IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მართლმსაჯულება და ქრისტიანობა
XAFRAN
პოსტი Mar 30 2008, 04:14 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 226
რეგისტრ.: 28-July 07
წევრი № 2,532



ერთი პრობლემა მაწუხებს და მემგონი არა მარტო მე უნდა მაწუხებდეს... biggrin.gif
როგგორ არსებობს ერთორგანიზმათ სახელმწიფო და ქრისტიანობა, როცა სახელმწიფო სჯის დამნაშავეებს, ქრისტიანი კი მიმტევებელია და დასჯაში გამოსავალს ვერ ხედავს. ამ ორ ორგანიზმს სრულებით სხვადასხვა შეხედულება, სტრატეგია გააჩნიათ წესრიგის მოწყობისა, ასე რომ შეულებელია ეს ორი ერთორგანიზმად განვიხილოთ.

მე მმგონია რომ მორწმუნეებმა ხმა უნდა აიმაღლონ და მოითხოვონ მართლმსაჯულების პრინციპთა გადახედვა. ეს სახელმწიფო ჩვენია და კანონის ძალით თუ ვინმე იტანჯება სახელმწიფოში, ეს მარტო სახელმწიფოს ბრალი კი არა ჩვენი ბრალია, რადგან კანონმდებლობა ხალხის სამართალშემოქმედებაა და არა სახელმწიფოსი.

როგორ გესახებათ ქრისტიანულ სახელმწიფოში მართლმსაჯულების ადგილი და ფორმა? ან როგორი სახით უნდა იყოს მართლმსაჯულება განხორციელებული ქრისტიანულ სახელმწიფოში?

თუმცა რა mad.gif , ჯერჯერობით მე არცერთი მორწმუნისაგან არ გამიგია რომ დამნაშავე ციხეში (ტანჯვაში) არ უნდა წავიდეს. ( ყველანი მსაჯულნი ვართ თვალთმაქცურად)


--------------------
ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
polievqte
პოსტი Jun 6 2008, 12:18 AM
პოსტი #2


POLIEVQTE
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 12
რეგისტრ.: 2-June 08
მდებარ.: sakartvelo,tbilisi,sololaki:)
წევრი № 4,982



გამოთქმული აზრი , რომ ქვეყანას მართლმსაჯულება არ სჭირდება გონივრულობას არის მოკლებული. რადგან სახელმწიფოს ისევე სჭირდება მართლმსაჯულება , როგორც აღვირი ცხენს. ეკლესია მაგ ინიციატივით სახელმწიფოს წინააღმდეგ არასდროს გადადგამს ნაბიჯს, რადგან თავად ქრისტე ამბობს "მიაგეთ კეისარსა კეისრისა, ხოლო ღმერთსა ღვთისა", აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა დავემორჩილოთ, როგორც სახელმწიფოს მიერ მიღებულ კანონებს, ასევე ეკლესიის მიერ დადგენილ წესებს.


--------------------
ღმერთი, სამშობლო, ადამიანი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
XAFRAN
პოსტი Jun 7 2008, 02:54 AM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 226
რეგისტრ.: 28-July 07
წევრი № 2,532



ციტატა(polievqte @ Jun 6 2008, 12:18 AM) *

გამოთქმული აზრი , რომ ქვეყანას მართლმსაჯულება არ სჭირდება გონივრულობას არის მოკლებული. რადგან სახელმწიფოს ისევე სჭირდება მართლმსაჯულება , როგორც აღვირი ცხენს. ეკლესია მაგ ინიციატივით სახელმწიფოს წინააღმდეგ არასდროს გადადგამს ნაბიჯს, რადგან თავად ქრისტე ამბობს "მიაგეთ კეისარსა კეისრისა, ხოლო ღმერთსა ღვთისა", აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა დავემორჩილოთ, როგორც სახელმწიფოს მიერ მიღებულ კანონებს, ასევე ეკლესიის მიერ დადგენილ წესებს.


მიაგეთ კეისარს კეისრისა მარა იქნებ კეისარი ჩვენგან ღვთის უარყოფას ითხოვს?

დაფიქრდით, თქვენ ხართ სახელმწიფოს მოქალაქე, ამავე დროს მართმადიდებელი ქრისტიანი, ხართ საზოგადოების წევრი, საზოგადოების შეხედულებებისადა მიხედვით სახელმწიფო ახორციელებს მართლმსაჯულებას, თქვენ როგორც მსაჯული ( მსაჯული რადგან ისევ ვიმეორებ სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილი ხარ და მისი მეშვეობით მყარდება - დასჯის მეთოდით - წესრიგი) მზად ხარ დასაჯო ვინმე თუნდაც საკუთარი რელიგია შემწყნარებლობას ქადაგებდეს.

და თუ მსაჯულის სამოსი მიუღებელია ქრისტიანისთვის მაშ როგორია ეკლესიის დამოკიდებულება მართლმსაჯულების მიმართ.

როგორ მოიქცევით როცა გაგქურდავენ....... გაგიჩდებათ სურვილი დაისაჯოს დამნაშავე?


--------------------
ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
polievqte
პოსტი Jun 7 2008, 03:23 PM
პოსტი #4


POLIEVQTE
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 12
რეგისტრ.: 2-June 08
მდებარ.: sakartvelo,tbilisi,sololaki:)
წევრი № 4,982



ციტატა(XAFRAN @ Jun 7 2008, 03:54 AM) *

მიაგეთ კეისარს კეისრისა მარა იქნებ კეისარი ჩვენგან ღვთის უარყოფას ითხოვს?

დაფიქრდით, თქვენ ხართ სახელმწიფოს მოქალაქე, ამავე დროს მართმადიდებელი ქრისტიანი, ხართ საზოგადოების წევრი, საზოგადოების შეხედულებებისადა მიხედვით სახელმწიფო ახორციელებს მართლმსაჯულებას, თქვენ როგორც მსაჯული ( მსაჯული რადგან ისევ ვიმეორებ სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილი ხარ და მისი მეშვეობით მყარდება - დასჯის მეთოდით - წესრიგი) მზად ხარ დასაჯო ვინმე თუნდაც საკუთარი რელიგია შემწყნარებლობას ქადაგებდეს.

და თუ მსაჯულის სამოსი მიუღებელია ქრისტიანისთვის მაშ როგორია ეკლესიის დამოკიდებულება მართლმსაჯულების მიმართ.

როგორ მოიქცევით როცა გაგქურდავენ....... გაგიჩდებათ სურვილი დაისაჯოს დამნაშავე?


თქვენი აზრით მართლმსაჯულების განხორციელება ღვთის უარყოფას გულისხმობს?
სამყაროს შექმნის პირველ ხანებში არც კანონები არსებობდა და არც ჩვეულებები, რადგან მაშინ ადამიანის ბუნება უბიწო იყო და შესაბამისად არც რაიმე სამართლებრივი აქტები იყო საჭირო, მაგრამ მას შემდეგ ათასწლეულები გავიდა და რაც დრო გადიოდა ადამიანის ბუნება უფრო და უფრო ეცემოდა. დღეს კი სახეზე ასეთი მდგომარეობა გვაქვს , რომ ბევრი ადამიანი სწორედ სასჯელის შიშით არ სჩადის დანაშაულს. სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა.
რაც შეეხება შემწყნარებლობის საკითხს, მართალია ჩემი რელიგია(ქრისტიანობა) ქადაგებს შემწყნარებლობას, მაგრამ ამავე დროს იგი არ ქადაგებს საყოველთაო ქცევის თავისუფლებას. ღმერთი მოწყალე და კაცთმოყვარეა, მაგრამ ასევე მისი თვისებაა მართლმსაჯულება.
სხვა საკითხია , როცა ქვეყანას დაბალი დონის სასამართლო ხელისუფლება აქვს, მაგრამ გავა დრო და დადებითისკენ შეიცვლება სამართლებრივი კულტურის ხარისხი არა მარტო სასამართლოში, არამედ მთლიანად საზოგადოებაშიც. smile.gif


--------------------
ღმერთი, სამშობლო, ადამიანი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
XAFRAN
პოსტი Jun 8 2008, 01:06 AM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 226
რეგისტრ.: 28-July 07
წევრი № 2,532



ციტატა(polievqte @ Jun 7 2008, 03:23 PM) *

რაც შეეხება შემწყნარებლობის საკითხს, მართალია ჩემი რელიგია(ქრისტიანობა) ქადაგებს შემწყნარებლობას, მაგრამ ამავე დროს იგი არ ქადაგებს საყოველთაო ქცევის თავისუფლებას. ღმერთი მოწყალე და კაცთმოყვარეა, მაგრამ ასევე მისი თვისებაა მართლმსაჯულება.


დიახ ღვთის საქმეა მართლმსაჯულება და არა ჩვენი.

დიახ მართლმსაჯულების განხორციელება ღვთის უარყოფას გულისხმობს. არავის აქვს არავის დასჯის უფლება.

და კიდევ იმის არ მჯერა რომ სასჯელი გამოსწორებას ისახავს მიზნად.






--------------------
ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
polievqte
პოსტი Jun 14 2008, 12:09 AM
პოსტი #6


POLIEVQTE
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 12
რეგისტრ.: 2-June 08
მდებარ.: sakartvelo,tbilisi,sololaki:)
წევრი № 4,982



ციტატა(XAFRAN @ Jun 8 2008, 02:06 AM) *

დიახ ღვთის საქმეა მართლმსაჯულება და არა ჩვენი.

დიახ მართლმსაჯულების განხორციელება ღვთის უარყოფას გულისხმობს. არავის აქვს არავის დასჯის უფლება.

და კიდევ იმის არ მჯერა რომ სასჯელი გამოსწორებას ისახავს მიზნად.

შეიძლება მართლმსაჯულების განხორციელება ერთი შეხედვით ჩანდეს, როგორც ადამიანის მიერ ღმერთის საქმეში ჩარევა, მაგრამ ჯერჯერობით დანაშაულის წინააღმდეგ სხვა უფრო უკეთესი და ეფექტური იარაღი არ გამოუგონიათ და ალბათ ვერც გამოიგონებენ.
სასჯელის მიზანს რაც შეეხება, ეს ერთმნიშვნელოვნად უნდა იყოს, ადამიანის რესოციალიზაცია(გამოსწორება). მეორე საკითხია ამ მიზნის განხორციალება რა გზებითა და მეთოდებით სრულდება. აუცილებელია ყველა ციხეში იყოს ბიბლიოთეკა, რათა პატიმარს ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს განათლება; ჰქონდეს შესაძლებლობა მოუსმინოს მუსიკას, რომ მიიღოს სულიერი საზრდო; ასევე აუცილებელია, რომ ყოველ კვირას ჩატარდეს ციხის ტაძარში საღმრთო ლიტურგია, რომ პატიმარმა მიიღოს მონაწილეობა საეკლესიო საიდუმლოებებში(აღსარება, ზიარება, ზეთისცხება და ა.შ.); სასურველი იქნებოდა, რომ ციხეში შექმნილიყო პატიმართათვის სამხატვრო სალონი, სადაც ისინი თავიანთი ნიჭის რეალიზაციას შეძლებდნენ ხატწერის, ფერწერის, მინანქრის თუ სხვა ფორმით; პატიმართა რესოციალიზაციის თვალსაზრისით კარგი იქნებოდა თუ მათ დაენიშნებოდათ ერთი რეგენტი, რომელიც მათ შეასწავლიდა ქართულ გალობასა და სიმღერას.
ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილის გარეშე მართლაც ძნელი იქნება ცხოველივით გამოკეტილი შენი მოქალაქე გამოსწორებული დაუბრუნო საზოგადოებას.


--------------------
ღმერთი, სამშობლო, ადამიანი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
XAFRAN
პოსტი Jun 16 2008, 02:22 AM
პოსტი #7


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 226
რეგისტრ.: 28-July 07
წევრი № 2,532



ციტატა(polievqte @ Jun 14 2008, 12:09 AM) *

შეიძლება მართლმსაჯულების განხორციელება ერთი შეხედვით ჩანდეს, როგორც ადამიანის მიერ ღმერთის საქმეში ჩარევა, მაგრამ ჯერჯერობით დანაშაულის წინააღმდეგ სხვა უფრო უკეთესი და ეფექტური იარაღი არ გამოუგონიათ და ალბათ ვერც გამოიგონებენ.


ერთი შეხედვით კი არა ასეა. ჩარევაა.

შეილება რწმენადაკარგულ ქვეყანას( ან ქვეყნის ნაწილს) ჭირდება მართლმსაჯულება წესრიგისათვის, მაგრამ არა მორწმუნეს ჭეშმარიტების გზაზე.

საქმეც ამაშია რომ ეს ქვეყანა და არცერთი სხვა მორწმუნეებს არ უპყრიათ ხელთ. და დაე იყოს ასე. და ნუ ვეცდებით ჩვენი შეხედულებებისადა მიხედვით მოვაწყოთ საკუთარი სამშობლო. დავუთმოთ ეს სამყარო ათეისტებს ან მათ მაგვართ. biggrin.gif ( მე თანახმა ვარ) თქვენ?


--------------------
ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
XAFRAN   მართლმსაჯულება და ქრისტიანობა   Mar 30 2008, 04:14 PM
KAIROS   ეს თემა უფრო სამარ...   Mar 30 2008, 08:41 PM
makiki   ადამიანის დასჯა თა...   Mar 30 2008, 09:02 PM
მნათე   უდიდესი პრობლემაა....   Mar 30 2008, 09:07 PM
დათიკო   წავიდა შესაბამის გ...   Mar 30 2008, 09:48 PM
staywhite   ეს თემა უფრო სამარ...   Mar 30 2008, 10:02 PM
Misha Songulashvili   makiki დედა რეებს ლაპა...   Mar 30 2008, 10:33 PM
XAFRAN   მე არ მომწონს რომ ა...   Mar 30 2008, 11:05 PM
makiki   makiki დედა რეებს ლაპა...   Apr 28 2008, 09:36 PM
Genesis   Misha Songulashvili დანაშაული...   Mar 30 2008, 11:07 PM
მნათე   თმების სიგრძის ღრ...   Mar 30 2008, 11:09 PM
XAFRAN   თმების სიგრძის ღრ...   Mar 30 2008, 11:11 PM
მნათე   ანუ ამაზე გაცილებ...   Mar 30 2008, 11:12 PM
Genesis   ანუ ამაზე გაცილებ...   Mar 30 2008, 11:18 PM
XAFRAN   მართლმსაჯულება კ...   Mar 30 2008, 11:24 PM
Genesis   მაშ დავსხდეთ და ვუ...   Mar 30 2008, 11:41 PM
XAFRAN   რატო ვუცქიროთ გვე...   Mar 31 2008, 01:26 PM
Genesis   რელიგია არა მარა ე...   Apr 1 2008, 12:46 PM
მხევალი ნინო   ასეთი თემა მახსოვს...   May 8 2008, 08:08 PM
nino_ni   სისულელეა,ის რომ ვ...   May 8 2008, 09:14 PM
6+j.anu.j.j   სისულელეა,ის რომ ვ...   May 28 2008, 11:13 PM
მხევალი ნინო   6+j.anu.j.j 11 წლის ბავშვმ...   Jun 5 2008, 05:47 PM
6+j.anu.j.j   [b]6+j.anu.j.j 11 წლის ბავშვმ...   Jun 6 2008, 01:35 AM
staywhite   საქართველოში არ ვი...   Jun 5 2008, 11:58 PM
polievqte   გამოთქმული აზრი , რ...   Jun 6 2008, 12:18 AM
XAFRAN   გამოთქმული აზრი , რ...   Jun 7 2008, 02:54 AM
polievqte   მიაგეთ კეისარს კე...   Jun 7 2008, 03:23 PM
XAFRAN   რაც შეეხება შემწყ...   Jun 8 2008, 01:06 AM
polievqte   დიახ ღვთის საქმეა ...   Jun 14 2008, 12:09 AM
6+j.anu.j.j   შეიძლება მართლმსა...   Jun 15 2008, 04:07 AM
XAFRAN   შეიძლება მართლმსა...   Jun 16 2008, 02:22 AM
nino_ni   ამაზე გავაფრინე :D :D...   Jun 6 2008, 12:34 AM
მხევალი ნინო   6+j.anu.j.j ძაააააააააა...   Jun 6 2008, 10:26 AM
6+j.anu.j.j   6+j.anu.j.j ძააააააააააა...   Jun 6 2008, 03:59 PM
მხევალი ნინო   [size=4]მართლმსაჯულება...   Jun 6 2008, 11:07 AM
კანონისტი   6+j.anu.j.j კარგია კითხვე...   Jun 6 2008, 04:27 PM
მხევალი ნინო   6+j.anu.j.j 11 წლის ბავშვს ...   Jun 6 2008, 04:45 PM
nino_ni   მხევალი ნინო გეთან...   Jun 6 2008, 04:54 PM
polievqte   არავითარ შემთხვევ...   Jun 6 2008, 10:00 PM
orthodox-georgia   არავითარ შემთხვევ...   Jun 8 2008, 01:12 PM
veriko7   არავითარ შემთხვევ...   Jun 8 2008, 02:59 PM
6+j.anu.j.j   "არავითარ შემთხვ...   Jun 6 2008, 10:38 PM
staywhite   6+j.anu.j.j არაუშავს, დაწ...   Jun 6 2008, 10:46 PM
nino_ni   XAFRAN ანუ,აღარ არსებო...   Jun 8 2008, 05:57 PM
staywhite   nino_ni რეციდივისტმაც ...   Jun 8 2008, 06:26 PM
KAIROS   :D მაგარია, რაღაც მი...   Jun 15 2008, 04:13 AM
6+j.anu.j.j   :D მაგარია, რაღაც მი...   Jun 15 2008, 04:39 AM
კანონისტი   KAIROS 6+j.anu.j.j შეეცადეთ მს...   Jun 16 2008, 11:01 AM
6+j.anu.j.j   მე არ ვიცი როგორ ხდ...   Jun 17 2008, 03:47 AM
კანონისტი   6+j.anu.j.j შანსი არაა. ეგ...   Jun 17 2008, 10:45 AM
6+j.anu.j.j   6+j.anu.j.j შანსი არაა. ეგ...   Jun 18 2008, 12:01 AM
მხევალი ნინო   6+j.anu.j.j 11 წლის ბავშვი ...   Jun 17 2008, 11:01 AM
მხევალი ნინო   XAFRAN არა, არა და კიდ...   Jun 17 2008, 11:13 AM
XAFRAN   XAFRAN არა, არა და კიდე...   Jun 18 2008, 03:09 PM
მხევალი ნინო   polievqte გეთანხმები რო...   Jun 17 2008, 11:25 AM
polievqte   polievqte გეთანხმები რო...   Jun 17 2008, 05:55 PM
თემო   რა ამბავია მხევალო...   Jun 17 2008, 01:49 PM
მხევალი ნინო   polievqte ძალიან კარგია...   Jun 17 2008, 06:11 PM
6+j.anu.j.j   11 წლის ბავშვი იმიტო...   Jun 17 2008, 11:36 PM
nino_ni   უიმეეე გადამრია ამ...   Jun 18 2008, 12:09 AM
6+j.anu.j.j   ვინც არჩევნებსი იღ...   Jun 18 2008, 12:26 AM
6+j.anu.j.j   ვინც არჩევნებსი იღ...   Jun 18 2008, 01:19 AM
nino_ni   6+j.anu.j.j მოდი სიტყვებშ...   Jun 18 2008, 03:51 PM
6+j.anu.j.j   6+j.anu.j.j მოდი სიტყვებ...   Jun 18 2008, 04:02 PM
მხევალი ნინო   6+j.anu.j.j სასამართლოს...   Jun 18 2008, 04:07 PM
6+j.anu.j.j   6+j.anu.j.j სასამართლოსთ...   Jun 18 2008, 04:08 PM
XAFRAN   ჩემო კარგო, მარტო ს...   Jun 18 2008, 04:39 PM
მხევალი ნინო   6+j.anu.j.j აი შენი პოსტი...   Jun 18 2008, 04:13 PM
nino_ni   ანუ? პასუხი არ გაქვ...   Jun 18 2008, 04:19 PM
მხევალი ნინო   XAFRAN კარგი რა ხაფრა...   Jun 18 2008, 04:21 PM
6+j.anu.j.j   გარდა ამისა, მართლ...   Jun 18 2008, 04:22 PM
მხევალი ნინო   6+j.anu.j.j ჩემო კარგო, ის...   Jun 18 2008, 04:26 PM
6+j.anu.j.j   6+j.anu.j.j ჩემო კარგო, ის ...   Jun 18 2008, 04:36 PM
nino_ni   დღე საქართველოში თ...   Jun 18 2008, 04:27 PM
მხევალი ნინო   6+j.anu.j.j სახელმწიფო ხ...   Jun 18 2008, 04:28 PM
კანონისტი   6+j.anu.j.j შენ გინდა თქვ...   Jun 18 2008, 04:42 PM
nino_ni   კანონისტი ფულის ზრ...   Jun 18 2008, 04:46 PM
მხევალი ნინო   6+j.anu.j.j მე მგონი, ზუს...   Jun 18 2008, 05:05 PM
6+j.anu.j.j   აი ზუსტად იქ მივედ...   Jun 18 2008, 11:42 PM
მხევალი ნინო   6+j.anu.j.j მაპატიე ,მაგრ...   Jun 19 2008, 10:21 AM
6+j.anu.j.j   6+j.anu.j.j სხვათა შორის, ...   Jun 21 2008, 03:49 AM
მხევალი ნინო   6+j.anu.j.j ჩემო კარგო, შე...   Jun 21 2008, 01:02 PM
marine   "როგორც სასამართ...   Aug 25 2016, 10:13 AM
marine   "განა ყველასთვის ...   Sep 27 2016, 11:24 PM
marine   "ციხე შორიდან კლდ...   Oct 12 2016, 11:56 AM
marine   "პეტრე ათონელი სა...   Oct 23 2016, 01:45 PM
marine   "ციხემ ბევრი ცოდვ...   Oct 24 2016, 07:27 PM
marine   "სიყვარული პატიო...   Nov 30 2016, 09:33 PM
marine   "უსამართლობის გა...   Apr 29 2017, 11:01 AM
marine   "ცოდვა არის პირვე...   May 1 2017, 09:15 PM
marine   "იქნება თქვენ შორ...   May 2 2017, 11:18 AM
marine   "ჭეშმარიტი სამარ...   Jun 28 2017, 01:43 PM
marine   "ძალიან ბევრი რამ...   Jun 29 2017, 01:00 PM
marine   "მუდამ ვცდილობ, ყ...   Jul 9 2017, 01:48 PM
marine   "უსამართლობის გა...   Aug 22 2017, 02:39 PM
marine   "ერთხელ კონსტანტ...   Aug 24 2017, 03:13 PM
marine   "სასჯელს სდევს ღვ...   Sep 1 2017, 08:44 AM
marine   "ნეტარ-არს, რომელ...   Sep 9 2017, 10:48 AM
marine   "რაც უფრო დაივიწყ...   Oct 2 2017, 10:20 AM
marine   "თუ ძალაუფლება არ...   Apr 27 2020, 08:01 PM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 10:52 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი