თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ბუნების კარი _ ძირხვენეული და ბაღჩეული კულტურები

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 24 2022, 02:26 PM

ძირხვენეულები, ხმილი და ბაღჩეული კულტურები


"ქართული ხალხური აგრიკულტურული გამოცდილება კარგად ჩანს ძირხვენეულთა და ბაღჩეულთა საკვებად გამოყენების ტრადიციებში. აბორიგენულ ძირხვენეულ კულტურებად ჩვენში მიჩნეულია სტაფილო, ბოლოკი, ჭარხალი და თალგამი (კომბოსტო)".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 162/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 25 2022, 07:31 PM

"ძირხვენეულთა რიცხვს განეკუთვნება აგრეთვე მიწისვაშლიც, რომელიც ბოსტნისპირებში იზრდება. შედარებით ახალ, დაახლოებით XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან შემოსულ ძირხვენეულ კულტურად კი თვლიან კარტოფილს. კარტოფილი უფრო მთის პირობებსაა მისადაგებული (სჭირდება ურწყავი ტენიანი ნიადაგი). ლოკალური გავრცელების მიხედვით გამოირჩევენ ღების (რაჭა), ხულოს (აჭარა), თიანეთის, წალკის, ახალციხე-ახალქალაქის, ასევე სვანური, წითელი კარტოფილის ჯიშებს, რომლებიც საუკეთესო გემოვანი თვისებებით ხასიათდება".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 162/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 28 2022, 01:34 PM

"ხმილისა და ბაღჩეული კულტურების სხვა სახეობებიდან აღსანიშნავია კიტრი, ნესვი, საზამთრო, გოგრა (კვახი), ბადრიჯანი, პომიდორი, რომელთა კულტივირებაც ჩვენთან უშუალოდაა დაკავშირებული მებოსტნეობის განვითარებასთან. იგი განსაკუთრებულ აღმავლობას ასევე XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან აღწევს. შეიქმნა დაწინაურებული მებოსტნეობის ლოკალური ცენტრები თბილისის შემოგარენში, წყალტუბოსა და ქუთაისის მიდამოებში. მანამდე კი მებოსტნეობა-მემტილეობა, საოჯახო მეურნეობის მხოლოდ მცირე მოთხოვნებს აკმაყოფილებდა".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 162/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 30 2022, 04:42 PM

"რაც შეეხება აბორიგენულ ძირხვენეულ და ბაღჩეულ კულტურებს, ამ მხრივ მრავალფეროვანი ასორტიმენტი გაგვაჩნია. არჩევენ კუთხურ, გამორჩეული ჯიშის კულტურებს. მაგალითად, ცნობილია კახური საზამთრო. განთქმულია მუხრანული კიტრი, ჭოპორტული პომიდორი (იგი გვიან შემოდგომაზე შემოდის, "ხორცსავსეა" და ტკბილი)".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 162/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2023, 08:50 PM

"საქართველოში ცნობილია 147 სახეობის ბოსტნეული კულტურა, მათგან 14 ფოთლოვანი, 50 ძირხვენა და 74 ნაყოფიანი"

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)