IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V < 1 2 3  
Reply to this topicStart new topic
> "იგავს უფალმა იესომ ახალი სული ჩაუდგა", ი გ ა ვ ე ბ ი
marine
პოსტი Jan 29 2024, 08:42 PM
პოსტი #41


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ჯეჯილი და ღვარძლი

"დათესილია საღი, კეთილი თესლი, მაგრამ მოვიდა მტერი და დათესა ხორბალს შორის ღვარძლი - ეკალ-ბარდი. ეკლესიის მაგალითზე ღვარძლი არის მწვალებლობები და განხეთქილებები, ხოლო თითოეული ადამიანის შემთხვევაში ეს არის ცუდი აზრი, გრძნობა, სურვილი, ვნება. ადამიანი ღვთის სიტყვის კეთილ თესლს იღებს, გადაწყვეტს წმინდად ცხოვრებას და იწყებს მცნებების შესაბამისად მოქმედებას. როდესაც ასეთი ადამიანი დაიძინებს, ანუ შეასუსტებს გულისხმისყოფას, საკუთარი თავისადმი ყურადღებას, მაშინ მოდის ცხონების მტერი და შთააგონებს მას ცუდ აზრებს. ეს აზრები კი, თუ თავადვე არ იქნა უარყოფილი, თანდათან მწიფდება და იქცევა სურვილებად და განწყობად, და ქმნის შესაბამისი ჩანაფიქრებისა და საქმეების წრეს იმგვარად, რომ შეერევა ხოლმე კეთილ საქმეებს, გრძნობებს, აზრებს. ასე ერთად არის მოსავლის აღებამდე - მკამდე. მკა - ეს არის სინანული. უფალი უგზავნის ადამიანს თავის ანგელოზებს - გულშემუსვრილობისა და ღვთის შიშის გრძნობას. ისინი მოდიან, როგორც ცელი და ცეცხლი: ცელავენ ყოველგვარ ღვარძლსა და წვავენ მტკივნეული თვითგანკითხვის ცეცხლში. სუფთა ხორბალი კი რჩება გულის სანახებში - ბეღელში, - ადამიანის, ანგელოზებისა და სამებით განდიდებული ყოვლადსახიერი ღმერთის გასახარად"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 1 2024, 07:36 PM
პოსტი #42


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მფლანგველი მნე

"მაცხოვრის იგავებს შორის ეს ყველაზე რთულია გასაგებად. თუმცა ჩვენმა წმინდა განმარტებლებმა შეძლეს საქმის გამარტივება. საერთოდ, ყველა იგავში არ უნდა ვეძებოთ ყველა დეტალის იდუმალი განმარტება, არამედ იმას მივაქციოთ ყურადღება, რასაც იგავის შინაარსი გამოხატავს. მით უმეტეს უნდა დავიცვათ ეს წესი ამ იგავის განმარტებისას. კერძოდ, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, ამაზე თვით უფალი მიგვითითებს, როცა ამბობს: "შეაქო ბატონმა ორგული მოურავი: მოხერხებულად მოიქეციო". რისთვის შეაქო ეს ცრუ ეკონომოსი? არა სიმართლისათვის, რა თქმა უნდა, არამიედ იმისათვის, რომ მან მოახერხა გამოსულიყო იმ შეჭირვებული მდგომარეობიდან, რომელშიც აღმოჩნდა. ეს მოხერხება არის სწორედ ის, რისი შეგონებაც სურდა ჩვენთვის უფალს. ის თითქოსდა ასე ამბობს: "ხედავთ, როგორ მოიქცა ეს მოურავი? არ დაუწყია ოხვრა ან ლოდინი, სანამ მთელი უბედურება თავს დაატყდებოდა, არამედ მაშინვე, როცა დაინახა, რომ უბედურება ელოდებოდა, საქმედ შეუდგა და მოახერხა მისი თავიდან აცილება. ასევე ეცადეთ თქვენც, მოახერხოთ მთავარი უბედურების აცილება". რა უბედურებაა ეს? თქვენ ხომ ცოდვილები ხართ, ცოდვისთვის კი რა გელოდებათ? განსჯა და ისეთი მდგომარეობა, რომელშიც ყველა უბედურზე უფრო უბედურ დღეში აღმოჩნდებით. თქვენ ახლა იმყოფებით ზუსტად იმ მოურავის მდგომარეობაში. სულ ცოტაც და დათხოვილნი იქნებით, ანუ მოვა სიკვდილი და დაგაყენებთ თქვენ იმ მწარე მდგომარეობაში. ნუ მიეცემით გულგრილობას, დროს ამაოდ ნუ დაკარგავთ. იზრუნეთ უბედურების თავიდან აცილებაზე და გაიმყარეთ მომავალი.

მოურავი სიბრძნე რაში მდგომარეობდა? - მან მოახერხა თავისი მომავლის უზრუნველყოფა. თქვენც გამოიჩინეთ სიბრნე, იგივე გააკეთეთ. როგორ? მოწყალებისა და ქველმოქმედების გზით. შეუმსუბუქეთ მდგომარეობა გაჭირვებუელბს და ეს თქვენც დაგეხმარებათ. იგავისეულმა მოურავმა ვაჭრებს შეუმსუბუქა მდგომარეობა, სავარაუდოდ, არცთუ ღატაკებს. მაგრამ ამ სიტყვის ძალა იმაშია, რომ შეუმსუბუქა, თუმცა ისინი არ იყვნენ უქონელნი, მაგრამ ვალი მხრებზე აწვათ და ამძიმებდათ. სწორედ ამის შეგონება სურდა უფალს. შეუმსუბუქო მდგომარეობა იმათ, ვინც დათრგუნულია, ეს არის საშუალება იმისა, რომ თავი დააღწიო იმ უბედურებას, რომელიც ყველას ემუქრება სიკვდილის შემდეგ. დაეხმარე გაჭირვებულებს შენი ქონებიდან ან ყოველივე იმიდან, რაც შენს ხელმწიფებაშია, და ამით განიმზადებ შენთვის სავანეს, სადაც სიკვდილის შემდეგ მიგიღებენ.

ბევრში შინაგან ჭმუნვას იწვევს ის, რომ თითქოს დაშვებულია ქველმოქმედების გაწევა უსამართლო მონაგარიდან. არა, ეს არ არის დაშვებული. მიაქციეთ ყურადღება უფლის სიტყვებს: "სოფლის ძენი თავიანთ მსგავსთა შორის უფრო ფხიანნი არიან, ვიდრე ნათლის ძენი". მოურავს აქ ეწოდება "სოფლის ძე", რომელიც მოქმედებს ამ საუკუნის ულით. მასთან დაპირისპირებულია "ნათლის ძენი" - უფლის მოწაფენი. უფალი თითქოსდა ასე ამბობს: "მან თავისნაირებში გამოაჩინა სიბრძნე. შენც იგივე გააკეთე შენნაირებში", ანუ იმოქმედე სიმართლის კანონებით. მოურავის გამჭრიახობა არის ნებადართული, და არა მისი მეთოდი. ის მეთოდი გამოსაყენებელია "სოფლის ძეთათვის"; თქვენ კი ისეთი მეთოდი გამოიყენეთ, რომელიც მისაღები იქნება ქრისტიანებისათვის.

ამიტომ, როცა ამის შესახებ უფალი ამბობს: "ამიტომაც გეუბნებით, შეიძინეთ მეგობრები უსამართლო სიმდიდრით, რათა, როდესაც გაღარიბდებით, მიგიღონ საუკუნო სამყოფელში", - არ შეგვაგონებს, დავეხმაროთ გაჭირვებუელბს უსამართლობით დაგროვილი ან უსაამრთლოდ მითვისებული ქონებით, არამედ გავაკეთოთ ეს სამართლიანობის დაურღვევლად, როგორც ეს ახასიათებს "ნათლის ძეებს". უფალმა "უსამართლო სიმდიდრე" უწოდა საერთოდ ქონებას და ეს იმიტომ, რომ ის მაცდურია: ჩვენ მასზე იმედს ვამყარებთ, - თითქოს კლდესავით მყარი იყოს, მაგრამ სინამდვილეში არარაობაა, - დღეს არის და ხვალ აღარაა. ამდენად, უფალი შეგვაგონებს: შეუმსუბუქეთ მდგომარეობა ყველა გაჭირვებულსა და უბედურებით დათგრუნულს თქვენი ქონებიდან, და ამით შეიძინეთ თქვენთვის მეგობრები, რომლებიც, რაჟამს გაღატაკდებით, მიგიღებენ მარადიულ საცხოვრისში,ანუ როცა გათავდება თქვენი სიცოცხლის დღენი და გადახვალთ სხვა ცხოვრებაში, ხოლო რაც გაგაჩნიათ, აქ, მიწაზე დატოვებთ. იმქვეყნად ხელცარიელი გამოცხადდებით: მხოლოდ ის შეგრძებათ ხელში, რისი მოპოვებაც ქველმოქმედებით შესძელით - ის, რაც გააგზავნეთ იქ თქვენი ქონებიდან. სწორედ ის დაგხვდებათ მომავალ ცხოვრებაში და ის იქნება თქვენი სამარადისო მონაპოვარი. რაც უფრო მეტს გააგზავნით იქ გლახაკების ხელით, მით უფრო ბედნიერი და კმაყოფილი ცხოვრება გელოდებათ მერმის საუკუნეში.

ვინ არიან ეს მეგობრები, ამის გამოძიება არ არის საჭირო. მთავარია, რომ მიღებული იქნებით მარადიულ საცხოვრისში; მაგრამ თუ მაინცდამაინც გინდათ გამოიძიოთ, იცოდეთ, ეს იქნება თვით უფალი, რომელიც თავის თავში მოიცავს ყველა დაკმაყოფილებულ გლახაკს, რადგან მან ბრძანა: რითაც შეეწევით ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით მე შემეწიეთო (მათე 25, 40). ყველა მეგობარ გამოხატავს იგი ერთობლიობაში, და ეს საკმარისია. ის მიგიღებთ ზეციურ სავანეებში, რომლებიც განმზადებულია მისი ერთგულებისათვის".

/წმ. თეოფანე დაყუდებული/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 11 2024, 05:19 PM
პოსტი #43


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"იგავში მოწყალე სამარიტელზე მოცემულია უმაღლესი საფეხური გულმოწყალებისა - ეს არის გულმოწყალება მტრისა და მაწყინრის მიმართ!.. და უფალი იესო ქრისტე ამით გვაძლევს მცნებას: სულიერად ნაცემი და განძარცვული ადამიანი კი არ განვიკითხოთ და ვლანძღოთ, არამედ სიყვარულით და თანალმობით ვეცადოთ, დავეხმაროთ მისი წყლულების განკურნებაში"

/მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 26 2024, 12:51 PM
პოსტი #44


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დილით, მოვისმინეთ მეზვერისა და ფარისევლის იგავი, რომელიც თავმდაბლობაზე მოგვითხრობს. ყველამ იცით და ამიტომ მას ხელახლა აღარ მოვყვები. ერთადერთი, რაზეც მინდა, ყურადღება მიგაქცევინოთ, ისაა, ფარისეველს რომ ეგონა, ღმერთი ვიციო. ეგონა, რომ ღმერთი მისი მეგობარია და რომ თავადაც ღმერთის მეგობარია. და, ამ დროს, ჩადენილ ცოდვებს, ის კი არ ინანიებდა არამედ მეზვერე.

ფარისეველს ეგონა, რომ ღმერთი შეიცნო, სინამდვილეში კი ცდებოდა, რადგან ღმერთის შეცნობა არცთუ იოლია. ფარისეველი ძველი აღთქმის მარტივ წესებს აღასრულებდა და ამპარტავნებით მიაჩნდა, რომ ღმერთი მასთან ვალშია. ალბათ, ღმერთი მას წარმოედგინა მოლარედ, რომელიც თავის დავთრებში ამოწმებს, ვისი ვალი აკისრია თავად, ან ვინაა მისი მოვალე. ეს ასე არ ხდება.

"ღვთისმოსავი" ფარისეველი სიტყვებით "არა ვარ, ვითარცა სხუანი კაცნი" გულისხმობდა, რომ მას არ სჭირდებოდა ღმერთი, რომელიც თავმდაბლობაა. და, შესაბამისად, რაკი არავითარი თავმდაბლობა არ სჭირდებოდა, ის არც ღმერთის საჭიროებას გრძნობდა. მან უგულებელყო ღმერთი და მის გარეშე დარჩა. მან შეისწავლა რჯული, მაგრამ არასოდეს დაფიქრებულა იმაზე, თუ როგორია ჭეშმარიტი ღმერთის ცხოვრება.

ხოლო მეზვერე, თუმცა ცოდვის ჭაობში იყო ჩაფლული, ღმერთს შესთხოვდა: ღმერთო, მოწყალეო! მილხინე ცოდვილსა ამას! და მაშინვე მისმა გატანჯულმა გულმა, ვნებათა და ცოდვათა ბიწით შემწიკვლულმა, დაღლილმა და უიმედომ, სიღრიმესულად შეიგრძნო, რომ შენდობილია მხოლოდ ამ ერთი მოკლე აღსარებისა და თავმდაბლობის გამო. ღმერთმა მეზვერეს, მართლაც, შეუნდო ცოდვები. და ის, შენდობილი, ანუ ღმერთის მიერ აღიარებული, შინ დაბურნდა. ის წყვდიადში ცხოვრობდა, მაგრამ თავმდაბლობამ სამოთხეში შეიყვანა, ღმერთის სიახლოვითა და სინათლით დააჯილდოვა იგი"

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V < 1 2 3
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th March 2024 - 01:44 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი