IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V < 1 2  
Reply to this topicStart new topic
> არქიტექტურა
neo
პოსტი Feb 3 2010, 04:05 PM
პოსტი #21


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ციტატა
აი რამდენად გამძლეა და რამდენად მტკიცე, მაგ მხრივ არ ვიცი. გაუძლებს კი მიწისძვრას?


არანაირი პრობლემა არ აქვს, და ძალიან ძვირფასი მასალით არის შემოსილი... ტესტირების შედეგები მაქვს ნანახი. ჩვეულებრივი ქვით ასეთი ფორმების მიღება ძალიან რთულია თუ არის შესაძლებელი საერთოდ... თან სისუფთავის შენარჩუნება შეუძლია, ანუ უფორო მასალა, ბაქტერიაც კი ვერ ჩერდება ზედაპირზე...


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Feb 3 2010, 04:10 PM
პოსტი #22


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(neo @ Feb 3 2010, 04:05 PM) *

ბაქტერიაც კი ვერ ჩერდება ზედაპირზე...

ეს მაგარი იყო biggrin.gif
ანუ ბუქსაობს და ვარდება ხო? biggrin.gif biggrin.gif


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Feb 3 2010, 04:34 PM
პოსტი #23


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



ეკატო
ციტატა
ნელ-ნელა მივყვები და ყველა სტილს განვიხილავ შესაბამისი მაგალითებით

ketev@ni
ციტატა
მე პროფესიით არქიტექტორი ვარ და ძალიან მინდა რომ ბევრი ვისაუბროთ დგევანდელ პრობლემატიკაზე რაც არქიტექტურის წინაძე დგას და ზოგადად განვიხილოდ თემატიკა, . პრეფესიული ხედვა გავუზიაროთ ერთმანეთს და ა.შ. გავაქტიურდეთ....


ქევანა
ციტატა
სიამოვნებით, ვისაუბროთ თუ გნებავთ თანამედროვე არქიტექტურაზე

რატომ პასიორობთ? მე სამწუხაროდ კარგად არ ვერკვევი არქიტექტურაში და დიდი სიამოვნებით მოვუსმენდი თქვენს პროფესიულ საუბარს, შიგა და შიგ ჩაგერთვებოდით კიდეც კითხვებით smile.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Feb 3 2010, 06:55 PM
პოსტი #24


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



კაიროსმა ითხოვა
ციტატა
აბა ვის უნდა ვენდოთ ქევან?
მოგვიყევი ერთი რა ხდება და ეს თემა გააცოცხლეთ, მაგალითად მე გუშინწინ მილანის დუომოთი დავტკბი


აქ დავწერ.
და ცოტა შემჭიდროვებულად, იმიტომ რომ მთელი ნაშრომი და გეგმები, სხვა ვინჩესტერზე მაქ sad.gif

მოკლედ, იყო ასეთი კაცი სტრიგოვსკი (სხვათაშორის ეს კაცი გერმანულ ენაზე წერდა, მაგრად გამიჭირდა მასზე ინფოს შეგროვება), რომელიც მე20 საუკუნის პირველ ნახევარში, მოგზაურობდა სომხეთში, არქიტექტურული ძეგლების შესასწავლად. მეტ–ნაკლებნად ყველა რომ აღნუსხა, დაიწყო კლასიფიკაცია და გამოჰყო გუმბათიანი დარბაზული ტიპის ეკლესიები ცალკე, ასე ვთქვათ doomed hall - kupelhale

აი სომხური კუპელჰალეს მაგალითიებია: ბდჯნი, პტგნი და სხვა

ეს არის პტგნი, 6 საუკუნის
IPB-ს სურათი
ძალიან, ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ: ეკლესიის სივრცე გაყოფილია სამ ნაწილად, აქედან შუა ნაწილს ადგას გუმბათი, რომელიც ეყრდნობა კედლებიდან გამოსულ შვერილებს.

გუმბათიანი დარბაზის ანუ კუპელჰალეს ტიპი სტრიგოვსკიმ დაადგინა არქიტექტურაში და ცხადია რომ სომხურ ძეგლებს შეეხებოდა.

მერე რა მოხდა არ ვიცი, გადის დრო და ჩუბინაშვილი აქვეყნებს დიდ ნაშრომს: კახეთის არქიტექტურა, "Архитектура Кахетии", სადაც ის ვაჩნაძიანის ყველაწმინდას განხილვისას, ეხება სტრიგოვსკის და მის განმარტებას, (მე დამრჩა შთაბეჭდილება რომ შეუსწორა, არადა ვინ კითხავდა), და დასძენს, რომ ვაჩნაძიანის ყველაწმინდა არის სწორედ კუპელჰალე, თარიღდება მე9 საუკუნით, და იგი არის ერთ–ერთი სრულყოფილი ნიმუში, ცხადია რომ სომხებმა ჩვენ მოგვბაძეს და ძალიან ცუდად თან და ა.შ.

აქ არ მაქ ვაჩნაძიანის გეგმა, რაც ძალიან ცუდია, იმიტომ რომ მინდა წარმოდგენა შეგექმნათ რა ტიპის ძეგლია ვაჩნაძიანი. ეს არის რთული კომპლექსური ტაძარი = სამეკლესიანი ბაზილიკისა და გუმბათიანი ტაძრის ტიპის შერწყმა, გუმბათი ცენტრალურ ნაწილს ადგია.

ეხლა რა ხდება თვითონ ჩუბინაშვილი წერს, როცა იკვლევს ტაძარს, რომ გვერდითი ეკლესიები მთავარი ცენტრალური გუმბათიანი ტაძრის თანადროულია, ანუ აშენებისას სამივე ერთ პერიოდში აშენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ როცა არქიტექტორმა ნახაზი, გეგმა შექმნა, იმთავითვე გათვალისწინებული იყო, რომ ეს ერთიანი ტაძარი უნდა ყოფილიყო, კუპელჰალეს ტიპი კი გამორიცხავს ყველანაირ გვერდით "დეტალებს", არც ასეთი გართულებული ტიპის არ არის, რომ ყოფილიყო ეს გვერდითი ეკლესიები გვიანდელი მინაშენები, მაშინ შეიძლებოდა გვეფიქრა კუპელჰალეზე.

საინტერესოა რომ ჩუბინაშვილმა მარტო ერთი კუპელჰალე იპოვნა, სხვა ვერ მოიძია. საერთოდ გაჩუმდა და კუპელჰალედ მოხსენიებად არ ჩათვალა მანავის მცირე ეკლესია (1794 წელს ეფრემ წინამძღვრის მიერ აგებული) (რომელიც სხვათაშორის ბერიძემ სავსებით სამართლიანად მიიჩნია კუპელჰალედ), რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა ეკლესიებზე.
ჩვენთან არის კუპელჰალე, თუ ვინმე ყოფილა ლესელიძეზე და უნახავს ჯვარის მამა, მიხვდება როგორი უნდა იყოს კუპელჰალე,

როცა ჩემ ვარაუდებს ვამოწმებდი, ერთმა მკვლევარმა (უცხოელია) მიმანიშნა, რომ ვაჩნაძიანის ყველაწმინდა შეიძლება ჩამოგავდეს 11-13 საუკუნეების ბიზანტიურ ტაძრებს კონსტანტინეპოლში: Fetiyeh Cami and Kariyeh Cami

ანუ ამას:
ციტატა
Pammakaristos Church, also known as the Church of Theotokos Pammakaristos (Joyous Mother of God), later known as Fethiye Mosque (Turkish: Fethiye Camii)


ეს მეორე ეკლესიის (Kariyeh Cami) გეგმა:
http://www.mcah.columbia.edu/ha/images/byz...ariye_camii.gif

დანარჩენი უკვე შემდგომი დეტალური კვლევების საქმეა.
კითხვები გაქვთ რამე? შემდეგზე ყინცვისზე უნდა დავწერო, თუ როგორ მიაწეპეს კუპელჰალეს biggrin.gif
თუ რამე დამატებით კითხვები გაგიჩნდათ, მოვიძებ ჩემს ნაშრომს და დავწერ სრულად. ეხლა უბრალოდ, რაც მახსოვდა ის დავწერე smile.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Feb 3 2010, 07:21 PM
პოსტი #25


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ციტატა
ეს მაგარი იყო ანუ ბუქსაობს და ვარდება ხო?


biggrin.gif ჰო, ეგრეა, ოღონდ მართლა... მაგ მასალას იყენებენ ინფექციურ და ეგეტ დაწესებულებებში სისუფთავის გამო...

IPB-ს სურათი

აი ესეც საფრანგეთია მე მგონი, ფასადი ნახე რა მაგარია, ქვა ისე იბმება რომ ნაკვალები არ რცება და ერთიანი ფილასავით არის რა...


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Sep 3 2010, 12:51 PM
პოსტი #26


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



უი ეს თემა ცოტა უნდა გავააქტიურო. არ ვიცი რამდენი აქრიტექტორ დიზაინერი გვყავს ფორუმზე მაგრამ მაინც.

ზემოთ რომ სურათია, რომ ვსაუბრობდი ფასადებზე მაგარი მასალაათქო. მოკლედ მაგ მასალის გამოყენება საქართველოშიც დაიწყეს. ცოტა ამას მეც შევუწყვე ხელი რამდენადაც შემეძლო:

მაგალითად მაგ მასალიზგან გაკეთდაა ლიბერთი ბანკის სათაო ოფისის ინტერიერში რაღაც რურაცეები.

IPB-ს სურათი









IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

მაგიდები, მისაღები, დახლები წითელ და თეტრ ფერებში კორიანისგან არის.


აი ესენი თბისი ცენტრალში გაკეთდა, მთელი ნიჟარებიან ზედაპირიანა ერთმანეთში შეხორცებული კორიანისგან არის.

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

აი ესეც მომწონს. მოკლედ კარგი რეკლამა გავუკეთე კორიანს smile.gif. უბრალოდ ახალია საქართველოში და მაგიტომ თუ ვინმე არქიტექტორი და დიზაინერია მინდა ყველას ვაჩვენო ისეთი კარგი თვისებები აქვს.


IPB-ს სურათი


მერე კიდევ დავდებ არქიტექტორებისთვის საინტერესო რაღაცეებს. ახლა გავიქეცი.


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V < 1 2
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 04:10 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი