IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> ეკლესიის ერთიანობის შესახებ, წმ. კვიპრიანე კართაგენელი
afxazi
პოსტი Aug 19 2009, 12:15 PM
პოსტი #1


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



მინდა ნაწყვეტები გაგაცნოთ წმ. კვიპრიანე კართაგანელი უმნიშვნელოვანესი შრომიდან "ეკლესიის ერთიანობის შესახებ", რომელიც ზოგადად ერთსულოვნების შენარჩუნებას ეძღვნება ერთი ეკლესიის საფარველის ქვეშ.


"განა შეუძლია მას, ვინც არ იცავს ეკლესიის ერთიანობას, ჩათვალოს, რომ სარწმუნოებას იცავს? ან რა იმედი უნდა ჰქონდეს მას, ვინც უპირისპირდება და ეწინააღმდეგება ეკლესიას, რომ ამის მიუხედავად, მაინც ეკლესიის წევრია? და ეს მაშინ როცა პავლე მოციქული ეკლესიის შესახებ ამბობს: "ერთ ხორც და ერთ სულ, ვითარცა-იგი იჩინენით, ერთითა მით სასოებითა ჩინებისა თქუენისათა; ერთ არს უფალი, ერთ არს სარწმუნოება, ერთ ნათლისღება, ერთ არს ღმერთი" (ეფეს. 4, 4-6). მტკიცედ უნდა დავიცვათ და დავიმარხოთ ეს ერთიანობა; ნურავინ ტყუილს ნუ აჰყვება ჩვენო ძმებო! ნურავინ დაემუქრება სარწმუნოების ჭეშმარიტებას მუხანათური მზაკვრობით! ერთია ეკლესია, თუმცა მორწმუნეთა გამრავლებისას იგი ნაწილებად იყოფა. ისევე როგორც მზეს მრავალი სხივი აქვს, მაგრამ ნათელი მისი ერთია, ხეს ბევრი ტოტი აქვს, ტანი კი - ერთი, მყარად ფესვგადგმული, მრავალი ნაკადული გამოდის წყაროს სათავიდან და თუმცა წყალის სიუხვეს ამ ნაკადულთა სიმრავლე ქმნის, სათავე მათი მაინც ერთია. სცადე და მოსწყვიტე მზის სხივი თავის საწყისს - ცალკე ის ვერ იარსებებს, მოტეხილი ტოტი მოკვდება, სათავეს მოშორებული ნაკადული მყისვე დაშრება. ასევე ეკლესია, უფლის ნათლით გაბრწყინებული, მთელ ქვეყანას ჰფენს თავის სხივებს, მაგრამ თვით ნათელი, საიდანაც გამოდის ეს სხივები, ერთია და მისი ერთიანობა დაურღვეველი რჩება. მთელ ქვეყანას სწვდება მისი ტოტები, ნაყოფით დახუნძლული, შორს მიედინება მისგან გამოსული მდინარეები, და ამასთან სათავე ერთია, ერთია საწყისი, ერთია დედა, ნაყოფიერებით განმდიდრებული. ჩვენც მისგან ვიშვებით, მისი რძით ვიკვებებით, მისივე სულით განვსულიერდებით. სძალი ქრისტეში შეუძლებელია დამახინჯდეს, იგი სუფთა და განუხრწნელია, ერთი სახლი აქვს და უბიწოდ ინახავს ერთი სარეცელის სიწმინდეს. იგი ღმერთისათვის გვინახავს - სასუფევისთვის ამზადებს თავისგან შობილთ. ყოველი ვინც განეშორება ეკლესიას, მემრუშე ცოლს ემსგავსება და უცხო ექმნება ეკლესიის აღთქმას. ვინც განუდგება ეკლესიას, ის აკლდება ქრისტეს მიერ დაპირებულ ჯილდოს, იგი უცხოა, უხმარი, მტერი ეკლესიისა. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, იმისთვის ღმერთი ვერ იქნება მამა...

იტყვის უფალი: "მე და მამაი ჩემი ერთ ვართ" (იოანე, 10,30). სხვა ადგილას მამისა, ძისა და სულიწმინდის შესახებ წერია: "ესე სამნი ერთ არიან" (I იოანე, 5,7) (სხვათაშორის სახარების ეს ციტატა იეღოველებს მოგვიანებით ჩამატებულად რომ მიაჩნიათ, აგერ III ს-ის შუა წლებში აღსრულებული კვიპრიანე აშკარად იმოწმებს). ვინ იფიქრებს, რომ ეს ერთიანობა, რომელიც ღმრთაებრივ უცვალებლობაზეა დამყარებული და ზეციურ საიდუმლოებებთანაა შეერთებული, განა შეიძლება დაირღვეს და დანაწევრდეს იმის გამო, რომ ეკლესიაში მეტოქე მხარეები ვერ შეთანხმდნენ? არა, ამ ერთიანობის დამარღვეველი არ ინახავს საღმრთო სჯულს, არ იცავს მამისა და ძის რწმენას, არ ადგას ცხონების ჭეშმარიტ გზას. ეს საიდუმლო ერთიანობისა, ეს განუყოფელი თანხმობა ასახულია სახარებისეულ ამბავში, ქრისტეს კვართის შესახებ. კვართი არ გაუყვიათ და არ დაუნაწილებიათ, არამედ წილად ხვდა მთლიანად ერთ კაცს, და განუყოფელი და დაუნაწევრებელი დარჩა. ამ კვართს მამისაგან ჰქონდა მაღლით მიცემული ერთიანობა და ამიტომ არ შეიძლებოდა დაენაწევრებინათ იმათ, ვისაც ის ერგო, არამედ ერთხელ და სამუდამოდ დარჩა მთლიანი და განუყოფელი. ამიტომ შეუძლებელია ქრისტეს სამოსი ჰქონდეს იმას, ვინც ქრისტეს ეკლესიას არღვევს. თავისი კვართის საიდუმლოთი უფალმა ეკლესიის ერთიანობაზე მიგვანიშნა.

ვინაა იმდენად უსჯულო და ორგული, ვინ შეუპყრია ისე ძალუმად განხეთქილების ჩამოგდების ვნებას, რომ შესაძლებლად მიაჩნია, ანდა კადნიერება დაარღვიოს ღმრთაებრივი ერთიანობა, უფლის კვართი - ეკლესია ქრისტესი?

ერთ არს ღმერთი, ერთ არს ქრისტე, ერთ არს მისი ეკლესია, ერთ არს სარწმუნოება და ერთ არს ერი, რომელიც სხეულის მთლიანობაშია შეერთებული თანხმობის კავშირით. ერთიანობა არ უნდა დაირღვეს, ისევე არ უნდა დანაწევრდეს ერთი სხეულიც კავშირების დაშლით, არ უნდა დაქუცმაცდეს პატარ-პატარა ნაწილებად: ყოველივე რაც მაცოცხლებელ საწყისს მოშორდა, კარგავს სიცოცხლის საწყისს და განცალკევებით ვეღარ განაგრძობს არსებობას. ძე მშვიდობისა მშვიდობას უნდა ეძიებდეს, სიყვარულის კავშირი ვინც შეიცნო და შეიყვარა, იმან უნდა დააყენოს ენა თვისი სასტიკი განხეთქილების ჩამოგდებისგან. როდესაც უკვე მოახლოვდა ჟამი ვნებისა, უფალმა თავის სხვა სწავლებებსა და მაცხოვნებელ შეგონებებთან ერთად ესეც გვითხრა: "მშვიდობასა დაგიტევებ თქუენ, მშვიდობასა ჩემსა მიგცემ თქუენ" (იოანე 14,27). ასეთი მემკვიდრეობა დაგვიტოვა ქრისტემ! მშვიდობის შენარჩუნებაში მან იგულისხმა თავის აღთქმათა ყველა ნიჭი და ჯილდო. ამგვარად თუკი ჩვენ ქრისტეს მემკვიდრენი ვართ, ქრისტეს მშვიდობა უნდა დავიმარხოთ, თუ ვართ ძენი ღმრთისანი, მშვიდობისმყოფელნიც უნდა ვიყოთ.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Aug 20 2009, 12:28 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



მაგარია, გაიხარე smile.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Aug 20 2009, 12:36 AM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



პირდაპირობა მიყვარს ძმაო აფხაზ და ვინაიდან მეჩვენება, რომ ეს თემა გაიხსნა იმ თემის საპასუხოდ, ერთს დავამატებდი - როდესაც კვიპრიანე ამბობს: "ვინც უპირისპირდება და ეწინააღმდეგება ეკლესიას" - გულისხმობს არა იერარქიას, როგორც ადმინისტრაციას, არამეტ იერარქიას, როგორც წმინდა სწავლების დამცველს.

თუ იერარქი ამბობს რაიმე არასწორს - მასთან შეწინააღმდეგება არ ნიშნავს ეკლესიის სწავლების საწინააღმეგოდ წასვლას. ისევე როგორც მე ვთვლი, რომ ის ნიშა დასადგმელი არ იყო - არ ნიშნავს, რომ მე ეკლესიას ვუპირისპირდები. ეკლესია ადმინისტრაცია არაა - პატრიარქი პაპი არაა და ჩვენ კათოლიკები არ ვართ.


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Aug 20 2009, 01:02 PM
პოსტი #4


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



კანუდოსელი
ციტატა
თუ იერარქი ამბობს რაიმე არასწორს - მასთან შეწინააღმდეგება არ ნიშნავს ეკლესიის სწავლების საწინააღმეგოდ წასვლას. ისევე როგორც მე ვთვლი, რომ ის ნიშა დასადგმელი არ იყო - არ ნიშნავს, რომ მე ეკლესიას ვუპირისპირდები. ეკლესია ადმინისტრაცია არაა - პატრიარქი პაპი არაა და ჩვენ კათოლიკები არ ვართ.

laugh.gif laugh.gif laugh.gif

კაცო ეს თემა მე მგონი უფრო ადრე გავხსენი და ნიშა რა შუაშია. დამერწმუნე საერთოდ არაფერ კავშირიშია მაგ თემასთან.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Aug 20 2009, 01:03 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ავიჭერი? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

სორი გენც...ხომ ხედავ პატრიარქი როგორების ხელშია? biggrin.gif



--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Aug 20 2009, 01:04 PM
პოსტი #6


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



კანუდოსელი
ციტატა
ავიჭერი? სორი გენც...ხომ ხედავ პატრიარქი როგორების ხელშია?

გაიხარე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th May 2024 - 10:56 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი