oct 18 2007, 01:22 PM

http://imageshack.us


http://imageshack.us

http://imageshack.us


http://imageshack.us


http://imageshack.us

http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=522&i=fotgeo004sh9.jpg

http://imageshack.us

პოსტის ავტორი: catherina_10 თარიღი: Oct 18 2007, 01:36 PM

http://imageshack.us


URL=http://imageshack.us]IPB-ს სურათი[/

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Oct 18 2007, 02:04 PM

catherina_10
აუ რა მაგარი სახე აქ... სუფთა ქართული.

catherina_10
ხევსურებს ჩოხა არ ეცვაათ... no.gif რაგაც მეეჭვება.

პოსტის ავტორი: catherina_10 თარიღი: Oct 18 2007, 02:42 PM

ქავთარაძე
რომელ სურათზე ამბობ?

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Oct 19 2007, 11:07 AM

ციტატა(ქავთარაძე @ Oct 18 2007, 02:04 PM) *

catherina_10
აუ რა მაგარი სახე აქ... სუფთა ქართული.

catherina_10
ხევსურებს ჩოხა არ ეცვაათ... no.gif რაგაც მეეჭვება.



ციტატა(catherina_10 @ Oct 18 2007, 02:42 PM) *

ქავთარაძე
რომელ სურათზე ამბობ?

ყაბალახის მერე რომ ხატია. რადგან დახატა, ალბათ ნახა. ეგაა, რუსული სიფათი დაუხატავს ხევსურისთვის. ეს მოსდით ხოლმე მხატვრებს და ხატმწერებს.


პოსტის ავტორი: catherina_10 თარიღი: Oct 24 2007, 12:32 PM

სამოსი

ისევე როგორც სხვა ერების წარმომადგენლები, ქართველებიც უძველესი დროიდანვე, ორიგინალურად, თავისებურად იმოსებოდნენ. რასაც მრავალი მიზეზი განაპირობებდა. მკვლევართა აზრით, სხეულის ხელოვნური საფარის, ტანსაცმლის ფორმებს განსაზღვრავს ეთნიკური ნორმები და ეკოლოგიური პირობები, სამეურნეო მდგომარეობა და ხალხთა შორის კულტურულ-ისტორიული კავშირი. ადამიანმა ქვის ხანაში ისწავლა ტყავის დამუშავება, ნაჭრების ერთმანეთზე გადაბმის ხერხი. უფრო მოგვიანებით კი აითვისა ქსოვის ტექნიკა.

ტანსაცმლის პირველყოფილი სახეა შეუკერავი მოსასხამები და სხეულის გარკვეული ნაწილების დასაფარავი ნაჭრები. პირველიდან განვითარდა სამხრე, მეორიდან წელსქვედა სამოსელი. ფეხის უმარტივესი საფარავი საფუძვლად დაედო ფეხსაცმლის ფორმებს. ტანსაცმლის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინა კლიმატურმა პირობებმა. ტროპიკულ ქვეყნებში დამკვიდრდა თეძოზე შემოსახვევი სამოსელი, ცივსა და არქტიკულ ქვეყნებში - ბეწვის ტანსაცმელი.
საზოგადოების განვითრების გარკვეულ ეტაპზე ერთმანეთს გაემიჯნა ქალის და მამაკაცის, გათხოვილი და გასათხოვარი ქალის, ყოველდღიური და სადღესასწაულო, რიტუალური, საქორწილო და სამგლოვიარო და სხვა ტანსაცმელი. გაჩნდა ტანსაცმლის პროფესიული და კლასობრივი სახეები.
ძველი ხალხებიდან სიშიშვლეს მხოლოდ ბერძნები არ ერიდებოდნენ, მაგრამ ბერძნულ გემოვნებას და ტრადიციებს ბრძოლა გამოუცხადა ქრისტიანობამ, ბიზანტიაში დაიწყეს მძიმე ქსაოვილისგან შეკერილი სამოსის ტარება, რაშიც ადამიანის სხეული გაუჩინარდა. სხეულის წარმომჩენი სამოსი უფრო მოგვიანებით გაჩნდა ევროპის ხალხებში, რასაც საფუძვლად დაედო ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან წამოსული ელემენტები-შარვალი და ხალათი.

მრავალი საერთო ელემენტი აქვს კავკასიელ ხალხთა სამსოსელს. განსაკუთრებით მამაკაცის ტანსაცმელს, რომელიც ჩოხა-ახალუხით, შარვლით, ტყავის ფეხსაცმლითა და ქუდით არის დაკომპლექტებული და ვერცხლის იარაღით გაწყობილი. ქალის ტანსაცმელი უფრო რეგიონალური იყო, მაგრამ ყაბარდოელების, ჩერქეზების, ოსების და ქართველების კოსტიუმთა შორის სიახლოვე აქაც შეიმჩნევა. კავკასიას, კერძოდ საქართველოს, თავისი მდგომარეობისა და მდებარეობის გამო ურთიერთობა ჰქონდა ძველი და ახალი სამყაროს ქვეყნებთან. საბერძნეთი, რომი, ბიზანტია, ირანი, ოსმალეთი, დასავლეთ ევროპა, რუსეთი.) ამ კონტაქტების შედეგად ქართველმა ხალხმა აითვისა და შემოქმედებითად გაითავისა, როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის ცივილიზაციათა მიღწევები. ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი თვითმყოფადი კულტურა, კერძოდ ტანსაცმელი. საერთო კავკასიურ ტრადიციებთან ერთად ამ ფართო კავშირების კვალსაც ატარებს.
საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ადასტურებს, რომ სამოსელის დასამზადებლად უძველესი დროიდან იყენებდნენ სელის, კანაფისა და მატყლის ქსოვილებს. დასამაგრებლად და მოსართავად ხმარობდნენ ღილებს, ხრიკებს, ქინძისთავებს, ბალთა-აბზინდებს და ა.შ.

ქართული ტანსაცმლის ისტორიას არქეოლოგიურ მასალებთან ერთად ავსებს უცხოელ მოგზაურთა ცნობები, სადაც ქართველთა წინაპარი ტომების სამოსელზეა საუბარი. ფეოდალურ საქართველოში გავრცელებული სამოსელის ნიმუშების აღდგენა ხდება ძირითადად სტელებისა და ტაძრების ფასადების მიხედვით. ამ მასალას ემატება ფრესკების, ჭედური ხელოვნების ნიმუშების, საფლავის ქვების, ნუმიზმატიკის, მინიატურების, ისტორიული წყაროების, ლიტერატურული ძეგლების მონაცემები და უცხოელ მოგზაურთა ჩანაწერები. დადგენილია ფეოდალურ საქართველოში გავრცელებული სამოსელის სხვადასხვა სახეობები. სამეფო-სადედოფლო, საერისკაცო, სამოხელეო, სამღვდელთმოძღვრო, ბერული, ვაჭრული, სამხედრო, სამგზავრო ანუ საღარიბო, სადიაცო, სამამაცო. ასევე დანიშნულებით განსხვავებული ფორმები: საშინაო და საგარეო, საქორწინო, სამგლოვიარო. შესწავლილია ე.წ. სამოსელი ქუეშეთი და სამოსელი ზეითი. ხერხდება ტანსაცმლის ფორმათა მონაცვლეობის დადგენა სხვადასხვა ისტორიული ეპოქისთვის. მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში დამოწმებულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გავრცელებული ტანსაცმლის სხვადასხვა კომპლექსი, რომლებიც ხანგრძლივად გამოყენების გამო საგრძნობლად დაშორდნენ თავდაპირველ სახეს.
უძველესი ფორმები შემოინახა მთამ, სადაც განსაკუთრებით საინტრესოა ქალის ტანსაცმელი. აქ გამოყენებული ორიგინალური ელემენტებისა და გაწყობის ხერხების მრავალფეროვნება ქართული ხალხური ჩაცმულობის განუმეორებელ კოლორიტს ქმნის. ასეთია ხევსურული, რაჭული, თუშური, მოხევური, აჭარული, ინგილოური და სხვა კომპლექსები. ქალის ხევსურული ტალავარი შედგება კვართისებრი თარგის კაბისგან. - სადიაცოსგან. რასაც ახლავს ზემოდან შემოსაცმელი ქართული გახსნილ სახელოებიანი ფაფანაგი, ან მოკლესახელოებიანი "ქოქოლო", ჩიხტისმაგვარი თავსაბურავი სათაურა და თავზე შემოსახვევი მანდილი. ფეხზე იცვამენ ყელიანი წინდის მსგავს თათებს. ან წინდა პაჭიჭს. ამ კომპლექსის ძირითადი ნიშანია ყველა ელემენტის ფერადი ნაქარგითა და ვერცხლის სამკაულით შემკობა.

თუში ქალის სამოსი სისადავით გამოირჩევა. ერთმანეთს ენაცვლება შავი, ლურჯი და თეთრი ფერები. ძირითადი ელემენტია შალის ერთიანი კაბა - ჯუბა პერანგისებური თარგით, დეკორაციული სახელოებით შედგენილი ტყავის სამოსელი სახელჩაქნეულა, თავზე დასადგომი კუჭურა, და მოსახური მანდილი. ფეხზე ნაქსოვი ჩითები. მოხევე ქალის ჩასაცმელი შეიცავს ისეთ ელემენტებს (კაბა, საგულე, რომელბიც წერილობით წყაროებში მოწმდება და წინ უსწრებს სარტყელ-გულისპირიან ქართულ კაბას. მამაკაცის ჩამულობაში მიუხედავად საგრძნობი ერთგვაროვნებისა, მაინც ხერხდება ზოგიერთი თავისებური კომპლექსის გამოყოფა. ასეთია ხევსურული ტალავარი, რომელშიც შედის ზედატანი, პერანგი, და შარვალ-ნიფხავი, ჩოხა, მრგვლად შეკერილი ნაბდის ქუდი, შიბით ნაქსოვი ფეხსაცმელი, თათები ან ქალამანი ჯღანი და სხვა.

ჩაქურა გავრცელებული იყო აჭარაში. გურიაში და ნაწილობრივ სამეგრელოში. აჭარული კომპლექსის ელემენტებია შალის მოკლე ზედატანი, კვატუჯა ჩოხაჭონია, შალისავე ფართოუბიანი და ხვანჯრით შეკრული შარვალი ჩაქურა, ორჯიბიანი და საყელოიანი ახალუხი ზუბუნი, განიერი და გრძელი კუბოკრული აბრეშუმის სარტყელი თოლა ბულუსი, ყაბალახი, ფეხსაცმელი ლაფჩინი და წინდა პაჭიჭები.

თარგის ორიგინალობითა და შესრუელბის ხელოვნებით კავკასიაში ბადალი არ მოეპოვება ხევსურულ ტალავარს, რომლის შემქმნელთაც იშვიათი ოსტატობით მოუნახავთა ორნამენტის შერჩევის, ფერთა შეხამებისა და სამკაულის მორთვის ხერხები. ქართლის და კახეთის ტანსაცმლის ტიპების მსგავსებას აღნიშავს ისტორიული წყაროები. ეს ტრადიცია მეოცე საუკუნის პირველ ნახევარშიც გრძელდება. აქ დამოწმებულია ტანსაცმლლის კომპლექსი, რომელიც კაბა-ახალუხის ერთიანობას ეფუძნება. ჩაცმულობის ამ ტიპმა მეცხრამეტე საუკუნისთვის უნიფიცირებული ფორმა მიიღო და ფართოდ გავრცელდა სამხრეთ და დასავლეთ საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმში, იმერეთში, შედარებით ნაკლებად გურია-სამეგრელოში. ასევე გამონაკლისს შეადგენს მთის ზოგიერთი რეგიონი. ქართული ჩაცმულობა მეცხრამეტე საუკუნეში საქორწინო სამოსლის ერთადერთ სასურველ ფორმად იყო მიჩნეული და მას როგორც საზეიმო სამოსელს კავკასიაში მრავალრიცხოვანი მომხმარებელი ჰყავდა.

მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში გაძლიერდა ევროპული გავლენა. ეს პროცესი პირველად ქალის სამოსელს დაეტყო ( გაქრა შეიდიში, ახალუხი, ქოშები.) 60 - იან წლებში ქალის კაბა ხაბარდიანი გახდა. 80 - იან წლებში კი გაჩნდა ქალის ახალი ტიპის კაბა, ახალი ტიპი პრინცესა, ანუ კუდინაი კაბა გარკვეული სახეცვლილებითურთ. მამაკაცის ჩასაცმელიდან მოკლე სამოსელი, ყურთმაჯიანი კაბა და ნაოჭიანი ახალუხი შეცვალა გრძელმა ჩოხა-ახალუხმა, ე.წ. ჩერქეზკამ. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს გლეხობაში დაცული "ქართული ჩაცმულობა" აერთიანებდა "საქალო" ტანსაცმელში (საცვლების გარდა) კაბას, ქათიბს, თავსაბურავს-ჩიხტას თავსაკრავებითა და კოპით. ლეჩაქ-ბაღდადს, წინდებსა და ფეხსაცმელს. ქართული სარტყელიან-გულისპირიან კაბას ჰქონდა განსხვავებული მოქარგული და მძივებით შემკული გულისპირი და სარტყელი, რომლის დეკორი მცენარეული მოტივებისგან შედგებოდა.

საკაცო ტანსაცმელში შედიოდა საცვლები, შარვალ-ახალუხი, ჩოხა, ქამარი, ნაბდის პატარა ქუდი, ან ცხვრის ტყავის მრგვალი ქუდი. ტყავისავე ქალამანი და წუღა-მესტი, შალის წინდები და პაჭიჭები. ამ კომპლექსის ძირითადი ელემენტი იყო ჩოხა-ახალუხი. ქამარი ვერცხლის ნაწილებით იყო შემკული და ზედ ხანჯალი ეკიდა. ამ კომპლექსების გარდა არსებობდა ტანსაცმლის პროფესიული და სოციალური ნიშნით განსხვავებული სახეობანი. ასევე საგარეო, სადღესასწაულო, თუ სამგლოვიარო სამოსელი. ასეთად შეიძლება ჩაითვალოს მკელის სპეციალური ტანსაცმელი - სამკდილი. სახელოსნო ცენტრებში გავრცელებული მოქალაქის ტანსაცმელი, თბილისელი ყარაჩოხელების ტანსაცმელი, დასავლეთ საქართველოში დადასტურებული სამგლოვიარო სამოსელი-გაქა და სხვა. ხშირად დამოუკიდებელი მნიშვნელობით გამოიყოფა არა მხოლოდ კომპლექსები, არამედ ცალკეული ემენეტებიც, როგორიცაა მაგალითად სვანური ქუდი, (ნაბდის, მრგვალი), იმერული ფაფანაკი (მრგვალი ან ოვალური, კუთხეებამაღლებული და ოქრომკედით ნაქარგი, რომელიც თმაზე აფენია კაცებს), ხელოსნის ვერცხლის მთლიანი ქამარი (მსხვილგობაკებიანი), მონადირის ბანდულები (თასმებდახიდულძირიანი ქალამანი), მწყემსის გვაბანაკი (ნაბდის წამოსაცმელი, მოკლესახელოებიანი და თავზე წამოსადები), ზამთარში ჩასაცმელი გლეხური ქუდები ან საბეჭურები (ტყავი-გრძელი ქურქი, ტყაპუჭი-მოკლე ქურქი, ტყავკაბა-ტყავზე ქსოვილგადაკრული ქურქი. და ა.შ. ) ნაბადი და მრავალი სხვა. ქართული ჩაცმულობის ელემენტთა სიმრავლე მოწმობს დასამზადებელი მასალის ნაირფეროვნებას, გამოჭრის, კერვის, ქარგვისა და ა.შ. ოსტატობის მაღალ დონეს.

ევროპულმა ტანსაცმელმა რომელმაც საქართველოში მეცხრამტე საუკუნის მეორე ნახევარში მოიკიდა ფეხი, მეოცე საუკუნის 30-იან წლებში გაბატონებულ მდგომარეობას მიაღწია. დღეს ქართველები ჩაცმულობის მხრივ ორიგინალური და ინდივიდუალური სტილის მიმდევართა რიცხვში ითვლებიან. ალბათ ესხ განაპირობებს იმასაც, რომ მსხოფლიოს ცნობილ დიზაინერთა შორის თითო-ოროლა ქართველი უკვე გამოჩნდა. მათ შორის საფრანგეთში მოღვაწე ირაკლი ნასიძე მაღალი მოდის სამყაროში ერთ-ერთი საუკეთესოა. ნინო ქარსელაძის, იგივე ნინი ქეის ქუდებს კი სიამაყით ატარებენ ჰოლივუდში და დასავლეთის ქვეყნების მაღალი წრის წარმომადგენლები. უშუალოდ საქართველოში კი ტანსაცმლის და ფეხსაცმლის დიზაინზე არაერთი წარმატებული დიზაინერი მუშაობს.
დიასპორა.გე დროდადრო საინტრესო ინფორამციებს შემოგთავაზებთ საქართველოში და უცხოეთში მცხოვრები ქართველი დიზაინერების შესახებ.






ტანსაცმლის მასალა ძველად

თუშური, ფშაური და ხევსურული ტანსაცმლის შემადგენლობაში აღრიცხული ელემენტების დასამზადებლად ძირითად მასალად მოიხმარეობოდა შინამრეწველური საშუალებით მიღებული შალის ქსოვილის რამდენიმე სახეობა, რომელთა აღმნიშვნელ ზოგად სახელწოდებად გამოიყენებოდა ტერმინი ტოლი. კავკასიის მთიანეთში განლაგებული ზოგიერთი კუთხის მსგავსად, თუშ-ფშავ-ხევსურეთში, ქარხნული პროდუქციის შემოსვლის შემდეგაც მოსახლეობის უმრავლესობა ძირითადად ისევ საოჯახო წესით მიღებული ნაწარმით იმოსებოდა. ამიტომაც საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში, ფაქტობრივად დღესაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მატყლის წარმოებასა და მის საფუძველზე აღმოცენებული ტრადიციული ხელობის ერთ-ერთ ძირითად დარგს - ფეიქრობას, სადაც ძირითადად ქალები იყვნენ დასაქმებული.

შემოდგომაზე ქალებს ოჯახში შემოსული მატყლის საერთო მარაგიდან გამოეყოფოდათ წილი. გასათხოვარი ქალი რძალთან შედარებით ნაკლებს ღებულობდა. მთიელი ქალის მატყლთან დაკავშირებული საქმიანობა წლის განმავლობაში ასე იყო განაწილებული: ოქტომბერში მატყლის გარეცხვა, გაშრობა. ნოემბერსა და დეკემბერში გაჩეჩვა. იანვარში დართვა, თებერვალში დაძახვა ჯარაზე. მარტ-აპრილში შალის მოქსოვა. ასე, რომ, გაზაფხულზე, მინდვრის სამუშაოების დაწყებამდე, ქალს ამგვარი სახის სამუშაო დასრულებული უნდა ჰქონოდა.

დღეს მატყლს ძირითადად იმისთვის ჩეჩავენ და ართავენ, რომ თბილი წინდები და სხვადასხვა მარტივი სამოსი მოქსოვონ. თუმცა, ბოლო დროს იმის გამო, რომ საზოგადოებაში ეროვნული სამოსის ჩაცმის ტენდენცია შეიმჩნევა, კვლავ დიდი ყურადღება ექცევა ხევსურული ტალავარის და ჩოხების შესაკერად ძველებური მეთოდებით შესაკერი მასალის დამზადებას. ამასთან, ქართველი დიზაინერები წარმატებით მუშაობენ ინდივიდუალური მეთოდებით ახალ-ახალ ქსოვილების მიღებასა და დამზადებაზე.

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Mar 27 2008, 11:40 PM

ამოვიდა თემა მაღლა.

პოსტის ავტორი: marianitta თარიღი: Mar 27 2008, 11:47 PM

ციტატა
catherina_10

იქნებ აქ მიჩვენო მოხევეები ადრე როგორ იმოსებოდნენ. წინასწარ გიხდი მადლობას smile.gif ძალიან კარგი მასალებია, გაიხარე რა!!!

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Mar 27 2008, 11:52 PM

ქავთარაძე
ერთადერთი ხევსურებზე და მიმდებარე ხალხებზე შეიძლება ითქვას სრული დარწმუნებით, რომ ნამდვილად ქართული წარმომავლობის (სხვაგან რომ არსად არ გვხვდება) ტანსაცმელი აცვიათ.

პოსტის ავტორი: marianitta თარიღი: Mar 27 2008, 11:57 PM

ციტატა
ერთადერთი ხევსურებზე და მიმდებარე ხალხებზე შეიძლება ითქვას სრული დარწმუნებით, რომ ნამდვილად ქართული წარმომავლობის (სხვაგან რომ არსად არ გვხვდება) ტანსაცმელი აცვიათ.

ეს ალბათ მათი ისტორიული იზოლაციით აიხსნება???

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Mar 28 2008, 12:53 AM

marianitta

ციტატა
ეს ალბათ მათი ისტორიული იზოლაციით აიხსნება???

არა მგონია.
მაგათზე გაცილებით იზოლირებულები იყვნენ სვანები, მაგრამ კონკრეტულად სვანური ტანსაცმელი მე არ გამიგია.

marianitta
ციტატა
იქნებ აქ მიჩვენო მოხევეები ადრე როგორ იმოსებოდნენ.

შენ მოხევე ხარ?

პოსტის ავტორი: marianitta თარიღი: Mar 28 2008, 01:05 AM

ციტატა
შენ მოხევე ხარ?

ნახევრად smile.gif შენ ხომ არა ხარ მოხევე?

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Mar 28 2008, 01:10 AM

marianitta

ციტატა
ნახევრად შენ ხომ არა ხარ მოხევე?

no.gif
მე დედითაც, მამითაც ბაბუებითაც და ერთი ბებიით საჩხერელი ვარ, ზემო იმერელი.

თუ ამ განყოფილების თხოვნებში და კითხვებში ჩაწერ, რომელი კუთხის სიმღერები გაინტერესებს (თუნდაც მოხეური იყოს), თანაც აბორიგენული შესრულებით, შიმიძლია დავდო. wink.gif

პოსტის ავტორი: marianitta თარიღი: Mar 28 2008, 01:18 AM

ციტატა
მაგათზე გაცილებით იზოლირებულები იყვნენ სვანები, მაგრამ კონკრეტულად სვანური ტანსაცმელი მე არ გამიგია.

აი, ეგ კი აღარ გამხსენებია. როგორც ჩანს ხევსურებს მეტი ფანტაზიის უნნარი აქვთ smile.gif

ციტატა
მე დედითაც, მამითაც ბაბუებითაც და ერთი ბებიით საჩხერელი ვარ, ზემო იმერელი.

უი, რა კარგია, მე დედით ვარ ჭიათურელი. მთელი ბავშვობა იქ მაქვს გატარებულიდა ქვეყანას მირჩევნია ზემო იმერეთი

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Mar 28 2008, 01:24 AM

marianitta

ციტატა
აი, ეგ კი აღარ გამხსენებია. როგორც ჩანს ხევსურებს მეტი ფანტაზიის უნნარი აქვთ

სამაგიეროდ სვანებმა ძალიან კარგი ხატვა იციან და სიმღერებითაც მოწინავე ადგილზე არიან საქართველოში.
ერთადერთი კუთხეა საქართველოში, სადაც ხალხური სიმღერა ყოფაში ცოცხლობს და სათანადოდ პატივდებულია.

marianitta
ციტატა
უი, რა კარგია, მე დედით ვარ ჭიათურელი. მთელი ბავშვობა იქ მაქვს გატარებულიდა ქვეყანას მირჩევნია ზემო იმერეთი

მაგიტომაც შემტკივა გული მღვიმევის მონასტერზე.
მანდ ვარ მონათლული და არ მინდა, რომ ჩემს კუთხეში . . . აღარ გავაგრძელებ. sad.gif

თემას ძალიან ავცდებით.

პოსტის ავტორი: marianitta თარიღი: Mar 28 2008, 01:35 AM

ციტატა
სამაგიეროდ სვანებმა ძალიან კარგი ხატვა იციან და სიმღერებითაც მოწინავე ადგილზე არიან საქართველოში.ერთადერთი კუთხეა საქართველოში, სადაც ხალხური სიმღერა ყოფაში ცოცხლობს და სათანადოდ პატივდებულია.

ხოო, თან უნიკალური საკრავებიც რომ აქვთ? მაგალითად ჭიბონი ხომ მაგათია? სიმღერაც როგორი განსხვავებული აქვთ, დაწყებისთანავე მიხვდები რომ სვანურია.
რაც შეეხება მღვიმევის მონასტერს მართლაც სჯობს მაგაზე არ ვისაუბროთ, ამ შემთხვევაში კამათი ჭეშმარიტებას ვერ მოიტანს smile.gif

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Mar 28 2008, 01:37 AM

marianitta

ციტატა
მაგალითად ჭიბონი ხომ მაგათია?

"ჭიბონი" აჭარულია (ჩასაბერი), ჭუნირია სვანური (სიმებიანი, ხემიანი).

პოსტის ავტორი: marianitta თარიღი: Mar 28 2008, 01:44 AM

ციტატა
"ჭიბონი" აჭარულია (ჩასაბერი), ჭუნირია სვანური (სიმებიანი, ხემიანი).

ვაა, გაიხარე ეგ კი ნამდვილად არ ვიცოდი, აქამდე სულ სვანური საკრავი მეგონა.

პოსტის ავტორი: factorysaleoutlet თარიღი: Mar 26 2022, 04:58 PM

https://www.raybans-outlet.us.com/
https://www.raybans-outlet.us.com/
https://www.raybans-outlet.us.com/
https://www.rolexswatches.us.com/
https://www.adidasyeezyonlinestore.us/
https://www.adidasyeezy-shoes.com/
https://www.adidasyeezy-shoes.com/
https://www.newyeezys.us/
https://www.raybans.uk.com/
https://www.raybans.uk.com/
https://www.raybansglasses.com/
https://www.raybansglasses.com/
https://www.ray-banoutlets.com/
https://www.ray-banoutlets.com/
https://www.nike-factorys.us.com/
https://www.raybans-sunglasses.us/
https://www.nike-factorys.us.com/
https://www.newyeezys.us/
https://www.raybans-sunglasses.us/
https://www.nikeonlienoutlet.com/
https://www.nikeonlienoutlet.com/
https://www.yeezysshoes.com/
https://www.niketrainers.uk.com/
https://www.niketrainers.uk.com/
https://www.yeezysshoes.com/
https://www.rolexs.us.com/
https://www.rolexwatches.uk.com/
https://www.pandorajewelrys.us/
https://www.pandoracharmss.us/
https://www.pandorajewelryusa.us.com/
https://www.charms-pandora.com/
https://www.travisscott-jordan1.com/
https://www.airsjordans.com/
https://www.jordan-11s.com/
https://www.jordans-11.com/
https://www.jordansshoes.org/
https://www.moncler-outlets.com/
https://www.off-white.us.org/
https://www.yeezy-450.com/
https://www.yeezys500.com/
https://www.nikeoutlet-factory.com/
https://www.jordans4s.com/
https://www.jordanretro4.com/
https://www.jordan-shoes.us.com/
https://www.yeezyyeezy.com/
https://www.yeezys-700.com/
https://www.yeezys-supply.com/
https://www.offwhiteshoess.com/
https://www.nflsjerseys.us.com/
https://www.retro-jordan.com/
https://www.nikeair-jordan.com/
https://www.jordanshoes.org/
https://www.jordans-shoes.com/
https://www.yeezy350-v2.com/
https://www.adidasyeezys.com/
https://www.yeezyoutlet.us.com/
https://www.yeezy-700.us.com/
https://www.yeezyv2.us.com/
https://www.nike-outlets.com/
https://www.yeezy-shoes.us.com/
https://www.yeezyfoam-runner.com/
https://www.nikestoreoutlet.us.com/
https://www.nikeoutletfactory.us/
https://www.aj1.us.com/
https://www.uncjordan1.us/
https://www.jordan-13.us/
https://www.jordanaj1.com/
https://www.yeezy-supply.com/
https://www.yeezy-zebra.com/
https://www.jordan-5.us/
https://www.jordan1low.com/
https://www.air-jordans.us.org/
https://www.pandoracharms.uk.com/
https://www.adidasuk.uk.com/
https://www.adidasyeezyofficialwebsite.com/
https://www.yeezy350.us.com/
https://www.jordan1.uk.com/
https://www.supplyyeezys.us/
https://www.nikeshoes.cc/
https://www.nikeoutlet.uk.com/
https://www.pandoraoutlet.org/
https://www.jordanshoess.com/
https://www.air-jordan4.com/
https://www.adidas-yeezy.org/
https://www.air-jordan11.com/
https://www.air-jordan1.com/
https://www.nike-jordans.com/
https://www.jordan-1s.com/
https://www.pandorauk.uk.com/
https://www.nikejordan1.com/
https://www.jordan-1.org/
https://www.yeezyslides.us.com/
https://www.nikeairvapormax.us/
https://www.nikevapormaxflyknit.com/
https://www.airjordan1-mid.com/
https://www.yeezyadidas.de/
https://www.adidasyeezy.me.uk/
https://www.yeezy350.de/
https://www.nikes.us.com/
https://www.nikeoutletstoreonlineshopping.us/
https://www.yeezystore.us.com/
https://www.nflshopofficialonlinestore.com/
https://www.nikeuk.uk.com/
https://www.yeezy.uk.com/
https://www.yeezy350.uk.com/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 28 2022, 08:50 PM

"ორიგინალური იყო ხევსურული ტანსაცმელი ჯვრებისა და სხვა სიმბოლოების გამოსახულებით. ხევსურული "ტალავარი" (კოსტიუმი) იშვიათ ნიმუშს წარმოადგენს. ეს ტანსაცმელი მნიშვნელოვანია როგორც თავისი მასალისა და თარგის გამო, ისევე და კიდევ უფრო მეტად, ორნამენტის გამოც".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 149/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 31 2022, 10:19 PM

"კავკასია როგორც ერთიანი რეგიონი მისი თანამედროვე კონფიგურაციით, ძირითადად XVII-XVIII საუკუნეებიდან (აქ გამართლებული იქნებოდა მხოლოდ XVIII ბოლო პერიოდზე ყოფილიყო მითითება) არსებობს, მას შემდეგ, რაც ქართული სამოსი ჩოხა-ახალუხი, რომელმაც ჩერქეზკის სახელწოდება მიიღო, საყოველთაო კავკასიურ სამოსად იქცა".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 411/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 1 2022, 01:49 PM

"მეცნიერთა წრეში საყოველთაოდ ცნობილია იმავე სვანეთში ლაღამის ეკლესიის ფრესკა, რომელიც შესანიშნავადაა ჩვენამდე მოღწეული და რომელზედაც გამოხატულია ქტიტორი, ადგილობრივი ფეოდალი შალვა ქირქიშლიანი. ის ტრადიციული ქართული მამაკაცის კაბით არის შემოსილი. გრძელი კაბა ქტიტორს წვდება თითქმის კოჭებამდე (კოჭებს ზემოთ დაახლოებით 15 სანტიმეტრზე), ჩახსნილია და წელში გამოყვანილი. ზედატანი ტანზე მჭიდროდაა მორგებული და, რაც მთავარია, ისევე როგორც ჩოხას, მასაც გულისპირი ამოჭრილი აქვს და წელს ზედა ნაწილი ღილკილოებით აქვს შეკრული. კაბის შიგნით, ისევე როგორც გვიანი შუა საუკუნეების ჩოხის შიგნით, გრძელსახელოებიანი პერანგი//ახალული აცვია, რომელსაც ახალუხისაგან ის განასხვავებს, რომ ფეხზე მდგომი საყელო არა აქვს მიკერებული (კაბაა საყელოიანი). წელზე, ისევე როგორც ჩოხის მმოსავთ, შალვა ქირქიშლიანს გრძელი და სწორი ხმალი აქვს შემორტყმული. წარწერის თანახმად, მესტიის თემის სოფელ ლაღამის მაცხოვრის ეკლესია, რომელშიც შალვა ქირქიშლიანის პორტრეტული გამოსახულებაა, XIV საუკუნეშია აგებული და მოხატული. ლაღამის ფრესკაზე გამოსახული ქირქიშლიანის ფრესკა ფაქტობრივად პირველი სამოსია, რომელზედაც მამაკაცის კაბა ჩახსნილია და მისი ზედა ნაწილი ღილკილოებით არის შეკრული. თუ ვახუშტის ზემომოყვანილ სიტყვებსაც გავიხსენებთ, რომ ერთმეფობისას "კაბა გრძელი კოჭამდე უღილოდ" იყო გავრცელებული. გამოდის, რომ სვანი ფეოდალის კაბა პირველი ჩახსნილი კაბაა, იგი ჩოხა-ახალუხის აშკარა პროტოტიპია (კაბის ქვეშ ქირქიშლიანს იმავე სიგრძის მოწითალო შიდა სამოსი - ახალუხი აცვია)".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 400/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 1 2022, 02:27 PM

"უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ჩვეულებრივ გამოსასვლელ ჩოხებთან ერთად ჰქონდათ საყოველდღიურო, სამუშაო ჩოხებიც: "საყოველდღიურო, სამუშაო ჩოხას 72 წ. ჯოტო სტეფანეს ძე ხულორდავას (ზუგდიდი, 1970 წ.) ცნობით, ჯიბეებს უკეთებდნენ. ასეთი ჩოხით, მისივე თქმით, თავმომწონე კაცი გარეთ არ გავიდოდა, სირცხვილი იყო". "მარტო ახალუხით სტუმართან გამოჩენა არ შეიძლებოდა. მასთან მასპინძელი აუცილებლად ჩოხა-ახალუხით და ქამარ-ხანჯლით დამშვენებული წარსდგებოდა".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 390/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2022, 09:34 PM

"გიორგი ჩიტაია: ქართული ეროვნული ტანსაცმლისთვის დამახასიათებელი ძირითადი ელემენტებიდან მე მიმაჩნია: ფორმის დახვეწილობა და სინატიფე, რომელიც ხაზს უსვამს სხეულის სილამაზეს; იგი წელზე გაწყობილია, შეხამებულია ფერთა ჰარმონიას, გათვალისწინებულია პირისახის, კანის და თვალის გუგას ფერები".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 381/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 3 2022, 10:17 PM

"ქართულმა ყოფამ ხევსურეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეში შემოინახა უძველესი სამოსი ხევსურული ტალავარი. დახვეწილია ქართული ჩოხა, რომელიც ქართველი მამაკაცის ჩაღილულ კაბაზე (ასეთი სამოსი კი მრავლად გვხვდება ქართული ტაძრების ფრესკებზე) მკერდის არეში მასრების ჩასაწყობის მიკერების შედეგად განვითარდა და მიიღო საბოლოო ფორმა".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 359/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 7 2022, 02:05 PM

"მამაკაცის სამოსი - ჩოხა-ახალუხი - საქართველოში გაჩნდა და აქედან შეითვისეს ის კავკასიის სხვა ხალხებმა"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 382/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 7 2022, 02:25 PM

"ქართველი მამაკაცის სამოსი ოდითგანვე რომ კაბა/ჩოხა იყო, ამას თედო სახოკიას მიერ ქობულეთელი მაჰმადიანი ქართველის, აზნაურ ყურუშაღა ჭყონიასგან გაგონილი თამარის ანდერძისეული შემდეგი ხალხური ლექსიც ადასტურებს: "ათასი კაბა ყმა მყავდა:/ ყველანი ოქროს ღილითა; / ვაჭმევდი დედალ ხოხობსა, / ვასმევდი ბროლის ჭიქითა. ვინცა შემება, შევები / ალალითა და ჯიქითა / აწი თქვენ იცით, მეფენო, / ვინც დარჩით ამის იქითა"... ბუნებრივია, ამ ლექსში საუბარია იმაზე, რომ თამარ მეფეს კაბით შემოსილი ათასი ყმა ჰყავდა".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 383/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 18 2022, 08:43 PM

"მწუხარებისას საქართველოში სამგლოვიარო სამოსით არა მხოლოდ ქალები, არამედ კაცებიც იმოსებოდნენ"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 25/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 19 2022, 07:26 PM

"არქეოლოგიურად კოლხური სელის უძველესი ნიშნები აღმოჩენილია ბრინჯაოს ხანის შრეებში. ირკვევა, რომ სელი კოლხეთში არა მარტო საკვებ, არამედ საკულტო მცენარედ ითვლდებოდა. მისი სამოსელი სიწმიდისა და სისუფთავის სიმბოლოდ აღიქმებოდა. ვარაუდობენ, რომ ძვ.წ. V-III საუკუნეებში სამარხებში (ვანი, ქობულეთი, ბალაგომი) აღმოჩენილი სულის ქსოვილები მიცვალებულთა სუდარისთვის იყო გამოყენებული"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 52/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 19 2022, 08:08 PM

"საქართველოში გლეხსაც და დიდებულსაც ჰქონდა საგზაო, საშინაო და გამოსასვლელი//სასტუმრო ტანისამოსი"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 24/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 25 2022, 08:06 PM

"ტანსაცმლის მოსართავად გამოყენებული იყო მარგალიტები, სხვადასხვა სახის ძვირფასი და ფერადი ქვები, სახიანი ან მოქარგული ქსოვილები, წელზე შემორტყმული ჰქონდათ სხვადასხვა ფორმის ტყავის ან ნაჭრის ქამრები. ასეთი სახის ჩაცმულობა საქართველოში VI-X საუკუნეებში გვხვდება".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 243/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 1 2022, 04:16 PM

"დღემდე შემორჩენილი, ტანისამოსის აღმნიშვნელი ტერმინების უმეტესობა არაქართულია, მათი დიდი ნაწილი საუკუნეების განმავლობაში ილექებოდა ქართულ ენაში. თვით ტერმინი ტანიც სპარსული წარმოშობისაა, რომელიც X საუკუნეში დამკვიდრდა ქართულში, მანამდე მის ნაცვლად იხმარებოდა გვამი და შესაბამისად ტანისამოსიც ამ სიტყვით იყო ნაწარმოები. მაგალითად, ზედაგვამი და ქვედაგვამი, ეს ფორმა დღეს მხოლოდ ხევსურების მეტყველებაშია შემორჩენილი".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 247/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 4 2022, 01:35 PM

"XII საუკუნეში ბიზანტიელი ისტორიკოსები ახსენებენ ძვირფასი ქართული იისფერი ქსოვილისგან შეკერილ სამოსსა და საქართელოში დამზადებულ თავსაბურავს, რომელსაც ბიზანტიელი დიდებულები ატარებდნენ".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ზღვაოსნობა საქართველოში", გვ. 202/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 18 2022, 12:41 PM

"მნიშვნელოვანია ერთი ამბავი, რომელსაც ქსენოფონტე (ძვ. წ. 431-354 წწ.) მოგვითხრობს იმ დროის შესახებ, როდესაც ის საქართველოში შემოსულ ბერძენთა ჯარს სარდლობდა. "საშინელი სურათი გადაიშალა ჩვენ თვალწინ - წერს იგი. ქალები ხელიდან ისროდნენ ბავშვებს და თვითონაც ვარდებოდნენ (რომ მტერს არ დანებებულიყნენ) ასევე იქცეოდნენ კაცებიც. ერთი ბერძენი დახარბებია ტაოხი კაცის ლამა ტანსაცმელს და ცდილა არ დაენებებინა მისთვის კლდეზე გადავარდნა, მაგრამ ამ უკანასკნელს დაუძლევია, ბერძენიც გადაუყოლებია თან უფსკრულში. ორივენი დაღუპულან". ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტაოხი კაცის "ლამაზი ტანსაცმელი", რომელსაც უკვე ცივილიზებული საბერძნეთის მოქალაქის ასეთი მოწონება დაუმსახურებია, რომ მის ხელში ჩასაგდებად თავგანწირვამდე მისულა.

ახ.წ. II საუკუნის 1-ლ ნახევარში ქართლის მეფის ფარსმან მეორის მიერ ადრიანე კეისართან (117-188 წწ.) საჩუქრად ჩატანილ ოქროთი შემკულ მოსასხამსა და ქართველი მხედრების ჩაცმულობას და აბჯარს რომაელთა საერთო აღტაცება გამოუწვევია".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული მედიცინის ისტორია", გვ. 23/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)