თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ სულიწმიდის შესახებ

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Aug 1 2007, 11:15 PM

სულიწმიდის თემას მინდა შევეხო, თქვენი დახმარებით იმედია მცირედ გარკვეულობას მაინც შევიძენ ამ ურთულეს მოვლენას ეკლესიაში, რომეიც ნუგეშსცემს მორწმუნეს...

დავიწყოთ ნიკეა-კონსტანტინეპოლის მრწამსით:

...და სული წმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ...

სამების მესამე ჰიპოსტასი, რომელიც "ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს მადლითა თვისითა"

განკაცებული სიტყვა ღვთისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მოციქულებს დაპირდა:

"ვინც შესვამს იმ წყალს, მე რომ მას მივცემ, გახდება იგი წყარო წყლისა, - საუკუნო სიცოცხლისაკენ მსრბოლისა" (იოანე 7.39).

"ვისაც სწამს ჩემი, როგორც თქვა წერილმა, ცხოველი წყლის მდინარეები იდენენ მისი მუცლიდან" (იოანე 7.38).

განმარტავს რა ამ სიტყვებს მახარებელი, ამბობს:

"ეს თქვა სულის შესახებ, რომლის მიღებაც ელოდათ მისდამი მორწმნეებს" (იოანე 7.39).

"თუ გიყვარვართ მე, ჩემი მცნებები დაიცავით და მე ვთხოვ მამას, და სხვა ნუგეშისმცემელს მოგცემთ თქვენ, რომ დარჩეს იგი თქვენთან საუკუნოდ, - სული ჭეშმარიტებისა" (იოანე 14.15-17).

"ესენი გითხარით თქვენ, ვიმყოფები რა თქვენს შორის, ხოლო ნუგეშისმცემელი, სულიწმინდა, რომელსაც გამოგზავნის მამა ჩემი სახელით, - ის გასწავლით თქვენ ყველაფერს" (იოანე 14.25-26).

"როცა მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მე გამოვგზავნი თქვენთან მამის მიერ. ჭეშმარიტების სული, რომელიც მამისაგან გამომავალია, იგი სწამებს ჩემს შესახებ და გიმეგზურებთ თქვენ ყველა ჭეშმარიტებისაკენ" (იოანე 15.26).


მაშ ასე, მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი ამაღლდა - ხოლო მოციქულებს ებრძანათ იერუსალიმში დარჩენა...

50-ე დღეს როდესაც ისინი ტაძრის ზედაქორედში იმყოფებოდნენ მოციქული ლუკას სიტყვებით:

"ხმოვანება იყო ციდან, როგორც მძლავრად მქროლი ქარისა, და აავსო სახლი, სადაც იყვნენ მსხდომარენი" (საქმენი 2.2)

მძლავრია ეს ქარი - დასძენს გრიგოლ პალამა -, როგორც ყველაფრის მძლეველი, უკეთურების ზღუდეთა გადამლახველი, მტრის ქალაქთა და სიმაგრეთა შემმუსვრელი, ამპარტავანთა დამამდაბლებელი, გულით მდაბალთა ამამაღლებელი, ბოროტად დარღვეულთა შემკვრელი, ცოდვისმიერ კრულებათა გამხსნელი და პყრობილებათა დამარღვეველი.
ამავე ქარმა აღავსო ის სახლი, სადაც ისხდნენ მოწაფეები და აქცია ეს სახლი მათთვის სულიერ განსაბანელად, აღასრულა რა ამით მაცხოვრის აღთქმა, ამაღლებისას რომ წარმოთქვა უფალმა:

„იოანემ მონათლა წყლით, თქვენ კი მოინათლებით სულიწმინდაში არამრავალი დღის შემდეგ“ (საქმე 1.5).

ამავე სულმა აჩვენა ჭეშმარიტება იმ წოდებისა, მათ რომ განუკითვნა უფალმა, რადგან ციდან მოსული ხმოვანების გზით მოციქულები ნამდვილად გახდნენ „ძეები ქუხილისა“.


ამჯერად სულიწმიდა როგორც ჰიპოსტასი განეცხადა კაცობრიობას ცეცხლის ენებით...

მოგვევლინა დიდი ხნის ნანატრი - ქროლვა სულისა წმიდისა, დაიბადა ქრისტეს ეკლესია! რომელიც ცოდვის მონობისგან განმათავისუფლებელია...

რამდენიმე კითხვა მაქვს ამ ყველაფერთან დაკავშირებით:

1. რა სახით ვლინდება სულიწმიდა ეკლესიაში?

2. თუ იგი ჩვენში მკვიდრობს, რატომ არ არის მანკიერება აღმოფხვრილი?

3. რას ნიშნავს აღვსება?

პ.ს ძალიან გთხოვთ, ჩემ მიერ მოკრძალებულად და სახელდახელოდ დეკლარირებული ტექსტის შევსებას, განსაკუთრებით საინტერესოა სამყაროს მდოგმარეობა (არსობრივი) სულითმოფენობამდე და სულთმოფენობის შემდეგ...

რა შეცვალა სულიწმიდის მოვლენამ?


პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Aug 1 2007, 11:20 PM

მნათე

ჩემი ჭკვიანი ბაია 2kiss.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Aug 1 2007, 11:22 PM

ციტატა
ჩემი ჭკვიანი ბაია


ვინც იკვეხნის უფლით დაიკვეხნოს-ო პავლე გვასწავლის biggrin.gif ასე რომ...

აბა განგვანათლეთ, სოტირის, კანუდოს სა ხართ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Aug 2 2007, 02:34 PM

მნათე

ციტატა
2. თუ იგი ჩვენში მკვიდრობს, რატომ არ არის მანკიერება აღმოფხვრილი?


მაქსიმე აღმსარებელი:

შეკითხვა

რა არის: „რამეთუ შენი უხრწნელი სული არის ყველაში. ამიტომ დაცემულებს მცირე-მცირედ ამხილებ“ (სიბრძნ. სოლ. 12.2; 1.4)? თუკი [სოლომონი] ამას ამბობს სულიწმინდის შესახებ, მაშინ როგორღა არ შედის უგუნურ გულში სიბრძნე, როგორღა არ მკვიდრდება იგი იმ სხეულში, რომელიც ცოდვებს არის დაქვემდებარებული? ამაზე იმიტომ შევნიშნეთ, რომ მარტივად თქვა მან: „ყველაში“.

პასუხი:

სულიწმინდა არ არის განშორებული არცერთი არსისგან, განსაკუთრებით კი იმათგან, რომლებსაც რაღაცნაირად თანაზიარება აქვთ აზროვნებასთან , რადგან სულიწმინდა ყოველი მათგანის არსებობის შემამტკიცებელია, არის რა იგი ღმერთი და სული ღვთისა, წინაგანგებითი ძალით ყოველივეს გამჭოლი და თითოეულში ბუნებითად არსებული უნარის ამამოძრავებელი, რისი მეშვეობითაც ბუნების რჯულის საწინააღმდეგო ცოდვილ ნამოქმედართა განცდამდე მიჰყავს მას ის, ვინც ამის შემგრძნობია, და ვისაც ადვილად დამყოლი არჩევანი აქვს ბუნებისგან მომდინარე მართებული აზრების მისაღებად. ამიტომაც მრავალს აღმოვაჩენთ უკიდურესად ბარბაროსულ და მომთაბარე ადამიანთაგან, რომლებიც კეთილმშვენიერებას განიკუთვნებენ და ძველთაგანვე მათ შორის გაბატონებულ მხეცურ კანონებს უკუაგდებენ. აი, ამგვარად არის ყველაში მარტივად სულიწმინდა.

ამასთან, განსაზღვრფლი აზრით და სხვაგვარი გაგებით, იგი არის ყველა რჯულისმქონეში როგორც რჯულმდებელი და სამომავლო საიდუმლოთა წინასწარმაუწყებელი, შთაუნერგავს რა მათ, ერთი მხრივ, მცნებათა დარღვევის განცდას, მეორე მხრივ კი - წინასწარნაუწყები ქრისტესმიერი სისრულის მეცნიერებას. ამიტომაა, რომ ამათგანაც ბევრს აღმოვაჩენთ, რომლებიც ტოვებენ ძველსა და აჩრდილში მდებარე მსახურებას, წადიერად გადადიან რა ახალსა და საიდუმლოებითზე.

ზემოთქმულ გვარეობათა გარდა იგი არის იმათშიც, რომლებმაც სარწმუნოებითად იხვედრეს საღვთო და ჭეშმარიტად ღმერთმყოფელი სახელი ქრისტესი, ხოლო არის იგი მათში არა მხოლოდ როგორც დამცველობითი, როგორც წინაგანგებითად აღმძვრელი ბუნებითი სიტყვისა ან როგორც წარმომჩენი მცნებათა დარღვევისა და დაცვისა ან კიდევ როგორც გამაცხადებელი ქრისტეს შესახებ წინასწარუწყებისა, არამედ, აგრეთვე, როგორც შემქმნელი სარწმუნოების მიერ მადლისმიერად ბოძებული ძეობილობისა, რადგან იგი, როგორც სიბრძნის დამბადებელი, მხოლოდ იმათში მყოფობს, რომლებმაც სულიერადაც და სხეულებრივადაც განიწმინდეს თავი მცნებათა ზედმიწევნით ღვწით. ამათ, როგორც თავისიანებს, მარტივი და უნივთო ცოდნის გზით ეზრახება იგი და გონებას მათსას განღმრთობიასკენ დასახავს გამოუთქმელ [საიდუმლოთა] უხრწნელი აზრებით.

ამრიგად, ერთი მხრივ, სულიწმინდა ყველაში არის მარტივად, რამდენადაც ყველას შემამტკიცებელია იგი და წინაგანმგებელი, ამასთან - ბუნებისეულ თესლთა ამამოძრავებელი. მეორე მხრივ, განსაზღვრული აზრით, იგი არის ყველა იმათში, რომლებიც რჯულში არიან, როგორც გამომააშკარავებელი მცნებათა დარღვევისა და გამასხივოსნებელი ქრისტეს შესახებ წინასწარ ნაუწყები აღთქმისა. კიდევ, იგი არის ყველა ქრისტიანში და არის არა მხოლოდ იმგვარად, როგორც უკვე ითქვა, არამედ აგრეთვე - როგორც შვილმყოფელი . ამასთან, იგი როგორც სიბრძნის დამბადებელი, ზემოთქმულთაგან არცერთში არ არის მარტივად, იმათ გარდა, რომლებიც გონიერნი არიან და რომლებიც საღვთო მოღვაწეობის გზით თავიანთ თავს მისი განმაღმრთობელი შთამკვიდრების ღირსად გამოაჩენენ, რამეთუ ყველა ის, ვინც არ არის საღვთო ნებათა მქმნელი, თუნდაც რომ მორწმუნე იყოს, უგუნური გულის მქონეა, როგორც უკეთურ აზრთა სამჭედლოსი, მისი სხეული კი ცოდვას არის დაქვემდებარებული, როგორც მთლიანად მოცული ვნებათა სიბილწეებით.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 9 2014, 07:24 PM

"სიტყვები: "რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ" ნიშნავს იმას, რომ სულიწმინდა ლაპარაკობდა წინასწარმეტყველთა მიერ, ე.ი. წინასწარმეტყველნი ლაპარაკობდნენ და წერდნენ სულიწმინდის შთაგონებით".

/დეკ. გიორგი ყიფშიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2014, 06:32 PM

"წმინდა იოანე დამასკელი გვასწავლის:

"სულიწმინდას მამისგან გამომავალს და მამის სულს ვუწოდებთ; მაგრამ ძისგან გამომავალს არ ვუწოდებთ, თუმცა ძის სულად კი მოვიხსენიებთ".


"სულიწმინდის ნიჭია ეკლესიაში იერარქიული მსახურება. ეკლესია ცხოვრობს სულიწმინდათი და მხოლოდ სულიწმინდათი შეუძლია ადამიანსა და მსოფლიოს აღასრულოს თავისი დანიშნულება".

/დეკ. ოლეგ დავიდენკო/

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Dec 26 2014, 09:04 PM

სულიწმიდა არის მამისა და ძის ხელში მყოფი იარაღი! სულიწმიდა როგორც დამოუკიდებელი პიროვნება არსად არ წარმოჩინდება ბიბლიაში . სულიწმიდა არის მამის და ძის შემადგენელი ნაწილი . სულიწმიდა იგივე მამა ღმერთია და სულიწმიდა იგივე იესო ქრისტეა , ის ცალკე აღებული ანუ როგორც დამოუკიდებელი პირი, იპოსტასი არ არსებობს .

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 26 2014, 09:58 PM

esre ars cheshmariteba
გეყოს ახლა .

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2014, 10:02 PM

სულიწმინდის გმობა არავის ეპატიება...

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Dec 27 2014, 05:07 PM

ციტატა(A.V.M @ Dec 26 2014, 10:58 PM) *

esre ars cheshmariteba
გეყოს ახლა .

არადა სინამდვილეში სამებას დაუჭირა მხარი ჩემმა სიტყვებმა ! blink.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 29 2014, 11:36 AM

"წმინდა იაკობ ათონელმა ბრძანა:

სულიწმინდის მადლით გაბრწყინებულ კაცს, რომელსაც სულიერი თვალნი აეხილება, საღმრთო საიდუმლოებებზე საუბრისას, ბაგეთაგან გამოსდის ნათლის ღრუბელი და დაფარავს მსმენელთ. ამიტომაც არიან ისინი მხიარულნი და ბედნიერნი."

პოსტის ავტორი: Giorgi Kadagishvili თარიღი: Jan 17 2015, 12:43 PM

esre ars cheshmariteba

ციტატა
სულიწმიდა როგორც დამოუკიდებელი პიროვნება არსად არ წარმოჩინდება ბიბლიაში


ციტატა
სულიწმიდა იგივე მამა ღმერთია და სულიწმიდა იგივე იესო ქრისტეა


ვინმემ აუხსენით, რომ ეს პიროვნება საკუთარი პირით იძახის "სულელი ვარ".

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Jan 17 2015, 05:30 PM

ციტატა(Giorgi Kadagishvili @ Jan 17 2015, 01:43 PM) *

esre ars cheshmariteba
ვინმემ აუხსენით, რომ ეს პიროვნება საკუთარი პირით იძახის "სულელი ვარ".

თუ ბოროტი ვთქვი დამიმოწმე და თუ არა რად განმსჯი?!! blink.gif


პოსტის ავტორი: არზნან თარიღი: Jan 18 2015, 09:59 PM

esre ars cheshmariteba
ჯერ წერ, დამოუკიდებელი პიროვნების სახით არსად წარმოჩინდება ბიბლიაში სულიწმიდაო, ხოლო შემდეგ წერ, სულიწმიდა ეს იგივე ძე და მამააო. საკუთარ თავს ეწინააღმდეგები, ან ლოგიკისა არა გაგეგება რა. ვინაიდან, თუ შენი თქმით იესო ქრისტე იგივე სულიწმიდაა, შესაბამისად სულიწმიდა პიროვნება იესოა და ამის შესაბამისად კი, ის ბიბლიაში არაერთგზის წარმოჩინდება პიროვნებად.

ასე, რომ სისულელე გაიმეორე, ანუ შენ კი არ თქვი ეგ, გაიმეორე. შენ რაც თქვი, შენით ეგ კი მკრეხელობაა. ვინაიდან ჰიპოსტასური სხვაობა არსებობს მამას, ძესა და სულიწმიდას შორის და არა არსობრივი. შენ ჰიპოსტასურადაც აიგივებ.

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Jan 19 2015, 02:17 PM

ციტატა(არზნან @ Jan 18 2015, 10:59 PM) *

esre ars cheshmariteba
ჯერ წერ, დამოუკიდებელი პიროვნების სახით არსად წარმოჩინდება ბიბლიაში სულიწმიდაო, ხოლო შემდეგ წერ, სულიწმიდა ეს იგივე ძე და მამააო. საკუთარ თავს ეწინააღმდეგები, ან ლოგიკისა არა გაგეგება რა. ვინაიდან, თუ შენი თქმით იესო ქრისტე იგივე სულიწმიდაა, შესაბამისად სულიწმიდა პიროვნება იესოა და ამის შესაბამისად კი, ის ბიბლიაში არაერთგზის წარმოჩინდება პიროვნებად.

ასე, რომ სისულელე გაიმეორე, ანუ შენ კი არ თქვი ეგ, გაიმეორე. შენ რაც თქვი, შენით ეგ კი მკრეხელობაა. ვინაიდან ჰიპოსტასური სხვაობა არსებობს მამას, ძესა და სულიწმიდას შორის და არა არსობრივი. შენ ჰიპოსტასურადაც აიგივებ.

მე ვთქვი რომ სულიწმიდა ესაა მამისა და ძის შემადგენელი ნაწილი, არა ცალკე მყოფი არამედ მათი ნაწილი. თუ მე ვთქვი რომ სულიწმიდა იგივე ძეა და იგივე მამაა ეს იმას ნიშნავს რომ სულიწმიდის ცალკე აღება გამორიცხულია! წმინდა თეოლოგიური გაგებით თუ სულიწმიდა იგივე ძეა და იგივე მამაა , მაშინ სულიწმინდის უნიტარულობა იკარგება ! მაგრამ თუ მე წამოვაყენებდი ასეთ ცნებას _ რომ ძე და მამა იგივე სულიწმიდაა ტქო , მაშინ ჩემი თავის წინააღმდეგ წავიდოდი , რადგან ამ შემთხვევაში ძის და მამის უნიტარულობაც იკარგება !

იესოს ბოლო ჟამის ეკლესია!!! blink.gif

პოსტის ავტორი: Giorgi Kadagishvili თარიღი: Feb 1 2015, 02:15 AM

esre ars cheshmariteba
შესაკრებთა გადანაცვლებით, რომ ჯამი არ იცვლება იცი ეს?
სულიწმიდა თუ მამაა, მამა პიროვნებაა, შესაბამისად სულიწმიდა პიროვნებაა.
ეს შემადგენელი ნაწილი ეხლა შემოგყავს მსჯელობაში, მას შემდეგ რაც მიხვდი, რომ უბრალოდ სისულელე თქვი.
მაგრამ დავივიწყოთ, კარგი შენი აზრით მამა შედგენილია ესე იგი და შესდგება სულიწმიდისაგან და ................. კიდევ რისგან?

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Feb 1 2015, 01:42 PM

ციტატა(Giorgi Kadagishvili @ Feb 1 2015, 03:15 AM) *

esre ars cheshmariteba
შესაკრებთა გადანაცვლებით, რომ ჯამი არ იცვლება იცი ეს?
სულიწმიდა თუ მამაა, მამა პიროვნებაა, შესაბამისად სულიწმიდა პიროვნებაა.
ეს შემადგენელი ნაწილი ეხლა შემოგყავს მსჯელობაში, მას შემდეგ რაც მიხვდი, რომ უბრალოდ სისულელე თქვი.
მაგრამ დავივიწყოთ, კარგი შენი აზრით მამა შედგენილია ესე იგი და შესდგება სულიწმიდისაგან და ................. კიდევ რისგან?


როგორ შეიძლება რომ მამა ღმერთში იყოს რაიმე შემადგენლობა რა სისულელეა!!! ის ხომ სულია ... შენ არ გესმის ჩემი სიტყვები ___ მამაში ძევს სულიწმიდა , ის სულიწმიდას იყენებს თავისი ნების აღსასრულებლად! ღმერთს არ ესაჭიროება რაიმე კონკრეტულ ადგილზე მისვლა და საქმის მოგვარება ! მას აქვს სულიწმიდა რომელიც მისი ძალაა და საკმარისია ღმერთმა თქვას სიტყვა და ინებოს რაიმეს აღსრულება , ეს ძალა უმალვე ქმედითი ხდება ! მამა ღმერთი არ შედგება რაიმეებისგან ის ერთი მთლიანი არსებაა ერთი სული და მის გვერდით ზის იესო ქრისტე.


ღ მ ე რ თ ი არ ა რ ი ს ყოველივეში არსებითად ! თუ ის ყოველივეშია როგორც მართლმადიდებლობა ამბობს , მაშინ მეც ღმერთი ვარ შენც ანგელოზებიც და სატანაც , რადგან თუ ღმერთი არსებითად ყოვლისმომცველია , მაშინ უმალვე უნდა ვიფიქროთ რომ არცერთი ქმნილებისთვის ადგილი აღარ რჩება სამყაროში და ყოველივეში რაშიც ღმერთია, ის აუცილებლად ღმერთი გამოდის !

ძალიან ღრმა თეოლოგიური გაგება უნდა გქონდეს რომ ჩასწვდე ყოველივე ამას blink.gif


იესოს ბოლო ჟამის ეკლესია !!!

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 10 2015, 06:43 PM

"ეკლესიის სიწმინდის წყარო და საფუძველი მისსავ სათავეში - სულიწმინდაშია, რომელიც მუდმივად გამოსცემს და აფრქვევს სიწმინდეს ეკლესიაზე. წმენდს მთელი ეკლესიის სხეულს, ანუ ყველას და ყველაფერს, რაც დაკავშირებულია ეკლესიის თავთან"

პოსტის ავტორი: Giorgi Kadagishvili თარიღი: Feb 11 2015, 02:34 AM

esre ars cheshmariteba

ციტატა
როგორ შეიძლება რომ მამა ღმერთში იყოს რაიმე შემადგენლობა რა სისულელეა!!! ის ხომ სულია ... შენ არ გესმის ჩემი სიტყვები

ეს შენ არ გესმის საკუთარი სიტყვების, რომელიც წინააღმდეგობაში გაგდებს, თორემ მამა, რომ შეუდგენელია ეს ვიცი მე.

ციტატა
ის ხომ სულია


ციტატა
მამაში ძევს სულიწმიდა


აი ისევ ალოგიკურობის ნათელი მაგალითი. მამა სულია და სულში სული ძევს, ანუ ალოგიკურობას ხედავ თუ ვერ ხედავ? სულია და სულში სული ძევს.

ციტატა
მას აქვს სულიწმიდა რომელიც მისი ძალაა და საკმარისია ღმერთმა თქვას სიტყვა და ინებოს რაიმეს აღსრულება , ეს ძალა უმალვე ქმედითი ხდება !

ნუ ეს დეჟავიუ ჟურნალ საგუშაგო კოშკიდან თემასთან არაფერ შუაშია მაგრამ მაინც.................
ციტატა
ძალიან ღრმა თეოლოგიური გაგება უნდა გქონდეს რომ ჩასწვდე ყოველივე ამას

და შექმნილ გონებას რომ ეს არ ძალუძს, ან ფრაზა შეუცნობელია გზანი უფლისანი დაამატე ხოლმე მეტი დამაჯერებლობისათვის.

ალოგიკურობის აპოგეას უხდება ხოლმე.

ციტატა
მამა ღმერთი არ შედგება რაიმეებისგან ის ერთი მთლიანი არსებაა ერთი სული და მის გვერდით ზის იესო ქრისტე.

და ყავას სვამს, ასე ზის და კი არ წამოდგება, მისჯილი აქვს.


marine
ციტატა
"ეკლესიის სიწმინდის წყარო და საფუძველი მისსავ სათავეში - სულიწმინდაშია, რომელიც მუდმივად გამოსცემს და აფრქვევს სიწმინდეს ეკლესიაზე. წმენდს მთელი ეკლესიის სხეულს, ანუ ყველას და ყველაფერს, რაც დაკავშირებულია ეკლესიის თავთან"

вера есть ума не надо

პოსტის ავტორი: Giorgi Kadagishvili თარიღი: Feb 11 2015, 02:52 AM

ციტატა
ღ მ ე რ თ ი არ ა რ ი ს ყოველივეში არსებითად ! თუ ის ყოველივეშია როგორც მართლმადიდებლობა ამბობს , მაშინ მეც ღმერთი ვარ შენც ანგელოზებიც და სატანაც

ამაზე დიდი ჭეშმარიტება არ წამიკითხავს მე ამ ფორუმზე, მხოლოდ სოლომონის ეპისტოლეში.
ოღონდ ერთი კია, შენ თავად წყვეტ ვინ ხარ, ვინაიდან ის, ვინც უფალს უერთდება ერთი სულია მასთან ერთად.
დაცემა კი ეს არის, შენ რომ გადაწყვიტე მისგან დამოუკიდებლობა, იყო დრო როდესაც ერთი იყავით და ამ ერთობის აღდგინებაზედ ლოცულობს სწორედ იესო და ამბობს: რათა ყველანი იყვნენ ერთი ........
მაშინ როდესაც წყვეტ რომ იყო სხვა და არა ერთი უფალში, საკუთარ თავს აძევებ ამ ერთობიდან და ორგანიზმიდან ჯიუტად გაქცეულ სეპარატისტ უჯრედს ემსგავსები, რომელსაც დროებით აქვს მხოლოდ ორგანიზმის თვისებები, მანამდე სანამ მოკვდება, ის სხვა უჯრედებს ჰგავს გარეგნულად და ერთია მსგავსი სხვა უჯრედებისა, ოღონდ იმ განსხვავებით რომ სხვად ყოფნა გადაწყვიტა და თავი მოიკლა ამით, ვერ შეძლო დამოუკიდებლად სიცოცხლე. სიკვდილი ამოწმებს რომ ჩვენ სხვანი გავხდით უცხოები, იესო და სიცოცხლის აღთქმა კი მეტყველებს იმაზედ რომ მადლითა და წყალობით იგივეობასთან დაბრუნების შანსი მოგვეცა.
პ.ს ეს შანსი აქვს სატანასაც........... მისი განადგურება მის გარდაქმნაშია, თორემ აქამდე ათასჯერ მოკლავდა მას უფალი.


პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Feb 12 2015, 01:27 PM

java script:paste('Giorgi Kadagishvili')

გიორგი ჩემი ტვინი უფრო ლოგიკაზე მუშაობს , შენი კი ალბათ უფრო შემოქმედებაზე , ასე რომ მიძნელდება შენთან დიალოგი. ჩემს პოსტს შენ პასუხობ არა ლოგიკურად არამედ შემოქმედითად , მე კი ლოგიკას ვითხოვ . ღმერთის ყოველელგანმყოფობაზე კი უბრალოდ ერთ მუხლს წარვადგენ დაბადება 11 :5_7 აქ უფალი ამბობს მაიტა ჩავალ და ენას ავურევო . მანამდე კი_ჩავიდა უფალი და ნახა ყოველივე . უფალი რომ თავად ჩასულიყო საწყლები სულ გადაიხრუკებოდნენ ! ლოგიკურია რომ სულიწმიდა ესაა ძალა რითაც უფალი კავშირს ამყარებს ნებისმიერ გარემოსთან და თუ სულიწმიდა თავად უფალია მაშინ კი უნდა გადახრუკულიყო შენი ბაბილონის გოდოლიც და ხალხიც ! ეჰ საწყალი სატანა კი კრუგებს ურტყავს მთელ ქვეყანას რომ დაესწროს ყოველივე მოვლენას cocxali.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2015, 09:34 PM

"აქ, უდაბნოში, მოჰბერა მას სულიწმიდამ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2015, 08:04 PM

"მისი რჩევები კი ნაყოფი იყო სულიწმინდისა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 23 2015, 08:31 PM

"ჩვენი ქმნილი პერსონა, სულიწმინდის მადლით, ისე ერწყმის უქმნელ ღვთაებრივ ყოფას, რომ ღმერთი, როგორც უშუალოდ ჩვენი ცხოვრება, ჩვენსავე არსში შეგრძნებადი ხდება"

/არქმინადრიტი სოფრონი/

პოსტის ავტორი: gigushka თარიღი: Mar 14 2015, 09:28 PM


პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Mar 16 2015, 09:25 AM

gigushka
რა ვქნათ ახლა ყვლამ თავის მოძღვრის "გამარიაჟება" დაიწყო თუ რაშია საქმე? biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 29 2015, 02:01 PM

"სულიწმინდის მადლის მოხვეჭა - ია, ეს არის ეკლესიის ცხოვრების მთავარი სულიერი არსი. ეს არის ღვაწლი ქარიზმატულობისათვის, ეს არის ნუგეშინისმცემელში ნუგეშის ძიება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2015, 06:57 PM

"თითოეული ქრისტიანის მოღვაწეობის მთავარ მიზნად სწორედ სულიწმინდის მადლის მოხვეჭა იქცა, რადგან ეკლესიის წიაღში მყოფი და ღვთიური მადლით გარდაქმნილი ადამიანის სულიერი სამყარო გაცილებით უფრო აღმატებულია, ვიდრე პირვექმნილი ადამიანებისა, მიწიერ სამოთხეში რომ ცხოვრობდნენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2015, 10:44 PM

[იესო ქრისტემ] თავის თავთან შეგვაერთა და სულიწმიდით დაგვწინდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2015, 11:28 AM

"ესოდენი ღვაწლის წყალობით ნეტარმა [სერაფიმე საროველი] უვნებობა მიიღო, რომელიც ადამიანის გულში სულიწმინდის დავანების გზაა.

ვინც უვნებობას მიაღწია, ტაძარი შეიქმნება ხოლმე ცოცხალი ღმერთისა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2015, 08:48 PM

"წმინდა იაკობ ათონელმა ბრძანა:

სულიწმინდის მადლით გაბრწყინებულ კაცს, რომელსაც სულიერი თვალნი აეხილება, საღმრთო საიდუმლოებებზე საუბრისას ბაგეთაგან გამოსდის ნათლის ღრუბელი და დაფარავს მსმენელთ. ამიტომაც არიან ისინი მხიარულნი და ბედნიერნი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2015, 10:56 PM

"საუკუნე მისდევს საუკუნეს, მაგრამ სულიწმინდაში არაფერი ძველდება"

/არქიმანდრიტი სოფრონი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 15 2015, 10:04 PM

"საღმრთო კეთილსურნელება გვიმჟღავნებს სულიწმინდის სიახლოვეს. ის მიმოიფრქვევა განწმენდილ ადგილებში, ანდა იქ, სადაც წმინდა ნაწილები იმყოფება"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 2 2015, 02:26 PM

"ვინაიდან ღმრთის სიყვარული ჩაიღვარა ჩვენს გულებში სულიწმინდის მიერ, რომელიც მოგვეცა ჩვენ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2015, 07:00 PM

"სულიწმინდისეული სილაღე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2015, 10:22 PM

"სულიწმინდის მადლი, რომელიც მალულად ამოიზრდება სულისა და გონების ცხრაკლიტურიდან"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2015, 10:40 PM

"სულიწმინდის მადლი ქრისტესთან დაწინდულ სულებს ნაწყალობევი აქვთ მსგავსად ნიშნობისა. როგორც ნიშნობის გარეშე ცოლი არ დაიჯერებს, რომ ოდესმე შეეუღლება ქმარს, ასევე სულიც არასოდეს ირწმუნებს უყოყმანოდ, რომ თანაეყოფა მეუფესა თვისსა და ღმერთს, ან ფარულად და უსიტყვოდ შეერწყმის და მის მიწვდომელ სილამაზეს დაეუფლება, ვიდრე არ ეგემებს ნიშნობის მადლს და გონებით არ გაითავისებს"

/წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2015, 11:37 AM

"სულიწმინდის მობერვით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2015, 11:57 AM

„ბაგეებზე დაეფინა სულიწმინდის მადლი“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 7 2015, 05:38 PM

"რაც მეტად შეიძენდა სათნოებათა სიმდიდრეს, მით უფრო მიიღებდა სულიწმინდის მადლს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 14 2015, 05:48 PM

"შიგნით უნდა მოხდეს დაზავება, სინთეზი სულიწმინდის ნიჭებთან"

/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 3 2015, 11:45 AM

„მისი აზრები იყო სულიწმინდის მადლით გაჟღენთილი, მოწეული, სურნელოვანი, „შვიდგზის განწმენდილი“ სულიდან მომდინარე“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2015, 01:13 PM

"უფალმა ჩვენზედ მოიღო სიყვარულით ენით უთქმელი, დაგვამწყალობა სულიწმინდით"

/წმ. გრიგოლ პალამა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2015, 03:10 PM

"[მამა ტიხონი] სულიერი საუბრის წინ ლოცულობდა, გონების განსანათლებლად სულიწმინდას მოიწვევდა. სხვებსაც ამას ურჩევდა. ამბობდა ხოლმე: "ღმერთმა სულიწმინდა დაგვიტოვა, რათა მან განგვანათლოს, ის არის მეუფე სამყაროსი, ამიტომაც ჩვენი ეკლესია ყოველ ღვთისმსახურებას ლოცვით იწყებს: "მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო". როცა ის ამას სულიწმინდაზე ამბობდა, სახე შეეცვლებოდა ხოლმე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 20 2015, 03:29 PM

"შეიყვარეთ ტანჯვა, გათანგეთ სხეული, მოიპოვეთ თავმდაბლობა და შეიყვარეთ მტრები, რათა დასახლდეს თქვენში სულიწმინდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 8 2016, 03:06 PM

"ის, ვინც სულიწმინდის მადლით არის დამთვრალი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 22 2016, 10:48 AM

"სული წმინდა (ქრისტიანში) არაფრით ისე არ დაიშრიტება, როგორც ამაო საუბრებით".

/ღირსი ანტონი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2016, 11:02 PM

"ო, ძმებო, თქვენ რომ შეგეძლოთ შეიგრძნოთ, დაღლილობა სულისა, რომელმაც სულიწმინდა შეიგრძნო და შემდეგ დაკარგა იგი; სულის დაღლილობა აუტანელია. ასეთ დროს იგი ენით აუწერელ მწუხარებასა და ნაღველშია".

/წმ. ბერი სილაუნ ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2016, 11:23 PM

„ვის შეუძლია, შეიცნოს სამოთხე? ვინც საკუთარ თავში სულიწმინდას ატარებს, ის ნაწილობრივ გაიგებს ამას, რამეთუ სასუფეველი სულიწმინდის სამეფოა, სულიწმინდა კი მიწაზეც და ზეცაშიც ერთი და იგივეა“.

/წმ. ბერი სილუან ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2016, 02:56 PM

"გმადლობ, მამაო უფალო, რამეთუ გვრწამს და აღვიარებთ სულსა წმიდასა შენგნით გამომავალსა, სულსა, რომელი ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს მადლითა შენითა, რომელ არს უძლურთა მკურნალი, დაცემულთა საყრდენი, ნაკლულოვანთა სრულმყოფელი. გმადლობ შენ, წმინდაო სამებაო, აღმავსებელო ჩვენო ძალითა შენითაო".

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 20 2016, 11:15 PM

"ვისაც განუცდია ოდესმე დიდი სიხარული, ეს სულიწმინდა იყო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2016, 11:43 AM

"ადამიანს შეუძლია მადლი მოიხვეჭოს მხოლოდ სულიწმინდით აღჭურვილ წყობაში. სულიწმინდა იქ ვერ იმკვიდრებს, სადაც სიყალბე, სიცრუე, გადახვევა და სიწმინდის პროფანაციაა".

/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2016, 12:08 PM

,,სულიწმინდა პირველ საუკუნეთა ნათელია, იგია საუკუნო ცხოველმყოფელი ცეცხლი, ცხოვრების მომცემელი და თვით სიცოცხლეც. იგია გონება და ძალა, რომლის სიღრმის წვდომასა და აღწერას ვერასდროს შეძლებს ვერც ერთი მოკვდავი, და არა მარტო მოკვდავი, თვით ზეციურ ანგელოზთა დასნიც კი. ვინც იტყვის, ვიცი სულიწმინდაო - ცდება, რადგან მხოლოდ ღმერთმა უწყის ჭეშმარიტად მის შესახებ, რამეთუ თავად ღმერთია იგი: „ღმრთისა არავინ იცის, გარნა სულმანვე ღმრთისაგან“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 10 2016, 10:56 PM

„-გევედრები, უფალო, აღმავსე სულითა წმინდითა, განმაძლიერე, გონიერ-მყავ, რათა ბოლომდე გიერთგულო!“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2016, 09:31 PM

"მოციქულ პავლეს მტკიცებით: "არავის ხელ-ეწიფების თქუმად უფალი იესუ, გარნა სულითა წმიდითა" (1 კორ. 12:3). ამრიგად, იესო ქრისტეს უფალი მხოლოდ მან შეიძლება უწოდოს, ვის გულსაც ასე თუ ისე სულიწმინდა უკვე მოეფინა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 28 2016, 08:40 AM

"ერთხელ ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი სულიწმინდის მადლით ისეთ გაბრწყინებას შეიგრძნობდა, რომ წამოიძახა: "ო, ღმერთო! ალბათ, სამყაროში ამ ნეტარებაზე უფრო მეტი სიკეთე არ არსებობს!" და მან ასეთი პასუხი მიიღო: "ის, რასაც აქ, ამქვეყნად წმინდანები ხორციელად შეიგრძნობენ, მომავალ სამოთხისეულ ნეტარებასთან შედარებით, როგორც ქაღალდზე ნახშირით დახატული მზე, ისე გამოიყურება!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 27 2017, 07:26 PM

"გრიგოლ ღვთისმეტყველი სულიწმიდის შესახებ გვასწავლის:
"სულიწმიდა ყოველთვის იყო, არის და იქნება; მას არც დასაბამი აქვს და არც დასასრული... სულიწმიდა ყოველთვის მისაღებად გვევლინება და არა რაიმეს მიმღებად; მისით ყოველთვის სრულიქმნება და არა სრულქმნისათვის განიკუთვნება; ის - ყოველთვის აღავსებს და არა აღივსება; ის - მაკურთხებელია და არა საკურთხებლად მოწოდებული; ის - განმაღმრთობელია და არა გასაღმერთებლად გამამზადებელი; სულიწმიდა მუდმივი და უცვლელია, ის - უხილავია და დროშეუვალია; ის - სიცოცხლეა და მაცოცხლებელია; ის - თვით არის ნათელი და განმანათლებელი; ის - საწყისი და წყაროა მადლისა; ის - სულია მაცხოვარებისა და მთავრობისა (ფს. 50:12-14), ის - უფალია (2 კორ. 3:17), ის - წარმგზავნელია (საქ. 13:4), გამომრჩეველია (საქ. 13:2), თავად არის საკუთარი უხრწნელი ტაძრის აღმშენებელი (კოლ. 2:22), ჭეშმარიტებისაკენ გამძღოლი (ინ. 16:13), თუ ინებებს, შემაწევარი (1 კორ. 12:11), ის გასცემს არა მონობის, არამედ შვილობის სულს (რომ. 8:15), თვით სულია იგი ჭეშმარიტებისა (ინ. 14:17), სული სიბრძნისა, გონიერებისა, რჩევისა, ძლიერებისა, ცოდნისა და უფლის მოშიშებისა (ეს. 11:2-3). მისით შეიმეცნება მამა და განდიდდება შვილი" (ინ. 16:10)".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 6 2017, 11:52 AM

"სულიწმიდის ღვთაებრივ ღირსებაში ეჭვს შეიძლება ის ფაქტი იწვევდეს, რომ წმინდა წერილში წარმოდგენილი ღვთაებრივი პირების ჩამოთვლაში, სულიწმიდა თითქმის ყოველთვის ბოლო - რიგით მესამე პირად იხსენიება. თუმცა, წმინდა წერილში გვხდება ადგილები, სადაც სულიწმიდა რიგით მეორეა... უფლის წინასწარ ცოდნითა და სულის სიწმიდით მორჩილებისა და იესო ქრისტეს სისხლის პკურებისათვის! (1 პეტრ. 1:2)".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 8 2017, 10:50 AM

"სულიწმინდა იქ ივანებს, სადაც მას კარს ნებაყოფლობით უღებენ და სადაც მას, როგორ ყველაზე ძვირფას და სასურველ სტუმარს, ისე მოელიან".

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2017, 04:21 PM

"სულიწმიდა დიდებაა ქრისტიანთა"

/დეკ. პავლე ქინქლაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 10 2017, 11:10 AM

"როცა სულიწმიდაზე ლაპარაკობ, ვერიდე, რათა არ წარმოიდგინო ეს სხეულებრივად, არამედ - სულიერად".

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 15 2017, 04:55 PM

"მოციქული პავლე სულიწმინდას ღმერთთან მიმართებით ისევე წარმოგვიდგენს, როგორც ადამიანის სულს ადამიანთა მიმართებით, ის წერს: და მართლაც, რომელმა ჩვენგანმა იცის, რა არის ჩვენში, თუ არა ჩვენივე სულმა? ასევე ღვთისაც არავინ არაფერი იცის, გარდა მისივე სულისა (1 კორ. 2:11)".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 10 2018, 10:55 AM

"მასზე ბევრი რამ ისეთიც გამიგია, რასაც იგი ჩვეულებრივ მოკვდავთა რიგიდან გამოჰყავს და შუბლზე სულიწმინდის მიერ განსაკუთრებული ცხებულობის ბეჭედს ასვამს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2018, 07:50 PM

"სულიწმინდის მიღების ღირსნი წმინდანები ხდებიან და ისინი მისი ტაძრები არიან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 9 2018, 09:07 AM

"სულიწმინდა ადამიანში - არის სახლთმეუფე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 10 2018, 06:25 PM

"სულიწმინდა იქ ივანებს, სადაც მას კარს ნებაყოფლობით უღებენ და სადაც მას, როგორც ყველაზე ძვირფას და სასურველ სტუმარს, ისე მოელიან".

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 3 2019, 04:38 PM

"დღეს კაცობრიობა დგას მრავალი პრობლემის წინაშე, მრავალი საკითხის წინაშე და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ სირთულეში არ დავკარგოთ სულიწმინდა. რით მოიპოვება სულიწმინდა? თავმდაბლობით, მორჩილებით, კეთილი საქმეებით. აი ამაზე ზრუნავდა ქართველი ადამიანი".

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 3 2019, 05:01 PM

"სულიწმინდის ნიჭის უქონლობას მივყავართ ბოროტებამდე, სულის ცოდვილ მდგომარეობამდე, არანორმალურ ყოფამდე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2019, 09:39 PM

"სულიწმიდა პიროვნული ღმერთია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 22 2019, 04:12 PM

"სულიწმინდა ყველგან აღწევს. ამიტომ მას, ვინც სულიწმინდის მიერ არის განმსჭვალული, აქვს ღვთის ცოდნა. უწყის წარსულიც, აწმყოც და მომავალიც. მას ამას სულიწმინდა უცხადებს"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 2 2020, 08:24 PM

"იცოდე, ძმაო, ვისთანაც სულიწმინდაა, ცოდვათა ბორკილებისგან თავისუფალია"

/ღირსი იოანე სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 6 2020, 04:18 PM

"სულიწმინდა არის სიყვარული, მშვიდობა და სიტკბოება, სულიწმინდა გვასწავლის ღვთისადმი სიყვარულს, სიყვარულს მოყვასის მიმართაც"

/წმ. სილუანი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 1 2020, 09:27 PM

"ხალხის წინაშე კმევით გამოიხატება სურვილი, რომ მლოცველებზე გადმოვიდეს სულიწმიდა, განწმიდოს და აღავსოს ისინი მშვიდობით და სიხარულით. ამრიგად, ჩვენ ყოველი კმევის შემდეგ ვიღებთ მადლს. ამიტომ კმევის დროს თავს ვიდრეკთ, როგორც თავმდაბლად მიმღებელნი სულიწმიდის მაცხოვნებელი მადლისა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 8 2020, 11:19 AM

"სულიწმიდა, რომელსაც ახლა საკმევლის კეთილსურნელება წარმოადგენს, ყოველთვის სუფევს ეკლესიაში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 24 2020, 10:31 PM

"სულს კი დაუძლურების ჟამს ერთადერთი წამლობა აქვს. ეს არის სულიწმიდა, მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 25 2020, 04:50 PM

"შინაგანი სამოთხე - სულიწმიდის მადლი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 30 2020, 10:09 PM

"სულიწმიდა ადამიანის გულში ცეცხლივით მოქმედებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 13 2020, 03:45 PM

"მჭვრეტელობა ნიჭია ნუგეშინისმცემელი სულიწმიდისა, რომელიც ღვთისმოყვარულ სულს თვალს უხელს. მჭვრეტელობა განსჯისგან აღმოცენდება და სიწმინდისა და მოკრძალების ნაყოფია"

/ბერი ანთიმოზი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 16 2020, 10:07 PM

"თხზულება, რომელიც მან [წმ. ბასილი დიდი] ამის შესახებ დაწერა, ცხადყოფს, რომ იგი სულიწმიდის სამელნესა შინა ამოწებული კალმით შეიქმნა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 19 2020, 08:05 PM

"სულიწმინდაში შეიმეცნება უფალი და სულიწმინდა არის ყველა ადამიანში: სულშიც, გონებაშიც, სხეულშიც; ასე შეიცნობა ღმერთი ცაში და დედამიწაზეც"

/წმ. სილუანი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2020, 04:55 PM

"წმინდანებს უფალმა აჩუქა სულიწმინდა და მათ სულიწმინდაში ვუყვარვართ ჩვენ"

/წმ. სილუანი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2020, 07:14 PM

"ზეცაში ყველა ცხოვრობს და მოძრაობს სულიწმინდით. დედამიწაზეც იგივე სულიწმინდაა. იგი ცხოვრობს საიდუმლოებებში; იგი არის წმინდა წერილებში; იგი არის მორწმუნეთა სულებში. სულიწმინდა ყველას აერთიანებს"

/წმ. სილუანი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2020, 07:33 PM

"ვერავინ ვერსად დაემალება სულიწმიდას, ვერც კეთილისმოქმედი და ვერც ბოროტისმოქმედი, არ არსებობს არც ერთი ზრახვა ადამიანის გულში, რომელსაც სულიწმიდა ვერ გაიგებს. ამიტომაც სულიწმიდა ნუგეშინისმცემელია კეთილთათვის, დამკვიდრებაა სიყვარულისა და მშვიდობისა, ბოროტმოქმედთათვის კი მეტად საშიში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2020, 08:47 PM

"სულიწმინდის ამბიონი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2020, 08:20 PM

"ძველ აღთქმაში სულიწმინდა ჰიპოსტასურად, პიროვნულად კი არ ვლინდება, არამედ როგორც ღვთაებრივი ძალა. ძველი აღთქმის წიგნებში მას სული ღვთისა ეწოდება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 31 2020, 10:04 PM

"უფალთან ერთად სულიწმინდა ათავისუფლებს ადამიანს ცოდვის მონობისგანაც"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 2 2020, 08:11 PM

"სულიწმინდის ჭურჭლად მოირთო"

/წმ. მაკარი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 4 2020, 12:56 PM

"სული წმიდამ განისვენოს შენში და შენზედა, განგამდიდროს, შეგამკოს, უკვდავება გიბოძოს, მასვე პატივი და თაყვანისცემა შვენის თანა მამით და სულით წმიდითურთ, უკუნითი უკუნისამდე, ამინ."

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 7 2020, 10:22 PM

"უფლის ყველა სასწაული დამოწმება იყო სულიწმინდის, როგორც სიყვარულის ცხოველმყოფელი ძალის შესახებ, ხოლო ეჭვს იმისა, რომ ისინი აღესრულება არა სულიწმინდის ძალით, უფალმა მიუტევებელი გმობა უწოდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2020, 08:22 PM

"ესაია ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა შორის ყველაზე ხშირად საუბრობს სულიწმიდაზე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 7 2020, 08:35 PM

"ღმერთის სული ისეთი ძვირფასი რამაა, რომ თავგანწირვით უნდა დაღვარო სისხლი, არა თუ მის შესაძენად, არამედ უბრალოდ თვალი რომ გაუსწორო, ამისთვის".

/ბერი იოსებ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 11 2020, 02:25 PM

"თუ სულიწმინდის მადლი არა აქვს, ადამიანი სრულიად უვარგისია. სულიწმინდა არის სინათლე - საღმრთო სინათლე. ამაშია ყველაფრის საფუძველი".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 11 2020, 06:51 PM

"თუმცა სულიწმინდა ერთია, მისი ძღვენი თანაბარი არაა, ვინაიდან სულიწმინდის მიმღებნი თანაბარნი არ არიან".

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 12 2020, 07:33 PM

"სულიწმინდა ძალიან ჰგავს საყვარელ დედას, მშობლიურს. დედას უყვარს თავისი შვილი და ეცოდება იგი, ასევე სულიწმინდას ვეცოდებით ჩვენ, გვპატიობს, გვკურნალობს, გვაფხიზლებს, გვახარებს... და შეიმეცნება სულიწმინდა მორჩილებით ლოცვაში".

/წმ. სილუანი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 9 2021, 07:52 PM

"სული წმიდა სიყვარულია და ეს სიყვარული ზეცის წმიდა მკვიდრთა სულებშია განფენილი. იგივე სული წმიდაა განფენილი ამა სოფლად, ღვთის მოყვარულთა სულებშიც".

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 10 2021, 08:07 PM

"უფალიც, მისი დიდებაც და ყოველივე ზეციერიც მხოლოდ სული წმიდის მიერ შეიცნობა"

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2021, 08:07 PM

"სული წმიდის მიერ შევიცნობთ უფალს და სული წმიდის მიერ გვიყვარს იგი, სული წმიდის გარეშე კაცი ცოდვილი მიწაა მხოლოდ".

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2021, 08:44 PM

"სული, რომელსაც ერთხელ მიეცა სული წმიდა, გემოთი სცნობს მას"

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2021, 10:42 PM

"სული წმიდა გონივრულად უნდა დავიცვათ, რადგან ერთი ბოროტი აზრისთვისაც კი ის ტოვებს სულს"

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 15 2021, 08:17 PM

"სული წმიდის მიერ შევიცნობთ უფალს და იგი დაივანებს მთელ ადამიაში: სულში, ხორცსა და გონებაში"

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 22 2021, 09:35 PM

"სული წმიდა ასწავლის სულს, გამოუთქმელად უყვარდეს ადამიანები"

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 23 2021, 08:38 PM

"სული წმიდა ღვთის საიდუმლოებებს გვიცხადებს; სული წმიდა ასწავლის სულს, გამოუთქმელად უყვარდეს ადამიანები. სული წმიდა ისე ამკობს სულსა და ხორცს, რომ კაცი ხორციელად უფალს ემსაგვსება, იგი მარად უფალთან ერთად იცხოვრებს ზეცაში და იხილავს დიდებას მისას".

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 27 2021, 09:19 PM

" - ხოლო რაჟამს მოვიდეს ნუგეშინის-მცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ, სული ჭეშმარიტებისაი, რომელი მამისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთვის.

ბერი ექვთიმე ზიგაბენი:
"თუკი მამა სხვადასხვა სახით ამოწმებდა, ჩემზე, რა თქმა უნდა, სულიწმიდაც სხვადასხვა საშუალებით დაამოწმებს ჩემ შესახებ. იმით, რომ გაანათებს თქვენს სულებს გაცილებით დიდი ცოდნისათვის და აღასრულებს სასწაულებს ჩემი სახელით.
ყურადღება გაამახვილე, რომ სულიწმიდას გზავნის ძე, როგორც მამის სწორი, მაგრამ გზავნის მამის მიერ, რადგან სულიწმიდა მამისაგან გამოდის; ამიტომ სულიწმიდან, ძის მსგავსად, ყველაფერი იცის, რაც იცის მამამ. თუკი ვინმე იკითხავს, რატომ არ იწოდება სულიწმიდა ძედ, თუკი ის გამოდის იმავე მამისაგან, ჩვენ ვიტყვით: იმიტომ, რომ ის არ იშვება ძის მსგავსად, არამედ გამოდის მისგან სხვა სახით; შობილს შეეფერება სახელი ძე, გამომავალს - სული. ხოლო, თუკი მაინც გააგრძელებს ვინმე შეკითხვას, თუ რას ნიშნავს სულიწმიდის ეს გამომავლობა, ვუპასუხებთ: გვითხარი, რას ნიშნავს ძის შობა და ჩვენ აგიხსნით, რას ნიშნავს სულიწმიდის გამომავლობა. ძე და სულიწმიდა რატომ არ იწოდებიან ძმებად, თუკი მათ ერთი და იგივე მამა ჰყავთ? იმიტომ, რომ ისინი ერთნაირი სახით არ გამოდიან მამისგან: ძე იშვება, სულიწმიდა კი - გამოდის მისგან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 28 2021, 08:43 PM

"დიდება უფალს და მის მოწყალებას, რომ ჩვენ, მის ცოდვილ მონებს, უცხადებს თავს სული წმიდის მიერ, და სული უფრო უკეთ იცნობს მას, ვიდრე მშობელ მამას, რადგან მამა ჩვენს გარეთ არის, სული წმიდა კი მთელ ჩვენს სულს, გონებას და ხორცს განმსჭვალავს".

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 1 2021, 04:37 PM

"ჰოი, სულო წმიდაო, განუშორებლად ჰგიე ჩვენთანა, კეთილ არს ჩვენდა შენთან ყოფნა"

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 1 2021, 08:01 PM

"უფალმა მოგვცა მიწაზე სული წმიდა, სული წმიდის მიერ შიცნობა უფალი და ყოველივე ზეციური, ხოლო სული წმიდის გარეშე კაცი ცოდვილი მიწაა მხოლოდ".

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2021, 05:01 PM

"სული წმიდა სიყვარულია და სულის, ხორცისა და გონების სიტკბოება; და ვინც სული წმიდის მიერ შეიცნო ღმერთი, ის დღე და ღამე დაუცხრომლად მიისწრაფვის ცხოველი ღმერთისკენ, რამეთუ ღვთის სიყვარული მეტად ტკბილია. მაგრამ როცა სული კარგავს მადლს, კვლავ ცრემლით დაეძებს სული წმიდას"

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2021, 08:15 PM

"თუ სულიწმიდას არ ვეძებთ, მაშინ ამაოა ყველა ჩვენი შრომა და საქმიანობა; უსარგებლოა გზა, რომელიც ამ მიზნისკენ არ მიდის"

/ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 14 2021, 07:27 PM

"გამუდმები მლოცველის გულში უფლის მხურვალე სიყვარული ინთება და სულის განმწმედნი სულიწმინდის მადლით ივსება"

/ღირსი მაკარი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 18 2021, 05:37 PM

"ვფიქრობ, რომ სულიწმიდის მადლი უფრო მალე მათ აღავსებს, ვინც მთელი გულით შეუდგება ღვაწლის აღსრულებას და თავიდანვე გადაწყვეტს მედგრად და მტკიცედ იდგეს და არც ერთი ბრძოლა არ დაუთმოს მტერს, სანამ არ დაამარცხებს"

/ღირსი ანტონი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2021, 07:41 PM

"უზენაესი ღმერთია სულიწმინდა"

/წმ. გრიგოლ ნოსელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 27 2021, 06:26 PM

"მადლი ანუ მადლისმიერი ნიჭნი პირადად სულიწმინდისგან გვეძლევა, ამიტომ უხვად მადლმოსილ ადამიანზე ამბობენ, მან სულიწმიდა მოიხვეჭა, ანდა სულიწმიდით აღივსო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 6 2021, 07:26 PM

"ჩვენ ტაძარნი უფლისანი ვართ იმიტომ, რომ ჩვენში ცოცხლობს სულიწმიდა, შესაბამისად, სულიწმიდა არის ღმერთი"

/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 11 2021, 07:27 PM

"ღვთის საიდუმლოებათა ცოდნა ხელეწიფება მარტოოდენ სულიწმიდას"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 24 2021, 06:51 PM

"რა სარგებლობა აქვს გემს ანძის, მესაჭის, მეზღვაურების, აფრებისა და ღუზისაგან, თუ ქარი არ არის? მაშ, რა სარგებლობა უნდა ჰქონდეს მჭევრმეტყველობას, გონებამახვილობას, ცოდნას, განათლებას, გონიერებას, - თუ სულში სულიწმიდა არ არის?!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2021, 05:51 PM

"რჯულის დაცვით გვეძლევა სულიწმიდის დახმარება"

/პროფესორი ალექსანდრე ივანოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 26 2021, 09:12 PM

"ღმერთმა ინებოს, რომ მადლი სულისა წმიდისა შევიდეს ყოველ ჩვენგანში და გაათბოს ჩვენი გაციებული გულები!"

/კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 27 2021, 07:10 PM

"სულიწმიდა იყოს თქვენ ზედა და ძალი მაღლისა გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს. ამინ!"

/კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 28 2021, 01:04 PM

"ვერავინ ვერსად დაემალება სულიწმიდას, ვერც კეთილისმოქმედი და ვერც ბოროტისმოქმედი, არ არსებობს არც ერთი ზრახვა გავლებული ადამიანის გულში, რომელსაც სულიწმიდა ვერ გაიგებს. ამიტომაც, სულიწმიდა ნუგეშინისმცემელია კეთილთათვის და საშიშია ბოროტთათვის".

/კათოლიკოს-პატრიარქი ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2021, 05:36 PM

"მრავალმეტყველი ადამიანი არ უტოვებს თავის თავში ადგილს სულიწმიდას"

/წმ. ანტონი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 21 2021, 08:23 PM

"რაც ხომალდისთვისაა გამოცდილი ბოცმანი, იგივეა სულიწმიდა ადამიანებისათვის სულიერი ცხოვრების ოკეანეში მოგზაურობისას, რომელიც ხიფათითაა აღსავსე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 22 2021, 07:40 PM

"ვისაც ხორცი ეცოდება, მასში ვერ იქნება სულიწმიდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2021, 04:44 PM

"დგას როიალი, მზადაა დასაკრავად, მისი სიმები დაჭიმულია, თავი ახდილი აქვს... მაგრამ დუმს. რატომ დუმს? იმიტომ რომ არ ჰყავს შემსრულებელი. ვინ არის ეს შემსრულებელი? ის სულიწმიდაა. სახარებაში ხომ ნათქვამია: "მივიდეთ მისა და მის თანა დავადგრეთ" (იოან. 14.23). მოვა სულიწმიდა და გააერთიანებს ცოდვით გაპობილ გრძნობებს სულისა და სხეულისა; მაშინ დაიწყებს ადამიანი ცხოვრებას ღმერთში და ღმერთისთვის".

/არქიმანდრიტი ლაზარე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 12 2022, 05:43 PM

"უტიფარი ადამიანები სულიწმიდის გმობის პირველ სტადიაში იმყოფებიან. მეორე სტადიაში ისინი არიან, ვისაც ეზიზღება საღვთო, მესამე სტადიაში ეშმაკები იმყოფებიან".

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 14 2022, 05:55 PM

"სულიწმიდა ერთგან ასეთი და სხვაგან - ისეთი არ არის. ის ერთია და ნიჭთა სიმრავლეს ფლობს. იგი არ არის სული შფოთისა, ის სიმშვიდის, სიყვარულის სულია".

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 14 2022, 06:07 PM

"სულიწმიდა არის სინათლე - საღმრთო სინათლე. ამაშია ყველფარის საფუძველი"

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 26 2022, 07:52 PM

"თუმცა სულიწმიდა ერთია, მისი ძღვენი თანაბარი არაა, ვინაიდან სულიწმიდის მიმღებნი თანაბარნი არ არიან"

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 26 2022, 08:35 PM

"რა ზომის სარწმუნოებითაც აღვასრულებთ ღვთის მცნებებს, სულიწმიდა თავის ნაყოფს იმდენად აღმოაცენებს ჩვენში"

/წმ. მარკოზ მოსაგრე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 23 2022, 06:09 PM

"როცა ადამიანი სულიწმიდას მასში დამკვიდრების საშუალებას აძლევს, განიწმინდება ვნებებისგან, ნათლდება, პოულობს შინაგან წონასწორობასა და ერთობას"

/არქიმ. გიორგი (კაფსანისი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 26 2022, 09:29 PM

"სულიწმიდა არის სიყვარული და ეს სიყვარული გადმოღვრილია ზეცად მცხოვრები ყველა წმინდანის სულზე და აქ, დედამიწაზე, ღმერთის მოყვარულ სულებზე"

/წმ. სილუანი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 29 2022, 05:43 PM

"სულიწმიდა ადამიანს ანიჭებს ჭეშმარიტ სიხარულს, მხნეობას, სიმშვიდეს, თავმდაბლობას, მორჩილებას... სულიწმიდის დახმარების გარეშე შეუძლებელია საკუთარი თავის შეცნობა, საკუთარი სულის მდგომარეობის დანახვა-განჭვრეტა"

/დეკ. ირაკლი კუთხაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 2 2022, 03:36 PM

"სულიწმიდა მცნობელობის მომნიჭებელია, იგი გონიერი ნათელია, რომელიც ძიებათა ჟამს გარკვეულ სიცხადეს ანიჭებს ყოველ გონიერ ძალას"

/წმ. ბასილი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 9 2022, 02:51 PM

"ეკლესია გვასწავლის, რომ არსებობს სულიწმიდა, უფალი უფლისაგან, კეთილი კეთილისაგან, უკვდავი უკვდავისაგან, ყოვლადძლიერი ყოვლადძლიერისაგან, ჭეშმარიტება ჭეშმარიტებისაგან, სინათლე სინათლისაგან, სიცოცხლე სიცოცხლისაგან"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 22 2022, 08:58 PM

"სულიწმიდა (ქრისტიანში) არაფრით ისე არ დაიშრიტება, როგორც ამაო საუბრებით"

/წმ. ანტონი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 11 2022, 06:55 PM

"სულიწმიდა იწოდება ნუგეშის მომნიჭებლად - ასეთია მშვიდობა, სიხარული და დაუსრულებელი ნეტარება - და მოქმედებს მორწმუნეთა სულებზე, რომელთაც, როგორც დედა, ანუგეშებს კეთილ საქმეებში, მწუხარებაში, სნეულებასა თუ სარწმუნოებისადმი თავდადებაში. სულიწმიდა ნუგეშინისმცემლად იწოდება ასევე საპირისპიროდ ბოროტი სულისა, რომელიც ხშირად აშფოთებს ჩვენს სულებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 27 2022, 09:43 PM

"სულიწმიდა იძლევა იმდენს, რამდენის მიღებაც შეგვიძლია. მისი წყალობა ყოველთვის უხვია მათთვის, ვისაც წმინდა გული აქვს. წმინდა გული არის წალკოტი სულიწმიდისა მრავალი კეთილი ნაყოფით: სიყვარულითა და სიხარულით, მშვიდობითა და მოთმინებით, პატიოსნებითა და სათნოებით, რწმენით, სიმშვიდითა და თავშეკავებით"

/წმ. კირილე იერუსალიმელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 27 2022, 10:27 PM

"რამდენი რამ სახარბიელო არის ამქვეყნად, მაგრამ ქრისტიანები ისწრაფვიან უპოვარებისკენ. რატომ? იმიტომ, რომ ისინი დააპურა სულიწმიდამ"

/წმ. კირილე იერუსალიმელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2022, 06:31 PM

"სულიწმიდა არის ძალიან დიდი, საოცარი და ყოვლადძლიერი. დაფიქრდი: რამდენი სული ვართ ამქვეყნად? ის იმყოფება ჩვენ შორის და ხედავს ყოველ ჩვენს ქმედებას. კითხულობს ჩვენს ზრახვებსა და სინდისს, აგრეთვე ესმის, რასაც ვლაპარაკობთ. ხედავს რას ვფიქრობთ, რა გვწამს. საოცარია პირდაპირ!"

/წმ. კირილე იერუსალიმელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2022, 08:19 PM

"ერთხელ, წირვის დროს, როდესაც წარმოთქვა [ღირსი ეფრემ კატუნაკელმა]: "მშვიდობა ყოველთა", გაკვირვებულმა გაიფიქრია: "კი მაგრამ, ბერისგან მე ვიღებ მადლს; ახლა როგორღა ვაკურთხებ მას?" "მე ვაკურთხებ", - მოესმა ხმა ოლარიდან და მიხვდა, რომ სულიწმინდა აკურთხებს მღვდელმსახურის მიერ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 22 2022, 09:26 PM

"სულიწმიდა მშვიდობის სულია და ყოველი მრისხანე ადამიანი, ვინც კი რისხვას ავლენს, უცხოა სულიწმიდისთვის, და ის არ შევა იმ ადამიანში, ვინც ამ ვნებას არ ებრძვის"

/მღვდელი დანიელ სისოევი/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 13 2022, 09:10 PM

"გონიერი ლოცვით მოიხმობენ საკუთარ გულებში სულიწმიდის ცვარს, ისევე როგორც ელიამ მოიხმო წვიმა კარმელის მთაზე"

/წმ. გრიგოლ პალამა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 13 2022, 10:11 PM

"სულიწმიდა ვლინდება მორჩილებაში, უფალ იესოს მოუკლებელი მოხმობითა და მისი შეცნობით, ანუ ღმერთის ხსოვნით"

/ღირსი გრიგოლ სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 15 2022, 09:20 PM

"სულიწმიდა ყოველთვის ჰგიეს იქ, სადაც ლოცვაა და, პავლე მოციქულის თქმით, უფალს ვერავინ უწოდებს იესოს, თუ არა სულიწმიდით"

/მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 4 2022, 09:51 PM

"სულიწმიდა დიდებაა ქრისტიანთა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 3 2023, 05:00 PM

"ეკლესიაში, მის ყველა მსახურებაში, საიდუმლოსა და ლოცვით ღაღადისში სიწმინდის სული სუნთქვას, მშვიდობის სული, სიცოცხლისა და ცხოვნების სული, ეს კი მხოლოდ სულიწმიდისათვის არის დამახასიათებელი"

/წმ. იოანე კრონშტადტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 5 2023, 06:24 PM

"სხვა დროს, როდესაც გონებით ლოცულობ შენი გულის სიღრმიდან, შენ გეწვევა სულიწმიდა და შენ ირგვლივ მყოფობს, მსგავსად სუფთა მტრედისა. ეს გასაგები ხდება შენთვის, რადგან სულიწმიდის სახელით ხარობ და ლმობიერდები და უფრო მეტადაც, ვიდრე ხარობ და ლმობიერდები მამისა და ძის სახელით. მაშინ ამ სტუმრობას ეწოდება სულიწმიდის სტუმრობა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 5 2023, 06:52 PM

"თუკი შენი გულის სისხლი გაეცი, სულში სულიწმიდა მიიღე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2023, 02:29 PM

"თავისი არსით ყოველი ჩვენი ქმედება უსათუოდ ან მიგვაახლოებს ღმერთს, ან პირიქით, განგვაშორებს მას. აქედან გამომდინარე, ყოველი საქმე სრულდება შიშით, რომელსაც საღვთოს უწოდებენ. სულს არა მარტო აშკარად უკეთური საქმე აშინებს, არამედ აზრიც, რომელსაც შეუძლია სულიწმიდის დამწუხრება, მან რომ შეიყვარა"

/ღირსი სოფრონი (სახაროვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 2 2023, 09:27 PM

"მოტოვილოვთან საუბარში ღირსი სერაფიმე საროველი აღშნიშნავს: "ჩვენი ცხოვრების ჭეშმარიტი ქრისტიანული მიზანი არის ღვთის სულიწმიდის შეთვისება. მარხვა, ფხიზლობა, ლოცვა, მოწყალების გაცემა და ქრისტეს გულისთვის გაკეთებული ყოველი კეთილი საქმე ღვთის სულიწმიდის მოპოვების საშუალებაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 9 2023, 04:21 PM

"სულიწმიდა ჭეშმარიტ ლოცვას ასწავლის. არავის, ვიდრე არ მიიღებს სულიწმიდას, არ შეუძლია ილოცოს ისეთი ლოცვით, რომელიც ნამდვილად ესათნოება ღმერთს"

/სქემიღუმენი ხარიტონი (დუნაევი)/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 10 2023, 02:43 PM

"იცოდეთ, რომ სულიწმიდა რამდენადაც კეთილია, იმდენად სწყურია ადამიანთა სხვა, ისეთივე თვინიერი, უმანკო, სულგრძელი და მრავალმოწყალეა".

/სქემიღუმენი ხარიტონი (დუნაევი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 5 2023, 09:25 PM

"როგორც სახარებიდან, ასევე საქმეების წიგნის პირველი და მეორე თავებიდან გამომდინარეობს, სულიწმიდა მხოლოდ თორმეტ მოციქულზე გარდამოვიდა. და არა ყველა მოწაფეზე, რომლებიც იმ დროს იერუსალიმში იმყოფებოდნენ, რომელთა რიცხვიც სულ მცირე 120 კაცი იყო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 13 2023, 08:10 PM

"როგორც ფუტკრებს იზიდავს ნექტრით სავსე ყვავილები, ისე უახლოვდება სულიწმიდაც იმ გულსა და გონებას, რომელიც სათნოებათა და კეთილ გულისზრახვათა უტკბეს ნექტარს გამოყოფენ"

/არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 20 2023, 08:08 PM

"სულიწიდის უხვი წვიმა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 2 2023, 08:47 PM

"სინდისის მიერ ნაჩვენები გზა სულიწმინდით იმართება და ღვთის სჯულს არ ეწინააღმდეგება. ადამიანმა უნდა ისმინოს სულიწმიდის წყნარი ხმა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2023, 02:58 PM

"სულიწმიდაა ეკლესიის ასეთი აღმშენებელი: ის არის, ვინც მორწმუნეებს ქრისტეს სხეულთან აერთიანებს, სწორედ სულიწმიდა აცოცხლებს სხეულს და სხეულის ყველა ორგანოს კოორდინირებულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 11 2023, 03:45 PM

"სულიწმიდის საყდარი და განსასვენებელია სიმდაბლე, მშვიდობა, სიყვარული და, აქედან გამომდინარე, ქრისტეს ყველა მცნება"

/წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2023, 06:15 PM

"სულიწმიდა არის ძალიან დიდი, საოცარი და ყოვლადძლიერი. დაფიქრდი: რამდენი სული ვართ ამქვეყნად? ის იმყოფება ჩვენს შორის და ხედავს ყოველ ჩვენს ქმედებას. კითხულობს ჩვენს ზრახვებსა და სინდისს, აგრეთვე ესმის, რასაც ვლაპარაკობთ. ხედავს, რას ვფიქრობთ, რა გვწამს. საოცარია პირდაპირ!"

/წმ. კირილე იერუსალიმელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 8 2023, 04:43 PM

"ღმერთს სულიწმიდის მიერ შევიმეცნებთ. ეს ახალი, ჩვენთვის უცნობი ორგანოა, უფალმა რომ მოგვანიჭა, რათა მისი სიყვარული და მისი სახიერება შევიცნოთ. ეს რაღაც ახალი თვალი, ახალი ყურია, რომ ვიხილოთ უხილავი და გავიგონოთ გაუგონარი.

ეს იგივეა, ფრთები რომ გიბოძონ და გითხრან: ახლა კი შეგიძლია მთელ სამყაროში იფრინო.

სულიწმიდა სულის ფრთებია"

/ახალმოწამე ვასილი ოპტინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 9 2023, 08:40 PM

"სულიწმიდა - სულის ფრთებია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 10 2023, 06:12 PM

"მას, ვინც სული წმინდისგან არის დატყვევებული, არ შესწევს უნარი ვინმე შეიძულოს"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2023, 08:28 PM

"ღვთის ან მოყვასის მიმართ უმცირესი დრტვინვაც კი განდევნის სულიწმიდას"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2023, 03:23 PM

"სულიწმინდა ყველგან აღწევს. ამიტომ მას, ვინც სულიწმინდის მიერ არის განმსჭვალული, აქვს ღვთის ცოდნა. უწყის წარსულიც, აწმყოც და მომავალიც. მას ამას სულიწმინდა უცხადებს"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 12 2023, 07:13 PM

"ის, ვინც სულიწმიდით ცხოვრობს, მის ნაყოფებსაც ატარებს საკუთარ თავში"

/ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 23 2023, 07:21 PM

"გარდამოვიდა სულიწმიდა და მყოფობს იგი ეკლესიაში, იგი თითოეულ ადამიანში, თითოეულ მორწმუნეში ქრისტეს საქმეს აღასრულებს. ყოველი ქრისტიანი მონაწილეა სულიწმიდისა. ეს ყოველივე იმდენად აუცილებელი რამ არის, რომ თუკი ვინმე არ ფლობს სულს, ის არცაა ქრისტიანი"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 16 2023, 07:27 PM

"სწორედ სული წმინდა ლოცულობს ჩვენში, სული წმინდა გვასწავლის სულიერ ღვაწლს, შეგვეწევა და გვანიჭებს ძალას საღვთო მცნებების აღსასრულებლად, ხორციელი თუ სულიერი მოწყალებითი საქმეების შესასრულებლად, ღმერთთან შესაერთებლად, განსაღმრთობელად, ცათა სასუფევლის მოსაპოვებლად. მან, როგორც ხატოვნად ამბობს სილუან ათონელი, ისე მორთო ადამიანი, იმდენი რამ უბოძა, რომ შესაძლებლობა მისცა, უფალს დაემსგავსოს"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 26 2024, 01:19 PM

"როდესაც, ჩემო საყვარელო მამებო, ეს მოგივათ, ანუ როდესაც იგრძნობთ სულიწმიდის სიახლოვეს და მისი თქვენთან ყოფნის აუცილებლობას - ჩვენ ხომ ჯერ არ მიგვიღწევია მისი მოხვეჭისთვის - მაშინ ვნახეთ, რომ გული ბევრად უფრო გამალებით გვიძგერს"

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 9 2024, 09:11 PM

"რატომ ეწოდება სულიწმიდას ცხოველმყოფელი? - ცხოველი ძველქართულად ცოცხალს ნიშნავს. სულიწმიდა კი იწოდება ცხოველმყოფელად, რადგან ქმნადობა მისი ჰიპოსტასური თვისებაა, ის განახორციელებს - სიცოცხლეს ანიჭებს ყოველივეს დედამიწაზე. ყოველივე კეთილს, რასაც ადამიანი იქმს, სულიწმიდის მადლით იქმს. წმინდა მამები ბრძანებენ, როგორც კრუხი ჩეკს წიწილებს, ასევე გამოიღო სულიწმიდის მადლმა ყოველივე ქაოსიდანო"

/არქიმანდრიტი მაკარი აბესაძე/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)