თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანება _ ახალგაზრდა ფერმერთა სახლი თქვენთანაა

პოსტის ავტორი: AFS თარიღი: Nov 22 2007, 02:06 PM

მოგესალმებით ყველას. მინდა გაგაცნოთ ჩვენი ორგანიზაცია. ახალგაზრდა ფერმერთა სახლი სოფლის მეურნეობის დარგებში ახლაგაზრდა პროფესიონალ კადრებს ამზადებს, ფერმერებს კვალიფიციური რჩევებით, ტექნიკური და მედიკამენტური საშუალებებით ეხმარება. განსაკუთრებული პრიორიტეტი კი სოფლის მეურნეობის განვითარებაში ახალგაზრდების ჩაბმაა. ჩვენი ორგანიზაცია თანამშრომლობს საპატრიარქოსთან, მოგეხსენებათ, პატრიარქის დამოკიდებულება სოფლის მეურნეობის განვითარებისადმი. ახალგაზრდა ფერმერთა სახლი ყოველ ოთხშაბათს, სამების საკათედრო ტაძარში, ახალგაზრდულ ცენტრში გამართავს საუბრებს სოფლის მეურნეობაში აქტუალურ თემებზე. გვინდა მოგიწოდოთ ჩაერთოთ ამ საუბრებში და ვისაც სურვილი გაქვთ, მობრძანდეთ სამებაში. ამასთან, ჩვენ მზად ვარ თქვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხი გაგცეთ ფორუმის საშუალებითაც. უფალი შეგეწიოთ.

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Nov 22 2007, 02:11 PM

AFS
ძალიან კარგიი smile.gif
გლახა სადაა? smile.gif
მე მიხარია რომ გავიგე ასეთი ორგანიზაციის არსებობის შესახებ.
გაიხარე.
როცა მოვახერხებ მოვალ.

პოსტის ავტორი: .nino თარიღი: Nov 22 2007, 02:18 PM

ოთხშაბათს რომელ საათზე?

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Nov 22 2007, 03:00 PM

AFS
ვააახ

ეს რა კარგი თემაააა smile.gif
უსიკვდილოდ მოვაააალ smile.gif
ქავთარაძე

გიო შენც წამო რააა


AFS

სოფელი და სოფლისმეურნეობააა...ვიცი რომ ეს ჩემი ადგილია..
უბრალოდ ცხოვრებამ ისე მოიტანა რომ სოფელსი მხოლოდ არდადეგებზე ჩავდიოდი..თან პირობებიც მაინცა და მაინც ისეთი არ იყო რომ მხოლოდ სოფელში გადავსახლებულიყავი და მეურნეობით რაიმე სემოსავალი მიგეღო...

მაინტერესებს მეფუტკრეობასთან დაკავშირებით თუ არის რაიმე სემინარები?

AFS
თუ გაქვთ საიტი?

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Nov 22 2007, 03:01 PM

გლახა
ვეცდები smile.gif

პოსტის ავტორი: zviadauri თარიღი: Nov 22 2007, 04:05 PM

შესანიშნავია...რა ცუდია რომ სამსახურის გამო 7 სათამდე ვერ ვახერხებ გამოსვლას

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Nov 22 2007, 04:41 PM

AFS
გაიხარე

აუცილებლად ვითანამშრომლოთ. დაგიკავშირდებით

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Nov 22 2007, 04:47 PM

კანონისტი

ციტატა
საიტი ჯერ არ გვაქვს, ჩვენი საიტის ფუნქციას დროებით ეს საიტი ასრულებს

და სენ რა შუაში ხარ ფერმერობასთან დავით? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Nov 22 2007, 05:13 PM

გლახა

ციტატა
და სენ რა შუაში ხარ ფერმერობასთან დავით?

ჯერ ერთი მნიშვნელოვანი დარგია

და მეორეც, კაცმა
ციტატა
ახალგაზრდა ფერმერთა სახლი თქვენთანაა

-ო, და მე რა მეპასუხა აბა?

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Nov 22 2007, 05:36 PM

კანონისტი
მე მეგონა სენ იყავი მაგის ხელმძღვანელიც smile.gif

პოსტის ავტორი: AFS თარიღი: Nov 22 2007, 05:57 PM

ციტატა(.nino @ Nov 22 2007, 01:18 PM) *

ოთხშაბათს რომელ საათზე?

ოთხშაბათს 3 საათზე

ციტატა(გლახა @ Nov 22 2007, 02:00 PM) *

AFS
ვააახ

ეს რა კარგი თემაააა smile.gif
უსიკვდილოდ მოვაააალ smile.gif
ქავთარაძე

გიო შენც წამო რააა
AFS

სოფელი და სოფლისმეურნეობააა...ვიცი რომ ეს ჩემი ადგილია..
უბრალოდ ცხოვრებამ ისე მოიტანა რომ სოფელსი მხოლოდ არდადეგებზე ჩავდიოდი..თან პირობებიც მაინცა და მაინც ისეთი არ იყო რომ მხოლოდ სოფელში გადავსახლებულიყავი და მეურნეობით რაიმე სემოსავალი მიგეღო...

მაინტერესებს მეფუტკრეობასთან დაკავშირებით თუ არის რაიმე სემინარები?

AFS
თუ გაქვთ საიტი?

საიტი ჯერჯერობით არ გვაქვს. რაც შეეხება მეფუტკრეობას, სემინარები გვაქვს ხოლმე. ჩვენ ყოველი ოთხშაბათის თემას ფორუმზე დავდებთ და შესაბამისად, თუ დაგაინტერესებთ, მობრძანდით. ისე, ჩვენი ორგანიზაციის ტელეფონის ნომრებია 822746394. 822746396. 822746397

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Nov 22 2007, 07:03 PM

AFS
მადლობა. იმედია გაგიცნობთ smile.gif

პოსტის ავტორი: ნინი_85 თარიღი: Nov 22 2007, 10:21 PM

შესანიშნავია, თან პროფესიასთან ახლოსაა... მოვალ უეჭველიsmile.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Nov 22 2007, 10:33 PM

ნინი_85
რა პროფესიის ხარ?

პოსტის ავტორი: ნინი_85 თარიღი: Nov 23 2007, 12:10 AM

ციტატა(ქავთარაძე @ Nov 22 2007, 10:33 PM) *

ნინი_85
რა პროფესიის ხარ?



ბიოლოგი smile.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Nov 23 2007, 12:17 AM

ნინი_85
სოფლის მეურნეობა კავშირშია ბიოლოგიასთან?

პოსტის ავტორი: ნინი_85 თარიღი: Nov 23 2007, 12:49 AM

ციტატა(ქავთარაძე @ Nov 23 2007, 12:17 AM) *

ნინი_85
სოფლის მეურნეობა კავშირშია ბიოლოგიასთან?



blink.gif

პოსტის ავტორი: ekaterines თარიღი: Nov 24 2007, 01:07 AM

ეს რა კარგი რაგაც ვნახეეე smile.gif სასოპლოში აგრონომიულზე ვსწავლობ და რახან პატრიარქს ესეთი დამოკიდებულება ჰქონია უფრო მონდიმებით ვისწავლიიი

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Nov 24 2007, 05:51 PM

ციტატა(AFS @ Nov 22 2007, 01:06 PM) *

მოგესალმებით ყველას. მინდა გაგაცნოთ ჩვენი ორგანიზაცია. ახალგაზრდა ფერმერთა სახლი სოფლის მეურნეობის დარგებში ახლაგაზრდა პროფესიონალ კადრებს ამზადებს, ფერმერებს კვალიფიციური რჩევებით, ტექნიკური და მედიკამენტური საშუალებებით ეხმარება. განსაკუთრებული პრიორიტეტი კი სოფლის მეურნეობის განვითარებაში ახალგაზრდების ჩაბმაა. ჩვენი ორგანიზაცია თანამშრომლობს საპატრიარქოსთან, მოგეხსენებათ, პატრიარქის დამოკიდებულება სოფლის მეურნეობის განვითარებისადმი. ახალგაზრდა ფერმერთა სახლი ყოველ ოთხშაბათს, სამების საკათედრო ტაძარში, ახალგაზრდულ ცენტრში გამართავს საუბრებს სოფლის მეურნეობაში აქტუალურ თემებზე. გვინდა მოგიწოდოთ ჩაერთოთ ამ საუბრებში და ვისაც სურვილი გაქვთ, მობრძანდეთ სამებაში. ამასთან, ჩვენ მზად ვარ თქვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხი გაგცეთ ფორუმის საშუალებითაც. უფალი შეგეწიოთ.


gio.gif გაგიმარჯოს,ძალიან კარგი საქმე და წამოწყებაა,მინდა გითხრა რომ მე ვსწავლობ საპატრიარქოს ეკოლოგიისა და დეკორტატიული მებაღეობის ინსტიტუტში,რომელიც მდებარეობს სამების საკათდრო ტაძრის ეზოში,მე ვფიქრობ კარგი იქნება ჩვენი ურთიერთ-თანამშრომლობა,ვეცდები მომავალი კვირის ოთხშაბათს მოვიდე ახალგაზრდულ ცენტრში და ახლოს გავიცნობთ ერთმანეთს,მანამდე იქნებ შევეხმიანოთ.

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Nov 24 2007, 06:40 PM

ნინი_85
dry.gif mad.gif
რა იყო თვალის ჭყეტვები გჭირს?
გკითხე რა კავშირშია ბიოლოგია სოფლის მეურნეობასთანთქო ვა.

პოსტის ავტორი: ნინი_85 თარიღი: Nov 25 2007, 12:03 PM

ციტატა(ქავთარაძე @ Nov 24 2007, 06:40 PM) *

ნინი_85
dry.gif mad.gif
რა იყო თვალის ჭყეტვები გჭირს?
გკითხე რა კავშირშია ბიოლოგია სოფლის მეურნეობასთანთქო ვა.





unsure.gif wink.gif cool.gif rolleyes.gif


პოსტის ავტორი: waska81 თარიღი: Dec 8 2007, 01:14 AM



თქვენი უფროსია ნიკო ხო?

პოსტის ავტორი: barbare-17 თარიღი: Dec 8 2007, 05:38 PM

ამ ფორუმზე ბერძნული იცის ვინმემ?საეკლესიო ენა მაინც?

პოსტის ავტორი: maare თარიღი: Dec 15 2007, 10:05 PM

სალამი ყველას! smile.gif მე ახალი დაბადებული ვარ ამ ფორუმზე. sad.gif მაგრამ მიმიღეთ როგორც დიდი ხნის ნაცნობი. wink.gif ეს რა კარგი თემაა... ახლაც გრძელდება ეს საუბრები და შეკრებები სამების ტაძარში? აგრალურში სწორედ ფერმერობას ვსწავლობ.

პოსტის ავტორი: sisunia თარიღი: Mar 4 2008, 05:22 PM

ისე ეგ საკითხი მეც მაინტერესებს, მამაჩემი კერძო მეურნეა მაგრამ ფერმერობამდე ბევრი აკლია ალბათ...

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Sep 7 2010, 01:53 PM

რატომ არ არის აქტიურობა ამ თემაში? არადა მომავალი სოფლის მეურნეობისაა,სასაცილოა პამიდორი და კარტოპილი რომ თურქეთიდან შემოგვაქ,უკვე მწვანილიც სხვა ქვეყნიდან შემოდის,და კიდე ათასი ხილი და ბოსტნეული,მალე ალბათ წყალსაც შემოვიტანთ.

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Sep 10 2010, 04:44 PM

გლახა სად არის? ეგ წერდა ხოლმე მეურნეობაზე საინტერესო პოსტებს "ვისაც მეურნეობა გაიონტერესებტ" ამ თემაში

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Sep 19 2010, 09:07 PM

ციტატა(ნინი_85 @ Nov 23 2007, 12:10 AM) *

ბიოლოგი smile.gif


მეც ბიოლოგი ვარ.. : )

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Sep 22 2010, 07:50 PM

smile.gif ეჰ, სამწუხაროდ მიივიწყა ჩემი თამადობით ყველამ მე მგონი ეს თემა,არადა მართლა საჭიროა სოფლის მეურნეობა განვითარდეს საქართველოში და ამაში აქტიურად სწორედ ჩვენმა თაობამ უნდა მიიღოს მონაწილეობა, თუ გვინდა რომ მომავალმა თაობებმა ჯანსაღი საკვები მიიღონ და არა უცხოეთიდან შემოტანილი გაურკვეველი სახის საკვები პროდუქტები.

პოსტის ავტორი: Mako-Mako თარიღი: Sep 23 2010, 02:07 PM

.zakaria.
სწორედ ეგ არის რომ გვღუპავს

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Sep 23 2010, 05:33 PM

ციტატა(Mako-Mako @ Sep 23 2010, 02:07 PM) *

.zakaria.
სწორედ ეგ არის რომ გვღუპავს

მარტო ეგ კი არა ჩვენ ბევრი რამ გვღუპავს biggrin.gif

ნუ ეს შემოტანილი უცხოური ნაგავი ჯანმრთელობას ხომ ვნებს და ვნებს, მეორე საქართველოდან გადის ფული საზღვარგარეთ(ოქრო) ამ ნაგავის შესაძენად,კიდე ჯანდაბას როცა ქვეყნიდან ფული გადის და სიტყვაზე მანქანები ან სხვა რამ ისეთი შემოდის რომელიც რჩება ქვეყანაში და ამ ქვეყბის მოსახლეობის ქონებას წარმოადგენს და ასე თუ ისე რჩება,მარა აი ფული რომ გაედინება და მაიონეზი ან პამიდორი შემოდის ნუ რაღა რჩება ქვეყანაში გატანილის ნაცვლად? smile.gif ამ ყველაფერმა გამოიწვია ასევე სოფლის დასუსტება,გლეხის გაზარმაცება,დალოცვილი ქართული მიწა ისეთია რასაც ცააგდებ ხარობს,საქართველოში და მითუმეტეს სოფელში ამდენი მშიერი არუნდა იყოს,მარა სოფელი არავის აღარ უნდა ,ყველა ქალაქისკენ მორბის, არადა მომავალი სოფლის მეურნეობისაა და ეს უკვე კარგად იციან ჩინელებმა და ათასი სჯურის ხალხმა და უკვე შეძენილი აქვთ ნახევარი საქართველოს მიწები ჩალის ფასად,ძალიან მალე მოვა დრო საქართველოში თითოეულ გოჯ მიწას ფასი ექნება წყალზე რომ არაფერი ვთქვათ,რომელიც გავყიდეთ და სხვათაშორის რუსებზე.

პოსტის ავტორი: mata თარიღი: Sep 23 2010, 05:44 PM

.zakaria.

ციტატა
,მარა აი ფული რომ გაედინება და მაიონეზი ან პამიდორი შემოდის ნუ რაღა რჩება ქვეყანაში გატანილის ნაცვლად?


მაიონეზი და პომიდორი

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Sep 23 2010, 05:50 PM

ციტატა(mata @ Sep 23 2010, 05:44 PM) *

.zakaria.
მაიონეზი და პომიდორი

მატა შეჭამ მაგ პამიდორს და მაიონეზს და შენ ქვეყანას რა დარჩება გატანილი ფულის(ოქროს) სანაცვლოდ

პოსტის ავტორი: mata თარიღი: Sep 23 2010, 06:00 PM

.zakaria.

ციტატა
მატა შეჭამ მაგ პამიდორს და მაიონეზს და შენ ქვეყანას რა დარჩება გატანილი ფულის(ოქროს) სანაცვლოდ


ეგრე გენაცვალე არაფერი რჩება მუდმივად ამ ქვეყანაზე. მანქანაც ცვდება და ბოლოს ჯართად იქცევა. რაზეც მოთხოვნაა, ის შემოაქვთ, რავიცი მე

რა უნდა შემოიტანო ისეთი რო მუდმივად იარსებოს??? ფული კიდე იმისთვის გვინდა რო გშია შეჭამო. რო გცივა გათბე და ა.შ.

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Sep 23 2010, 06:06 PM

mata
შარზე ხარ? რა გინდა რაღაც სულ ჩხუბობ ყველას ეკამათები.მე ხომ არ გეკამათები შენ ისეთ თემებზე როგორიცაა ,იოგა,კარმა ,აურა,ნუსხა,ბჰაგავატ-გიტა,კრიშნა და ა.შ. იმიტომ რომ არ ვიცი .

პოსტის ავტორი: mata თარიღი: Sep 23 2010, 06:10 PM

.zakaria.

მე ვერ გავიგე შენ გული რაზე გტკიოდა და გარკვევას ვცდილობდი, მარა არ ამბობ კონკრეტულად არაფერს.
ამბობ რო ფული გადისო და ჩვენ არაფერი გვრჩებაო. და რა გინდა რო შემოვიტანოთ პომიდორის და მაიონეზის სანაცვლოდ?... აი ეს მაინტერესებდა, მარა შენ კრიშნაზე და იოგაზე გადახვედი.

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Sep 23 2010, 06:12 PM

ციტატა(mata @ Sep 23 2010, 06:10 PM) *

.zakaria.
და რა გინდა რო შემოვიტანოთ პომიდორის და მაიონეზის სანაცვლოდ... აი ეს მაინტერესებდა.

თეთრეული კრიშნას ცოლებისთვის smile.gif

პოსტის ავტორი: victoria თარიღი: Sep 23 2010, 06:14 PM

.zakaria.

biggrin.gif

პოსტის ავტორი: mata თარიღი: Sep 23 2010, 06:16 PM

.zakaria.
victoria

ციტატა
თეთრეული კრიშნას ცოლებისთვის


smile.gif))

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)