IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> სენსაცია!, ქართული დამწერლობის უძველესი ნიმუში
tamara
პოსტი Jun 10 2009, 09:21 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



IPB-ს სურათი

ასომთავრულით წერია 370წელს ქრისტეს შობამდე
კეისარი ფარნავაზი..................................


უძველესი ქართულ წარწერიანი მონეტა ქრისტემდე 370-იან წლებშია მოჭრილი. (მონეტათა ღაღადი)

ის აზრი რომ უძველესი ქართული დამწერლობა ჯერ კიდევ ძველ წელთაღრიცხვაში არსებობდა ნელ-ნელა იკვეთება.
ამ აღმოჩენებს ყველანაირად ხელს უშლიანსაქართველოს მტრები, მაგრამ ჭეშმარიტება იმარჯვებს

არქეოლოგებმა კარგა ხნის წინ გაამდიდრეს საზოგადოების ცოდნა ფარნავაზ I მეფის მონეტების მოპოვებით მიწის წიაღიდან. საისტორიო წიგნებში, ნუმიზმატიკურ ცნობარებში არაერთხელ გამოქვეყნდა ფარნავაზის მონეტების სურათები. მათზე აღბეჭდილია თვით ფარნავაზი, მისი სახის გასწვრივ კი ქართული ასომთავრული ანბანით წარწერა, რომელსაც ერთ-ერთ მონეტაზე ენათმეცნიერი, ბატონი გოჩა ასათიანი, კითხულობს ასე: „კეი~ი ფ~ზ». ამ დაქარაგმებული, შეკვეცილი წარწერის გამოტოვებული ასოების აღდგენით, მისი აზრით, წერია: „კეისარი ფარნავაზი». ვეთანხმები, ზოგ იმჟამინდელ მონეტაზე ფარნავაზის იგივე სურათია, მაგრამ ქართული ანბანით სხვა სიტყვებია აღბეჭდილი. ფარნავაზ მეფის ზეობიდან სამი-ოთხი საუკუნის შემდგომ შედგენილი, მსოფლიოს ელინური და ლათინურენოვანი ისტორიების თანახმად, ეს ფარნავაზი ჯერ პარსის//პერსიის ხელისუფლის მეგობარი სატრაპი იყო. შემდგომში შესძლო გამეფება. ემეგრული//ლურსმნული დამწერლობით აღბეჭდილ დედან ტექსტებში წერია სიტყვა «ლუგალ-უქქინ» [მეფე-ხელისუფალი; «ლუგალ» მეფეა] და არ წერია «სატრაპი», რომელიც იხსენიება ლათინურენოვან მოგვიანო ხანის აღწერებში. მეტად საყურადღებოა, თუ რომელი დამწერლობა იყო მის სახელმწიფოში აღიარებული. სწორედ ამ დიდი საკითხის დადგენაში გადამწყვეტია მის მიერვე გამოშვებული ფულის _ ვერცხლის მონეტებზე ქართული წარწერების არსებობა. ამით დგინდება, რომ ფარნავაზ პირველის ქვეყანაში სახელმწიფო დამწერლობა იყო ქართული, კერძოდ, ქართული ასომთავრული. მასში ორმოცი ასო-ნიშანია. მეორე დასკვნაც აშკარაა: ფარნავაზის ქვეყანაში სახელმწიფო ენა იყო ქართული.

თვალს ახარებს ამჟამინდელი ქართულწარწერიანი ფულის ნიშნები. სასურველია, ფარნავაზ I მეფის ზემოთ აღნიშნული ერთ-ერთი მონეტის ერთი ან ორივე მხარის („შუბლის» და „ზურგის» ანუ „წაღმა» და „უკუღმა» მხარის) რაიმე სახით აღბეჭდვა ერთ-ერთ ამჟამინდელ ფულზე, ვთქვათ, ლითონის //მეტალის ერთლარიან ახალ მონეტაზე. აუცილებელია ფარნავაზ პირველის სახელმწიფო მოღვაწეობის 24 საუკუნოვანი იუბილეს აღნიშვნა თბილისში, ქუთაისში, ცხუმში, ბათუმში, თელავში და, შეძლებისდაგვარად, სხვა კერებში, სადაც ქართველები მოსახლეობენ.


ქართულ ენაზე დაწერილ ტექსტში _ „ცხოვრება ქართველთა მეფეთა მათთა» _ ფარნავაზ I ძვ.წ. IV საუკუნეში მოღვაწედ განიხილება. ქართველთა მეფე გიორგი XIII-ის ვაჟის, ვახტანგის მიერ რუსულ ენაზე დაწერილ საქართველოს მოკლე მიმოხილვაში დასახელებულია ფარნავაზის ზეობის წელი _ ძვ.წ. 360 წ. ეს მონაცემი ემთხვევა ელინურ და ლათინურ ენებზე I_II საუკუნეებში შედგენილი რამდენიმე ავტორის მონაცემებს. კერძოდ, ფარნავაზ პირველის ხელისუფლად დანიშვნის თარიღად მითითებულია ძვ.წ. 413_387 წწ. ფარნავაზის დაბადება სახელდება ძვ.წ. 435 წელს, გამეფება _ ძვ.წ. 387 წელს. ლათინურ წყაროში მისი ქვეყანა სახელდებულია „კარდია»-დ, რაც, უეჭველად, ქართი ანუ საქართველოა. ლათინურენოვან წყაროებში მისი ქვეყანაა ხმელთაშუა ზღვის






დასავლეთი სანაპიროც მიმდებარე კუნძულით „ლეზბოს» (იქნებ „ლაზებისა» ეწოდებოდა და შემდგომში დაერქვა „ლეზბოს»). ამ კუნძულის დედაქალაქს, მთავარ ქალაქს „კარდია»//ქარდია//ქართი ეწოდებოდაო, წერენ უცხოელები. მათივე ცნობით, ფარნავაზი როგორღაც წარმოშობით ენათესავებოდა პარსაიას//პარსის//პერსიის მეფეს დარივუშ III-ს კოდომანეს. ფარნავაზის მეუღლე იყო პარსაიას//პარსის//პერსიის მეფის ართოხერხე II-ის ასული _ აპამეა. მისი სახელი _ «აპამეა» _ მიენიჭა ვრცელ მხარეს. ზოგი ლათინურენოვანი ავტორი ოთხიოდ საუკუნის შემდგომ, ფარნავაზს ჰელესპონტის ფრიგიის სატრაპად, შემდგომში _ მის მეფედ ასახელებს. ჰელესპონტის სახელით აღნიშნულია დარდანელისა და ბოსფორის სრუტეები და მიმდებარე „მარმარილოს» ზღვა. ფრიგია რომაელების მიერ საუკუნეთა შემდგომ შერქმეული სახელწოდებაა ამ სრუტეთა აღმოსავლეთით მიმდებარე მიწა-წყლისა.



იმავე ლათინურენოვანი ისტორიკოსების ცნობით, ამ მხარეს, მეორენაირად, «ქარდია» ეწოდებოდა, რაც ჩვენებურად, ქართულად კარდი, კარდიეთი, ქართი, საქართველოა. ფარნავაზ I-ის მამის სახელია ფარნაკე. იმავე საუკუნეში კარდიას ანუ ქართის მეფედ იგივე ლათინი ავტორები ასახელებენ ევმენე//ეუმენე//ომენე ქართს//ქართველს, აქებენ მის გამჭრია-ხობას, პატიოსნებას. მისი შვილი იყო მითრადათა, რომელიც გამეფდა მითრადათა პირველის სახელით. მითრადათა I-ის შვილთაშვილები, მათი მემკვიდრეები იყვნენ მომდევნო მეფეები _ მითრადათას სახელით ცნობილნი, მათ შორის ბრწყინავს მითრადათა VI-ის სახელი. მას სიცოცხლეშივე შეარქვეს „დიდი» მისმა მტრებმა _ უცხოელებმაც კი. მასზე წიგნები გამოაქვეყნეს გიორგი გოზალიშვილმა, ლევან სანიკიძემ, ლევან გოთუამ. განსაკუთრებით მომწონს ლევან გოთუას წიგნი მითრადათა დიდზე. მისი კარდიული //ქართული წარმომავლობიდან გამომდინარე, ბუნებრივია მის მონეტაზე ქართული „მხედრული» და „ნუსხა-ხუცური» ასოებით აღბეჭდილი წარწერა _ «დევ». ამ ქარაგმის ანუ შემოკლებული წარწერის წაკითხვა, ჩემი აზრით, ასე შეიძლება: დ[ათა] ევ[პატორი].

ფარნავაზ I-ის, მითრადათა ევპატორის მოღვაწეობის შესაცნობად აუცილებელია ქართველთა სახელმწიფოს, ქართი//ქართველი ერის შესახებ მანამდე აღბეჭდილი არქეოლოგიური მონაცემების გათვალისწინება.

ქართულ ენაზე დაწერილ ტექსტში _ „ცხოვრება ქართველთა მეფეთა მათთა» _ ფარნავაზ I ძვ.წ. IV საუკუნეში მოღვაწედ განიხილება. ქართველთა მეფე გიორგი XIII-ის ვაჟის, ვახტანგის მიერ რუსულ ენაზე დაწერილ საქართველოს მოკლე მიმოხილვაში დასახელებულია ფარნავაზის ზეობის წელი _ ძვ.წ. 360 წ. ეს მონაცემი ემთხვევა ელინურ და ლათინურ ენებზე I_II საუკუნეებში შედგენილი რამდენიმე ავტორის მონაცემებს. კერძოდ, ფარნავაზ პირველის ხელისუფლად დანიშვნის თარიღად მითითებულია ძვ.წ. 413_387 წწ. ფარნავაზის დაბადება სახელდება ძვ.წ. 435 წელს, გამეფება _ ძვ.წ. 387 წელს. ლათინურ წყაროში მისი ქვეყანა სახელდებულია „კარდია»-დ, რაც, უეჭველად, ქართი ანუ საქართველოა. ლათინურენოვან წყაროებში მისი ქვეყანაა ხმელთაშუა ზღვის.






დასავლეთი სანაპიროც მიმდებარე კუნძულით „ლეზბოს» (იქნებ „ლაზებისა» ეწოდებოდა და შემდგომში დაერქვა „ლეზბოს»). ამ კუნძულის დედაქალაქს, მთავარ ქალაქს „კარდია»//ქარდია//ქართი ეწოდებოდაო, წერენ უცხოელები. მათივე ცნობით, ფარნავაზი როგორღაც წარმოშობით ენათესავებოდა პარსაიას//პარსის//პერსიის მეფეს დარივუშ III-ს კოდომანეს. ფარნავაზის მეუღლე იყო პარსაიას//პარსის//პერსიის მეფის ართოხერხე II-ის ასული _ აპამეა. მისი სახელი _ «აპამეა» _ მიენიჭა ვრცელ მხარეს. ზოგი ლათინურენოვანი ავტორი ოთხიოდ საუკუნის შემდგომ, ფარნავაზს ჰელესპონტის ფრიგიის სატრაპად, შემდგომში _ მის მეფედ ასახელებს. ჰელესპონტის სახელით აღნიშნულია დარდანელისა და ბოსფორის სრუტეები და მიმდებარე „მარმარილოს» ზღვა. ფრიგია რომაელების მიერ საუკუნეთა შემდგომ შერქმეული სახელწოდებაა ამ სრუტეთა აღმოსავლეთით მიმდებარე მიწა-წყლისა.



იმავე ლათინურენოვანი ისტორიკოსების ცნობით, ამ მხარეს, მეორენაირად, «ქარდია» ეწოდებოდა, რაც ჩვენებურად, ქართულად კარდი, კარდიეთი, ქართი, საქართველოა. ფარნავაზ I-ის მამის სახელია ფარნაკე. იმავე საუკუნეში კარდიას ანუ ქართის მეფედ იგივე ლათინი ავტორები ასახელებენ ევმენე//ეუმენე//ომენე ქართს//ქართველს, აქებენ მის გამჭრია-ხობას, პატიოსნებას. მისი შვილი იყო მითრადათა, რომელიც გამეფდა მითრადათა პირველის სახელით. მითრადათა I-ის შვილთაშვილები, მათი მემკვიდრეები იყვნენ მომდევნო მეფეები _ მითრადათას სახელით ცნობილნი, მათ შორის ბრწყინავს მითრადათა VI-ის სახელი. მას სიცოცხლეშივე შეარქვეს „დიდი» მისმა მტრებმა _ უცხოელებმაც კი. მასზე წიგნები გამოაქვეყნეს გიორგი გოზალიშვილმა, ლევან სანიკიძემ, ლევან გოთუამ. განსაკუთრებით მომწონს ლევან გოთუას წიგნი მითრადათა დიდზე. მისი კარდიული //ქართული წარმომავლობიდან გამომდინარე, ბუნებრივია მის მონეტაზე ქართული „მხედრული» და „ნუსხა-ხუცური» ასოებით აღბეჭდილი წარწერა _ «დევ». ამ ქარაგმის ანუ შემოკლებული წარწერის წაკითხვა, ჩემი აზრით, ასე შეიძლება: დ[ათა] ევ[პატორი].

ფარნავაზ I-ის, მითრადათა ევპატორის მოღვაწეობის შესაცნობად აუცილებელია ქართველთა სახელმწიფოს, ქართი//ქართველი ერის შესახებ მანამდე აღბეჭდილი არქეოლოგიური მონაცემების გათვალისწინება.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likka
პოსტი Jun 10 2009, 09:29 PM
პოსტი #2


გენა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,044
რეგისტრ.: 5-April 07
მდებარ.: Strawberry fields...
წევრი № 1,578



ისა და, ვინ აღმოაჩინა? სად და როდის? თითოქს ვერ ვნახე ტექსტში ვერსად mellow.gif

საბერძნეთი რატომ აწერია? იქ იპოვეს? huh.gif

ისე ერთობ სასიამოვნო ფაქტია smile.gif


--------------------
ეჰ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
inaina
პოსტი Jun 10 2009, 09:33 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,525
რეგისტრ.: 22-October 08
წევრი № 5,839



აუ რა მაგრად გამიხარდაააა
დღეს თუ რამე გამიხარდებოდა არ მეგონა კიდევ user.gif
ძაააალიან მაგრიააა
თან კეისარიოოო
ესე იგი იმპერია და რამე ხომ?
ძააან მაგრია smile.gif


--------------------
16. განმცადეს მე და შეურაცხებით შეურაცხ-მყვეს მე და დაიღრჭინნეს ჩემ ზედა კბილნი მათნი. 17. უფალო, ოდეს მომხედო? განაშორე სული ჩემი ძვირის საქმისა მათისაგან და ლომთაგან მხოლოდ-შობილებაი ჩემი. 19. ნუმცა უხარის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა უსამართლოდ, რომელთა მომიძულეს მე ცუდად და თუალ-ჰყოფდეს თუალითა. 20. რამეთუ ჩემ თანა მშვიდობასა იტყოდეს და რისხვით ზაკუვასა განიზრახვიდეს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likka
პოსტი Jun 10 2009, 09:34 PM
პოსტი #4


გენა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,044
რეგისტრ.: 5-April 07
მდებარ.: Strawberry fields...
წევრი № 1,578



inaina
ციტატა
ესე იგი იმპერია და რამე ხომ?ძააან მაგრია

რა არის მაგარი? იმპერია? რატო? biggrin.gif


--------------------
ეჰ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jun 10 2009, 09:39 PM
პოსტი #5


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ვისი სტატიაა? ვინ გამოიკვლია? როგორ არის შეფასბეული ეს ყველაფერი სერიოზულ სამენციერო წრეებში? - რატომ არაფერი წერია?
ფრანავაზი და კეისარი? ლოგიკა ამიხსენით, მე ვერ ჩავწვდი...


ციტატა(likka @ Jun 10 2009, 10:29 PM) *

ისა და, ვინ აღმოაჩინა? სად და როდის? თითოქს ვერ ვნახე ტექსტში ვერსად mellow.gif

საბერძნეთი რატომ აწერია? იქ იპოვეს? huh.gif

ისე ერთობ სასიამოვნო ფაქტია smile.gif

უი, შენც, ბრუტუს? laugh.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Jun 10 2009, 09:44 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



ეს მონეტა არის კილიკიაში -
დევს მუზეომში

ფაქტიურად არსებობს...

ჰოდა ზედ აწერია ქართველ მეფის სახელი ქართული ასოებიტ!

მეტი არ ვიცი
ინფოს წყაროა ეს -

http://forum.ge/?showtopic=33915689&f=&st=135&#entry14221095
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likka
პოსტი Jun 10 2009, 09:46 PM
პოსტი #7


გენა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,044
რეგისტრ.: 5-April 07
მდებარ.: Strawberry fields...
წევრი № 1,578



თამარი_ცქნაფო
ციტატა
უი, შენც, ბრუტუს?

კი მეც biggrin.gif არადა, 2ჯერ გადავიკითხე მეთქი რამე ხო არ გამომრჩა biggrin.gif


--------------------
ეჰ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jun 10 2009, 09:48 PM
პოსტი #8


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(tamara @ Jun 10 2009, 10:44 PM) *

ეს მონეტა არის კილიკიაში -
დევს მუზეომში

ფაქტიურად არსებობს...

ჰოდა ზედ აწერია ქართველ მეფის სახელი ქართული ასოებიტ!

მეტი არ ვიცი
ინფოს წყაროა ეს -

http://forum.ge/?showtopic=33915689&f=&st=135&#entry14221095

აააა biggrin.gif
და ვინ არის იმ პოსტის ავტორი, ხომ არ იცი?

პ.ს. იქ ნეკრესის წარწერაზე რაც წერია, მართალა, ამ მონეტის კი არაფერი ვიცი biggrin.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Jun 10 2009, 09:52 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



ციტატა
იქ ნეკრესის წარწერაზე რაც წერია, მართალა, ამ მონეტის კი არაფერი ვიცი

იმიტომ რომ სიახლეა.
მეც არ ვიცოდი 1 საათის წინ..
rolleyes.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jun 10 2009, 09:55 PM
პოსტი #10


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(tamara @ Jun 10 2009, 10:52 PM) *

იმიტომ რომ სიახლეა.
მეც არ ვიცოდი 1 საათის წინ..
rolleyes.gif

სიახლე რა დონეზე? მკვლევარმა თავად ნახა მონეტა, თუ?..


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Jun 10 2009, 09:57 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



თამარი_ცქნაფო - ჯერ მეც არაფერი ვიცი...
იმდენად გამიხარდა
გაჩვენეთ -
ფაქტია რომ მონეტა არსებობს
და დევს მუზეომშ საბერძნეთში...
უბრალოდ ადრე ეტყობა არავინ აქცევდა ყურადღებას მას
და ახლა მიქციეს ყურადღება წარწერას და თარიღს..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jun 10 2009, 09:58 PM
პოსტი #12


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(tamara @ Jun 10 2009, 10:57 PM) *

თამარი_ცქნაფო - ჯერ მეც არაფერი ვიცი...
იმდენად გამიხარდა
გაჩვენეთ -
ფაქტია რომ მონეტა არსებობს
და დევს მუზეომშ საბერძნეთში...
უბრალოდ ადრე ეტყობა არავინ აქცევდა ყურადღებას მას
და ახლა მიქციეს ყურადღება წარწერას და თარიღს..

unsure.gif rolleyes.gif ჰოო, რა ვიცი


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
subterranean
პოსტი Jun 10 2009, 09:59 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,908
რეგისტრ.: 21-September 07
წევრი № 2,804



დაა უეჭველი დაამტკიცეს რომ ქართულია?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Jun 10 2009, 10:02 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



ციტატა(subterranean @ Jun 10 2009, 08:59 PM) *

დაა უეჭველი დაამტკიცეს რომ ქართულია?

თვალები გაქვს?
laugh.gif

ადრე რომ მენახა ეს მონეტა სადმე ინტერნეტში
არ მივაქცევდი ყურადღებას -
cool.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
subterranean
პოსტი Jun 10 2009, 10:04 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,908
რეგისტრ.: 21-September 07
წევრი № 2,804



ციტატა(tamara @ Jun 10 2009, 10:02 PM) *

თვალები გაქვს?
laugh.gif



არა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jun 10 2009, 10:05 PM
პოსტი #16


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(tamara @ Jun 10 2009, 11:02 PM) *

თვალები გაქვს?
laugh.gif

ადრე რომ მენახა ეს მონეტა სადმე ინტერნეტში
არ მივაქცევდი ყურადღებას -
cool.gif

ასე ბრმად ვერ ვენდობით. სამწუხაროდ, მხოლოდ ეს მასალა არ კმარა მეცნიერული დასაბუტებისათვის. ეს უფრო ჰიპოტეზებია, ვიდრე ფაქტები. ასე ნებისმიერ მონეტას გაშიფრავ.


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
subterranean
პოსტი Jun 10 2009, 10:06 PM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,908
რეგისტრ.: 21-September 07
წევრი № 2,804



ციტატა
ერთ-ერთ მონეტაზე ენათმეცნიერი, ბატონი გოჩა ასათიანი, კითხულობს ასე


ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ეგრე იკითხება
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jun 10 2009, 10:07 PM
პოსტი #18


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ვინ არის გოჩა ასათიანი? ohmy.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
bekas
პოსტი Jun 10 2009, 10:08 PM
პოსტი #19


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 352
რეგისტრ.: 31-October 07
წევრი № 3,078



ისა და კეისარი ფარნავაზ რას ნიშნავს? ანუ ფარნავაზი კეისარი რა გაგებით? როგორც ვიცი პირველი კეისარი (ნაშ ტაკ სკაზატ დარაგოი გაი იულიიი ი პროჩეეე) დაიბადა 102 წელს ქრისტემდე და გარდაიცვალა 44 წელს. მაგის მერეა რომ სიტყვა კეისარი იხმარება უმაღლესი მმართველის აღსანიშნავად. მანამდე კი ნწუ. ასე რომ სენსაცია არ შედგა მე მგონი. სხვა დროისათვის გადავიტანოთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
subterranean
პოსტი Jun 10 2009, 10:08 PM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,908
რეგისტრ.: 21-September 07
წევრი № 2,804



მე რა ვიცი tongue.gif სტატიის ავტორისთვის დიდი ავტორიტეტი უნდა იყოს როგორც ჩანს biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 01:48 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი