IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ვინ არიან დემონები?
George Leluashvili
პოსტი Mar 1 2011, 08:54 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



დღეს ბევრი არასწორად უყურებს და უდგება ამ საკითხს. სხვადასხვა სარწმუნოების მიმდევარნი მათ სხვადასხვანაირად აღიქვამენ. ჩვენ უნდა ვიქონიოთ სწორი შეხედულება მათზე, ისეთი როგორიც ბიბლიაშია მოცემული.
უამრავ ადამიანს დემონთა რეალობის არ ჯერა და ზღაპრებს ადარებს, მაგრამ ასევე უამრავი შემთხვევაა მათი ფიზიკური გამოჩენისა და მორწმუნეებთან მტრული და ავისმომასწავებელი დამოკიდებულებისა.
ზოგს შესაძლოა ისინი ხილილი სახითაც გამოსცხადებიან, მაგრამ უმეტესად დემონები ადამიანებს (განსაკუთრებით მორწმუნეებს) უფლისა და ანგელოზთა სახითაც ეცხადებიან, რის შესახებაც პავლე მოციქული გვაფრთხილებს.


IPB-ს სურათი

საღვთო წერილის თანახმად ცოდვის საწყისი ეშმაკიდან მოდის. „რომელმან ქმნნეს ცოდვაი, იგი ეშმაკისაგან არს, რამეთუ დასაბამითგან ეშმაკი ცოდავს“ (I ინ. 3,8). სიტყვა „ეშმაკი“ ცილისმწამებელს (ბერძნ. διαβολος - ცილისწამება, მოტყუება) ნიშნავს. წმიდა წერილის მინიშნებათა ურთიერთშედარებით ვხედავთ, რომ ეს არის ბოროტებისკენ მიდრეკილი ერთ-ერთი გონიერი სული, ანგელოზი. მას, როგორც ყველა გონიერ არსებას, გააჩნდა თავისუფლება, რომელიც სიკეთეში სრულყოფისთვის მიეცა, მაგრამ „არ დარჩა ჭეშმარიტებაში“ და განუდგა ღმერთს. მაცხოვარმა მის შესახებ ბრძანა: „რამეთუ იგი კაცისმკვლელი იყო დასაბამითგან და ჭეშმარიტებას არა დაადგრა, რამეთუ ჭეშმარიტებაჲ არა არს მის თანა. ოდეს იტყჳან ტყუვილსა თჳსისაგან გულისა იტყჳნ, რამეთუ მტყუვარ არს და რამეთუ მამაჲცა მისი მტყუვარი არს“ (ინ. 8,44). მას სხვა ანგელოზთა დაცემა მოჰყვა. იუდა მოციქულისა და პეტრე მოციქულის ეპისტოლეებში ვკითხულობთ ანგელოზებზე, რომლებმაც „არა დაიმარხნეს თჳსი იგი სამთავროჲ, არამედ დაუტევნეს სამკჳდრებელი მათი“ (იუდ. 1,6: შდრ. 2 პეტ. 2,4).

რა მიზეზით მოხდა ცოდვით დაცემა ანგელოზთა სამყაროში? იმავე საღვთო გამოცხადებიდან ვასკვნით, რომ ამის მიზეზი ამპარტავნება იყო. „ცოდვის სათავე მზვაობაა“ - ამბობს ზირაქის ძე (ზირ. 10,13). პავლე მოციქული აფრთხილებს ტიმოთე მოციქულს, არ დაადგინოს ეპისკოპოსად ვინმე ახალმოქცეული და დასძენს: „რაჲთა არა განლაღნეს და საშჯელსა შევარდეს ეშმაკისასა“ (I ტიმ. 3,6).

ძველი აღთქმის გამოცხადებაში სულ რამდენიმე ადგილას არის ნახსენები ბოროტ სულთა შესახებ. აი, ისინი: შესაქმის მესამე თავში ვკითხულობთ პირველ ადამიანთა შემაცდენლის, „გველის“ თაობაზე; იობის წიგნის პირველ თავში მოთხრობილია სატანას ქმედებებზე მართალის ცხოვრებაში; მეფეთა პირველი წიგნიდან ვიგებთ, რომ საულს „შეუხდა სული უკეთური“, როდესაც „სული უფლისა განეშორა“ (I მეფ. 16,14); ნეშტთა წიგნში წერია, რომ მეფე დავითმა მოისურვა, ჩაეტარებინა ხალხის აღწერა: „აღდგა შემასმენელი ეშმაკი იზრაელსა ზედა და აღძრა დავითი აღრაცხად იზრაელისა“ (I ნეშტ. 21,1): ზაქარია წინასწარმეტყველის წიგნში მოთხრობილია, თუ როგორ იხილა მან მღვდელმთავარი იესუ, რომელსაც ეშმაკი უპირისპირდებოდა; წიგნში „სიბრძნე სოლომონისა“ წერია: „შურითა ეშმაკისათა სიკუდილი სოფელსა შემოხდა“ (სიბრძნე სოლ. 2,24) და „უზორვიდეს იგინი ეშმაკთა და არა შესწირვიდეს ღმრთისა ღმერთთა მათ...“ (2 სჯ. 32,17).

ახალი აღთქმის გამოცხადებაში შეუდარებლად უფრო სრულად არის წარმოდგენილი სატანასა და მისი ანგელოზების ქმედებანი. იქიდან ვიგებთ, რომ სატანა და ბოროტი სულები გამუდმებით ითრევენ ადამიანებს ბოროტ საქმეებში. სატანა გაკადნიერდა და თავად უფალი იესო ქრისტე გამოსცადა უდაბნოში. ბოროტი სულები იჭრებიან ადამიანთა სულებში და სხეულშიც კი, რასაც ადასტურებს სახარებისეული ბევრი მოვლენა და მაცხოვრის სწავლება. ადამიანებში ბოროტ სულთა ჩასახლების შესახებ ვიცით მაცხოვრის მიერ ეშმაკეულთა განკურნების მრავალი მაგალითიდან. უკეთური სულები ერთგვარად ჩასაფრებულნი არიან, რათა დაუდევარნი ბოროტებაში ჩაითრიონ. „ხოლო რაჟამს სული იგი არაწმიდა განვიდეს კაცისაგან, მიმოვალნ ურწყულთა ადგილთა და ეძიებნ განსუენებასა და არა პოვის. მაშინ თქუეს: მივიქცე სახედ ჩემდა, ვინაჲცა გამოვედ: და მო-რა-ვიდის, პოვის იგი მოცალე, განშუენებული და შემკული. მაშინ წარვიდის და მოიყვანნის მის თანა სხუანი შჳდნი სულნი, უბოროტესნი მისა, და მოვიდის და დაემკჳდროს მუნ. და იქმნეს უკანაჲსკნელი კაცისაჲ მის უძჳრეს პირველისა“ (მთ. 12,43-45). საპყარი დედაკაცის განკურნების თაობაზე მაცხოვარმა სინაგოგას მთავარს უთხრა: „ხოლო ესე ასული აბრაჰამისი იყო, რომელი შეეკრა ეშმაკსა, აჰა, ესერა ათრვამეტი წელი არს: არა ჯერ-იყოა განხსნად საკრველთაგან მისთა დღესა შაბათსა?“ (ლკ. 13,16).

წმიდა წერილი ბოროტ სულებს, აგრეთვე, „უწმიდურ სულებს“, „ბოროტების სულებს“, დემონებს, ეშმაკის ანგელოზებს, სატანის ანგელოზებს უწოდებს. ხოლო მათ მთავარს, ეშმაკს იხსენიებს სახელებით: „მაცდური“, „სატანა“, „ბელზებული“, „ბელიარი“, „ავსულთა თავადი“, „მთიები“ და სხვა. შესაქმის წიგნის მესამე თავი მოგვითხრობს, რომ ეშმაკმა მიიღო გველის სახე და პირველ ადამიანთა შეცდენისა და ცოდვით დაცემის მიზეზი შეიქნა. აპოკალიფსისში იგი მოხსენიებულია, როგორც „ვეშაპი... დიდი, გუელი დასაბამისაჲ“ (გამოცხ. 12,9).

სატანასა და მის ანგელოზებს აეკრძალათ ზეციურ ნათელ სავანეებში მკვიდრობა. „ვხედვედ ეშმაკსა, ვითარცა ელვასა, ზეცით გარდამოვრდომილსა“ (ლკ. 10,18) - უთხრა მოწაფეებს მაცხოვარმა. ზეციური სამყაროდან გადმოგდებული ეშმაკი და მისი მსახურნი ცისქვეშეთში და დედამიწაზე ადამიანებს შორის მოქმედებენ და სამფლობელოდ თითქოს ჯოჯოხეთი და ქვესკნელი გაიხადეს. მოციქული მათ „ბნელსა მის ამის საწუთროჲს მთავრობებს, უფლებებსა და სოფლის განმგებლებს“ უწოდებს (ეფ. 6,12); ეშმაკს ჰაერში გამეფებულ თავადს ადარებს (ეფ. 2,2), მის მსახურთ, დაცემულ ანგელოზებს კი, ცისქვეშეთში უკეთურ სულებად იხსენიებს (ეფ. 6,12).


პროტოპრესვიტერი მიხეილ პომაზანსკი
"დოგმატური ღვთისმეტყველება"


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
+++თამარი+++
პოსტი Mar 1 2011, 06:25 PM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 28
რეგისტრ.: 28-February 11
წევრი № 10,565



რავიცი ჯერ არ გამიცნია და თუ გავიცნობ გეტყვი


--------------------
ყველას სწადია, თავისი გაიტანოს. საბრალოთ ავიწყდებათ, რომ ბედნიერება მორჩილებაშია..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Mar 1 2011, 07:17 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ციტატა(+++თამარი+++ @ Mar 1 2011, 06:25 PM) *

რავიცი ჯერ არ გამიცნია და თუ გავიცნობ გეტყვი

შენი აზრით ამ საკითხზე ხუმრობა შეიძლება?


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
+++თამარი+++
პოსტი Mar 1 2011, 09:14 PM
პოსტი #4


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 28
რეგისტრ.: 28-February 11
წევრი № 10,565



ციტატა(mociquli qristesi @ Mar 1 2011, 07:17 PM) *

შენი აზრით ამ საკითხზე ხუმრობა შეიძლება?

ეს ხუმრობა მამა თეოდორეს ეკუთვნის და მას დაეკითხე smile.gif))))))))))


--------------------
ყველას სწადია, თავისი გაიტანოს. საბრალოთ ავიწყდებათ, რომ ბედნიერება მორჩილებაშია..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
mociquli qristesi   ვინ არიან დემონები?   Mar 1 2011, 08:54 AM
toka@   დღეს ბევრი არასწო...   Mar 1 2011, 10:24 AM
mociquli qristesi   toka@ დავაფიქსირებ მა...   Mar 1 2011, 04:04 PM
Funkenstein   toka@ დავაფიქსირებ მა...   Mar 1 2011, 05:48 PM
+++თამარი+++   რავიცი ჯერ არ გამი...   Mar 1 2011, 06:25 PM
mociquli qristesi   რავიცი ჯერ არ გამი...   Mar 1 2011, 07:17 PM
+++თამარი+++   შენი აზრით ამ საკი...   Mar 1 2011, 09:14 PM
mociquli qristesi   ეს ხუმრობა მამა თე...   Mar 1 2011, 10:21 PM
+ვახტანგი+   მამა თეოდორემ თქვ...   Mar 11 2011, 06:25 PM
FiloTeos   ფორუმზე ღვთისმეტყ...   Mar 1 2011, 08:02 PM
mociquli qristesi   ფორუმზე ღვთისმეტყ...   Mar 1 2011, 08:19 PM
FiloTeos   დემონები არიან მტრ...   Mar 1 2011, 08:46 PM
+++თამარი+++   თუ გინდა გაიგო დემ...   Mar 1 2011, 09:24 PM
.zakaria.   თუ გინდა გაიგო დემ...   Mar 14 2011, 03:36 AM
ქევანა   ეგ მეც მაინტერესებ...   Mar 4 2011, 11:22 AM
FiloTeos   ადამიანებს რატომ ა...   Mar 4 2011, 01:19 PM
mociquli qristesi   ადამიანებს რატომ ...   Mar 4 2011, 03:41 PM
Funkenstein   http://church.ge/index.php?showtopic=6464&...A%E1%...   Mar 4 2011, 03:05 PM
mociquli qristesi   კი,მარა ადგილი უნდ...   Mar 11 2011, 09:32 PM
ქევანა   mociquli qristesi არ მომწონს ...   Mar 14 2011, 12:55 AM
mociquli qristesi   მაშინ უკეთესად შე...   Mar 14 2011, 03:54 PM
ნაინა   ხშირად დემონებზე უ...   Mar 14 2011, 04:04 PM
mociquli qristesi   ნაინა მაგარი იყო:D თ...   Mar 14 2011, 04:23 PM
ქევანა   მე არ მითქვია, რომ ...   Mar 14 2011, 04:34 PM
mociquli qristesi   რატომ?   Mar 14 2011, 04:35 PM
ქევანა   ესე იგი როცა ადამი...   Mar 14 2011, 04:39 PM
mociquli qristesi   ქევანა აბა რა. დემო...   Mar 14 2011, 04:42 PM
ქევანა   ტაში კუკური ტაშიი...   Mar 14 2011, 09:55 PM
mociquli qristesi   ტაში კუკური ტაშიი...   Mar 14 2011, 10:34 PM
ნაინა   mociquli qristesi კი ვიცი შენ ...   Mar 14 2011, 10:42 PM
mociquli qristesi   ნაინა კი, აბსოლუტუ...   Mar 14 2011, 10:44 PM
ნაინა   mociquli qristesi სიძულვილს ა...   Mar 14 2011, 10:56 PM
mociquli qristesi   ნაინა ჰოდა ისინი რ...   Mar 14 2011, 11:04 PM
ქევანა   mociquli qristesi ვიცი, მაგრა...   Mar 15 2011, 12:17 AM
KAIROS   ალბათ დანიშნულები...   Mar 15 2011, 12:32 AM
mociquli qristesi   კაი კაცო,და ძველი რ...   Mar 15 2011, 03:01 PM
ქევანა   ბოლო ფრაზა განსაკ...   Mar 15 2011, 03:14 PM
mociquli qristesi   ქევანა "მღვიძარე...   Mar 15 2011, 03:21 PM
mociquli qristesi   ჯერ ერთი ცინიზმის...   Mar 15 2011, 03:47 PM
mociquli qristesi   (Y)   Mar 15 2011, 07:01 PM
starscream   ჯერ ერთი დემონიც მ...   Mar 15 2011, 07:24 PM
mociquli qristesi   starscream გააჩნია დამარ...   Mar 15 2011, 07:30 PM
leluashvili.giorgi   [size=6][u][b]დემონების შე...   Apr 4 2011, 10:35 PM
A.V.M   GIORGI LELUASHVILI ეს დემონები...   Jul 4 2011, 12:37 AM
GIORGI LELUASHVILI   A.V.M კი; "სულიერი ბრ...   Jul 4 2011, 10:19 AM
karpaki   zogi witelia.zogi nacrisferi, ჯერ ერ...   Jul 4 2011, 11:33 AM
GIORGI LELUASHVILI   :lol:   Jul 4 2011, 12:53 PM
starscream   karpaki :P   Jul 4 2011, 03:00 PM
davithet   დემონი - ძველ ჰებრე...   Jul 6 2011, 02:19 PM
GIORGI LELUASHVILI   davithet კი, ნამდვილად მ...   Jul 6 2011, 02:59 PM
ქევანა   GIORGI LELUASHVILI ნამდვილად? ...   Jul 6 2011, 04:52 PM
GIORGI LELUASHVILI   ქევანა დემონები ჰ...   Jul 6 2011, 04:53 PM
ქევანა   GIORGI LELUASHVILI ხოდა, მაგას ...   Jul 6 2011, 04:55 PM
GIORGI LELUASHVILI   ქევანა გვამისა და ...   Jul 6 2011, 04:56 PM
lasha_k   GIORGI LELUASHVILI შენ აქ წერ დ...   Jul 6 2011, 05:30 PM
GIORGI LELUASHVILI   lasha_k ვაჰ, ლაშას გაუმა...   Jul 6 2011, 05:43 PM
lasha_k   GIORGI LELUASHVILI კარგად გიო...   Jul 6 2011, 06:11 PM
GIORGI LELUASHVILI   lasha_k მეც კარგად:) გაი...   Jul 6 2011, 06:17 PM
lasha_k   SAMAEL უმაღლესი სული,დ...   Jul 6 2011, 06:28 PM
lasha_k   სახელი:Asmodaï, Chammadaï, Sydonaï ...   Jul 6 2011, 06:44 PM
lasha_k   სახელი:Asmodaï, Chammadaï, Sydonaï ...   Jul 6 2011, 06:44 PM
GIORGI LELUASHVILI   ჭეშმარიტება გარკვ...   Jul 6 2011, 06:47 PM
lasha_k   GIORGI LELUASHVILI ხო არ ვიცი ...   Jul 6 2011, 06:53 PM
GIORGI LELUASHVILI   lasha_k ისე არ მგონია რო...   Jul 6 2011, 06:55 PM
lasha_k   GIORGI LELUASHVILI არა გიორგი ...   Jul 6 2011, 07:09 PM
GIORGI LELUASHVILI   რაიო? ეს კი მგონი ს...   Jul 6 2011, 07:17 PM
lasha_k   GIORGI LELUASHVILI :D :D მერე შენ...   Jul 6 2011, 07:18 PM
GIORGI LELUASHVILI   ეუF :D უკომენტაროდ:D   Jul 6 2011, 07:26 PM
karpaki   madloba lasha.sainteresoa.aris uzustobebic. Me max...   Jul 6 2011, 07:28 PM
lasha_k   karpaki კი გეთახმები ბუ...   Jul 6 2011, 07:38 PM
karpaki   karpaki კი გეთახმები ბ...   Jul 6 2011, 11:25 PM
GIORGI LELUASHVILI   კიდევ კარგი შივა ა...   Jul 6 2011, 07:40 PM
lasha_k   GIORGI LELUASHVILI აბბადონი თ...   Jul 6 2011, 07:46 PM
GIORGI LELUASHVILI   [size=4] [b]დემონთა კლასი...   Jul 6 2011, 07:51 PM
starscream   GIORGI LELUASHVILI ჰო შივაც ქვ...   Jul 6 2011, 07:52 PM
GIORGI LELUASHVILI   starscream საიდან ეს ინფო...   Jul 6 2011, 07:52 PM
starscream   ისე უნარებში ამდენ...   Jul 6 2011, 07:54 PM
GIORGI LELUASHVILI   lasha_k არ მახსენდება, ...   Jul 6 2011, 08:01 PM
lasha_k   GIORGI LELUASHVILI გამოცხ. 9.11 მ...   Jul 6 2011, 08:12 PM
starscream   Amon ელემენტი/ცოდვა:მ...   Jul 6 2011, 08:14 PM
GIORGI LELUASHVILI   lasha_k ვაა, ნახე საიდა...   Jul 6 2011, 08:34 PM
starscream   GIORGI LELUASHVILI ჰო ამასთან ...   Jul 6 2011, 10:34 PM
GIORGI LELUASHVILI   starscream შივა დემონის ს...   Jul 6 2011, 11:23 PM
GIORGI LELUASHVILI   karpaki კი, უბრალოდ ღმე...   Jul 6 2011, 11:29 PM
karpaki   karpaki კი, უბრალოდ ღმე...   Jul 6 2011, 11:43 PM
starscream   GIORGI LELUASHVILI დემონის სა...   Jul 7 2011, 09:53 AM
GIORGI LELUASHVILI   starscream კი,ოღონდ ნგრევ...   Jul 7 2011, 10:17 AM
starscream   GIORGI LELUASHVILI ნაეხვარ ღმ...   Jul 7 2011, 10:25 AM
GIORGI LELUASHVILI   starscream ჰო, იმათთვის ეგ...   Jul 7 2011, 10:40 AM
davithet   დემონური ძალები- ა...   Jul 7 2011, 04:46 PM
Kanishtha-Adhikar   კითხვა: რას ასწავლ...   Jan 10 2012, 06:28 PM
GIORGI LELUASHVILI   Kanishtha-Adhikar საღვთო წერი...   Jan 10 2012, 06:44 PM
Kanishtha-Adhikar   GIORGI LELUASHVILI მადლობა გიო...   Jan 10 2012, 07:06 PM
georgios   Kanishtha-Adhikar ქრისტიანობ...   Jan 10 2012, 07:07 PM
Kanishtha-Adhikar   georgios მადლობა;) :thumbs: გნ...   Jan 10 2012, 07:25 PM
georgios   Kanishtha-Adhikar კი, მათაც ჰქ...   Jan 10 2012, 07:34 PM
GIORGI LELUASHVILI   Kanishtha-Adhikar ასე ზუსტად ...   Jan 10 2012, 07:40 PM
georgios   GIORGI LELUASHVILI ამაზე მახს...   Jan 10 2012, 07:46 PM
GIORGI LELUASHVILI   georgios მე არც ვამტკიცე...   Jan 10 2012, 07:47 PM
georgios   ბევრ რამეს წაიკით...   Jan 10 2012, 07:48 PM
3 გვერდი V  1 2 3 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd May 2024 - 12:53 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი