ძალა მოწყალებისა... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ძალა მოწყალებისა... |
marine |
Dec 16 2023, 07:14 PM
პოსტი
#741
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"გაჩუქების, ქველმოქმედების ნიჭი ღვთივბოძებული, მადლმოსილი ნიჭია"
/აკაკი მინდიაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 30 2023, 07:51 PM
პოსტი
#742
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"...თუ შიშველი, მშიერი ან უბედურებაში ჩავარდნილი იუდეველი, მუსლიმანი ან კათოლიკე დაინახო, ყველას მიმართ იყავი მოწყალე, როგორც შეგიძლია, დაიხსენი გაჭირვებისაგან და ღმერთი გადაგიხდის, ვინაიდან თვით უფალიც წყალობს არა მხოლოდ მართლმადიდებლებს, არამედ შეცდომილებსაც. თუკი ვინმე გეტყვის, ჩვენი და თქვენი სარწმუნოება უფლისგანააო, ასე უპასუხე: შეხედე რას ამბობს წმიდა წერილი: "ერთ არს უფალ, ერთ არს სარწმუნოება, ერთ ნათლისღება" (ეფეს. 4.5)
/ღირსი თეოდოსი პეჩორელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 8 2024, 05:42 PM
პოსტი
#743
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მამა პაისს [ათონელი] ღვთის განგებისა და მოწყალების მტკიცე რწმენა ჰქონდა. ამბობდა: "ასიდან ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული: ვინმეს რომ ჩემი თბილი სამოსი მივცე, კალივში მისვლამდე უფალი ახალს გამომიგზავნის".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 10 2024, 06:49 PM
პოსტი
#744
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"კეტი პატერა იგონებს: "მამა პაისი [ათონელი] უსაზღვროდ გულმოწყალე იყო. ერთხელ, თბილი მოსასხამი მოვუქსოვე. მას გზაზე ერთი ავადმყოფი ქალი შეხვდა, შეებრალა არ გაყინულიყო და თავისი თბილი მოსასხამი მისცა. მას სხვა რამეებიც მივეცი, მაგრამ პირველ შემხვედრებს დაურიგა"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 23 2024, 07:17 PM
პოსტი
#745
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ადამიანები უმიზნოდ ფლანგავენ ფულს და არ ფიქრობენ უპოვარ მოყვასზე. ყოველივე ამის შემდეგ როგორღა მივა მათთან მადლი ღვთისა?! ადამიანს რომც ჰქონდეს ოჯახი, მან მაინც უნდა მოახერხოს და დაზოგოს ფული, რათა სხვების მიმართ მოწყალება გამოავლინოს. მან უნდა მოახერხოს და აუხსნას საკუთარ ცოლსა და შვილებს, რომ სადღაც ყველასაგან მიტოვებული სნეული ადამიანი ან - უაღრესად გაჭირვებული ღატაკი ოჯახი ცხოვრობს. და თუკი მათ არ აქვთ იმდენი ფული, რომ უბედურებს დაეხმარონ, ეს მანაც უნდა თქვას: "მოდი, ამ საწყლებს რაიმე ქრისტიანული წიგნი მაინც ვაჩუქოთ, ასეთი წიგნი ხომ ძალიან ბვერი გვაქვს". გაჭირვებულისათვის მოწყალების გაღებით ადამიანი საკუთარ თავსაც ეხმარება და თავის ოჯახსაც"
/ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 30 2024, 05:55 PM
პოსტი
#746
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ერთი მდიდარი ჭაბუკი დიდი ხნის ავადმყოფობის შემდეგ გამოჯანმრთელდა. როდესაც გაჯანსაღებული და გახარებული აყვავებულ ბაღში გამოვიდა, გრძნობები ვერ შეიკავა, ხელები ზეცად აღმართა და გულიდან შეჰღაღადა:
- ღმერთი, მადლობელი ვარ შენი სიკეთისთვის! ნეტავ შემეძლოს შენთვის რაიმე საქმით სამაგიეროს გადახდა! მისი სიტყვები მებაღემ გაიგონა, ხელი ჩასჭიდა, ბაღიდან გაიყვანა და ღარიბების უბანში წაიყვანა. - აი, შვილო, აქ შეგიძლია ღმერთს სამაგიერო გადაუხადო. ჭაბუკმა უხვად გაიღო მოწყალება. - მომავალშიც ასე მოიქეცი, - ღიმილით დაარიგა მოხუცმა მებაღემ, - მადლობა ღმერთს აღუვლინე, მადლიერება კი ადამიანების მიმართ გამოავლინე" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 31 2024, 07:49 PM
პოსტი
#747
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"როდესაც მამა ამბროსის [ოპტინელი] აღსარებაზე ეუბნებოდნენ, რომ სიძუნწე უტევდათ, ის ასწავლიდა:
- გაეცი, რამდენიც შეგიძლია, რასაც სული მოგთხოვს. მავანმა მწირმა მოწყალება ითხოვა; ერთი ძუნწი შეხვდა და ძველი თავსაბური მისცა, მეორემ, კეთილმა, ყველაფერი მისცა, რაც მწირს სჭირდებოდა და სთხოვა. როგორც კი იგი წავიდა, ხანძარი გაჩნდა და ყველაფერი დაეწვათ. მწირი დაბრუნდა, რაც მათგან მიიღო, ყველაფერი უკან დაუბრუნა - კეთილს თითქმის მთელი ქონება, ძუნწს კი თავისი ძველი თავსაბური" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 15 2024, 12:26 PM
პოსტი
#748
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ასაკისა და ფიზიკური სისუსტის მიუხედავად, ხანდაზმული ეფრემი [არიზონელი] არა მხოლოდ მუდმივად ღებულობდა ადამიანებს თავის მონასტერში, არამედ ხშირად თავად მიდიოდა ხოლმე ადამიანების დასახმარებლად. ამ გასვლებს იგი ხუმრობით "ნადირობას" უწოდებდა. მანქანაში საკვებით სავსე პარკებს ჩატვირთავდა ხოლმე და გაჭირვებული ადამიანების მოსაძებნად მიეშურებოდა. როდესაც ღარიბს იპოვნიდა, უხაროდა და საკვებით სავსე პაკეტებითა და ფულით ასაჩუქრებდა. თუ დღეში ოცდაათ ადამიანს დაეხმარებოდა, მონასტერში კმაყოფილი ბრუნდებოდა, მაგარმ თუ 2-3 ადამიანის მეტს ვერ შეხვდებოდა, დაღონებული იყო, რადგან "ნადირობას" უიღბლოდ ჩაევლო. მადლიერი ადამიანები შემდეგ მოწყალე მამა ეფრემს მოანსტერში სტუმრობდნენ.
იგი ჩვენი დროის წმინდა ნიკოლოზის დარი იყო და ადამიანები მას სიცოცხლეშივე მოციქულთასწორად მიიჩნევდნენ" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 8 2024, 11:29 AM
პოსტი
#749
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სერაფიმ საროველი თავის მხრივ გვირჩევდა: "თუ არაფერი გაქვს თან, რომ მისცე მათხოვარს, ილოცე მისთვის"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 9 2024, 08:15 PM
პოსტი
#750
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"უფალმა უთხრა უმოწყალო ხალხს: წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი, ანუ სჯობს იყავით მოწყალენი ერთმანეთის მიმართ, ვიდრე მე შემომწიროთ მსხვერპლი. აი, ასე უყვარს უფალს თავისი ხალხი! ჩვენს მოწყალებას სხვების მიმართ ის მისთვის მირთმეულ მსხვერპლად მიითვლის. მის გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ ვიყოთ მოწყალენი სხვების მიმართ. ჩვენი სწორი წარმოდგენა ადამიანებზე, როგორც ძმებზე, აღმოცენდება ჩვენს სწორ წარმოდგენაზე უფალზე, როგორც მამაზე. ამრიგად, ვინმეს მიმართ ჩვენი კეთილი საქმეების ყოველ წრეს ყოველთვის აქვს თავისი ცენტრი ღმერთში.
მაგრამ, როგორადაც ნათელია ღმრთის მცნება მოწყალების შესახებ, იმდენად ცხადია მისი მუქარა უმოწყალოთადმი. ეს მოციქულმა იაკობმა ასე გამოხატა: უმოწყალოთათვის იქნება უმოწყალო სამსჯავრო (იაკ. 2:13). მოწყალეს კი საშინელ სამსჯავროზე შეიწყალებენ. მოწყალე შეწყალებული იქნება ქრისტეს უკვდავ სამეფოში და მუდამ საყვარელი იქნება ანგელოზებისა და მართლებისათვის" /წმ. ნიკოლოზ სერბი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 10 2024, 06:21 PM
პოსტი
#751
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ვინც მიწიერ სიმდიდრეს მეტად აფასებს ვიდრე სულს, მას არ შეუძლია იყოს მოწყალე"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 26 2024, 03:23 PM
პოსტი
#752
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თუკი ადამიანი არის უზრუნველყოფილი და გასცემს მოწყალებას, ჯერ კიდევ ვერ გავიგებთ, აქვს მას სიყვარული თუ არა, რადგან ეს მოწყალება შეიძლება იყოს არა სიყვარულით ნაკარნახევი, არამედ რაღაცისგან გასათავისუფლებლად. სიყვარული მაშინ ჩანს , როცა ადამიანი გასცემს მაშინ, როცა თავად გაჭირვებულია.
დავუშვათ, მე ვთვლი, რომ მაქვს სიყვარული. ღმერთი ჩემი სიყვარულის გამოსაცდელად გამომიგზავნის გლახაკს. თუ მე მაქვს, ვთქვათ, ორი საათი - ერთი კარგი, მეორე კი ცოტა შელახული და გლახაკს მივცემ დაზიანებულს, ეს ნიშნავს, რომ ჩემი სიყვარული მეორე ხარისხოვანია. თუკი მე მაქვს ნამდვილი სიყვარული, მე გლახაკს მოვცემ კარგ საათს. თუმცა ჩვენ ხშირად ასე ვმსჯელობთ: - კარგი როგო მივცე? მას საერთოდ არ აქვს და ის შელახულიც ივარგებს. და ასე ვაძლევ ძველ საათს. როცა ასე იქცევი, შენში ჯერ კიდევ ცოცხლობს ძველი კაცი, მაგრამ თუკი ახალს გავაჩუქებ, მაშინ უკვე ახალი, აღორძინებული კაცი ხარ. ხოლო თუკი შენ არცერთს არ გაიმეტებ გასაჩუქებლად - ასეთი მდგომარეობა ჯოჯოხეთურია" /ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 14 2024, 02:42 PM
პოსტი
#753
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მუდმივად ეძებე წყალობის, სიყვარულისა და თანადგომის საქმენი, - მათ გარეშე ღმერთისთვის სათნო ვერ იქნები. ყველასათვის მზესავით იყავი; წყალობა ყველა მსხვერპლზე აღმატებულია"
/ოპტინელი ბერ-მოძღვრები/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 15 2024, 08:47 PM
პოსტი
#754
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თუკი ვინმეს ოდესმე რაიმე წყალობას გაუკეთებთ, იმისთვის თქვენც შეიწყალებით"
/ღირსი მოსე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 22 2024, 09:27 PM
პოსტი
#755
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"როცა მონასტერში ჩავედი, ძლიერი შიმშილის გრძნობა ვიგრძენი. იქ კი, შესასვლელთან შორიახლოს საცხობი იყო. დავდექი რიგში და როცა გამყიდველს მივუახლოვდი, ვიღაც მამაკაცი ჩემს წინ ჩადგა რიგში.
- მე ვიდექი, ახლახან უკვე ვიყიდე და უკაცრავად, მიმიშვით, - ამბობდა ის. - საძაგელი კაცი! თავგადაპარსული, საფულე კი ჩემი ჩანთის ხელა ჰქონდა, თან ოდეკოლონის სუნს აფრქვევდა... - გეთაყვა, ორი ყავა მომაწოდეთ, უთხრა გამყიდველს. - ხსნადი? - ჰკითხა მან. - ნატურალური, ყველაზე უკეთესი, - თავი გამოიჩინა კაცმა. მან ასევე შეუკვეთა რაღაც ნამცხვრები, ფუნთუშები - უამრავი რამ... - რა, ცოლი ან საყვარელი ვერ გიცხობს? - ვფიქრობდი გაბრაზებული გულში, - და საერთოდ, აღსარებაზე მეჩქარება. ამის ფიქრისას მას ისეთი სახით ვუყურებდი, რომ ფერფლად უნდა ქცეულიყო. მაგრამ მან არც კი შემომხედა - ვიფიქრე, თავს არ მიყადრებდა. როგორც იქნა, მან იყიდა ყველაფერი და წავიდა. ავიღე ჩაი და ვიმზირებოდი ფანჯარაში. და რას ვხედავ: ეს თავხედი კაცი ყველაზე უკეთეს ყავას მათხოვრებს ურიგებს, ასევე ნუგბარიც გაუნაწილა. მე შევცბი, ვერ მოვითმინე და მათთან მივედი. - ეს ყველაფერი ამათთვის იყიდეთ? - ვკითხე მას. - დიახ. დღეს დაბადების დღე მაქვს და დავპატიჟე, - მიპასუხა მან. ის სრულებით ფხიზელი იყო. - გილოცავთ! შეიძლება თქვენთან ვიდგე? - კვლავ ვკითხე. - დიახ, რა თქმა უნდა, - მიპასუხა ასევე. ვუსმენდი ამ კაცს, როგორ გამოჰკითხა მათხოვრებს, თუ ვინ იყვნენ და რა შეემთხვათ. ჩვენ მოგვიახლოვდა ორი ბებია, რომლებიც ასევე მიდიოდნენ მონასტერში. მათ უთხრეს მათხოვრებს, რომ ასეთი ცხოვრება შეეცვალათ და ემუშავათ. მეც მხარი ავუბი. იმ მელოტმა კაცმა კი, სანამ ჩვენ მორალს ვუკითხავდით, შარვალი აუწია თავის მეგობარს და გამოჩნდა, რომ მას მთელი ფეხი დამპალი ჰქონდა. მან დაიწყო ხელით გასინჯვა. მე ვერ მოვითმინე და ვკითხე: - არ გეშინიათ? - მე ექიმი ვარ, - მიპასუხა. შემდეგ მან რაღაც წამალი გამოუწერა მათხოვარს და ფულიც მისცა. ვუყურებდი ამ კაცს და ვფიქრობდი - რა კეთილი თვალები აქვს, მე კი გულში როგორ განვიკითხავდი მეთქი. გლახაკები კმაყოფილები დარჩნენ - ეამათ ყავა ფუნთუშებთან ერთად. მე კი წავბანცალდი ჩემს აღსარებაზე, მაგრამ ვერევი კი ჩემს ნაკლოვანებებს?..." /ელენა კუჩერენკო/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 2 2024, 06:38 PM
პოსტი
#756
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ამ ქვეყანაზე ჩვენი სინამდვილეში არაფერია. ამიტომაც, როდესაც ადამიანი გვერდზე მყოფს რაიმეს დასახმარებლად აძლევს, თავად განიცდის განუზომელ სულიერ სიხარულს"
/წმ. ნექტარიოს პენტაპოლელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 8 2024, 08:25 PM
პოსტი
#757
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ერთხელ, კვირადღეს, წმინდა ნიკოლოზის ტაძარში ლიტურგიის დასრულების შემდეგ წმინდა ნექტარიოსი დედაჩემს ეწვია ყავის დასალევად. დეიდამ ლანგრით გამოიტანა ნაირგვარი ნამცხვარი და ბაღში ჟასმინების ქვეშ გაწყობილ პატარა მაგიდაზე დადო. მოულოდნელად ვიღაცამ კარიბჭეზე დააკაკუნა - ეს იყო ბოშა ქალი. დეიდამ საფულედან მონეტა ამოიღო და გაუწოდა. წმინდა ნექტარიოსმა ხელი დაუჭირა და მკაცრად უთხრა:
" - რას შვები, ფანი?!" " - მეუფე, მინდა დავეხმარო"! " - ასე არ შეიძლება! აიღე ლანგარი, მიართვი, და გვერდით მიუჯექი. არ ადგე, ვიდრე ჭამას არ დაასრულებს". დეიდაც ასე მოიქცა, გაისტუმრა ბოშა, თავიდან გამოიტანა ტკბილეული და მეუფეს გაუმარსპინძლდა" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 9 2024, 11:37 AM
პოსტი
#758
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"გაეცით მოწყალება და გახადეთ თქვენი საუნჯე ულევი"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 17 2024, 04:32 PM
პოსტი
#759
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ნეტარი იერონიმე განმარტავს: "უკიდურესი სიღატაკის გამო გაღებული ნებისმიერი მცირედი მოწყალებაც კი მოწყალებაა". უფრო მეტიც, ალბათ, მხოლოდ ასეთია მოწყალება. რადგან ის, ვინც მდიდარია, თითქოს არაფერს გაიღებს. ის თავისი "ქველმოქმედებით" ყიდულობს ადამიანების კეთილგანწყობას, რასაც თავისი მიზნებისათვის იყენებს. როგორც ჩანს, ჭეშმარიტად სულიერად მდიდარი მხოლოდ ღარიბი ადამიანი შეიძლება იყოს"

#760

მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:04 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი