IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V « < 3 4 5  
Reply to this topicStart new topic
> წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები
marine
პოსტი Feb 4 2024, 09:48 PM
პოსტი #81


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მე დიდი ხნის მანძილზე ვერ ვპოულობდი კარგ სამსახურს. უკვე სასოწარკვეთა მიპყრობდა. უწინდელი სამსახური არ მაწყობდა, რადგან ნათესავები, რომლებთანაც ვმუშაობდი, არაკეთილსინდისიერად იქცეოდნენ ჩემთან და ჩემს ოჯახთან მიმართებაში.

საქმე იქამდე მივიდა, რომ უკვე ადამიანადაც არ ვგრძნობდი თავს. ვფიქრობდი, რომ მე ვცხოვრობდი არასწორად და არაფერს წარმოვადგენდი.

ასე ვიმუშავე მათთან სამი წელი და ბოლო თვეების განმავლობაში ვიყავი ძალინ დათრგუნული, ნათესავების გაუთავებელი მოთხოვნების გამო, რომ სულ უფრო გამეზარდა და გამეზარდა გაყიდვები.

დღე და ღამე მე ვფიქრობდი, თუ როგორ გამეყიდა მეტი პროდუქცია, მაგრამ როგორც კი იზრდებოდა გაყიდვები, იზრდებოდა ჩემი ნათესავების მოთხოვნებიც.

და აი, ერთხელ, მე ვსეირნობდი პარკში და ფიქრებით უფალს ვესაუბრებოდი, რომ ძალიან მინდოდა, მემუშავა მართლმადიდებლურ კომპანიაში.

გარკვეული დროის გასვლის შემდეგ და გამუდმებული ფიქრისას, თუ როგორ შემეცვალა საკუთარი ცხოვრება, მივატოვე ნათესავების კომპანია, ვიპოვე რაღაც დროებითი საქმე და ცოტა გული გადავაყოლე, თუმცა მაინც დათრგუნული ვიყავი.

და აი, ერთხელ ძალიან მომინდა წმ. ნიკოლოზის დაუჯდომლის წაკითხვა. მე და ჩემი ქმარი ყოველ საღამოს ვდგებოდით დაუჯდომლის წასაკითხად წმ. ნიკოლოზის ხატის წინ. მოულოდნელად დაახლოებით 5 დღის შემდგომ ვნახე განცხადება, რომ მართლმადიდებლურ კომპანიაში სჭირდებათ თანამშრომელი.

ორი კვირის შემდგომ, წმ. ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ლოცვებით, მე ახალ სამსახურში გავედი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს სამსახურში საჭირო იყო საღვთისმეტყველო განათლება, რომელიც მე არ მაქვს, მე ძალიან თბილად მიმიღეს, დამეხმარნენ და მასწავლეს ყველაფერი, რაც იყო აუცილებელი.

ახლა მე მშვიდად შემიძლია წავიკითხო ლოცვა თავისუფალ დროს, არ მიყენებენ გაუთავებელ მოთხოვნებს და არ მამოწმებენ ყოველ 15 წუთში.

დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისთვის!

მადლობა წმ. მღვდელმთავარ ნიკოლოზს!"

/მხევალი ღვთისა იოანა/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 6 2024, 07:32 PM
პოსტი #82


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როცა გაგიჭირდებათ, სთხოვეთ წმინდა ნიკოლოზს. ის მოწყალეა და საოცრად მსწრაფლშემსმენელი"

/კათოლიკოს-პატრიარქი ილია II/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 7 2024, 12:33 PM
პოსტი #83


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილები სამ ძირითად ნაწილად არის დაყოფილი და მათი მფლობელია სამი ქალაქი: ორი იტალიური ქალაქი - ბარი და ვენეცია და ასევე ძველი მირონ-ლუკია - ამჟამინდელი თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ანტალია"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 7 2024, 03:46 PM
პოსტი #84


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდა ნიკოლოზის ოჯახი თევზსაჭერი ფლოტილიის მფლობელი იყო და წმინდა ნიკოლოზი ბავშვობიდანვე კარგი მეზღვაური იყო. ამიტომ იგი მეზღვაურთა მთავარ მფარველადაა მიჩნეული".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 7 2024, 07:55 PM
პოსტი #85


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდა ნიკოლოზი ქრისტიანული სარწმუნოების მტკიცე დამცველი იყო. ცნობილია, რომ მან დაამსხვრია რამდენიმე წარმართული სამსხვერპლო, მათ შორის, არტემიდას ცნობილი ტაძარი".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 9 2024, 12:03 PM
პოსტი #86


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილებს დღესაც სდის მირონი. სასულიერო პირები მას საფლავიდან წელიწადში ერთხელ იღებენ - წმინდა ნაწილების ბარში გადმოსვენების დღესასწაულზე 9/22 მაისს. მირონი, რომელსაც იტალიელები მანანას უწოდებენ, საფლავიდან საგანგებო მოწყობილობით ამოაქვთ და ნაკურთხი წყლით აზავებენ"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 11 2024, 06:36 PM
პოსტი #87


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"2009 წ. მანჩესტერის უნივერსიტეტის მკვლევარებმა წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილებისა და მისი თავის ქალის მიხედვით აღადგინეს წმინდანის გარეგნობა. ამ კვლევის მონაცემების თანახმად, წმინდა ნიკოლოზი იყო დაახლოებით 168 სმ. სიმაღლის შავგრვემანი, შავ-თვალება ჩასკვნილი მამაკაცი; მას ჰქონდა მაღალი შუბლი, გამოწეული ყვრიმალები და ოდნავ წინ წამოწეული ნიკაპი".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 12 2024, 05:59 PM
პოსტი #88


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მინდა გაგიზიაროთ წმ. ნიკოლოზის შეწევნის ჩემი ისტორიები. ის ყოველთვის მეხმარება - როგორც ყოველდღიურობაში, ასევე კრიტიკულ სიტუაციებში.

