IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> პოლიტიკურ–ეკონომიკური ასპექტები, უწმიდესის საშობაო ეპისტოლეში
orthodox-georgia
პოსტი Jan 10 2009, 07:45 PM
პოსტი #1


----
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,373
რეგისტრ.: 13-May 08
მდებარ.: იქ
წევრი № 4,815



სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით არც ხვალინდელი დღე იძლევა უკეთესი მომავლის იმედს, რადგან მთელი მსოფლიო გლობალურ ეკონომიკურ კრიზისში შედის, რომელიც შეიძლება სისტემურ კრიზისად იქცეს, ანუ არსებული სისტემა სხვამ, პრინციპულად ახალმა, სისტემამ შეცვალოს.
ხდება მსოფლიოს და ცალკეული ქვეყნების რეგიონალიზაცია, ანუ გარკვეულ ჯგუფებად დაყოფა; ხოლო, იმის მიხედვით, თუ რა პრინციპი უდევს საფუძვლად ცალკეული გაერთიანების შექმნას, შეიძლება, ესა თუ ის ქვეყანა რაღაც მიმართულებით (მაგ., გაზის ან ნავთობის მოპოვებით) ერთ გაერთიანებაში მოხვდეს, ხოლო მეორე მიმართულებით (მაგ., კოსმოსის ათვისების სფერო), – სხვა გაერთიანებაში. ამასთან, მოსალოდნელია დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებების გამწვავება გავლენის სფეროების გასაფართოვებლად.

ისტორიის თანამედროვე ეტაპი მომხმარებლური საზოგადოების ღირებულებათა ზეობის დროცაა. მისთვის მთავარია მიწიერი კეთილდღეობა და არა სულიერი სიმდიდრე. ამიტომაცაა, რომ გამართლება ეძებნება მატერიალური გამდიდრების ყველა საშუალებას.

დიახ, დღეს ბაზარზე საქონლისა და მომსახურეობის შეუზღუდავი წარმოება კი არა, ფული ბატონობს და თუ ეს მომხმარებლური პროცესი დროზე არ შეჩერდა, საზოგადოება კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება.

სისტემური კრიზისის თავიდან აცილების მიზნით დასავლეთმა კურსი ეკონომიკის სფეროში სახელმწიფო სექტორის შედარებით გაძლიერებაზე აიღო, რაც თავისუფალი ბაზრიდან უფრო რეგულირებად ბაზარზე გადასვლას გულისხმობს და, ბუნებრივია, ცალკეული სახელმწიფო ეფექტური მართვის საკუთარი მექანიზმის ძიებას დაიწყებს.

ჩვენც უნდა გამოვნახოთ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსასვლელი გზები.

როგორც ამ დარგის სპეციალისტები ამბობენ, აუცილებელია, საშუალო და მცირე საწარმოთა დონეზე, მართვის სწორ სისტემაზე დაყრდნობით, მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი დარგის სწრაფი განვითარება.

ის, რომ ჩვენი ხელისუფლება სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის წინსვლისთვის გარკვეულ ნაბიჯებს დგამს, მისასალმებელია, მაგრამ გასაკეთებელი კვლავ ბევრია.

აქ სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ რამდენიმე მიმართულებას შევეხები.

საქართველო ყოველთვის იყო და კვლავაც უნდა გახდეს ვაზისა და ხორბლის ქვეყანა. ის მდგომარეობა, რაც ამ კულტურების მიმართ დღეს არის, დამღუპველია, როგორც სულიერი, ისე მატერიალური თვალსაზრისით. ჩვენი წინაპრებისთვის ღვინო და პური, გარდა თავისი ჩვეულებრივი მნიშვნელობისა, მაცხოვრის ხორცისა და სისხლის სიმბოლოს უკავშირდებოდა და, ამიტომაც ქართველ გლეხს მათდამი ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა და განსაკუთრებულადაც უვლიდა; და ეს უნდა აღდგეს.

