IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V  1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> ნიკო გომელაური
Atman
პოსტი Apr 13 2010, 10:15 AM
პოსტი #1


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



დღეს დილით გარდაიცვალა ნიკო გომელაური...

IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი

მოვიხსენიოთ ლოცვებში...
გავიხსენოთ მისი ლექსები...



"არ ჩერდებაო დრო - ვიღაცა ბრძენმა ბრძანა
და ეთანხმება ბრბო - ასე არ არის განა?
როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა.
დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა.






ბურთი თუ მაქვს, მოედანი არ მაქვს,
ხეც მომიჭრეს ვერსად დავდებ ჰამაკს,
ანკესი მაქვს, ზღვას კი თევზი არ ჰყავს.
სარკე კი მაქვს, მასში ვინც ჩანს არ მგავს.

ტყვიები მაქვს, მაგრამ არ მაქვს თოფი,
კალამი მაქვს, ვერ დავწერე სტროფი,
საფულე მაქვს, შიგნით არ დევს ფული,
მანქანა მყავს, არ ტრიალებს რული.

საათი მაქვს გატეხილი ისრით,
სიზმრად ვხედავ ჟირაფს მოკლე კისრით,
ძაღლები მყავს, მაგრამ მე ვერ მცნობენ,
ქალები მყავს, ჩემს ლექსებს ვერ გრძნობენ.

სახლ-კარი მაქვს, გასაღები არ მაქვს,
სამშობლო მაქვს, გასაყიდად არ მაქვს,
გავაგრძელო შევძლებ - თუმცა კმარა.
ბიბლია მაქვს და რწმენა კი არა.









ნიკო გომელაური ძალიან ნიჭიერი მსახიობია... ნიკო როგორც კარგი მსახიობი ასევე შესანიშნავი პოეტია..

ნიკო გომელაური
“თავისუფალი თეატრის” ყველაზე ცნობადი სახე. მან ითამაშა მთავარი როლები სპექტაკლებში “კომედიანტები”, “პროვოკაცია”, “ტელემისტერია”,”ვოიცეკი”, “ჯინსების თაობა”, “ძმები”, “ვარიაციები პატრიოტიზმის თემაზე”, “იდიოტოკრატია”.

“არავისთვის აღარაა დასამალი, რომ ნიკო ჩემი ყველაზე საყვარელი მსახიობია, ანდა როგორ გინდა დამალო, როდესაც ბოლო ათი წლის მანძილზე თუკი რამე დავდგი, თითქმის ყველაფერში მთავარი როლი მან ითამაშა. ის იმდენს თამაშობს ჩემთან, რომ მე მგონი აღარც კი იცის სხვა რეჟისორები როგორ მუშაობენ მსახიობებთან.

საერთოდ, ძალიან საინტერესო და უცნაური ფენომენია „საყვარელი მსახიობი“.

ერთხელ ლუის ბუნუელს ჰკითხეს რას გადაეკიდე ამ ფერნანდო რეის, ყველა ფილმში, რომ იღებო, არ ვიციო, გულწრფელად უპასუხა გენიალურმა რეჟისორმა, უბრალოდ, სცენარს, რომ ვწერ მისი სახე მიდგას თვალწინო, დაახლოებით იგივე სთქვა მასტროიანზე ფელინიმ, 8/2 ზე ხან ვის ვსინჯავდი და ხან ვისო, ლოურენს ოლივიეზეც ვფიქრობდი და თვით ჩარლი ჩაპლინზეც, მაგრამ ბოლოს ისევ მასტროიანს მივადექიო, გია დანელიამ კი ლეონოვზე თქვა ჩემი თილისმაა და იმიტომაც ყველგან მას ვიღებო.

არანაირად არ ვედრები ამ გენიალურ რეჟისორებს, მე უბრალოდ რეჟისორების „ახირებაზე“ ვსაუბრობ, დღემდე ვთვლი, რომ ოთარ მეღვინეთუხუცესი ფანტასტიური მსახიობია, მაგრამ ერთხელ მომიწია მასთან მუშაობა და მეხუთე რეპეტიციის შემდეგ ვუთხარი, ხვალ არ მცალია და ზეგ დაგირეკავთო, მას მერე ათ წელზე მეტი გავიდა და არავითარი სურვილი არ მაქვს დავურეკო, აფსოლუტურად არ მინდა შეურაცყოფა მივაყენო, ხმამაღლა ვიმეორებ, დღესაც ვთვლი, რომ ბატონი ოთარი ფანტასტიური მსახიობია, პრობლემა ჩემშია და არა მასში.

როდესაც რეჟისორი ჩერდება რომელიმე ერთ მსახიობზე, მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს,მეც ბევრი მიზეზი შემიძლია დავასახელო, რომ ნიკოსთან მეადვილება მუშაობა, რომ ნიკოს ზუსტად ესმის ჩემი ჩანაფიქრის, რომ უსიტყვოდ ვუგებთ ერთმანეთს, რომ ის ძალიან კარგი მსახიობია, რომ მისი პოეტური ბუნება ზუსტად უდგება ჩემს სტილისტიკას, რომ ის ჩემი მეგობარია, რომ ნაწილობრივ ჩემი მოწაფეცაა, რომ ის. . . . აღარ გავაგრძელებ, ეს ყოველივე უკვე ყველასათვისაა ცნობილი. ჩემთვის ამ მიზეზებიდან ერთია მთავარი:

-როდესაც ის სცენაზე დგას - მე ვდგავარ სცენაზე!

-როდესაც მას სტკივა, ეს მე მტკივა!

-როდესაც ის ბედნიერია, ეს მე ვარ ბედნიერი!

ნიკო ჩემი ალტერ-ეგოა!”

ავთო ვარსიმაშვილი (ფრაგმენტი გამოუქვეყნებელი წიგნიდან ”შავ-თეთრი წიგნი ბევრი სათაურით”)


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 13 2010, 10:32 AM
პოსტი #2


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



http://www.youtube.com/watch?v=dvgBVONpaKA&feature=related

http://www.youtube.com/watch?v=6lO5BCPdvxc&NR=1


ნიკო გომელაურის სიმღერა:
http://allshares.ge/download.php?id=100255AE17


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Apr 13 2010, 10:38 AM
პოსტი #3


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ამ დილას მოვსიმნიმე ერთ-ერთ საინფორმაციო გადაცემაში და საშინალდ დამწდა გული. არ ველოდი sad.gif

არადა, ბოლოს გადაცემაში ისე იყო გამხდარი და შეცვლილი, სანამ არ ტქვეს სტუმრის სახელი, მანამ ვერ ამოვიცანი.

ღმერთმა აცხოვნოს..


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Apr 13 2010, 10:45 AM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ძალიან დამწყდა გული... sad.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 13 2010, 11:05 AM
პოსტი #5


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,574
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ღმერთმა აცხონოს sad.gif ძალიან დამენანა...


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Apr 13 2010, 11:11 AM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ერთი ლექსია მართლაც კარგი, აი იუდაც მიერ ქრისტეს გაცემაზე. ია არის ერთი პასაჟი ასეთი, რომ არა მხოლოდ ვერცხლისთვის გასცა იუდამ ქრისტე, არამედ "თავის სიმცირეს ვერ მოერია"-ო... მართლა შესანიშნავი მიგნება არ არის?

ეს ლექსი თუ ვინმეს შეგიძლიათ დადოთ, კარგი იქნება ძალიან.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თიბეა
პოსტი Apr 13 2010, 11:28 AM
პოსტი #7


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 14
რეგისტრ.: 21-January 10
წევრი № 8,014



.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
newbie
პოსტი Apr 13 2010, 11:54 AM
პოსტი #8


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 577
რეგისტრ.: 28-April 09
წევრი № 6,908



sad.gif ძალიან სწყენია,
ასეთი ახალგაზრდა sad.gif(


წვიმის შემდეგ ზღვა გამოყრის ნაგავს,
სანაპიროს რითი აღარ გვივსებს...
ჩემი გული ნაწვიმარ ზღვას არ ჰგავს,
-შიგ იტოვებს ჩაჯანგებულ ისრებს...



დაუქოქავი საათი
ვითხოვ ღირსეულ წრეს.
დროსთან გავმართე კამათი,
დრო არ ჩერდება, წვეთს...

წლები წინდაწინ იწევენ,
ითხოვენ თავის წილს.
ანგარიშს არც კი მიწევენ.
ცოტა არ იყოს მწყინს.

წვეთენ წამები, წუთები.
დრო სისხლს და სახსრებს მწოვს.
დროს ხომ ვერ გაებუტები?
-ხათრი არა აქვს დროს...




...რა უცნაური დადგა დროება
აცდენილია ხმა და ტკივილი
გუგუნს როგორ ჰგავს ეს მყუდროება
დუმილს როგორ ჰგავს ჩემი კივილი...

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Apr 13 2010, 12:42 PM
პოსტი #9


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(damiane80 @ Apr 13 2010, 11:11 AM) *

ერთი ლექსია მართლაც კარგი, აი იუდაც მიერ ქრისტეს გაცემაზე. ია არის ერთი პასაჟი ასეთი, რომ არა მხოლოდ ვერცხლისთვის გასცა იუდამ ქრისტე, არამედ "თავის სიმცირეს ვერ მოერია"-ო... მართლა შესანიშნავი მიგნება არ არის?

ეს ლექსი თუ ვინმეს შეგიძლიათ დადოთ, კარგი იქნება ძალიან.

როგორი იყო ? . . აბა რა ვიცი . . .
ასე ამბობენ - ჰქონდა წვერები .
ორი ათასი წელი განვიცდი . . .
ჩარევა არ ღირს , მაგრამ ვერევი :

როგორ აკოცა უფალს ლოყაზე ?!
- ცოტათი მაინც მორიდებოდა . . .
მეზიზღებოდა ზოგჯერ მოყვასი ,
მაგრამ ღალატი არ მინდებოდა.

არადა კოცნის , არადა ჰყიდის . . .
იცის მოკლავენ , განა შტერია.
ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის ?!
- თავის სიმცირეს ვერ მოერია . . .

ისტორიაში დარჩა იუდა !
-დღესაც აქ არის არ გაიგუდა . . .


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Apr 13 2010, 12:49 PM
პოსტი #10


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



ვაი, რა საწყენია! sad.gif
ნიჭიერი ადამიანი იყო...
აცხონოს ღმერთმა!


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Apr 13 2010, 01:04 PM
პოსტი #11


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



აცხოვნოს უფალმა.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Apr 13 2010, 01:05 PM
პოსტი #12


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



ძალიან დამწყდა გული
კაი კაცი იყო

წავიდა...


,,წავედი... ალბათ მომბეზრდა ბრძოლა,
მომბეზრდა ბრძოლა წისქვილთან ქარის''


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Apr 13 2010, 01:24 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



აცხონოს უფალმა!


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაშიკო
პოსტი Apr 13 2010, 01:29 PM
პოსტი #14


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,850
რეგისტრ.: 18-May 09
მდებარ.: ქუთაისი
წევრი № 7,002



ღმერთმა აცხონოს.

ხუთშაბათს სპეკტაკზე უნდა წავსულიყავი მისი მონაწილეობით, მაგრამ თბილისში მომიწია წასვლა უცაბედად, ეხლა ორმაგად დამწყდა გული რომ ვერ შევძელი დასწრებაsad.gif


--------------------
უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Apr 13 2010, 01:29 PM
პოსტი #15


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



როგორ მეწყინა, რა უეცარი ამბავია, რამე მოხდა? როგორ გარდაიცვალა ახალგაზრდა კაცი? sad.gif

ღმერთმა აცხონოს!


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაშიკო
პოსტი Apr 13 2010, 01:31 PM
პოსტი #16


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,850
რეგისტრ.: 18-May 09
მდებარ.: ქუთაისი
წევრი № 7,002



k@the
სიმსივნე ჰქონდა თვითონაც იცოდა


--------------------
უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Apr 13 2010, 01:59 PM
პოსტი #17


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



მაშიკო
მადლობა მაშიკო, რა საწყენია.


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Apr 13 2010, 02:57 PM
პოსტი #18


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ღმერთმა აცხოვნოს მისი სული sad.gif ძალიან დამენანა


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Apr 13 2010, 03:00 PM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



არ მომწონდა, მაგრამ შემეცოდა ძალიან.
აცხოვნოს უფალმა.



--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Apr 13 2010, 03:06 PM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



ეხ.. ღმერთMა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V  1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 06:56 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი