ანტი-ეკლესიური ამბოხი, სოციალურ ქსელებში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ანტი-ეკლესიური ამბოხი, სოციალურ ქსელებში |
nk44 |
Jul 12 2012, 02:20 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 185 რეგისტრ.: 2-June 09 წევრი № 7,069 |
ფორუმ.გე-ზე მეუფე სპირიდონის 8 ივლისის ქადაგების შესახებ სერიოზული ანტი-ეკლესიური ამბოხია ატეხილი
და სხვადასხვა ანტ-ეკლესიური სუბიქტები ავრცელებენ რომ მეუფის ეს ქადაგება არის მწვალებლობა, ამას ავრცელებენ ლათინები, ბაპტისტები და სხვა სექტანტები. სამწუხარო კი ის არის რომ ამაშია ჩართული დავით ხოსიტაშვილი და ავრცელებს რომ მეუფე სპირიდონი ქადაგებს მწვალებლობას იქნებ რაიმე ინფორმაცია დაიდოს ოფიციალური რადგან ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება შეიყვანონ შეცდომაში თორე ფორუმ.გე-ს რელიგიის განყოფილებაში ეს ხალხი ცდილობენ მეუფე სპირიდონის მწვალებლად გასაღებას სამწუხაროა რომ ამაში ჩართული დავით ხოსიტაშვილი -------------------- "ეპისკოპოსი რომელიც ერესს ქადაგებს მასეთი მოხსენიება ზუსტად ზედგამოჭრილია! ეგ შეურაცხყოფა არ არის. ეგ მხილებაა!
ჩემი რჩევაა კარგად გააცნობიერო რომ მეუფე სპირიდონი მართლაც ერესს ქადაგებს! ამაზე მალე დაიწერება სხვა წყაროებშიც." -დავით ხოსიტაშვილი ეს რაღაც სრულიად ახალი ერესია - სპირიდონიანიზმია მგონი-დავით ხოსიტაშვილი |
afxazi |
Jul 20 2012, 09:48 PM
პოსტი
#2
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
nk44
დავითი ალბათ იტყვის თავის სათქმელს. მაგრამ მაინც ვერ გავიგე. შენ უნდა მოგეტანა დავითის ამგვარი ფრაზა: მეუფე მწვალებელია, ამის მაგივრად კი მოგაქვს - მეუფე ქადაგებს ერესს. ეს ორი ფრაზა რადიკალურად განსხვავებულია. პირველი მათგანი პიროვნების შეფასებაა, ხოლო მეორე იმისა, რასაც პიროვნება ამბობს. განვმარტოთ. როდესაც ეკლესიის ისტორიაში ესა თუ ის პიროვნება რაიმე გაუკუღმართებას წარმოთქვამდა, მას მყისიერად ანათემირებას არ უცხადებდნენ. შეაგონებდნენ მამები, ნაშრომებით მიმართავდნენ, უხსნიდნენ, რომ შეცდომას ქადაგებს... თუკი ის მაინც აგრძელებდა გაუკუღმართების ქადაგებას, მხოლოდ შემდეგ ხდებოდა ანთემირება. ანუ, თუკი პიროვნება რაღაც არასწორს იტყვის, ეს არ ნიშნავს, რომ ის პიროვნება არის მწვალებელი, რადგან შესაძლებელია, რომ შეცდომა საკითხში გაურკვევლობის გამო დაუშვა. მაგრამ თუკი ახსნის მიუხედავად ის მაინც დაიჩემებს, რომ ის რასაც ის ამბობს ჭეშმარიტებად მიაჩნია მას, ამის შემდეგ უკვე ეკლესია მას, როგორც მწვალებელს ანათემირებულ-ჰყოფს. თუმცა ეს პროცესი ხშირად ხანგრძლივია, გამომდიანრე საეკლესიო განგებულების გათვალისწინებით. ობიექტური ვიქნები და ვიტყვი, რომ ჩემის აზრით ტერმინი "სპირიდონიზმი" არასწორი იყო. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd May 2024 - 04:03 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი