წმ. სერაფიმ საროველი, ჩემი მფარველი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმ. სერაფიმ საროველი, ჩემი მფარველი |
maia-maia |
Mar 10 2008, 03:53 PM
პოსტი
#21
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 62 რეგისტრ.: 21-November 07 მდებარ.: batumi წევრი № 3,223 |
წმინდა სერაფიმე მართლაც რომ ძალიან დიდი ძალის მქონე წმინდანია. მის ხატს რომ ვუყურებ ყოველთვის სიმშვიდეს მგვრის.
-------------------- მარად და ყველგან საქართველოვ მე ვარ შენთანა!
|
xornabujeli |
Mar 11 2008, 04:55 AM
პოსტი
#22
|
giorgi ჯგუფი: Members პოსტები: 1,304 რეგისტრ.: 24-July 07 მდებარ.: Zveli Tbilisi. წევრი № 2,509 |
ყველას გეწოდეთ ,განსაკუთრებით ამ მარხვაში, გაგვაძლიეროს და გვფარავდეს!
-------------------- "Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
---------------------------------------------- "აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს." ''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული! ''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!" ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- "Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always." |
lelio |
Mar 14 2008, 11:16 PM
პოსტი
#23
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 84 რეგისტრ.: 14-March 08 წევრი № 4,184 |
იცით რა საოცარი შეგრძნებაა როცა პირველად მარხულობთ! ყოველტვის მინდოდა დამეცვა მარხვა და ვერასდროს ვერ ვიცავდი და დადგა დრო როცა ჩემი ცხოვრების მანძილზე პირველად ვმარხულო და ძალიან ბედნირ ადამიანად ვგრძნიბ თავს....
-------------------- დავიღალე ღმერთო......მოდი ჩემთან
|
.ნინო |
Mar 16 2008, 12:36 AM
პოსტი
#24
|
ნინო ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 |
ციტატა იცით რა საოცარი შეგრძნებაა როცა პირველად მარხულობთ! ყოველტვის მინდოდა დამეცვა მარხვა და ვერასდროს ვერ ვიცავდი და დადგა დრო როცა ჩემი ცხოვრების მანძილზე პირველად ვმარხულო და ძალიან ბედნირ ადამიანად ვგრძნიბ თავს.... წმინდა სერაფიმს ლოცვით შეგეწიოს უფალი მარხვა სინანულისა და აღდგომა სხარულისა გაგითენოს -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
nino_ni |
Mar 22 2008, 11:40 PM
პოსტი
#25
|
nino ჯგუფი: Members პოსტები: 1,653 რეგისტრ.: 22-March 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 4,293 |
''მეორედ მოსვლის დროს ღმერთი მკვდრეთით აღადგენს სერაფიმე საროველს და იგი დიდხანს იცოცხლებს''.....ანუ იგი ძალიან დიდი მადლის მქონეა და უნდა ვევედროთ მას.
მის თბილ თვალებს როცა შეხედავ,აუცილებლად სიკეთისკენ მოგიბრუნდება გული.ძალიან მიყვარს ეს წმინდანი -------------------- სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/
შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/ |
ნაინა |
Apr 1 2008, 08:12 AM
პოსტი
#26
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
ket_ketevani
ქეთ გთხოვ რა იქნებ სხვა სერვერზე ატვირთო ხატები, არანაირად არ მიცჰვენებს უკვე რამდენი ხანია. მადლობა წინასწარ -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
*ნინო* |
Apr 2 2008, 02:54 PM
პოსტი
#27
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 836 რეგისტრ.: 16-November 07 წევრი № 3,193 |
საროველი სასწაულთმოქმედის, ღირსი მამა სერაფიმეს სახელი განთქმულია მთელს რუსეთში. მიუხედავად იმისა, რომ იგი თითქმის ჩვენი თანამედროვეა, მას თაყვანს სცემენ საყოველთაოდ ცნობილი ძველი წმიდანების თანაბრად.
სერაფიმე საროველი დაიბადა 1759 წლის 19 ივლისს ქალაქ კურსკში, კეთილმორწმუნე და შეძლებული მშობლების - დიდვაჭარ ისიდორე მოშნინისა და მისი მეუღლის - აღათიას ოჯახში. მისი ნათლობის სახელი იყო პროხორი. პროხორი სამი წლის იყო, როდესაც მამამისი გარდაიცვალა. სიკვდილის წინ ისიდორე მოშნინმა გადაწყვიტა აეგო ტაძარი ღირსი მამა სერგის სახელზე. ქმრის გარდაცვალების შემედეგ სერაფიმეს დედამ - აღათიამ განაგრძო ეს საქმე და ბოლომდე მიიყვანა ტაძრის მშენებლობა. ერთხელ, როდესაც შვიდი წლის პროხორი დედასთან ერთად მშენებლობას ათვალიერებდა, ის დაუმთავრებელი სამრეკლოდან ძირს გადმოვარდა. გულგახეთქილი დედა სამრეკლოდან სირბილით ძირს დაეშვა - ეგონა ბავშვი სასიკვდილოდ დაშავდებოდა, მაგრამ საღ-სალამათი და უვნებელი შვილის დანახვაზე მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ეს შემთხვევა აღათიას უფლის განსაკუთრებულ წყალობად ენიშნა. ათი წლის პროხორს მძიმე სნება შეეყარა. ბავშვი სასიკვდილოდ იყო განწირული. ამ სასოწაკრვეთილების ჟამს ყმაწვილს ძილში გამოეცხადა ღვთისმშობელი და განკურნება უწინასწარმეტყველა. მალე ქალაქში ლიტანიობა მოეწყო - ღვთისმშობლის ხატს მოასვენებდნენ სწორედ იმ ქუჩაზე, სადაც მოშნინები ცხოვრობდნენ. წვიმდა და გზის შესამოკლებლად პროცესიამ მოშნინების ეზოში შეუხვია. პროხორის დედამ სწრაფად დასტაცა ბავშვს ხელი და ხატთან მიიყვანა. ხატი ბავშვის თავზე გადაატარეს; იმ დღიდან ბავშვმა მოიხედა და მალე სრულიად გამოკეთდა. პროხორი კარგად სწავლობდა და საღვთისმეტყველო წიგნების კითხვა უყვარდა. უქმე დღეებში თანატოლებს ხმამაღლა უკითხავდა სულის სამოძღვრებო წიგნებს, მაგრამ განმარტოება ყველაფერს ერჩივნა. იმხანად იგი დაუახლოვდა ერთ სალოსს, ვისაც კურსკში ყველა პატივს სცემდა. ამ კაცმა მასზე დიდი გავლენა მოახდინა. დედა გრძნობდა შვილის განწყობილებას. რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მით უფრო ნათელი ხდებოდა მისთვის, თუ როგორ ცხოვრებას ირჩევდა მისი ვაჟი. როდესაც პროხორმა მონასტერზე ჩამოაგდო სიტყვა, დედას წინააღმდეგობა არ გაუწევია. რამდენიმე კურსკელმა მოქალაქემ გადაწყვიტა პროხორთან ერთად ერს გასცლოდა. ჩვიდმეტი წლის პროხორმა დედას კურხევა გამოსთხოვა და დაემშვიდობა. სავანეში გამგზავრებამდე პროხორი ეახლა რუსეთის ბერ-მონაზონთა მთავრებს - ღირს ანტონს და კიევ-პეჩორელ თეოდოსის; კიტაევოს (კიევის მახლობლად მდებარეობს) უდაბნოს განდეგილი ბერის - დოსითეოზისგანაც აიღო კურთხევა სავანეში დასაყუდებლად. დოსითეოზმა პროხორს უთხრა: „ღმერთის შვილი ყოფილხარ... საროვოს მონასტერში გაემგზავრე, სულის ხსნას თუ ეძებ. შენი მიწიერი გზა იქ დაასრულე. საროვოში ჰპოვებ სულიწმიდას - ყველა სათნოებათა საუნჯეს, რომელიც შენს სულს სიწმიდისკენ წარუძღვება“. მოიარა პროხორმა ეს სავანე და კურსკში დაბრუნდა, სადაც რამდენიმე ხანი დაჰყო დედისეულ სახლში, შემდეგ კი გამოეთხოვა მშობლიურ მიწა-წყალს. 1778 წლის 20 ნოემბერს ცხრამეტი წლის პროხორ მოშნინი ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების წინა დღეს, საღამოჟამს, საროვოში ჩამოვიდა. საროვო ერთი ნახვით შეუყვარდა. ღამისთევის ლოცვაზე რომ იდგა და საროვოს მწყობრი და დარბაისლური ღვთისმსახურებით ტკბებოდა, პროხორი ჭეშმარიტად მიწიერ ანგელოზთა შორის იგულვებდა თავს. მან იპოვა ის, რაზეც ოცნებობდა - მყუდრო მონასტრული ცხოვრება. წინამძღვარმა პახუმმა ალერსიანად მიიღო ჭაბუკი პროხორი და ისიც მაშინვე შეუდგა ღვაწლს - განუწყვეტელი ლოცვით ბეჯითად ასრულებდა მასზე დაკისრებულ ყველა მორჩილებას: წირვაზე პირველი მოდიოდა და ვიდრე ღვთისმსახურება არ აღესრულებოდა, ფეხმოუცვლელად იდგა ტაძარში. სენაკშიც სულ ერთთავად სამოძღვრებო წიგნებს კითხულობდა, განსაკუთრებით უყვარდა სახარება, საქმე მოციქულთა, დავითნი და წმიდა მამების წერილები. ერთთავად ფხიზლობდა და მძიმე მარხვა განიწესა. მაგრამ ამასაც არ დასჯერდა: მის ღვთისმოყვარე სულს სწყუროდა სრული განმარტოება უდაბნოში, სადაც სულ ილოცებდა და უფლის ჭვრეტას არავინ დაუშლიდა. და აი, ღვთის რჩეულმა ბერებს კურთხევა გამოსთხოვა, რათა მორჩილების საათის შემდეგ ტყეში განმარტოებულიყო. თავდაჭერილი ქცევით პროხორმა მალე მიიპყრო ბერ-მონაზონთა დასის ყურადღება და ღვაწლით მრავალს აოცებდა. პროხორს მძიმე სნება შეეყარა. ბერებმა მკურნალობა შესთავაზეს, მაგრამ მან უარი განაცხადა და ღვთის გულმოწყალებას მიენდო. პროხორის სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა, მაგრამ ღვთისმშობელი გამოეცხადა და განკურნა. მალე ის სენაკი, სადაც ეს გასაოცარი ხილვა მოხდა, დაანგრიეს, იმ ადგილზე საავადმყოფოს კორპუსი ააგეს და ტაძრითავ შეამკეს. მშენებლობისათვის ფულის შეგროვება პროხორს დაევალა - მან მოიარა საროვოს მომიჯნავე ქალაქები, კურსკიც მოინახულა, სადაც ცხარე ცრემლებით ილოცა დედის საფლავზე; ძმამ საკმაოდ დიდი თანხა შესწირა ტაძრის ასაგებად. 1786 წლის 13 აგვისტოს 28 წლის პროხორი ბერად აღიკვეცა და სახელად ეწოდა სერაფიმე (ცეცხლის სადაგი)... 1787 წლის დეკემბერში ღირსი სერაფიმე მთავარდიაკვნად აკურთხეს. ამ დღიდან მოყოლებული ექვსი წლის მანძილზე იგი თითქმის უწყვეტლივ აღავლენდა მსახურებას. ღმერთი აძლევდა ძალას - დაუღალავად იღწვოდა, ჭამა-სმა არ ახსოვდა და ეკლესიიდან გასვლა უჭირდა. სერაფიმემ ბერებს უამბო შემდეგი: „ერთხელ წირვის დროს, დიდ ხუთშაბათს, აღსავლის კარით რომ შევედი საკურთხეველში და წარმოვთქვი „უკუნითი უკუნისამდე“, უეცრად აღმობრწყინდა ნათელი, რომელშიც ვიხილე უფალი და ღმერთი ჩვენი იესო ქრისტე, გაბრწყინებული, მზეზე უფრო ელვარე, გარემოცული გამოუთქმელი შუქით და გარშემორტყმული ანგელოზებით, მთავარანგელოზებით, ქერუბიმებითა და სერაბიმებით. ის ჰაერში მოდიოდა ტაძრის შესასვლელიდან ვიდრე საკურთხევლადმე. მერე აღაპყრნა ხელნი თვისნი, საკურთხევლის წინ შეჩერდა და აკურთხა მსახურნი და ყველა მლოცველი. შემდეგ კი აღსავლის კართან დაკიდებულ ხატში ჩაესვენა. მაშინ ჩემმა გულმა განიხარა ამ ნათლით და უფლის სიყვარულის სიტკბოებით“. ამ ხილვის შემდეგ მამა სერაფიმეს წამიერად შეეცვალა იერი - ადგილზე გაშეშდა და სიტყვით თქმა ვეღარ შეძლო. მთავარდიაკვანი ხელით შეიყვანეს საკურთხეველში, სადაც დაახლოებით ორი საათი გაუნძრევლად იდგა. სახე წამისწამ ეცვლებოდა - ხან მიტკლისფერი დაედებოდა, ხან სიწითლე გადაჰკრავდა. ხშირად მამა სერაფიმე უდაბნოში მიდიოდა და ღამეს ლოცვებში ატარებდა, დილით კი კვლავ სავანეში ბრუნდებოდა. 1793 წლის 2 სექტემბერს მამა სერაფიმე მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს და ამ დღიდან მოკიდებული ყოველდღე ეზიარებოდა წმიდა საიდუმლოს. ღვთის სიყვარულით ანთებული, ნიადაგ განდეგილობას ეშურებოდა, რათა თანაცხოვრების ტვირთი განმარტოებით აერიდებინა. და აი, ოცდათხუთმეტი წლისამ დატოვა სავანე და საცხოვრებლად გადავიდა ღარიბულ ხის ქოხში, რომელ???დგა სავანიდან ხუთი ვერსის მოშორებით. აქ მამა სერაფიმემ ბოსტანი და სკა გააშენა. უდაბნოში ის გამუდმებით ლოცულობდა და ყველაფერს საკუთარი ხელით აკეთებდა. უბრალოდ და ღარიბულად ეცვა. თეთრ კაბაზე ეკიდა სპილენძის ჯვარი, რომლითაც დედამ აკურთხა სახლიდან წამოსვლისას. მხარზე გადაკიდებული აბგით მამა სერაფიმეს ყველგან თან დაჰქონდა და გამუდმებით კითხულობდა სახარებას, რათა ქრისტეს მძიმე ტვირთი არ დავიწყებოდა. ფიზიკური გარჯა ღრმა სიმშვიდით აღავსებდა და ასეთ დროს საგალობელს წამოიწყებდა ხოლმე, საგალობელი კი ბევრი იცოდა. ღირსი სერაფიმე ყველაზე მკაცრ, უძველეს მეუდაბნოეთა მსგავსად აღასრულებდა ბერისათვის განწესებულ ლოცვის კანონებს. იგი მარხულობითაც გამოირჩეოდა - საოცრად ბევრს მარხულობდა. თავდაპირველად ხმელა პურით იკვებებოდა - კვირაობით მონასტერში წირვაზე რომ მივიდოდა, ერთი კვირის სამყოფ პურს წამოიღებდა იქიდან. ბერის ისედაც მცირე ულუფას მამა სერაფიმე ხშირად უზიარებდა ჩიტებს და ტყიურ ნადირს, რომლებიც მის ქოხს არ შორდებოდნენ. შემდეგ კი პურიც აიკვეთა და მხოლოდ თავისი ხელით მოწეული ბოსტნეულით - კარტოფილით, ჭარხლითა და ხახვით - იკვებებოდა. ონ-ნახევარი წლის განმავლობაში მას მოხარშული კეჟერა კომბოსტოს მეტი არაფერი უჭამია. ამ ღვაწლს ღირსი სერაფიმე სიკვდილამდე არავის უმხელდა. ზოგიერთი ძმა შეეცადა მისი მაგალითი გაეზიარებინა, მაგრამ ასეთ მკაცრ ცხოვრებას ვერც ერთმა ვერ გაუძლო და წმიდა სერაფიმემ ღვთის წინაშე მარტომ აღასრულა ეს უმაგალითო ღვაწლი. ათასგვარი განსაცდელი შეემთხვა მას უდაბნოში, მაგრამ სულით არ დაეცა. კაცთა დახსნის მტერი - ეშმაკი, რაკი დარწმუნდა, რომ მას არ ძალედვა ამ მხურვალე მოსაგრის უდაბნოსგან განშორება, ბოროტი ხალხი გამოიყენა თავის იარაღად. ერთხელ, როდესაც ღირსი სერაფიმე ტყეში შეშას აპობდა, მასთან მივიდა სამი უცნობი გლეხი და უტიფრად მოსთხოვა ფული. წმიდანი ეუბნებოდა მათ: „ფულს არავისგან ვიღებ“-ო. პირველი გლეხი, რომელიც მას თავს დაესხა, დაეცა, დანარჩენებიც შეშინდნენ. წმიდა სერაფიმე ძალიან ღონიერი იყო და ცულიც თან ჰქონდა, მაგრამ მას ახსოვდა მაცხოვრის სიტყვები: „ყოველთა, რომელთა აღიღონ მახვილი, მახვილითა წარწყმდნენ“. მან ცული დაუშვა, ხელები ჯვარედინად გადაიწყო მკერდზე და თქვა: „რაც გინდათ, ის მიყავით“. მაშინ ცულის ყუა თავში ჩასცხეს. პირიდან და ყურებიდან სისხლი წასკდა ბერს და ცოცხალმკვდარი ძირს დაეცა. ყაჩაღებმა სენაკისკენ წაათრიეს, ფეხებით შედგნენ, გათოკეს, და რაკი მკვდარი ეგონათ, სენაკში შეცვივდნენ ფულის წასაღებად. მაგრამ იქ მხოლოდ ხატი და რამდენიმე კარტოფილი იპოვეს; ბოროტმოქმედნი შიშმა აიტანა და გაიქცნენ. ღირსი სერაფიმე გონებაზე მოვიდა, გაჭირვებით გაითავისუფლა თავი, ღმერთს მადლი შესწირა, რომ უდანაშაულოდ ევნო და ილოცა, რათა ღმერთს მიეტევებინა მძარცველებისათვის. დილით ძლივს მილასლასდა სავანემდე - საშინლად გამოიყურებოდა: ტანსაცმელშემოფლეთილი, სისხლში მოსვრილი, ჭრილობებზე სისხლი მიხმობოდა. ექიმებმა ნახეს, რომ თავი გატეხილი ჰქონდა, ნეკნები ჩალეწილი, მკერდი დათეთქვილი, სხეულზე რამდენიმე ადგილას სასიკვდილო ჭრილობდა ჰქონდა მიყენებული და გაოცდნენ, ცოცხალი რომ გადარჩა. ვიდრე ისინი ლათინურ ენაზე ბჭობდნენ, მამა სერაფიმეს ჩაეძინა და იხილა გამოცხადება: ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, მოსილი შარავანდედით, მოციქულების - იოანე ღვთისმეტყველის და პეტრეს თანხლებით, მიუახლოვდა მის სარეცელს და წარმოსთქვა ექიმების მისამართით: „რისთვის ირჯებით?“ შემდეგ ბერს შეხედა და თქვა: „აჰა, ნათესავი ჩემი!“ - ეს სიტყვები მხოლოდ ბერმა გაიგონა. როცა გაიღვიძა, მამა სერაფიმემ უარი განაცხადა მკურნალობაზე, იმავე დღეს მომჯობინდა და ფეხზე დადგა. ხუთი თვე მაინც დარჩა სავანეში, ვიდრე სრულიად არ გამოჯანმრთელდა, შემდეგ კი უდაბნოში დაბრუნდა, რათა უწინდებურად გაეგრძელებინა თავისი სულიერი ღვაწლი. მძარცველები ამხილეს, მაგრამ მამა სერაფიმემ საროვოს განმგებელ მემამულეს განუცხადა, რომ სამუდამოდ გადაიხვეწებოდა საროვოდან, გლეხებს თუ დასჯიდნენ. ბერის თხოვნით ბოროტმოქმედნი შეიწყალეს, მაგრამ მალე ხანძარმა გადაწვა მათი სახლები; მათ მოინანიეს და მამა სერაფიმეს ეახლნენ. ხალხში ხმა გავარდა ღირსი მამა სერაფიმეს მკაცრი ცხოვრების შესახებ. მრავალნი მოდიოდნენ მასთან რჩევა-დარიგების მისაღებად, მაგრამ მას განმარტოება უყვარდა და მნახველებს გაურბოდა. განსაკუთრებით იმათ ერიდებოდა, ვინც ცნობისმოყვარეობის გამო მოდიოდნენ. მაგრამ თუკი ვინმეს მართლაც უჭირდა სულიერად, არასოდეს გააწბილებდა. ზოგჯერ მეზობელი მოუდაბნოე ბერები ალექსანდრე და მარკოზი თავს წამოადგებოდნენ წმიდა სერაფიმეს, რომელიც უფლის ჭვრეტით ისე იყო გართული, რომ მათ ვერც კი ამჩნევდა და ისინიც უხმოდ გაეცლებოდნენ. ღირსი სერაფიმე ტყეში ვინმეს თუ გადაეყრებოდა, მოკრძალებით მიესალმებოდა და წავიდოდა თავისი გზით. ხშირად უთქვამს: „დუმილი სანანებლად არავის დარჩენიაო“. ღირსმა მამა სერაფიმემ ისეთ სულიერ სიმშვიდეს მიაღწია, რომ მის დანახვაზე ტყის ნადირიც კი მოწიწებით იმსჭვალებოდა. სავანის სტუმრებს ხშირად უნახავთ მამა სერაფიმეს გვერდით უზარმაზარი დათვი, რომელსაც ის საკუთარი ხელით აჭმევდა. დათვი თურმე ზოგჯერ ტყეში მიდიოდა, შემდეგ კი კვლავ უკან ბრუნდებოდა. ბერი ხან საკუთარი ხელით აჭმევდა მას, ხანაც თავის სტუმრებს სთხოვდა დათვი დაეპურებინათ. ასეთ დროს წმიდა სერაფიმე აღვსილი იყო ნეტარებით და სახე ანგელოზივით უბრწყინავდა. მნახველები გაფრთხილებულნი იყვნენ, რომ ბერის სიცოცხლეში ეს ამბავი არავისთვის გაემხილათ. ხედავდა რა მოსაგრის ამ დიად ცხოვრებას, კაცთა დახსნის უძველესი მტერი გამძვინვარებული შეიარაღდა მის წინააღმდეგ და სასტიკი განსაცდელები დაატეხა თავს. ერთხელ ღირსმა სერაფიმემ სენაკის კედლებს მიღმა გაიგონა მხეცის ღრიალი, შემდეგ კი მოეჩვენა, თითქოს ხალხის ბრბო კარს მოაწვა და შემოვარდნას ლამობდა. კარის წირთხლი ამოვარდა და ხის უზამაზარი მორი მლოცველი ბერის ფერხთით დაეცა. მეორე დღეს ეს მორი რვა კაცმა ძლივს გაათრია ქოხიდან. ზოგჯერ მამა სერაფიმეს ეჩვენებოდა, რომ ქოხი ოთხივე კუთხით იშლება და საშინელი მხეცები ველური ღრიანცელით თავს ესხმიან. ერთხელ ღირსი სერაფიმე უხილავმა ძალამ ჰაერში აიტაცა და რამდენჯერმე დიდი ძალით დაანარცხა იატაკს. მფარველი ანგელოზის შეწევნით ის მაინც გადარჩა და ძვალიც არ დაჟეჟვია. ერთმა ერისკაცმა გულუბრყვილოდ ჰკითხა მას: „მამაო, ავი სულები თუ გინახავს?“ მამა სერაფიმემ ღიმილით მიუგო: „ისინი ბილწნი არიან სახილველადაც - როგორც ნათლითმოსილ ანგელოზს ვერ გაუსწორებს თვალს ცოდვილი ადამიანი, ასევე ეშმაკის ხილვა შეგაძრწუნებს, რადგან ბილწია სახილველად“. ყველა ხილვას და ცდუნებას ბერი პირჯვრის გადასახვით ამარცხებდა. ორჯერ აირჩიეს ღირსი სერაფიმე მონასტრის იღუმენად და არქმიანდრიტად, მაგრამ ბერმა ეს პატივი აირიდა. რაკი დარწმუნდა მის სიმდაბლეში, კაცთა მოდგმის მტერმა ახალი უბედურება, საშინელი საცთური დაატეხა თავს - უჩინარი ბრძოლა. ეს მართლაც უსაშინლესი იყო ყველა უბედურებათაგან... ძალიან უმძიმდა მამა სერაფიმეს, მაგრამ ღვთის და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შეწევნით ამ საცთურსაც სძლია. ღირსი მამა სერაფიმე, თუმცა ხორციელი იყო და მიწაზე ცხოვრობდა, დიდ სულიერ სიმტკიცეს ფლობდა და მიწიერი ხუნდებით არ იყო შებორკილი. ფიქრით და გონებით ის ზეციურ სავანეებს დასტრიალებდა. ბერი დღითი დღე ძლიერდებოდა, ნიადაგ ახალი ღვაწლით ამარცხებდა მტერს და ბოლოს ისეთ ხარისხში ამაღლდა, როგორსაც რჩეულთა შორის ურჩეულეს მოსაგრეთა ძალზე მცირე ნაწილმა თუ მიაღწია ქრისტიანული ეკლესიის მთელი არსებობის მანძილზე. სამი წელი მამა სერაფიმემ სრულ მდუმარებაში განვლო, ისე რომ ერთხელაც არავისთვის გაუცია ხმა. სვიმეონ მესვეტის მიბაძვით მამა სერაფიმე ათასი დღე და ათასი ღამე იდგა ქვაზე. ასეთი ქვა ორი იყო: ერთი მის სენაკში, მეორე კი - უსიერ ფიჭვნარში. მოსაგრე დილიდან საღამომდე სენაკის ქვაზე იდგა და მხოლოდ საჭმლის მისაღებად თუ გადმოვიდოდა. მზის ჩასვლის შემდეგ კი ტყეში მდებარე ქვაზე გადაინაცვლებდა. გათენებამდე ამ ქვაზე იდგა ცისკენ ხელაპყრობილი და მეზვერის სიტყვებით ევედრებოდა ღმერთს: „ღმერთო, მილხინე მე, ცოდვილსა ამას!“ ღვთის მადლით გაძლიერებული, იგი მხნედ იტანდა ზამთრის ყინვას, შემოდგომის წვიმას, ზაფხულის ხვატს, კოღო-ბუზების შემოსევას და ცისქვეშეთში დაბუდებული ბოროტი ძალების უსასრულო იერიშებს. ღირსი მამა სერაფიმე ამ ღვაწლს საიდუმლოდ აღასრულებდა და არავინ არაფერი იცოდა ამის შესახებ, ვიდრე თვითონ არ გაუმხილა რამდენიმე ძმას; ხოლო ისინი განცვიფრდნენ და აღიარეს, რომ წმიდა სერაფიმეს ღვაწლი ადამიანურ ძალ-ღონეს აღემატებოდა. ღირსმა სერაფიმემ მოსაგრეობის მძიმე გზა განვლო და ბევრი სულიერი გმირობა ჩაიდინა, რითაც საშინლად ავნო საკუთარ სხეულს. ფეხები ლამის წაერთვა და დღესასწაულზე მონასტერში ვეღარ მიდიოდა ზიარების მისაღებად. ამიტომ თექვსმეტი წლის განდეგილობის შემდეგ სამუდამოდ გამოეთხოვა თავის უდაბნოს და 1810 წლის 8 მაისს მონასტერში დაბრუნდა. ღირსი მამა სერაფიმე ჩვიდმეტი წელი იყო დაყუდებული ამ მონასტერში და გარეთ არ გამოდიოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში მან დაარღვია ეს განმარტოება. პირველი ხუთი წელი თვალი არავის შეუვლია მისთვის, თვით იმ ბერსაც კი არ უნახავს, ვისაც წმიდა სერაფიმესთან ღარიბული სადილი მიჰქონდა ხოლმე. ხშირად ბერს უკანვე მოჰქონდა ხელუხლებელი საკვები. ღირსი სერაფიმეს სენაკში ღვთისმშობლის ხატის გარდა არაფერი იყო. ხატის წინ ჩაუქრობლად ენთო კანდელი, ღუმელთან შეშის გროვა ეწყო (თუმცა იგი ღუმელს არასოდეს ანთებდა) და ხის კუნძი, რომელიც მას სკამის მაგივრობას უწევდა. წინკარში შეუღებავი მუხის კუბო იდგა. მოხუცი სანთლებს ანთებდა კუბოს ირგვლივ და ლოცულობდა. ასე ემზადებოდა საწუთროდან მარადისობაში გადასასვლელად. თუ ვინმეს შემთხვევით შეუცდებოდა ფეხი მის სენაკში, დაინახავდა, რომ მამა სერაფიმე მოკრძალებით აღავლენდა ლოცვას, ან ჩუმად კითხულობდა ფსალმუნს და სახარებას. კითხვაზე კი პასუხს არავინ აძლევდა. ერთხელ საროვოს უდაბნოს ეპისკოპოსი იონა მონასტერს ეწვია და წმიდა სერაფიმეს ნახვა ისურვა, მაგრამ წმიდა სერაფიმემ არც ეპისკოპოსისთვის დაარღვია მდუმარება. მარტო უფალმა უწყის, თუ როგორი იყო განდეგილობაში მამა სერაფიმეს შინაგანი ცხოვრება, რადგან იგი ამას საგულდაგულოდ უმალავდა ხალხს. წამითაც არ განიშორებდა იესოს ლოცვას - ეს ლოცვა მისი გულის განუყრელი თანამგზავრი იყო. მაგრამ ჭეშმარიტი ნეტარება მისთვის მაინც წმიდა სახარების კითხვა იყო. ორშაბათს ის მათეს სახარებას კითხულობდა, სამშაბათს - მარკოზის სახარებას, ოთხშაბათს - ლუკას, ხუთშაბათს - იოანეს; კვირის დანარჩენ დღეებში კი მისი საკითხავი მოციქულთა საქმენი და ეპისტოლენი იყო. ათი წლის მდუმარებისა და განმარტოების შემდეგ, უდაბნოში ცხოვრების გამოცდილებით გამდიდრებულმა და გონება-გასხივოსნებულმა, მადლის მოზღვავებით შთაგონებულმა მოსაგრემ კვლავ განიხვნა ბაგენი. ღირსი მამა სერაფიმე შეუდგა ღვაწლს იმ ურიცხვ სულთა გადასარჩენად, რომლებსაც ცხოველმყოფელი, მადლიანი სიტყვა ენატრებოდათ. მაგრამ ეს ახალი ღვაწლი ბერმა საკუთარი გონების კარნახით, თვითნებურად როდი იტვირთა. მას გამოეცხადა ღვთისმშობელი, ღირსი მეუდაბნოის ონოფრე დიდის და პეტრე ათონელის თანხლებით და უბრძანა მიეღო მნახველები, რათა რჩევა დარიგება მიეცა მათთვის. იმ დღიდან მოკიდებული, წირვის შემდეგ თეთრ კაბასა და ოლარში გამოწყობილი ბერი, სამკლაურებით და ნახევარმანტიით შემოსილი, საღამოს რვა საათამდე იღებდა სტუმრებს თავის სენაკში. ღირსი სერაფიმეს მრევლი სწრაფად იზრდებოდა, ბერს წამითაც არ ჰქონდა მოსვენება. საუფლო დღესასწაულებზე ხუთი ათასზე მეტი მნახველი მოდიოდა. მაგრამ ბერი ლოცვა-კურთხევით ისტუმრებდა ყველას და ღვთივშთაგონებულ სულის საკურნებელ რჩევა-დარიგებას არავის აკლებდა. საუბრის დროს ბერს უწყინარი და ალერსიანი კილო ჰქონდა, რაც ფრიად ატკბობდა მსმენელის ყურს, თანაც ეს კილო საოცრად შეესაბამებოდა თითოეული სტუმრის შინაგან განწყობილებას. ღირსი სერაფიმე ღრმა თავაზით ეპყრობოდა ყველას. გამონაკლისს ისინი წარმოადგენდნენ, ვინც ღვთისმოსაობას ნიღბად იყენებდნენ, სინამდვილეში კი აღვსილნი იყვნენ ყოველგვარი ცბიერებით. ასეთებს იგი მრისხანედ იშორებდა თავიდან. მაგრამ თუკი რომელიმე მნახველს ჭეშმარიტ ქრისტიანულ ზრახვას და ღვთის მხურვალე რწმენას შენიშნავდა, სიხარულით შეიწყნარებდა და სამღვდელო წესით აღასრულებდა მასზე სინანულის საიდუმლოს. თავზე ოლარის კიდეს გადააფარებდა, მარჯვენა ხელს დაადებდა და უბრძანებდა, რომ მის კვალდაკვალ გაემეორებინა სიტყვები - „გცოდე, უფალო, გცოდე“, და ასე შემდეგ. მერე პირჯვარს გადასახავდა, ანტიდორს ან ნაკურთხ პურს მისცემდა და ნაკურთხ წყალს დაალევინებდა, კანდელის ზეთს შუბლზე სცხებდა, ეამბორებოდა და ეტყოდა: „ქრისტე აღსდგა!“ შემდეგ ანიშნებდა, რომ ღვთისმშობლის ხატს და მის გულზე დაკიდებულ ჯვარს მთხვეოდნენ. ბოლოს სულის საკურნებელ რჩევას მისცემდა. განსაკუთრებით ამას ჩააგონებდა ყველას: განუწყვეტლივ ემეორებინათ გულში იესოს ლოცვა „უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“ - „ამ ლოცვაში ჩააქსოვე მთელი შენი ცოდნა და გულისხმიერება“-ო, - დასძენდა სასოებით. წმიდა სერაფიმე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა იესოს ლოცვას და აუცილებლად მიაჩნდა ის ყველა ქრისტიანისთვის. ღირს სერაფიმეს უყვარდა წმინდანთა ცხოვრების მოყოლა. ისე ნათლად და სულისშემძვრელად აღწერდა ხოლმე მათი ცხოვრების ეპიზოდებს, ისე საამოდ, ისეთი ზარ-ზეიმით გადმოსცემდა მათ ზეციურ მშვენებას და ნეტარ ყოფას, რომ მსმენელებში მხურვალე აღტაცების და ღრმა სიხარულის განცდას იწვევდა. ღირსი სერაფიმე ყველას ურჩევდა, მტკიცედ დაეცვათ მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატები. მას ხშირად მოჰყავდა ნეტარი მარკოზ ეფესელის მაგალითი, რომელმაც ფლორენციის საეკლესიო კრებაზე ურყევად დაიცვა აღმოსავლეთის კათოლიკე ეკლესიის სარწმუნოება. თავადაც საგულდაგულოდ განუმარტავდა მორწმუნეებს მართლმადიდებლობის საფუძვლებს, დაწვრილებით უამბობდა მრევლს მართლმადიდებლობის არსზე და დასძენდა: „ეს არის ერთადერთი წმიდა და ჭეშმარიტი ქრისტიანული მოძღვრება“-ო. ღირსი სერაფიმე ასწავლიდა თუ როგორ უნდა დაეცვათ სარწმუნოება. ძალიან უყვარდა რუსეთის ეკლესიის წმიდანები, განსაკუთრებით კი - ღირსი სერგი რადონეჟელი. რუსი წმიდანების ცხოვრება მისაბაძად მიაჩნდა მათთვის, ვინც სულის სახსნელ გზას შეუდგებოდა. ღირსი სერაფიმეს საამური ქადაგებები მართლმადიდებლობის სიყვარულით იყო განმსჭვალული. იმ დროს მამა სერაფიმეს უკვე მთელს რუსეთში იცნობდნენ, შორს გავარდა ხმა მისი ღვთისმოსაობის შესახებ და მისი თანამედროვე ქრისტიანი მოსაგრენი მას „მთაზე აღმართულ ქალაქად“ მიიჩნევდნენ. განგებამ ღირს სერაფიმეს მიჰმადლა უაღესად შორსმჭვრეტელი გონება. აქ მოკლედ არის აღწერილი მისი ცხოვრება და გამოტოვებულია ბევრი მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც შეტანილია მამა სერაფიმეს ვრცელ „ცხოვრებაში“. მაგრამ აუცილებელია ვიცოდეთ, თუ რა აზრის იყო ღირსი სერაფიმე საკუთარ შორსმჭვრეტელობაზე. ერთხელ ერთმა მეუდაბნოემ ჰკითხა ბერს: „რისგან არის, ყველას ჭკუას რომ ასწავლი?“ რაზეც ბერმა მიუგო: „მე მივდევ ეკლესიის მოძღვრებას, რომელიც საგალობელით გვამცნობს: „ნუ დაჰფარავ უფლის სიტყვას, არამედ ყველას აუწყე მისი საქმენი“. მამა სერაფიმეს ერთი სულიერი შვილი განცვიფრებული დარჩა მისი წინასწარმეტყველური ნიჭით, ხოლო ბერმა შემდეგნაირად ახსნა ეს იშვიათი მოვლენა: „როგორც მრავალი სხვა, როგორც შენ, ეს ადამინიც ისე მოვიდა ჩემთან; უფლის მონასთან მოვიდა. მეც ხომ ცოდვილი ვარ, უფლის ცოდვილი მონა, რომელსაც ღმერთმა უბრძანა რჩევა-დარიგებით გაჭირვებულს შესწეოდა. ჩემს სულში გაელვებული პირველივე ზრახვა ღვთის ნების გამოვლენად მიმაჩნია და ამას ხმამაღლა ვაცხადებ. არ ვიცი, ჩემი თანამოსაუბრის სულში ამ დროს რა ხდება, მაგრამ მწამს, რომ ღვთის ნება იმას მკარნახობს, რაც ჩემთვის სასარგებლოა. მე ჩემი თავი უფალს მივანდე, როგორც რკინა - მჭედელს. მისი სურივლისამებრ ვიქცევი და საკუთარი ნება არ გამაჩნია. რაც ღმერთს სწადია, ხალხს იმას ვაუწყებ“. ღირს მამა სერაფიმეს საოცარი ხილვები ჰქონდა - ის ზეციურ სავანეებს ჭვრეტდა. მამა სერაფიმეს უთქვამს ერთი საროველი მეუდაბნოესთვის: „ჩემი უფალი იესო ქრისტე ამბობს, მამაჩემის სახლში ბევრი სავანეაო; ამ სიტყვებმა შვება მომგვარა. მე უბადრუკმა გულის ფიცარზე ამოვიჭერი ეს სიტყვები და ნატვრად გადამექცა იმ ზეციურ სავანეთა ხილვა. ნიადაგ ამას ვევედრებოდი უფალს - ეჩვენებინა ისინი ჩემთვის. ღმერთმა მომანიჭა ეს წყალობა - ნატვრა და თხოვნა შემისრულა. ამ სავანეებში ვიქმენ ატაცებული, ოღონდ ეს კი აღარ ვიცი სხეულიც თან მახლდა, თუ უსხეულო ვიყავ. ეს მხოლოდ ღმერთმა უწყის, ჩვენ ვერ ჩავწვდებით მის განგებას. მაგრამ ვერ აღვწერ იმ ზეციურ ნეტარებას და სიტკბოებას, რაც იქ განვიცადე“. იგი დადუმდა, წინ გადმოიხარა, თავი ჩაღუნა, თვალები დახუჭული ჰქონდა, ჩუმად და დინჯად ისრესდა მკერდს მარჯვენა ხელისგულით. სახე შეეცვალა და ისეთ შუქს გამოსცემდა, რომ კაცი თვალს ვერ გა???ლს გამოხატავდა. ჭეშმარიტად ზეციურ ადამიანს თუ მიწიერ ანგელოზს ჰგავდა. განცვიფრებული და გულშეძრული, რაღაც საოცარი ჭვრეტით იყო გართული, თან სმენად იყო ქცეული. მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ ალაპარაკდა: „ოჰ, რომ იცოდე, ჩემო საყვარელო, რა სიხარული, როგორი სიტკბოება ელის ზეცაში მართალი კაცის სულს, მადლიერებით აიტანდი ამქვეყნიურ მწუხარებას. აი ეს სენაკი მატლებით რომ იყოს სავსე და მთელი სიცოცხლის მანძილზე შენს გვამს ღრღნიდნენ, ამაზეც კი ხალისით უნდა დათანხმდე, ოღონდ ის ზეციური სიხარული არ დაჰკარგო“. თავის სიცოცხლეში ღირსი მამა სერაფიმე უამრავ სასწაულს ახდენდა უფლის განგებით. ავადმყოფებს არჩენდა, მრავალი განწირული ადამიანი იხსნა, ზოგსაც მომავალი უწინასწარმეტყველა და ამ გზით საფრთხეს განარიდა. ჩვეულებრივ ის ავადმყოფებს ზეთს სცხებდა ხოლმე იმ კანდელიდან, რომელიც მის სენაკში ღვთისმშობლის ხატის წინ ენთო ჩაუქრობლად. ეს იყო ხატი „გიხაროდენ“, რომელსაც იგი „უზესთაეს ნეტარებას“ უწოდებდა. როდესაც ჰკითხეს, თუ რატომ სცხებდა ზეთს ავადმყოფებს, მან უპასუხა: „წმიდა წერილში ვკითხულობთ, რომ მოციქულნი ზეთს სცხებდნენ და რომ ამ გზით მრავალი ავადმყოფი განიკურნა. ვიღას უნდა მივბაძოთ ჩვენ, თუ არა მოციქულებს!“ ცხებულნი მართლაც იკურნებოდნენ. ღირსი სერაფიმე რჩევა-დარიგებით, კურნებითა და ლოცვით ეწეოდა ყველას, ვისაც კი მისი დახმარება სჭირდებოდა; თავად მას არასოდეს მოკლებია უფლისა და ღვთისმშობლის უხვი მოწყალება; ღვთისმშობელი კვლავ გამოეცხადა ბერს წმიდანების - კლიმენტი რომაელის და პეტრე ალექსანდრიელის თანხლებით. ბოლოს მნახველთა რიცხვი ისე გაიზარდა, რომ ღირს სერაფიმეს კვლავ მოსწყურდა უდაბნოში განმარტოება, რათა გარიდებოდა ხალხის მითქმა-მოთქმას. ამიტომ მან წინამძღვარს კურთხევა გამოსთხოვა, რათა ახალ სავენში დაყუდებულიყო. მამა სერაფიმეს ეს მეორე სავანე მონასტერთან უფრო ახლოს იყო, რაღაც სული ორი ვერსის დაშორებით, ისიც საროვოს ტყეში ააშენა, მდინარე საროვკის ნაპირას. ღირსი სერაფიმე ყოველდღიურად მოდიოდა აქ ნაშუადღევის ოთხიდან რვა საათამდე, ღამეს მონასტერში ათევდა და საზრდოს მხოლოდ საღამოობით იღებდა. ჩაცმულობითა და იერით უჩვეულო სანახავი იყო - მშვიდი, წყნარი, წელში მოხრილი ჭაღარა ბერი, თოხის ან ცულის ტარს დაყრდნობილი; თეთრი კაბის ზემოთ ზოგჯერ გამოქნილ ტყავს იცვამდა, ღარიბული კუნკულათი, მხარზე დაკიდებული აბგით, რომლითაც ყველგან თან დაატარებდა თავის განუყრელ მეგზურს - წმიდა სახარებას და რკინის იარაღებს, ვინაიდან ფიზიკური შრომა ყოველდღე უწევდა. თუმცა ღირსმა სერაფიმემ დაკარგა სხეულის შეგრძნება და ფეხებიც გახევებული და დაწყლულებული ჰქონდა, მაინც მუდამ მხნე და ხალისიანი ჩანდა, რადგან სულით ძლიერი იყო და ცხოველი. მის შემხედვარეს გული აგიჩუყდებოდა, როდესაც წმიდა ზიარების შემდეგ ის ტაძრიდან სენაკში ბრუნდებოდა. საკუთარ ფიქრში ჩაფლული, არავის აქცევდა ყურადღებას და ყველას ლოცავდა. მისი სენაკის კარამდე გზის ორივე მხარეს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ათასოებით ადამიანი ირეოდა და სათნო მოხუცს უჭირდა გზის გაკვლევა, რადგან ყველას სურდა, მისი სამოსის კიდეს მთხვეოდა, ხელით შეხებოდა მას და კურთხევა მიეღო, ან უბრალოდ თვალი შეევლო მისთვის. წმიდა სერაფიმეს სენაკის ახლოს მცხოვრებმა ბერმა პავლემ გაიგონა, რომ მოხუცი თავის სენაკში აღდგომის საგალობლებს მღეროდა: „ქრისტე აღდგა მკვდრეთით...“, „განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალემ...“ და „აღდგომასა შენსა...“ 2 იანვარს დილის ექვს საათზე, ბერები ღირსი სერაფიმეს სენაკში შევიდნენ და დაინახეს, რომ იგი ჩვეულებისამებრ პატარა ანალოგიის წინ იყო დაჩოქილი. გადაჯვარედინებული ხელებით ანალოგიას დაყრდნობოდა. ანალოგიაზე გადაშლილი წიგნი იდო. როგორც ჩანდა, ღვთისმშობლის ხატის წინ ლოცულობდა. თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული, ეგონათ სძინავსო. გაღვიძება სცადეს, მაგრამ ამაოდ - ბერმა სერაფიმემ თავისი მიწიერი გზა დაასრულა და განისვენა სამარადისოდ. |
*ნინო* |
Apr 2 2008, 03:16 PM
პოსტი
#28
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 836 რეგისტრ.: 16-November 07 წევრი № 3,193 |
|
marine |
Nov 30 2009, 03:52 PM
პოსტი
#29
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მრავალი ერი აღიხოცება პირისაგან მიწისა, მაგრამ საქართველო, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, იარსებებს ქვეყნის დასასრულამდე.
ბოლო ჟამს უფლის ტრაპეზზე ღვინო ივერიიდან მოვა." /წმ. სერაფიმე საროველი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 8 2009, 12:08 PM
პოსტი
#30
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ადამიანმა რომ იცოდეს რა საშინელია ჯოჯოხეთი და რა ტკბილია სამოთხე, ყველანაირ ტანჯვას გაუძლებდა აქ მიწაზე."
/წმ. სერაფიმე საროველი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
guest1 |
Apr 29 2010, 12:47 AM
პოსტი
#31
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 188 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,110 |
ახლა ვამთავრებ ვალნტინ ზანდერის წიგნს წმინდა სერაფიმე საროველი. ძალიან კარგი წიგნია. მთლიანად მისი ბიოგრაფია და სწავლება არის გადმოცემული. უდიდესი წმინდანი იყო. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ მამა გიორგის და მამა გაბრიელის სწავლებაც იდენტურია. ამის მიზეზი, ჩემი აზრით, არის ერთადერთი. ასეთ ადამიანებში თვით ღმერთი და უფალი იესო ქრისტე საუბრობს სულიწმინდის საშუალებით. ხანდახან წმინდანის გამონათქვამებს შევამატებ. მე რუსული ან ქართული ვარიანტი მისი სწავლებისა არ მაქვს. ამიტომ უნგლისურიდან ვთარგმნი:
ღმერთის სიყვარულზე: ის, ვისაც ღმერთის სრულყოფილი სიყვარული გააჩნია, ცხოვრობს ამ ქვეყანაზე ისე, თითქოს არ იყოს ამ ქვეყანაზე, ისე თითქოს უცხოა მიწა მისთვის, რადგანაც უფლის გარდა ის არაფერს ხედავს. ის მთლიანად გარდაქმნილია უფლის სიყვარულით და სხვა სიყვარული არ გააჩნია. როცა დრო მოდის, როდესაც სხეულს ტოვებს სული, რომელიც მთლიანად ავსებულია ღვთიური სიყვარულით, მას არ ეშინი ამ ქვეყნის მეფის და მიფრინავს ანგელოზების თანხლებით, თითქოს უცხო ქვეყანას ტოვებდეს და საკუთარ სამშობლოს უბრუნდებოდეს. ცოდნა ღმერთის შესახებ: იმდენად, რამდენადაც კაცი წმინდავს საკუთარ თავს უფლის წინაშე და მისი თანხლებით ცხოვრობს, უფალი მას დაანახებს მის სახეს ამ ცხოვრებაშიც. წმინდანები უყურებდნენ (ჭვრეტდნენ) მის სახეს ისე თითქოს სარკეში ხედავდხენ. თუ ჯერ კიდევ არ შეგიცნია უფალი, მაშინ შეუძლებელია მისი სიყვარული და თუ მისი სიყვარული ჯერ არ გაგაჩნია, მაშასადამე მისი ჭვრეტა ჯერ არ გქონია. უფლის შესახებ ცოდნა გვაძლევს იმ საშუალებას, რომ იგი დავინახოთ, რადგანაც განჭვრეტა მოდის მხოლოდ მას შემდეგ, რაც მასზე ცოდნა გაგვაჩნია. |
uxucesi |
May 1 2010, 02:49 PM
პოსტი
#32
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 58 რეგისტრ.: 27-April 10 წევრი № 8,712 |
|
shxelda |
Aug 26 2010, 07:10 PM
პოსტი
#33
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 6 რეგისტრ.: 8-May 10 მდებარ.: Tbilisi წევრი № 8,790 |
დღეს რუსულ საიტზე დაიდო ინტერვიუ ბორჯომის და ბაკურიანის მიტროპოლიტთან სარეფიმესთან, სადაც მეუფე საუბრობს იმაზე თუ რა ადგილი უკავია სერაფიმ საროველს მის ცხოვრებაში და მოღვაწეობაში.
http://pravoslavie.ru/smi/38861.htm |
gvanchi |
Jul 4 2011, 08:57 PM
პოსტი
#34
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 380 რეგისტრ.: 23-December 09 წევრი № 7,852 |
წმინდა სერაფიმეს ხსენების დღე როდის არის?
-------------------- სიყვარული ბავშვივითაა, წყენა უცებ ავიწყდება.. <3
https://www.youtube.com/watch?v=KH-FWwjdI94 |
Lidl |
Jul 4 2011, 08:59 PM
პოსტი
#35
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 58 რეგისტრ.: 30-April 11 წევრი № 10,964 |
|
gvanchi |
Jul 4 2011, 09:04 PM
პოსტი
#36
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 380 რეგისტრ.: 23-December 09 წევრი № 7,852 |
ზოგან 2იავარია და ზოგან 15 ((
ალბათ 2ძველი სტილით არის ხომ? -------------------- სიყვარული ბავშვივითაა, წყენა უცებ ავიწყდება.. <3
https://www.youtube.com/watch?v=KH-FWwjdI94 |
.ნინო |
Jul 6 2011, 03:04 PM
პოსტი
#37
|
ნინო ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 |
კი, 2 იანვარი ძველი სტილით, ახლით 15 იანვარია
-------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
gvanchi |
Jul 6 2011, 08:55 PM
პოსტი
#38
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 380 რეგისტრ.: 23-December 09 წევრი № 7,852 |
კი, 2 იანვარი ძველი სტილით, ახლით 15 იანვარია დიდი მადლობაააა ნინო გაიხარე -------------------- სიყვარული ბავშვივითაა, წყენა უცებ ავიწყდება.. <3
https://www.youtube.com/watch?v=KH-FWwjdI94 |
George Leluashvili |
Jul 7 2011, 10:21 AM
პოსტი
#39
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
gvanchi
ციტატა დიდი მადლობაააა ნინო გაიხარე ეს კიდევ ერთი კეთილი მოდერია ხო, მართლა, აი ამას უყურეთ, მართლია 2 წუთიანი ანიმაციაა, მაგრამ დიდი აზრი დევს. აქაც სერაფიმ საროველია დახატული. http://www.youtube.com/watch?v=9BBnJbdPAX0 -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
.ნინო |
Jul 7 2011, 12:54 PM
პოსტი
#40
|
ნინო ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 |
ციტატა ეს კიდევ ერთი კეთილი მოდერია ჩარჩზე ყველა მოდერი კეთილია gvanchi -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:32 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი