გავიხსენოთ მამა შიო... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გავიხსენოთ მამა შიო... |
mariami-k |
Feb 1 2007, 11:29 AM
პოსტი
#1
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
არქიმანდრიტი შიო (ხარძეიშვილი) 19 წლის ასაკში აღიკვეცა, 20 წლისა მღვდელ-მონაზონი და 21 წლის უკვე იღუმენი. 2006 წლის 10 ნოემბერს იგი არქიმანდრიტი გახდა. 19 ნოემბერს კი ავარიაში გარდაიცცვალა, 30 წლის ასაკში.
მან ბევრი მონასტერი ააშენა: ტბეთი, ქოზეფა და ა.შ. ბოლოს იგი ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი იყო. თუ ვინმე იცნობდით, გთხოვთ არ დაიზაროთ და ერთად გავიხსენოთ მამა შიო. -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
მხევალი ნინო |
Feb 1 2007, 11:33 AM
პოსტი
#2
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
გავიხსენოთ რას ნიშნავს?
-------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
mariami-k |
Feb 1 2007, 11:38 AM
პოსტი
#3
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
მხევალი ნინო
გადაიკითხე პოსტი სრულად და მიხვდები. -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
მხევალი ნინო |
Feb 1 2007, 11:41 AM
პოსტი
#4
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
ღმერთმა მარადიულ ნათელში ამყოფოს
-------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
ცოტნე |
Feb 1 2007, 12:39 PM
პოსტი
#5
|
ცოტნე ჯგუფი: Members პოსტები: 320 რეგისტრ.: 1-September 06 წევრი № 132 |
მეც ვიცნობდი მამა შიოს, ბევრჯერ დავსწრებივარ მის მსახურებას და მართლაც საოცარი ადამიანი იყო, ყველა დამეანხმება ამაში ვისაც ერთხელ მაინც ყავდა ნანახი ან რაიმე შეხება ჰქონია მასთან.
მის სულიერ შვილებს ვესაუბრე, ვინც მის დაკრძალვას დაესწო და მითხრეს რომ ბოლო დღეს ყველამ ხელით შევეხეთ მის ცხედარს, გამოთხოვების ნიშნად და ისეთივე თბილი იყო მისი სხეული როგორც ცოცხალი ადამიანისო, ეს მართლაც სასწაულია. ღმერთმა დაუმკვიდროს მამა შიოს ცათა სასუფეველი -------------------- [size=3][color=#000099]გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა[/color][/size]
|
mariami-k |
Feb 1 2007, 12:47 PM
პოსტი
#6
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
Cotne
მეც იყავი მის დაკრძალვაზე და შემიძლია მეც იგივე ვთქვა. იგი ძალიან თბილი იყო. ვუყურებდი და ვერ აღვიქვავდი როგორც მიცვალებულს. -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
ბექა |
Feb 1 2007, 03:16 PM
პოსტი
#7
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,748 რეგისტრ.: 26-October 06 წევრი № 333 |
ციტატა ტბეთი, ქოზეფა და ა.შ. ბოლოს იგი ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი იყო ქოზიფას მამათა მონასტერი მამა შიოს აშენებული იყო? რუის-ურბნისის ეპარქიაში არ არის თუ არ ვცდები? ვაი რა მაგარია ეხლა მინდა მანდ წასვლა უფლის ნებით თუ გამომივიდა კარგია |
ცოტნე |
Feb 1 2007, 03:52 PM
პოსტი
#8
|
ცოტნე ჯგუფი: Members პოსტები: 320 რეგისტრ.: 1-September 06 წევრი № 132 |
ციტატა ქოზიფას მამათა მონასტერი მამა შიოს აშენებული იყო? რუის-ურბნისის ეპარქიაში არ არის თუ არ ვცდები? ვაი რა მაგარია ეხლა მინდა მანდ წასვლა უფლის ნებით თუ გამომივიდა კარგია ქოზიფას მამათა მონასტერი მდებარეობს ქარელის რაიონში, ძამის ხეობის სიღრმეში, ზღვის დონიდან 1400 მეტრზე. მთელი კომპლექსი, რომელშიც ხუთი ეკლესია შედის, განლაგებულია მაღლობ ადგილზე, შუაგულ ტყეში. ტაძრები აგებულია სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში და მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან. პირველი ეკლესიის მშენებლობა VI-VII საუკუნეებით თარიღდება. აღმშენებლობა განსაკუთრებით XIII საუკუნეში გაძლიერებულა და გამშვენებულა სამონასტრო კომპლექსი. ტაძართა შორის ყველაზე დიდი ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის მთავარი ეკლესიაა. აღნიშნულ ტაძარზე იასონ ციციშვილი 1897 წელს წერდა: „მისმა ხელოვნებამ და ხუროთმოძღვრების გეგმამ, არა მგონია, რომ კაცი არ გააკვირვოს. არც მგონია, რომ მისი შესადარი ძვირფასი ხელოვნებისა სადმე მთლათ საქართველოში მოიძიებოდეს”. ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესია ნაგებია ბაზალტის კარგად დამუშავებული ქვით. იგი თავის დროზე მოხატული ყოფილა, რომლის კვალიც დღეს აქა-იქ თუ შეიმჩნევა. საუკუნეებს შემოუნახავთ ერთ ქვაში გამოკვეთილი წმინდა ტრაპეზი, რომელიც დღესაც ურყევად დგას. აქვეა უძველესი ხის საწიგნური და მოჩუქურთმებული კანკელის ქვა. სამონასტრო კომპლექსის მეორე _ წმ. შიო მღვიმელის სახელობის ეკლესია _ თითქმის უვნებლადაა დაცული, რომელშიც საოცარი მყუდროება და სიწმინდე სუფევს. მესამე _ ყოველთა წმიდათა სახელობის ტაძარი _ დრო-ჟამის ულმობლობას საკმაოდ დაუზიანებია, ხოლო დანარჩენი ორი _ წმ. გიორგისა და მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების სახელობის ეკლესიები დღეს უკვე ნანგრევებადაა ქცეული. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წარსულში მოღვაწე მამებს მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების სახელობის ტაძრის ქვეშ, მიწის სიღრმეში საძვალე მოუწყვიათ, სადაც ამჟამად მრავალი წმინდა ნაწილია დასვენებული. დიმიტრი მეღვინეთხუცესის (XIXს.), იასონ ციციშვილისა (XIXს.) და სერგი მაკალათიას (XXს.) აღწერის თანახმად, სამონასტრო კომპლექსს გარს დიდი გალავანი ერტყა, შიგნით კი ბერების სადგომები და პატარ-პატარა სენაკებიც ყოფილა. მათივე ცნობით, გალავნის შიგნით კარგად შეიმჩნეოდა წყლის გამოსავალი მილები, აქვე ყოფილა ჩაფლული ღვინის დიდი ქვევრებიც. ყოველივე ეს მეტყველებს, რომ საუკუნეთა მიღმა აქ ბერმონაზვნური ცხოვრება ყვაოდა. ბერები, საკვირველი მადლითა და ძალით აღჭურვილნი, განუწყვეტლივ იღვწოდნენ ლოცვით, კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობით, ეკლესიათა შენებით, ყოველდღიური შრომით. XVII საუკუნემდე უმოქმედია მონასტერს. ოთხი საუკუნის შემდეგ ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტ იობის ლოცვა-კურთხევით ქოზიფას მამათა მონასტერი 1997 წლის 17 ივნისს კვლავ აღდგა და გაცოცხლდა. ამჟამად მონასტერში 1 მღვდელმონაზონი, 5 ბერი და რამდენიმე მორჩილი მოღვაწეობს. მონასტრის ძმობას ძირითადად ახალგაზრდები შეადგენენ, რომლებიც იღუმენი ეფრემის (გამრეკელიძე) წინამძღვრობით ქოზიფაში მოღვაწე მამების გზას მოთმინებითა და შემართებით აგრძელებენ. სავანეს დიდი შრომისა და ძალისხმევის შედეგად, თუმცა ნელ-ნელა, მაგრამ მაინც უბრუნდება პირვანდელი სახე. ღვთისმოსავი ადამიანების შეწევნით მიმდინარეობს დანგრევის პირას მისული ტაძრების აღდგენა. ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძრის სახურავი მთლიანად გასუფთავდა და გადაიხურა. ასევე გაიწმინდა და სათანადო პატივი მიეგო საძვალეს. 1997 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მოინახულა სამონასტრო კომპლექსი და გაკვირვებულმა ღიმილით აღნიშნა: „მე თითქმის მთელი მსოფლიოს წმინდა ადგილები შემომივლია და მსგავსი არსად არ მინახავს”. მოილოცა რა ახლად აღორძინებული მონასტერი, გამომშვიდობებისას ქართველი ერის მამათმთავარმა ასე გაუმხილა აქაურ ძმობას თავისი ნატვრა: „ჩემთვისაც გააკეთეთ აქ ერთი სენაკი... ეს მძიმე ჯვარი რომ არ მეკისროს, უთუოდ აქ ვინებებდი მოსვლასო”. www.urbnis-ruisi.ge ამ საიტზეა ყველაფერი ამ ეპარქიის სესახებ, ყველამ ნახეთ -------------------- [size=3][color=#000099]გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა[/color][/size]
|
ბექა |
Feb 1 2007, 03:55 PM
პოსტი
#9
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,748 რეგისტრ.: 26-October 06 წევრი № 333 |
გაიხარე ძმაო მეუფე იობს ვიცნობ და ვსთხოვ რომ კურთხევა მომცეს მანდ წასვლის
|
კანონისტი |
Feb 1 2007, 04:00 PM
პოსტი
#10
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
სანატრელსა შინა დაძინებასა საუკუნოი განსუენებაი მიმადლოს უფალმან ღვთისმოყვარესა არქიმანდრიტსა შიოს და მისცეს მას საუკუნო ხსენება
საუკუნოდ იყავნ ხსენებაი მისი საუკუნოდ იყავნ ხსენებაი მისი ხსენება და კურთხევაი მისი სულმან მისმან კეთილთა შინა განისუენოს და ნათესავმან მისმან დაიმკვიდროს ქუეყანა სულნი და სულნი მართალთანი შენ გაქებენ უფალო გუნდნი და გუნდნი ანგელოსთანი შენ გაქებენ უფალო -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ბექა |
Feb 1 2007, 04:02 PM
პოსტი
#11
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,748 რეგისტრ.: 26-October 06 წევრი № 333 |
სანატრელსა შინა დაძინებასა საუკუნოი განსუენებაი მიმადლოს უფალმან ღვთისმოყვარესა არქიმანდრიტსა შიოს და მისცეს მას საუკუნო ხსენება საუკუნოდ იყავნ ხსენებაი მისი საუკუნოდ იყავნ ხსენებაი მისი ხსენება და კურთხევაი მისი სულმან მისმან კეთილთა შინა განისუენოს და ნათესავმან მისმან დაიმკვიდროს ქუეყანა სულნი და სულნი მართალთანი შენ გაქებენ უფალო გუნდნი და გუნდნი ანგელოსთანი შენ გაქებენ უფალო დავით მაგარი ხარ |
marine |
Feb 1 2007, 06:38 PM
პოსტი
#12
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
რუის-ურბნისის ეპერქიიდან ვარ, ამიტომ მამა შიოს მეც ვიცნობდი პირადად და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დედამიწაზე მოარული ანგელოზი იყო... ძალიან, ძალიან მიყვარდა... მის დაკრძალვაზე არ ვყოფილვარ და ამიტომ ვერ ვიჯერებ რომ აღარაა..
უთბილესი, უტკბილესი და უწმინდესი ადამიანი იყო.. როგორი ლამაზი სულიც ჰქონდა, ფიზიკურადაც ისეთივე ლამაზი იყო, ღვთიური სილამაზის.. საოცარი ქერა თმით და დიდი ცისფერი თვალებით... ყურში ახლაც ჩამესმის, როგორ თბილად აბობდა ჩემს სახელს, როცა მესაუბრებოდა ხოლმე.. ხავერდოვანი ხმით.. ძალიან, ძალიან დამაკლდა და მიჭირს მასზე საუბარი... -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
კანონისტი |
Feb 2 2007, 02:49 PM
პოსტი
#13
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
beqa.shuxoshvili
ციტატა დავით მაგარი ხარ შენ ჩემს შესაქებად თუ გინდა ცალკე თემები გახსენი ხოლმე აქ ამის ადგილია?? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
marine |
Feb 2 2007, 02:58 PM
პოსტი
#14
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მამა შიოს უსაზღვრო და უნაპირო სიყვარულით ჰქონდა გული ავსებული..
ერთმა პიროვნებამ მას ძალიან დიდი სულიერი ტკივილი მიაყენა.. ერთხელ, მე და ჩემი სულიერი და (იმ პიროვნებას იცნობდა) ქარელის რეზიდენციაში ვიყავით ჩასულები, მამა შიოც ჩამოსული იყო ქოზიფას მონასტრიდან. არ მავიწყდება როგორი სიყვარულითა და სითბოთი მოიკითხა მამა შიომ თავისი შეურაცხმყოფელი.. მას არანაირად არ შეეძლო არ ყვარებოდა განურჩევლად ყველა.. ღმერთმა აცხონოს მისი ულამაზესი და უსპეტაკესი სული!!!!!! -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
zeppelin |
Feb 2 2007, 05:08 PM
პოსტი
#15
|
იეღოვას მოწმე ჯგუფი: Members პოსტები: 1,380 რეგისტრ.: 9-December 06 მდებარ.: კაშმირი წევრი № 659 |
მამა შიო ერთხელ მამა შიო ერთხელ მყავს ნანახი სამებაში.რუის ურბნისის ეპარქია იყო ჩამოსული.მეუფე იობიც იყო იყო.ჩემი მეგობარი იყო იქ თათია და უნდოდა რომ გამეცნო მამა შიო.წირვა რომ დამთავრდა გარეთ გავედი რომ მენახა თათიამ უთხრა ეს ლექსო არისო და არ ვიცოდი როგორ მივსალმებოდი მოვიდა ჩემთან და მხარზე ვაკოცეთ ერთმანეთს.ძალიან თბილი ადამიანი იყო. ეგ დღე არ დამავიწყდება.შემდეგ ხატიც გვაჩუქა ყველას . გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე თათია კიდე წავიდა სანახავად მე ვერ მოვახერხე წასვლა.არა და ძალიან მინდოდა.და მგონი ერთი კვირაც არ იყო გასული რომ გავიგე გარდაიცვალა.აცხონოს მისი სული ღმერთმა
ეს კიდე ის დღეა როცა პირველად და უკანასკნელად ვნახე |
ქავთარაძე |
Feb 2 2007, 05:27 PM
პოსტი
#16
|
დაურეგისტრირებელი |
ღმერთმა აცხონოს და სასუფეველი დაუმკვიდროს
|
mariami-k |
Feb 2 2007, 07:48 PM
პოსტი
#17
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
-------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
მატასი |
Feb 2 2007, 11:00 PM
პოსტი
#18
|
თამ... ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 |
სამწუხაროდ მე არ ვიცნობდი
წმინდათა თანა განუსვენოს უფალმა... -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
mariami-k |
Feb 3 2007, 11:25 AM
პოსტი
#19
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
ამ სურათში მამა შიო ნათლავს დედამისს. ნათლია კი ბოდბისა და შემდეგ ურბნისის მონასტრის ყოფილი წინამძღვარია - სქემ-მონაზონი ნინო.
-------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
დავით ივერიელი |
Feb 3 2007, 12:39 PM
პოსტი
#20
|
Illuminatus ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 |
QUOTE 20 წლისა მღვდელ-მონაზონი და 21 წლის უკვე იღუმენი დედაააააააააა გადავირიეეეეე...... წმინდათა თანა განუსვენოს უფალმა...... -------------------- მერე რა რომ . . .
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 02:50 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი