თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საქართველოს ისტორია _ ჩემი სოფელი

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Feb 2 2008, 10:41 PM

საეკლესიო სოფელი აკურა

სოფ. აკურა, რომელიც ქ. თელავს დაშორებულია 16 კმ-ით, გაშენებულია ავტომაგისტრალის ორივე მხარეს. ვახუშტის აღწერაში ნათქვამია `... მოერთვის ალაზანს დასავლეთიდამ აკურის ხევი, გამოსდის გომბორისა და ცივის მთას~.
აკურის მოსაზღვრე ვანთის ხევს ეწოდება `ვანთურა~, თვითონ სოფელს კი ვანთა.
დღევანდელ საცხოვრისში ჩამოსახლებამდე (ჩამოსახლება იწყება XIX საუკუნიდან) აკურელები ცხოვრობდნენ ამავე ხეობაში, ოღონდ ზემოთ, მთის ძირას, ამ ადგილს ახლაც სოფლელები `ნამოსახლარს~ ეძახიან. დღეს, რომ სოფლის თავია, იგი ძველად სოფლის ბოლო იყო. იმ ადგილს სადაც ახლა სასაფლაო მდებარეობს, ვანთის მხარეს ღვთისმშობლის სახ. ეკლესია, ხოლო აკურის მხარეს წმ. ელია წინასწარმეტყველის სახ. ეკლესია, შუა სოფელი ეწოდებოდა; ხოლო მთის ძირს, სადაც მდებარეობს დავით გარეჯის დედათა მონასტერი ვანთის ხევის მხარეს, ხოლო წმ. გიორგის სახ. ეკლესია აკურის ხევის მხარეს – ზედა სოფელი ეწოდებოდა.
აკურაში შემონახულია გადმოცემა, რომ ძველად სოფ. აკურა კიდევ უფრო ზემოთ – აკურის ხევის სათავის ახლოს `ნახიზნარში~ მდებარეობდა. ამ ადგილებში დღესაც შეინიშნება სოფლის ნაკვალევი, რომელსაც ახლაც `ნაკალოვრებს~ ეძახიან, იქვეა `ნამარნევი~, რომელსაც ამავე სახელით იცნობენ, მის ახლომახლო შემორჩენილია `საწნახელები~ და სამეურნეო კულტურის კიდევ სხვა ნაშთები. იმავე არემარეში, ძნელად მისადგომ კლდეში, არის გამოქვაბული, რომლის შესახებ ხალხში შემონახულია გადმოცემა: ერთი ვარიანტით, იქ ცხოვრობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან, მეტწილად ქართლიდან ბატონებისაგან გამოქცეული ხალხი, რომლებიც ამ გამოქვაბულში იმალებოდნენ; გადმოცემის მეორე ვარიანტის მიხედვით გამოქვაბულში შიშიანობის – ლეკიანობის დროს იხიზნებოდა სოფელი და აქვე მალავდნენ ქონებას. გადმოცემის ორივე ვარიანტის სინამდვილე არაა შესაძლებლობას მოკლებული, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ გამოდგება დასკვნის საბუთად.
დღემდე შემორჩენილი ისტორიული მასალების მიხედვით დგინდება, რომ სოფ. აკურა იყო ერთ-ერთი უძველესი სოფელი, რომელიც მიწის ნაკლებობას არასოდეს განიცდიდა.
მეცნიერების მიერ შესწავლილი მასალების მიხედვით შესაძლებელია საკვირველმოქმედი წმინდა მამის ილარიონ ქართველის მშობლიურ სოფლად აღნიშნული სოფელი მივიჩნიოთ. თუ ვიხელმძღვანელებთ `ძველი ათონური~ ხელნაწერებით და გავეცნობით წმ. მამის ბიოგრაფიას, თვალნათლივ დასტურდება, რომ იგი იყო დიდგვაროვანი წრიდან, დაიბადა კახეთის მხარეში. თავის მამულთან ახლოს დედას და დას 855 წელს აუშენა დავით გარეჯელის სახელობის დედათა მონასტერი, შესწირა დიდძალი ქონება და რამოდენიმე სოფელი, სავარაუდოთ სოფ. აკურა, ვანთა, ბუშეტი. ეს სოფლები საარქივო დუკუმენტებში გასაბჭოებამდე მოიხსენიებოდა საეკლესიო სოფლებად.
1923 წლიდან დაიწყო ეკლესია-მონასტრის დანგრევა, გაძარცვა, ნაწყალობელი მიწების ჩამორთმევა (იმ დროისათვის 3000 ჰექტარი); შეწყდა ბერმონაზვნური ცხოვრება, ხალხში დაისადგურა ათეიზმმა; დაიწყეს სასულიერო პირების დევნა-დაპატიმრებები, უკრძალავდნენ მსახურებას, ბოლშევიკებმა 1923 წლის 4 მაისს წვერი გაპარსეს და მღვდელმსახურების ჩატარება აუკრძალეს წმ. ილია წინასწარმეტყველის სახ. ეკლესიის მღვდელს ლავრენტი გუგუტიშვილს. ე.წ. `კომსომოლებმა~ ამ ეკლესიას ჩამოხსნეს ზარები და დაანგრიეს სამრეკლო. ბოლო წლებში ხალხის მონდომებით დაიწყო ამ ეკლესიის აღდგენა, აღდგენილია ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაც.
დღეს-დღეობით სავალალო მდგომარეობაშია აკურის `დავით-გარეჯის~ დედათა მონასტერი, რომელსაც მცირე რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 1956 წელს. მოსახლეობის დიდი სურვილის მიუხედავად, კულტურის სამინისტრომ დღემდე ვერ შეძლო აღდგენა – რეკონსტრუქციისათვის საჭირო თანხის მოძიება. დღემდე შემორჩენილია: სამნავიანი ბაზილიკა, ნამარნევი. ტაძარი გადახურულია ქართული კრამიტით, რომელიც ნაწილობრივ შესაკეთებელია და გასაწმენდია ხე – მცენარეებისაგან; ბზარები აქვს მიღებული ყველა კედელს, მათ შორის კანკელს; კარების გარეშეა ტაძარში შესასვლელი და გამოსასვლელი; აღსადგენია ჯერ კიდევ შემორჩენილი ფრესკები. აღმოსავლეთის ფასადზე შემორჩენილია ორსაფეხურიანი მრგვალი ნიში, რომელშიც ჩახატულია ქრისტეს თავი უნიმბოდ, დისკოს მინდვრებზე დიაგონალურად გამოსახულია ოთხი ანგელოზი უფრთებოდ. მათ შორის, საშუალო მედალიონის რადიალურად ერთურთისაგან დაცილებადი (განშორებადი) ქვების კიდეებზე სწორხაზოვნადაა დახატული წითელი სხივები. სტილისტიკურად ეკლესიის მოხატულობის სახეებს თვისი ინდივიდუალური ხასითი აქვთ, ისინი ვარდისფერისანი იყვნენ, ეს ფერი ქრისტეს პირისახეზეა შენარჩუნებული, რომელიც ნიშშია (წალოშია).
დღემდე სოფლის მოსახლეობა აღნიშნავს `დავითობას~ - სოფლის დღესასწაულს, რომელიც იმართება ამაღლების შემდგომი კვირის ხუთშაბათს. ხალხი თანდათან უბრუნდბა ეკლესიურ ცხოვრებას და იმედი აქვს ერთადერთი ღმერთის და კეთილი ადამიანების, რომ დაეხმარებიან ამ უძველისი მონასტრის აღდგენა – ამოქმედებაში.
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ახლახანს აღმოაჩინეს წმ. ილარიონ ქართველის მიერ დაარსებული მამათა მონასტერი, რომელიც აკურის დედათა მონასტრიდან 4-კმ მანძილზე მდებარეობს. იქნებ, ახლა მაინც მიექცეს ყურადღება ამ კომპლექსს

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2008, 05:23 PM

Amuza

თემა კარგი და საინტერესოა, მაგრამ მოხარული ვიქნები თუ ქართული შრიფტით დადებ საწყისს პოსტს რომ წაკითხვა შესაძლებელი იყოს და სხვა ფორუმელებმაც დადონ თავიანთი სოფლების ისტორია smile.gif

პოსტის ავტორი: iani თარიღი: Feb 5 2008, 08:05 PM

ჩემი სოფელი უულამაზესია smile.gif მაგრამ კიდე zafxuli.gif უფრო ლამაზი და თბილი ხალხი ცხოვრობს.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 5 2008, 08:35 PM

გაიხარე Amuza!

მარინე მოვაქართულე 2kiss.gif (www.convert.ge)

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Feb 6 2008, 01:06 PM

ჯიგრები ხართ!

და რა კარგია ჩემი სოფელი! (სიმღერა რომაა) biggrin.gif

მაგრამ ის ტეხავს იქ ჩასულს ბებია და პაპა რომ აღარ მეგებება. ასე, რომ იშვიათად ტუღა ჩავალ ხოლმე sad.gif

სოფელი აკურა. წმ. ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია (აღდგენის პროცესშია)

http://img341.imageshack.us/my.php?image=1003568mz5.jpg

http://img341.imageshack.us/my.php?image=picture040js4.jpg

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 6 2008, 02:04 PM

ციტატა(k@the @ Feb 5 2008, 08:35 PM) *

გაიხარე Amuza!

მარინე მოვაქართულე 2kiss.gif (www.convert.ge)

მადლობა, ქეთი 2kiss.gif

ციტატა(Amuza @ Feb 6 2008, 01:06 PM) *

ჯიგრები ხართ!

და რა კარგია ჩემი სოფელი! (სიმღერა რომაა) biggrin.gif

მაგრამ ის ტეხავს იქ ჩასულს ბებია და პაპა რომ აღარ მეგებება. ასე, რომ იშვიათად ტუღა ჩავალ ხოლმე sad.gif

სოფელი აკურა. წმ. ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია (აღდგენის პროცესშია)

http://img341.imageshack.us/my.php?image=1003568mz5.jpg
http://img341.imageshack.us/my.php?image=picture040js4.jpg

მადლობა მინდა გადაგიხადო ინფორმაციისა და სურათებისთვის. მოხარული ვიქნები თუ სახელს გვეტყვი, რომ სახელით მოგმართო.

ამავდროულად მეგობრულად მინდა გთხოვო, რომ საქართველოს ისტორიის განყოფილებაში საუბრისას ჟარგონები არ გამოიყენო.

დაახლოებით მსგავსი შენიშვნა ამ თემაშიც მოგეცი:

http://church.ge/index.php?showtopic=3389&st=20

პატივისცემით

მარინე

ციტატა(iani @ Feb 5 2008, 08:05 PM) *

ჩემი სოფელი უულამაზესია smile.gif მაგრამ კიდე zafxuli.gif უფრო ლამაზი და თბილი ხალხი ცხოვრობს.

თუ რაიმე საინტეროს იცი შენი სოფლის იტორიიდან და მოგვაწვდი, მადლობლები ვიქნებით smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 6 2008, 03:53 PM

სოფელ მაწიმი

სოფელ მაწიმი ჯერ კიდევ VII საუკუნის ისტორიული წყაროებში მოიხსენება. ამ პერიოდისათვის ჩამოყალიბდა ჰერეთის სამთვრო ანუ აღმოსავლეთ კახეთი საინგილო. მის შემადგენლობაში შედიოდა მაწიმიც, რომელსაც იმ დროისთვის მაჭის ეძახოდნენ ეს სახელწოდება მან მიიღო ჰერეთის მთვრის, ვინმე მაჭის, საპატივცემლოდ.

იმ დროისთვის საქართველოს თავს ესხმოდნენ დაღესტნელი ლეკები, მათგან თავდასაცავად სამთავროს ერისთავმა მაჭიმ, სოფლიდან 5-6კმ დაშორებით ააშენა ციხე, რომელსაც მაჭის ციხე უწოდა, თუმცა ვარაუდობენ, რომ თოდას ციხეც ერქვა.

ვახუშტი ბაგატიონის ისტორიული აღწერილობით ცნობილია, ,,რომე საჰერეთოში, იქ სადაც ბელექნის გზა გადმოდის საქართველოში, გზის ჩრდილოეთით არსებობდა მეფეების რეზიდენცია, ხოლო ამ რეზიდენციის ზემოთ, ორი კილომეტრიც დაშორებით არის თოდას ციხე, რომელსაც მაჭის ციხე უწოდეს”.

შაჰ-აბასის შემოსევების შემდეგ (XVII ს) ლაგოდეხის რ-ში, მათ შორის მაწიმშიც, აღარავის უცხოვრია, მხოლოდ XIX საუკუნის დასაწყისში ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ, რუსეთის იმპერატორის ბრძანებით აქ რუსი და პოლონელი სამხედროები ჩამოუსახლებიათ. 1850-1860წ.წ. ჩასახლება მოხდა ახლანდელი კალინოვკის (ლაგოდეხის უბანი), რომანოვკის (ახლანდელი რაჭისუბანი), სლობოდკისა და დღევანდელი მაწიმის ტერიტორიაზე. რუსების ჩამოსახლება მოჰყვა ადგილობრივი ტოპონიმების შეცვლა.

1905წ. რევოლუციის პერიოდში მოხდა რუსების და ქართველების შეჯახება. რუსებმა დატოვეს სოფელი და გაიქცნენ. ხოლო მათ ადგილებში ჩასახლდნენ ქართველები. რევოლუციის შემდეგ რუსები ისევ უკან დაბრუნდნენ. ქართველების დასახლება სოფელში ძირითადად დაიწყო 1916წლიდან.თავდაპირველად სოფელში მხოლოდ 16 კომლი ცხოვრობდა, 1918წლიდან ინტენსიურად ხდება სოფლის დასახლება.

1923წელს სოფელში გაიხსნა პირველი სკოლა დაწყებითი განათლებით. სკოლის მშენებლობისათვის შეძენილი იქნა ნადიროვის თამბაქოს საშრობი, რომლის მასალისაგანაც ააგეს ოთხოთახიანი სკოლის შენობა. 1938 წელს სკოლა გადაკეთდა შვიდწლიან არასსრულ სკოლად. 1946 წელს –რვაწლიანი, ხოლო 2004 წელს – საშუალო სკოლად

ლეგენდები და თქმულებები

თქმულებების თანახმად იმ ადგილას სადა სოფელი მაწიმი მდებარეობს ადრე გაუვალი ტყე ყოფილა, მაგრამ ამის მიუხედავად იქ რუსებს პატარა სოფელი მაინც გაუშენებიათ და მისთვის ელიზავიტოვკა დაურქმევიათ ჰერეთის ერთ-ერთი მთავრის ასულის საპატივცემლოდ მაგრამ რუსები იქ დიდხანს არ გაჩერებულან. აღმოსავლეთიდან ლეკების შემოსევისა და მათი აწიოკების გამო.ალექსანდრე პირველის მეფობის დროს ლეკებს ქართველი კაცი შეუპყრიათ და აინტერესებდათ ფაეგოთ სად ცხოვრობდა იგი. ქართველმა ლეკებს ვერაფერი გაუგო და გაიძახოდა მაჭ, მაჭ, მაჭ(მაჭამეთო), რადგან ძალიან შიოდა და აქედან შემოვიდა სახელი მაჭი, შემდგომ კი მაწიმი უწოდეს.

http://www.garemo.dlf.ge/matsimi/node/9

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Feb 6 2008, 11:02 PM

ციტატა(marine @ Feb 6 2008, 03:53 PM) *

მე მაპატიეთ, მომავალში გავითვალისწინებ,რომ ჟარგონები უკუვაქციო. ჩემი სახელია გიორგი.

საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდე სოფელ მაწიმზე. ლადოდეხში არ ვარ ნამყოფი და მაგ რაიონის ნახვა მაინტერესებს,ასევე მინდა საინგილო მოვინახულო.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2008, 12:16 PM

ციტატა(Amuza @ Feb 6 2008, 11:02 PM) *

მე მაპატიეთ, მომავალში გავითვალისწინებ,რომ ჟარგონები უკუვაქციო. ჩემი სახელია გიორგი.

საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდე სოფელ მაწიმზე. ლადოდეხში არ ვარ ნამყოფი და მაგ რაიონის ნახვა მაინტერესებს,ასევე მინდა საინგილო მოვინახულო.

მადლობა, გიორგი smile.gif

სოფელ მაწიმზე ინტერნეტში ვნახე ინფორმაცია, მანამდე გაგებული არ მქონდა.

რაც შეეხება საინგილოს, რაკი დაინტერესებული ხარ, შეგიძლია ეს საიტი ნახო http://saingilo.iatp.ge/

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Feb 17 2008, 03:55 AM

სოფელი ხვანჭკარა.
სოფელი ხვანჭკარა (ამბროლაურის რაიონი)ამბროლაურიდან 14 კმ.
ისტორიული ცნობებით ეს სოფელი ყველაზე ადრე იხსენიება 7 საუკუნეში.
მოგვიანებით კი ჩანს საყიფიანო რომლის ცენტრიც სწორედ სოფ.ხვანჭკარა იყო.(სოფ.ჭრებალოდან.სოფ.სადმელამდე).თვით ყიფიანები იხსენიებიან 7-8 საუკუნიდან მხოლოდ სვანეთის აზნაურებად.მაგრამ 9 საუკუნეში გადმოსახლებულან გარკვეული ნაწილი და დასახლებულა სოფ.ხვანჭკარის ,ტოლის და ბუგეულის ტერიტორიაზე მაგრამ თავადის ტიტული სწორედ ხვანჭკარელ ყიფიანებს მიუღიათ,დანარჩენები კი მხოლოდ აზნაურები დარჩნენ.
16-17 საუკუნეში სოფ.ხვანჭკარა რმოდენიმე ისტორიულ წყაროში იხსენიება როგორც ერთ ერთი დაწინაურებული სათავადოს ცენტრი.სოფელში შემორჩენილია 3 კარის ეკლესიის ნანგრევები და 4 ციხე.

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Feb 19 2008, 01:38 PM

ციტატა(yipiani gio @ Feb 17 2008, 03:55 AM) *

სოფელი ხვანჭკარა.
სოფელი ხვანჭკარა (ამბროლაურის რაიონი)ამბროლაურიდან 14 კმ.
ისტორიული ცნობებით ეს სოფელი ყველაზე ადრე იხსენიება 7 საუკუნეში.
მოგვიანებით კი ჩანს საყიფიანო რომლის ცენტრიც სწორედ სოფ.ხვანჭკარა იყო.(სოფ.ჭრებალოდან.სოფ.სადმელამდე).თვით ყიფიანები იხსენიებიან 7-8 საუკუნიდან მხოლოდ სვანეთის აზნაურებად.მაგრამ 9 საუკუნეში გადმოსახლებულან გარკვეული ნაწილი და დასახლებულა სოფ.ხვანჭკარის ,ტოლის და ბუგეულის ტერიტორიაზე მაგრამ თავადის ტიტული სწორედ ხვანჭკარელ ყიფიანებს მიუღიათ,დანარჩენები კი მხოლოდ აზნაურები დარჩნენ.
16-17 საუკუნეში სოფ.ხვანჭკარა რმოდენიმე ისტორიულ წყაროში იხსენიება როგორც ერთ ერთი დაწინაურებული სათავადოს ცენტრი.სოფელში შემორჩენილია 3 კარის ეკლესიის ნანგრევები და 4 ციხე.

საინტერესოა. ასეთი განთქმული ღვინის ბრენდი და ამდენი ინფორმაციაც კი არ ვიცოდი ამ სოფელის შესახებ.

მადლობა გიორგის

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 19 2008, 05:42 PM

სამწუხაროდ რაჭაში ნამყოფი არ ვარ და სოფელ სხვავაზე აქამდე არაფერი მსმენოდა და ამ საიტით შევიტყვე:

http://bekaotanadze.tripod.com/sxvava/

მომეწონა სოფელში არსებული ტაძრის სახელი - "ძელიცხოველი" smile.gif

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Feb 19 2008, 08:42 PM

მე ვარ რაჭაში,შოვში ნამყოფი. სადაც არის წმ. თამარის სახელობის ეკლესია. ახალიაშენებულია.

საოცარი კუთხეა, უბრალოდ ცოტა მიუდგომელი.

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Feb 20 2008, 03:58 AM

smile.gif ჩემი სოფელია (დედოფლისწყაროს რაიონი)ჯაფარიძე,თუმცა მე ეს სახელი დღემდე არ მომწონს,იმიტომ ჯერ ერთი ეს სახელი დაერქვა გასაბჭოების შემდეგ,ერთ-ერთი კომუნისტი წინამძღოლის ალიოშა ჯაფარიძის სახსოვრად,რომელმაც თავის რაზმთან ერთად სისხლში ჩაახშო,დაახლოებით 1921 წელს ,ქიზიყელი გლეხების აჯანყება წითელი არმიის წინააღმდეგ.
1989-წელს. 9-აპრილის შემდგომ როდესაც დაიწყო ქართველი ერის გამოღვიძება და ბევრ რაიონს,სოფელს თუ ქუჩას დაუბრუნდა ისტორიული სახელი,მათ შორის სოფელ ჯაფარიძეს ეწოდა ისტორიული სახელი -სამრეკლო,ამ სახელმა იარსება ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის ვადაში,ხოლო მისი ჩამოგდებისა და შევარდნაძის ხელისუფლებაში მოსვლი შემდგომ,რატომღაც ისევ დაუბრუნეს კომუნისტური სახელი.
ჩემს სოფელში არის 19-საუკუნეში რუსების მიერ აშენებული სერაფიმ საროველის სახელობის ტაძარი,ვარაუდობენ რომ ეს ტაძარი პირველი,თუ არა მეორე უეჭველად,იყო მთელ საბჭოთა სივრცეში ,რომელიც აშენდა იმ დროს სერაფიმ საროველის სახელზე.ამის დასადასტურებელ აბუთებზე ეხლა მიმდინარეობს ინტენსიური კვლევა (მუშაობა) და უახლოეს ხანში გახდება ცნობილი ზუსტი ინფორმაცია,ასევე იგეგმება რომ ამ ტაძართან შეიქმნას სამონასტრო კერა,რომელიც სავარაუდოდ მამათა მონასტერი იქნება.ჩემს სოფელში დაბადებულ ადამიანთა შორის ცნობილია, დღევანდელი საქვეყნოდ განთქმული, ლასკალის ოპერის მომღერალი, ლადო ათანელი.

პ.ს.ეს მოკლე ინფორმაციაა, ჩემი სოფლის შესახებ,უფრო ვრცლად როგორც ისტორიული, ისე დღევანდელობის ჭრილში მომავალში შემოგთავაზებთ.
პატივისცემით ხორნაბუჯელი.

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Feb 20 2008, 10:22 PM

ციტატა(Amuza @ Feb 2 2008, 10:41 PM) *

საეკლესიო სოფელი აკურა

სოფ. აკურა, რომელიც ქ. თელავს დაშორებულია 16 კმ-ით, გაშენებულია ავტომაგისტრალის ორივე მხარეს. ვახუშტის აღწერაში ნათქვამია `... მოერთვის ალაზანს დასავლეთიდამ აკურის ხევი, გამოსდის გომბორისა და ცივის მთას~.
აკურის მოსაზღვრე ვანთის ხევს ეწოდება `ვანთურა~, თვითონ სოფელს კი ვანთა.
დღევანდელ საცხოვრისში ჩამოსახლებამდე (ჩამოსახლება იწყება XIX საუკუნიდან) აკურელები ცხოვრობდნენ ამავე ხეობაში, ოღონდ ზემოთ, მთის ძირას, ამ ადგილს ახლაც სოფლელები `ნამოსახლარს~ ეძახიან. დღეს, რომ სოფლის თავია, იგი ძველად სოფლის ბოლო იყო. იმ ადგილს სადაც ახლა სასაფლაო მდებარეობს, ვანთის მხარეს ღვთისმშობლის სახ. ეკლესია, ხოლო აკურის მხარეს წმ. ელია წინასწარმეტყველის სახ. ეკლესია, შუა სოფელი ეწოდებოდა; ხოლო მთის ძირს, სადაც მდებარეობს დავით გარეჯის დედათა მონასტერი ვანთის ხევის მხარეს, ხოლო წმ. გიორგის სახ. ეკლესია აკურის ხევის მხარეს – ზედა სოფელი ეწოდებოდა.
აკურაში შემონახულია გადმოცემა, რომ ძველად სოფ. აკურა კიდევ უფრო ზემოთ – აკურის ხევის სათავის ახლოს `ნახიზნარში~ მდებარეობდა. ამ ადგილებში დღესაც შეინიშნება სოფლის ნაკვალევი, რომელსაც ახლაც `ნაკალოვრებს~ ეძახიან, იქვეა `ნამარნევი~, რომელსაც ამავე სახელით იცნობენ, მის ახლომახლო შემორჩენილია `საწნახელები~ და სამეურნეო კულტურის კიდევ სხვა ნაშთები. იმავე არემარეში, ძნელად მისადგომ კლდეში, არის გამოქვაბული, რომლის შესახებ ხალხში შემონახულია გადმოცემა: ერთი ვარიანტით, იქ ცხოვრობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან, მეტწილად ქართლიდან ბატონებისაგან გამოქცეული ხალხი, რომლებიც ამ გამოქვაბულში იმალებოდნენ; გადმოცემის მეორე ვარიანტის მიხედვით გამოქვაბულში შიშიანობის – ლეკიანობის დროს იხიზნებოდა სოფელი და აქვე მალავდნენ ქონებას. გადმოცემის ორივე ვარიანტის სინამდვილე არაა შესაძლებლობას მოკლებული, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ გამოდგება დასკვნის საბუთად.
დღემდე შემორჩენილი ისტორიული მასალების მიხედვით დგინდება, რომ სოფ. აკურა იყო ერთ-ერთი უძველესი სოფელი, რომელიც მიწის ნაკლებობას არასოდეს განიცდიდა.
მეცნიერების მიერ შესწავლილი მასალების მიხედვით შესაძლებელია საკვირველმოქმედი წმინდა მამის ილარიონ ქართველის მშობლიურ სოფლად აღნიშნული სოფელი მივიჩნიოთ. თუ ვიხელმძღვანელებთ `ძველი ათონური~ ხელნაწერებით და გავეცნობით წმ. მამის ბიოგრაფიას, თვალნათლივ დასტურდება, რომ იგი იყო დიდგვაროვანი წრიდან, დაიბადა კახეთის მხარეში. თავის მამულთან ახლოს დედას და დას 855 წელს აუშენა დავით გარეჯელის სახელობის დედათა მონასტერი, შესწირა დიდძალი ქონება და რამოდენიმე სოფელი, სავარაუდოთ სოფ. აკურა, ვანთა, ბუშეტი. ეს სოფლები საარქივო დუკუმენტებში გასაბჭოებამდე მოიხსენიებოდა საეკლესიო სოფლებად.
1923 წლიდან დაიწყო ეკლესია-მონასტრის დანგრევა, გაძარცვა, ნაწყალობელი მიწების ჩამორთმევა (იმ დროისათვის 3000 ჰექტარი); შეწყდა ბერმონაზვნური ცხოვრება, ხალხში დაისადგურა ათეიზმმა; დაიწყეს სასულიერო პირების დევნა-დაპატიმრებები, უკრძალავდნენ მსახურებას, ბოლშევიკებმა 1923 წლის 4 მაისს წვერი გაპარსეს და მღვდელმსახურების ჩატარება აუკრძალეს წმ. ილია წინასწარმეტყველის სახ. ეკლესიის მღვდელს ლავრენტი გუგუტიშვილს. ე.წ. `კომსომოლებმა~ ამ ეკლესიას ჩამოხსნეს ზარები და დაანგრიეს სამრეკლო. ბოლო წლებში ხალხის მონდომებით დაიწყო ამ ეკლესიის აღდგენა, აღდგენილია ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაც.
დღეს-დღეობით სავალალო მდგომარეობაშია აკურის `დავით-გარეჯის~ დედათა მონასტერი, რომელსაც მცირე რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 1956 წელს. მოსახლეობის დიდი სურვილის მიუხედავად, კულტურის სამინისტრომ დღემდე ვერ შეძლო აღდგენა – რეკონსტრუქციისათვის საჭირო თანხის მოძიება. დღემდე შემორჩენილია: სამნავიანი ბაზილიკა, ნამარნევი. ტაძარი გადახურულია ქართული კრამიტით, რომელიც ნაწილობრივ შესაკეთებელია და გასაწმენდია ხე – მცენარეებისაგან; ბზარები აქვს მიღებული ყველა კედელს, მათ შორის კანკელს; კარების გარეშეა ტაძარში შესასვლელი და გამოსასვლელი; აღსადგენია ჯერ კიდევ შემორჩენილი ფრესკები. აღმოსავლეთის ფასადზე შემორჩენილია ორსაფეხურიანი მრგვალი ნიში, რომელშიც ჩახატულია ქრისტეს თავი უნიმბოდ, დისკოს მინდვრებზე დიაგონალურად გამოსახულია ოთხი ანგელოზი უფრთებოდ. მათ შორის, საშუალო მედალიონის რადიალურად ერთურთისაგან დაცილებადი (განშორებადი) ქვების კიდეებზე სწორხაზოვნადაა დახატული წითელი სხივები. სტილისტიკურად ეკლესიის მოხატულობის სახეებს თვისი ინდივიდუალური ხასითი აქვთ, ისინი ვარდისფერისანი იყვნენ, ეს ფერი ქრისტეს პირისახეზეა შენარჩუნებული, რომელიც ნიშშია (წალოშია).
დღემდე სოფლის მოსახლეობა აღნიშნავს `დავითობას~ - სოფლის დღესასწაულს, რომელიც იმართება ამაღლების შემდგომი კვირის ხუთშაბათს. ხალხი თანდათან უბრუნდბა ეკლესიურ ცხოვრებას და იმედი აქვს ერთადერთი ღმერთის და კეთილი ადამიანების, რომ დაეხმარებიან ამ უძველისი მონასტრის აღდგენა – ამოქმედებაში.
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ახლახანს აღმოაჩინეს წმ. ილარიონ ქართველის მიერ დაარსებული მამათა მონასტერი, რომელიც აკურის დედათა მონასტრიდან 4-კმ მანძილზე მდებარეობს. იქნებ, ახლა მაინც მიექცეს ყურადღება ამ კომპლექსს

შემოდგომაზე ვიყავით იქ
smile.gif

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 27 2008, 12:13 PM

ცურტავი

ცურტავი ქვემო ქართლში, მდინარეების ქელისა და დებედეს შუა დაბლობზე მდებარეობს. სომეხი ისტორიკოსის უხტანესის ცნობით, ადრე ცურტავად ცნობილ ქალაქს X საუკუნეში გაჩიანი ეწოდებოდა. VI საუკუნეში ცურტავში იყო ქართლის პიტიახშის რეზიდენცია. აქვე დაარსდა საეპისკოპოსო კათედრაც. ქალაქში და მის ირგვლივ ცხოვრობდა ქართველი და სომეხი მოსახლეობა. ცურტავი კულტურ-საგანმანათლებლო კერა იყო. აქ მოღვაწეობდნენ ქართველი და სომეხი მწიგნობრები. ცურტავში იღვწოდნენ იაკობ ცურტაველი (ხუცესი), ცურტავის ეპისკოპოსი მოსე, აქ უსწავლია სომეხ ისტორიკოსს ლაზარე პარფეცს.

უხტანესის გადმოცემით, „ცურტავი სამკვიდრებელი იყო გუგარელთა დიდი პიტიახშისა... დასაბამიდან სამეუფო სამკვიდრებელი და განსასვენებელი იყო წმინდა შუშანიკისი, სადაც ჯერაც არიან ადგილნი მისი მოწამეობის და მისი წმინდა და პატიოსანი ნეშტის განსასვენებელი“. სავარაუდოა, რომ ცურტავის ეპარქიაში ქართულთან ერთად სომხურ ენაზეც იყო მსახურება, შუშანიკმა კი ეს წესი ცურტავის საეპისკოპოსო კათედრალშიც შემოიღო, ამიტომ შუშანიკის შემდეგ აქაური ეპისკოპოსები ორ ენაზე მსახურობდნენ. კირიონ ქართლის კათალიკოსმა მონოფიზიტებთან ბრძოლის დროს ცურტავის საეპისკოპოსოს სომხური მსახურების მოშლა და იქაური მრევლის გაქართველება მოინდომა.

ცურტავში დღეს თითქმის სულ აზერბაიჯანელი მოსახლეობა ცხოვრობს, მხოლოდ ორი ქართველია, დედა სალომე (ირომაშვილი) და დედა ნატალია (ჟღენტი). დედათა მონასტრის სამყოფლის უზარმაზარი ციხესიმაგრის ალაყაფის კარი რომ გაიღო, თავი შუა საუკუნეებში მეგონა. აქ პატარა საყდარიც აუგია მეფე ერეკლე II-ის მეუღლეს, დარეჯან დედოდალს წმინდა ქეთევან წამებულის სახელზე. ღვთის დიდი სიყვარული რომ არა, გიგიჭირდება ამ ციხესიმაგრეში ცხოვრება.

თეა ცაგურიშვილი

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Mar 2 2008, 11:54 PM

ციტატა(marine @ Feb 27 2008, 12:13 PM) *

დამაინტერესა. გაჩიანი კი ვიცი სადაცაა. რა მაინტერესებს. მონაზვნები ახლა რომელ სოფელში მოღვაწეობენ?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 4 2008, 04:23 PM

ციტატა(Amuza @ Mar 2 2008, 11:54 PM) *

დამაინტერესა. გაჩიანი კი ვიცი სადაცაა. რა მაინტერესებს. მონაზვნები ახლა რომელ სოფელში მოღვაწეობენ?

მონაზვნები, დედა სალომე და დედა ნატალია, ცურტავში არიან, დიდ ციხე-გალავანში, რომელიც გადაღებულია ფილმებში "ბაში-აჩუკი" და "მამლუქი". დღესდღეობით მხოლოდ ეს ორი ქართველი ცხოვრობს სოფელ ცურტავში. ღვთის წყალობით აზერბაიჯანელი მოსახლეობა დადებითად არის დედების მიმართ განწყობილი.

პოსტის ავტორი: makiki თარიღი: Mar 4 2008, 04:38 PM

zafxuli.gif სოფელი ძალიან მაგარი და ტკბილი რამეა,ერთადერთი სოფელი მაქვს და თითქმის ყველა ლამაზი მოგონება მას უკავშირდება,ეხლა გამახსენდა როგორ ვწერდი ხოლმე სკოლაში თემას "როგორ გავატარე ზაფხულის არდადაგები" და სულ ჩემი სოფლის ქება-დიდებაში ვიყავი.ამ სანაქებო ადგილს მანგლისი ჰქვია. მართლაც ძალიან მაგარი ადგილია და ყველას გირჩევთ ერთხელ მაინც მოინახულოთ. მანგისზე ჩემზე უკეთესად ნათია "აია" დაწერს ,რომელიც ამჟამადაც მანგლისშია და ძალიან მშურს მისი.

yvavilebi.gif მ ა ნ გ ლ ი ს ი yvavilebi.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 4 2008, 04:40 PM

ციტატა(makiki @ Mar 4 2008, 04:38 PM) *

zafxuli.gif სოფელი ძალიან მაგარი და ტკბილი რამეა,ერთადერთი სოფელი მაქვს და თითქმის ყველა ლამაზი მოგონება მას უკავშირდება,ეხლა გამახსენდა როგორ ვწერდი ხოლმე სკოლაში თემას "როგორ გავატარე ზაფხულის არდადაგები" და სულ ჩემი სოფლის ქება-დიდებაში ვიყავი.ამ სანაქებო ადგილს მანგლისი ჰქვია. მართლაც ძალიან მაგარი ადგილია და ყველას გირჩევთ ერთხელ მაინც მოინახულოთ. მანგისზე ჩემზე უკეთესად ნათია "აია" დაწერს ,რომელიც ამჟამადაც მანგლისშია და ძალიან მშურს მისი.

yvavilebi.gif მ ა ნ გ ლ ი ს ი yvavilebi.gif

მაშინ დაველოდებით ნათიას, რომელიც მოგვაწვდის მანგლისის ისტორიას smile.gif

პოსტის ავტორი: laziale თარიღი: Mar 19 2008, 11:03 AM

ჩემს სოფელზეც მოვიძიებ რამეს... გაგონილს არ მოვყვები. smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 19 2008, 11:19 AM

ციტატა(laziale @ Mar 19 2008, 11:03 AM) *

ჩემს სოფელზეც მოვიძიებ რამეს... გაგონილს არ მოვყვები. smile.gif

წინასწარ მადლობა smile.gif

პოსტის ავტორი: laziale თარიღი: Mar 20 2008, 11:10 AM

სოფელი კორბოული საჩხერის რაიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილია და რაიონული ცენტრიდან დაშორებულია 18კმ-ით, რომლის ფართობი შეადგენს 7300 ჰა, მოსახლეობა კი-6200 კაცს. კორბოულის თემი აერთიანებს სამ სოფელს: კორბოული, ნიგვზარა, შომახეთი.

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Jan 28 2009, 03:53 PM

ჩემი მშობლიური მხარეა სურამი.
სურამი გამოირჩევა ეკლესია-მონასტრების სიმრავლით

სურამი - დაბა ხაშურის რაიონში. მდებარეობს ლიხის ქედის სამხრეთ კალთებზე. სარკინიგზო შტოხაზით შეერთებულია ხაშურთან. დაბის სტატუსი მიენიჭა 1926 წელს. მოსახლეობა 9,8 ათასი (2002).

სურამი სამთო-კლიმატური კურორტია. აქ არის კულტურისა (ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმი) და განათლების დაწესებულებები, გადამამუშავებელი და მოპოვებითი მრეწველობის მცირე საწარმოები. ამ ადგილებში ადამიანს ადრინდელ ბრინჯაოს ხანიდან უცხოვრია. XII ს - ში ფეოდალური ქალაქია და ქართლის ერისთავთა რეზიდენცია იყო. შუა საუკუნეებში ძლიერ ციხე-სიმაგრედ ითვლებოდა. ვახუშტის თქმით “არს ქალაქი სურამი და ამასა შინა მკვიდრობენ მართმადიდებელი ქართველნი, სომეხნი, ურიანი 200 კომლი”. დაბაში მდებარეობს სურამის ციხე და რამდენიმე ეკლესია: სურამის წმინდა გიორგის ტაძარი, სურამის ამაღლების ეკლესია, სურამის კვირაცხოვლის ტაძარი, სურამის სინაგოგა და ა. შ. სურამში 1996 წლიდან არის რუის-ურბნისის საეპისკოპოსო რეზიდენცია.
სურამის წმინდა გიორგის ტაძარი- მდებარეობს დაბა სურამში თბილისი-ქუთაისის საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს. თარიღდება XVIII-XIX საუკუნეებით. 1968 წელს გაუკეთდა რესტავრაცია. ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა (11,5 X 17,2 მეტრი), რომელსაც დასავლეთით სამრეკლო ეკვრის. ნაგებია აგურითა და ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთითაა. შიდა ჯვაროვანი სივრცე იქმნება ცენტრალური გუმბათქვეშა კვადრატიდან ოთხივე მხრივ გამოწვდილი მკლავებით. აღმოსავლეთის მკლავი დასრულებულია ნახევარწრიული ღრმა აფსიდითა და ბემით. დანარჩენი მკლავები ოთკუთხაა. სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავები მოკლეა, დასავლეთისა შედარებით გრძელი. აფსიდის ღერძზე ერთი მაღალი სარკმელია, რომლის გვერდებზე თითო თაღოვანი ნიშია. საკურთხევლის ბაქანი შემაღლებულია და ბემის საზღვრებს სცილდება. საკურთხევლის ცენტრში სატრაპეზო ქვა დგას. საკურთხევლის ჩრდილოეთით და სამხრეთით სათავსებია (სამკვეთლო და სადიაკვნე). ეკლესიის გრძივ კედლებში გაჭრილია ორ-ორი სარკმელი, ხოლო გუმბათის ყელში 12 დიდი თაღოვანი სარკმელია. გუმბათი ბემის შვერილებსა და დასავლეთის ორ თავისუფლად მდგომ ბოძზე დაყრდნობილ ნახევარწრიულ თაღებზეა აღმართული. ეკლესიის ინტერიერი მოხატულია. ტაძრის სამრეკლო ოთხსართულიანია. შესასვლელი დასავლეთიდანაა, ეკლესიის კარის ღერძზე. ბოლო სართული პირამიდული სახურავით დასრულებული, თაღებით გახსნილი რვაწახნაგა ფანჩატურია, რომლის გუმბათის წყობაში გადებულია ზარების ჩამოსაკიდი ხის ძელები. სამრეკლოს ქვიშაქვის პროფილირებული ლავგარდანი აქვს.
სურამის ამაღლების ეკლესია - ტაძარი დგას დაბა სურამის დასავლეთით 1,5 კილომეტრზე, ე.წ. კვართისას მთაზე. თარიღდება ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (10,7X5,9 მეტრი) ნაგებია ქვიშაქვის დიდი კვადრებით. წრიულ აფსიდში ერთი სარკმელია. აღმოსავლეთის ფასადის სარკმლის თავზე ლილვებით გამოყვანილი ჯვარია. ეკლესიას ორფერდა სახურავი აქვს.
სურამის კვირაცხოვლის ეკლესია - ტაძარი გუმბათიანია, მდებარეობს დაბა სურამში დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის გვერდით შემაღლებულ ბორცვზე, იმ ადგილას სადაც უწინ ტაძარი ყოფილა. აგებულია 1998 წელს. ტაძარში ერთ-ერთ კუთხეში ქვაზე ამოკვეთილია შემდეგი სტრიქონები: "ტაძარი ეს კვირაცხოვლისა აშენდა სადიდებლად ღვთისა, უფალო შეიწირე შრომა და ღვაწლი ქტიტორთა-ვალერი გელაშვილისა და ბეითან ნოზაძისა და შეუნდე ხუროთმოძღვარსა არჩილ მინდიაშვილსა. ქრისტე შობიდან 1998 წელი".

სურამის ციხე, შუა საუკუნეების ციხესიმაგრე ქართლში, ახლანდელი ხაშურის რაიონის დაბა სურამის თავზე.

ციხის აგების თარიღი არ არის ცნობილი, ფეოდალური ქალაქი სურამი კი XII საუკუნიდან არსებობს. XVII საუკუნის I მეოთხედში ირანის აგრესიის პირობებში გიორგი სააკაძემ ქართლის სხვა ციხეებთან ერთად სურამის ციხეც გაამაგრა. შემდგომში ერთხანს სურამის ციხე ოსმალთა ხელში იყო.

XVIII საუკუნის 40-იან წლებში სურამის ციხე ირანის ბატონობის წინააღმდეგ მებრძოლი ქართლის გამგებლის - გივი ამილახვარის ძირითადი დასაყრდენი იყო. 1745 გივი ამილახვარი დანებდა თეიმურაზ II-ს და სურამის ციხე დაანგრიეს. მალე იგი კვლავ არადგინეს.

XVIII საუკუნის 70-იან წლებში სურამის ციხე ოსმალთა წინააღმდეგ მოქმედი ქართველებისა და რუსების ჯარის საყრდენი სიმაგრე იყო. მან შემდგომშიც შეინარჩუნა მნიშვნელობა: XIX საუკუნის დასაწყისში დაღესტნელი ფეოდალების თავდასხმების დროს მას თავს აფარებდა მახლობელი მოსახლეობა

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Jan 28 2009, 04:41 PM

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: zedela თარიღი: Jan 28 2009, 09:08 PM

Amuza

ციტატა
საეკლესიო სოფელი აკურა

აკურელი ხარ?? მანდ ვიცნობ ერთსsmile.gif წელს გავიცანი და პირველად ვიყავ წელს აკურაში...ზემოთ მამა დავითის ტაძარი რომ არის იქ ავედით...ულამაზესი ადგილი იყოო...და საკმაოდ გაანსხავებული ეკლესიაცsmile.gif

http://imageshack.us

http://imageshack.us

http://imageshack.us

http://imageshack.us

ულამაზესი ადგილი იყოო wub.gif wub.gif wub.gif

პოსტის ავტორი: Funny_GiRL თარიღი: Jan 30 2009, 03:07 PM

[b]მე მამა მყავს იმერელი და სოფელი აქვს ხარაგაულში ლაშეში მარა არ ვარ ნამყოპი არასდროსsmile.gif დედაჩემის სოფელში დავდივარ ხოლმე რაჭაში ხედეშელებში და უწერაში smile.gif

პოსტის ავტორი: Tarzana თარიღი: Jan 30 2009, 03:19 PM

ეჰ... სად არ მაქვს წინანდლის სურათები sad.gif

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Jan 30 2009, 04:53 PM

ციტატა(Tarzana @ Jan 30 2009, 03:19 PM) *

ეჰ... სად არ მაქვს წინანდლის სურათები sad.gif

წინანდალი მდენარეობს თელავის რაიონში. აქ ცხოვრობდა გარსევან ჭავჭავაძე, რომელმაც 1783 წლის 24 ივლისს გეორგიევსკის ტრაქტატს მოაწერა ხელი იოანე ბაგრატიონთან ერთად. იგი იყო ერეკლე II-ის ელჩი რუსეთში. მეფე ერეკლემ უბოძა მას მამული ცივ გომბორის მთიდან კავკასიონის მთების სამხრეთ კალთამდე. ჭავჭავაძეთა გვარი კახეთში მეთვრამეტე საუკუნეში გადმოსახლდა. წინანდლის მამული მემკვიდრეობით მიიღო ქართული რომანტიზმის ფუძემდებელმა პოეტმა, საზოგადო მოღვაწემ ალექსანდრე ჭავჭავაძემ (1786—1846) იგი პეტერბურგში სამეფო კარზე გაიზარდა. იგი იყო ეკატერინე II-ისა და ალექსანდრე I-ი ს ნათლული. მუსიკოსი და ხელოვნების მოყვარული. ალექსანდრე ჭავჭავაძემ გადაწყვიტა 1835 წელს წინანდლის ახალი სახლისა და დეკორატიული პარკის მოწყობა. მას ოთხი შვილი, 14 შვილიშვილი და 31 შვილთაშვილი ყავდა. უფროსი ქალიშვილი ნინო ჭავჭავაძე რუსი პოეტის ალექსანდრე გრიბოედოვის მეუღლე იყო, მეორე - ეკატერინე ჭავჭავაძე სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის მეუღლე, ვაჟი - დავითი სამხედრო სამსახურში გენერალ-მაიორი გახდა, მეოთხე - სოფიო ჭავჭავაძე ცოლად გაჰყვა კავკასიის სასწავლო ოლქის უფროსს ბარონ ნიკოლაის.

1844 წელს, შამილის აჯანყების დროს, წინანდლის სასახლე დაარბიეს, და გადაწვეს ლეკებმა. ტყვედ წაიყვანეს დავით ჭავჭავაძის ოჯახი და ნათესავები — სულ 24 ადამიანი. შამილმა სანაცვლოდ მოითხოვა ჯემალ-ედინის გათავისუფლება და მილიონი მანეთი ბოლოს კი ეს თანხა 4000 შემცირდა. დავით ჭავჭავაძემ წინანდალი, მუკუზანი და ნაფარეული დააგირავა. 1887 წელს პარკის გადაკეთება შვედმა არნოლდ რეგელმა გადაწყვიტა და პროექტიც შეადგინა. 1897 წელს სასახლეში გაიხსნა სკოლა.

ალექსანდრე ჭავჭავაძის სიცოცხლეში წინანდლის სასახლე იყო კულტურული კერა სადაც იკრიბებოდნენ ქართველი, რუსი პოეტები და ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადრენლები. აქ იკრიბებოდნენ 1832 წლის შეთქმულებიც რომელთა შორის ალექსანდრე ჭავჭავაძეც იყო, იგი გადაასახლეს და 1837 წელს გაათავისუფლეს. წინანდლის პარკს ნაგებობათა და სანერგის ჩათვლით 12 ჰექტარი უჭირავს მერქანიანი ნარგავების 400 სახეობიდან 150-ზე მეტი ეგზოტიკურია.

უხვადაა იაპონური ზღმარტლი, ტკბილი ჰოვენია, იაპონური კომში, ხურმა, ზეთის ხილი, ქაღალდის ხე, ახალი ზელანდიის ხილი, შინდი, წაბლი, წიწვოვანი ხეები, კორპის მუხა, ქაფურის ხე, დაფნა, ცხენის წაბლი, ხეშავი, ხეჭრელი, წყავი და ა. შ.

http://www.radikal.ru
smile.gif

პოსტის ავტორი: Tarzana თარიღი: Jan 30 2009, 09:36 PM

ციტატა(inaina @ Jan 30 2009, 04:53 PM) *

შენი ჭირიმე შენი kiss1.gif kiss1.gif kiss1.gif

სად მოძებნე ეს მასალა? smile.gif

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Jan 30 2009, 11:24 PM

ციტატა(Tarzana @ Jan 30 2009, 09:36 PM) *

შენი ჭირიმე შენი kiss1.gif kiss1.gif kiss1.gif

სად მოძებნე ეს მასალა? smile.gif

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98

მეტი სურათები არ იყო სამწუხაროთ
smile.gif

პოსტის ავტორი: tamara777442 თარიღი: Jan 31 2009, 12:11 AM

ციტატა(Tarzana @ Jan 30 2009, 04:19 PM) *

ეჰ... სად არ მაქვს წინანდლის სურათები sad.gif

ა ბატონო წინანდალი dry.gif
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.

პოსტის ავტორი: Tarzana თარიღი: Jan 31 2009, 12:14 AM

ციტატა(tamara777442 @ Jan 31 2009, 12:11 AM) *

ა ბატონო წინანდალი dry.gif
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.

იმდენი ხანია არ ვყოფილვარ ამ ტაძარში, გალავანი თუ აუშენეს არც ვიცოდი, და საერთოდ ჯერ მასალები მოჰქონდათ და რესტავრაციის დაწყებას აპირებდნენ ბოლოს რომ ვნახე sad.gif

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Feb 1 2009, 07:43 PM

ციტატა(zedela @ Jan 28 2009, 09:08 PM) *

Amuza

აკურელი ხარ?? მანდ ვიცნობ ერთსsmile.gif წელს გავიცანი და პირველად ვიყავ წელს აკურაში...ზემოთ მამა დავითის ტაძარი რომ არის იქ ავედით...ულამაზესი ადგილი იყოო...და საკმაოდ გაანსხავებული ეკლესიაცsmile.gif

http://imageshack.us
http://imageshack.us
http://imageshack.us
http://imageshack.us
ულამაზესი ადგილი იყოო wub.gif wub.gif wub.gif

ასე ვთქვათ აკურელი, ვარ, თუ არ ჩავთვლით იმას რომ 3 წელი არ ვყოფილვარ ჩემს მშობლიურ სოფელში. და შენა, ვის, და რა გვარებს იცნობ იქ,დამიპიემე აბა smile.gif

პოსტის ავტორი: maare თარიღი: Feb 2 2009, 07:47 PM

ეს არის სოფ. ლახირი, მესტიის რაიონიდან 7-8 კმ-ში. ეგრეთწიდებული მულახის თემის სოფელია. ულამაზესი, უძველესი და უძლიერესია რაზეც კოშკების რაოდენობა და სიძველეც მეტყველებს. ეს სოფელი ჩემი გვარის -
იოსელიანების საგვარეულო სოფელია.
ესეც მე ჩემი სოფლის ფონზე:
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

მოგეწონათ? :-)

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Mar 20 2009, 01:20 PM

ჩემი სოფელია ვარიანი. გორის რაიონშია ეს სოფელი.
ალბათ ყველა თქვენთაგანი ყოფილხართ იქ ერთი მიზეზის გამო-იაკობ გოგებაშვილია აქ დაბადებული.

ჩვენი სოფელი პატარა სოფელია... ძალიან მიყვარს..ძალიან.....

სხვათა შორის ამ ომის დროს რუსები ჩვენთანაც იყვნენ..პოსტი ქონდათ ჩვენს სოფელში....ჩვენი სოფელიც დაზიანდა...

სოფლის სიმდიდრეა წყაროები...თითქმის ყველა ჭა...

იაკობ გოგებაშვილის მუზეუმი

http://www.radikal.ru

წყაროები

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Mar 20 2009, 01:33 PM

ვარიანი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში, შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე ლიახვის მარჯვენა ნაპირას, გორი-ნიქოზი-ცხინვალის საავტომობილო გზაზე. საკრებულოს ცენტრი (სოფლები: არაშენდა, ახალდაბა, საქაშეთი). ზღვის დონიდან 680 მეტრი, გორიდან 12 კილომეტრი.

smile.gif

პოსტის ავტორი: mari-mari15 თარიღი: Mar 20 2009, 01:39 PM

ჩემი სოფელი კავთისხევია,გამორჩეულად მოყვარს და ყველაზე კარგად აქ ვისვენებ , ამ სოფელშია ქვათახევი, რომელის შესახებაც მგონი იცით თუ არადა გაგაცნობთ. მეორე სოფელი ნიქოზია ,რომელიც აგვისტოს ამბების დროს დაზიანდა სულიერადაც და ფიზიკურადაც. ღვთის წყალობით იმედია ყველაფერი კარგად იქნება

პოსტის ავტორი: zviadauri თარიღი: Mar 20 2009, 01:53 PM

ციტატა(maare @ Feb 2 2009, 07:47 PM) *

ეს არის სოფ. ლახირი, მესტიის რაიონიდან 7-8 კმ-ში. ეგრეთწიდებული მულახის თემის სოფელია. ულამაზესი, უძველესი და უძლიერესია რაზეც კოშკების რაოდენობა და სიძველეც მეტყველებს. ეს სოფელი ჩემი გვარის -
იოსელიანების საგვარეულო სოფელია.
ესეც მე ჩემი სოფლის ფონზე:
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

მოგეწონათ? :-)

http://www.radikal.ru

აქ ერთხელ მაინც ჩამიყვანე ღმერთო და ჩემზე ბედნიერი კაცი არ ივლის დედამიწაზე..ერთადერთი სვნათის მონახულებაა ეხლა ჩემი სურვილი და ამ დროისათვის ოცნებად ქცეული..რა ლამაზი სოფელი გქონია ძამო

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: May 14 2009, 10:49 AM

http://img22.imageshack.us/my.php?image=picture147n.jpg
სურამი

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Jun 5 2009, 01:03 PM

ჩემი სოფელი ქუთაისიდან 17 კმ-ის დაშორებით მდებარებს(სოფელი ოფშკვითი). ალბათ გახსოვთ ფილმი ,,იმერული ესკიზები,, დეპეშა რომ მოუვა ბებოს და ბებო რომ ყვირის საიდანააო და რამდენიმე სოფელს რომ ჩამოთვლის მათ შორის ამბობს სადანაა ოფშკვითიდანაააა?biggrin.gif

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Oct 25 2009, 09:29 PM

სოფელ აკურის მამადავითის დედათა მონასტრის გადარჩენისთვის გასამაგრებელი სამუშაოები დაიწყო, აი, ასეთი მუშაობა მიმდინარეობს.

ღმერთი შეეწიოს ყველას, ვინც ამ საქმეში პატარა წვლილიც კი შეიტანა.

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: qetevani-82 თარიღი: Oct 25 2009, 11:12 PM

Amuza

ციტატა
სოფელი აკურა

რა კარგი სურათებია smile.gif რამდენჯერ ვყოფილვარ მანდ, და კიდევ მგონი "ჯოყოლოს" სურათები გქონდა დადებული შენ რომელიღაც თემაში? smile.gif მომენატრა ძაან საუკუნეა აღარ ვყოფილვარ, არადა იქ გავიზარდე თითქმის.

პოსტის ავტორი: natinati20 თარიღი: Dec 14 2009, 04:13 PM

ჩემი სოფელია სხვავა. ამბროლაურის რაიონშია . ზღვის დონიდან 1030 მ. განსაკუთრებით მდიდარია სათიბ საძოვრებით. ქვემო სხვავაში იღებს სათავეს მდინარე კრიხულა,რომელიც ამბროლაურის წყლით მომარაგების ძირითადი არტერიაა. აქვეა ძველი "კვარაციხეც". სხვავაშია გოგისდის აბანო და კუჭის წყალი ,რომლის შესახებ ვახუშტი ბატონიშვილი მიუთითებს: "კვარაციხისა ძირსა არს წყარო,ადამიანი დალევს,მუნ განიკურნების". სხვავის სახელწოდებასთან დაკავშირებით წერილობითი წყაროები არაა, მაგრამ სავარაუდოა ,რომ მისი ბუნებრივი პირობების გამო განვითარდა სახელწოდება _ სულ სხვა (კარგი) ჰავა ე.ი. სხვავა.
სოფელში სხვადასხვა გვარის წარმომადგენლები უბნებად არიან დასახლებული.
სოფელი სხვავაშია ეკლესიები : წმინდა გიორგის ეკლესია(ბრეგვაძეების უბანში), სამების (ბედელაძეების უბანში), მთავარანგელოზის ეკლესია (თავთუხაზე), წმინდა ნინოს (სხლოვანაში), ივანე ნათლისმცემლის ("უდაბნოში"), ყოვლად–წმინდა (აკავანაში), ძელი ცხოველი (ჯაფარიძეების უბანში) და კვარაციხის ეკლესია.

კვარაციხე აგებულია მე 11 საუკუნეში. 1991 წლის მიწისძვრამ ბევრი რელიგიური ძეგლი დაანგრია სხვავაში , მათ შორის კვარაციხეც, ნანგრევები შემორჩენილია.
სხვავის ტერიტორიაზე არის მღვიმეები. ველტყევის მთაში, ზემო სხვავის ჭალაში მებარეობს მღვიმე– "დარანი". მღვიმე "საყინულე". რომელიც შეტანილია საქართველოს ენციკლოპედიაში.

http://www.radikal.ru ეს არს სხვავის წმინდა სამების ეკლესია რომელიც ნახევრად დანგრეულია sad.gif

http://www.radikal.ru ეს უკვე დანგრეული ძელი ცხოველი (ასევე სხვავაში)

http://www.radikal.ru ესეც სხვავა ბედელაძეების უბანი smile.gif რა ნისლია

http://www.radikal.ru ესეც ბედელაძეების უბანი. ივნისშია გადაღებული, ამ დროს უამრავი გვირილაა და იქაურობა ულამაზესია

http://www.radikal.ru

სხვავა

http://www.radikal.ru ნახეთ უკან კავკასიონი ჩანს....

http://www.radikal.ru ესეც სხვავის ტყე smile.gifsmile.gifsmile.gifsmile.gifsmile.gif

პოსტის ავტორი: mari-mari15 თარიღი: Mar 8 2010, 06:59 PM

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Mar 8 2010, 06:59 PM

მარტვილის რაიონი სოფელი ნაჯახაო...აი მანდ მაქვს სოფელი wub.gif

პოსტის ავტორი: mari-mari15 თარიღი: Mar 8 2010, 07:05 PM

http://www.radikal.ru

ეს მდინარე კავთურააააა

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Mar 8 2010, 09:41 PM

ციტატა(ikanosi @ Mar 8 2010, 06:59 PM) *

მარტვილის რაიონი სოფელი ნაჯახაო...აი მანდ მაქვს სოფელი wub.gif

ჩემი დედულეთია მარტვილის რაიონი, სოფ. ნახუნაო.

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Mar 8 2010, 09:42 PM

აბე
ბანძასთან ახლოს არის?

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Mar 8 2010, 09:46 PM

ციტატა(ikanosi @ Mar 8 2010, 09:42 PM) *

აბე
ბანძასთან ახლოს არის?

ბანძასთან ახლოს ჩემი დეიდა არის გათხოვილი... დედაჩემის და... სოფ. ნახარებაო.
მარტვილის ცენტრთან ძალიან ახლოს არის...

ფეხით მივდიოდი ხოლმე მარტვილის ეკლესიაში 1 საათში.

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Mar 8 2010, 09:48 PM

აბე
ჩემი ბანძის მოსაზღვრე სოფელია...ნაჯახაო...

პოსტის ავტორი: irakli_89 თარიღი: Jun 25 2010, 01:23 PM

სოფელი თლუღი

სოფელი თლუღი მდებარეობს ამბროლაურის მუნიციპალიტეტეში და ეკუთვნის ჭელიაღელის თემს. რეგიონის ცენტრიდან, ქალაქ ამბროლაურიდან სამხრეთ-დასავლეთით 15 კმ-ით არის დაშორებული. ზღვის დონიდან 1000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. სოფელი შედგება ორი ნაწილისგან: ქვედა და ზედა თლუღისგან, ორივე ნაწილის მუდმივ მაცხოვრებელთა რაოდენობა კომლობრივად 172 კომლს შეადგენს (2010 წლის მონაცემით): კერძოდ, ქვედა თლუღიში - 132, ზედა თლუღიში 40 კომლია. სოფელს ემსახურება ერთი საჯარო სკოლა, სადაც 24 მოსწავლე სწავლობს.
მოსახლეობის ძირითადად საქმიანობას წარმოადგენს სოფლის მეურნეობა, კერძოდ, განვითარებულია მიწათმოქმედება. სოფლის შუაგულში მდებარეობს ნაყოფიერი სახნავ-სათესი მიწა, რომელსაც “ტბას” ეძახიან. ეს ტერიტორია ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს დაფარული ყოფილა ჭაობით, რაც გაუსაძლის მდგომარეობაში აგდებდა ადგილობრივ მკვიდრთ. სოფლის ერთ-ერთ მესვეურს ოქრუა მუსერიძეს საკუთარი ხარჯებით გაუყვანია გვირაბი და ჭაობი დაუშრია. ნაჭაობარი ტერიტორია, ე.წ. “ნატბაურა” ანუ “ტბა” სოფელმა სახნავ-სათესად გამოიყენა. აქ მოჰყავთ ლობიო, სიმინდი, გაშენებულია საუკეთესო ჯიშების ვაშლის ბაღი. სოფელში, აგრეთვე, განვითარებული მებოსტნეობა, ასევე მეცხოველეობა. ძირითადად, მოშენებულია მსხვილფეხა პირუტყვი. მისდევენ მეღორეობას, მეფრინველეობას. აღსანიშნავია, რომ სოფელში განვითარებულია მეფუტკრეობა, ხელშემწყობი პირობების შემთხვევაში ეს დარგი კიდევ უფრო პერსპექტიულია.
სოფელ თლუღს სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება რაჭის ქედი – “საწალიკის მთა.” სწორედ აქ ხარობს უძვირფასესი ჯიშის კავკასიური ნაძვი, რომელიც საუკეთესო საშობაო ხედ არის მიჩნეული ევროპაში. კავკასიური ნაძვის გირჩების ექსპორტი ხდება დანიაში. მის წარმოებაში ჩართულია სხვადასხვა კომპანია. ადგილობრივი მოსახლოება კი, დაკავებულია გირჩების შეგროვებით, რაც მნიშვნელოვან სეზონურ შემოსავალს აძლევთ.
სოფლის მიმდებარე ტერიტორიები ძალიან თვალწარმტაცია. სამხრეთით თლუღს ესაზღვრება შაორის ტბა, რომლის საკურორტო განვითარებით თავად საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია დაინტერესებული. შექმნილია შესანიშნავი ბიზნეს-პროექტები, რომელიც ელოდება ინვესტორებს, პროექტის მიხედვით შესაძლებელია როგორც საზაფხულო, ასევე ზამთრის კურორტის მოწყობა.
სოფლის ტერიტორიაზე “არსებობს ბუნებრივი გამოქვაბულები ,,საკიშორე”, ,,კიდობანა” და ,,საყინულე,” რომელშიც მუდმივად არის ყინული. აღსანიშნავია ვერტიკალური მღვიმე ,,ცივი კლდე,” რომლის მსგავსი იშვიათია. ეს მღვიმეები ჯერ კიდევ შეუსწავლელია..
თლუღის ტერიტორიაზე ე. წ. ,,ჭიჭინაძეების უბანში”_ ,, სალხინოში” მთავარანგელოზის სახელობის სალოცავი, რომელიც მხოლოდ ნანგრევების სახითაა შემორჩენილი. აღსანიშნავია, რომ სალხინოს ეკლესია მოხსენიებული აქვს თავის ნაშრომში გიორგი ბოჭორიძეს ,,რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველენი,” მაგრამ მის მიერ მოთხრობილი ისტორია არ არის ზემოთ ხსენებული ეკლესიის შესახებ. სალხინოს უბანი ძველად მდებარეობდა შაორის მარჯვენა მხარეს და იქ არსებობდა ეკლესიაც. ეს უბანი თანდათან გადმოსახლდა სოფლის ტერეიტორიაზე და მათ გადმოჰყვათ თავიანთი ტოპონიმი ,,სალხინო,” იმ ტერიტორიას, სადაც ძველი ეკლესია მდებარეობდა ახლა ,,ნასაჯვარევს” ეძახიან. სოფლის მაცხოვრებელთა სურვილია, აქ კვლავ აღდგეს ეკლესია. Gგიორგი ბოჭორიძე თვლიდა, რომ სწორედ ეს ადგილი მოხსენიებულია ვახუშტის გეოგრაფიაში და დახასიათებულია შემდეგნაირად: “აგარის…... ხევის შესართავს ზეით არის შაორი. აქა ყოფილა საზაფხულო სასახლე აწინდელთა მეფეთა, ადგილის შვენიერებისათვის, კეთილ-აგარაკოვანი” არსებული ტერიტორია უკვე 1925 წლისათვის დაქცეული და მიწაგადაყრილი ყოფილა. ეკლესიის ქვები და სვეტები კი სოფელში გამოუყენებია რამდენიმე ოჯახს საშენ მასალად.
ზემო თლუღის ტერიტორიაზე, ძალზედ თვალსაჩინო ადგილზე მდებარეობს “ტეხისის” წმ გიორგის სახახელობისEეკლესია, რომელიც აგრეთვე დაუნგრევით 1927 წელს ახალგაზრდებს, კედლების გახვრეტის საშუალებით, მისი მასალა I სოფლის სკოლის მშენებლობისათვის გამოუყენებიათ, საძირკველში ჩუქურთმიანი ქვები ჩაუყოლებიათ. სკოლის ეს შენობა დაინგრა 1991 წლის მიწისძვრის შედეგად.
თავდაპირველად ეკლესია ყოფილა ერთნავიანი, ნაგები თლილი ქვისა და კირისგან. ეკლესია აშენებული უნდა ყოფილიყო XVII საუკუნეში, XIX საუკუნეში კი გადაუკეთებიათ, მიუმატებიათ დასავლეთი ნაწილი და სამრეკლო; კედლები ყოფილა მოხატული. ამჟამად ეკლესია აღდგენილია, არის ისევ ერთნავიანი ბაზილიკის ტიპის შენობა XVII ს-ის შენობის საძირკველზე. ეკლესია საბოლოოდ არ არის დასრულებული. სოფელში აღინიშნება ადგილობრივი საეკლესიო დღესაწაული “ტეხისობა.” დღესასწაული არის მოძრავი და აღდგომიდან მესამე კვირას აღნიშნავენ.

პოსტის ავტორი: mari-mari15 თარიღი: Sep 25 2010, 01:32 PM

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: Adam თარიღი: Sep 25 2010, 01:32 PM

არ მაქვს სოფელი sad.gif

პოსტის ავტორი: mari-mari15 თარიღი: Sep 25 2010, 01:35 PM

მაღალაანთ კოშკების ეკლესია,

ციტატა
არ მაქვს სოფელი

გათხოვო გინდაააა?

პოსტის ავტორი: Adam თარიღი: Sep 25 2010, 02:38 PM

mari-mari15

სად გაქვს ?.. მაქსიმუმ 150 კილომეტრი, მეტს ვერ წავალ tongue.gif

პოსტის ავტორი: dariala თარიღი: Sep 26 2010, 03:44 PM

qetevani-82
რა სილამაზეა, მშურს smile.gif)))
დედაჩემის სოფელია ჭიათUრაში, მღვიმევი ქვია, ჩემი აზრით ძალიან ლამაზი სოფელი იქნებოდა მარგანეცის მაძიებლებს რომ არ დაემახინჯებინათ. მოსახლეობა ამ სოფლის ტერიტორიაზე ქვედა პალეოლითის დროსაც კი იყო, რასაც მოწმობს "ძუძუანა" კლდის არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი არტეფაქტები. ძუძუანა კლდე იმიტომ ქვია, რომ ის ძალიან გავს ქალის მკერდს biggrin.gif
სულ ცხოვრობს 240 კომლი, მისასვლელი გზა ორია - სახმელეთო (biggrin.gif) და საჰაერო. ნუ გამოდის რომ ცხოვრების ნახევარს მღვიმევის მაცხოვრებლები ჰაერში ატარებენ biggrin.gif ძალიან მიყვარს იქაურობა, იქ გავიზარდე და ვგიჟდები იქაურებზე.
ხოო კიდევ რა - კინაღამ გამომრჩა, სოფლის ტერიტორიაზე მდებარეობს ცნობილი მღვიმევის მონასტერი, რომელიც უნიკალურია თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, ის ნახევრად კლდეშია შესმული მერცხლის ბუდესავით, მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეების მიჯნაზე ააგო კახაბერ კახაბერიძემ და ნიანია კახაბერიძემ, მათ ამით მეფის ღალატი მოინანიეს, ისინიც იქვე არიან დაკრძალულნი. საერთოდ მღვიმევის მაცხოვრებლები ითვლებოდნენ მონასტრის ყმებად და ისინი არჩენდნენ მონასტრის მკვიდრებს.
აი ლოვე ყოუ, აი მისს ყოუ მღვიმევი biggrin.gif

აი მღვიმევის მონასტერი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
სამწუხაროდ თავად სოფლის ფოტოები ნუ ისეთ რომ დასადებად ღირდეს არ მაქვს smile.gif
თან განადგურებულია მარგანეცის "მტაცებლებისგან", სულ დათხრილია გზები, უზარმაზარი უფსკრულებია იქ, სადაც ადრე ტყეები შრიალებდა და ნაკადულები ჩქეფდა, გული მოგიკვდება sad.gif

პოსტის ავტორი: lechxumi თარიღი: Jul 20 2011, 07:35 PM

სოფელი ლასურიაში

ქუთაისიდან, ჩრდილო-დასავლეთით, 70 კილომეტრში სარეწკელას, ლადო ასათიანის სოფელ ბარდნალას გამოსცდები და არმისული ცაგერამდე მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა სანაპიროზე მთის ქვეშ, ფერდობზე შეფენილი, მწვანეში ჩაფლული ულამაზესი სოფელი მოსჩანს, ეს სოფელი ლასურიაშია.

უდიდესი სიამოვნების განცდა გეუფლება ადამიანს, როცა შორიდან
...სახლების სახურავებს შორის ამოზრდილ ლასურიაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის უმშვენიერეს ტაძარს, მის უკან კი სოფელ დოღურაშში მოჭრილი იშვიათი სილამაზის ქვით ნაშენებ მონასტრის შენობას შესცქერი.
სოფელ ლასურიაშის ძველი ეკლესია, რომელიც თურმე ადრე მთავარანგელოზთა სახელობისა ყოფილა, და 1921 წელს, კომუნისტური რეპრესიების დროს დაუნგრევიათ. ძველი ხალხის გადმოცემით ერთ-ერთ ბოლშევიკ აქტივისტს, რომელმაც ეკლესიის ჯვარი გუმბათიდან გადმოაგდო, ძალიან მალე უდიდესი უბედურება დაატყდა თავს. მისმა ერთადერთმა ვაჟმა, რომელიც სოფელში გამოირჩეოდა ნიჭიერებით, განათლებით, ვაჟკა - ცობითა და ავტორიტეტით, მოულოდნელად თავი მოიკლა. თავსდამტყდარი უბედურებით გაოგნებული და სასოწარკვეთილი მამა თურმე მეზობლებს შვილის ცხედრის დამარხვის უფლებას არ აძლევდა—დაწვას უპირებდა. ძლივს დაუწყნარებიათ ახლობლებს ცოდვებით დამძიმებული ბოლშებიკი აქტივისტი. იმ დღეებში ხშირად გაიგონებდი ხალხში: ,,პაპის ნაჭამმა ტყემალმა, შვილიშვილს მოსჭრა კბილიო’’.
გარკვეული ხნის შემდეგ ამ ეკლესიის ნანგრევებზე აიგო ხის პატარა ეკლესია, მოგვიანებით კი ამავე სოფლის მკვიდრის, თამაზი მუშკუდიანის თაოსნობით კვლავ მთავარანგოლოზთა პატივსაცემად აიგო მათივე სახელობის ქვის პატარა ბაზილიკა.
,,დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი’’. მართლაც რომ დიდი და საკვირველია უფალი, რომელიც კაცთათვის შეუძლებელს და მისთვის შესაძლებელს მისცემს ხოლმე თავის ხატებას. ამჟამინდელი მონასტრის აღმშენებელი, აწ განსვენებული თამაზ მუშკუდიანი (რომელიც ამავე მონასტრის ეზოშივეა დაკრძალული), ღვთისა და მოყვასის სიყვა რულმა აიძულა, რომ თავისივე სოფელში თანასოფლელთა დახმარებით აეგო ტაძარი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საპატივსაცემოდ. მთელი სოფელი გაოცებული იყო მისი ჩანაფიქრით. რადგან პროექტი ისეთი მასშტაბური იყო, რომ იმ დროს ლეჩხუმისა და სვანეთის ეპისკოპოსმა მეუფე დავითმა (ტიკარაძე) თამაზი გააფრთხილა, რომ თუ ტაძარს ბოლომდე ვერ მოამთავრებდა, სჯობდა რომ საერთოდ არ დაეწყო. 1991 წლის თებერვალში ღვთის შეწევნითა და მეუფეს ლოცვა კურთხევით საპატრიარქოს მიერ დამტკიცდა ტაძრის პროექტი, გაიჭრა საძირკველი და დაიწყო მშენებლობა. არ შეიძლება რომ არ ავღნიშნოთ ამ ტაძრის არქიტექტორის, აწ განსვენებულ მურად მუკბანიანის ღვაწლი, რომელიც დღენიადაგ იღვწოდა მონასტრის შენებისათვის. აგრეთვე აღსანიშნავია თვითონ ამ სოფლის მცხოვრებთა შრომა, თავდადება, რომელთაც თავიანთი კუთვნილი დაახლოებით 3 ჰა სასახლკარე და საბოსტნე მიწები შესწირეს მონასტერს.
შეიძლება გაგვიკვირდეს, რომ რაღა მაინცდა მაინც ღვთისმშობლის შობის სახელზე გადაწყვიტეს ეკლესიის აშენება? ამასთან დაკავშირებით სოფელში ხშირად იხსენებენ ხოლმე ერთ საინტერესო მოვლენას, რომელიც 1998 წლის 21 სექტემბერს (ღვთისმშობლობას) მოხდა და ალბათ ეს სასწაულიც მეტყველებს ყოველივე ამას:
წვიმიანი დღე იყო. მამა გიორგის (ჩართოლანი) სამოცდაათამდე ლასურიაშელისთვის მოეყარა თავი და ნათლავდა. ვიღას არ ნახავდით იქ: ქალსა თუ კაცს. ახალგაზრდას თუ მოხუცს. ჩვილსა თუ მოზარდს. ამ დროს ერთი მომაკვდავი მოსანათლი მოხუცებული მოიყვანეს. მოინათლა თუ არა იმ წამსვე გამოჯამრთელდა და ამასთანავე სუფრაზეც სხვებთან ერთად კარგა გვარიანადაც მოილხინა (მას შემდეგ 10 წელი გავიდა და ის დღესაც ცოცხალია). მიუხედავად ამინდისა ირგვლივ საზეიმო განწყობა სუფევდა. მამაომ ნათლობა დაამთავრა, ყველას მოგვილოცა ეს ბრწყინვალე დღე და თითქოს უფალმაც დაგვლოცაო, ცა გაიყო, ღრუბლებს შორის მზის სხივი ჩამოიჭრა და სვეტად დაადგრა იმ ადგილს სადაც ნათელღებულნი იდგნენ . . . სწორედ აქ იჭრებოდა ტაძრის საძირკველი.
ეკლესიის მშენებლობა ერთი წელი გაგრძელდა. სოფელს ძალიან უჭირდა ეკონომიურად. მაგრამ მიუხედავად ამისა ვისაც როგორ შეეძლო ფიზიკურად, მატერიალურად, თუ სულიერად, არაფერს იშურებდა. ამ დიდ საქმეში სხვა სოფლებიც იღებდნენ მონაწილეობას (დეხვირი, მახაში). და ღვთის შეწევნითა და ყველას ერთობლივი ძალისხმევით 1999 წლის დეკემბრის სუსხიან დღეს, როცა ირგვლივ ყველაფერი თოვლით იყო დაფარული და ციდანაც მუჭისოდენა ფანტელები ცვიოდა, ტაძარი გადაიხურა.
2003 წლის სექტემბერში სოფელ ლასურიაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის გახსნა იგეგმებოდა, მაგრამ გადაიდო: ტაძართან ერთად გაჩნდა მამათა მონასტრის აგების იდეა. და ამავე ეპარქიის მმართველის ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსის სტეფანეს (კალაიჯიშვილი) ლოცვა კურთხევით, დაიწყო მონასტრის მშენებლობა.
აქვე დავსძენთ, რომ სანამ მონასტერი აშენდებოდა და სრულყოფილ სახეს მიიღებდა, პარალელურად მეუფეს ლოცვა კურთხევით სამღვდელოების მიერ სრულდებოდა პარაკლისები და სხვადასხვა ლოცვები. ამ სოფლის ხშირი სტუმრები იყვნენ, მამა ანტონი (ბურდილაძე), მამა იოსები (ნიგურიანი), მამა იოსები (ტატიშვილი) და სხვანი. მრევლი თანდათანობით იმატებდა, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც შობა დღეს მიწისძვრის სახით სოფელს განსაცდელი დაატყდა. სოფლის მაცხოვრებლები ძალიან შეშინებილნი იყვნენ. ყოვდადუსამღვდელოესმა ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსმა სტეფანემ ამ ამბისადმი ამავე ტაძარში სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა და ლიტანიობით სოფელს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი შემოატარა და სოფლის მაცხოვრებელნი ანუგეშა.
მოხდა კიდევ ერთი საინტერესო მოვლენა. ადგილი, სადაც მონასტრის სენაკები უნდა განლაგებულიყო , სამი ძმის კუთვნილებას წარმოადგენდა. მათ უჭირდათ ამ მიწის დათმობა, მაგრამ უფლის ნებით ყველაფერი თავისით მოგვარდა: ერთ-ერთი ძმის ვაჟზე ღმერთმა განსაცდელი დაუშვა. იგი ავარიაში მოყვა, სამ ადამიანს დაეჯახა. ღვთის წყალობით ოთხივე გადარჩა. ოჯახმა უფლისადმი მადლობის ნიშნად კუთვნილი მიწა მონასტერს შესწირა. იგივე გაიმეორა ორივე ძმამ.
მონასტრის მშენებლობა და მისი კეთილმოწყობა 2005 წლის სექტემბერში დამთავრდა. ამავე წლის 21 სექტემბერს ყოვლადუსამღვდელოესმა ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსმა სტეფანემ უამრავი ადგილობრივისა და სტუმრის თანდასწრებით ლასურიაშის ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტერი აკურთხა და მონასტრის წინამძღვრად მღვდელმონაზონი ცოტნე (მარიამიძე) დაადგინა.
დროთა განმავლობაში მონასტერში მრავალი რამ გაკეთდა. ტაძრის შემოგარენში გაშენდა ვაშლისა და ატმის ბაღი. გაშენდა ოჯალეშის (დაახ. 600 ძირი) უნიკალური ჯიშის ვენახი. არის რამოდენიმე ფუტკრის სკა. მონასტერში ყოველდღიური წირვა-ლოცვა აღევლინება. ამასთანავე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია 2010 წლის 5 ოქტომბერს ამავე მონასტერში გაიხსნა წმიდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის სასულიერო სემინარია.
დასარულს მინდა წმიდა დავით წინასწარმეტყველის სიტყვებით დავამთავრო:,, უფალმან მწყსოს და მე არა მაკლდეს, ადგილსა მწვანილოვანსა მუნ დამამკვიდრა მე’’ (22. 1) და როგორც მწყემსი ზრუნავს თავის სამწყსოსთვის, ასევე უფალიც მზრუნველი და მფარველია ჩვენი ცოდვილი სულებისათვის. და ღმერთმაც ქნას, რომ ეს ტაძარი ყოფილიყოს საწინდარი შინაგანი ტაძრის აღშენებისა და გაბრწყინვებისა.

პოსტის ავტორი: ემილი თარიღი: Jul 20 2011, 10:01 PM

ტყელვანი... ვანის რაიონი.

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 21 2011, 12:38 AM

ემილი
ისე აქამდე მხოლოდ ერთ ადამიანს ვიცნობდი(ამერიკელს)ამ სახელით.(Ms Emilli)
აქედან ლამაზი სოფელი ჩანს,ალბათ სინამდვილეშიც ეგრე იქნება.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 3 2013, 12:27 AM

მართალია ჩემი სოფლის შესახებ არაა , მაგრამ ახლოა და დავდებ .
რამდენიმე წლის წინ დავწერე ეს თემა...

ხაშურის რაიონი გეოგრაფიულად არც თუ ისე დიდი ფართობის გახლავთ,თუმცა დაკვირვებული თვალი აქ იმდენ საინტერესო ისტორიულ ძეგლს შეამჩნევს,რომ ტერიტორიული სიმცირე სულ გადაავიწყდება.
ჩვენ ვაგრძელებთ თემათა ციკლს ,,რა განძი გვქონია’’,რომლის მთავარი მიზანი არც თუ ისე ცნობილი ,მაგრამ მნიშვნელოვანი ისტორიის მქონე კულტურული ძეგლების საზოგადოების ფართო მასებისთვის გაცნობაა.
ახლა ჩვენ შემოგთავაზებთ თემის მეორე ნაწილს,რომელიც სოფელ სატივეზე და ამ დასახლებაში მდებარე წმინდა სამების ტაძარზეა.მიუხედავად ცნობების სიმწირისა,ვიმედოვნებთ,რომ ამ მცირე მასალის გაცნობის შემდეგაც მკითხველი უკმაყოფილო არ დარჩება.
თემაში მოთხრობილია იმ ცნობილი ფაქტების შესახებ,რომელიც დაკავშირებულია სოფელ სატივესთან, იმ საიდუმლოსთან, რომელსაც წმინდა სამების ტაძრის ნეკროპოლი ინახავს.

შ ი ნ ა ა რ ს ი

I.შესავალი
II.ძირითადი საკითხები
1.სოფელ სატივის ისტორია
2.არქიტექტურა (გეგმა,სტილი,არქიტექტონიკა,ინ
ერიერი,ექსტერიერი)
საეკლესიო ნივთები: ბარძიმ-ფეშხუმი; სახარება; ტრაპეზი; კანკელი
3.სატიველ ბაგრატიონთა ისტორია
4.მოძღვრის ინტერვიუ

III.დასკვნა

შ ე ს ა ვ ა ლ ი

ქართველებმა უნდა ვიამაყოთ ჩვენი ისტორიული წარსულით,რომელიც იმდენად მდიდარია და მრავალფეროვანი,რომ შეუძლებელია მარადიული საფიქრალი არ გაუჩინოს ქართველ კაცს.
ხაშური პატარა რაიონია,თუმცა მას საკმად საინტერესო წარსული აქვს.თურმე ხაშურის რაიონის ტერიტორიაზე ადამიანს ჯერ კიდევ ქვის ხანიდან უცხოვრია და მას დაუტოვია კიდეც თავისი სულიერი და მატერიალური მოღვაწეობის კვალი.ცნობილია,რომ ხაშურის ტერიტორიაზე ,,გადიოდა აღმოსავლეთის ქვეყნებიდან დასავლეთ ევროპისკენ მნიშვნელოვანი სავაჭრო სატრანზიტო გზა.ამ გზის შესახებ ცნობებს გვაწვდის ბერძენი გეოგრაფი სტრაბონი’’.(1)ცხადია,ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა ხელს უწყობდა ხაშურს არ ჩამორჩენოდა საქართველოში მიმდინარე კულტურულ ტენდენციებს.
ხაშურის რაიონი მდიდარია მატერიალური კულტურის ძეგლებით.ისტორიკოსები მიუთითებენ,რომ აქ აღნუსხულია სხვადასხვა დროის და დანიშნულების 150-ზე მეტი ძეგლი.ჩვენი ყურადღება ამჯერად სოფელმა სატივემ მიიქცია,რომელსაც საკმაოდ საინტერესო და უცნობი წარსული აღმოაჩნდა

—————

1-თ.ლაცაბიძე,ხაშურის რაიონი,2000წ.გრაფიქსი

1.სოფელ სატივის ისტორია

სოფელი სატივე მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე,მდ.სურამულას აუზში ზ.დ.750 მ. ხაშურიდან დაშორებულია 16 კმ-ით,გომიდან(უახლოესი რკინიგზის სადგური)5-კმ-ით.სატივე შედის გომის სასოფლო საკრებოლოში,არის დიდი და პატარა სატივე.დიდი სატივე მდებარეობს მდ.სურამულას მარცხენა მხარეს,ხოლო პატარა სატივე მარჯვენა მხარეს.
სახელწოდება მომდინარეობს ტივისგან.გადმოცემით,აქ ტივების სადგური ყოფილა,რომელიც შემდგომ სოფლის სახელწოდებადაც ქცეულა.არის ვარაუდი იმის შესახებაც,რომ მდინარე მტკვრის ერთი ტოტი სწორედ სატივესთან გადიოდა,მდინარე მტკვარი კი, როგორც ცნობილია გამოიყენებოდა ტივების გადასაადგილებლად.ამდენად,გამორიცხული არ არის,რომ სოფლის სახელწოდება ტივიდან მომდინარეობდეს.
სატივეს იცნობს ვახუშტი ბატონიშვილი.იოანე ბატონიშვილი სურამის წყლის აღწერისას აფიქსირებს მას.ქართულ ისტორიულ და ეკონომიკურ ხასიათის ძეგლებში ხშირად გვხვდება იგი.
თავდაპირველად სატივე,როგორც ჩანს,ამირეჯიბების კუთვნილი მამულია,რომელიც შემდგომ დავითიშვილების ხელში გადავიდა.ერთ-ერთ დოკუმენტში ნათქვამია: ,,..…სოფელი სატივე,ამირეჯიბებისგან ნანსისხლი’’.
როდის გადავიდა სატივე დავითაშვილების ხელში უცნობია,მაგრამ XVII საუკუნის 30-იანი წლებისთვის,რომ დავითიშვილების კუთვნილებაა არაერთ დოკუმენტში დასტურდება.როსტომ მეფის 1634 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილების წიგნში დავით და რამაზ დავითიშვილების მამულის საქმეზე აღნიშნულია, ,,რომ გამოიფიცა დავით და გამოიტანა ფიცითა.. სოფელი სატივე..’’როგორც ამ დოკუმენტით ირკვევა,სატივეზე დავა ჰქონდათ დავით და რამაზ დავითიშვილებს.ეს უკანასკნელი დავითის ძმისწულია,მათ შთამომავლობას შემდგომშიც აქვთ დავა სატივეზე.
ზემო ქართლის XVII-XVII საუკუნეების მოსახლეობის აღწერის არაერთ დავთარშია დაფიქსირებული სატივე:
XVII საუკუნის დამდეგით დათარიღებული დავთრის მიხედვით,აქ 25 კომლი ცხოვრობს;
XVII საუკუნის მეორე საუკუნის ნახევრის დავთარში შეტანილია 14 კომლი;
1715 წლის რუისის სამწყოს დავთარში სატივიდან დაფიქსირებულია 12 კომლი;
XVII საუკუნის 50-იან წლებში ლეკთა ხშირი შემოსევების შედეგად სატივე როგორც სოფელი მოიშალა,1761 წლის 19 თებერვალს ზაალ დავითაშვილი სატივის შესახებ ერეკლე II-ეს წერდა,,..ჩვენს მამულში ცეცხლი აღარ ანთია,აღარც ყმა დაგვრჩომია,რაც ლეკს მოურჩა,დაიფანტნენ.’’
როგორც ირკვევა სამეფო კარისაგან გარკვეული ღონისძიებები გატარებულა სატივის ასაღორძინებლად,მაგრამ აქ ხელმეორედ დასახლებული გლეხებიც ხშირად გამხდარან ლეკთა შემოსევების მსხვერპლნი.1764 წლის 24 ნოემბრის დიმიტრი ნაზირის არზაში ერეკლე II-სადმი,ნათქვამია:,,ახლაც აჯიაშვილი და 8 გლეხი კაცი ლეკისაგან დაკარგულან.’’იმდენად გართულდა საქმე,რომ მას სატივეში თავისი მსახურები დაუყენებია,რათა სოფელში დარჩენილი გლეხებიც არ დაფანტულიყვნენ.,,..მიდით, სატივეს დადექით,მანამდე ხელმწიფეს მოვახსენო,ვინც დარჩომილან,ისინიც და ქვრივ-ობლები არ დაიფანტონ მეთქი.’’(1)
დიმიტრი სთხოვს სამეფო კარს,რომ სატივის მიმართ გარკვეული

————————————-

1-თ.ლაცაბიძე,ხაშურის რაიონის ტოპონიმიკა,გვ-128

შეღავათები განხორციელდეს,კერძოდ,ვინც აქ დადგებოდა განთავისუფლებულიყო სურსათის გადასახადისა და მორიგე ჯარში სამსახურისგან.,,თუ თქვენი წყალობა არ დაემართათ რა,და ერთი იმედიანი ოქმი არ უბოძეთ,იმათი გაძლება არ იქნება’’ნათქვამია არზაში.დიმიტრი იქვე მიუთითებს,რომ სატივეში ,,..მემკვიდრე ბინიანი კაცი არავინ არის.სულ მოგროვილ-მოგროვილი კაცნი შემიპყრია და ისინი დგანან.’’(1)
სამეფო კარმა შესაბამისი ღონისძიებები გაატარა სატივის მიმართ.ეს კარგად ჩანს დოკუმენტზე ერეკლეს მიერ გაკეთებული წარწერიდან,რომელშიც ნათქვამია;ჩვენი ბრძანება არის,ვინც სატივეს დგახართ,მერმე თქვენი მორიგე და სურსათი გვიპატივებია.თქვენ მანდაურობაზე გულს ნუ გამოიცვლით.მანდავ მართებულათ უნდა იდგეთ..ნაზირისთვისაც გვითქვამს,თქვენს ყოვლისფრის ხელს მოგიმართავსთ.ჩვენც ყურს მოგიგდებთ.თქვენს ძალასა და უსამართლოს ვერავინ გიზამთ.ღმეთმა ნუ ჰქნას,თუ დაგჭირდებათ ჯარს მოგახმარებთ’’.
სამეფო ხელისუფკების მხრიდან სატივის მიმართ გატარებულმა ასეთმა სერიოზულმა ღონისძიებებმა თავისი შედეგი გამოიღო.უკვე,1766 წლის 8 სექტემბერს ერთ-ერთ დოკუმენტში ნათქვამია:,,..რა სატივე აშენდა’’..
გერმანელი მეცნიერი ი.ა. გულდანშტედტი,რომელიც 1771-1772 წლებში მოგზაურობდა საქართველოში,რამდენჯერმე მოიხსენიებს სოფელ სატივეს,ორჯერ აღნიშნავს,რომ სატივე ციხეა.,,მოხისი და სატივე,ორივე ცერებრა’’.მდინარე სურამულას ხეობის აღწერის დროს კვლავ ასახელებს სატივეს, როგორც ციხეს-,,ციხე სატივე’’.
რას ემყარება ი.გულდანშტედტი, როდესაც სატივეს ციხედ მოიხსენიებს,სხვა დოკუმენტებში ვერ მივაკვლიეთ,არც სატივეშია რაიმე კვალი

———————-

1.თ.ლაცაბიძე.ხაშურის რაიონის ტოპონიმიკა,გვ-128

შემორჩენილი თუნდაც ნანგრევების სახით.ამ მხარეში ციხე მხოლოდ ოსიაურში გვხვდება.
სატივეში 1865 წელს 23 კომლი მოსახლეა (20 სახელმწიფო და 3 დრებით ვალდებული)1886 წლის აღწერით კი,აქ 36 კომლი ცხოვრობს (126 კაცი და 223 ქალი)რომლებიც ეროვნული შემადგენლობის თვალსაზრისით მთლიანად ქართველები არიან.
სახელწოდება დანიშნულების სახელისგანაა მიღებული სა-ე თავსართ-ბოლოსართების საშუალებით სატივეში მდებარეობს წ.მ. სამების ეკლესია(დიდი სატივე)რომელიც XIXსაუკუნეშია აგებული(1)

———————–

1.თ.ლაცაბიძე.ხაშურის რაიონის ტოპონიმიკა.გვ126-127

არქტ.ძეგლი.სოფლის ჩრდ.აღმოსავლეთით 500 მ-ზე.აშენებულია XIXს-ის შუა წლებში ბაგრატიონ დავითიშვილის(დავიდოვის)მიერ.ეკლესია დარბაზულია(10.4X6.16)ნაგებია აგურითა და ქვიშაქვით.შესასვლელი აქვს სამხრეთით და დასავლეთით,ნახევარწლიულ აფსიდში, დარბაზის სამხრეთით და დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია,აფსიდის სარკმლის ორივე მხარე ნიშებია.საკურთხევლის წინ დგას კანკელი,ინტერიერი შელესილია და შეთეთრებულია,ეკლესია გადახურულია ცილინდრული კამარით,რომლის საბჯენი თაღი გრძივი კედლების პილასტრებს ეყრდნობა,ინტერიერში ჩრდ.კედლის დასავლეთ ნაწილში ჩასმულ მარმარილოს ფირფიტაზე ამოკვეთილია სამშენებლო წარწერა,დასავლეთ ფასადის კარის გასწვრივ კედელში ჩატანებულია ქვაზე-ჯვარი.დასავლეთით ეკლესიაზე მიშენებულია მაღალი პროპორციულობის აგურით ნაგები სამრეკლო,(3.2X3.2).I სართული ოთხივე მხარეს გახსნილია თაღებით და დასრულებულია აგურის სამსაფეხურიანი ლავანგარდით.II სართული ფანჩატურია,იგი I სართულთან შედარებით ვიწროა,ორივე სართულს გუმბათოვანი გადახურვა აქვს(1)

———————

1.საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა,ტომი-V,გვ 429
საეკლესიო ნივთები
ა)ბარძიმ-ფეშხუმი

ტაძრის აღდგენის დროს,სამწუხაროდ ვერ იქნა ნაპოვნი უძველესი ბარძიმ-ფეშხუმი,ხოლო სურათზე ნაჩვენები ბარძიმ-ფეშხუმი იქნა შეძენილი ბატონ დავით ტყეშელაშვილის მიერ

ბ)სახარება

ტაძრის სახარება,ისევე როგორც ბარძიმ-ფეშხუმი,კომუნისტური მმართველობის პერიოდში დაიკარგა,ხოლო მოცემული სახარება შეძენილ იქნა 2008 წელს,წმინდა სამების ტაძრის მრევლის მიერ.

გ) ტრაპეზი

სურათზე გამოსახულია წმინდა სამების ტაძრის ტრაპეზი,ტრაპეზის ქვა არის შემორჩენილი ძველი ეკლესიისგან.

დ)კანკელი

ძველი ტაძრის კანკელი,ისევე როგორც ნივთების დიდი უმრავლესობა იგიც იყო დაკარგული,სურათზე გამოსახული ტაძრის კანკელი კი შეიქმნა ტაძრის მეორედ აღდგენისას.

სატიველ ბაგრატიონთა ისტორია

გასული საუკუნის საქართველოს სულიერ ცხოვრებაში უდიდესი როლი შეასრულა ბაგრატიონ-დავითაშვილთა ოჯახმა,ეს იყო დიდი ღვთიური ნიჭით დაჯილდოებული ოჯახი,რომლის ყველა წევრიც გამორჩეულ ფიგურას წარმოადგენდა იმ დროის საქართველოში.
ყველა ოჯახს თავისი ისტორია და ბედი აქვს,განგებამ ტრაგიკული ხვედრი არგუანა ამ ოჯახს,ოჯახს,რომლის შვილები თავისი დროის საუკეთესო მოღვაწენი იყვნენ,თუმცა პირქუშმა დრომ არც ისინი დაინდო და ხშირად არგუნა ჟამის სიმწარე,მაგრამ აგრეთვე იყო ბედნიერი დღეებიც,რომლებმაც მცირეოდენი სიხარული მაინც მიჰგვარეს ბაგრატიონთა ამ შტოს.

ჩვენ ზემოთ მოგახსენეთ,რომ სოფელ სატივეში,მდებარეობს წმინდა სამების ტაძარი,ეკლესიის ნეკროპოლი ხუთი საფლავით,რომლებიც დიდ ისტორიას ინახავენ,ალბათ საინტერესო იქნება იმის გაგება,თუ რა იმალება ცივი ლოდების უკან.
,,ამა ლოდსა ქვეშე განისვენებს პოდპორუჩიკის ალექსანდრე ბაგრატიონ დავიდოვის მშობლის,კნეინა მელანიას გუამი,რომელიც ითხოვს აღმომკითხველთაგან სულისათვისა განსვენებისა თქმასა.გარდაცვლილ არს ჩყნზ/1857/წელსა იანვრის 4 დღესა.
რაც შეეხება ალექსანდრე ბაგრატიონს,მას ყველა იცნობდა,როგორც უძლიერეს მებატონეს,დიდი მამულების პატრონს და შეუპოვარ ადამიანს.,,ალექსანრე ბაგრატიონ დავითაშვილი ერთ-ერთ დიდ ფეოდლად ითვლებოდა მთელს ქართლში,მისი გავლენის სფერო ისედაც ვრცელი იყო,ხოლო დიდი გავლენიანი გვარის ქალის შერთვამ სიმდიდრეც შემატა და სახელიც.’’(1)
საკმაოდ დიდი განათლება ჰქონია მიღებული ალექსანდრეს მეუღლეს დარია,რომელიც მეფე ერეკლეს შვილთაშვილი ყოფილა(ერეკლე-ანასტასია-ბიძინა-დარია),როგორც სხვადასხვა წყაროებიდან ვიგებთ,იგი ქართული მწერლობის კარგი მცოდნე ყოფილა,და გარდა ამისა უცხოურსაც კარგად ყოფილა დაუფლებული,ამის გამო იყო რომ შვილებმა ჩინებულად იცოდნენ ფრანგული ენა.
ალექსანდრე და დარია ბაგრატიონებს ჰყავდათ ხუთი შვილი:ნიცა,ბაბო,ტასო,გიორგი და თამარი.

———————-

1.ვ.ჭელიძე,ცხოვრება ივანე მაჩაბლისა,თბ 1957.გვ283

,,1884 წელს ბაგრატიონ-დავითიშვილებმა გაათხოვეს უფროსი ქალიშვილი ნიცა,
მისი მეუღლე ბეჟან წერეთელი საჩხერეში ცნობილი პიროვნება ყოფილა,აკაკი
წერეთლის ახლო ნათესავი,შემდგომში კი სათავადაზნაურო ბანკის დირექტორი.სწორედ ამ ქორწინებით დაედო საფუძველი საჩხერეში ერთი მშვენიერი ოჯახის შექმნას,ხოლო ამ ოჯახის უპირველესი მეგობარი აკაკი წერეთელი იყო.ნიცას და ბეჟან წერეთელს სამი შვილი ჰყავდათ:ივლიტა,ალექსანდრე,თა
არი(1)
აკაკი მოხიბლული იყო ბეჯან და ნიცა წერეთლების ოჯახით,ძალიან უყვარდა მათი პირველი ქალიშვილი-ივლიტა,თუმცა უეცრად გარდაიცვალა უმანკო ივლიტა,მშობლებმა პატარა წერეთელი სატივის ტაძარში დაასაფლავეს,შეძრძწუნებულმა პოეტმა მშობლების სანუგეშოდ ივლიტას ლექსი მიუძღვნა:

,,იხარე ანგელოსთ გუნდში,
ვარსკვლავო მოსხივცისკარე,
ლიტანიობდე ამიერ
ეთერზე ფრთებმოელვარე.
წახველ უდროოდ ამ სოფლით
ედემის ნორჩი ყვავილი,
რომ შენი ხსოვნა შენს მშობლებს
ეკლად დაესოს მწარ ტკბილი.
თანამავალო ვარსკვლავთა,
ელვარებითა დიდებით.
ლიტანიობდე ცის გუნდში
იმხიარულე მშვიდობით“

—————

1.მ.მთვარელიძე-მათი ბედნიერი და უბედური დღეები.200წ.გამომცემლობა ცისნამი,გვ8.

(ყოველი სტრიქონის პირველი ასოებით იკითხება ივლე წერეთელი)

1903 წელს ნიცა ფეხმძიმედ შეიქმნება,თუმცა უიმედოდ უყურებდა მომავალს,ამის გამგონე აკაკი ლექსს უძღვნის,,შვილის დამკარგავ ორსულ დედას’’

,,იგლოვდი სისხლხორც დაკარგულს
შესტრფოდი თანვე მომავალს,
და სავსე სარწმუნოებით
იხდიდი სოფლის სესხს და ვალს.
ამბობდი ,,ყოვლად ძლიერო’’
წმინდა არს ნება შენიო,
სიკვდილით ჰბადებ სიცოცლეს
თვით ბნელზე ნათლის მფენიო”.

ნიცას გოგონა შეეძინა,რომელსაც თამარი დააარქვეს,აკაკიმ კი გოგონას თამუნია შეარქვა.
ოჯახში ხშირი იყო სტუმრიანობა,წარჩინებულ სტუმართა რიცხვს მიეკუთვნებიან ცნობილი მოღვაწეები-მარჯორი და ოლივერ უოდტროპები,რომლებსაც ერთი ღამე საჩხერეში,ბეჯან წერეთელთან გაუთენებიათ და ძლიერ მოხიბლულნი დარჩენილან მასპინძლობით.შემდეგში კი ინგლისელი სტუმრები საგურამოში,ილია ჭავჭავაძესთან წასულან.
ნიცას გარდა ბაგრატიონებს ორი ასული ჰყავდათ-ტასო და ბაბო.ამათგან ბაბო ყველაზე უმცროსი და სრულქმნილი მშვენიერებით

დაჯილდოებული ყოფილა,აკაკი მას ,,ტუჩმარჯანას”ეძახდა,როგორც ამბობენ,პოეტს იგი სარძლოთაც მოსწონდა:

,,სილამაზე,სიჭაბუკე
მომხიბლავი კაცის გულის,
ედემს ქმნილი,ცაში თლილი
აკვანია სიყვარულის.’’
მალე ბაბო პარიზისკენ აიღებს გეზს,ხოლო იქიდან ლონდონში გაემგზავრება.უცხოეთიდან დაბრუნების შემდეგ კი გადაწყვეტს,რომ გახსნას საქველმოქმედო სამკერვალო ხელმოკლე ქალებისთვის.ამ განზრახვას კი მარჯორი უოდტროპის დახმარების შემდეგ მართლაც შეესხმევა ხორცი.1902 წლიდან იგი გადადის საცხოვრებლად პეტერბურგში,თუმცა,რამოდენიმე
წელიწადში უკურნებელი სენით დაავადდება და 1915 წლის 17 ივლისს

გარდაიცვლება,.,,XIX საუკუნის მიმწუხრისა და XX საუკუნის გარიჟრაჟის საქართველოს ნამდვილმა მშვენებამ,სამშობლოში ძლივს ჩამოიტანა სული და ძმამ იგი ეკლესიაში მშობელთა ფერხთით დაკრძალა.(1)
რაც შეეხება ტასო ბაგრატიონს,დავითიშვილების ოჯახიდან აკაკი ყველაზე მეტად ტასოს დაახლოებია და ლექსიც უძღვნია მისთვის-,,ტასო ბაგრატიონის ალბომში”
,,სკვითის ენა,სკვითის ქცევა,
მეგობრადაც ვინმე სკვითი,
ვისურვებ,რომ აგცდენოდეს.
შენ ეგ სხვისი მაგალითი.”
ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გამტკიცდა,როდესაც ტასო ცოლად გაჰყვა ქართული კულტურის ჭეშმარიტ კორიფეს,ვანო მაჩაბელს და გახდა აკაკის პოეტური ხატი,მისი შთაგონებით პოეტმა ბევრი ლექსი დაწერა,მათგან ერთ-ერთია ,,ტ..ს”
,,უცხოეთს მყოფსა შენს გამო,
გულში რომ ცეცხლი მეკიდა
დრო გარდასული კურცხალად
წამწამზე გადამეკიდა.”
თუმცა არც მისი ბედნიერება გაგრძელებულა დიხანს და 1917 წელს გარდაიცვალა იგი.შეწუხებულმა უოდტროპმა ნორვეგიიდან მოაწვდინა ხმა ჭირისუფლებს.

—————————-

1.მ.მთვარელიძე-მათი ბედნიერი და უბედური დღეები.გვ.74

უოდტროპს არც ნინო ორბელიანი ჩამორჩა და ლექსით გამოხატა გულისტკივილი :
,,შენ კი ტურფავ სახით,საქმით
სულით,გულით მშვენიერსა,
სამშობლო არ დაგივიწყებს
ეწამები ჩვენსა ერსა. ‘’

1899 წელს აკაკი წერს ლექსს:,,ცოცხალი სურათები”,რომელიც დათა ბაგრატიონს ეძღვნება,დათა დარდიმანდი,კეთილშობილი ჭაბუკი ყოფილა,და აკაკის კარგი მეგობარიც გამხდარა.
,,მზე ჩაგვესვენა..დაბნელდა,
ძლივს ბჟუტავს ჩვენი ლამპარი,
ჩვენი წარსული ჩვენთვისვე
გამხდარა სიზმარ-ზღაპარი..’’
დათას განათლება უცხოეთში ჰქონდა მიღებული,ცხოვრობდა-ჟენევაში,ნიცაში,პარიზში.ალბათ,სწორედ ამ სიბრძნეზე საუბრობდა აკაკი წერეთელი,როცა ხმალზე წარწერა გაუკეთა ბაგრატიონს.
,,სახარება გვირგვინად და
ტახტად ვეფხისტყაოსანი
საზრუნველად ქართველობა
და მეგობრად ბრძენმგოსანი.
ყველა ერთად შეადგენდა
ბაგრატიონთ ძლიერებას.
და ღირსეულ იმათ ნაშთსა
დღესაც კიდევ ვუძღვნი ქებას.’’
XX-საუკუნის გარიჟრაჟზე დათამ ცოლად მოიყვანა ბარათაშვილის ქალი და შექმნეს კიდევ ერთი შესანიშნავი ქართული ოჯახი,თუმცა ახლობლების დაღუპვის მომსწრე დათამ ვეღარ შეძლო დიდხანს სიცოცხლე და გარდაიცვალა 1921 წელს.
იმდროინდელ საქართველოში, როგორც ყველა მისი ოჯახის წევრი,საკმაოდ ცნობილი პიროვნება იყო გიორგი ბაგრატიონი, რომელიც ყოფილა თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის მარშალი და რამდენადაც მას თავისი ოფიციალური მდგომარეობა აძლევდა საშუალებას,მნიშვნელოვანი წვლილიც შეჰქონდა ჩვენი ქვეყნის განმანთავისუფლებელ მოძრაობაში.თუმცა განგების ხვედრი არც მას ასცდა და 1929 წელს განეშორა წუთისოფელს.
ჩვენ ზემოთ ვახსენეთ პატარა თამუნია წერეთელი,თუმცა ვრცლად არ გვისაუბრია მის შესახებ.ნიცა წერეთელი იხსენებს:ჩემმა შვილმა წაიკითხა ,,ცა ფირუზ ხმელეთ ზურმუხტო”აკაკი რომ ყურს უგდებდა საშინლად აღელდა,ქვითინი დაიწყო.მე ვკითხე, რამ აგაღელვათ აგრე,რომ ატირდით მეთქი,- იმისთანა გრძნობით წაიკითხა,რომ ბედნიერება განვიცადე,რომ ამ პატარამ ასე იგრძნო ჩემი გულისნადები,დიდები ასე ვერ წაიკითხავენო.
როდესაც წამოიზარდა თამუნია,ყველა აღიარებდა რომ იგი ღვთაებრივი სილამაზის მატარებელი იყო.წერეთლების ოჯახი თბილისში გადავიდა საცხოვრებლად,შესანიშნავი განათლების მქონე თამუნიამაც დაიწყო მუშაობა ლაღიძის წყლებში მოლარედ.თბილისში მალე გავრცელდა ხმა უმშვენიერესი ქალის შესახებ.ერთ დღეს ტიციან ტაბიძე შევა მაღაზიაში და დარჩება გაოგნებული ამ სილამაზის ხილვის გამო და უძღვნის კიდევაც ლექსს:
,, ბედნიერი ვარ-როგორც არასდროს,
თვითონ არ ვიცი რა მიხარია.
არ მინდა გული ცეცხლმა დაღადროს
თუ ცეცხლი ლექსად მე მაფარია.
ტაშისკარიდან მოჰქრის გრიგალი
დიდ მოურავის მუზარადებით.
სჩანს მოგრეხია თავის ნამგალი,
მთვარე სავსეა გულის ნადებით,..
თამარ ვინ იტყვის-რა იყო მართლა,
თამარს ვინ იტყვის-რა იყო მართლა,
თამარს ვინ იტყვის-მართლა რა არის..
თავზე დამნათის მე ძველი ქართლი,
და ,,მოდი-ნახის”ვარ პატიმარი?.(1)
გიორგი ლეონიძე,ექსპრომტად უძღვნის ლექსს ,,ღამე ივერიისა”-თამუნიას
,,დახანძრებული წევს ივერია,
მტკვარზედ წნორები უკრავენ თარებს,
მეტივეები სადღაც მღერიან,
სოფლის გუბეში გაჩრილა მთვარე.’’
1925 წელსავე კონსტანტინე გამსახურდია მიართმევს მას ,,დიონისოს ღიმილს”,1926 წელს გრიგოლ რობაქიძე კი ,,გველის პერანგს‘’.1929 წელს თამუნია ცოლად გაჰყვა იმ დროისათვის გამოჩენილ იურისტსა და ექიმს ნიკოლოზ კახაძეს.თუმცა არც თამუნიას ასცდა მწარე სასმისი და შვილის შეძენიდან 15 დღის შემდეგ ფეხი მოკვეთეს.ამის გამგონე ტიციანს კი სულითხორცამდე შეძრავს ეს ტრაგედია:
,,ხარ დანგრეული შენ მოდი-ნახე
ფეხმოტეხილი შენ ხარ ღრუბელი

მას შემდეგ რაც მოვრჩით საჭირო მასალების მოკვლევას,გადავწყვიტეთ,რომ მივსულიყავით წმინდა სამების ტაძრის მოძღვარ დეკანოზ არჩილ ლურსმანაშვილთან.
გ.ლ.დაგვლოცეთ მამაო.
მამაო-ღმერთმა დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ თქვენ და
სრულიად საქართველო.
გლ- ჩვენ ყურადღებით გავეცანით ტაძართან დაკავშირებულ ცნობებს და გაოცებულებიც დავრჩით,გვაინტერესებს,თუ იყო კომუნისტური მმართველობის პოერიოდში ამ სიწმინდეების ხელყოფის მცდელობა?
მამაო- მოგახსენებთ,რომ იმ ავადსახსენებელი კომუნიზმის დროს იყო სიწმინდეების დაზიანებისმცდელობა საფლავები დამსხვრეულია,რადგან ჩვენი ,,თანამემამულეები”ფიქრობდნენ
რომ მათში სიმდიდრე იყო ჩატანებული,თუმცა მადლობა ღმერთს საფლავებმა ჩვენამდე მოაღწია.
გლ- რაც შეეხება უშუალოდ ტაძარს როგორი სახით მოაღწია ჩვენამდე?
მამაო-ტაძარი საკმაოდ დაზიანებული მდგომარეობაში დაგვხვდა,დაზიანებული იყო უძველესი ხის კანკელი,აგრეთვე,დაკარგული იყო უძველესი ნივთები,თუმცა ბატონმა დავით ტყეშელაშვილმა ძალ-ღონე არ დაიშურა,რომ ტაძარს ძველი იერსახე დაბრუნებოდა და მადლობა ღმერთს, 2008 წელს აღდგა კიდევაც წირვა-ლოცვა.
გლ-დიდ დროს აღარ წაგართმევთ,თუ შეიძლება გვითხარით,რა სამუშაოებს საჭიროებს ამ დროისთვის ტაძარი?
მამაო-ამ დროისათვის მიმდინარეობს სამუშაოები ტაძრის მოხატვასთან დაკავშირებულით,ამაში კვლავ გვეხმარება ბატონი დავითი და ღმერთმა შეაძლებინოს შეაძლებინოს მას მრავალი ამგვარი საქმის გაკეთება
(სატიველ ბაგრატიონთა საგვარეულო გერბი)

დასკვნა
ამ მცირე მასალის გაცნობის შემდეგ ალბათ მკითხველი უკმაყოფილო არ დარჩება,რადგან როგორც სატივეს და სატიველ ბაგრატიონებს ძალიან ტრაგიკული,თუმცა საინტერესო ისტორია აღმოაჩნდათ,ჩვენ ვეცადეთ,რომ გაგვეგო ბაგრატიონთა ამ შტოს წარმომადგენლების უახლესი ისტორია,თუმცა მხოლოდ იმას მივაკვლიეთ,რომ დათას ქალიშვილი-როდამი საფრანგეთში გამგზავრებულა.იქვე დარჩენილა, რადგან არ სურდა კომუნისტურ საქართველოში ცხოვრება და გარდაცვლილა ნიუ-იორკში რამდენიმე წლის წინათ.
ამ მოკლე ისტორიის გაცნობის შესახებ ალბათ ყველა დავფიქრდით თუ რაოდენ ტრაგიკული,თუმცა საინტერესო ისტორია ჰქონია ბაგრატიონთა ერთ-ერთ შტოს,რომელის შესახებაც საზოგადოება ნაკლებადაა ინფორმირებული.

გამოყენებული ლიტერატურა:

I-საქართველოს ისრორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა,ტომი V.თბილისი 1990წ.
II-თ.ლაცაბიძე,ხაშურის რაიონი 2000წ.
III-თ.ლაცაბიძე,ხაშურის რაიონის ისტორია, ტოპონიმიკები. ხელნაწერი, ინახება ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
IV-მურად მთვარელიძე-მათი ბედნიერი და უბედური დღეები.2000წ
V-ვ.ჭელიძე,ცხოვრება ივანე მაჩაბლისა,თბ.1957
VI-ტიციან ტაბიძე,ლექსები,პოემები,პროზა,
ერილები,თბილისი 1985

შენიშვნა:
ნაშრომში გამოყენებულ ფოტოთა ერთი ნაწილი გადაღებულია ავტორის მიერ,ხოლო მეორე ამოღებულია წიგნიდან-მ.მთვარელიძე,,მათი ბედნიერი და უბედური დღეები’’,2000წ.ცისნამი

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 3 2013, 12:41 AM

მართალია ჩემი სოფლის შესახებ არაა , მაგრამ ახლოა და დავდებ .
რამდენიმე წლის წინ დავწერე ეს თემა...

ხაშურის რაიონი გეოგრაფიულად არც თუ ისე დიდი ფართობის გახლავთ,თუმცა დაკვირვებული თვალი აქ იმდენ საინტერესო ისტორიულ ძეგლს შეამჩნევს,რომ ტერიტორიული სიმცირე სულ გადაავიწყდება.
ჩვენ ვაგრძელებთ თემათა ციკლს ,,რა განძი გვქონია’’,რომლის მთავარი მიზანი არც თუ ისე ცნობილი ,მაგრამ მნიშვნელოვანი ისტორიის მქონე კულტურული ძეგლების საზოგადოების ფართო მასებისთვის გაცნობაა.
ახლა ჩვენ შემოგთავაზებთ თემის მეორე ნაწილს,რომელიც სოფელ სატივეზე და ამ დასახლებაში მდებარე წმინდა სამების ტაძარზეა.მიუხედავად ცნობების სიმწირისა,ვიმედოვნებთ,რომ ამ მცირე მასალის გაცნობის შემდეგაც მკითხველი უკმაყოფილო არ დარჩება.
თემაში მოთხრობილია იმ ცნობილი ფაქტების შესახებ,რომელიც დაკავშირებულია სოფელ სატივესთან, იმ საიდუმლოსთან, რომელსაც წმინდა სამების ტაძრის ნეკროპოლი ინახავს.

შ ი ნ ა ა რ ს ი

I.შესავალი
II.ძირითადი საკითხები
1.სოფელ სატივის ისტორია
2.არქიტექტურა (გეგმა,სტილი,არქიტექტონიკა, ინტერიერი, ექსტერიერი)

(ფოტოებს რომ მოვიცლ მერე ავტვირთავ)

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 12 2016, 03:35 PM

"მზეჩაღვრილი ქართული სოფლით მოვიხიბლე"

/"საპატრიარქოს უწყებანი" N12, 2016, გვ.14/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2016, 12:25 PM

"ჩვენი ერის უნიკალურობა იმაში გამოიხატება, რომ ჩვენს წინაპრებს ღვთისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდათ. როცა სოფლის აშენება გადაწყდებოდა, პირველ რიგში შენდებოდა ტაძარი, მის ირგვლივ - სოფელი".

/"კარიბჭე" N13, 2008, გვ.41/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 1 2016, 11:27 AM

"ქალაქი სოფლითაო, ნათქვამია. თუ ეს დედაბოძი გამოეცალა ქვეყანას, დაიქცევა. ამიტომ უპირველესად სოფელს უნდა მივხედოთ, სოფელი დავაყენოთ ფეხზე, ქალაქად და სოფლად ქართველობა ცხოვრობს, მათი გარჩევა არ შეიძლება - ცივილიზაციის სიკეთე ორივე მათგანს სჭირდება!"

/"კარიბჭე" N24, 2016, გვ.51/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 20 2017, 10:36 PM

"ერთი სოფლის შესწავლას გერმანელი მეცნიერები მთელ სიცოცხლეს ანდომებენ. ჩვენს ქვეყანაში კი ბოლომდე შესწავლილი თითქმის არაფერია".

/მეცნიერი ლევან ფრუიძე
"კარიბჭე" N22, 2008, გვ.26/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 23 2017, 12:56 PM

ტრადიციები

საღოლაშენის უმთავრესი დღესასწაულია მარიამობა. ამ დღეს აქაურები ღამისთევით ხვდებიან ეკლესიაში, შემდეგ ყველა თავ-თავის ოჯახში აღნიშნავს. იციან ასევე ჭონა, რომელიც აღდგომის კვირას იმართება, ბავშვები დადიან ოჯახებში და ითხოვენ კვერცხებს. ბოლოს მოგროვილ კვერცხებს თანაბრად იყოფენ და სააღდგომოდ ღებავენ. კიდევ ერთი ტრადიცია, თაგო-თაგო, იმართება აღდგომის მარხვის ყველიერის კვირაში. ბავშვები ჭრიან ასკილის ჯოხებს, ბებიები აცხობენ ქადებს, ბავშვები კი ეკლიანი ჯოხით შემოივლიან ყველა ოთახს და ყრიან თაგვებს სახლიდან. ჯოხს უსვამენ იატაკზე და ამბობენ: "თაგო, თაგო, გამოდი, ანგელოზო, შემოდიო". ამ ძახილით ვითომ გამოდევნიდნენ თაგვებს, ფრონემდე ჩარეკავდნენ. წაღებული ქადა იქვე უნდა შეეჭამათ, რომ გარეკილი თაგვები უკან არ მობრუნებულიყვნენ. ერთ-ერთი ძველი ტრადიციაა მარიაშნობა . ამ დღეს კლავდნენ ოჯახში დედალს, აცხობდნენ ერბოს ქადას, მოხარშავდნენ კვერცხებს, გამოაცხობდნენ პურის კვერებს, აუცილებლად უნდა ყოფილიყო სუფთა ღვინო და ამ ყველაფერს მიირთმევდნენ ოჯახში მყოფი მხოლოდ ქალები.

/"კარიბჭე" N6, 2009, გვ.34/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 7 2017, 02:22 PM

"კარგა გაიმანძილებ და სოფელიც გადაიშლება"

"დედაქალაქში მშენებლობის ბუმია, ჩვენი ძირძველი სოფლების ყოფნა-არყოფნა კი მართლაც ბეწვზე კიდია..."

/"კარიბჭე" N18, 2008, გვ.41/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 20 2017, 10:07 PM

"ბოლო 20 წლის განმავლობაში უკანაფშავის 23 სოფლიდან 11 გაუკაცრიელდა".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N20, 2017, გვ.14/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2017, 10:17 PM

"დილა ფარსმაში გაგვითენდა, ცად აზიდული მთების ალყაში მოქცეულ ხელისგულისოდენა ვაკეზე გაშენებულ სოფელში. "

"მხოლოდ სიყვარულს შეუძლია აღადგინოს მთაში ძველებური მჩქეფარე ცხოვრება, სიყვარულს არა კაცობრივს, არამედ ღვთაებრივს. მხოლოდ ქრისტეს სიყვარულს შეუძლია ააღორძინოს ეს სოფლები, რომლებიც ასე გულსაკლავადაა გაუკაცრიელებული. ეს ჩვენი სურვილი და თქვენი წინაპრების ოცნებაც რომ აღსრულდეს, ტაძარი უნდა აღდგეს და იკურთხოს. მაშინ სოფელიც გაიმართება, განმტკიცდება, გამრავლდება, თქვენი ცოლ-შვილი დაილოცება, თქვენი მომავალი იკურთხება და თქვენი კეთილი სიბერე განმზადდება".

/ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავით
"კარიბჭე" N18, 2006, გვ. 21/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2017, 02:13 PM

"ვინც სოფელს მიუბრუნდება,
ყველაზე დიდი კაცია"

/უშანგი მოსიაშვილი
"ათინათი" N2, 2017, გვ.28/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2017, 11:35 AM

"გასაჭირმა უმეტესობა ბარში გაიტყუა".

/"კარიბჭე" N20, 2009, გვ.36/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 2 2017, 10:14 AM

"რაჭის სევდა დღეს საყოველთაოა. იცლება სოფლები"

/"კარიბჭე" N21, 2006, გვ. 42/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 8 2017, 10:37 AM

"დღეს სოფელ ჭერემში [გურჯაანის რაიონი] თითზე ჩამოსათვლელია ადგილობრივი მკვიდრი. ასე თუ გაგრძელდა, ეს ისტორიული სოფელი სულ მალე ნასოფლარად იქცევა..."

"სოფელი უნდა ვისმეს, შვილო? აი, წინ გაიხედეთ, მეორე სახლშიც არავინ ცხოვრობს. რამდენი სახლი დაკეტეს და ქალაქში წავიდნენ საცხოვრებლად..."

/"კარიბჭე" N22, 2017, გვ.23, 24/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2017, 09:03 PM

"თუ სოფელი დააფასე, ისიც დაგაფასებსო".

/"კარიბჭე" N23, 2017, გვ.29/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 6 2017, 08:06 PM

"მოსახლეობისთვის როგორადაც დაუდგენელი არ უნდა იყოს სოფლის საზღვრები, ყველა სოფლის სასაზღვრო ზონას მაინც სასაფლაო განსაზღვრავს. რა გვარის ხალხიც არის დაკრძალული სასაფლაოზე და რა ტერიტორიიდანაც არიან ისინი, იქამდე მიდის საზღვარი. სხვა სოფლის მოსახლე, თუ ტერიტორიულად არ ეკუთვნის იმ სოფელს, არ დაიკრძალება იმ სოფლის სასაფლაოზე (თავადაც არ ისურვებს ჭირისუფალი). ეს დაუწერელი, მაგრამ სოფლის კანონია".

/"კარიბჭე" N24, 2017, გვ.42/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 7 2017, 11:00 AM

"ლამაზი და მყუდრო სოფელია გაგური. მყუდროებას და იდუმალებას განსაკუთრებით ღამით გრძნობ კაცი. სიჩუმეში და სიმშვიდეში მოფი სივრცე ყველა ფიქრისგან გათავისუფლებს და დიდ სიმშვიდეს და სიტკბოს განიჭებს. ამ სივრცეს და გარემოს თან ახლავს სიბრძნე, რომ ყველაფერი და ყოველივე უსასრულოა".

/"კარიბჭე" N24, 2017, გვ.42/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 4 2018, 11:38 AM

"სოფლის სამსახურში გაჭაღარავებულა"

/"კარიბჭე" N26, 2017, გვ.21/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 15 2018, 02:25 PM

"რამდენჯერ მიფიქრია, რა ლამაზია სოფლის სასაფლაო. განსაკუთრებით ზამთარში, მარტოობა რომ აყრუებს სოფელს თეთრი შრიალით".

"ყველა ამჩნევს, რომ ის ხიბლი, რაც სოფელს ადრე ჰქონდა, ნელ-ნელა იკარგება. ხალხი მიდის, ტოვებს მშობლიურ სახლებს. ცხოვრება თითქოს ისე აღარ დუღს. მოწყენილობა იბუდებს სოფლებში.

ჩაშავებული, მხრებჩამოყრილი, მიტოვებული სახლები, სევდიანი ორღობეები, ჩახრამული გზები. "თითქოს მღერის მიტოვებული სახლი. არ ემღერება, მაგრამ გულში მაინც მღერის. ეს სიმღერა სიმარტოვის სიმღერაა, ანდა მოლოდინის. ჰო, ჰო, უფრო, მოლოდინის.

სიჩუმეზე უფრო ჩუმია და იმედზე უფრო იმედიანი, მოლოდინის სიმღერა. მოგისმენიათ? თუ არა, ნახეთ ნასახლარად ქცეული საქართველო და თქვენ გაიგონებთ ამ სიმღერას" ("დევების ნასახლარი", გოდერძი ჩოხელი).

თუმცა, ღვთის წყალობით გაგურის ველ-მინდვრები ჯერ კიდევ არ არიან დანატრულნი ადამიანთა ხმებს".

/"კარიბჭე" N1, 2018, გვ.33-34/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 16 2018, 12:26 PM

"რამდენჯერ გამივლია სხვა სოფლებში და მინახავს სახლების კარის ზღურბლთან, ეზოს გარეთ, ლურსმებამოშვერილ სკამებზე უჩუმრად ჩამომსხდარი მოხუცები, დარდით დასველებული თვალებით გზას რომ გაჰყურებენ, თითქოს ელოდებიან ვისმეს. დარდობენ და ვერც ამბობენ, რომ მათ კარებებსაც მალე დაედებათ ბოქლომები. ხან გაიღიმებენ. უიმედოდ, მაგრამ მაინც მბჟუტაბი სასოებით, ალბათ ელოდებიან აი, ამ სიტყვების მთქმელსა და აღმსრულებელს:

"არა, მე ამ სახლს ვერ მივატოვებ,
ვერ გავცილდები მე ამ მიდამოს,
აქ დარჩენილი მამის ფიქრები
და დედის ცრემლი სხვას ვის მივანდო!
სხვა ვინ გაიგებს ამ სახლის სევდას,
ამ სახლის წუხილს სხვა ვინ მიხვდება,
რა ვუყოთ, თუკი გარდასულ დღეთა
მოგონებებით გული მძიმდება,
და წარსულის ხეს გაყვითლებული
ფოთლები არა და არ სცვივდება!
არა, მე ამ სახლს ვერ მივატოვებ,
ვერ გავცილდები მე ამ მიდამოს,
მე აქ დარჩენილ მამის ოცნებას
და დედის ცრემელებს სხვას ვერ მივანდობ".
ნოდარ კვიციანი

/"კარიბჭე" N1, 2018, გვ.34/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 16 2018, 05:55 PM

"...გამოკეტავენ საჩქაროდ კარებს, დაადებენ თოთო ბავშვის მუშტისხელა ბოქლომს..."

/"კარიბჭე" N1, 2018, გვ.34/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 5 2018, 07:04 PM

"სიმონეთელებმა კარგად იციან თავიანთი სოფლის ფასი და იმასაც კი იჩემებენ, ამხელა ცა არც ერთ სოფელს არ აქვსო.

მართალია, ახლა სოფელი სანახევროდ დაცლილია, გულსაკლავად იცქირებიან მიტოვებული სახლები, მაგრამ ღვთის წყალობით როგორც ტაძარი შენდება, სოფელიც ისევ აღორძინდება."

/"კარიბჭე" N1, 2010, გვ.41/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 6 2018, 11:12 AM

"ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ეს ხალხი, რომელთაც სოფლის ყველა ბილიკი იციან და ახსოვთ ამ სოფლის წარსული ქალიან-კაციანად, ძაღლიან-კატიანად!"

/"კარიბჭე" N5, 2018, გვ.21/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 29 2018, 05:55 PM

"სოფელში ადამიანი რაღაც უფრო ბუნებრივს სწვდება.

გლეხისგან რომ სიბრძნეს მოისმენ, ნებისმიერს შეშურდება.

გლეხი რომ განსაზღვრავს და იტყვის, იმას სკოლაში და უნივერსიტეტებშიც კი ვერ ისწავლის კაცი".

/"კარიბჭე" N7, 2018, გვ.49-50/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 16 2018, 10:25 PM

"მწარე ფიქრს მისცემია ოდესღაც ხალისიანი სოფელი [ერედვი]"

/"კარიბჭე" N3, 2010, გვ.37/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 31 2018, 04:36 PM

"სოფელი თუ დაეცა, ქვეყანა დაიქცევა, მოვა გადამთიელი და დაეპატრონება... მერე რამდენიც გინდა, ითავცემე..."

/"კარიბჭე" N9, 2018, გვ.30/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2018, 09:22 PM

"სოფლის მძიმე შრომაში გატარებული ცხოვრება აკურთხებს ადამიანს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 22 2019, 08:39 PM

"თუ გინდა გადარჩენა, სოფელი უნდა აღორძინდეს"

/"საპატრიარქოს უწყებანი" N10, 2019, გვ. 15/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 20 2019, 11:24 AM

"საქართველოს საპატრიარქოში სოფლების ისტორიის შემსწავლელი სამეცნიერო ცენტრი შეიქმნა".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N14, 2019, გვ.12/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 4 2019, 10:28 PM

"რაც შეეხება სოფელს, მისი მომავალი ნათელ ფერებში ნამდვილად არ მოჩანს. რა იქნება ცოტა ხანში? მოხუცებულები წავლენ. რამდენიმე სახლში ალბათ შუქი ჩაქრება. დაყრუვდება სახლები... მტკივნეულია მიტოვებული სახლების გამოცარიელებული ჩონჩხების ყურება.

ბებიაჩემი ამბობდა: მერცხლებს სიცოცხლე უყვართ და რომელ სახლშიც მეტი სიცოცხლეა, იმ სახლში იკეთებენ ბუდესო, მართალიც იყო. მე არ მინახავს მიტოვებულ სახლებში მერცხლის ბუდეები. ბებია სულ ამბობდა: - აქედან არსად არ წავალ, აქანე უნდა დავხვდე მერცხლებს, თბილი ქვეყნებიდან დაბრუნებულებსო. აი, ეს არის "სამშობლოს განცდა, გასაკვირველი".

/პედაგოგი ირინა ბეჟუნაიშვილი
"კარიბჭე" N6, 2019, გვ.39/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 30 2019, 08:40 PM

"როგორ მიყვარდა ჩემი სოფელი,
როგორ მინდოდა იქ მოვმკვდარიყავ".

/ნიკო სამადაშვილი
"კარიბჭე" N8, 2019, გვ.13/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 7 2019, 12:12 PM

"ჭრიჭინები. ზომიერად, გაუჩერებლად და ცოტა შორიდან.

ძაღლები. ყეფა-ყეფა - უფრო შორიდან, სადღაც მიკარგულიდან.

და მწიფე ნაყოფის ჩამოვარდნა. კენწეროდან. მოწყვეტით და შხუილით. და დანარცხება ხმაურით.

და სიბნელე. გარინდებული, შავი და საიმედო.

და ჩაძინებული შვილი კალთაში.

ეს სოფელია.

რამე შეედრება?"

/ბუბა კუდავა
FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 21 2019, 01:40 PM

ჩემი სოფელი

ჯეჯილის ღერებს ჯერ შეჰღუღუნებს
მზე, მიუტკბება მერე ამ ღერებს
და ყაყაჩოებს - მინდვრის ბულბულებს
ყანის უბიდან ამოამღერებს...
აქ წუხელ მთვარის ენთო კოცონი,
აქ ღრუბელს ქარი მუხლზე ეჯინა,
აქ ყოველ დილით ლაჟვარდს კოცნიან
ქართლის ველები - ზურმუხტჯეჯილა.
აქ ყორანქედის მწვანე ვარცლები
ცის სიყვარულით ივერცხლებიან,
აქ თრიალეთისპირის ნამცვრევნი
მზეს უგალობენ ტუჩმერცხლებიანს.
აქ ხციულა ხსნის ტალღებს დაკუმშულს
ზამთრის ნაკვალევს შლის ბარდებიანს
და წისქვილების რაკუნ-რაკუნში
გაზაფხულები იბადებიან.

/მურად მთვარელიძე
FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 10 2020, 03:33 PM

"ჩვენი სოფელი გადაარჩენს ჩვენს ხალხს.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობას მიხედოთ. სამღვდელოებას, გარდა მიწის დამუშავებისა, უნდა იყოლიოთ პირუტყვი, ძროხები, ცხვარი, ქათმები და სხვა პირუტყვი.

ეს დიდად წასწევს ჩვენს სოფელს და სოფელი დაეხმარება ჩვენს ქალაქს".

/ილია მეორე
"ქვაკუთხედი" N1, 2020, გვ.5/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 3 2020, 09:16 PM

"ჩვენი სოფელი გადაარჩენს ჩვენს ხალხს"

/ილია მეორე
"საპატრიარქოს უწყებანი" N30, 2019, გვ.4/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 13 2020, 08:39 PM

"იცოდეთ, რომ ერთადერთი რაც გადაგვარჩენს, არის სოფელი. დაბრუნდით სოფელში"

/მეუფე იოსები
"ქვაკუთხედი" N4, 2020, გვ.12/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2020, 06:55 PM

"სამწუხაროდ, გრიგოლ კობახიძის [ჯორჯ კობი - მინის ჯადოქარი] მშობლიური სოფელი თხმორი რაჭაში დღეს ნასოფლარია"

/"კარიბჭე" N6, 2020, გვ.39/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 14 2020, 08:52 PM

"ჩვენს სოფელს [საკირე] ესაზღვრება ახალციხის რაიონი, ოშორა, ციხისჯვარი და ბაკურიანი. ძალიან მომწონს ჩვენი სოფელი. მე აქაური რძალი ვარ. ბედნიერი ვარ ჩემი ოჯახით, შვილებით, შვილიშვილებით, ვშრომობთ და ასე გაგვაქვს წუთისოფელი. კეთილი ხალხი ცხოვრობს ჩვენთან. სოფელი მიგრაციას არ განიცდის, პირიქით, ქალაქიდან მოდიან და სოფელში სახლდებიან".

/"კარიბჭე" N17, 2013, გვ.41/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 4 2021, 08:40 PM

"მე მეშინია სოფლის, სადაც არ ადის კვამლი,
დიყამოდებულ ყანის, ხმაამომშრალი ხაპის,
ჩანაცრებული ჟამის, სადაც არ რეკავს ზარი,
სადაც არ ბღავის ხარი, საცად არ ტირის ბალღი,
სადაც სახლსა ჭამს ხავსი, სადაც გამხმარა ვაზი,
სადაც მარტოა ქარი, სადაც არაა ბერი,
სიტყვაძუნწი და ბრძენი, სადაც არაა ლოცვა
უზენაესი ღმერთის, მე მეშინია სოფლის
მივიწყებული ხმების..."

/"კარიბჭე" N3, 2021, გვ.41/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 5 2021, 08:15 PM

"კეთილი ფიქრებიც, ჭეშმარიტებაც და სულიწმინდაც სოფელს ირჩევს დასავანებლად"

/"კარიბჭე" N3, 2021, გვ.45/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 5 2021, 08:32 PM

"სოფელი კაცითა და ღობე - ქაცვითა"

"სოფელი, სადაც სალოცავები დაანგრიეს, გადაშენდაო"

/"კარიბჭე" N3, 2021, გვ.41/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 31 2022, 08:11 PM

"სოფლის მიტოვებული დაღონებული ქოხები"

/"კარიბჭე" N4, 2022, გვ.48/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 28 2022, 01:56 PM

"სოფელი ხშირად ისე იყო განლაგებული, რომ მის ცენტრში წყარო უნდა ყოფილიყო (აღმოსავლეთ საქართველოს ბარი), სადაც ქალების თავშეყრის ადგილი იყო (აქ გაჰყავდათ ახალი პატარძალიც)"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 209/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 10 2022, 08:40 PM

" - სოფლის ისტორიაზე ვისაუბროთ...
- როკითი ერთ-ერთი უძველესი სოფელია, რაზეც სოფლის ტერიტორიაზე მიკვლეული არაერთი არტეფაქტი მეტყველებს. საუკუნეების მანძილზე სოფელზე გადიოდა საქარავნე, სავაჭრო გზა და არსებობდა სავაჭრო პუნქტი. აბულაძეების ეზოში აღმოჩენილია ხუთ ტონაზე მეტი ტევადობის უძველესი ქვევრები. როგორც ჩანს, სწორედ ამ ადგილას მდებარეობდა საბაჟო პუნქტი, სადაც ღვინის სახით აღებული გადასახადი იყრიდა თავს. სამწუხაროდ, ქვევრების ადგილსამყოფელი დაიკარგა, ადგილის მეპატრონემ ვეღარ მიაკვლია"

/"კარიბჭე" N5, 2022, გვ.34/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 21 2022, 08:54 PM

"ამბობენ, მიტოვებული სოფელი ოხრავს და ავად ხდებაო. დღეს არაფერთი სოფელია დაცლილი და განადგურებული. სოფელს - ქვეყნის მარჩენალს, ბოქლომი ადევს, ეზო-კარს ჭინჭარი და ანწლი მოსდებია"

/"კვირის პალიტრა" 12-18 სექტემბერი, 2022, გვ.22/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)