დღეს კი მავანნი კახელ გლეხს სოლიდურ თანხას სთავაზობენ, რომ მან შვილივით ნაზარდი ვაზი აჩეხოს და სანაცვლოდ საზამთრო ან სხვა კულტურა დარგოს; ამასთან, ყურძნის მოყვანის ინტერესს იმითაც უკლავენ, რომ მოსავლის ჩაბარებისას, მინიმალურ ფასსაც არ აძლევენ. ასე არ უნდა გაგრძელდეს. იქნება გამოსავლად იქცეს გლეხურ მეურნეობებში დამზადებული სუფთა ღვინის ექსპორტი სახელმწიფოს მიერ.

რაც შეეხება ხორბალს, მისი ადგილობრივი წარმოება კატასტროფულად არის შემცირებული და ქვეყნის მოსახლეობის მოთხოვნილების მხოლოდ 9% აკმაყოფილებს; სამწუხაროდ, ამ 9%-შიც არ შედის ჩვენი ტრადიციული ადგილობრივი ჯიშები.

მეტად სავალალოა, მაგრამ ფაქტია, რომ უნიკალური ქართული ხორბალი სრული გაქრობის პირასაა. არადა, ჩვენგან წაღებულ თესლს სხვა ქვეყნები თავისად წარმოაჩენენ და ამით ამაყობენ; ხოლო საქართველოში ექსპორტირებული ხორბალი და პურის ფქვილი, რომელიც მოხმარებული პროდუქციის 91% შეადგენს, იმდენად დაბალი ხარისხისაა, რომ ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

საქმე შემდეგშია: მსხვილ ტრანსნაციონალურ კომპანიებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, რომ ხელოვნური მეთოდებით (გენური ინჟინერია, შხამ-ქიმიკატები, მცენარის ზრდის სტიმულატორები და ასე შემდეგ) მიღებული საკუთარი ჭარბი პროდუქციისათვის გასაღების ბაზრები გააფართოვონ და სხვა ქვეყნებში ადგილობრივი ბუნებრივი პროდუქციის წარმოება შეაფერხონ, საქართველოც სურთ, თავისი გავლენის სფეროდ და მათი სურსათის იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყნად გადააქციონ; მით უმეტეს, რომ აქ, ხალხის დაბალი მსყიდველუნარიანობის გამო, იაფფასიანი, უხარისხო ნაწარმის გასაღება პრობლემას არ წარმოადგენს.

ამ ტენდენციას ჩვენ ჩვენი პოზიცია და ინტერესები უნდა დავუპირისპიროთ. სოფლის მეურნეობის აღორძინების მიზნით სახელმწიფოს პოლიტიკა, მართალია, მნიშვნელოვანია (ვგულისხმობ სახელმწიფო დოტაციებს, სარწყავი წყლითა და საძოვრებით უზრუნველყოფას, რაიონებში უფასო საკონსულტაციო ცენტრების ამოქმედებას), მაგრამ თვით მოსახლეობასაც შეუძლია ზომების მიღება, - მან უარი უნდა თქვას ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქციაზე, თვითონ უნდა დაიწყოს მიწის დამუშავება და შექმნას მცირე საწარმოები.

ყველამ იცის, რომ, ხელოვნური ტექნოლოგიების საპირისპიროდ, დღეს უკვე სერიოზული ბიძგი მიეცა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას და მათზე მოთხოვნილებაც და ფასიც მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება.

ვფიქრობ, ჩვენთან ეკოლოგიურად სუფთა და კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების კარგი შესაძლებლობა გვაქვს და ამ სახით მსოფლიო ბაზარზე მყარად დამკვიდრების პერსპექტივაც. ამიტომაც, ვიდრე ჯერ კიდევ შემორჩენილია უნიკალური ქართული სასოფლო-სამეურნეო ჯიშები (არა მარტო ყურძნის და ხორბლის, არამედ ლობიოს, კარტოფილის, საერთოდ ბოსტნეულის, ხილისა და საქონლის), თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს საქმე რეალობად იქცეს. ამით ჩვენ ჩვენს სიმდიდრესაც შევინარჩუნებთ და მომავალი თაობების ჯანმრთელობასაც დავიცავთ.

აღნიშნულის შესახებ მე ადრეც ვწერდი, მაგრამ დღეს ეს უკვე აუცილებლობად იქცა. მითუმეტეს, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიც აქეთკენ გვიბიძგებს, რადგან მისგან გამოწვეული დეფიციტი, პირველ რიგში, ალბათ, კვების პროდუქტებს შეეხება.


მგონი კარგი იქნება თუ ჩვენს გარდა სხვაც (ხელისუფლებაც) მიაქცევს ამას ყურადღებას



--------------------
ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)

ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან.

ღმერთს ებარებოდეთ!

პატივისცემით თქვენი orthodox-georgia
20.01.2012
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
diletanti
პოსტი Jan 12 2009, 02:22 AM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 112
რეგისტრ.: 8-January 09
წევრი № 6,254



orthodox-georgia
პატრიარქია სხვა მნიშვნელოვნი ეპიტოლენიც, მაქვს წაკითხული, მაგრამ ვინ არის ამის ამხსრულებელი?! პირადად შენ აღასრულებ? შენს გავლენის სფეროში?


--------------------
ღვთის მასახურება=საქართველოს მსახურება=სიყვარულის მსახურება
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgi-
პოსტი Jan 12 2009, 11:42 AM
პოსტი #3



***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,280
რეგისტრ.: 23-May 07
წევრი № 2,001



სამწუხაროდ მსოფლიოში და საქართველოში მართლაც მძიმე ეკონომიკური სიტუაციაა და ექსპერტების პროგნოზით კიდევ უფრო დამძიმდება

მართალია მავანნი გვაბოლებენ რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი საქართველოს არ შეეხება და კიდევ მავანნი გაიძახიან რომ ათეულობით ათას სამუშაო ადგილს ქმნიან, თუმცა რბილად რომ ვთქვათ ტყუილია და ხალხი რათქმაუნდა ამაზე არ წამოეგება

რაც შეეხება ეპისტოლეს, მართლაც მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარება, თუმცა საფინანსო კრიზისი აქაც მნიშვნელოვნად აისახება.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოში და დაახლოებით ჩვენნაირ განვითარებად ქვეყნებში სახელმწიფოს მხრიდან რაიმე დახმარება, გამარტივება თუ ხელშეწყობა მხოლოდ ბრტყელ-ბრტყელი საჯარო განცხადებებით შემოიფარგლება და რეალურად გლეხი იქნება თუ კერძო სექტორში დასაქმებული, მხოლოდ ღმერთის და თავისი თავის იმედზე უნდა იყოს

ამასგარდა, მართლა საინტერესოა, სოფლებში არსებობენ მდიდარი/შეძლებული გლეხები? არ ვგულისხმობ ზღვისპირა რაიონებში და მთაში სადაც სეზონზე ბინის გაქირავებით ზოგიერთს სოლიდური შემოსავალი გააჩნია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 12 2009, 12:30 PM
პოსტი #4


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Giorgi-
ციტატა
ამასგარდა, მართლა საინტერესოა, სოფლებში არსებობენ მდიდარი/შეძლებული გლეხები?

რაჭაში რომ არ არსებობენ ვიცი. პატარა ნაკვეთები აქვთ და თან მცირემოსავლიანი. sad.gif

თუ რამე, უფრო იმერეთში ან კახეთში უნდა იყოს....


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
orthodox-georgia
პოსტი Jan 12 2009, 01:04 PM
პოსტი #5


----
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,373
რეგისტრ.: 13-May 08
მდებარ.: იქ
წევრი № 4,815



diletanti
ციტატა
მაგრამ ვინ არის ამის ამხსრულებელი?! პირადად შენ აღასრულებ? შენს გავლენის სფეროში?

ციტატა
მგონი კარგი იქნება თუ ჩვენს გარდა სხვაც (ხელისუფლებაც) მიაქცევს ამას ყურადღებას



--------------------
ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)

ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან.

ღმერთს ებარებოდეთ!

პატივისცემით თქვენი orthodox-georgia
20.01.2012
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
diletanti
პოსტი Jan 12 2009, 03:48 PM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 112
რეგისტრ.: 8-January 09
წევრი № 6,254



orthodox-georgia
ეჰ, ხელისუფლება რომ საქრთველოს მტერია,ამას თუ ვერ მიმხვდარხარ 2 წუთში დაგიმტკიცებ!

და შენ არ უნდა გაითვალისწინო? 'ნუ იკითხავ ვისთვის რეკს ზარები ეს ზარი შენთვის რეკს" სახარება თავი არ მახსოვს ახლა.
ეს ზარი კი ამ ჟამს საწუხაროდ განგაშისაააააააა


--------------------
ღვთის მასახურება=საქართველოს მსახურება=სიყვარულის მსახურება
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 12 2009, 03:58 PM
პოსტი #7


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



diletanti
ციტატა
ეჰ, ხელისუფლება რომ საქრთველოს მტერია,ამას თუ ვერ მიმხვდარხარ 2 წუთში დაგიმტკიცებ!

უკაცრავად, ხელისუფლებას მეც წარმოვადგენ და დაუსაბუთებლად ნუ მომაყენებთ შეურაცხყოფას.

მეორეც რომ
ციტატა
'ნუ იკითხავ ვისთვის რეკს ზარები ეს ზარი შენთვის რეკს

ასეთი რამე სახარებაში არ წერია.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgi-
პოსტი Jan 12 2009, 05:29 PM
პოსტი #8



***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,280
რეგისტრ.: 23-May 07
წევრი № 2,001



კანონისტი
ციტატა
უკაცრავად, ხელისუფლებას მეც წარმოვადგენ და დაუსაბუთებლად ნუ მომაყენებთ შეურაცხყოფას.


მერედა შენ რომელ ხელისუფლებას წარმოადგენ, ხალხის მიერ არჩეულს? smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Jan 14 2009, 01:53 PM
პოსტი #9


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



ციტატა
თუ რამე, უფრო იმერეთში ან კახეთში უნდა იყოს....


იმერეთში არ ვიცი, მაგრამ კახეთში რომ ნამდვილად უჭირთ ეგ ვიცი... sad.gif



--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kmunebi
პოსტი Jan 14 2009, 02:04 PM
პოსტი #10


ლაშა–გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,367
რეგისტრ.: 11-April 08
მდებარ.: ბათუმი (Porto Franco)
წევრი № 4,538



სტატისტიკური მონაცემებით, ნუ გასული წლის ზაფხულში გამოქვეყნდა ყოველი მე-4 ქართველი სიღატაკის ზღვარს ქემოთ ცხოვრობს. sad.gif
საფინანსო-ეკონომიკური კრიზის ბუნებრივია სქართველოში ვერ იქნება ისეთი მძაფრი როგორც განვითრებულ ქვეყნებშია, თუმცა ფაქტები სახეზეა: საქართველოში არსებული კომერციული ბანკები ამცირებენ კადრებს, 10დან 30%მდე, ეს მცირეოდენი...
აქტივობა ეკონომიკის ძალიან დაცემულია, ქვეყნის პირველი პირი კიდე დაბნეულია, არ ყავს კომპეტენტური მრჩეველი, რომელიც კარგ და სასარგებლო რჩევას მისცემს, არ არის პოლიტიკური ნება, რომ ქვეყანაში გამოსწორდეს სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი ფონი. აქ საქმე გვაქვს სისტემურ ხარვეზთან და არა კონკრეტულად რომელიმე ეკონომიკის დარგთან.


--------------------
"გამარჯვება ერთისა თუ მეორისა, ჰოსი თუ არასი, ყოველთვის არა ჰნიშნავს ჭეშმარიტების გამარჯვებას, მაგრამ მაინც ჰოსა და არას ჭიდილია ერთად-ერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა"

ილია ჭავჭავაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 10:48 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი