სამღვდელმთავრო მსახურება, თავისებურებანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამღვდელმთავრო მსახურება, თავისებურებანი |
კანონისტი |
May 11 2007, 05:53 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ალბათ ყოველი ჩვენგანი დასწრებია უწმიდესის ან ეპისკოპოსის მღვდელმსახურებას და შეამჩნევდით, რომ იგი გარკვეულწილად განსხვავდება ანალოგიური სამღვდელო მსახურებისგან
აქ დავდოთ სამღვდელმთავრო მსახურების თავისებურებანი და თანდათან განვიხილოთ მისი როგორც გარეგნული, ისე ლიტურგიკულ-თეოლოგიური სახე დავიწყოთ წირვით 1. საეკლესიო ტიპიკონით, კვეთა ანუ პროსკომიდია უნდა დასრულდეს მღვდელმთავრის ტაძარში მისვლამდე. ჟამნი შეიძლება წაკითხულ იქნეს როგორც მისვლამდე, ისე მას შემდეგ 2. წირვის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე იწყება ე.წ. "ლოდინის ზარის" რეკვა, რომელიც არის თითო დარტყმა დიდ ზარზე ხანგრძლივი პერიოდებით 3. ტაძრის შემოსავლელში, კათედრაზე, ანალოღიასთან, ამბიონზე, კანკელის ხატებთან და ტრაპეზის წინ უნდა განთავსდეს სპეციალური მრგვალი ნოხი ე.წ. "არწივნი" 4. მღვდელმთავრის მოახლოების დაფიქსირებისას მნათე იწყებს სამეუფეო ზარების რეკვას რომელიც გაგრძელდება მღვდელმთავრის ტაძარში შესვლამდე 5. მღვდელმთავრის გამოჩენისას სამღვდელოება გამოდის აღსავლის კარით. მოძღვრები დგებიან ტაძრის შემოსასვლელთან, ხოლო დიაკვნები - სამეუფეო კათედრასთან. ამასთან, წინამძღვარს უჭირავს ხელში სინი, რომელზეც დაბრძანებულია ჯვარი, ხოლო პირველ დიაკონს - საცეცხლური 6. მას შემდეგ რაც მეუფე გადაკვეთს ტაძრის ზღურბლს, მეორე დიაკონის ხმამაღლა წარმოთქვამს სიბრძნით და პირველი დიაკონი ამბობს ჩამოლოცვის ლოცვას უპატიოსნესსა ქერუბიმთასა.... სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ. ამ დროს გუნდი გალობს ღირს არს.... 7. მეუფეს შემოსასვლელშივე მოსავენ სამღვდელმთავრო მანტიით და წინამძღვარი გადაცემს ჯვარს. სამღვდელოება ემთხვევა ჯვარს, რის შემდეგაც მას მეუფე ისევ წინამძღვრას გადასცემს და თვითონ დაიძრება საკურთხევლისკენ, შეჩერდება შუა ტაძარში, ემთხვევა ანალოღიის ხატს და ადის ამბიონზე, სადაც ემთხვევა კანკელის ხატებს 8. კანკელის ხატების მოლოცვის დროს იკითხება დასაწყისი ლოცვები, და ხატების შესაბამისი ტროპრები 9. მოლოცვის შემდეგ, მეუფე მოტრიალდება პირით მრევლისკენ, ამ დროს მას მარცხენა ხელში გადასცემენ კვერთხს, ხოლო მარჯვენა ხელით აკურთხებს მრევლს. ამ დროს გუნდა გალობს ბერძნულენოვან საგალობელს ტონ დესპოტინ-ს დანარჩენს მერე გავაგრძელებ...... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ალექსანდრე |
May 11 2007, 06:32 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
კანონისტი
ძალიან საინტერესოა, ველოდები გაგრძელებას -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
მაკუნა |
May 11 2007, 09:32 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,495 რეგისტრ.: 18-March 07 წევრი № 1,409 |
-------------------- ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...
ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება... არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს... |
დავით ივერიელი |
May 11 2007, 09:49 PM
პოსტი
#4
|
Illuminatus ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 |
ციტატა მარცხენა ხელში გადასცემენ კვერთხს, ხოლო მარცხენა ხელით აკურთხებს მრევლ შეგეშალა შვილო ჩემო მარჯვენით აკურთხებს ეს არის რტიუალი, რომელიც არ მბეზრდება.... უწმიდესი რომ შემოდის ხოლმე სამებაში ძალიან ლამაზია.... -------------------- მერე რა რომ . . .
|
მნათე |
May 11 2007, 09:56 PM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა 1. საეკლესიო ტიპიკონით, კვეთა ანუ პროსკომიდია უნდა დასრულდეს მღვდელმთავრის ტაძარში მისვლამდე. ჟამნი შეიძლება წაკითხულ იქნეს როგორც მისვლამდე, ისე მას შემდეგ ვაიმე რას ამბობ კაცო, ჩემხელა ლახვარი არ უჭირავს ხოლმე უწმინდესს ფოტოებზე? ციტატა 4. მღვდელმთავრის მოახლოების დაფიქსირებისას მნათე იწყებს სამეუფეო ზარების რეკვას რომელიც გაგრძელდება მღვდელმთავრის ტაძარში შესვლამდე მოდი ამ პოსტს გადმოვიტან და ცოტა ჩავღრმავდებით სულ ახლახან მეგობარმა ამიხსნა, რომ ეპისკოპოსის ტაძარში შესვლა მაცხოვრის მეორედ მოსვლას ასიმბოლიზირებს, ამიტომ ხვდებიან მას განსაკუთრებულად არქიდიაკონი ჩამოლოცვის ლოცვებით-როგორც აღსასრულის გამომთხოველი ტექსტით ეგებება იერარქს იმ მუსიკაში რომელიც სპეციალურად სამების ზარებისთვის, ნოდარ მამისაშვილის მიერაა შეთხზული და სამების მგალობელთა გუნდი ასრულებს [რეკს] (დირიჟორობს ჩვენი საყვარელი სვიმონ ჯანგულშვილი) სწორედ ბოლო ჟამის განწყობილებაა ჩადებული ზრაები ხსენებულმა კომპოზიტორმა და მეცნიერმა-ნოდარ მამისაშვილმა აღადგინა, ჩვენამდე მოღწეული ძველი ქართული ზარების ნიმუშებზე-ურთულესი სამუშაო შეასრულა, ამისთვის დიდი მადლობა მას სამრეკლოსთვის დაწერილია სამი ჰანგი: სადღესასწაულო პატრიარქის დახვედრა-გაცილების შვიდგზის ლოცვების თავად ჩანაწეში ორი ტემპია: ნელი და ჩქარი მოკლედ ისმინეთ 'განკითხვის ზარად' ცნობილი, მუსიკალური ჰარმონია http://www.link.ge/file/60738/g-SAMEBIS-Zv...os-Caw.wav.html შვილო, ტონ დესპოტინ გამოგრჩა -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
კანონისტი |
May 12 2007, 12:45 AM
პოსტი
#6
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
დავით ივერიელი
ციტატა შეგეშალა შვილო ჩემო მარჯვენით აკურთხებს თავისთავად, აკრეფა შემეშალა. ჩავასწორე უკვე მნათე ციტატა ვაიმე რას ამბობ კაცო, ჩემხელა ლახვარი არ უჭირავს ხოლმე უწმინდესს ფოტოებზე? ეგ სხვაა ლევან. კვეთა დამთავრებულია, მღვდელმთავარი კვეთს "რომელნი ქერუბიმთა..."-ს დროს, 1 ღვთისმშობლიან და 1 ჯვრიან სეფისკვერს, ამიტომ სამეუფეო წირვაზე იკვეთება არა 5, არამედ 7 სეფისკვერი, მაგრამ ამაზე ქვემოთ ციტატა შვილო, ტონ დესპოტინ გამოგრჩა სად?? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანონისტი |
May 12 2007, 01:03 AM
პოსტი
#7
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
გაგრძელება.....
10. მრევლის კურთხევის შემდეგ მღვდელმთავარი გადაინაცვლებს კათედრისკენ, სადაც იწყება მისი შემოსვა საწირვო შესამოსელით. მანამდე ის განიმოსავს მანტიას და ანაფორას, მოიხსნის კუნკულ-ბარტყულას 11. შემოსვა ხდება სახალხოდ. დიაკონი თითოეული შესამოსლით შემოსვისას დიაკონი წარმოთქვამს სათანადო ლოცვას, ხოლო გუნდი იმეორებს იგივე ლოცვას გალობით 12. შემოსვის შემდეგ წინამძღვარს გამოაქვს სინზე დაბრძანებული სამეუფეო მიტრა, 2 პანაღია და გულსაკიდი ჯვარი, ამ დროს საკურთხევლიდან გამოდიან მნათეები დიკირ-ტრიკირით 13. მიტრის დახურვის შემდეგ, მნათეები მღვდელმთავარს გადასცემენ დიკირს (მარცხ.) და ტრიკირს, რომელსაც იგი აღამაღლებს. ამ დროს პირველი დიაკონი ამბიონზე სახით მისკენ განსაკუთრებული ხმამაღლობით წარმოთქვამს უფლის სიტყვებს, რომელიც მან მოციქულებს უთხრა: ესრეთ ბრწყინავდინ ნათელი შენი წინაშე კაცთა, რათა იხილონ საქმენი შენნი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა შენსა ზეცათასა, ყოველადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. გუნდი იწყებს ტონ დესპოტინ-ს, ხოლო მღვდელმთავარი 4-ვე მხარეს დიკირ-ტრიკირით აკურთხებს მრევლს 14. სამღვდელოება გამოდის საკურთხევლიდან და განლაგდება მღვდელმთავრის მარჯვნივ და მარცხნივ. მეუფე წარმოთქვამს მეუფეო ზეცათაო-ს (ან ქრისტე აღდგა-ს ზატიკში), დიდება მაღალთა შინა... (3-ჯერ), რომლებს შორის 2-ჯერ ჩაერთვის უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ... 15. წირვის წინ წარმოითქმის: დ: ჟამი არს მსახურებად უფლისა, .... მეუფეო გვაკურთხენ მ: კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი, ყოველადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე დ: ამინ. ლოცვა ჰყავ ჩვენთვის... მეუფეო მ: წარგიმართოს უფალმან სლვანი თვისნი დ: ამინ. მოგვხსენე ... მეუფეო მ: მოგიხსენოთ უფალმან ღმერთმან სასუფეველსა თვისსა, ყოველადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე დ: ამინ აღნიშნულის შემდეგ იწყება წირვა...... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
უჩა |
May 12 2007, 01:44 AM
პოსტი
#8
|
ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 |
მაგარია დათუჩ. მემრე ცოტ ცოტა ჩაუღრმავდი ყველა საკითხს და უფრო უმაგრესი იქნება
-------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
ბექა |
May 12 2007, 02:11 AM
პოსტი
#9
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,748 რეგისტრ.: 26-October 06 წევრი № 333 |
საინტერესოა ძალიან გაგრძელებას ველოდები
|
კანონისტი |
May 12 2007, 11:29 PM
პოსტი
#10
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
16. წირვის დაწყებისას სამეუფეო კვერთხი მნათეს უჭირავს მეუფის მარცხნივ
17. დიდი კვერექსის დროს, იმ მომენტში როცა ხდება მწირველი მღვდელმთავრის მოხსენიება, სამღვდელოება ტრიალდება პირით მეუფისკენ 18. აღნიშნულის შემდეგ აღესრულება პირველი ხელთბანვა 19. მცირე გამოსვლამდე სამეუფეო კვერთხი გადაინაცვლებს საკურთხეველში 20. მცირე გამოსვლისას ტაძრის საკურთხევლის ჩრდილოეთ კარიბჭიდან გამოდის სამღვდელოება და მსახურთა დასი. თუკი მწირველი არის საქართველოს პატრიარქი, საპატრიარქო კვერთხი მოდის სულ წინ, ანუ ჯვარზეც წინ, სხვა შემთხვევაში, ჯვრის შემდეგ; მნათეებს ხელთ უპყრიათ შანდლები, დიკირ-ტრიკირი, ერთ-ერთი დიაკონი აკმევს, ხოლო პირველ დიაკონს მოაქვს სახარება 21. სამეუფეო კათედრასთან შეჩრდება მხოლოდ პირველი დიაკონი რომელიც მეუფეს ამთხვევინებს სახარებაზე და დიკირ-ტრიკირის მტვირთველი მნათეები, დანარჩენები განლაგდებიან ამბიონთან, ხოლო სამღვდელოება - კათედრასთან 22. მეუფე ემთხვევა სახარებას და უბრუნებს დიაკონს, რომელიც განაგრძობს გზას და ჯვრის სახით აღმართავს მას აღსავლის კარში და ხმამაღლა იტყვის სიბრძნით აღემართენით 23. ამ დროს მეუფეს გადასცემენ დიკირ-ტრიკირს, ხოლო გუნდი გალობს მოვედით თაყვანი-ვცეთ 24. მეუფე დაიძრება საკურთხევლისკენ, შეჩერდება ანალოღიამდე შუა ტაძარში და ამბიონზე მობრუნდება მრევლისკენ და დიკირ-ტრიკირით აკურთხებს მას -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მხევალი ნინო |
May 13 2007, 03:06 PM
პოსტი
#11
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
კანონისტი
ციტატა 1. საეკლესიო ტიპიკონით, კვეთა ანუ პროსკომიდია უნდა დასრულდეს მღვდელმთავრის ტაძარში მისვლამდე. რატომ? -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
დათიკო |
May 13 2007, 07:43 PM
პოსტი
#12
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
კანონისტი
ციტატა 1. საეკლესიო ტიპიკონით, კვეთა ანუ პროსკომიდია უნდა დასრულდეს მღვდელმთავრის ტაძარში მისვლამდე. რომელი ტიპიკონით? ტიპიკონი სხვადასხვანაირი არსებობს. თანაც დღეს კვეთას თავად მღვდელმთავარი ასრულებს, რამდენადაც ვიცი. |
ქავთარაძე |
May 13 2007, 09:11 PM
პოსტი
#13
|
დაურეგისტრირებელი |
დათიკო
მემგონი მეც ეგრე ვიცი... ციტატა დიკირ-ტრიკირის ეს არ ვიცი რაარის. |
კანონისტი |
May 13 2007, 09:21 PM
პოსტი
#14
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მხევალი ნინო
დათიკო ციტატა რომელი ტიპიკონით? ტიპიკონი სხვადასხვანაირი არსებობს. თანაც დღეს კვეთას თავად მღვდელმთავარი ასრულებს, რამდენადაც ვიცი. იმ ტიპიკონით, რომელიც ჩვენ ეკლესიაში გამოიყენება მღვდელმთავარი უშუალო კვეთას არ აღასრულებს. საქმე ისაა, რომ სამეუფეო წირვაზე იკვეთება 7 (და არა 5) სეფისკვერი, აქედან 5 ჯვრიანი და 2 ღვთისმშობლიანი. მღვდელი 5 სეფისკვერს კვეთს ჩვეულებრივ, მხოლოდ არ "დააფარებს" დაფარნას, ხოლო "რომელნი ქერუბიმთა"-ს დროს მეუფე კვეთს დარჩენილ 2 სეფისკვერს ქავთარაძე ციტატა დიკირ-ტრიკირის ეს არ ვიცი რაარის. დიკირი - ორსანთელა ტრიკირი - სამსანთელა ეს არის საგანგებო შანდალზე დამაგრებული სანთლები, რომლებსაც მეუფე იყენებს მრევლის კურთხევის დროს, გამოსახავს რა აღნიშნულით ჯვარს მრევლზე -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანონისტი |
May 13 2007, 09:37 PM
პოსტი
#15
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ვაგრძელებ.....
25. შესვლის შემდეგ მეუფე აკმევს საკურთხეველს და კანკელის ხატებს. ამ დროს იგალობება ის პოლლა ეტი, დესპოტა, აგრეთვე დღის და ტაძრის ტროპრები 26. საპატრიარქო მსახურების დროს წარმოითქმის საქართველოს მორწმუნე ერის, საერო ხელისუფლებისა და მსოფლიოს მართლმადიდებელ ადგილობრივ ეკლესიათა მეთაურების მრავალჟამიერი 27. "წმიდაო ღმერთო"-ს გალობის დროს მეუფე გამოდის საკურთხევლიდან, მარჯვენა ხელში უპყრია დიკირი, ხოლო მარცხენაში - ტრაპეზის ჯვარი და აკურთხებს მრევლს შემდეგი სიტყვებით: გარდამოიხილე ზეცით, ღმერთო, და იხილე და მოხედე ვენახსა ამას და დაამტკიცე ესე, რომელ დაასხა მარჯვენემან შენმან 28. სახარება იკითხება პირველდიაკვნის მიერ, შუა ტაძარში, პირით საკურთხევლისკენ 29. სახარების კითხვის წინ საკურთხევლიდან გამოაქვთ სამეუფეო ომოფორი, რომლის მტვირთველი მნათე ჩერდება სახარების გვერდით (ან დიაკონს შეაქვს საკურთხეველში) 30. სახარების კითხვაზე დიაკონი იღებს საგანგებო კურთხევას მღვდელმთავრისაგან, რომელიც სრულდება შემდეგნაირად: დ - აკურთხე .... მეუფეო სიტყვანი კეთილმაუწყებელისა, წმიდისა დიდებულისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა და მახარებელისა (სახელი) მ - ღმერთმან ვედრებითა წმიდისა დიდებულისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა და მახარებელისა (სახელი) გცეს შენ კეთილმითხრობაი ძალითა მრავლითა, აღსრულებად სახარებისა საყვარელისა ძისა თვისისა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა. 31. სახარების დასრულების შემდეგ მეუფე გამოდის აღსავლის კარში და დიკირ-ტრიკირით აკურთხებს მრევლს. იგალობება ის პოლლა ეტი, დესპოტა 32. "რომელნი ქერუბიმთა"-ს დროს ღია აღსავლის კარში აღესრულება სამეუფეო ხელთბანვა, რის შემდეგაც მღვდელმთავარი გადაინაცვლებს სამკვეთლოში და კვეთს 2 სეფისკვერს 33. დიდი გამოსვლის დროს ბარძიმს გამოაბრძანებს პირველი მღვდელი, ხოლო ფეშხუმს პირველი დიაკონი, ცალკე გამობრძანდება სამეუფეო ომოფორი. 34. მოსახსენებელს წარმოთქვამს მწირველი მღვდელმთავარი, რის დასრულების შემდეგაც მის მოსახსენიებელს ამბობს უპირატესი მღვდელმსახური 35. "რომელნი ქერუბიმთა"-ს შემდეგ აღსავლის კარი რჩება ღია 36. მრწამსის შემდგომ, მას შემდეგ რაც წარმოითქმის ვსდგეთ კეთილად.... მეუფეს საკურთხეველშივე გადასცემენ დიკირ-ტრიკირს, რომლითაც მეუფე გამოდის გარეთ აღსავლის კარით და წარმოთქვამს სამ ლოცვას, რომლის დროსაც ჯვარს გამოსახავს მრევლზე. ეს ლოცვებია: მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმიდისა იყავნ თქვენ ყოველთა თანა - და სულისაცა შენისა თანა ზე გვაქვდინ გულნი - გვაქვს უფლისა მიმართ ვმადლობდეთ უფალსა - ღირს არს და მართალ... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ქავთარაძე |
May 13 2007, 10:51 PM
პოსტი
#16
|
დაურეგისტრირებელი |
ციტატა 2 ღვთისმშობლიანი ეს რა სიმბოლიკის მატარებელია? |
მხევალი ნინო |
May 14 2007, 06:38 PM
პოსტი
#17
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
გასაგებია, ანუ უბრალო სასწავლებელი არ ყოფილა წირვა, მომავალი მღვდელმსხურები ალბათ ბევრს სწავლობენ, რომ ეს თანმიმდევრობა არ აირიოსრა რთული ყოფილა ,
-------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
კანონისტი |
May 14 2007, 11:20 PM
პოსტი
#18
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მხევალი ნინო
ციტატა გასაგებია, ანუ უბრალო სასწავლებელი არ ყოფილა წირვა, მომავალი მღვდელმსხურები ალბათ ბევრს სწავლობენ, რომ ეს თანმიმდევრობა არ აირიოსრა რთული ყოფილა , ურთულესია. ამ საგანს ლიტურგიკა ჰქვია. აკადემიაში კიდევ ისწავლება ლიტურგიკული ღვთისმეტყველება. თუკი ლიტურგიკაში პრაქტიკული საკითხები ისწავლება, ანუ როგორ სრულდება ესა თუ ის მღვდელმოქმედება, ლიტურგიკულ ღვთისმეტყველებაში ისწავლება უკვე რატომ სრულდება იგი ასე, ანუ რას გვმოძღვრავს, რას გვასწავლის, რა სიმბოლიკას გამოხატავს იგი..... ლიტურგიკა ძალიან მიყვარს....... ამას მოგვანებით განვაგრძობ -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ოიგიუს მინიმუს |
Jun 2 2007, 12:59 PM
პოსტი
#19
|
giorgi ჯგუფი: Members პოსტები: 128 რეგისტრ.: 26-December 06 მდებარ.: saqartvelo, tbilisi წევრი № 751 |
ერთი კითხვა მაქვს თქვენთან. რას ნიშნავს ქართულად ის პოლლა ეტი დესპოტა? წინასწარ გიხდით მადლობას.
-------------------- "პირველთაგან იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყვა იგი..."
|
კანონისტი |
Jun 4 2007, 05:54 PM
პოსტი
#20
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
gio12
ციტატა ერთი კითხვა მაქვს თქვენთან. რას ნიშნავს ქართულად ის პოლლა ეტი დესპოტა? წინასწარ გიხდით მადლობას. აი ეგ საგალობელი სრულად: ტონ დესპოტინ კე არხიერეა იმონ, კირიე Fილატე, ის პოლლა ეტი, დესპოტა მეუფე და მღვდელმთავარი ჩვენი, უფალო დაიცევ, მრავალსა წელსა მეუფეო -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:50 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი