IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

9 გვერდი V < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> პლასტიკური ოპერაცია, ...
marine
პოსტი May 19 2015, 01:03 PM
პოსტი #41


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(G_saxva @ May 19 2015, 01:43 PM) *

რობინი

უბრალოდ ის ვერ გავიგე გრზელი ცხვირის დაპატარავებასა და ტუჩის გაზრდას შორის რა განსხვავებაა? ერთი რომ შეიძLება და მეროე არა შენი აზრით.




G_saxva

ცხვირი ყნოსვისთვის, ტუჩი კი კოცნისთვის smile.gif ეს განსხვავებაა მე მგონი mellow.gif rolleyes.gif smile.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი May 19 2015, 01:42 PM
პოსტი #42


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ციტატა(marine @ May 19 2015, 01:03 PM) *

G_saxva

ცხვირი ყნოსვისთვის, ტუჩი კი კოცნისთვის smile.gif ეს განსხვავებაა მე მგონი mellow.gif rolleyes.gif smile.gif

მერე რა? აქ პლასტიკური ქირურგიის არ ჩარევა ან ჩარევა როგორ წყდება რწმენასთან მიმართებაში? თორემ განსხვავება ისიცაა სხვადასხვანაირად იწერება და გამოითქმის ცხვირი და ტუჩი biggrin.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
q.w.e
პოსტი May 19 2015, 03:35 PM
პოსტი #43


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 150
რეგისტრ.: 26-April 14
წევრი № 13,685



ციტატა
რატომ არის ზედაპირული შეგიძლია არგუმენტები გაგვიმხილო?

არაერთხელ დავწერე თუმცა კიდევ დავწერ. ღმერთის ნება იყო რომ შავკანიანები ასეთები გახდნენ?ან ღვთის ნებაა ის რომ ადამიანი რაიმე გენეტიკური დეფექტით ან დაავადებით იბადება?ჩვენ ხომ ვიცით რომ ცოდვაც მოქმედებს ჩვენს ხორცზე.ადამის დაცემის შემდეგ ადამის იერსახეზე მოქმედებს ბიოლოგიური ფიზიკური და ქიმიური კანონები. უფალმა ადამიანი თავის ხატად შექმნა და ყოველი უცნაური გადახრა ამისგან თავისთავად სიმახინჯეა იმიტომ რომ ჩვენი სილამაზის აღქმის ათვლის წერტილი ის ადამიანური ნაკვთებია რაც უშუალოდ ღმერთმა შექმნა. და თუ არსებობს ამ სიმახინჯის გამოსწორების საშუალება რარომ უნდა თქვას იარი ამაზე ადამიანმა? უფალმა ბრძანა ხე ნაყოფით იცნობაო ხო და რა შეიძლება მოხდეს პლასტიკური ოპერაციის შემდეგ?ეს თავად ადმიანზეა დამოკიდებული ან აუშვებს ან კიდევ მადლობას შესწირავს უფალს რომ არასრულფასოვნრბის კომპლექსი აღარ აწუხებს.

ის განსხვავებაა რომ უმეტეს შემთხვევაში ტუჩის გადიდებას ადამიანი სიძვის ცოდვის სტიმულირებისთვის აკეთებს ხოლო ცხვირის ფორმის კორექტირებამ კი შეიძლება ბევრი კომპლექსი მოუხსნას იქიდან გამომდინარე რომ ცხვირის ცუდი ფორმა ამახინჯებს ადამიანს რაც არ უნდა კარგი სახის ნაკვთები ჰქონდეს

ციტატა
ასევე ლოგიკურად ღვთისმეტყველების საფუძვლებს სრულად ეთანხმება და დოგმატიკასა და კანონიკასთან დისონანსში არ მოდის.

მაშინ მამაოს ლოგიკური მსჯელობა რომელიც ასკვნის რომ პლასტიკური ოპერაციის აკრძალვა არ შეიძლება (თუნდაც ჯანმრთელობა არაფერ შუაში იყოს)სიმართლე უნდა იყოს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 19 2015, 03:36 PM
პოსტი #44


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(q.w.e @ May 19 2015, 04:31 PM) *


ცხვირის ცუდი ფორმა ამახინჯებს ადამიანს რაც არ უნდა კარგი სახის ნაკვთები ჰქონდეს


ვერ დაგეთანხმები...

მე ვიცნობ ერთ ახალგაზრდა ბერს, რომელსაც ძალიან დიდი ცხვირი აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისეთი ანგელოზური სილამაზისაა, რომ ადამიანი ვერ დაიოკებს მისი ყურების წყურვილს smile.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
q.w.e
პოსტი May 19 2015, 03:48 PM
პოსტი #45


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 150
რეგისტრ.: 26-April 14
წევრი № 13,685



ციტატა
ვერ დაგეთანხმები...მე ვიცნობ ერთ ახალგაზრდა ბერს, რომელსაც ძალიან დიდი ცხვირი აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისეთი ანგელოზური სილამაზისაა, რომ ადამიანი ვერ დაიოკებს მისი ყურების წყურვილს

არ ვიცი მარინე ეს ზოგადი დასკვნაა იმ ხალხის ვინც კომპეტენტურია ამ საკითხში და რა განა უფრო მეტი ადამიანი არ არის ვისაც ნორმალური სახე აქ და ცხვირი ამახინჯებს გუუგლში სურათებს გადახედე თუ გინდა რამხელაა ეფექტს ახდენს ცხვირი ადმიანის გარეგნობაზე. თუმცა რა თქმა უნდა ამ თემებზე დიდი დროის დახარჯვა არ ღირს სულის გალამაზება ბევრად რთულია და იმიტომ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 19 2015, 03:51 PM
პოსტი #46


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(q.w.e @ May 19 2015, 04:48 PM) *

სულის გალამაზება ბევრად რთულია


თუ ეკლესიურად ცხოვრობს ადამიანი, უფლის მცნებებით, აღმსარებელ-მაზიარებელია, მისი სული ძალიან მარტივად ლამაზდება... და ზოგადად ადამიანი შინაგანი სილამაზით ფასდება, რადგან გარეგნული მობეზრებადია, თუკი შინაგანიდან გამოსული სილამაზით ვერ საზრდოობს...


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
q.w.e
პოსტი May 19 2015, 05:36 PM
პოსტი #47


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 150
რეგისტრ.: 26-April 14
წევრი № 13,685



ციტატა
თუ ეკლესიურად ცხოვრობს ადამიანი, უფლის მცნებებით, აღმსარებელ-მაზიარებელია, მისი სული ძალიან მარტივად ლამაზდება...

ხოდა სწორედ ეკლესიური ცხოვრება და ზოგადად ქრისტიანობაა რთული თორემ სულის გალამაზება უფალზეა დამოკიდებული."ძნელია ქრისტეს ერთგულება,გოლგოთამდეა საჭირო სვლა"- მამა თეოდორე გიგნაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი May 19 2015, 05:49 PM
პოსტი #48


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



q.w.e
ციტატა
არაერთხელ დავწერე თუმცა კიდევ დავწერ. ღმერთის ნება იყო რომ შავკანიანები ასეთები გახდნენ?

ანუ შენ ამბობ ამ ქვეყნად ხდება ისეთი რამ რაც უფლის ნება არ არის და არ უნდა?
ციტატა
ნ ღვთის ნებაა ის რომ ადამიანი რაიმე გენეტიკური დეფექტით ან დაავადებით იბადება?ჩვენ ხომ ვიცით რომ ცოდვაც მოქმედებს ჩვენს ხორცზე.ადამის დაცემის შემდეგ ადამის იერსახეზე მოქმედებს ბიოლოგიური ფიზიკური და ქიმიური კანონები.

ის რომ ჩვენზე ფიზიკურ ქიმიური კანონები მოქმედებს და ბიოლოგიურად ასეთი სხეულები გვაქს არ ამართლებს ჩვენს სხეულზე ექსპერიმენტების ჩატარების მცდელობას. ის რომ ადამიანს რამე დაავადება აქვს ეს შეიძლება მისი ცოდვის არც მშობლების და წინაპრების ცოდვის ბრალლი არ იყოს (მითUემტეს წინაპრების ცოდვა არ გადადის), თავად სახარებაში მაცხოვარს უსამენ მსგავს კითხვას რაზეც მისი პასუხი ასეთია: ეს ყოველივე უფლის სადიდებლად არის. ჩვენ კი არ შეგვიძლია ყველაფერი ვიცოდეთ თუ ვის რა დეფექტი და რატომ აქვს.
ციტატა
და თუ არსებობს ამ სიმახინჯის გამოსწორების საშუალება რარომ უნდა თქვას იარი ამაზე ადამიანმა? უფალმა ბრძანა ხე ნაყოფით იცნობაო ხო და რა შეიძლება მოხდეს პლასტიკური ოპერაციის შემდეგ?ეს თავად ადმიანზეა დამოკიდებული ან აუშვებს ან კიდევ მადლობას შესწირავს უფალს რომ არასრულფასოვნრბის კომპლექსი აღარ აწუხებს.

მე ვთვი სასვსებით მისაღებია რაიმე დეფექტის გამოსწორებისთვის ჩატარებური პლასტიკური ოპერაცია, მაგრამ არა საკუთარი თავის უკეთ წარმოსაჩენად.
ციტატა
ის განსხვავებაა რომ უმეტეს შემთხვევაში ტუჩის გადიდებას ადამიანი სიძვის ცოდვის სტიმულირებისთვის აკეთებს ხოლო ცხვირის ფორმის კორექტირებამ კი შეიძლება ბევრი კომპლექსი მოუხსნას იქიდან გამომდინარე რომ ცხვირის ცუდი ფორმა ამახინჯებს ადამიანს რაც არ უნდა კარგი სახის ნაკვთები ჰქონდეს

ჯერ იქიდან დავიწყოთ რომ ამბობ უმეტეს შემთხვევაშიო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს ყველა ერთ ქვაბში მოიხარშოს. ზოგს უბრალოდ მოსწონს და კომპლექსი აქვს პატარა ტუჩის ამიტომ იდიებს. მერე ის მინდა ვთქვა რას ქვია ცხვირის ფორმა ამახინჯებს ადამიანს? მოდი პარალელი გავავლოთ იმისთვის რო ლამაზად გამოვიყურებოდე ცხვირის ოპერაციას ვიკეთებ, იგივე მიზეზიდ ტუჩს გავიზრდი და მკერდს გავიმკვირვებ (მგონი ასე ხდება). ამ სამივეში მიზანი ერთია უფრო ლამაზად გამოვიყურებოდე. სინამდვილეში კი ღმერთმა ცხვირი იმისთვის მოგცა რომ ისუნთქო, დიდი ცხვირიც და პატარაც ამას მშვენივრად ართმევს თავს.
ჩემი აზრით ცხვირის კომპლექსი გაქვს და გინდა ამას რაღაც რელიგიური სფუძველი დაუდო. მეც საკმაოდ გრძელი კეხიანი და ბოლოში მოკაუჭებული ცხვირი მაქვს, ბევრი მეუბნებოდა მირჩევდა ვითომ ცხვირის გაკეთებას მაგრამ ეს ჩემთვის სისულელეა, რადგან თუ ვინმეს შევუყვარდები არა ჩემი ცხვირის გამო არამედ ბუნების და ადმაინობის გამო. ცხვირი მეასე ხარისხოვნაია მითუმეტეს მშვენივრად ვსუნთქვ smile.gif
ციტატა
მაშინ მამაოს ლოგიკური მსჯელობა რომელიც ასკვნის რომ პლასტიკური ოპერაციის აკრძალვა არ შეიძლება (თუნდაც ჯანმრთელობა არაფერ შუაში იყოს)სიმართლე უნდა იყოს

ანუ თუ მამაო ასევე ლოგიკურად დაასვნის რომ პლასტიკური ქირურგია ცუდია ესეც სწორი გამოდი და ორი სიმართლე გვექნება?
საქმე ისაა რომ გვაქვს ღვთისგან ბოძებული გონება და თუ წავიკითხავს ბილიას დავუახლოვდებით იმ სულიერებას მივხვდებით რამდნად დიდი აბსურდია ცხვირს დამოკლებაც ტუჩის გაბერვაც და სხვა რაღაცეების გაზრდა .


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
q.w.e
პოსტი May 19 2015, 06:40 PM
პოსტი #49


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 150
რეგისტრ.: 26-April 14
წევრი № 13,685



ციტატა
ანუ შენ ამბობ ამ ქვეყნად ხდება ისეთი რამ რაც უფლის ნება არ არის და არ უნდა?

ნუ ეხლა დიდი ბოდიში მაგრამ კითხვის გაგრძელებას აზრი არ აქვს. სუფთა დოგმატიკაა რომ ამქვეყნად ყველაფერი უფლის განგებას ემორჩილება. განგება იყოფა ორად 1. ღვთის ნება 2 ღვთის დაშვება.
ციტატა
ის რომ ჩვენზე ფიზიკურ ქიმიური კანონები მოქმედებს და ბიოლოგიურად ასეთი სხეულები გვაქს არ ამართლებს ჩვენს სხეულზე ექსპერიმენტების ჩატარების მცდელობას. ის რომ ადამიანს რამე დაავადება აქვს ეს შეიძლება მისი ცოდვის არც მშობლების და წინაპრების ცოდვის ბრალლი არ იყოს (მითUემტეს წინაპრების ცოდვა არ გადადის), თავად სახარებაში მაცხოვარს უსამენ მსგავს კითხვას რაზეც მისი პასუხი ასეთია: ეს ყოველივე უფლის სადიდებლად არის. ჩვენ კი არ შეგვიძლია ყველაფერი ვიცოდეთ თუ ვის რა დეფექტი და რატომ აქვს.

ექსპერიმენტების ჩატარება არაფერ შუაშია ახალი ამბავია განა შენთვის რომ არსებობს მემკვიდრეობითი დაავადები?როგორ მეუბნები რომ არ მოქმედებს წინაპართა ცოდვები ჩვენზე როდესაც ადამის დაცემის შემდეგ დღემდე დწცემული ბუნება გვაქვს გაიხსებე შავკანიანების მაგალითიც და აი რაც შეეხება იმ ბრმას ამ ყველაფრის ფონზე არა ზოგად არამედ ინდივიდუალურ თემად გვესახება ის რომ მაცხოცარი პასუხობს რომ არც ამას და არც მათ მშობლებს არ დაუშავებიათო არაფერი.სუფთა ქრისტიანული სწავლებაა რომ ადამიანები ერთი ხის ნაწილი ვართ.ბრმის შემთხვევა კი მართლაც ინდივიფუალურია.
ციტატა
მე ვთვი სასვსებით მისაღებია რაიმე დეფექტის გამოსწორებისთვის ჩატარებური პლასტიკური ოპერაცია, მაგრამ არა საკუთარი თავის უკეთ წარმოსაჩენად.

ეს სად თქვი მართლა არ შემიმჩნევია ან საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენაში რას გულისხმობ კომპლექსიდან თავის დაღწევას თუ აი ჩემი საყვარელი მსახიობი ასე გამოიყურება და მეც ეგრე მინდაო.

კაი რა აი რა შუაშია მკერდის გამკვრივება?მიზანი ის კი არ უნდა იყოს რომ უფრო ლამაზად გამოიყურებოდე არამედ ის რომ თავი დააღწიო შენს თავში არსებულ ყოველგვარ დამთრგუნველ მახინჯ გამოვლინებას ისე რომ საკუთარი უნიკალურობა არ დაკარგო.

ციტატა
სინამდვილეში კი ღმერთმა ცხვირი იმისთვის მოგცა რომ ისუნთქო, დიდი ცხვირიც და პატარაც ამას მშვენივრად ართმევს თავს.

და თუ ამ ფუნქციას ვერ ასრულებს ცხვირი (ამის მაგალითი არაერთია)იმიტომ რომ ფიზიოლოგიურად გაუმართავია და ფორმითაც სტანდარტს აცდენილი რა ხდება მაშინ?
იცი რა ყველაფერს აქვს რელიგიური საფუძველი და ახსნა მათ შორის ამ საკითხსაც.უბრალოდ იმ მდგომარეობიდან უნდა გამოვიდეს ადამიანი რომელიც გაფიქრებინებს რომ ამქცეყნად ყველაფერი ღვთის ნებით ხდება ნეტა მართლა ასე იყოს მაგრამ რახან ასე არ არის სხვადასხვა მატერიალური კანონი მძლავრობს ადამიანზე ესაა და ეს

ციტატა
ანუ თუ მამაო ასევე ლოგიკურად დაასვნის რომ პლასტიკური ქირურგია ცუდია ესეც სწორი გამოდი და ორი სიმართლე გვექნება?

რომელი ლოგიკური მსჯელობით იქნებ მითხრა ეჭვი მეპარება ძალიან ვინმემ ეს შეძლოს (არ მაქ საუბარი იმ პლასტიკურ ოპერაციებზე რომელიც ადამიანს სიძვისკენ სიცრუისკენ ან რაიმე სულიერი მანკიერებისკენ უბიძგებს)

მეტისმეტად თამამი განცხადებაა იმის ფონზე რომ დღესდრეობით არსებობს მრევლის ის ჟანსაღი ნაწილი რომელსაც მამაომ ნება მისცა გაიკეთოს პლასტიკური ოპერაცია.არ ვამბობ რომ ცხოვრებისეული აქცებტი ადამიანმა რაიმე წარმავალზე უნდა დასვას უბრალოდ არც პლასტიკური იპერაციის გაკეთებაში და არც ამაზე უარის თქმაში ვხედავ მე რაიმე უარყოფითს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Zukazuka314
პოსტი May 19 2015, 11:12 PM
პოსტი #50


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 229
რეგისტრ.: 8-March 15
წევრი № 14,036



ციტატა
ექსპერიმენტების ჩატარება არაფერ შუაშია ახალი ამბავია განა შენთვის რომ არსებობს მემკვიდრეობითი დაავადები?როგორ მეუბნები რომ არ მოქმედებს წინაპართა ცოდვები ჩვენზე როდესაც ადამის დაცემის შემდეგ დღემდე დწცემული ბუნება გვაქვს გაიხსებე შავკანიანების მაგალითიც და აი რაც შეეხება იმ ბრმას ამ ყველაფრის ფონზე არა ზოგად არამედ ინდივიდუალურ თემად გვესახება ის რომ მაცხოცარი პასუხობს რომ არც ამას და არც მათ მშობლებს არ დაუშავებიათო არაფერი.სუფთა ქრისტიანული სწავლებაა რომ ადამიანები ერთი ხის ნაწილი ვართ.ბრმის შემთხვევა კი მართლაც ინდივიფუალურია.


ცოდვების "მემკვიდრეობით" გადასვლის შედეგი არაა ცხვირი...ეგ არის ცოდვისაკენ მიდრეკილებები; იგივე ცოდვის გამეორების შანსი, რადგან მიდრეკილება აქვს შთამომავლობიდან (მაგ. (ძლიერ) გემოთმოყვარეობა (ან ნებისმიერი სხვა ცოდვა)...არ ვიცი ეს რატომ მოვიყვანე მაგალითად biggrin.gif ) და თუკი ამ ცოდვის გამო ბაბუამ ასე ქნა, მისი შვილიშვილმას შეიძლება იგივე გააკეთოს... თუკი თავისუფალ ნებას არ გამოიყენებს რომ არ შეცოდოს...
ახლა რა მაინტერესებს... ხბოს შვილი ხომ ხბოა? რაც არ უდნა ავარჯიშო ხბო, კურდღელს ხომ ვერ გამოიყვან? (მამა თეოდორეს სიტყვებია დაახლოებით biggrin.gif) ....... უფალი ყველას საკუთარი ძალის შესაფერის ჯვარს აძლევს!!!


ჩემი აზრით მოკლედ...(შეიძლება ვცდები) პლასტიკური ოპერაცია არის ღვრთის ნების წინაამღდეგ წასვლა...... მაგრამ ახლა მე მიჩნდება კითხვა, მაშინ წამლების მიღებაც არასწორი უნდა იყოს რადგან ავადმყოფობაც ღვრთის ნებაა ანდა დაშვება

ციტატა
ეს სად თქვი მართლა არ შემიმჩნევია ან საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენაში რას გულისხმობ კომპლექსიდან თავის დაღწევას თუ აი ჩემი საყვარელი მსახიობი ასე გამოიყურება და მეც ეგრე მინდაო.

კაი რა აი რა შუაშია მკერდის გამკვრივება?მიზანი ის კი არ უნდა იყოს რომ უფრო ლამაზად გამოიყურებოდე არამედ ის რომ თავი დააღწიო შენს თავში არსებულ ყოველგვარ დამთრგუნველ მახინჯ გამოვლინებას ისე რომ საკუთარი უნიკალურობა არ დაკარგო.


ჩემი აზრით ყველას უნდა რომ უფრო ლამაზად გამოიყურებოდეს ვიდრე არის...და ის აინტერესებს როგორ გამოჩნდება სხვის თვალში... შენ გაწუხებს შენი სიმახინჯე? (საერთოდ ვსვამ ამ კითხვას შეკითხვასავით) არა? მაშინ სხვის თვალში ლამაზად გამოჩენა გინდა


და ცხვირზე თუ ლაპარაკია მეც ვიტყვი biggrin.gif პატარაობიდან კარგი და ლამაზი ცხვირი მქონდა მარა მერე ველოსიპედით მწარედ დავეცი სახით და ცოოოტა მგონი შეიცვალა biggrin.gif

მაგრამ ჩემი აზრით ეს გამონათქვამი მართალია... ხადახან გარეგანი შინაგანს გამოხატავს.

ციტატა
ანუ თუ მამაო ასევე ლოგიკურად დაასვნის რომ პლასტიკური ქირურგია ცუდია ესეც სწორი გამოდი და ორი სიმართლე გვექნება?


თუ იმას დაასკვნის, რომ ცუდია, მაშინ მართალი ის იქნება რომ ცუდია. ხოლო იმ მამაომ ის დაასკვნა თუ რა შემთხვევაში არ არის ცუდი...


ციტატა
ღმერთის ნება იყო რომ შავკანიანები ასეთები გახდნენ?ან ღვთის ნებაა ის რომ ადამიანი რაიმე გენეტიკური დეფექტით ან დაავადებით იბადება?ჩვენ ხომ ვიცით რომ ცოდვაც მოქმედებს ჩვენს ხორცზე.ადამის დაცემის შემდეგ ადამის იერსახეზე მოქმედებს ბიოლოგიური ფიზიკური და ქიმიური კანონები. უფალმა ადამიანი თავის ხატად შექმნა და ყოველი უცნაური გადახრა ამისგან თავისთავად სიმახინჯეა იმიტომ რომ ჩვენი სილამაზის აღქმის ათვლის წერტილი ის ადამიანური ნაკვთებია რაც უშუალოდ ღმერთმა შექმნა.

დაახლოებით მაგრამ ნება არა დაშვება!

ციტატა
და თუ არსებობს ამ სიმახინჯის გამოსწორების საშუალება რარომ უნდა თქვას იარი ამაზე ადამიანმა?

ეს შემთხვევა ადამს და ევას გავს... ამ შემთვევაშიც ღმერთია სიმახინჯის გამოსწორების საშუალება....

ციტატა
ეს თავად ადმიანზეა დამოკიდებული ან აუშვებს ან კიდევ მადლობას შესწირავს უფალს რომ არასრულფასოვნრბის კომპლექსი აღარ აწუხებს


biggrin.gif არამგონია მადლობა ღმერთს შესწიროს, უფრო ექიმებს მგონია biggrin.gif ... მერე მეორე მადლობას ღმერთს პლასტიკური ოპერაციამდე უნდა სწირავდე სულ biggrin.gif " მადლობას შესწირავს უფალს რომ არასრულფასოვნრბის კომპლექსი აღარ აწუხებს" ცოტა სასაცილოდ ჟღერს biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი May 19 2015, 11:16 PM
პოსტი #51


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



Zukazuka314
ციტატა
ჩემი აზრით მოკლედ...(შეიძლება ვცდები) პლასტიკური ოპერაცია არის ღვრთის ნების წინაამღდეგ წასვლა...... მაგრამ ახლა მე მიჩნდება კითხვა, მაშინ წამლების მიღებაც არასწორი უნდა იყოს რადგან ავადმყოფობაც ღვრთის ნებაა ანდა დაშვება

ისე მეც მიჩნდება ეგ კითხვა
შეიძლება ღმერთი სპეციალურად აკეთებს იმ დროს ვიგაცა ექიმს ფული არ ქონდეს და ავადმყოფს უგზავნიდეს წამლის საყიდლად რო ამით დაეხმაროს ექიმს
რავი მე ამ დასკვნამდე მივედი


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Zukazuka314
პოსტი May 19 2015, 11:25 PM
პოსტი #52


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 229
რეგისტრ.: 8-March 15
წევრი № 14,036



ციტატა
უფალმა დაგბადა მარინე? რაშუაშია უფალი შენ გარეგნობასთან?

ეგ არის "საიდუმლოება" (ღვრთის ნების და ადამიანის "ნების" რაგაცნაირად შერწყმა... რათქმაუნდა ესეც ღვრთის ნებით) რომელზეც არამგონია ამქვეყნად იყოს პასუხი...თუ ვცდები მაპატიეთ....
ხოლო ეს საიდუმლოება არის ღვრთის ნების გაგება და ასე შემდეგ... მაგალითად ის რომ მკვლელი კლავს ადამიანს აქ ღმერთის დაშვებაც არის, ალბად ნებაც, ეს ერთმანეთს რაგაცნაირად ერწყმის...მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მკვლელი მკვლელი არ არის... და რომ ის უდანაშაულოა... არ მიდა ამ ჩემი ნათქვამით რაგაცნაირად ისლამს დავამგვანო... ის რომ ღმერთის ნებაა ყველაფერი ისიც რომ ადამიანი მკვლელია (და კლავს)... თუ რაიმე არასწორია შემისწორეთ

ციტატა
მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ რაიმეს უკეთესობისკენ შეცვლა ცოდვაა


კი ნიშნავს, ღმერთის გარეშე. და რაგაც ალტერნატიული გზები.... როგორც ადამი და ევა მოიქცა....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Zukazuka314
პოსტი May 19 2015, 11:38 PM
პოსტი #53


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 229
რეგისტრ.: 8-March 15
წევრი № 14,036



ციტატა
შეიძლება ღმერთი სპეციალურად აკეთებს იმ დროს ვიგაცა ექიმს ფული არ ქონდეს და ავადმყოფს უგზავნიდეს წამლის საყიდლად რო ამით დაეხმაროს ექიმს
რავი მე ამ დასკვნამდე მივედი


კი ეგეც შიეძლება... მე ჯერ პასუხი არ მაქვს biggrin.gif და ჩემის აზრით პასუხი ისაა რომ ძნელია ღვრთის ნების თუ დაშვების გაგება... (ამ სამყაროში biggrin.gif იმედი მაქ ეს ამ სამყაროშ ცუდად არ გამომდის ხოლმე)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი May 20 2015, 10:48 AM
პოსტი #54


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



q.w.e
ციტატა
ექსპერიმენტების ჩატარება არაფერ შუაშია ახალი ამბავია განა შენთვის რომ არსებობს მემკვიდრეობითი დაავადები?

არა არ არის ახალი, მაგრამ ავღნიშნე და მაგალითადაც მოვიყვამე რეალურად ამ შემთხვევაში საჭიროც კია პლასტიკური ოპერაციის გაკეთება.
ციტატა
?როგორ მეუბნები რომ არ მოქმედებს წინაპართა ცოდვები ჩვენზე როდესაც ადამის დაცემის შემდეგ დღემდე დწცემული ბუნება გვაქვს გაიხსებე შავკანიანების მაგალითიც

ამაზე ადრეც მიკამათია, ფაქტი ერთია წინაპართა ცოდვები არ გადადის შთამომავლობაზე. ადამის დაცემის შედეგი იყო ჩვენი მოკვდავი ბუნება, როდესაც ადმაიანს დაეხშო სამოთხის კარო ამიტომ მოვიდა ქრისტე და გამოისყიდა მისი პირველქმნილი ცოდვა. შავკანინაებს რაც შეეხება ერთია წინაპრის ცოდვის გადასვლა და მეორეა გარემო პირობები და შთამომავლობის დაწყევლა.
ციტატა
იმ ბრმას ამ ყველაფრის ფონზე არა ზოგად არამედ ინდივიდუალურ თემად გვესახება ის რომ მაცხოცარი პასუხობს რომ არც ამას და არც მათ მშობლებს არ დაუშავებიათო არაფერი.სუფთა ქრისტიანული სწავლებაა რომ ადამიანები ერთი ხის ნაწილი ვართ.ბრმის შემთხვევა კი მართლაც ინდივიფუალურია.

ზუსტად ყველა ერთი ხის ნაწილი ვართ და ამ ხის ნაწილია ბრმაც, რანაირი ინდივიდუალური მოვლენა.
ციტატა
ეს სად თქვი მართლა არ შემიმჩნევია ან საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენაში რას გულისხმობ კომპლექსიდან თავის დაღწევას თუ აი ჩემი საყვარელი მსახიობი ასე გამოიყურება და მეც ეგრე მინდაო.

არ მაქ საუბარი ვიღაცას რომ მივბაძოთ და რამე მე მაქ საუბარი პიროვნულად მე რომ უკეთ გმაოვიყურებოდე უფრო კარგი შესახედი რომ ვიყო და სხასაც მოვეწონა მის გამო ვიკეთებ თუ არა?
ციტატა
კაი რა აი რა შუაშია მკერდის გამკვრივება?მიზანი ის კი არ უნდა იყოს რომ უფრო ლამაზად გამოიყურებოდე არამედ ის რომ თავი დააღწიო შენს თავში არსებულ ყოველგვარ დამთრგუნველ მახინჯ გამოვლინებას ისე რომ საკუთარი უნიკალურობა არ დაკარგო.

ვერ გავიგე. თავი რომ დააღწიო ყოველგვარ მახინჯ გამოვლინებსაო ამბობ, მაგრამ ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ? ის რომ ყოველგვარი ნორმიდან გადახრის თავი ცოდვა და ეშმაკთან ბრძოლაა ალბათ ცხადია, ამას კი პლასტიკური ქირურგიით უნდა ვებრძოლოთ? (არ ვგულისხმობ დეფექტებს რომელიც ცხსოვრებაში ხელს გვისლის) ის რომ არც მოკლე და არც გრძელი ცხვირი არ გვაცხოვნებს ესეც ცახდია, ამშინ რა საჭიროა ის? მთავარი მიზანი რა არის ცხოვრების? რა უნდა იყოს ჩვენი საწყისი და ამომავალი მიზანი რომელიც იქნება ორიენტირი ჩვენს ცხოვრებაში?
ციტატა
და თუ ამ ფუნქციას ვერ ასრულებს ცხვირი (ამის მაგალითი არაერთია)იმიტომ რომ ფიზიოლოგიურად გაუმართავია და ფორმითაც სტანდარტს აცდენილი რა ხდება მაშინ?

მაშინ ოპერაცია უნდა გავიკეთოთ რადგან ჯამრთელობას ექმნება საფრთხე.
ციტატა
იცი რა ყველაფერს აქვს რელიგიური საფუძველი და ახსნა მათ შორის ამ საკითხსაც.უბრალოდ იმ მდგომარეობიდან უნდა გამოვიდეს ადამიანი რომელიც გაფიქრებინებს რომ ამქცეყნად ყველაფერი ღვთის ნებით ხდება ნეტა მართლა ასე იყოს მაგრამ რახან ასე არ არის სხვადასხვა მატერიალური კანონი მძლავრობს ადამიანზე ესაა და ეს

ჩემი აზრით ყველაფერი ღვთის ნებით ხდება, უფრო სწორედ არაფერი არ ხდება ღვთის ნების გარეშე. ეს რეალურად ასეც არის.

ციტატა
რომელი ლოგიკური მსჯელობით იქნებ მითხრა ეჭვი მეპარება ძალიან ვინმემ ეს შეძლოს (არ მაქ საუბარი იმ პლასტიკურ ოპერაციებზე რომელიც ადამიანს სიძვისკენ სიცრუისკენ ან რაიმე სულიერი მანკიერებისკენ უბიძგებს)

მეტისმეტად თამამი განცხადებაა იმის ფონზე რომ დღესდრეობით არსებობს მრევლის ის ჟანსაღი ნაწილი რომელსაც მამაომ ნება მისცა გაიკეთოს პლასტიკური ოპერაცია.არ ვამბობ რომ ცხოვრებისეული აქცებტი ადამიანმა რაიმე წარმავალზე უნდა დასვას უბრალოდ არც პლასტიკური იპერაციის გაკეთებაში და არც ამაზე უარის თქმაში ვხედავ მე რაიმე უარყოფითს.

არა უბრალოდ ავღნიშნე, თავად თქვი რომ მღვდელმა ასე რომ თქვასო მეც ვამბობ საპირისპირო რომ თქვას?
საქმე იმაშია ვინ რას ამბობს ნაკლებად მნიშვნელოვანია მთავარი ჩვენი ქცევა უფლის მიერ ნაბოძებ რჩევა დარიგებებს არ უხვევდეს. ის რომ შენ ვერ ხედავ რაიმე უარყოფითს მე ჩამოყალილებული აზრი ნაკლებად გამჩნია სხვას ცოდვად მიაჩნია არ ნIშნავს ყველა მართლები ვართ. ამბობ რომ იმ ოპერაციას მიიჩნევ ცოდვად რომელიც რაღაც მანკიერებისკენ გვიბიძგებსო. მე კი გეტყვი არ იცი შენი ლამაზი ცხვირი თუ ტუჩი ადამიანს რისკენ გიბიძგებს საბოლოოდ და რა განსაცდელში ჩაგაგდებს.
ჩემი აზრი ეს არის თუ ადამიანს სოციალურ აქტივობაში ან სოციუმთან ურთეიერთობაში ხელს არ უშლის ასევე საკუთარ ჯამრთელობასთან არ ქმნის პრობლემებს ყველანაირი პლასტიკური ოპერაცია ცხვირი იქნება ტუჩი თუ სახის გადატკლეცვა biggrin.gif ჩემთვის არასწორია.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
q.w.e
პოსტი May 20 2015, 03:01 PM
პოსტი #55


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 150
რეგისტრ.: 26-April 14
წევრი № 13,685



ციტატა
ცოდვების "მემკვიდრეობით" გადასვლის შედეგი არაა ცხვირი...ეგ არის ცოდვისაკენ მიდრეკილებები; იგივე ცოდვის გამეორების შანსი, რადგან მიდრეკილება აქვს შთამომავლობიდან (მაგ. (ძლიერ) გემოთმოყვარეობა (ან ნებისმიერი სხვა ცოდვა)...არ ვიცი ეს რატომ მოვიყვანე მაგალითად ) და თუკი ამ ცოდვის გამო ბაბუამ ასე ქნა, მისი შვილიშვილმას შეიძლება იგივე გააკეთოს... თუკი თავისუფალ ნებას არ გამოიყენებს რომ არ შეცოდოს...ახლა რა მაინტერესებს... ხბოს შვილი ხომ ხბოა? რაც არ უდნა ავარჯიშო ხბო, კურდღელს ხომ ვერ გამოიყვან? (მამა თეოდორეს სიტყვებია დაახლოებით ) ....... უფალი ყველას საკუთარი ძალის შესაფერის ჯვარს აძლევს!!!

ცოდვის ჩადენით გამოწვეული დღევანდელი რეალობის ერთ ერთი სიმახინჯეა სწორედაც ცხვირი და ნებისმიერი თვალში საცემი ნაკლი რაც ადამიანს აქვს ვინაიდან ღმერთმა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად შექმნა ანუ უნაკლოდ.მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ღვთის ნება უშუალოდ ვერ და არც ეხება ადამიანს. აუ ეხლა შენ თუ ფიქრობ რომ რაიმე გენეტიკური მანკიერება ჯვარია რომელიც ადამიანმა სიცოცხლის ბოლომდე უნდა ატაროს უბრალოდ საუბარის გაგრძელების სურვილიც არ მაქვს. რატომ?აი წარმოიდგინე მაგალითი.დედას ჰყავს დაუნის სინდრომით ან რა ვიცი რაიმე გენეტიკური დაავადებით დაავადრბული ბავშვი.(ეს დედის ჯვარია) მაგრამ ეს შვილი თუ გამომჯანმრთელდა იმას ხომ არ ნიშნავს რომ დედას სატარებელი ჯვარი არ აქვს? ანდაც მერწმუნე მამა თეოდორეს ეგ ფრაზა არაფერ შუაშია იმ შემთხვევასთან რომელსაც ჩვენ განვიხილავთ რატომ?იმიტომ რომ მის ერთ ერთ ქადაგებაში "ადამიანი"იგი ადამიანის უნიკალურობის ერთ ერთ მაგალითად გვისახავს ადამიანის სილამაზის აღქმას.ანუ საუკუნეების მანძილზე ვვითარდებიათ ადამიანებიო ვცვლით ყველაფფერსო მაგრამ ადამიანის სილამაზის სტანდარტები ჩვენს თვალში არ იცვლებაო.აი რატომ არ გვსურსო თუნდაც 4 თვალე 4 ხელი რომ გვქონდესო.თუნდაც ფიროსმანის ნახატებს დააკვირდითო რომელიც ერთი შეხედვით ყველას მოსწონს.ეგ ნახატები რომ გაცოცხლდესო ხომ არ მოგვეწონებაო? ასე რომ ადამიანი როგორც ხატი და მსგავსი უფლისა უნაკლოდაა გაჩენილი და უნაკლოება ჩადო უფალმა ადამიანში თუმცა ცვლილებების გომწვევ ფაქტორებს ისევ ადამის დაცემასთან ანუ ხორციელ,მატერიალურ კანონებზე დაყრდნობილ მოცემულოობებამდე მივყავართ.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
q.w.e
პოსტი May 20 2015, 03:26 PM
პოსტი #56


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 150
რეგისტრ.: 26-April 14
წევრი № 13,685



ციტატა
ჩემი აზრით მოკლედ...(შეიძლება ვცდები) პლასტიკური ოპერაცია არის ღვრთის ნების წინაამღდეგ წასვლა...... მაგრამ ახლა მე მიჩნდება კითხვა, მაშინ წამლების მიღებაც არასწორი უნდა იყოს რადგან ავადმყოფობაც ღვრთის ნებაა ანდა დაშვება

არ არის ცოდვა მაგ პრინციპით რითაც შენ მსჯელობ ეერთი მარტივი მიზეზის გამო ცოდვა ისაა რაც ღმრთისაგან განგაშორებს პლასტიკური ოპერაცია კიდე არის თუ არა ცოდვა მაშინ კონკრეტულ განხილვას საჭიროებს მაგრამ მსგავსი ფორმულირება არასწორია.იცი რას მაგონებს აი ასეთი მსჯელობა ??აი რამდენიმე წლის წინ რომ ამბობდა ეკლესიური ხალხიი კომპიუტერი ეშმაკისაააო და იქამდე არ მოისვენეს სანამ პატრიარქმა არ თქვა რომ კომპიუტერის გამოყჰენება შეიძლებოდა როგორც კარგი მხრივ ასევე ცუდათაც. ასევე აპლასტიკური ოპერაციაც შეიძლება ამით ადამიანმა აიშვას და თქვას დღეიდან მე ვარ და ჩემი ნაბადიო.მეორეს კი ან კომპლექსები მოეხსნას ან უკეთესად შეძლოს ს~საზოგადოებაშტან ურთიერთობა.

ციტატა
ჩემი აზრით ყველას უნდა რომ უფრო ლამაზად გამოიყურებოდეს ვიდრე არის...და ის აინტერესებს როგორ გამოჩნდება სხვის თვალში... შენ გაწუხებს შენი სიმახინჯე? (საერთოდ ვსვამ ამ კითხვას შეკითხვასავით) არა? მაშინ სხვის თვალში ლამაზად გამოჩენა გინდა

რას ნიშნავს უფრო ლამაზად?ანუ ლამაზი ხარ და უფრო ლამაზად?თუ მახინჯი ხარ და იმ დონემდე რომ რაღაც კონკრეტულმა ნაკლმა არ გადაფაროს შენი უნიკალურიობის აღმნიშნელი ნიშნები.რა შუაშია არგუმენტი:როგორ გამოჩნდები სხვის თვალში? არც ჩვენი ხორცი გვაწუხებს ზაფხულობით პირიქით გვცხელა მაგრამ შიშვლები იმიტომ არ დავდივართ რომ უზნეობაა და არაეთიკურია თუმცა პრინციპი მარტივია არ სხვის თვალშია და არა საკუთარ თვალში.

ციტატა
და ცხვირზე თუ ლაპარაკია მეც ვიტყვი პატარაობიდან კარგი და ლამაზი ცხვირი მქონდა მარა მერე ველოსიპედით მწარედ დავეცი სახით და ცოოოტა მგონი შეიცვალა

მაგრამ ჩემი აზრით ეს გამონათქვამი მართალია... ხადახან გარეგანი შინაგანს გამოხატავს.

და პატარაობიდან კარგი ცხვირი რომ მქონდა მაგრამ მერე გარდატეყის ასაკში იმდენად გაიზარდა და ცუდი ფორმა მიიღო რომ სუნთქვის დეფექტიც მაქ ეხლა რა ეს რას ნიშნავს კურდღელი გადაიქცა ხბოდ თუ რა სიტუაციაა?თუ ღვთის ნება იყო?სინამდვილეში ეს არის ფიზიოლოგიური მოვლენა აი ფიზიოლოგია კი ფიზიკურ ქიმიურ და ბიოლოგიურ კანონებთან ერთად მოქმედებს ჩვენზე მას შემდეგ რაც ადამი დაეცა!

ციტატა
თუ იმას დაასკვნის, რომ ცუდია, მაშინ მართალი ის იქნება რომ ცუდია. ხოლო იმ მამაომ ის დაასკვნა თუ რა შემთხვევაში არ არის ცუდი...

http://tbiliselebi.ge/?mas_id=4803&jurn_id=26&rubr_id=7 --მღვდელი საბა ბიგაშვილი
https://m.facebook.com/notes/ღვთი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
q.w.e
პოსტი May 20 2015, 03:39 PM
პოსტი #57


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 150
რეგისტრ.: 26-April 14
წევრი № 13,685



ციტატა
ამაზე ადრეც მიკამათია, ფაქტი ერთია წინაპართა ცოდვები არ გადადის შთამომავლობაზე. ადამის დაცემის შედეგი იყო ჩვენი მოკვდავი ბუნება, როდესაც ადმაიანს დაეხშო სამოთხის კარო ამიტომ მოვიდა ქრისტე და გამოისყიდა მისი პირველქმნილი ცოდვა. შავკანინაებს რაც შეეხება ერთია წინაპრის ცოდვის გადასვლა და მეორეა გარემო პირობები და შთამომავლობის დაწყევლა.

მე არსად მითქვამს ცოდვა გადადისო უბრალოდ უშუალოდ ცოდვის შედეგი მოქმედებს შტამომავლობაზე. აქ იგულოისხმება ნებისმიერი მანკიერება როგორც ფიზიკური ასევე სულიერი.

ციტატა
ბრმაც, რანაირი ინდივიდუალური მოვლენა.

ამ შემთხვევაში მაგ გაგებით რასაც ჩჩვენ განვიხილავთგ ან ინდივიდუალირ მოვლენა ან ექსკლუზივია იმიტომ რომ ფართოდ არის ცნობილი რომ წინაპარის ცოდვამ შეიძAლება ცუდი შედეგი გამოიღოს მომავალ თაობაზე. იქნება ეს სიბრმავე კანის შეცვლა თუ ასე შემდეგ.მაგრამ უფალი რახან ამბობს ღვთის საქმეები რომ გამოცხადებულიყოო ანუ ქრისტეს დაბადება რომ არ მომხდარიყო იმ დროს არც ის პიროვნება იქნებოდა ბრმა...

ციტატა
მაშინ ოპერაცია უნდა გავიკეთოთ რადგან ჯამრთელობას ექმნება საფრთხე.

და ექიმს ორი ვარიანტი აქვს ან გაგიკეთოს ოპერაცია და აღადგინოს როგორც ფორმა ასევე დეფექტი.ან ისე ქნას რომ სუნთქვაში ხელის შემშლელი არ იყოს მაგრამ დატოვოს ის ფორმა რომელმაც უშუალოდ ბუნებრივად გამოიწვია ეს ყველაფერი.

ციტატა
ჩემი აზრით ყველაფერი ღვთის ნებით ხდება, უფრო სწორედ არაფერი არ ხდება ღვთის ნების გარეშე. ეს რეალურად ასეც არის.

მე რომ ავდგე ეხლა და ვიღაცა უმიზეზოდ მოვკლა ეს არ არის ღვთის ნება.ეს დაშვებაა დაშვება და ნება კი ერთად განგების ნაწილებია ასე რომ პრინციპულად არასწორია ეგ იწნადადება რომელიც დაწერე.
ციტატა
ჩემი აზრი ეს არის თუ ადამიანს სოციალურ აქტივობაში ან სოციუმთან ურთეიერთობაში ხელს არ უშლის ასევე საკუთარ ჯამრთელობასთან არ ქმნის პრობლემებს ყველანაირი პლასტიკური ოპერაცია ცხვირი იქნება ტუჩი თუ სახის გადატკლეცვა ჩემთვის არასწორია.

აი ეხლა მესმის შენი ნათქვამი. იმიტომ რომ თუ ადამიანი კომპლექსების მოხსისა და ჯანმრთელობის პრობლემის გარდა სხვა რაიმე მიზეზის გამო თუ იკეთებს ოპერაციას ეს უკვე 99.9 შემთხვევაში ცოდვის მოტივითაა დამუხტული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი May 20 2015, 06:05 PM
პოსტი #58


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



q.w.e
ციტატა
მე არსად მითქვამს ცოდვა გადადისო უბრალოდ უშუალოდ ცოდვის შედეგი მოქმედებს შტამომავლობაზე. აქ იგულოისხმება ნებისმიერი მანკიერება როგორც ფიზიკური ასევე სულიერი.

ციტატა
ამ შემთხვევაში მაგ გაგებით რასაც ჩჩვენ განვიხილავთგ ან ინდივიდუალირ მოვლენა ან ექსკლუზივია იმიტომ რომ ფართოდ არის ცნობილი რომ წინაპარის ცოდვამ შეიძAლება ცუდი შედეგი გამოიღოს მომავალ თაობაზე. იქნება ეს სიბრმავე კანის შეცვლა თუ ასე შემდეგ.მაგრამ უფალი რახან ამბობს ღვთის საქმეები რომ გამოცხადებულიყოო ანუ ქრისტეს დაბადება რომ არ მომხდარიყო იმ დროს არც ის პიროვნება იქნებოდა ბრმა...

ვერ მივხვდი. მაშინ ცოდვის გადსვლა რას ნიშნავს? იმ ქვეყნად ბაბაუაშენმა რაც ჩაიდინა ის მოგკითხონ ? ის რომ ბაბუაშენი ცუდი ქცევა შენს პიროვნებაზე მოქმედებს ეს რა არის?
ციტატა
და ექიმს ორი ვარიანტი აქვს ან გაგიკეთოს ოპერაცია და აღადგინოს როგორც ფორმა ასევე დეფექტი.ან ისე ქნას რომ სუნთქვაში ხელის შემშლელი არ იყოს მაგრამ დატოვოს ის ფორმა რომელმაც უშუალოდ ბუნებრივად გამოიწვია ეს ყველაფერი.

არასწორია რადგან ნახევრად ნამკურნალები ადიამინი გინახავს? მაგალითად ფეხი მოიტეხე და და მხოლოდ თაბაშირი დაგადო მოხსნით შენ მოიხსნეი ან ეგრე იარე მთავარია ხომ ივლიო.
ციტატა
მე რომ ავდგე ეხლა და ვიღაცა უმიზეზოდ მოვკლა ეს არ არის ღვთის ნება.ეს დაშვებაა დაშვება და ნება კი ერთად განგების ნაწილებია ასე რომ პრინციპულად არასწორია ეგ იწნადადება რომელიც დაწერე.

საქმე ისაა რომ პიროვნულად შენ იღებ გადაწყვეტილებას მოკლა თუ არა ვიღაც მაგრამ ღვთის ნებით ხვდები ამ არჩევნის წინაშე. ამაზე მაქვს საუბარი.

ციტატა
აი ეხლა მესმის შენი ნათქვამი. იმიტომ რომ თუ ადამიანი კომპლექსების მოხსისა და ჯანმრთელობის პრობლემის გარდა სხვა რაიმე მიზეზის გამო თუ იკეთებს ოპერაციას ეს უკვე 99.9 შემთხვევაში ცოდვის მოტივითაა დამუხტული

დაახლოებით ეგ მინდოდა მეთქვა, უბრალოდ კომპლექსის მოხსნა საკმაოდ ფართოდ გულისხმობს, მე კი ვგულისხმობ იმას თU ხელი ეშლებაპ ირვონულად საზოგადოებასთნ ურთეერთობაში და არა იმას რომ "უტყდბება" დიდი ცხვირი.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
q.w.e
პოსტი May 20 2015, 06:26 PM
პოსტი #59


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 150
რეგისტრ.: 26-April 14
წევრი № 13,685



ციტატა
ვერ მივხვდი. მაშინ ცოდვის გადსვლა რას ნიშნავს? იმ ქვეყნად ბაბაუაშენმა რაც ჩაიდინა ის მოგკითხონ ? ის რომ ბაბუაშენი ცუდი ქცევა შენს პიროვნებაზე მოქმედებს ეს რა არის?

ცოდვის გადასვლას არ ვამართლებ ანუ მე თუ ვიღაცა დავჩაგრე ჩემი შვილის რა ბრალია?მაგრამ მე თუ ჩემი საქციელით იმ გარემოში შევცვალე მდგომარეობა რაშიც ჩემი შთამომავლობა იცხოვრებს ასეთ შემთხვევაში შთამომავლობას მოუწევს იტანჯოს ჩემს გამო.
ციტატა
ვერ მივხვდი. მაშინ ცოდვის გადსვლა რას ნიშნავს? იმ ქვეყნად ბაბაუაშენმა რაც ჩაიდინა ის მოგკითხონ ? ის რომ ბაბუაშენი ცუდი ქცევა შენს პიროვნებაზე მოქმედებს ეს რა არის?

ხომ მაგრამ მე ხომ გენეტიკურად მერგო?უფლის ნება იყო და მორჩა.... ის მინდა ვთქვა რომ გენეტიკა და საერთოდაც ნებისმიერი რამ ამქვეყნად დახუნძლულია ცოდვის ნაყოფით ხოლო უფალის არც ცოდვა და არც მისი ნაყოფია
ციტატა
საქმე ისაა რომ პიროვნულად შენ იღებ გადაწყვეტილებას მოკლა თუ არა ვიღაც მაგრამ ღვთის ნებით ხვდები ამ არჩევნის წინაშე. ამაზე მაქვს საუბარი.

მესმის არსი აბსოლიტურად სწორად გესმის უბრალოდ მანდ ფორმულირებაშია რა შეცდომა. განგება სხვაა ნება სხვაა.

ციტატა
დაახლოებით ეგ მინდოდა მეთქვა, უბრალოდ კომპლექსის მოხსნა საკმაოდ ფართოდ გულისხმობს, მე კი ვგულისხმობ იმას თU ხელი ეშლებაპ ირვონულად საზოგადოებასთნ ურთეერთობაში და არა იმას რომ "უტყდბება" დიდი ცხვირი.

და "უტყდებაში" რას გულისხმობ როგორ დმაოკიდებულებას?იქნებ მაგალითი მოიყვანო.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Zukazuka314
პოსტი May 21 2015, 02:45 AM
პოსტი #60


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 229
რეგისტრ.: 8-March 15
წევრი № 14,036



ზევით ცუდად დავწერე biggrin.gif მიდრეკილებები არის ეგ "მემკვიდრეობა" ცხვირი კიარა biggrin.gif

ციტატა
აუ ეხლა შენ თუ ფიქრობ რომ რაიმე გენეტიკური მანკიერება ჯვარია რომელიც ადამიანმა სიცოცხლის ბოლომდე უნდა ატაროს უბრალოდ საუბარის გაგრძელების სურვილიც არ მაქვს


ეგ მაგალიტად მოვიყვენე... რაგაც "მივამგვანე" მაგრამ არ გამოვიდა biggrin.gif

ციტატა
ნდაც მერწმუნე მამა თეოდორეს ეგ ფრაზა არაფერ შუაშია იმ შემთხვევასთან რომელსაც ჩვენ განვიხილავთ რატომ?იმიტომ რომ მის ერთ ერთ ქადაგებაში "ადამიანი"იგი ადამიანის უნიკალურობის ერთ ერთ მაგალითად გვისახავს ადამიანის სილამაზის აღქმას.ანუ საუკუნეების მანძილზე ვვითარდებიათ ადამიანებიო ვცვლით ყველაფფერსო მაგრამ ადამიანის სილამაზის სტანდარტები ჩვენს თვალში არ იცვლებაო.აი რატომ არ გვსურსო თუნდაც 4 თვალე 4 ხელი რომ გვქონდესო.თუნდაც ფიროსმანის ნახატებს დააკვირდითო რომელიც ერთი შეხედვით ყველას მოსწონს.ეგ ნახატები რომ გაცოცხლდესო ხომ არ მოგვეწონებაო? ასე რომ ადამიანი როგორც ხატი და მსგავსი უფლისა უნაკლოდაა გაჩენილი და უნაკლოება ჩადო უფალმა ადამიანში თუმცა ცვლილებების გომწვევ ფაქტორებს ისევ ადამის დაცემასთან ანუ ხორციელ,მატერიალურ კანონებზე დაყრდნობილ მოცემულოობებამდე მივყავართ.


მამა თეოდორეს ეგ "ადამიანი" და რაგაც 4 ხელი და ფიროსმანზე ქადაგებები არ ვიცი... მაგრამ მე რაც ვთქვი სრულიად შეესაბამება იმას რომ როცა ადამიანს აქვს მიდრეკილება მის შვილსაც შიეილება ქონდეს აი ის რომ ძროხის შვილი ძროხაა...

ციტატა
დედას ჰყავს დაუნის სინდრომით ან რა ვიცი რაიმე გენეტიკური დაავადებით დაავადრბული ბავშვი.


ბავშვისთვის კი ცხონების გზა...

ციტატა
არ არის ცოდვა მაგ პრინციპით რითაც შენ მსჯელობ ეერთი მარტივი მიზეზის გამო ცოდვა ისაა რაც ღმრთისაგან განგაშორებს პლასტიკური ოპერაცია კიდე არის თუ არა ცოდვა მაშინ კონკრეტულ განხილვას საჭიროებს მაგრამ მსგავსი ფორმულირება არასწორია.იცი რას მაგონებს აი ასეთი მსჯელობა ??აი რამდენიმე წლის წინ რომ ამბობდა ეკლესიური ხალხიი კომპიუტერი ეშმაკისაააო და იქამდე არ მოისვენეს სანამ პატრიარქმა არ თქვა რომ კომპიუტერის გამოყჰენება შეიძლებოდა როგორც კარგი მხრივ ასევე ცუდათაც. ასევე აპლასტიკური ოპერაციაც შეიძლება ამით ადამიანმა აიშვას და თქვას დღეიდან მე ვარ და ჩემი ნაბადიო.მეორეს კი ან კომპლექსები მოეხსნას ან უკეთესად შეძლოს ს~საზოგადოებაშტან ურთიერთობა.


მთავარია ღმერთთან ურთიერთობა ისწავლოს, აი ამ ცოდნის მერე კი ხალხთან არ გაჭირდება ურთიერთობა... კომპიუტერი რა შუაშია, როდესაც ღვრთის დეშვეაბაზე და ნებაზე ვლაპარაკობთ (უფრო დაშვებაზ)..

ციტატა
როგორ გამოჩნდები სხვის თვალში? არც ჩვენი ხორცი გვაწუხებს ზაფხულობით პირიქით გვცხელა მაგრამ შიშვლები იმიტომ არ დავდივართ რომ უზნეობაა და არაეთიკურია თუმცა პრინციპი მარტივია არ სხვის თვალშია და არა საკუთარ თვალში.


შუაში კიარა თავშია... 99 პროცენთს ღმერთისგან ბოძებული სილამაზე არ აკმაყოფილებს და უნდა ლამაზად გამოჩენა და ყურადღების ცენტრშI ყოფნა... მაგალითად ავიღოთ ტატუ... რატომ იკეთებს გოგონა ანდა ადამიანი ტატუს?....... აი ტატუს რომ იკეთებს მაგალითად ბეჭზე ან კისერზე, შენ უყურებ? იმიტომ გაიკეთე რომ შენთვალში გინდა გამოჩნდეს? არა.... ხოლო რომ იცოდე არაბები "შეფუთულები" დადიან ზამთარ-ზაფხულ... წყალშიც ეგრე ჩადიან და არა შემედავო აქ სულ მაგნაირებს ვუყურებ... რომ იცოდე ისეთ არაბებს რომელსაც პირბზადე უკეთიათ ნაყინსაც ვერ ჭამენ... და არამგონია დედაოს რომ დასცხეს ანაფორა გაიძროს... ანდა თუნდაც მამაომ

ციტატა
ს რას ნიშნავს კურდღელი გადაიქცა ხბოდ თუ რა სიტუაციაა?თუ ღვთის ნება იყო?სინამდვილეში ეს არის ფიზიოლოგიური მოვლენა აი ფიზიოლოგია კი ფიზიკურ ქიმიურ და ბიოლოგიურ კანონებთან ერთად მოქმედებს ჩვენზე მას შემდეგ რაც ადამი დაეცა!


ჯერ ფიზიოლოგიურიო და მერე ადამის დაცემა... ადამის დაცემის შედეგი არის ჩვენი მიდრეკილებები....!!!! და არა ჩვენი ცხვირის ზომა გარდათეხის ასაკის დროს....!!!! კარგი სიტყვაზე ადამის გამო დავმახინჯდით, მან შვილები მაშინ გააჩინა როცა იყო დაცემული და რაგინდა ახლა, ძროხას ხომ ძროხა უჩნდება? (ისე რას გადავეიდე ძროხას... biggrin.gif ) ადამს ნუ აბრალებ და თუნდაც ღმერთს... უფრო სწორად ჩვენი პრობლემების მიზეზებად ადამის "შეცდომები" ნუ მოგყავს...

ციტატა
ამ შემთხვევაში მაგ გაგებით რასაც ჩჩვენ განვიხილავთგ ან ინდივიდუალირ მოვლენა ან ექსკლუზივია იმიტომ რომ ფართოდ არის ცნობილი რომ წინაპარის ცოდვამ შეიძAლება ცუდი შედეგი გამოიღოს მომავალ თაობაზე. იქნება ეს სიბრმავე კანის შეცვლა თუ ასე შემდეგ.მაგრამ უფალი რახან ამბობს ღვთის საქმეები რომ გამოცხადებულიყოო ანუ ქრისტეს დაბადება რომ არ მომხდარიყო იმ დროს არც ის პიროვნება იქნებოდა ბრმა...


რას იძახი ახლა ძე ღმერთI რომ არ განკაცებულიყო ბრმა არ იქნებოდა??? არ იცი რომ წინაპრების ცოდვა შენი ცოდვა არ არის... ადამის შეცდომა არის იგივე მიდრეკილებები რაც მას ქონდა, ყველაფერი...

ციტატა
აი ეხლა მესმის შენი ნათქვამი. იმიტომ რომ თუ ადამიანი კომპლექსების მოხსისა და ჯანმრთელობის პრობლემის გარდა სხვა რაიმე მიზეზის გამო თუ იკეთებს ოპერაციას ეს უკვე 99.9 შემთხვევაში ცოდვის მოტივითაა დამუხტული


კი... მე არ ვამბობ რომ პლასტიკური ოპერაცია დაუშვებელია და ცოდვაა დიდი (თუკი მიზეზი პრობლემებია, და არა უკმაყოფილება) ... მაგრამ როდესაც არ გჭირს არაფერი და შენი თუჩების ზომა არ მოგწონს და უფრო დიდი გინდა კარგი არ მგონია...

ციტატა
ღვთის ნებით ხვდები ამ არჩევნის წინაშე.


შეილება ნაწილობრივ მართალი ხარ მაგრამ ზუსთად არ ვიცით ეს ზუსთად როგორ მოქმედებს ღვრთის ნება თუ დაშვება ადმიანის თავისუფალ ნებასთან ერთად, ისე რომ არ ერევა მის ნებაში... პასუხი მგონი აქ არ არის... ამ ქყვეყანაზე biggrin.gif და ძნელია ბოლომდე გაგება ღვრთის ნებაშI და დაშვებაშI ამას მარტო გ სახვას არ ვეუები საერტოდ ვიძახი....

ციტატა
მე რომ ავდგე ეხლა და ვიღაცა უმიზეზოდ მოვკლა ეს არ არის ღვთის ნება.ეს დაშვებაა დაშვება და ნება კი ერთად განგების ნაწილებია ასე რომ პრინციპულად არასწორია ეგ იწნადადება რომელიც დაწერე.


წინადადება არასწორია და შენი ნაწერიც რადგან არ არის ბოლომდე განაგები ღვრთის ნება და დაშვევა.... მაგრამ ეს იმას არ ცვლის რომ ყევალფერი ღვრთის დაშვებით ხდება.... საიდუმლოა და გაუგებარია ადამიანის სიკვდილი და დაბადება მაგალითად ადამიანი თუ ადამიანს მოკლავს ეს ადამიანის არჩევანიცაა და ღმერთის დაშვებაც და შეილება, შეილება ნებაც, ისე რომ ადამაინის თავისუფალ ნებას არ ეხება... დაბადებაც, როგორ დაიბადება ბავშვი, "უკანონოდ" თუ "კანონიერად" ეგეც ღვრთის ნება და/თუ დაშვებაა...

და ახლა ამ ჩემი ნაწერიდან არ დაწო ღვრთის ნების ან დაშვების გამტყუნება ან ჩემი გამტყუნება რადგან ღვრთის ნება როგორ იქნება როცა მე ადამიანს მოვკლავ ანდა როცა ღმერტის "ნებით ვკვლავ" (ღმერთო მაპატიე ასეთი კომენტარისთვის) რატომ მსჯის ღმერტი...? არასოწორია რადგან ღვრთის ნება ადამიანის თავისუფალთან ერთად რომ მოქმედებს და თან ისე რომ მის თავიფსუალ ნებას არ ეხება ჯერჯერობით "ამოუხსნელია"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

9 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 10:32 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი