მე მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო უფლის მიერ დაფუძნებულ ეკლესიას, რომელიც არის ყოვლად დაუძლეველი და არ იყო დრო როცა უფლის ეკლესია არ იყო! ვგულისხმობ 1 საუკუნიდან დღემდე.
სამწუხაროდ დღეს ბევრს აქვს პრეტენზია რომ მისი ეკლესია არის ჭეშმარიტი და უცთომელი, მაგრამ ეკლესიის ჭეშმარიტებას განსაზღვრავს არა ადამიანი , არამედ უფლის სული , რომელიც არის ჭეშმარიტ ეკლესიაში და თვით ყოველ ჭეშმარიტ ქრისტიანში!
მაშ სად არის ქრისტეს ჭეშმარიტი ბოლო ჟამის ეკლესია? ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია იბადება იქ სადაც ეძიებიან უფლის სიტყვას და სადაც იცავენ უფლის მცნებებს. რატომ იბადება? დღეს აცხადებენ კათოლიკეებიც და მართლმადიდებლებიც რომ ისინი არიან მემკვიდრენი და ხელდასხმულნი თვით მოციქულთაგან და მათი უწყვეტი ჯაჭვი მოდის უფლის 12 მოციქულიდან... თუ ეს მართლაც ასეა მაშინ გამოდის რომ ჭეშმარიტი ეკლესია ეს არის მზა პროდუქტი რომელიც შენ უბრალოდ უნდა მიიღო, რადგან განა ყოველ საუკუნეში არ იყო აღიარებული რომ მართლმადიდებლური ეკლესია ეს იყო ჭეშმარიტი და უცთომელი ეკლესია? ვენდოთ აღიარებას? თუ თავად მართლმადიდებლებმა აღიარეს თავიანთი უცთომელობა , მაშინ ეს გამოდის ამპარტავნება და ყოველი გონიერი ადამიანი მიხვდება , რომ თვითაღიარება არ არის საკმარისი და თუ ქვეყნიერებამ აღიარა, მაშინ გამოდის რომ მთლიანად მცთარია მართლმადიდებლობა , რადგან თუ ქრისტე არ მიიღო ქვეყნიერებამ და თუ მოციქულთა პირველი საუკუნის ეკლესია სექტად შეირაცხა , მაშ როგორღა უნდა იყოს ქვეყნიერების მიერ აღიარებული ეკლესია ჭეშმარიტი? ლოგიკურია რომ ქვეყნიერებას სძულს ქრისტე და მისი ეკლესიაც , ამიტომ იმის მტკიცება რომ მართლმადიდებლობა ანდა კათოლიკობა ეს არის ჭეშმარიტი და უცთომელი , აზრს მოკლებულია. დღეს არსებული სექტები არ არის ახალშობილი ეკლესია , ეს ის სექტებია სადაც ჭეშმარიტება არის დაფლული. ჭეშმარიტება _ კიდევ ერთხელ ვიმეორებ _ ყოველთვის იყო დიახ ყოველ საუკუნეში, უბრალოდ ის არასოდეს იყო ქვეყნიერების მიერ აღიარებული და სწორედ ამიტომ არ ჩანდა , რადგან ღვარძლმა მოაშთო იგი! ამიტომ ბრძანა უფალმა რომ ერთად იზარდონ დაე ... და ბოლოს მოხდეს მათი ერთმანეთისგან განცალკევებაო.
ეკლესია მუდამ მზად არის რომ მიიღოს ყოველი მაძიებელი ადამიანი, რომელიც ეძებს ჭეშმარიტებას! იესოს ბოლო ჟამის ეკლესია აქ არის დიახ აქვე ძალიან ახლოს თითოეული ჩვენგანის მიღმა , მას პოვნა უნდა, ის ძვირფასი მარგალიტია რომელიც უნდა იპოვო და დაიმსახურო!
იესოს ბოლო ჟამის ეკლესია !!!!
გილოცავ აფხაზ ! ახალი ტემაა შენს განყოფილებაში , ცოტას გაერთობი .
esre ars cheshmariteba
ისე თქვენი სექტა (რადგან თავადაც ეთანხმები) რაღაცაზერომ შეთანხმდეთ და ერთი აზრი გამოთქვათ ხოლმე , არ შეიძლება ?
აი მაგალითად , ახლადშექმნილ რელიგიათა საბჭოს თავმჯდომარესთან დაკავშირებით , შენი სექტის წარმომადგენლების მიერ გამოითქვა ძალიან მწვავე შეფასებები , იმის გამო რომ თქვენ გიწოდათ რამდენიმე წლის წინ სექტა . შენ კიდევ აღიარებ რომ ვართო....
მოკლედ , ძნელი ვითარებაა რა...
esre ars cheshmariteba
რასელის ახალი წიგნი წაიკითხე და გიხარია ?
რა პასტორი რასელი , მე გეკითხები რა გქვია და შენ მეუბნები რომ დედამიწაზე ცხოვრობ .
კითხვას გავიმეორებ : რატომ უწოდებ თქვენს თავს სექტას , როდესაც შენი რელიგიური მიმდინარეობა , ოფივიალურ პროტესტს გამოთქვამს , რადგან რელიგიათა საბჭოს თავმჯდომარემ , თანამდებობაზე დანიშვნამდე , სექტა გიწოდათ ?
esre ars cheshmariteba
esre ars cheshmariteba
ღვთაებრივი ბუნება არის უქმნელი და ყოვლადდაუსაბამო და თუ ქრისტემ გზადაგზა შეიძინა ღვთაებრივი ბუნება , გამოდის რომ ის არ ყოფილა ბუნებით ღმერთი. იესო ქრისტე არის მამის გვერდით მყოფი მხოლოდშობილი ღმერთი, ანუ მხოლოდ ქრისტეა მამის ბუნების იდენტური გამზიარებელი... ქრისტეა უშუალოდ მამის მიერ შემოყვანილი არსში . ეფეს 1:19 კეთილინება მამამ რომ მასში დამკვიდრებულიყო მთელი სავსება ღვთაებრივობისა.
საერთოდ მთავარი არსი ქრისტიანობისა და ქრისტეს მიერ გამოვლენილი სიყვარულისა და ასევე მამა ღმერთის მიერ გამოვლენილი სიყვარულისა , მთლიანად ეფუძნება იმას რომ ქრისტე არის შექმნილი, იმიტომ რომ რატომ ეხლა? ! _ რომ არა ქრისტე გამოსყიდვა ადამიანთა ვერ მოხდებოდა, იმიტომ რომ მამა ღმერთი უკვდავია! ქრისტეს კი შეეძლო სიკვდილი ადამიანთათვის , აი სწორედ ამიტომ მამა ღმერთი ძის შეწევნით გამოისყიდის კაცობრიობას. და თუ ქრისტე არ მომკვდარა და ისიც დაუსაბამო ღმერთია , მაშინ ახლა მე შევუბრუნებ კითხვას ბასილი დიდს _ მაშ რატომ უნდა ვჰმადლობდე მამა ღმერთს რომელმაც გამოსყიდვა აღასრულა ძე ღმერთის მეშვეობით? რატომ? თუ ქრისტემ გამომისყიდა საკუთარი მადლით მაშ მამა ღმერთი რა შუაშია ანდა სულიწმიდა?
esre ars cheshmariteba
ჯერ ხომ თქვენი სექტაა საერთოდ მოვლენა , და შენ კი ამ მოვლენაში , ცალკე მოვლენა ხარ . განსაკუთრებით ტერმინოლოგიაში .
სერგი და აფხაზ , გადაიკითხეთ როგორი დახვეწილი ტერმინოლოგიაა , თვით ბასილი დიდსაც ჩამჭრელი კითხვა დაუსვა .
შმაგი , ძმურად შეგეკითხები ამას და გეხვეწები ,გულწრფელად მიპასუხე .
რასაც შენ წერ , გჯერა რომ მართალია ?
(გულწრფელად მიპასუხე ძმობაში და ხმას აღარ ამოვიღებ)
esre ars cheshmariteba
esre ars cheshmariteba
შენ შემოგევლე , მე თავი გამანებე . მეტ არა ჩემი მტერი , დოგმატიკაზე მე და შენ ვერ ვისაუბროთ .
esre ars cheshmariteba
მოდერნიზებული იეღოველი ხარ?
Giorgi Kadagishvili
esre ars cheshmariteba
"შეივსეთ გონება ჭეშმარიტების მარცვლებით"
"ჭეშმარიტებას მიანდე ყველაფერი, რაც ჭეშმარიტებისგანვე მიგიღია და შენ არაფერს დაკარგავ".
"უფალი ჩვენი იესო ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი კაცი. მაგრამ იყვნენ ერეტიკოსები ევტიქიანელები - მონოფიზიტები, რომლებიც ბოროტად ასწავლიდნენ, თითქოს იესო ქრისტეში მისი კაცებრი ბუნება სრულად გამოდევნა ღვთაებრივმა ბუნებამ და მხოლოდ ღვთაებრივი ბუნება უნდა ვაღიაროთ. სწორედ ეს ერესი დაგმო ეკლესიის მამათა IV მსოფლიო კრებამ ქალკედონში 451 წელს.
აქ შეკრებილმა მართლმადიდებლებმა და არამართლმადიდებლებმა თავიანთი აღსარება, რწმენის სიმბოლო ჩამოწერეს თავ-თავიანთ გრაგნილზე. ორივე გრაგნილი ჩადეს ტაძარში დასვენებულ წმინდა ეფემია ყოვლადქებულის ლუსკუმაში. ილოცეს, რომ ღმერთს თავისი სათნომყოფელის მიერ მიეთითებინა მათთვის ჭეშმარიტი სარწმუნოება. მეოთხე დღეს განხსნეს ლუსკუმა და ერთი გრაგნილი წმინდა ეფემიას ფერხთით ნახეს დაგდებული, მეორე კი ხელთ ეპყრა. სწორედ ამ უკანასკნელში ეწერა მართალი სარწმუნოება."
"ჯერ თვით გახდით ქრისტიანები, ვიდრე განსჯიდეთ ჩვენს წმინდა დედას [ეკლესიას]!"
"ჭეშმარიტი გზა ღმერთისაკენ არის ღვთისმსახურება"
"სამყარო ეკლესიის გარეშე არ არსებობს!"
/ილია მეორე/
"გახსოვდეთ, ჭეშმარიტების სიყვარული პირველ ადგილზე უნდა დააყენოთ"
/წმ. ფილარეტ ვოზნესენსკი/
"ვინც ეძებს ჭეშმარიტებას და სიმართლეს, ის აუცილებლად იპოვის მას, როგორც მაცხოვარი გვეუნება: "რომელი ეძიებდეს, პოვოს".
"რადგან ეკლესია თავისთავად არის სიყვარული, სიყვარულზე აშენებული საქმე კი ყოველთვის კარგია და ნათელი"
"სიკვდილამდე იბრძოლე ჭეშმარიტებისთვის და უფალიც იბრძოლებს შენთვის"
"ჭეშმარიტება ყველაზე თანამედროვე იყო, არის და იქნება უკუნისამდე"
"რომ იტყვი, ქრისტიანი ვარო, იქვე უნდა დააკონკრეტო: პროტესტანტი ხარ, კათოლიკე თუ მართლმადიდებელი".
/დეკ. გიორგი თევდორაშვილი/
"ნდობა ეკლესიის მიმართ ნიშნავს, რომ შენ ენდო თავად განკაცებულ ღმერთს და შეუვრდე მას"
/დეკ. შიო პაიჭაძე/
"პატიარქს აქვს ხუმრობით ნათქვამი: ეკლესია ჰგავს ბურთს, რაც უფრო მაგრად დაარტყამენ, უფრო მაღლა ავარდებაო. ეს, რა თქმა უნდა, საერო შედარებაა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ქრისტიანობა არის ჯვარცმისა და აღდგომის რელიგია და როცა იდევნებოდა ეკლესია, ის იდგა ძალიან დიდ სიმაღლეზე; ხოლო როცა დევნა შემცირდებოდა, მდორედ "მიედინებოდა"
/მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი)/
"თუ ვინმეს არ ეზარება, ყველა ეკლესიასა და სამღვდელო დასს ლანძღავს, მაგრამ ესეც ერთგვარი ხვედრია ჩვენი, როგორც იტყვიან, ყოველ წიგნს თავის ბედი აქვსო... ასეა. ეკლესიას თავისი მომავალი აქვს და ეს მომავალი დათმენის უდიდეს კულტურაში გამოიხატება.
ჩვენ ვითმენთ, მაგრამ უპასუხოდ არცერთი ფაქტი არ უნდა დარჩეს - ბრალდებებისაც და სიკეთეებისაც. პასუხი ასეთია: სიყვარული, სიყვარული და კიდევ ერთხელ სიყვარული. მაცხოვრის ეკლესია დიდი კლდეა და ამ კლდეს ვერავითარი წინააღმდგომი ძალა ვერ დაამარცხებს!"
/დეკ. შიო პაიჭაძე/
"როგორც არ შეიძლება ერთ საკითხში იყოს ორი ჭეშმარიტება, ასევე არ შეიძლება იყოს ორი ან მეტი ჭეშმარიტი ეკლესია. ჭეშმარიტი ეკლესია ერთია და მისი თავი არის უფალი იესო ქრისტე. მწვალებლურ მიმდინარეობათა კრებულის, ცრუ ეკლესიის თავი კი არის ეშმაკი და მისი ეკლესიად წოდება დაუშვებელია, რადგან ერთობა და შეკრება მხოლოდ უფალშია, ეშმაკთან კი არის განცალკევება და მტრობა."
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"იყო ქრისტიანი, ნიშნავს, ეკუთვნოდე ეკლესიას, რამეთუ ქრისტიანობა არის სწორედ ეკლესია, ეკლესიის გარეშე კი ქრისტიანული ცხოვრება არ არსებობს და ვერც იარსებებს"
/წმ. ილარიონი (ტროიცკი)/
"წმიდა იოანე ოქროპირის აზრით, ეკლესიაში ჭეშმარიტების თავისუფალი კვლევა უნდა სუფევდეს. ეკლესია მხოლოდ ამოწმებს ქრისტიანის პირად აზრებს, რამეთუ გამოდის არა ლოგიკური წინაპირობებიდან, არამედ შინაგანი, ინტუიციური წვდომიდან ღვთაებრივ ჭეშმარიტებათა არსში".
"იქნებ რომელიმე თქვენგანს ეჭვი ეპარებოდა იმ ეკლესიის ჭეშმარიტებაში, რომელსაც ნათლისღების მადლით ეკუთვნის, ან თანაუგრძნობდა სექტანტებსა და ეკლესიდან განდგომილებს? იქნებ სხვაც აუღელვებია ჭეშმარიტებას საკმაოდ დაშორებული მსჯელობით. ძალიან ბევრი უნდა იცოდე, ბევრს გრძნობდე, ბევრი გესმოდეს, რომ უფლება გქონდეს არა მარტო მხილებისა, არამედ საერთოდ, ეკლესიაზე მსჯელობისა. უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ, რომ დავკარგეთ შიში და ისე გავკადნიერდით, რომ ვბედავთ ეკლესიის ბედიღბალზე მსჯელობას"
/არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)/
"არც ერთ რელიგიაში არ არის ცოდვების გამომსყიდველი, მხოლოდ ქრისტიანობაში არის შუამავალი ღმერთსა და კაცს შორის, "რომელიც ჩვენთვის, კაცთათვის და ჩვენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით და ჯვარს ეცვა ჩვენთვის". და როცა მუსულმანები, იუდაიზმის მიმდევრები და სხვები სათანადო პატივს არ მიაგებენ ღმერთის ძეს, რომელიც ქრისტეს და ქრისტიანთა დევნისათვის ათასგვარ დიდებას ჰპირდებიან თავიანთ მრევლს, როგორ შეიძლება ქრისტეს მამა მათი მამაც იყოს. ამაზე თვით უფალი იესო ქრისტე პასუხობს იუდეველებს: "ღმერთი რომ მამა იყოს თქვენი, გეყვარებოდით, რამეთუ მე ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ მან წარმომგზავნა. თქვენი მამა არის ეშმაკი და მამათქვენის გულისთქმის შესრულება გწადიათ. ის კაცისმკვლელი იყო თავიდან და არაა მასში ჭეშმარიტება, რადგან ცრუია იგი და სიცრუის მამა".
თუ მართლა გვწამს ღმერთი, მაშ ყური მივუგდოთ მას და აღარასოდეს არ ვთქვათ, რომ ჩვენი და სხვა რელიგიების ღმერთი ერთი და იგივეა.
ჭეშმარიტება ერთია: არსებობს სამპიროვანი ერთარსება ღმერთი: მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმიდა ღმერთი."
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)