IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სულიწმიდის შესახებ
მნათე
პოსტი Aug 1 2007, 11:15 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



სულიწმიდის თემას მინდა შევეხო, თქვენი დახმარებით იმედია მცირედ გარკვეულობას მაინც შევიძენ ამ ურთულეს მოვლენას ეკლესიაში, რომეიც ნუგეშსცემს მორწმუნეს...

დავიწყოთ ნიკეა-კონსტანტინეპოლის მრწამსით:

...და სული წმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ...

სამების მესამე ჰიპოსტასი, რომელიც "ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს მადლითა თვისითა"

განკაცებული სიტყვა ღვთისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მოციქულებს დაპირდა:

"ვინც შესვამს იმ წყალს, მე რომ მას მივცემ, გახდება იგი წყარო წყლისა, - საუკუნო სიცოცხლისაკენ მსრბოლისა" (იოანე 7.39).

"ვისაც სწამს ჩემი, როგორც თქვა წერილმა, ცხოველი წყლის მდინარეები იდენენ მისი მუცლიდან" (იოანე 7.38).

განმარტავს რა ამ სიტყვებს მახარებელი, ამბობს:

"ეს თქვა სულის შესახებ, რომლის მიღებაც ელოდათ მისდამი მორწმნეებს" (იოანე 7.39).

"თუ გიყვარვართ მე, ჩემი მცნებები დაიცავით და მე ვთხოვ მამას, და სხვა ნუგეშისმცემელს მოგცემთ თქვენ, რომ დარჩეს იგი თქვენთან საუკუნოდ, - სული ჭეშმარიტებისა" (იოანე 14.15-17).

"ესენი გითხარით თქვენ, ვიმყოფები რა თქვენს შორის, ხოლო ნუგეშისმცემელი, სულიწმინდა, რომელსაც გამოგზავნის მამა ჩემი სახელით, - ის გასწავლით თქვენ ყველაფერს" (იოანე 14.25-26).

"როცა მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მე გამოვგზავნი თქვენთან მამის მიერ. ჭეშმარიტების სული, რომელიც მამისაგან გამომავალია, იგი სწამებს ჩემს შესახებ და გიმეგზურებთ თქვენ ყველა ჭეშმარიტებისაკენ" (იოანე 15.26).


მაშ ასე, მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი ამაღლდა - ხოლო მოციქულებს ებრძანათ იერუსალიმში დარჩენა...

50-ე დღეს როდესაც ისინი ტაძრის ზედაქორედში იმყოფებოდნენ მოციქული ლუკას სიტყვებით:

"ხმოვანება იყო ციდან, როგორც მძლავრად მქროლი ქარისა, და აავსო სახლი, სადაც იყვნენ მსხდომარენი" (საქმენი 2.2)

მძლავრია ეს ქარი - დასძენს გრიგოლ პალამა -, როგორც ყველაფრის მძლეველი, უკეთურების ზღუდეთა გადამლახველი, მტრის ქალაქთა და სიმაგრეთა შემმუსვრელი, ამპარტავანთა დამამდაბლებელი, გულით მდაბალთა ამამაღლებელი, ბოროტად დარღვეულთა შემკვრელი, ცოდვისმიერ კრულებათა გამხსნელი და პყრობილებათა დამარღვეველი.
ამავე ქარმა აღავსო ის სახლი, სადაც ისხდნენ მოწაფეები და აქცია ეს სახლი მათთვის სულიერ განსაბანელად, აღასრულა რა ამით მაცხოვრის აღთქმა, ამაღლებისას რომ წარმოთქვა უფალმა:

„იოანემ მონათლა წყლით, თქვენ კი მოინათლებით სულიწმინდაში არამრავალი დღის შემდეგ“ (საქმე 1.5).

ამავე სულმა აჩვენა ჭეშმარიტება იმ წოდებისა, მათ რომ განუკითვნა უფალმა, რადგან ციდან მოსული ხმოვანების გზით მოციქულები ნამდვილად გახდნენ „ძეები ქუხილისა“.


ამჯერად სულიწმიდა როგორც ჰიპოსტასი განეცხადა კაცობრიობას ცეცხლის ენებით...

მოგვევლინა დიდი ხნის ნანატრი - ქროლვა სულისა წმიდისა, დაიბადა ქრისტეს ეკლესია! რომელიც ცოდვის მონობისგან განმათავისუფლებელია...

რამდენიმე კითხვა მაქვს ამ ყველაფერთან დაკავშირებით:

1. რა სახით ვლინდება სულიწმიდა ეკლესიაში?

2. თუ იგი ჩვენში მკვიდრობს, რატომ არ არის მანკიერება აღმოფხვრილი?

3. რას ნიშნავს აღვსება?

პ.ს ძალიან გთხოვთ, ჩემ მიერ მოკრძალებულად და სახელდახელოდ დეკლარირებული ტექსტის შევსებას, განსაკუთრებით საინტერესოა სამყაროს მდოგმარეობა (არსობრივი) სულითმოფენობამდე და სულთმოფენობის შემდეგ...

რა შეცვალა სულიწმიდის მოვლენამ?



--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
მნათე   სულიწმიდის შესახებ   Aug 1 2007, 11:15 PM
ნათია   მნათე ჩემი ჭკვიან...   Aug 1 2007, 11:20 PM
მნათე   ვინც იკვეხნის უფლ...   Aug 1 2007, 11:22 PM
afxazi   მნათე მაქსიმე აღმ...   Aug 2 2007, 02:34 PM
marine   "სიტყვები: "რომე...   Dec 9 2014, 07:24 PM
marine   "წმინდა იოანე დამ...   Dec 26 2014, 06:32 PM
esre ars cheshmariteba   სულიწმიდა არის მამ...   Dec 26 2014, 09:04 PM
A.V.M   esre ars cheshmariteba გეყოს ახლ...   Dec 26 2014, 09:58 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba გეყოს ახლ...   Dec 27 2014, 05:07 PM
marine   სულიწმინდის გმობა ...   Dec 26 2014, 10:02 PM
marine   "წმინდა იაკობ ათო...   Dec 29 2014, 11:36 AM
Giorgi Kadagishvili   esre ars cheshmariteba ვინმემ ა...   Jan 17 2015, 12:43 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba ვინმემ აუ...   Jan 17 2015, 05:30 PM
არზნან   esre ars cheshmariteba ჯერ წერ, და...   Jan 18 2015, 09:59 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba ჯერ წერ, დ...   Jan 19 2015, 02:17 PM
Giorgi Kadagishvili   esre ars cheshmariteba შესაკრებთ...   Feb 1 2015, 02:15 AM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba შესაკრებ...   Feb 1 2015, 01:42 PM
marine   "ეკლესიის სიწმინ...   Feb 10 2015, 06:43 PM
Giorgi Kadagishvili   esre ars cheshmariteba ეს შენ არ ...   Feb 11 2015, 02:34 AM
Giorgi Kadagishvili   ამაზე დიდი ჭეშმარ...   Feb 11 2015, 02:52 AM
esre ars cheshmariteba   java script:paste('Giorgi Kadagishvili') ...   Feb 12 2015, 01:27 PM
marine   "აქ, უდაბნოში, მოჰ...   Feb 13 2015, 09:34 PM
marine   "მისი რჩევები კი ...   Feb 15 2015, 08:04 PM
marine   "ჩვენი ქმნილი პერ...   Feb 23 2015, 08:31 PM
gigushka   10hxTSpYnqY   Mar 14 2015, 09:28 PM
G_saxva   gigushka რა ვქნათ ახლა ყ...   Mar 16 2015, 09:25 AM
marine   "სულიწმინდის მად...   Apr 29 2015, 02:01 PM
marine   "თითოეული ქრისტი...   May 24 2015, 06:57 PM
marine   [იესო ქრისტემ] თავი...   Jun 11 2015, 10:44 PM
marine   "ესოდენი ღვაწლის ...   Jun 17 2015, 11:28 AM
marine   "წმინდა იაკობ ათო...   Jul 2 2015, 08:48 PM
marine   "საუკუნე მისდევს ...   Jul 7 2015, 10:56 PM
marine   "საღმრთო კეთილსუ...   Sep 15 2015, 10:04 PM
marine   "ვინაიდან ღმრთის ...   Oct 2 2015, 02:26 PM
marine   "სულიწმინდისეულ...   Oct 3 2015, 07:00 PM
marine   "სულიწმინდის მად...   Oct 3 2015, 10:22 PM
marine   "სულიწმინდის მად...   Oct 3 2015, 10:40 PM
marine   "სულიწმინდის მობ...   Oct 5 2015, 11:37 AM
marine   „ბაგეებზე დაეფინა ...   Oct 5 2015, 11:57 AM
marine   "რაც მეტად შეიძენ...   Oct 7 2015, 05:38 PM
marine   "შიგნით უნდა მოხდ...   Oct 14 2015, 05:48 PM
marine   „მისი აზრები იყო ს...   Nov 3 2015, 11:45 AM
marine   "უფალმა ჩვენზედ მ...   Nov 17 2015, 01:13 PM
marine   "[მამა ტიხონი] სულ...   Nov 19 2015, 03:10 PM
marine   "შეიყვარეთ ტანჯვ...   Dec 20 2015, 03:29 PM
marine   "ის, ვინც სულიწმი...   Apr 8 2016, 03:06 PM
marine   "სული წმინდა (ქრი...   Apr 22 2016, 10:48 AM
marine   "ო, ძმებო, თქვენ რო...   May 9 2016, 11:02 PM
marine   „ვის შეუძლია, შეიც...   May 9 2016, 11:23 PM
marine   "გმადლობ, მამაო უ...   Jun 19 2016, 02:56 PM
marine   "ვისაც განუცდია ო...   Jun 20 2016, 11:15 PM
marine   "ადამიანს შეუძლი...   Jun 22 2016, 11:43 AM
marine   ,,სულიწმინდა პირვე...   Jun 22 2016, 12:08 PM
marine   „-გევედრები, უფალო, ...   Jul 10 2016, 10:56 PM
marine   "მოციქულ პავლეს მ...   Jul 29 2016, 09:31 PM
marine   "ერთხელ ღირსი სვი...   Aug 28 2016, 08:40 AM
marine   "გრიგოლ ღვთისმეტ...   Jun 27 2017, 07:26 PM
marine   "სულიწმიდის ღვთა...   Jul 6 2017, 11:52 AM
marine   "სულიწმინდა იქ ივ...   Jul 8 2017, 10:50 AM
marine   "სულიწმიდა დიდებ...   Jul 31 2017, 04:21 PM
marine   "როცა სულიწმიდაზ...   Aug 10 2017, 11:10 AM
marine   "მოციქული პავლე ს...   Dec 15 2017, 04:55 PM
marine   "მასზე ბევრი რამ ...   Jan 10 2018, 10:55 AM
marine   "სულიწმინდის მიღ...   Jan 29 2018, 07:50 PM
marine   "სულიწმინდა ადამ...   Mar 9 2018, 09:07 AM
marine   "სულიწმინდა იქ ივ...   Jun 10 2018, 06:25 PM
marine   "დღეს კაცობრიობა ...   Jul 3 2019, 04:38 PM
marine   "სულიწმინდის ნიჭ...   Jul 3 2019, 05:01 PM
marine   "სულიწმიდა პიროვ...   Aug 17 2019, 09:39 PM
marine   "სულიწმინდა ყველ...   Oct 22 2019, 04:12 PM
marine   "იცოდე, ძმაო, ვისთ...   Mar 2 2020, 08:24 PM
marine   "სულიწმინდა არის ...   Mar 6 2020, 04:18 PM
marine   "ხალხის წინაშე კმ...   Apr 1 2020, 09:27 PM
marine   "სულიწმიდა, რომელ...   Apr 8 2020, 11:19 AM
marine   "სულს კი დაუძლურე...   Apr 24 2020, 10:31 PM
marine   "შინაგანი სამოთხ...   Apr 25 2020, 04:50 PM
marine   "სულიწმიდა ადამი...   Apr 30 2020, 10:09 PM
marine   "მჭვრეტელობა ნიჭ...   May 13 2020, 03:45 PM
marine   "თხზულება, რომელი...   May 16 2020, 10:07 PM
marine   "სულიწმინდაში შე...   May 19 2020, 08:05 PM
marine   "წმინდანებს უფალ...   May 21 2020, 04:55 PM
marine   "ზეცაში ყველა ცხო...   May 21 2020, 07:14 PM
marine   "ვერავინ ვერსად დ...   May 30 2020, 07:33 PM
marine   "სულიწმინდის ამბ...   Aug 2 2020, 08:47 PM
marine   "ძველ აღთქმაში სუ...   Sep 30 2020, 08:20 PM
marine   "უფალთან ერთად სუ...   Oct 31 2020, 10:04 PM
marine   "სულიწმინდის ჭურ...   Nov 2 2020, 08:11 PM
marine   "სული წმიდამ განი...   Nov 4 2020, 12:56 PM
marine   "უფლის ყველა სასწ...   Nov 7 2020, 10:22 PM
marine   "ესაია ძველი აღთქ...   Nov 17 2020, 08:22 PM
marine   "ღმერთის სული ისე...   Dec 7 2020, 08:35 PM
marine   "თუ სულიწმინდის მ...   Dec 11 2020, 02:25 PM
marine   "თუმცა სულიწმინდ...   Dec 11 2020, 06:51 PM
marine   "სულიწმინდა ძალი...   Dec 12 2020, 07:33 PM
marine   "სული წმიდა სიყვა...   Feb 9 2021, 07:52 PM
marine   "უფალიც, მისი დიდ...   Feb 10 2021, 08:07 PM
marine   "სული წმიდის მიერ...   Feb 15 2021, 08:07 PM
marine   "სული, რომელსაც ე...   Feb 16 2021, 08:44 PM
marine   "სული წმიდა გონივ...   Feb 16 2021, 10:42 PM
marine   "სული წმიდის მიერ...   Mar 15 2021, 08:17 PM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 02:26 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი