თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ დაუსვით კითხვა მოძღვარს _ ნათლული

პოსტის ავტორი: sofio_73 თარიღი: Aug 23 2022, 02:57 AM

გამარჯობა!
კითხვა მაქვს ასეთი .ვარ ერთი ბავშვის ნათლია და ღარ მსურს იმ ოჯახთან რამე საეთო მქონდეს, რამდენად არის შესაძლებელი გაუქმდეს ნათლიობა?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 23 2022, 01:37 PM

ციტატა(sofio_73 @ Aug 23 2022, 02:57 AM) *

გამარჯობა!
კითხვა მაქვს ასეთი .ვარ ერთი ბავშვის ნათლია და ღარ მსურს იმ ოჯახთან რამე საეთო მქონდეს, რამდენად არის შესაძლებელი გაუქმდეს ნათლიობა?

გამარჯობა.

მოძღვარი დროებით არ შემოდის ფორუმზე და მე გიპასუხებთ.

სამწუხაროა, მაგრამ ნათლობის გაუქმება შეუძლებელია. ნათლულისთვის ყოველ დღე ილოცეთ, რადგან უფლის წინაშე თქვენ ყოველთვის მისი ნათლია იქნებით, მიუხედავად იმისა, გექნებათ თუ არა მასთან და მის ოჯახთან ურთიერთობა.



ლოცვა ნათლულთათვის
უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესადმი

უფალო იესუ ქრისტე, იყავნ წყალობანი შენნი ნათლულთა ჩემთა ზედა (სახელები), დაიფარენ იგინი ქვეშე საფარველსა შენსა, დაიცევ ყოველთა ბოროტთა გულისთქმათაგან, განაშორე მათგან ყოველნი მტერნი და მბრძოლნი, განუხვენ მათ ყურნი და თვალნი გულისანი, ეც სიჩჩოება და შემუსვრილება გულთა მათთა.

უფალო, ყოველნივე ქმნულნი შენნი ვართ, შეიწყალენ ნათლულნი ჩემნი (სახელები) და მოაქციენ იგინი სინანულად.

აცხოვნე უფალო და შეიწყალენ ნათლულნი ჩემნი (სახელები) და განანათლენ გონებანი მათნი ნათლითა მით წმიდისა სახარებისა შენისა სწავლებისათა და დაადგინენ იგინი გზასა მცნებათა შენთასა და ასწავე მათ, მაცხოვარ, აღსრულებად ნებისა შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)