პირველი, რაც მახსენდება - მისი დახმარებაა, როცა იბადებოდა ჩემი გოგონა. შემდგომ ექიმებმა ასეც მითხრეს - პირველი ვიყავი, ვინც თითქმის უგონო მდგომარეობაში მყოფი ლოცულობად წმ. ნიკოლოზის მიმართ. მე მჯერა, რომ იმ ღამით მე დამეხმარა წმ. ნიკოლოზიცა და ექიმებიც.

უკვე მოგვიანებით, როცა მე შვილთან, ქრისტინესთან ერთად, მოვედი სახლში, მე დავკიდე დიდი ხატი მისის საწოლის წინ, ჩვილი კი პირველივე დღეებიდან რეაგირება მასზე - აღუს ამბობდა, უღიმოდა.

ახლა ის 3,5 წლისაა და წმ. ნიკოლოზს ბაბუას ეძახის.

მე მუდმივად მივმართავ მას დახმარებისთვის... ყოფითი პრობლემების დროსაც, მაგარლითად, რამეს რომ ვერ ვპოულობ, ვთხოვ წმ. ნიკოლოზს დახმარებას და ისიც მეხამარება. ან მე მჭირდება ქუჩაში გასვლა (ჩვენ კერძო სახლი გვაქვს), ბავშვზე ვნერვიულობ - ვთხოვ, წმ. ნიკოლოზს, რომ მიხედოს მას, მე კი მშვიდად მივდივარ. მას არასდროს დავუღალატებივარ! როცა ვავადმყოფობთ, როცა პრობლემები მაქვს - ვევედრები და ყველაფერი მართლაც მშვიდად ჩაივლის ხოლმე. ზოგჯერ კი საპირისპიროდ - ვითხოვ რაღაცას და უცებ ჩნდება წინაღობები. ადრე მე ჯიუტად არ ვიღებდი ცხვორებისგან გაკვეთილებს, ამას კი არაფერი კარგი არ მოჰქონდა. ასე რომ ყოველთვის, როცა რაღაცას ვითხვოთ, უნდა დავამატოთ - იყოს ნება უფლისა!"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 17 2024, 07:17 PM
პოსტი #89


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთხელ, 1988 წელს, ჩვენთან მონასტერში ჩამოვიდა მოსკოველი მომლოცველი. მან ისეთი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე თავისი ნათელი რწმენით, რომ მე თავი ვერ შევიკავე და ვკითხე, როგორ მივიდა რწმენამდე, რის მერეც ჩავიწერე მისი შესანიშნავი მონათხრობი.

"დიდ სამამულო ომში მე ვიყავი ფრონტზე მზვერავად. მებრძოლი და მამაცი ვიყავი. ერთხელ გაგვაგზავნეს დავალებაზე. გადავედით ფრონტის ხაზზე. ღრმად შევედით მტრის ზურგში და წარმატებით შევასრულეთ რა დავალება, ვბრუნდებოდით ჩვენებთან. მაგრამ ფრონტის ხაზიდან არცთუ ისე შორს ფაშისტებმა ალყაში მოგვაქციეს. დაიწყო ბრძოლა. ტყვია-წამალი ცოტა გვქონდა - დიდ ხანს ვერ გავძლებდით. ჯგუფის ხელმძღვანელმა გასცა ბრძანება, გავშლილიყავით და სათითაოდ გაგვერძელებინა გზა. მაგრამ როგორ გავსულიყავით სამშვიდობოს? გარშემო ხომ სულ ფაშისტები იყვნენ. თანაც წინ დანაღმული ველი იყო გაშლილი - სად იყო მასში გასასვლელი - ჩვენ არ ვიცოდით, ალალ-ბედზე წასვლა კი - გარდაუვალი სიკვდილი იყო.

მე მაშინ ურწმუნო, თუმცა მონათლული ვიყავი. დრო გადიოდა, ფაშისტებმა უკვე შეგვავიწროვებს დანაღმულ მინდვარმდე და ჩვენ გვესმოდა, რომ ეს უკვე აღსასრული იყო...

და აი, საიდანღაც გაჩნდა მოხუცი - ჭაღარა წვერით.

ხელი დაგვიქნია და დაგვიძახა:

- ჰეი, ვინ გამომყვება? - უფლის მიმართ ვილოცოთ!

მე უკვე ვემშვიდობებოდი სიცოცხლეს და გამახსენდა რა ჩემი ურწმუნოება, სასოწარკვეთილმა წამოვიძახე:

- ამ მოხუცის მოწოდებამ მაინც მომიყვანოს გონს!

მაგრამ საიდან გაჩნდა ის? ის ხომ არ იყო ჩვენი ჯგუფის წევრი - ჩვენ ყველანი ტალახში ამოგანგლული ვიყავით ჭაობში ხეტიალის გამო, ის კი, მოხუცი - იყო სუფთა, კოპწია, ახალ ნახევრად ქურქში.

და აი, ის შეტრიალდა და ჩუმად წავიდა დანაღმულ მინდორზე - ჩვენც უკან გავყევით. გარშემო ტყვიები ზუზუნებდა, ჩვენ კი უჩუმრად მივდიოდით - და ასე გავიარეთ მთელი დანაღმული მინდორი. ხოლო როცა ჩვენიანებთან მივედით - ჩვენი გადამრჩენელი სადღაც გაქრა.

იმ დროიდან მე არ მასვენებდა კითხვა: ვინ იყო ეს ჩვენი საიდუმლო გადამრჩენელი?

და მხოლოდ ომი შემდგომ, როცა შევედი ეკლესიაში, დავინახე წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი და გავოგნდი - ვიცანი ის, ვინც დანაღმულ მინდორზე გაგვატარა.

აი, ასე გავხდი მორწმუნე. აბა სხვაგვარად როგორ იქნებოდა, როცა რწმენისკენ თავად წმიდა ნიკოლოზმა მომიწოდა!"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 27 2024, 10:02 PM
პოსტი #90


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთხელ მე ვიყიდე წმ. ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის პატარა ხატი და ის დავკიდე კედელზე. მე ვარ ბლოკადა-გამოვლილი, ხშირად მტკივა კუჭი.

დილის 4 საათზე გამაღვიძა საშინელმა ტკივილმა. დავდექი მუხლებზე და შევღაღადე წმიდანს:

- თუკი გესმის ჩემი, წმიდაო ნიკოლოზ სასწაულთმოქმედო, დამეხმარე - უკვე აღარ მაქვს ძალა...

ამის თქმა და ტკივილი, რომელიც მტანჯავდა რამდენიმე კვირის მანძილზე - გაქრა. ვიგრძენი თავი სრულიად ჯანმრთელად, სასიცოცხლო ძალებით ავივსე და ასე შევხვდი საკუთარ იუბილეს.

თუმცა ნახევარი წლის შემდეგ დიდ მარხვაში სტუმრად დავდიოდი და ვილხენდი, რის მერეც ტკივილები განმიახლდა. კვლავ ვილოცე წმ. ნიკოლოზის ხატის წინაშე:

- მამაო ნიკოლოზ, დამეხმარე! სიარულიც აღარ შემიძლია. მარტო ვერაფერს ვუშველი ჩემს თავს. დამაყენე ფეხზე და ნიკოლსკის ტაძარში ყველა ხატთან, სადაც არის შანდალი, დავანთებ სანთელს.

ლოცვიდან ცოტა ხანში ტკივილმა თანდათან დაიწყო მიყუჩება.

მესამე დღEს მე შევძელი ლოგინიდან ადგომა და ქალიშვილთან ერთად სესტრორეცკიდან გავემგზავრეთ პეტერბურგში, ნიკოლსკის ტაძარში. წმ. ნიკოლოზი იქაც დამეხმარა. ტაძარში რომ მივედი, ვნახე, რომ მარტო ძვირიანი სანთლები იყო დარჩენილი, შანდლები კი - უამრავი იყო. შევშინდი - ფული არ მეყოფოდა. ვიყიდე სანთლები, რაც მომივიდა და დავიწყე შანდლებზე მათი დანთება. ვგრძნობდი, რომ სანთლები მალე გამომელეოდა და ვერ შევძლებდი აღთქმის შესრულებას.

უცებ დამიძახა შვილმა:

- დედა, პატარა, იაფიანი სანთლები მოიტანეს.

დიდი სიხარული დამეუფლა. მადლობა გადვუხადე წმიდა ნიკოლოზს ასეთი სწრაფი შეწევნისთვის. მივედი მესანთლესთან, რათა სანთლები სახლისთვისაც მეყიდა, თუმცა უკვე აღარ იყო - მხოლოდ ათქმის შესრულება მოვასწარი.

მესამედაც დამეხმარა წმ. ნიკოლოზი ავადმყოფობისას, როცა ბრწყინვალე შვიდეულში მივმართე მას მხურვალე ლოცვით:

- განმკურნე, მამაო ნიკოლოზ, ჩვენი უფლის აღდგომის ძალით!

და წმიდა მღვდელმთაარმა ისმინა ჩემი ლოცვა.

ერთხელ წმიდანმა ქუჩაში ბოროტი ადამიანის თავდასხმისგან მიხსნა. მაღაზიიდან სახლში ვბრუნდებოდი, მან კი ძლიერ ჩამავლო ხელი და ათასი სიბინძურე მითხრა. ასეთ შემთხვევაში თავი დამიძვრენია, მაგრამ ახლა ვერაფერს გავხდი. ტირილი დავიწყე სასოწარკვეთისგან. ვგრძნობდი, რომ მიმათრევდა ბნელ კუთხეში და არც არავინ ჩანდა დამხმარე. აი, სირცხვილი ამ სიბერის ჟამს. ავწიე თავი ზეცისკენ და დავიძახე:

- წმ. ნიკოლოზ სასწაულმოქმედო, დამეხმარე! დამიხსენი! ამ დროს კაცმა ხელი გამიშვა და მეც რაც ძალი და ღონე მქონდა გავიქეცი გზის მეორე მხარეს. ვიგრძენი - მას რაღაც დაემართა; მივბრუნდი და დავრწმუნდი ამაში, თუმცა სწრაფად განვეშორე".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 15 2024, 09:08 PM
პოსტი #91


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ეს ამბავი შეემთხვა ჩემი ნაცნობის დედას დიდი სამამულო ომის დროს. იმ დროს ეს ქალი იყო ახალგაზრდა გოგო და ერქვა პავლინა. მისი ოჯახი ცხოვრობდა გორკის ოლქში, ერთ სოფელში. ამჟამად ეს სოფელი აღარ არსებობს.

პავლინა მეზობელ ქალაქში მუშაობდა, სამედიცინო-ინსტრუმენტულ ქარხანაში, პინცეტ-სკალპელის ცეხში. ყოველ დღეს სამსახურში ფეხით მიდიოდა და ასევე ბრუნდებოდა. იმ დროს არავითარი ტრანსპორტი არ იყო. გზად მას ხვდებოდნენ გოგოები მეზობელი სოფლებიდან - ბოლდირევოდან, დუბროვიდან, გრუდნიცადან, ფროლოვსკიდან, დოლოტკობოდან...

ზაფხულში ეს გზა სახალისო იყო, მაგრამ ზამთრის სუსხიან დღეებში გოგონებისთვის ეს გზა ძალიან საშიში იყო.

ერთხელ განსაკუთრებული ყინვა იყო და გაეყინათ ხელები და ფეხები.

გოგონები ერთი-მეორის მიყოლებით მიდიოდნენ თავის სოფლებში. ბოლოს პავლინა რჩებოდა მარტო. ის ძალიან გაიყინა, მშობლიურ სოფლამდე კი ჯერ კიდევ შორი იყო.

სიცივე ძვალსა და რბილში ატანდა... ხელ-ფეხი ლამის გაუშეშდა და სრულებით არ ემორჩილებოდა. გზის გვერდით პავლინამ დაინახა ორმო და ძალიან მოუნდა მასში ჩაწოლა და გათბობა. ასეც მოიქცა - მართლაც, ცოტა გათბა და დაისვენა. ძილიც მოერია, ისე რომ ვერც გააცნობიერა, რომ ეს ძილი სასიკვდილო იყო...

მოულოდნელად მის წინ გამოჩნდა ჭაღარა მოხუცი, გრძელი, ჭაღარა თმითა და წვერით. მას ეცვა გრძელი კაბასავით შესამოსელი, რომელიც ქამრით ჰქონდა შეკრული.

ის იდგა ორმოს ნაპირზე. მან გოგონას ხელი გაუწოდა.

- პავლინუშკა, ადექი, მომეცი ხელი!

პავლინამ ბაბუას ხელი გაუწოდა და... გაეღვიძა. სრულებით გამოფხიზლებულმა მან მონახა ძალები, წამოდგა და სახლში გაიქცა.

ვინ დაეხმარა ახალგაზრდა გოგოს, რომ არ გაყინულიყო?.. პავლინა ყოველთვის თვლიდა, რომ ეს იყო წმ. ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი.

მან გაიარა რთული და ხანგრძლივი ცხოვრება, გაზარდა სამი შვილი და იცოცხლა 98 წლამდე. ყოველთვის იყო მოწყალე ღარიბების მიმართ. მის სახლში ყოველთვის პოულობდნენ ნავთსაყუდელსა და საზრდელს უპოვრები და გლახაკები. ხანდახან ქუჩიდან მოჰყავდა რომელიღაც გაყინული ლოთი, რათა დილამდე ეპატრონა მისთვის და გაყინვისგან დაეცვა.

მადლობა და დიდება უფალს ყველაფრისთვის!"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 21 2024, 10:35 AM
პოსტი #92


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ეს იყო სამოქალაქო ომის მძიმე წლები. ვ.პ. მაშინ ახალგაზრდა გოგო იყო - ის იდგა საკუთარი სახლის ბაღში და კაცი მას იარაღს უმიზნებდა (იმ დროს მთელ რუსეთში გლეხები მემამულეებს უსწორდებოდნენ). გოგონამ თრთოლით მიიყრდნო ხელები მკერდზე და დიდი რწმენითა და იმედით მხურვალედ შეჰღაღადა:

- მამაო, მღვდელმთავარო ნიკოლოზ, დამეხმარე, დამიცავი!

და რა მოხდა ამის შემდეგ? გლეხმა დააგდო იარაღი და გოგონას დაუძახა:

- ახლავე წადი და აღარ დამენახვო.

გოგონამ სახლში შეირბინა, აიღო საჭირო ნივთები, გაიქცა სადგურზე და მოსკოვში გაემგზავრა. იქ ნათესავებმა ის სამსახურში მოაწყეს.

გავიდა რამდენიმე წელი.

ერთხელ კართან ზარის ხმა გაისმა. მეზობელებმა გააღეს - კარებთან იდგა გამხდარი, დაკონკილი გლეხი, რომელიც მთელი ტანით ცახცახებდა. მან იკითხა, იქ ცხოვრობდა თუარ ვ.პ. მას დაუდასტურეს და შეიპატიჟეს. დაუძახეს გოგოს. როცა ის გამოვიდა, ეს კაცი მას ფეხებში ჩაუვარდა და ტირილით სთხოვა პატიება. გოგო დაიბნა, არ იცოდა, რა ექნა. დაიწყო კაცის წამოყენება, უთხრა, რომ არ იცნობდა მას.

- შენ ვერ მიცანი? მე ხომ ის ვარ, ვისაც შენი მოკვლა უნდოდა. როცა იარაღი ავწიე, დაგიმიზნე და ის იყო, უნდა მესროლა - ვხედავ - შენს ნაცვლად დგას წმ. ნიკოლოზი - ვერ შევძელი მისთვის მესროლა.

ამის თქმის მერე ის ისევ მუხლებზე დაეცა.

- ამის მერე ავად ვიყავი. გადავწყვიტე, მომეძებნე და ფეხით წამოვედი სოფლიდან.

გოგომ გლეხი თავის ოთახში შეიყვანა, დაამშვიდა, უთხრა, რომ ყველაფერი აპატია. შემდგომ დააპურა და ახალი, სუფთა ტანსაცმელი მისცა.

გლეხმა მას უთხრა, რომ ახლა შეუძლია მშვიდად მოკვდეს. ის მართლაც ძალიან უძლურად გამოიყურებოდა და გოგონამ მღვდელს დაუძახა. მოძღვარმა კაცს აღსარება ათქმევინა და აზიარა, რამდენიმე დღის შემდგომ კი ის მშვიდად გარდაიცვალა.

გოგონამ გლეხი მწარე ცრემლებით დაიტირა..."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 15 2024, 08:16 PM
პოსტი #93


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ეს ამბავი ჩაწერილია სანქტ-პეტერბურგელი კ. ოზერეცკოვსკაიას მონათხრობიდან.

"ომის დროს სოფელ პლავსკში, სადაც ცხოვრობდა ჩემი მოხუცი დეიდა ვალენტინა ოზერეცკოვსკაია, ფაშისტების მიერ იქნა ოკუპირებული.

ერთხელ საღამოს სახლში შეცვივდნენ ფაშისტები და მოითხოვეს პროდუქტები. სურსათი სახლში არ იყო.

- არ არის?! შენ იტყუები! - დაიჩხავლეს დაუპატიჟებელმა სტუმრებმა. ისინი ეზოში გავიდნენ და დაიწყეს ბაღის გაჩეხვა. დიასახლისის თვალწინ ერთი-მეორის მიყოლებით ცვიოდა მამის მიერ დარგული ხეები, რომელთა შორის განსაკუთრებული იყო ძველი ჯიშის ვაშლის ხეები.

ფაშისტები დაბრუნდნენ და კვლავ მოითხოვეს პროდუქტები, მაგრამ კვლავ უარი მიიღეს.

- მაშინ ნავთი მოგვეცი, რომ შენი სახლი გადავწვათ, - ყვიროდნენ ისინი. ნავთი დამალული იყო და დეიდამ ნავთზეც უარი უთხრა.

- მაშინ შენ სიკვდილს ვერ გადაურჩები, - უღრიალეს ფაშისტებმა.

ვალენტინას მამა იყო მოძღვარი, რომელიც მრავალი წელი მსახურობდა სოფლის ეკლესიაში. იმ დროს ის უკვე არ იყო ცოცხალი, მაგრამ სახლში იყო ხატები, თუმცა ფარულად. ჩვენი ოჯახი განსაკუთებულ თაყვანს სცემდა წმ. ნიკოლოზს და მის ხატს, რომელიც, გადმოცემის თანახმად, სასწაულთმოქმედი იყო. ეს ხატი ქსოვილით იყო დაფარული და ტანსაცმლის საკიდის უკან იყო შემალული. სწორედ ამ ადგილას იდგა ჩემი დეიდა, რომელიც შიშისგან ცახცახებდა, ორი ავტომატიანი ფაშისტის წინ. დეიდამ უკან დაიხია და ზურგით საკიდს მიეყრდნო. დაუპატიჟებელმა სტუმრებმა დაიწყეს სროლა (მანძილი მეტრ ნახევარი იქნებოდა). დაზიანდა მთელი კედელი და ჭერი, მაგრამ არც ერთი ტყვია არ მოხვდა არც დიასახლისს და არც ხატს.

მაგრამ გერმანელები არ დაწყნარდნენ. ისინი თავის ენაზე ლანძღვით წავიდნენ, მათ ცოტაოდენი ბენზინი იშოვეს და დაიწყეს სახლისთვის ცეცხლის მოკიდება, მაგრამ ცეცხლი არ გაჩაღდა! სწორედ იმ კედელზე, რომლისთვისაც ცდილობდნენ ცეცხლის მოკიდებას, ეკიდა წმინდა ნიკოლოზის ხატი.

აი, ამგვარად გადაარჩინა სასწაულთმოქმედმა ნიკოლოზმა როგორც დეკანოზი ევგენის სახლი, ასევე მისი ქალიშვილიც.

ომის შემდგომ დეიდამ ეს ხატი იმ ეკლესიას შეწირა, რომელშიც მრავალი წელი მსახურობდა მამამისი. მაგრამ ტაძარი ორი კვირის მერე დახურეს და გაძარცვეს, რის მერეც ხატის კვალი გაქრა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 18 2024, 02:11 PM
პოსტი #94


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ეს ამბავი მოხდა სამამულო ომის დასაწყისში. ის მიამბო ერთმა მოსკოველმა მღვდელმა. ის შეემთხვა მის ახლო ნათესავს. ის ცხოვრობდა მოსკოვში. ქმარი იყო ფრონტზე, ის კი სახლში დარჩა პატარა ბავშვებთან ერთად.

ოჯახს ძალიან უჭირდა. მაშინ მოსკოვში შიმშილი სუფევდა. ეს დიდხანს გაგრძელდა. დედამ არ იცოდა, რა ეშველა შვილებისთვის, მას არ შეეძლო ეყურებინა მათი ტანჯვისთვის. იყო მომენტები, როცა დედა სრულ სასოწარკეთილებაში იყო და თავის მოკვლა უნდოდა. მას ჰქონდა წმ. ნიკოლოზის უძველესი ხატი, თუმცა განსაკუთრებულად არ ეთაყვანებოდა მას და არც ლოცულობდა. ის არც ტაძარში დადიოდა. შესაძლოა, ეს ხატი მან დედისგან მიიღო მემკვიდრეობით.

და აი, ქალი მივიდა ხატთან და დაუწყო საყვედურების თქმა წმ. ნიკოლოზს, თან უყვიროდა: როგორ შეგიძლია უყურო ამ ტანჯვას, იმას, თუ როგორ ვიტანჯები, მარტო ვწვალობ?! ხედავ, ჩემი შვილები შიმშილით იხოცებიან?! შენ კი აბსოლუტურად არაფერს აკეთებ, რათა დამეხმარო.

სასოწარკვეთილი ქალი სადარბაზოში გაიქცა, შესაძლოა, უკვე მდინარისკენ გარბოდა, ან სხვა საშინელება ჰქონდა ჩაფიქრებული. და მოულოდნელად მან რაღაცას წამოკრა ფეხი და წაიქცა, ხოლო თავი რომ აწია თავის წინ დაინახა ორი 10 მანეთიანი კუპიურა, რომლებიც ჯვრის სახედ იყო დაწყობილი. ქალი შეძრა ამან, დაიწყო ძებნა: იქნებ ვინმემ დაკარგაო, მაგრამ ახლომახლო არავინ იყო. ის მიხვდა, რომ უფალმა შეიწყალა და წმ. ნიკოლოზმა გამოუგზავნა ეს ფული.

ამ ამბავმა იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ქალზე, რომ ეს იქცა ღვთისადმი, ეკლესიისადმი მისი მოქცევის დასაწყისი. რა თქმა უნდა, მან ყველა მავნე ფიქრი მოიშორა, დაბრუნდა სახლში თავის ხატებთან, დაიწყო ლოცვა, ტირილი, მადლიერება... ამ გამოგზავნილი ფულით მან იყიდა პროდუქტები, მაგრამ, რაც მთავარია, მან შეიძინა რწმენა, რომ ღმერთი ახლოსაა, რომ ის არ მიატოვებს ადამიანს მძიმე წუთებში, როცა მას აუცილებლად სჭირდება დახმარება. უფალი ყოველთვის იქნება გვერდით.

ამ ამბის შემდგომ ქალმა დაიწყო ტაძარში სიარული და მისი ყველა შვილი ეკლესიური გახდა, ერთი მათგანი კი მღვდლად ეკურთხა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 19 2024, 08:48 PM
პოსტი #95


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ცხოვნების სხვადასხვა გზა არსებობს. ზოგს უფალი მონასტერში იხსნის, სხვებს - ერში. მღვდელმთავარი ნიკოლოზ მირონლუკიელი უდაბნოში გავიდა, რათა იქ ლოცვითა და მარხვით ემოსაგრევა, მაგრამ უფალმა ერში დაბრუნება უბრძანა. "ეს ის სამკალი არ არის, სადაც შენ მე ნაყოფს მომიტან", - უთხრა უფალმა. წმინდანები - ტაისია, მარიამ მეგვიპტელი, ევდოკია მონასტრის გარეთ ცხოვრობდნენ. ყველგან შეიძლება გადარჩე, მთავარია, უფალი არ დატოვო, მაგრად ჩაჰკიდე ხელი ქრისტეს სამოსელში და ქრისტე არ მიგატოვებს"

/ღირსი ბარსანოფი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 23 2024, 09:11 PM
პოსტი #96


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მე მყავდა ნაცნობი მოხუცი, წმ. ნიკოლოზის ტაძრის მრევლი, რომელსაც ჰქონდა ღრმა, ბავშვური რწმენა და იყო დიდი მლოცველი. ხანდახან ჩვენ ერთად მოვდიოდით ტაძრიდან ფეხით და ვსაუბრობდით. მისი მონათხრობიდან ზოგიერთი მე ჩავიწერე. აი, ერთი მათგანი:

"დედაჩემი გარდაიცვალა, როცა მე ძალიან პატარა ვიყავი. მამა კვლავ დაქორწინდა. მისი მეორე ცოლი ნამდვილი დედინაცვალი აღმოჩნდა. მამა მას სრულ მორჩილებაში ჰყავდა. ერთხელ მამამ მინდორში წამიყვანა სამუშაოდ. წავედით ცხენის ეტლით. მამამ გაასწორა გუთანი და მითხრა:

- ახლა შენ დაიწყე ხვნა. უვკე ცხრა წლის, დიდი გოგო ხარ და არ უნდა ჭამდე პურს მუქთად.

ამის თქმის მერე მამა წავიდა. მე მოვჭიდე გუთანს, გავყევი უკან ცხენს, ხოლო როცა მინდვირს ბოლოს მივაღწიე, ვერ შევძელი გუთნის მობრუნება. გარშემო არავინ იყო, ვერც ვერავის ვკითხე რჩევა და არც არავინ ჩანდა დამხმარე. გავჩერდი და მწარედ ავტირდი: დედინაცვლის მეშინოდა, რადგან ის მცემდა. შევხედე ეკლესიას, რომელიც შორს მოჩანდა, გავიწოდე ხელი მისკენ და დავიწყე ყვირილი:

- წმიდა ნიკოლოზ, დამეხმარე! მეშინია დედინაცვლის, მწარედ მცემს!

და აი, რას ვხედავ: მოდის მოხუცი და მეუბნება - შენ რატომ ტირი? გუთანს ვერ ერევი? აი, ამ რგოლს მოკიდე ხელი - ამ სიტყვებით მან გუთანი მოაბრუნა - ახლა შეგიძლია, გაჰყვე გუთანს, - მითხრა მოხუცმა.

მე მოვკიდე რგოლს ხელი, ცხენი დაიძრა და ისე ადვილი მომეჩვენა მუშაობა, რომ სიხარულით სიცილი დავიწყე.

- მოერევი? - მკითხა მოხუცმა.

- შევძლებ, შევძლებ, - ვუპასუხე მე და მივბრუნდი, რომ მოხუცისთვის მადლობა გადამეხადა, ის კი - აღარ იყო! მაშინ მე მივხვდი, რომ მე წმ. ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი მეხმარება. მე მიყვარდა ლოცვა განსაკუთრებით წმ. ნიკოლოზის მიმართ"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 24 2024, 02:28 PM
პოსტი #97


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მძიმე ფინანსური და მორალურ-ემოციური მდგომარეობის ეტაპი მქონდა ცხოვრებაში. მოძღვრის რჩევითა და კურთხევით თხოვნით მივმართე წმ. ნიკოლოზ სასწაულთმოქმედს. მოძღვარმა მირჩია, წამეკითხა წმინდანის დაუჯდომელი 40 დღის განმავლობაში. დაუჯდომელი, რომელსაც ღრმა რწმენით კითხულობ - ადამიანის ხელში უზარმაზარი ძალაა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია წარმოუდგენელი შედეგების მიღწევა. ვითხოვდით დახმარებას სხვადასხვა საქმეში და პრობლემებიც საოცარი სახით გვარდებოდა კითხვის პირველივე დღეებიდან და ეს უფრო მეტ სტიმულს მაძლევდა, რომ დიდი გულმოდგინებით, ყოველ დღიურად წამეკითხა დაგეგმილი ლოცვები მთელი პერიოდის განმავლობაში.

2017 წლის ივნისში მოსკოვში ქალაქ ბარიდან მოაბძანეს წმ. ნიკოლოზის წმ. ნაწილები და რომ არ მესარგებლა ამ შესაძლებლობით და არ მეცა თაყვანი მათთვის - დაუშვებელი იყო! გამოვითვალეთ დაუჯდომლის კითხვის დაწყებიდან მეორმოცე დღე და ქრისტე მაცხოვრის ტაძარში რიგში ჩავდექით დიდი სულიერი სიხარულით, იმედითა და რწმენით აღვასრულეთ ჩანაფიქრი!

მინდა მივმართო ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს და მცირედმორწმუნე ადამიანს! ილოცეთ ჩვენი უფლის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის, წმ. ნიკოლოზისა და ყველა წმინდანის მიმართ! ითხოვეთ დახმარება თქვენს განსაცდელებში. მთელი გული ჩააქსოვეთ ლოცვაში. გჯეროდეთ უკეთესის და უფლის წყალობით, თუკი ეს თქვენთვის სასარგებლო იქნება - მიიღებთ იმას, რასაც ითხოვთ!

გმადლობ ყველაფრისთვის, მოწყალეო უფალო!

გმადლობ უდიდესი წყალობისთვის წმ. სასწაულთმოქმედო ნიკოლოზ!"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 24 2024, 04:42 PM
პოსტი #98


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როცა ზელენოგრადში მიმდინარეობდა წმ. ნიკოლოზის ტაძრის აღდგენა, სამუშაოებზე მივიდა ერთი მოხუცი ქალი და გამოთქვა დახმარების სურვილი. ყველას გაუკვირდა: - როგორ შეგიძლია დახმარება? ქალი დაბეჯითებით ითხოვდა: - აუცილებლად მომეცით ფიზიკური სამუშაოო.

მუშებს გაეცინათ, მაგრამ რას ხედავენ: - მოხუცმა დაიწყო სიმძიმეების ზიდვა, ყველაზე რთულ საქმეს ეპოტინებოდა, მაშინ მას კითხეს, თუ რამ უბიძგა ამ საქციელზე, მოხუცმა კი უამბო:

- რამდენიმე დღის წინ მასთან ოთახში შევიდა მოხუცი წვეროსანი და უთხრა: - მომისმინე, რამდენჯერ მთხოვე დახმარება, ახლა კი მე მჭირდება დახმარებაო... ქალი გაოცებული დარჩა, რადგან მისი ოთახის კარი ჩარაზული იყო. წვეროსან მოხუცში კი ამოიცნო წმ. ნიკოლოზი და მიხვდა, რომ მან მოუწოდა თავის ტაძარში.

ქალმა იცოდა, რომ მიმდინარეობდა წმ. ნიკოლოზის ტაძრის აღდგენითი სამუშაოები და აი, ასე აღმოჩნდა იქ..."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 27 2024, 06:44 PM
პოსტი #99


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მე ვიყავი გადასახლებაში. მშიერი წელიწადი მძვინვარებდა. არაფერი იყო საჭმელი, სამუშაო კი ძალიან, ძალიან მძიმე იყო. თან მკაცრი ზამთარი იდგა, უამინდობა... ტრანსპორტი არ დადიოდა და ამიტომ მოწოდება შეწყდა. რამდენიმე დღე ჩვენ სრულებით მშიერები და გაყინული ვიყავით. ყველაფერს ემატებოდა 40 გრადუსიანი ყინვა. ჩიტები ფრენისას იყინებოდნენ. შემოსილი ვიყავით ძონძებით... ბევრი ჩემი ძმა ლოგინად ჩავარდა, დასუსტდა და ვეღარ დადიოდა. მეც დავაპირე სიკვდილი შიმშილისა და სიცივისგან...

ჩვენ ღამეს ვათევდით ცალკეულ ქოხებში, რომლებსაც ფანჯრის მინები არ ჰქონდა და ჩვრებით გვქონდა გამოტენილი. იატაკზე თოვლი იდო, ღრიჭოებიდან ქარი უბერავდა, კარიც არ იკეტებოდა ბოლომდე, რის გამოც იქ ლოლუები ეკიდა.

იდგა ცივი საღამო. მე ვიწექი, ძონძებში შეხვეული. ყინვა მთელ ტანში ატანდა, უცებ ძლიერ მომერია რული. კარგად ვიცოდი, რომ ეს სიკვდილის მოახლოების მაუწყებელი იყო. როგორც კი ჩამეძინებოდა - აღსასრული დადგებოდა. ბოლო ძალა მოვიკრიბე, წამოვდექი, რომ წმ. ნიკოლოზ სასწაულთმოქმედისადმი ბოლოჯერ მელოცა:

- ღვთის სათნომყოფელო, მე ვკვდები. შენ ყველაფერს ხედავ. შენ სწრაფშემწე ხარ, მოდი ჩემთან, გადამარჩინე..." ამის შემდგომ აღარ მახსოვს, რას ვამბობდი... მხოლოდ კარებზე ძლიერი კაკუნი გავიგე... გავაღე - ძლიერმა ქარმა ცივი თოვლი შემომაყარა სახეზე, გარეთ კი არავინ იყო!

კი მაგრამ, ეს რა არის? - ვხედავ - დიდი ჩანთა დევს. ნუთუ მელანდება? - გავიფიქრე. კიდევ ერთხელ გავხედე ნაკვალევს, რომელიც ტყისკენ მიდიოდა, გარშემო კი არავის ჭაჭანება არ იყო, მხოლოდ ქარბუქის ხმა ძლიერდებოდა.

ავიღე ჩანთა - ის მძიმე იყო. შევიტანე ქოხში, გავხსენი... - ამ დროს ხუცესი გულმხურვალედ ატირდა - ჩანთაში ხომ ახლად გამომცხვარი პურები აღმოჩნდა, ჯერ კიდევ ცხელ-ცხელი, თითქოს ის-ის იყო ღუმლიდან გამოიღესო, არადა 50 ვერსის მანძილზე მხოლოდ პატიმრები იყვნენ, მეტი არავინ.

ამ პურით ჩვენ მთელი კვირა ვიკვებეთ. როცა ქარბუქი ჩადგა, ჩვენ საჭმელი მოგვიტანეს. მაშინ ამ პურის წყალობით ყველა გადავარჩით, არავინ მოკვდა, სხვა ბანაკებში კი, როგორც გავიგეთ დიდი იყო მსხვერპლი. ჩვენთან არც არავინ გაიყინა - სასწაულთმოქმედმა ნიკოლოზმა გადაგვარჩინა ჩვენ!"

/არქიმანდრიტი ფილადელფი (მიშინი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V « < 3 4 5
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 5 მომხმარებელი (მათ შორის 5 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 05:04 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი