თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესია-მონასტრები, სიწმინდეები _ ძამის ხეობა

პოსტის ავტორი: Irakliiii თარიღი: May 8 2012, 01:36 PM

იქნებ დამეხმაროთ და მითხრათ თუ იცით სად არის ეს ხეობა?
http://www.youtube.com/watch?v=l4Wp0qxXOEE

პოსტის ავტორი: ანანო თარიღი: May 8 2012, 02:46 PM

Irakliiii

ყინწვისი გეცოდინება
სანამ ყინწვისში გადაუხვევ,გზა იყოფა
მარცხენა ყინწვისში აგიყვანს, თუ მარჯვნივ გადაუხვევ
ძამას ხეობაში შედიხარ
სულ 39 მონასტერია,ხეობის დასაწყისში არის დედათა მონასტერი
დანარჩენი ყველა მამათა მონასტერია

რაც შეეხება კავშირგაბმულობას, დედათა მონასტერს რომ გაცდები
ტელეფონი აღარ იჭერს,არც მაგთი, არც ჯეოსელი
ძალიან ლამაზი ხეობაა

პოსტის ავტორი: Irakliiii თარიღი: May 8 2012, 09:14 PM

დიდი მადლობა

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 11 2012, 07:39 PM

აღარ შემოსულა ირაკლი როგორც ჩანს ამ კითხვის დასმის მერე...

პოსტის ავტორი: lch თარიღი: Jul 11 2012, 09:32 PM

ანანო

ციტატა
სულ 39 მონასტერია,ხეობის დასაწყისში არის დედათა მონასტერი
დანარჩენი ყველა მამათა მონასტერია


ხეობის დასაწყისში არის ორთუბნის დედათა მონასტერი, შემდეგ მერეს დედათა მონასტერ, სემდეგ გვერძინეთის...

ციტატა
რაც შეეხება კავშირგაბმულობას, დედათა მონასტერს რომ გაცდები
ტელეფონი აღარ იჭერს,არც მაგთი, არც ჯეოსელი


ასე იყო დასაწყისში, 2000-იანი წლების დასაწყისში, სამონასტრო მოღვაწეობა რო იწყებოდა ძამის ხეობაში, ეხლა კი გარდა განსაკუთრებულად მიუვალი ადგილებისა, კავშირგაბმულობა ყველგან არის...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 12 2012, 12:12 AM

ციტატა
ასე იყო დასაწყისში, 2000-იანი წლების დასაწყისში, სამონასტრო მოღვაწეობა რო იწყებოდა ძამის ხეობაში, ეხლა კი გარდა განსაკუთრებულად მიუვალი ადგილებისა, კავშირგაბმულობა ყველგან არის...

საიდანა ხარ შენ?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 12 2012, 01:51 PM

ძამის ხეობას მეუფე იობის საოცრად მადლიანი ხელი ატყვია!!!! wub.gif თვითონ მეუფე კი უფლისხელშენავლებია smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 12 2012, 01:55 PM

ციტატა(A.V.M @ Jul 12 2012, 02:53 PM) *

სასწაულია ძამის ხეობა...

ამდენი მონასტერი ერთ ხეობაში.ბევრ ეპარქიაში ერთად აღებული არ იქნება მაგდენი...


მართლაც რომ სასწაულია... smile.gif შეიძლება ითქვას, რომ ქართული ათონის მთაა smile.gif

პოსტის ავტორი: ანანო თარიღი: Jul 12 2012, 02:07 PM

lch

ციტატა
ასე იყო დასაწყისში, 2000-იანი წლების დასაწყისში, სამონასტრო მოღვაწეობა რო იწყებოდა ძამის ხეობაში, ეხლა კი გარდა განსაკუთრებულად მიუვალი ადგილებისა, კავშირგაბმულობა ყველგან არის...

შარშან ვიყავი მარტში,გაუვალ თოვლში
ტელეფონი არსად იჭერდა
სანამ ხეობიდან გამოვიდოდით, ოჯახის წევრები გულგახეთქილები გველოდნენ
ჩემს თავზე რომ არ გამომეცადა,ესე დარწმუნებით არ ვილაპარაკებდი smile.gif




ხეობაზე ესეთი ინფორმაცია გავრცელდა
http://www.kvirispalitra.ge/eka-lomidzis-blogi/12880-dzamis-kheoba-athonis-mthasavith-chaiketebao.html

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 12 2012, 02:17 PM

ანანო

არამგონია ძამის ხეობა ჩაიკეტოს ქალებისთვის, იქ ხომ დედათა მონასტრებიცაა...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 12 2012, 02:24 PM

ციტატა
არამგონია ძამის ხეობა ჩაიკეტოს ქალებისთვის, იქ ხომ დედათა მონასტრებიცაა...

ეგ უნდა მეთქვა...

(თუმცა თუ დედათა მონასტრებს სხვაგან გადაიტანებენ მაშინ ვფიქრობ რომ კარგი იქნება)

(ქალები არ გამიბრაზდეთ ახლა...) biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ანანო თარიღი: Jul 12 2012, 02:25 PM

ციტატა(marine @ Jul 12 2012, 03:17 PM) *

ანანო

არამგონია ძამის ხეობა ჩაიკეტოს ქალებისთვის, იქ ხომ დედათა მონასტრებიცაა...

ხშირად ვრცელდება ეს ხმები
სიმართლე გითხრათ, არ გამიკვირდება smile.gif
საოცარი ადგილია, მოჯადოებული წამოვედი
სულ იქ მინდა წასვლა rolleyes.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 12 2012, 03:31 PM

ციტატა(ანანო @ Jul 12 2012, 03:25 PM) *

ხშირად ვრცელდება ეს ხმები
სიმართლე გითხრათ, არ გამიკვირდება smile.gif
საოცარი ადგილია, მოჯადოებული წამოვედი
სულ იქ მინდა წასვლა rolleyes.gif


მე ქოზიფაში, ყინწვისში და ორთუბანში ვარ ნამყოფი და მიღებული შთაბეჭდილება არ მავიწყდება smile.gif

პოსტის ავტორი: სიდონია თარიღი: Oct 31 2012, 05:28 PM

როგორ მინდა წასვლა ძამას ხეობაში, ფორუმელებო, ხო არ გეგმავთ ლაშქრობას?!

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Oct 31 2012, 07:22 PM

მე ვიყავი ბატეთის ტბაზე.... რამდენი მამათა მონასტერია, პირდაპირ შემშურდა... ულამაზეს ხეობაში არიან, ლამის იზოლირებულები happy.gif
არაფერი არ იჭერს, გზა მაინცდამაინც კარგი არაა, მანქანა ძლივს დადის....

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 1 2012, 01:25 AM

სიდონია

ციტატა
როგორ მინდა წასვლა ძამას ხეობაში, ფორუმელებო, ხო არ გეგმავთ ლაშქრობას?

ძამის ხეობაში არა. მაგრამ გასვლა იგეგმება და ვნახოთ რა გამოვა...

პოსტის ავტორი: სიდონია თარიღი: Nov 1 2012, 11:20 AM

ბატეთის ტბა არის ჩემი სიყვარული,
ავმ,
იქნებ მოახერხო ერთდღიანი ბატეთის ტბის ტური?!
ორგანიზებას თემის გახსნას ვგულისხმობ
ეს ახლა იქნება ულამაზესი, ძაალიან, ძააალიან ლამაზი.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 2 2012, 01:54 AM

სიდონია
გასვლების ტურებს მე არ ვკურირებ ბატონო ჩემო .
თან ერთი იგეგმება უკვე . დამუშავების პროცესშია და სანამ ის არ განხორციელდება სხვაზე ვერ ვიფიქრებთ.

პოსტის ავტორი: სიდონია თარიღი: Nov 2 2012, 10:43 AM

კაი გენაცვალე ბოდიში.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2016, 10:17 AM

"ბერების რესპუბლიკა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 19 2017, 01:33 PM

"ძამის ხეობა ძალიან მადლიანია თავისი მონასტრებით, ძალიან ბევრი მონასტერი აიგო უფლის წყალობით და ბევრს აქვს სურვილი აქ მოღვაწეობისა, მათ შორის უცხოელ ბერ-მონაზვნებს. ცნობილია, რომ ბოლო ჟამს მხოლოდ საქართველო იქნება მართლმადიდებლური ქვეყანა,აქ განიდიდება უფალი მართლმადიდებლობით, ჭეშმარიტი სარწმუნოებით. არის წინასწარმეტყველება, რომ სხვა ქვეყნის ჭეშმარიტი ბერები და მონაზვნები საქართველოში ჩამოვლენ უფლის სადიდებლად.
ერთმა რუმინელმა ბერმა, რომელმაც ინტერნეტით ნახა ჩვენი ხეობა, წერილი მოგვწერა - ეს ის ადგილია, სადაც ჩვენ მოგვიწევს საბოლოოდ დამკვიდრება და ყოფნაო. ჩვენთან მოღვაწეობენ უკვე სხვა ქვეყნის მართლმადიდებლური ეკლესიის ბერები. ახლახან ბრძანდებოდა ლატვიელი დეკანოზი, რომელმაც ბერობის სურვილი გამოთქვა და სურს ძამის ხეობაში იმოღვაწეოს. ვმადლობთ უფალს, რომ ეს ადგილი კურთხეული გახდა. რა თქმა უნდა, საქართველოში არის სხვა წმინდა ადგილები, მაგრამ ასეთი სიმრავლე მონასტრებისა ერთადერთია და ვმადლობთ უფალს წყალობისთვის."

/მეუფე იობი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 17 2017, 12:28 PM

"ოკრობოკრო, აღმართდაღმართიანი ადგილების გარდა, მდინარე ძამის პატარ-პატარა შენაკადების გაშხაფუნებაც დაგვჭირდა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 7 2017, 06:12 PM

"დიახ, ჩვენ ავაშენეთ ქალაქი მონაზონთა - მზოვრეთი!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2018, 03:33 PM

"ძამის ხეობაში გგონია, ბერ-მონაზონთა ქალაქში მოგზაურობდე"

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)