თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ მამათა გამონათქვამები, წმინდანთა ცხოვრება _ მორჩილება

პოსტის ავტორი: sandro40 თარიღი: Feb 7 2008, 08:23 PM

როგორ ხსნიან წმინდა მამები მორჩილებას ასევე თქვენი მოძღვრები, პირადად თქვენი აზრიც საინტერესო იქნებოდა smile.gif

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Feb 7 2008, 09:03 PM

მორჩილება რწმენის არგუმენტირების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა... საკუთარ თავთან... რაც ძლიერია რწმენა მით ძლიერია მორჩილების უნარი...

ასევე მორჩილება თავის თავში მოიაზრებს პასუხისმგებლობის ტვირთის გადანაწილებას მასზე ვისაც ემორჩილები... ამდენად აზროვნებასაც ათავისუფლებს...

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Feb 7 2008, 09:54 PM

საინტერესო თემაა ვეცდები ამ დღეებში თავი მოუყარო მამათა გამონათქვამებს მორჩილებაზე და მერე გავშალოთ საუბარი smile.gif

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Feb 7 2008, 10:46 PM

smile.gif როგორც ერთმა წმინდა მამა თავის მორჩილს ასწავლა ,მორჩილება ყველაფერზე აღმატებულიაო.

ერთხელ, ანტონი დიდმა ხილვა ნახა ,მთელი დედამიწა ეშმაკის მახეში იყო გაბმული და მასში ბევრი ადამიანი იხლართებოდა.ამის შემყურეს გული შეუწუხდა და ატირებულმა იკითხა,- ვინ გადარჩებაო. ღვთისაგან ხმა მოესმა,-მორჩილი და თავმდაბალიო.

პოსტის ავტორი: mari touchet თარიღი: Feb 7 2008, 11:05 PM

ჩემი აზრით მორჩილება უდიდესი ქრისტიანული სათნოებაა,მართმადიდებლურ სარწმუნოებაში თავმდაბლობა ის საფუძველია რაზეც უნდა დაამყაროს მორწმუნემ თავისი ქმედებები,თავმდაბლობა კი მორჩიებით მოიპოვება.მორჩილება სათნოა მხოლოდ მაშინ თუ ის ქრისტეს სიყვარულიდან გამომდინარეობს...სრულად უნდა გვქონდეს გააზრებული ვის ვემორჩიელებით და რატომ. გავიხსენოთ მამათავარი აბრაამი,რომელმაც უდუდესი მორჩილებით აღასრულა უფლის ბრძანება - შვილი გაეწირა,მან იცოდა რომ ღმერთი ცუდს არაფერს დაავალებდა...ისააკმა თავისი ქცევით გვიჩვენა მამის მორჩილების უჩვეულო მაგალითი შეიძლება ითქვას ძველ აღთქმაში ის იესოს წინასახეა,რომელიც შეეწირა კაცობრიობის ხსნას.მორჩილება უნდა გამომდინარეობდეს ღვთისადმი მადლიერების გრძნობიდან,მაგრამ ცხადია არ უნდა ვიყოთ ფანატიკურად მორჩილნი.

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Feb 8 2008, 08:47 PM

მართლა კარგი თემააsmile.gif

თითქოს მორჩილება და თავმდაბლობა მსგავსი მცნებებია,რადგან მორჩილება თავმდაბლობით გამოიხატება.

დიდი ხანია მინდოდა ცალკე თემა გამეხსნა,ამ არაჩვეულებრივ თვისებაზე,თავმდაბლობაზე,მაგრ
ამ ბარემ ამ თემაში ვისაუბროთ და მოვიყვანოთ წმ. მამების გამონათქვამებიsmile.gif

mari touchet

რა კაი ხარ ხოლმე,გოგო შენა biggrin.gif 2kiss.gif

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Feb 8 2008, 10:48 PM

ერთ წიგნში მორჩილებაზე წავიკითხე და მომეწონა,აქაც დავწერ:


"უფალი ამბობს:"აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა,რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა,და ჰპოვოთ განსუენებაი სულთა თქუენთაი" (მათ. 11,29 ).
გამოდის,რომ ადამიანისათვის სულის სიმშვიდე თავმდაბლობას მოაქვს.
"როცა ადამიანი უფალს შესთხოვს მიანიჭოს თავმდაბლობის უნარი, - ამბობს აბა დოროთე, - იგი უნდა მოემზადოს იმისათვის,რომ მას უფალი მოუვლენს ვინმეს,ვინც ხშირად დაამცირებს მას.ეს საჭიროა იმისათვის,რომ მას თანდათან გამოუმუშავდეს თავმდაბლობის გრძნობა,რადგან ის,ვინც ითმენს შეურაცხყოფას,შინაგანად იწრთობა და ეს თანდათან ჩვევად გადაექცევა.ასე მოიპოვებს ადამიანი თანდათან სიმშვიდეს,გამოიწრთობა და ზრდის თავის სულს."

მაინც რა უნდა გავაკეთოთ,რომ თავმდაბალი გავხდეთ?! პირველ რიგში შეურაცხყოფაზე შეურაცხყოფით არ ვუპასუხოთ და ყველას სიკეთით გადავუხადოთ სამაგიერო.აი,თავმდაბლობის ერთი მაგალითი:დასაწოლად გამზადებული ჯარისკაცი ლოცვას კითხულობდა.დაინახა ზემდეგმა და მალულად ჩექმა ესროლა ზურგში.ჯარისკაცმა მშვიდად განაგრძო ლოცვა.შეცბუნებულმა ზემდეგმა თავზე წაიხურა და დაიძინა.დილით კი,როცა ადგა,ნახა გასუფთავებული ჩექმა დევს მის საწოლთან.ასეთმა საქციელმა გული მოულბო ზემდეგს და ისე მოიქცა,რომ ჯარისკაცის მეგობარი გახდა.ასე შეიძინა ჯარისკაცმა თავისი მორჩილებით ზემდეგის გული.იგი მალე მორწმუნეც გახდა და გულდაგულ ასრულებდა ღვთის მცნებებს.
სწორედ ასეთი მორჩილებით გამოვიმუშავებთ თავმდაბლობის უნარს.

არსებობს მორჩილების სამი სახე:
1.დაწყებითი მორჩილება.ეს არის მორჩილება,როცა ადამიანს ლანძრავენ,შეურაცხყოფენ,შარს დებენ,ის კი დუმს და თავსაც არ იმართლებს,თუმცა ყველაფერში მართალია.
2.საშუალო მორჩილება.ამ დროს ადამიანს ლანძღავენ,შეურცხყოფენ,შარს დებენ და ის არა მარტო დუმს,არამედ სულშიც სრული სიმშვიდე აქვს და ლოცულობს თავის შეურაცხმყოფელზე.
3. უმაღლესი მორჩილება.ეს არის ისეთი მორჩილება,როცა ადამიანი არამც თუ სდუმს და იტანს ყველა შეურაცხყოფას,არამედ ლოცულობს და უყვარს თავისი შეურაცხმყოფელი."

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Feb 8 2008, 10:54 PM

მორჩილება და თავმდაბლობა არის ქრისტიანობის ერთ ერთი ძირითადი ფუნდამენტი.

პოსტის ავტორი: makiki თარიღი: Jun 7 2008, 11:04 PM

მამათა ცხოვრებიდან მახსოვს ერთი მაგალითი მორჩილებაზე " ერთ-ერთი ბერი თავის სენაკში წმინდა წერილს წერდა(უნდა გადაეწერა),უცბად თავის წინამძღვარმა დაუძახა და ადგა და გავიდა.წინამძღვარი ბერის სენაკში შევიდა და რვეულს ჩახედა და დაინახა რომ ბერს "ღ" ასობგერა ნახევრად ჰქონდა დაწერილი,რადგან მის ძახილის გამო შეწყვიტა წერა.მერე სხვა ბერებს მიუბრუნდა და უთხრა რომ აი ეს არის ნამდვილი მორჩილებაო.


p.s. ეს ამბავი დიდი ხნის წინ წავიკითხე და ცოტა არეულად მიწერია,იმედია მაპატიებთ,მაგრამ მემგონი აზრი სწორად გამოვთქვი

პოსტის ავტორი: sandro40 თარიღი: Jun 7 2008, 11:27 PM

ციტატა(mari touchet @ Feb 7 2008, 11:05 PM) *

ჩემი აზრით მორჩილება უდიდესი ქრისტიანული სათნოებაა,მართმადიდებლურ სარწმუნოებაში თავმდაბლობა ის საფუძველია რაზეც უნდა დაამყაროს მორწმუნემ თავისი ქმედებები,თავმდაბლობა კი მორჩიებით მოიპოვება.მორჩილება სათნოა მხოლოდ მაშინ თუ ის ქრისტეს სიყვარულიდან გამომდინარეობს...სრულად უნდა გვქონდეს გააზრებული ვის ვემორჩიელებით და რატომ. გავიხსენოთ მამათავარი აბრაამი,რომელმაც უდუდესი მორჩილებით აღასრულა უფლის ბრძანება - შვილი გაეწირა,მან იცოდა რომ ღმერთი ცუდს არაფერს დაავალებდა...ისააკმა თავისი ქცევით გვიჩვენა მამის მორჩილების უჩვეულო მაგალითი შეიძლება ითქვას ძველ აღთქმაში ის იესოს წინასახეა,რომელიც შეეწირა კაცობრიობის ხსნას.მორჩილება უნდა გამომდინარეობდეს ღვთისადმი მადლიერების გრძნობიდან,მაგრამ ცხადია არ უნდა ვიყოთ ფანატიკურად მორჩილნი.

ვის და რატომ და თუკი ის ქრისტეს სიყვარულიდან მოდის smile.gif

ციტატა(neo @ Feb 7 2008, 09:03 PM) *

მორჩილება რწმენის არგუმენტირების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა... საკუთარ თავთან... რაც ძლიერია რწმენა მით ძლიერია მორჩილების უნარი...

ასევე მორჩილება თავის თავში მოიაზრებს პასუხისმგებლობის ტვირთის გადანაწილებას მასზე ვისაც ემორჩილები... ამდენად აზროვნებასაც ათავისუფლებს...

როგორც ჩანს, შენ არათუ არ გესმის მორჩილების მნიშვნელობა არამედ სურვილიც არ გაგაჩნია რომ გაიგო

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Jun 12 2008, 06:56 PM

http://church.ge/index.php?showtopic=355&pid=339908&st=2740&#entry339908 ზოგი მორჩილებას ფსევდომართლმადიდებლურად თვლის

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jun 12 2008, 08:24 PM

მორჩილება, რომლის დროსაც არ გესმის რას და რატომ აკეთებ, მონობაა.


პოსტის ავტორი: kmunebi თარიღი: Jun 12 2008, 08:49 PM

რაც შეიძლება მეტად უნდა დატვირთო სული და ფიზიონომიურ ემოციებს არ უნდა აყვე. პირველ რიგში უნდა გახსოვდეს,რომ შენი მოთმინებით მაღლდები და არა პასუხის გაცემით და გაფიცხებით. smile.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jun 12 2008, 08:57 PM

ციტატა
რაც შეიძლება მეტად უნდა დატვირთო სული და ფიზიონომიურ ემოციებს არ უნდა აყვე. პირველ რიგში უნდა გახსოვდეს,რომ შენი მოთმინებით მაღლდები და არა პასუხის გაცემით და გაფიცხებით.


მოთმინებით და ასევე შეცნობილი სიმართლით ჩემო კმუნ... ქრისტიანის მთავარი მტერი სიბრმავეა, რომელიც ხელს უშლის ქრისტეს დანახვაში, სწორედ ამ სიბრმავეში არ უნდა აგვერიოს ნამდვილი მორჩილება, ცრუ მორჩილებად.

მოძღვრის მორჩილება ქრისტეს სწავლებისადმი მორჩილებაში უნდა გამოიხატოს, ქრისტეს სწავლობას კი მკაფიოდ უნდა ვიმარხავდეთ გულში... ჩვენ უნდა გავიაზროთ ეკლესიურობის მთელი სისავსე და მოძღვართან სუბიექტური დამოკიდებულებით არ შევლახოთ მისი ღირსება....

პოსტის ავტორი: aleqsandre12 თარიღი: Sep 5 2008, 09:32 PM

შეიყვარე თავმდაბლობა და მორჩილება და ეს შენს ყველა ცოდვას გადასწონის.

წმ. ანტონი დიდი

შეიყვარე თავმდაბლობა და მორჩილება და ეს შენს ყველა ცოდვას გადასწონის.
წმ. ანტონი დიდი

პოსტის ავტორი: zura27 თარიღი: Sep 29 2008, 03:42 PM

მორჩილებაა გახდე მონა რათა იყო თავისუფალი,მცირე სასყიდლით შეიძინე საკუთარი თავისუფლება იოსებ ათონელი ჩემი უსაყვარლესი მამა

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Sep 30 2008, 12:59 AM

ციტატა
აი, მაგალითად ზოგი მორჩილებას ფსევდომართლმადიდებლურად თვლის

orthodox-georgia

მორჩილებას კი არ თვლის ფსევდომართლმადიდებლურად, არამედ ბრმად მორჩილებას. წინა გვერდებზე წერია მაგალითები. თორემ მაგის დამწერს საუკეთესო მოძღვარიც ყავს და საუკეთესო მორჩილიც არის smile.gif

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Sep 30 2008, 04:31 PM

Иосиф Фивейский წერს რომ "3 რამ არის სათნო უფლის წინაშე" 1 - როცა ადამიანი ავადაა და მადლობით იღებს ამ უძლურებას 2 -როცა თავის საქმეს სუფთად (წმინდად) ასრულებს უფლის წინაშე, 3 - როცა ემორჩილება სულიერ მამას და უარყოფს თავის ნებას.... თუმცა თვითონ ავადმყოფობა ავირჩიეო ამბობს.

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Sep 30 2008, 06:09 PM

ღმერთო რა ურჩი ვარ.. sad.gif

პოსტის ავტორი: galaqtikosi თარიღი: Oct 1 2008, 02:53 AM

ნებით არ მივეცეთ ცდუნებას, არამედ მადლობით მოვითმინოთ ის, რაც უფლის დაშვებით მოგვევლინება.
წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი

რა წყენაც არ უნდა შეგემთხვეს, რა უსიამოვნებაც არ უნდა შეგხვდეს, თქვი: „ამას იესო ქრისტესთვის დავითმენ!“ მხოლოდ თქვი ეს და მაშინვე გულზე მოგეშვება, რამეთუ იესუ ქრისტეს სახელი ძლიერია. მასთან ყოველგვარი უსიმოვნება წყნარდება, დემონები ქრებიან. დაწყნარდება შენი გულისტკენაც, შენი სულმოკლეობაც დამშვიდდება, როდესაც მის უტკბილეს სახელს გაიმეორებ.
ღირსი ანტონ ოპტინელი

პოსტის ავტორი: anamaisi თარიღი: Oct 7 2008, 05:27 PM

ვსწავლობ მორჩილებას, თუმცა ვატყობ, ბევრის სწავლა მჭირდება საამისოდ, ბრმადმორჩილება არც მე მინდა...

პოსტის ავტორი: diletanti თარიღი: Jan 12 2009, 05:00 PM

მორჩილება, უფლისა ანუ ათი მცნებისა და როგორც უფლმა იესო ქრისტემ გამოგვიყო პირველი ორი რომელიც თავის თავისთავად მოიცავს დანარჩენს არის მთავარი დასმოჩილებელი და ამავე დროს ყველაზე რაციონალურიცაა!

პოსტის ავტორი: betaneli luka თარიღი: Feb 15 2009, 03:25 PM

წმინდა მამები მოგვითხრობენ,რომ სამოთხიდან გამოდევნილი ადამი სულ ტიროდაო.ეს იმიტომ,რომ თავად შეიგრძნო,რა ტკბილი იყო ღვთის მიმართ ნებაყოფილობით მორჩილებაში ყოფნა სამოთხეში და რა ტრაგიკული აღმოჩნდა ამ ნეტარებასთან განშორება ამ მორჩილებაზე უარის თქმით.მხოლოდ უნდა გვახსოვდეს,რომ მორჩილება გვმართებს მხოლოდ ღვთისა და მისი მცნებების მიმართ ერთგულებით.ყველაფერს,რასაც კაცი აკეთებს,უნდა აკეთებდეს იმ მიზნით,რომ მიიგოს მადლი ღვთისა და იაროს აქედან გამომდინარე ღვთის მიმართ მორჩილებაში ყოფნით.თუ კი მადლი არ გაგვაჩნია და ისე ვცხოვრობთ,მხოლოდ გვეჩვენება მაშინ,რომ მორწმუნენი ვართ და ღვთის მიმართ მორჩილნი.

პოსტის ავტორი: loen თარიღი: Feb 23 2009, 07:57 AM

ციტატა(mari touchet @ Feb 7 2008, 03:05 PM) *

ჩემი აზრით მორჩილება უდიდესი ქრისტიანული სათნოებაა,მართმადიდებლურ სარწმუნოებაში თავმდაბლობა ის საფუძველია რაზეც უნდა დაამყაროს მორწმუნემ თავისი ქმედებები,თავმდაბლობა კი მორჩიებით მოიპოვება.მორჩილება სათნოა მხოლოდ მაშინ თუ ის ქრისტეს სიყვარულიდან გამომდინარეობს...სრულად უნდა გვქონდეს გააზრებული ვის ვემორჩიელებით და რატომ. გავიხსენოთ მამათავარი აბრაამი,რომელმაც უდუდესი მორჩილებით აღასრულა უფლის ბრძანება - შვილი გაეწირა,მან იცოდა რომ ღმერთი ცუდს არაფერს დაავალებდა...ისააკმა თავისი ქცევით გვიჩვენა მამის მორჩილების უჩვეულო მაგალითი შეიძლება ითქვას ძველ აღთქმაში ის იესოს წინასახეა,რომელიც შეეწირა კაცობრიობის ხსნას.მორჩილება უნდა გამომდინარეობდეს ღვთისადმი მადლიერების გრძნობიდან,მაგრამ ცხადია არ უნდა ვიყოთ ფანატიკურად მორჩილნი.



გამარჯობა,
თუ არ მიწყენ, ერთ შესწორებას შევიტან.(არა სადავოდ)
ისააკი კი არ არის იესოს წინასახე, არამედ ის კრავია, რომელიც ბუჩქებში იყო გახლართული, და რომელიც ისააკის მაგივრად შესწირა აბრაამმა. ისააკი კი ადამიანის წინასახეა. ე.ი. იმის მაგივრად, რომ ჩვენ, ადამიანები ,დავესაჯეთ, ღმერთმა თვითონ მოგვცა(ისევე როგორც ის ბუჩქებში გახლართული კრავი ღმერთმა თვითონ მისცა აბრაამს) კრავი-იესო ქრისტე,რომელიც შეეწირა ჩვენი ცოდვების გულისთვის.

ფანატიკურად მორჩილებაზე კიდევ, გაჩნია რას ეძახი ფანატიზმს. იმიტომ, რომ იესო გვეუბნება მათეს სახარებაში:"...შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით."(მათე 22:37) ე.ი. აღარ რჩება ადგილი არავისთვის და არაფრისთვის გარდა უფლისა. და უფლის სიყვარულიდან უნდა გამომდინარეობდეს სიყვარული ერთმანეთის მიმართ.

. აი ასეთი rolleyes.gif სიყვარულით,

. ლოენ.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 23 2009, 10:00 PM

ციტატა
ისააკი კი არ არის იესოს წინასახე, არამედ ის კრავია, რომელიც ბუჩქებში იყო გახლართული

ორივეა smile.gif
ისააკი ჯვრის (ხის, საწამებელი მასალის) ტვირთვისას და მორჩილებისას(როგორც თქვეს), კრავი შეწირვისას smile.gif
ისე კი შენ აქ რა გინდა? biggrin.gif

ციტატა
რას ნიშნავს მართლმადიდებლურად

პოსტის ავტორი: zura27 თარიღი: Apr 7 2009, 05:29 PM

მორჩილება სიყვარულზე აღმატებულია, რამეთუ ამაყ და ურჩ გულში არ არის და ვერც იქმება სიყვარული. ეს თავის მოტყუებაა! მიტროპოლიტი ზინობი (მაჟუგა)

მორჩილებით! თითოეული ადამიანის წინაშე საკუთარი ნება მოიკვეთე! სქიმარქიმანდრიტი ვიტალი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 11 2009, 04:47 PM

"მორჩილება იგივე მოწამეობაა და მოწამეობაზე მეტიც."

/არქიმანდრიტი საბა (კუჭავა)/

პოსტის ავტორი: archmikael თარიღი: Jan 24 2011, 12:29 AM

მორჩილება რა თქმა უნდა უდიდესი სათნოებაა ასე ვთქვათ საფიძველი სათნოებათა რაზეც ამოიზრდება თავდაბლობა ..და ეს ყოველივე პრაკტიკულად ძალიან რთულია მაგრამ არა შეუძლებელი,მაგრამ ერთი ნიუანსიც არ უნდა დაგვავიწყდეს კერძოდ. თუ ბრმა ბრმის წინამძრვარია ორივე ორმოში ჩავარდება ასე რომ გავითვალისწინოტ და ვიცოდეთ ვის ვემორჩილებით,კარგად გამოვიძიოთ,და რა თქმა უნდა უფრო მეტი მონასტრისნ წევრებს მოეთხოვებათ ვიდრე ერაში მცხოვრებ მორწმუნეებს smile.gif

პოსტის ავტორი: Tekla85 თარიღი: Jan 26 2011, 12:37 AM

თუკი სხვებთან ერთად ცხოვრობთ, მაშინ ემსახურეთ მათ ისე, როგორც თავად ღმერთს, და ნუ მოითხოვთ სიყვარულისთვის სიყვარულს, თავმდაბლობისთვის – შექებას, სამსახურისთვის – მადლიერება..........

ს.ა. ნილუსი

პოსტის ავტორი: levani-grs თარიღი: Mar 3 2013, 07:58 PM

ციტირებას ვერ მოვახდენ მაგრამ ზუსტად მახსოვს, წმინდა ბარსანუფი დიდის წინგიშია წმინდა მამა ამბობს: მე არ ვიცი მონაზვნის დაცემის მიზეზი გარდა საკუთარი თავის მინდობისა. ზოგი ამბობს ამის გამო დაეცაო, ზოგი - იმის გამოო, მაგრამ მე სხვა მიზეზი არ ვიცი გარდა საკუთარი თავის მინდობისა

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 5 2014, 12:36 PM

„ჩვენი ღმერთი მოკრძალებული სიყვარულის ღმერთია. ის მოგვიწოდებს მისგან ვისწავლოთ თვინიერება და მორჩილება“.

/არქიმანდრიტი სოფრონი/

„ამრიგად, ჩემო საყვარელნო, როგორც ყოველთვის, მორჩილნი იყავით... შიშით და ძრწოლით აღასრულეთ თქვენი ხსნის საქმე“ (ფლპ. 2:12)

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Nov 21 2014, 01:10 PM

სად გადის ზღვარი ბრმად მორჩილებასა და მართლმადიდებლურ მორჩილებას შორის?

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Nov 21 2014, 01:16 PM

sanfol

ციტატა
მართლმადიდებლურ მორჩილებას შორის

მართლმადიდებლური მორჩილება შენი არჩევანი უნდა იყოს, გააზრებული და გაცნობიერებული. უნდა გინდოდეს შენ თვითონ ამ ყველაფრის კეთება. ვინც ტაძარში ბრმად დადის და ეკლესიურადაც ბრმად ცხოვრობს ან ფანატიზმში გადასდის ხოლმე ან საერთოდ მოდის ეკლესიიდან, ვერ ძლებს იქ.

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 21 2014, 01:17 PM

sanfol

ციტატა
სად გადის ზღვარი ბრმად მორჩილებასა და მართლმადიდებლურ მორჩილებას შორის?

ძალიან რთული თემაა. ამ ყველაფერს დიდი სულიერი გამოცდილება უნდა ან მასში გასნწავლვულის ხელმძღვანელობა.

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Nov 21 2014, 02:14 PM

qetevano
G_saxva
მაგალითად ქრისტე მთელი ცხოვრება ვიდრე 30ის არ გახდა მამას ეხმარებოდა სხვადასხვა ხის ნაკეთობების დამზადებაში(თუ არ მეშლება) და ჩვენ რა გვევალება ყველა(მათ შორის მშობელი) ვინც კი რამეს გვთხოვს/გვიბრძანებს მორჩილად უნდა შევხვდეთ და ჩვენი საქმე მივატოვოთ და მისი დავიჯეროთ მისი გავაკეთოთ?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 21 2014, 03:09 PM

sanfol


ციტატა
მაგალითად ქრისტე მთელი ცხოვრება ვიდრე 30ის არ გახდა მამას ეხმარებოდა სხვადასხვა ხის ნაკეთობების დამზადებაში(თუ არ მეშლება) და ჩვენ რა გვევალება ყველა(მათ შორის მშობელი) ვინც კი რამეს გვთხოვს/გვიბრძანებს მორჩილად უნდა შევხვდეთ და ჩვენი საქმე მივატოვოთ და მისი დავიჯეროთ მისი გავაკეთოთ?

ქრისტე 30 წლის გამოვიდა საქადაგებლად, რადგან მაშინ სრულწლოვანი ანუ სრულფასოვანი ადმაინი რომელის სიტყვას დაიჯრებდნენ და საკუთარ ქცევაზე პასუხს აგებდა იყო 30 წელი. რაცშეეხება დანარჩენს თუ ვინმეს დაეხმარები და დახმარების ხელს გაუწვდი ეს მხოლოდ სიკეთეა რაც შენ სულს აამაღლებს.

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Nov 21 2014, 03:31 PM

sanfol

ციტატა
ვინც კი რამეს გვთხოვს/გვიბრძანებს მორჩილად უნდა შევხვდეთ და ჩვენი საქმე მივატოვოთ და მისი დავიჯეროთ მისი გავაკეთოთ?

Ara eg ar gvevaleba. Rac sworia imashi gevaleba morchileba. Adamians tvini xom aqvs rom gansazgvros, Tore mase gawvrtnili dzaglic ki emorchileba patrons.
P.s. mapatiet qart. Shrifti gametisha.

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Nov 21 2014, 03:36 PM

G_saxva
qetevano
გასაგებია მადლობთ პასუხებისთვის

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 29 2014, 11:39 AM

"მორჩილება ის არის, ადამიანი ღმერთს რომ ემსახურება"

/მამა ექვთიმე მაჩაბელ-ხუციშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 1 2015, 11:07 PM

"უნდა შეგველოს საკუთარი ნების უარყოფა და ღვთისადმი მინდობა. მაშინ ისე იცხოვრებ, როგორც ჩვილი, რომელსაც უფალი დაატარებს... ღმერთი თავად მოაწყობს ყველაფერს..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 4 2015, 07:20 PM

"პატივმოყვარეობის ნაცვლად შეიყვარე უფლისმიერი მორჩილება"

/აბბა ისაია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 25 2015, 07:06 PM

"მორჩილებაა ქრისტიანული ცხოვრების გასაღები, უღელში შებმულმა ცხენმა არ იცის, საით წაიყვანს პატრონი, მაგრამ არ ეურჩება მას. ცხენი ხვდება, თუ პატრონს დაემორჩილება, ამით რგებს მას.

როგორც ცხენია პატრონის მორჩილი, ისე უნდა იყოს ჩვენი ბუნება დამორჩილებული ღვთისადმი. ჩვენი პატრონი და სიცოცხლის გარანტი ღმერთია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ მას უკვდავების გზისკენ მივყავართ და იმ გზის ბოლოს თავად ღმერთია".

/დეკ. გიორგი სხირტლაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 13 2015, 09:32 PM

"ავიღოთ ენოქი, რომელიც თავისი მორჩილებით აღმოჩნდა მართალი, რამეთუ გარდაცვალა* იგი ღმერთმან და არავის უნახავს მისი სიკვდილი"

/წმ. კლიმენტი რომაელი/

*აღნიშნული სიტყვა აღნიშნავს გადაადგილებას, ადგილის შენაცვლებას. იგულისხმება, რომ ენოქი ადგილშენაცვლებულია, მიფარულია ჩვენგან და ღვთივგანგებულ ადგილას იმყოფება.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2015, 10:28 PM

"თავისი მორჩილებით ისეთ სრულყოფილებას მიაღწია, რომ მისი ღვაწლი ადამიანის შესაძლებლობებს აღემატებოდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2015, 11:58 AM

"მორჩილება, თუკი სრულყოფილების მიზნით ებოძა ვინმეს სულიერი მამისგან, მას ხომ ყოველმხრივ უზრუნველყოფს. რამეთუ სადარდებელი ერთხელ და სამუდამოდ სულიერი მამისთვის მიუნდვია"


“მორჩილების გარეშე ყოვლად წარმოუდგენელია კეთილსინდისიერება. კეთილსინდისიერი უნდა იყო სამთავე შემთხვევაში: ღვთის, სულიერი მამისა და გარშემომყოფ, როგორც სულიერ, ისე უსულო საგანთა წინაშეც“.

/წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 2 2015, 09:54 PM

„მორჩილება სამკაულად შვენოდა“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 3 2015, 11:55 AM

„ცხოვრობს, როგორც მორჩილებისა და მოთმინების ნაყოფით დახუნძლული ზეთისხილი“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 4 2015, 10:39 PM

✞ ვიცი, რაოდენ მძიმეა მორჩილების უღელი, რაოდენ მტკივნეულია ნების მოკვეთა, მაგრამ ასეთი ცხოვრების სიტკბოებაც ცნობილია ჩემთვის. გზა იოლია და ხსნა ადვილია, როცა საკუთარი ნება უარყოფილია. საკმარისია ნება მოვიკვეთოთ და მშვიდი და ნეტარი ცხოვრება მოგვევლინება. ✞

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 7 2015, 10:59 PM

"ჭეშმარიტი რწმენის ნიშანია უყოყმანო მორჩილება მაშინაც კი, როცა მოთხოვნა მოულოდნელია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 12 2015, 12:38 PM

"ვინც სწორად განუდგება სოფელს, სწორადაც შეუდგება მორჩილებას, ხოლო ვინც ერთში მოიკოჭლებს, ის ვერც მეორეში იქნება სრულყოფილი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 10 2015, 09:04 PM

"იცოდეთ, ძმებო, ვინც საკუთარ ნებას კი არ მისდევს, არამედ თავისი მამისას, იგი ნიადაგ ღვთის ნებას ასრულებს"

/წმიდა აბბა დოროთე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 10 2015, 10:46 PM

"ვინც მიაღწია ნების უარყოფას, მან განსასვენებელ ადგილს მიაღწია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 25 2015, 11:44 AM

"შენი საქციელი, შვილო, ჭეშმარიტი მორჩილებაა. იყავი მტკიცე და ღმერთი ასგზის მოგაგებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 25 2015, 11:58 AM

„მისმა [მამა ხარლამპე] სრულყოფილმა მორჩილებამ, სულიწმინდის მშვნიერი ნაყოფნი გამოიღო. განუწყვეტელმა ლოცვამ, დამქანცველმა ღამისთევის ლოცვებზე დგომამ, მხურვალე ცრემლებით ყოველდღიურად სახის ბანვამ, მხნე მოსაგრის გონება თანდათანობით გაწმინდა და მას უკვე შეეძლო მრავალი საათი გონებაგაუფანტვად ლოცვა. ამ დროს ლოცვა ხშირად წყდება, და გონება, ცხენის მსგავსად მიაჭენებს, საითაც უნდა, საითაც მას მიმართავს მხედარი, მასზე მოსული სულიწმინდა“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 25 2015, 12:09 PM

„მორჩილს, რომელიც სიმშვიდეს ჰპოულობს თავისი მოძღვრის გვერდით, არა აქვს უფლება, სხვა მოძღვართან წავიდეს. ეს იგივეა, რომ აღარ ირწმუნო მისი, ვისაც შენი თავი ღმერთმა ჩააბარა, ეს სულიერი მრუშობაა“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 25 2015, 07:37 PM

მორჩილება არის ნების საფლავი და თავმდაბლობის აღდგომა.

წმიდა იოანე კიბისაღმწერელი
/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 29 2015, 12:46 PM

"მორჩილება ყველაზე აღმატებულია. ყველაფერი მორჩილების მიერ შეიძინება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 29 2015, 01:00 PM

"მორჩილების ნამდვილი შვილი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 30 2015, 01:16 PM

"მორჩილება ერთგვარი ფორმალობა კი არ არის, არამედ არსებით სიყვარულთანაა შეუღლებული"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 30 2015, 01:34 PM

„ურჩ მორჩილებს ღმერთი ბოროტ ანგელოზებს უგზავნის“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 30 2015, 01:44 PM

"ეშმაკს მორჩილების ეშინია, ვინაიდან იგი ქრისტეს მიბაძვაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 30 2015, 02:01 PM

„მე გამოცდილებით დავრწმუნდი, რომ მორჩილება ლოცვაზე მეტია“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 31 2015, 11:17 AM

"მორჩილს არ ეშინია ღმერთის, იმიტომ კი არა, რომ ღვთისუშიშია, არამედ "სრულყოფილი სიყვარული განდევნის შიშს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2016, 12:25 PM

"ამ რთულმა დროებამ განსაკუთრებულად წარმოაჩინა ბერი ბარნაბას შინაგანი ვინაობა, სიმტკიცე და სრული მორჩილება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 22 2016, 08:33 PM

"ათონელ ბერს, ჰაჯი გიორგის (+1886), ჰქონდა ხილვა, რომ მის მორჩილ ბერებს შორის ანგელოზი იდგა და აძლიერებდა მათ, ხოლო ურჩებს ეშმაკი თავგზას ურევდა და მოძღვრის დარიგების საწინააღმდეგოს ასწავლიდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 22 2016, 10:38 PM

„მორჩილების გამო შენზე ღვთის სული განისვენებს“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 28 2016, 10:44 PM

"კალივის მოძღვარს სრულყოფილი მორჩილებით დაემორჩილა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 16 2016, 09:51 PM

"მისი მორჩილება წუნდაუდებელი იყო და მასში საკუთარი ნების ნასახიც არ გახლდათ დარჩენილი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 18 2016, 09:54 PM



"ყველაზე შეუმჩნეველ მონაზვნის მიმართაც კი უკიდურეს მორჩილებას იჩენდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 26 2016, 09:41 AM

"მორჩილება მსხვერპლს სჯობს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 26 2016, 01:30 PM

"გინდა მოიპოვო ნიჭები? იყავ მორჩილი! გინდა შეიძინო ლოცვა, გინდა ცრემლები? მორჩილება! გინდა მადლი სასწაულმოქმედებისა, ჭვრეტისა, წინასწარცნობისა? ყველაფერი მორჩილების მიერ და მორჩილებით მიიღწევა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 27 2016, 11:43 AM

"ამაში ღრმა აზრი იდო. ვინაიდან, თუ კაცმა იცის, რომ გამოცდიან, შეუძლია ყველაზე ძნელი საქმის შესრულება, რათა აჩვენოს, რომ ის მორჩილია. მაგრამ, კაცმა არ იცის, რომ მას გამოცდიან, და ამასთან სხვის რისხვასაც ხედავს, შეუძლებელია შიგნით არ წასჩხვლიტოს აზრმა: "ოჰო, ეს რა არის? ამდენი წელია მონაზონია და კიდევ მრისხანებს? განა ასე შეიძლება? განა შეიძლება მონაზონი მრისხანებდეს და ლოცულობდეს? არ გათავისუფლდება მრისხანებისგან? ეს იგი, ეს ადამიანები შორს არიან სრულყოფილებისგან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 27 2016, 12:03 PM

„თუ მორჩილებაზე ისაუბრებ, ეს არ არის მორჩილება. თუ საერთოდ არ ფიქრობ მორჩილებაზე და უეცრად რაღაცის გაკეთებას გთხოვენ და შენც სიხარულით გააკეთებ, თუნდაც სამუშაო გქონდეს, ანდა გეძინებოდეს, ან არ იყო მზად და შენ დაგამდაბლებენ, - აი, მაშინ შენი მოქმედებით, აღასრულებ მორჩილებას. მე ზედმიწევნით ვასრულებდი ჩემი ბერდიდის მცნებებს.“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 27 2016, 12:17 PM

„დაფარულმცოდნეობის ნიჭიც ღვთისგან მორჩილების გამო მომეცა. მორჩილება ქრისტესადმი სიყვარულს აჩვენებს. ქრისტეს განსაკუთრებით მორჩილები უყვარს. ამიტომაც ის ამბობს: „და მოყუარენი ჩემნი მიყუარან და რომელნი მეძიებენ მე, მპოონ“ (იგავნი. 8,17). წმინდა წერილში ყველაფერია ნათქვამი, ოღონდ დაფარულად“.


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 27 2016, 12:36 PM

„ამას ფიქრებით ვაკეთებდი, იმიტომ, რომ ჩემი მასწავლებლები არ შემეწუხებინა. ეს მე მთაწმინდაზე ვისწავლე. სხვისი განაწყენება არ შემიძლია, რადგან სიყრმიდანვე მორჩილება ვისწავლე. ამიტომაც ვუშვებ შეცდომებს ცხოვრებაში. როცა ვხედავ, ვიღაცა წუხს, მაიძულებს და მთხოვს, რაიმე გავაკეთო, ანდა ვთქვა, მეცოდება ის და ასეცც ვიქცევი, თუნდაც არ მინდოდეს“.




პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 28 2016, 10:08 AM

"ზოგს გონია, თუ ადამიანის მორჩილია, მას ნება აქვს დათრგუნული და შეშინებულია. მორჩილი ამას არ ნიშნავს. მორჩილი ნიშნავს, რომ ცხოვრებისეულ სიძნელეებს არ უშინდება".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2016, 10:44 PM

"იქმენით ვითარცა ერთსულ და ერთსხეულ მორჩილებასა და გამოგნეობაში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2016, 11:06 PM


„მორჩილება ქრისტიანული ცხოვრების უდიდესი ღვაწლია, რომელიც ღვთისგან დიდად მოსაწონია. თვითდაჯერებულობა და თვითნებობა საშიში და დამღუპველია ქრისტიანისთვის, იგი ყველა ცოდვის სათავეა. მორჩილი ადამიანი თავისი მორჩილებით თრგუნავს სულში ჩაბუდებულ ბოროტებას. სწორედ ამ თვისებით გამოირჩეოდა ღირსი სერგიც“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2016, 11:22 PM

„ხიბლში მყოფები ყოველთვის დაუმორჩილებლები არიან და სწყინთ, როდესაც მათ ეწინააღმდეგებიან“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 10 2016, 09:18 PM

"მადლის შესანარჩუნებლად ყოველთვის მორჩილი უნდა იყო და მე დღედაღამ მორჩილებას ვთხოვ ქრისტე ღმერთს. ჩემს სულს სწყურია ამის შეცნობა. ეს სულიწმინდის უმაღლესი წყალობაა, ქრისტეს მორჩილებასა და სიყვარულში არის მშვიდობაც, თავმდაბლობაც, თავშეკავებაც, მორჩილებაც, მოთმინებაც, მასში ყველა სათნოებაა თავმოყრილი".

/წმ. ბერი სილუან ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 10 2016, 11:15 PM

"- რომელია აღმატებული - მორჩილება თუ მარხვა და ლოცვა?

- წმ. მამები მორჩილებას ლოცვასა და მარხვაზე მაღლა აყენებენ".

/წმიდა ბერი სილუან ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 10 2016, 11:30 PM

"სულმა რომ მშვიდობა მოიპოვოს, მორჩილი უნდა იყო და ამბობდე: "მე ყველაზე ცუდი ვარ, ყველა პირუტყვზე და მხეცზე უარესი".

/წმიდა ბერი სილუან ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 12 2016, 11:18 AM

"ნეტარია, ვინც მოიპოვა მორჩილება, რამეთუ მან პოვა სრულქმნილი სიმშვიდე ღმერთში".

/წმ. ბერი სილუან ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 12 2016, 11:43 AM

„მტერს ებრძოლე მორჩილებით“

/წმ. ბერი სილუან ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 6 2016, 11:36 AM

"ისიქასტმა მამამ თქვა: - თავიდან მორჩილი კეთილმოკრძალებით და განუსჯელად ისმენს. დროის მერე იგი შეურევს ლოგიკას, რომელიც ღუპავს მორჩილებას. ის უკვე ყველას ლოგიკის თვალებით უცქერს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 10 2016, 10:20 AM

"- სახარება ცხოვრებაში გამოყენებას მოითხოვს და არა თეორიულ ცოდნას. ლოცვა სიტვის, გულისა და გონების ერთობით უნდა წარმოითქვას. ის, რომ წმინდა გახდეს, ამისათვის აუცილებელია თავშეკავება და სიწმინდე, არანაირი მიზეზით მოყვასი არ განვიკითხოთ. უმცროსსაც კი დაემორჩილე. თუნდაც მიაღწიო ოთხმოცდაათი წლის ასაკს, მორჩილება გამოიჩინე რომელიმე თვრამეტი წლის ყმაწვილის მიმართ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 25 2016, 12:45 PM

"ათონზე ხშირად გაიგონებთ: "მორჩილება სიცოცხლეა, ურჩობა - სიკვდილი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 25 2016, 01:00 PM

„ერთ-ერთ დღესასწაულზე მორჩილმა უთხრა, კაფსალაში დადგმული სკების სანახავად მივიდივართო. თუმცა იქ არ წასულან, ყუთლუმუშის მონასტრის სკიტის ახლოს, მდინარეზე წავიდნენ სათევზაოდ. ამ ადგილას საკმაო რაოდენობის წყალი გროვდება და „მკვლელს“ ეძახიან, იქ რამდენიმე ადამიანი დაიხრჩო.

მოკლედ, იმ დღეს ერთ-ერთი ძმა თავისი ურჩობით წყალში ჩავარდა და დაიხრჩო! სხვებმა ვერ გაბედეს კელიაში წასვლა და მოძღვრისათვის ამ სამწუხარო ამბის თქმა, სხვა მამებთან მივიდნენ და სთხოვეს, მამა მელეტის ეს თქვენ აცნობეთო. მამები დადარდიანდნენ, რადგანაც დაინახეს, რომ ამის მიზეზი მოწაფეთა ურჩობა იყო. ბერდიდმა როცა ეს ამბავი შეიტყო, აუტანელი მწუხარებისგან გარდაიცვალა“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 6 2016, 10:41 AM

"ერთმა წმინდა მამამ მორჩილს დიდ მარხვაში ხორცის ჭამა უთხრა. მორჩილი ამის გაგონებაზე დაბრკოლდა. მოძღვარმა ეს იგრძნო და მიუგო: - შვილო, რომ იცოდე, მორჩილება ყველაფერზე აღმატებულიაო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2016, 06:39 PM

"მორჩილებით ადამიანს ბევრი უხილავი რამ ეძლევა, რომელიც შემდგომ ხილულადაც ვლინდება".

/მამა ირაკლი სახოკია/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 30 2016, 05:31 PM

"მორჩილი მეფესავითაა - მისი განკითხვა არავის შეუძლია".

/მამა ეფრემ კატუნაკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 31 2016, 09:06 PM

"მამა სილუანე მამებთან ერთად მისეირნობდა. მოისურვა თავისი მოწაფის მორჩილების ჩვენება. მოწაფეს დაანახა მოზრდილი ტახი და ჰკითხა: "ხედავ ამ პატარა კამეჩს, შვილო?" "ვხედავ, ამბა". "რა ლამაზი რქები აქვს". "მართალია, ამბა", - უპასუხა მორჩილმა. მამები გაოცდნენ მარკოზის საქციელით და ამით სწავლება მიიღეს".


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2016, 07:45 PM

"სადაც მორჩილება არ არის, იქ ეშმაკია ჩარეული".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2016, 10:38 PM

"მორჩილება მოწამეობას უდრის, მორჩილებით აღსრულებული ყოველი საქმე მოწამეობაა. საკუთარი ნების წინააღმდეგ გიხდება მოღვაწეობა. სულიერი ბრძოლაა, აკეთებ იმას, რისი გაკეთებაც არ გსურს. აქ არის ზუსტად სიბრძნე მორჩილებისა. აკეთებ იმას, რაც ღმერთს უნდა და არა - შენ".

/არქიმანდრიტი ზაბულონი (გელაშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2016, 11:49 AM

"მონასტრის წევრს ტრაპეზარის მორჩილება ჰქნოდა და წირვა-ლოცვასაც არ ესწრებოდა. ერთხელ ტაძარში შევიდა. როცა მღვდელი დიდი გამოსვლის დროს ბარძიმით გამოვიდა, მან იხილა ქრისტე ამ მოძღვრის სახით. წირვის შემდეგ წინამძღვარს უთხრა, ტრაპეზს არ გავაკეთებ, რადგან წირვაზე რომ ვიყავი, მსახურების დროს უფალი ვიხილე. თქვენ ტაძარში წირავთ და მე კი მხოლოდ ტრაპეზს ვაკეთებ. წინამძღვარმა უპასუხა, - უფალი შენმა მორჩილებამ განახაო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2016, 11:05 PM

"რადგან "მორჩილება" არ ნიშნავს მონობას, რომელიც ვიღაცას ემორჩილება. "მორჩილება", უპირველესად ნიშნავს "მოსმენას და დაჯერებას" "ღვთის სიბრძნისა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 4 2017, 11:25 AM

"მოძღვრისადმი სრული მორჩილებით დიდ სულიერ საფეხურს მიაღწია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 13 2017, 07:54 PM

"ჩვენი მამების ცხოვრება ცხადყოფს, რომ მრავალმა ადამიანმა სიწმინდეს მიაღწია იოლად - მძიმე შრომის, მსხვერპლის ან დიდი ასკეტური ბრძოლის გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ მორჩილების ღვაწლით. მორჩილება ქმედითი თავმდაბლობაა და ღმერთმაც "მდაბალთა მოსცის მადლი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 28 2017, 09:42 AM

"მორჩილება სხვა არაფერია, თუ არა მადლიერებით მიღება ღმრთისგან ბოძებული სიხარულისა და ზოგჯერ მწუხარებისა. მადლიერება ადამიანს აძლევს საშუალებას, არ გაბოროტდეს და ამავე დროს თვალი ადევნოს როგორ მოქმედებს ღმერთი მის ცხოვრებაში, რაც მერწმუნეთ, უდიდესი სულიერი სიხარულის მიზეზია".

/მამა ირაკლი დუმბაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 28 2017, 11:07 PM

მამა სერაფიმემ [რომანცევი] თქვა: "ერთადერთი ღვაწლი ახალგაზრდისთვის - მორჩილებაა. მოსაგრეობა მორჩილების გარეშე - ოჩოფეხებით სიარულს ჰგავს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 5 2017, 01:29 PM

"შეთვისებული მქონდა უმთავრესი პრინციპი მონაზვნური ცხოვრებისა: მოძღვარმა თავისი მორჩილის თითოეული ნაბიჯი უნდა იცოდეს. ის, რაც არ იცის ბერმა თავის მორჩილზე, ღმერთსაც არ უნდა მისი ცოდნა, რადგან უფალს მორჩილთან ურთიერთობა მხოლოდ მისი მოძღვრის მიერ სურს. როგორც ჩემმა მოძღვარმა მასწავლა, ამ წესრიგის წინასახე იყო ის, რაც უდაბნოში ისრაელთან ხდებოდა. ისინი ღმერთს მოსეს მიერ უკავშირდებოდნენ. ღმერთი ისრაელს აღარ იფარავდა, როცა მათ მოსე მოშორდებოდა."

/არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2017, 12:21 PM

"ნუ ისწრაფვი, გახდე უხუცესი, რადგან ამის გაფიქრებაც კი მარცხის ტოლფასია. სურვილიც ნუ გექნება უხუცესობისა, თუ მანამდე მორჩილი არ ყოფილხარ."

/წმ. პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 10 2017, 11:11 AM

"ვინ გამხდარა კარგი წინამძღვარი, ვინც მანამდე კარგი მორჩილი არ ყოფილა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 1 2017, 09:58 PM

"ბერი ამბობდა, რომ მორჩილების ერთ-ერთი ნიშანი გულითადი სიხარულია, რომელიც მუდამ თან სდევს მას. მორჩილის გულში სულიერი სიხარულია მაშინაც კი, როცა ცოდვებს ინანიებს. მორჩილების მეორე თვისება ანუ ნიჭი - გულისთქმების დამშვიდებაა. მორჩილი არაფერზე ღელავს - მან საკუთარი თავი მოძღვრის მიერ ღვთის განგებულებას მიანდო, მოძღვარი მის მაგივრად იღებს გადაწყვეტილებებს, ამიტომაც არ აქვს მორჩილს ურთიერთსაწინააღმდეგო ფიქრები, არც მუდმივი რყევა გონებისა ეჭვებითა და გულისთქმებით: ყველაფერს მოძღვარი წყვეტს. ის არა მარტო პასუხობს მოწაფის შეკითხვებს, არამედ შეკითხვამდეც კი ეუბნება მას იმას, რაც სჭირდება. თუ კაცი თვითონ განსაზღვრავს, რა უნდა გააკეთოს, მაშინ გადაწყვეტილება შეიძლება იყოს სწორი ან არასწორი, რასაც ან წარმატება მოსდევს, ანდა წარუმატებლობა. თუნდაც კეთილ საქმეში წარემატოს კაცი, მაინც ვერ შეძლებს გათავისუფლდეს სიამაყისა და მედიდურობისგან: ხედავთ, რა კარგად მოიფიქრა, რა კარგად შეასრულა. თუ საქმეები ჩაეფუშება, შეუძლებელია, იმედი არ გაუცრუვდეს და არ გაღიზიანდეს. ვერც ერთ შემთხვევაში ის ვერ პოვებს სულიერ სიმშვიდეს. მორჩილი კი ყოველგვარ სიკეთეს თავისი სულიერი მამის ლოცვებს მიაწერს, ამიტომაც თავისუფალია შინაგანი განდიდებისგან - სულის კუნჭულში მიმალული გველისგან. ხელმოცარვისას ამბობს: "ასეთია ღვთის ნება, ესე იგი, ასე უკეთესია ჩემთვის", და კვლავ დარჩება მშვიდი სულითა. მაგრამ მორჩილებაში მარცხი არ არსებობს..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 2 2017, 10:47 AM

"როცა სტომიონის მონასტერში გადავიდა, უახლოესი ბერი, მამა სერაფიმე მისგან ათი საათის სავალზე ცხოვრობდა. ამიტომ თავისთან კელიაში 12 წლის უპატრონო ბიჭი მიიყვანა და იმას დაემორჩილა. ეკითხებოდა: "აბა, ჩემო ბიჭო, მითხარი, ეს საქმე გავაკეთო?" და ისე იქცეოდა, როგორც ბავშვი ურჩევდა. საბოლოოდ, ბიჭიც მოძლიერდა, ინიციატივის გამოვლენა ისწავლა და ეს დიდად წაადგა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2017, 12:19 PM

"მორჩილება ერთადერთი საშუალებაა მადლის დასაბრუნებლად"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 14 2017, 10:27 PM

"მორჩილება და თავმდაბლობა, ისევე როგორც ყველა სხვა სათნოება, დაფარული უნდა იყოს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 18 2017, 12:19 PM

"თავმდაბალ მორჩილს ლოცვის ნიჭი მიეცემა მუშაობისას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2017, 06:08 PM

"სადაც მორჩილებაა, იქ სიმდაბლის დასაბამია, და სადაც სიმდაბლის დასაბამია, იქ უფალი თავის თავს გვიცხადებს".

/დეკანოზი ალექსი უმინსკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 20 2017, 10:59 AM

"გარეგნულად მორჩილება აღიქმება, როგორც რაღაც მითითებების ზედმიწევნით შესრულება. სინამდვილეში მორჩილებას გაცილებით ღრმა შინაარსი აქვს: გულისყურით მოსმენა, ღრმა გააზრება იმ სიტყვისა, რომელსაც შენი სხვა ადამიანად გადაქცევა შეუძლია, ანდა შეუძლია რაიმე ნაბიჯის გადადგმისგან გაგაფრთხილოს, ან პირიქით, სულიერი წინსვლის იმპულსი მოქცეს, და ეს სიტყვა გულის სიღრმიდან უნდა იქნას გაგებული. ადამიანი საკუთარ თავს ანდობს მოძღვარს, რათა გაუგონ, რათა გულახდილი იყოს, რათა აჩვენოს, თუ რას წარმოადგენს, და ეს აძლევს საშუალებას, რომ საკუთარი თავის შესახებ სიმართლე გაიგოს. მაშინ მღვდელი უკვე ლაპარაკობს არა უბრალოდ როგორც მღვდელი, არამედ როგორც მადლმოსილი სულიერი მოძღვარი".

/დეკანოზი ალექსი უმინსკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 20 2017, 09:36 PM

"თუ ადამიანს სულიერი ცხოვრება სურს და მას ეძიებს, იგი მხოლოდ მორჩილების გზით მიეცემა - სხვა გზა არ არსებობს".

/დეკანოზი ალექსი უმინსკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 24 2017, 10:13 PM

"მორჩილება არის ის, როდესაც ადამიანს უფლის სიტყვა ესმის"

/დეკანოზი ალექსი უმინსკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 25 2017, 03:08 PM

"მორჩილება შეიძლება აღიქვა როგორც თავისუფლების შეზღუდვა, როგორც უფროსის დესპოტიზმი უმცროსის მიმართ ან ძლიერისა - სუსტის მიმართ. მაგრამ სინამდვილეში, როცა ადამიანი თავს იდებს მორჩილებას, იგი თავის სულიერ სმენას განავითარებს და ცდილობს თვით ღმერთის ხმა ისმინოს - უბრალო ადამიანის სიტყვებში გაიგონოს ხმა ღვთისა, რომელიც პირადად მას მიმართავს".

"მორჩილება მარხვასა და ლოცვაზე მეტია"

"მორჩილება მთელი სიცოცხლის მანძილზე გამოიწრთობა: თავდაპირველად მშობლების მორჩილებით, რადგან ისინი შვილს ცხონებისაკენ მიუძღვიან, შემდეგ კი სულიერი მოძღვრის მორჩილებით".


/დეკანოზი ალექსი უმინსკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 16 2017, 10:05 PM

"მორჩილება არის აუცილებელი და ფუძე სულიერი წარმატებისა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2017, 11:05 AM

"მრავალს უნდოდა მისი [მამა კალენიკეს] სულიერი შვილობა, ბევრი მოდიოდა, მაგრამ მათგან რამდენიმე თუ დარჩა. ერთ მის მორჩილს სამორჩილო საქმეების კეთება არ ეხალისებოდა. მამაო, ამას როგორ დაითმენო, - ჰკითხა მომლოცველმა. "ორი ტომარა მაქვს, ერთში ფქვილი მიყრია, მეორეში ქატო. მორჩილებს ფქვილს ვაძლევ, მაგას კი ქატოსო". ეს იმ ბერმა გაიგონა და გამოსწორების სურვილი გაუჩნდა, "ქატოს ნაცვლად ფქვილი რომ მიეღო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2017, 11:03 PM

"ფრიად მორჩილი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2017, 12:03 PM

"მორჩილება მხოლოდ ის კი არ არის, რომ დავალება ისმინო და შეასრულო ჯერ ძალის დატანებით, მერე კი მსუბუქად, ბოლოს, სიხარულით, არამედ გულითა და გონებით, არსით ისმინო იმისა, ვინც გესაუბრება. საბოლოო მიზანი კი ის არის, რომ ადამიანმა ისწავლოს საკუთარი ხმისა და ღვთის მოსმენა, რომლითაც გვესაუბრება სახარება და რომელიც ისმის ადამიანის სულის სიღრმეში მდუმარებისა და ლოცვისას. ბერმონაზვნური მორჩილება თავდაპირველად სკოლაა, მერე - აღმოჩენა ისეთი შინაგანი მდუმარებისა, რომელიც იძლევა საშუალებას, უსმინო და შეერწყა ცოცხალ ღმერთს..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 11 2017, 11:18 AM

"მორჩილება მორჩილს იმ ადამიანის მსგავსად აყალიბებს, ვისაც ის ემორჩილება."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 11 2017, 12:09 PM

"მორჩილება ისეთი მდგომარეობაა, როცა ადამიანი თანხმობაშია სინდისთან, ახლობლებთან, ბედთან და იმ საგნებთანაც, რომლებიც მის გარშემოა"

/მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 18 2017, 11:08 AM

"მორჩილებით გამორჩეული მამა [ღირსი დამიანე] უფალმა განადიდა: მიცვალების შემდგომ 40 დღე მისი ცხედარი კეთილსურნელებას აკმევდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 21 2017, 06:57 PM

"წმინდა მამა შიო მღვიმელს მღვიმეში ჩასვლა რომ უნდოდა, წავიდა თავის სულიერ მოძღვართან - იოანე ზედაზნელთან და მისგან ითხოვა ლოცვა-კურთხევა. წმინდა მამამ თვითონ კი მისცა კურთხევა, მაგრამ კათოლიკოს ევლავიოსთანაც გაგზავნა - თუ ისიც გაკურთხებს, მერეღა ჩადიო, რადგან იოანე ზედაზნელისთვის სულიერი მამა კათოლიკოსი იყო.
უფალიც გვემორჩილება ხოლმე. რომ შევთხოვთ რამეს და შეგვისრულებს, განა ეს მორჩილება არ არის? ჩვენ კი ქედმაღალნი ვართ, არ გვიყვარს მორჩილება."

/არქიმანდრიტი მიქაელი (გაბრიჭიძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 31 2017, 12:43 PM

"თავისი მორჩილებით იმგვარ სრულქმნილებას მიაღწია, რომ მისი [ღირსი სვიმეონ მესვეტე უფროსი] ღვაწლი ადამიანის შესაძლებლობებს აღემატებოდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 1 2017, 09:13 AM

"თავისი მორჩილებით ამტკიცებდა, რომ ყველა ადამიანზე მდაბლად მიაჩნდა თავი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2017, 10:40 AM

"რას განიცდის მორჩილი? პირველ რიგში სიხარულსა და სიმსუბუქეს; გული მისი სიხარულით გალობს, მისთვის ადვილია მორჩილების შესრულება, თითქოს დაფრინავს, მიწაზე კი არ დადის. თუ მორჩილი თავისი ურჩობის გამო ღვთისგან დაისჯება და დაეცემა, უკეთუ შეინანებს, მოძღვარი მას წამოაყენებს. თუნდაც სისხლისგან დაიცალოს, მოძღვარი მას საკუთარ სისხლს მისცემს და გადარჩება. ვინც მოძღვრის (ხუცის) გვერდით საკუთარნებამოკვეთილი ცხოვრობს, ღვთისაგან ორმაგ ნიჭს მიიღებს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 15 2017, 10:06 AM

"გამოირჩეოდა უსიტყვო მორჩილებით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 22 2017, 11:32 AM

"მეუდაბნოეები, რომელთაც სულიერ მამებად ისეთი გამოცდილი მოძღვრები ჰყავდათ, როგორიც გახლდათ სემარქიმანდრიტი სერაფიმე, გამოირჩეოდნენ განსჯითა და სულის სიმშვიდით, თავის ნებაზე მცხოვრებნი კი სულიერ გზას მეტად მძიმე ტვირთაკიდებულნი იწყებდნენ, არ აკლდათ მძიმე განსაცდელი და წლების მანძილზე შრომით შეძენილს კარგავდნენ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 22 2017, 09:35 PM

"ვიცი, რაოდენ მძიმეა მორჩილების უღელი, რაოდენ მტკივნეულია ნების მოკვეთა, მაგრამ ასეთი ცხოვრების სიტკბოებაც ცნობილია ჩემთვის. გზა იოლია და ხსნა ადვილია, როცა საკუთარი ნება უარყოფილია. საკმარისია ნება მოვიკვეთოთ და მშვიდი და ნეტარი ცხოვრება მოგვევლინება".

/ღირსი თეოდორე სტუდიელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2017, 09:46 AM

"ნეტარია ადამიანი, რომელსაც აქვს იმდენი მორჩილება მოძღვრის წინაშე, რომ მისგან მიღებული ყოველი კურთხევა ღვთის ნებად მიიღოს, როცა კარგი მოძღვრის ძიებაში ჩვენ ხშირად ვიცვლით მას.

მოძღვარსა და მორჩილს შორის ურთიერთობა ერთგვარ კონტაქტზეა დამყარებული, რომლის უმნიშვნელოვანეს პუნქტად დაფიქსირებულია მორჩილების პოზიცია მოძღვართან მიმართებით.

თუ მორჩილი ამ პუნქტის მოთხოვნას - უფლის სიყვარულის გამო სრულიად მიენდოს მოძღვარს და უპირობოდ შეასრულოს ყველა მისი მოთხოვნა - განუხრელად იცავს, მაშინ ის გარანტირებულად უფლის მფარველობის ქვეშაა და მის სულიერ ზრდას ვერაფერი შეაჩერებს".

/მამა ერმოლაოსი (ჭეჟია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2017, 04:35 PM

"ძალიან გამუქებულია საზოგადოებაში არსებული აზრი, დღეს მოძღვრების ნაკლებობააო, პირიქით, თანამედროვე საზოგადოებაში უფრო მორჩილების დეფიციტია".

/მამა ერმოლაოსი (ჭეჟია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2017, 11:17 AM

სრულყოფილი მორჩილი

"სკიტში იმ დროს კატაფალკა არ ჰქონდათ. ერთმა მჭედელმა ძმამ მოამზადა კატაფალკა, რათა უფრო ადვილად გაეცილებინათ გარდაცვლილი უკანასკნელ გზაზე. მან კატაფალკა ტაძარში შეაგორა. ძმები ამ მექანიზმის სანახავად მოვიდნენ. უეცრად დიკეამ იკითხა: "პირველს ვის წაასვენებენ ამ კატაფალკით სასაფლაოზე?"ყველამ შიშით შეხედა დიკეას.

ერთ-ერთი ახალგაზრდა მიუბრუნდა თავის მოძღვარს: "მამაო, მაკურთხე, რომ პირველი მოვკვდე მამათა შორის". მოძღვარმა, რომელიც უმაღლეს საზომს იყო მიღწეული, უპასუხა: "გიბრძანებ". მამებმა მათი ეს საუბარი ხუმრობად ჩათვალეს.

მორჩილი კი მაშინვე შეუდგა სიკვდილისთვის მზადებას, დაიტირებდა თავის ცოდვებს, აღიარებდა მოძღვართან.

ორმოცი დღის მერე სამგლოვიარო ზარს შემოჰკრეს. ძმებმა ერთმანეთს გადახედეს, არავინ იცოდა, ვინ მოკვდა. როცა შეატყობინეს, რომ ის ახალგაზრდა გარდაიცვალა, ყველამ თქვა: "აი, ქურდი, მორჩილების აღთქმა დაიმარხა, კურთხევა გამოითხოვა მოძღვრისგან, ასე სწრაფად დატოვა ამქვეყნიური ცხოვრება და ახლა ზეცაში იხარებს. თავისი მორჩილებით მან სამოთხე მიიტაცა".

სკიტელმა მამებმა სიხარულით მიაცილეს ყმაწვილის ცხედარი საფლავამდე, თანაც კვირობდნენ, ჩვენს დროშიც კი სრულყოფილ მორჩილს სიკვდილისა არ ეშინია, სულიერი მამის ნების აღმსრულებელი ღირსი შეიქნა უმტკივნეულო აღსასრულისა და ზეციურ სიკეთეთა გამო მიწიერ სიკეთეთაგან მალე განშორებისა.

მორჩილსა და მის მოძღვარს ყველა ნეტარად მოიხსენიებდა, მისი მორჩილების მაგალითი კი არ მინავლდება მომავალი თაობის მონაზონთათვის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 27 2017, 06:45 PM

"თუმცა აღარ არიან უდიდესი მოძღვრები, მადლი არსებობს და მორჩილება მაინც აუცილებელია".

/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2017, 10:03 PM

"- როგორი უნდა იყოს მორჩილება, განსჯითი თუ განსჯის გარეშე?

- წმინდა მამათა ცხოვრება ნათელი მაგალითია იმისა, რომ უფალს უმეტესწილად ესათნოება მორჩილება განსჯის გარეშე. მოვიყვან ერთ მაგალითს მამათა ცხოვრებიდან: ერთ მორჩილს მონასტრის იღუმენმა დაავალა, ყოველდღე მოერწყო გამხმარი ხე, რომელიც მონასტრიდან მოშორებით მდებარეობდა.

მორჩილს არც დაუწყია იმის განსჯა, თუ ადამიანური თვალით როგორი უაზრობა იყო ასეთი მორჩილების აღსრულება. მდუმარებით მიიღო იღუმენის ნათქვამი და რამდენიმე წლის განმავლობაში განუსჯელად ასრულებდა წინამძღვრის ლოცვა-კურთხევას.

მოხდა სასწაული, ხე განედლდა და ნაყოფიც კი გამოიღო. იღუმენმა ტრაპეზზე ძმებს მიუტანა განედლებული ხის ნაყოფი და წარმოთქვა: "აჰა, ნაყოფი მორჩილებისა"...

/მამა ვახტანგ დავითაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 27 2017, 01:46 PM

"წმინდა ანტონი დიდი, რომელიც უამრავი ადამიანის სულიერი მოძღვარი იყო, თვითონ იძლეოდა უდიდეს მაგალითს მორჩილებისა. ერთხელ მას მოუვიდა იმპერატორის წერილი - მეფე კონსტანტინე სთხოვდა, ჩასულიყო კონსტანტინოპოლში - სამეფო კარზე.

წმინდა ანტონიმ აზრი ჰკითხა თავის ერთ-ერთ მოწაფეს, ყოვლად უბრალო პავლეს, რომელმაც უპასუხა: "თუ წახვალ, ანტონი იქნები, თუ არა - ამბა ანტონი". ამით მიანიშნა, რომ იგი არ იწონებდა ანტონის გამგზავრებას სამეფო კარზე. პავლეს ნათქვამი წმინდა ანტონიმ ღვთის კურთხევად მიიღო და აღარ წასულა სამეფო კარზე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 5 2018, 01:46 PM

"მორჩილება არა მხოლოდ ცხონებისთვის არის აუცილებელი, არამედ ამქვეყნიურ ცხოვრებაში კეთილდღეობის მოსაპოვებლადაც".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2018, 10:02 PM

"მძიმე მორჩილება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2018, 10:36 AM

"უფალი ბრძანებს: ვისაც უყვარს ღმერთი, მისი სიტყვა ესმის, უეჭველად ღვთის ნებას შეასრულებს და მადლსაც მოიხვეჭსო. როგორც ვხედავთ, მორჩილება არა მხოლოდ მადლის მოხვეჭის საშუალებაა, არამედ ღვთის მოსმენის აუცილებელი წინაპირობაც".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2018, 06:41 PM

"- რა არის მორჩილება? მონობას ხომ არ უკავშირდება იგი?

- მორჩილება დაკავშირებულია სათნოებასთან. შეიძლება, ამაყი კაცი მორჩილი იყოს? ამაყი და ამპარტავანი ადამიანი შეიძლება იყოს მონა და არა - მორჩილი.

ღმერთს არ უყვარს მონობა. უფალს მონობა რომ უყვარდეს, თავისი ძალმოსილებით გამოგვეცხადებოდა და ჩვენც სხვა გზა არ გვექნებოდა, უნდა დავმორჩილებოდით მას. მონა არ არის თავისუფალი და, აქედან გამომდინარე, მას არ შეუძლია სიყვარული, მორჩილება კი თავმდაბლობიდან აღმოცენდება."

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2018, 03:14 PM

"ღირსმა აკაკი მორჩილმა ცხრა წელი დაჰყო უწყალო ბერთან მორჩილად და მიიცვალა. აკაკის მოძღვარმა საფლავთან მიიყვანა ის უწყალო ბერი, რომელსაც არ სჯეროდა აკაკის გარდაცვალება. მან საფლავში ჩასძახა: "ძმაო, აკაკი, მოკვდი?" საფლავიდან გაისმა: "ვითარ შესაძლებელ არს, მამაო, სიკვდილი მორჩილისა?" ეს რომ ესმა უწყალო ბერს, მას შემდეგ აკაკის საფლავთან სინანულით ცხოვრობდა და ყველა მნახველს სიმდაბლით ეუბნებოდა: "კაცის კვლა მიქნიეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 10 2018, 02:37 PM

"მორჩილება სიხარულის მომტანია, მორჩილებაში მყოფს უფალი სათნო-იყოფს, ადღეგრძელებს."

/მამა იოანე გვაჯაია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 17 2018, 09:12 PM

"მისი მორჩილება წუნდაუდებელი იყო და მასში საკუთარი ნების ნასახიც არ გახლდათ დარჩენილი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2018, 08:44 PM

"მოძღვრის მორჩილება იგივე ღვთის მორჩილებაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 22 2018, 10:09 AM

მორჩილება - მსხვერპლზე აღმატებული

"როგორც ვთქვით, დიდ სულიერ ღვაწლს ღირსი მამები უდიდეს ფიზიკურ შრომასაც ურთავდნენ. მრავალი წლის მანძილზე ფიქრადაც არ მოსვლიათ, რომ დამსხდარიყვნენ ღამისთევისას ან სამი ათას მეტანიაზე ნაკლები შეესრულებინათ. ასევე მრავალი წლის მანძილზე საწოლზე არ წვებოდნენ.

"მაგრამ ბოლოს, ჩვენი ღვაწლის უკიდურესობა მონაზვნებმა გამოასწორეს, - ყვებოდა მამა არსენი, - ბერი ათონიდან სოზეელში დადიოდა ხოლმე იქაური მონასტრების სულიერად გასაძლიერებლად. ერთ-ერთ მონასტერში დედებმა ნახეს, რომ ლოგინი დილით ხელუხლებელი ხვდებოდათ. ეს ამბავი იღუმენიამაც შეიტყო. მოიხმო ბერი იოსები და ჰკითხა: - მორჩილება თუ შეგიძლიაო. რა თქმა უნდაო. მაშინ, ამიერიდან ლოგინში ჩაწვები და ისე დაისვენებ ხოლმეო.

მამა იოსები მძიმე დღეში ჩავარდა, მაგრამ მაინც დამორჩილდა. პირველად ჩაწვა ლოგინში და როცა გაიღვიძა, ძალების ისეთი მობერვა იგრძნო, იმგვარი გონების სინათლე, რომ მიხვდა ნათქვამის აზრს: მორჩილება მსხვერპლს სჯობს. კარგად ჩაიარა ღამისთევის ლოცვამ და უკან დაბრუნებულმა მითხრა, - მამაო არსენ, დღეიდან ჩვენს ხის საწოლზე დავიძინებთო. უყოყმანოდ ვუპასუხე, - გვაკურთხე, მამაო-მეთქი."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 28 2018, 02:35 PM

"წმინდა მამები ამბობენ: ვინც უფლის სიყვარულით უარყოფს თავის თავს და უფალს დაემორჩილება, აუცილებლად მიაღწევს დიდ სულიერ საფეხურს".




"- მორჩილება რომ ყველასთვის აუცილებელია, იმიტომაც განიხილა ღირსმა იოანე კლემაქსმა თავის წიგნში ერთ-ერთ საფეხურად...

- დიახ, მორჩილებით ადამიანი უარყოფს თავის თავს, ბევრ რამეს სწავლობს და რაც იცის, იმასაც განიმტკიცებს. მორჩილების შემდეგ უფალი ადამიანს აძლევს სიბრძნეს და ამ სიბრძნით ის არჩევს, რა არის მისთვის კარგი და რა - ცუდი.

მორჩილების გზით საკუთარი თავის უარყოფით ხდება სულიერი აღმავლობა. ხშირად ადამიანს ჰგონია, რომ სწორი მიმართულებით მიდის, ამავე დროს, ცდება. მორჩილებაში რომ უარყოფ საკუთარ თავს, მაშინ შენში უკვე უფლის მადლით სიბრძნე შემოდის.

ამ დროს გრძნობ ღვთის ნებას და ღმერთთან დაახლოებას. ადამიანის ცხოვრებაში მთავარია, თავის თავში ღვთის ნების მოპოვება, ღვთისადმი მორჩილება და ღვთის ნებით ცხოვრება. არსებობს სამი ნება: ერთია ღვთის ნება, მეორეა - ადამიანის ნება და მესამე - ბოროტის ნება.

- მამაო, ამის გარჩევა როგორღა შევძლოთ?

- თუ კაცს უყვარს თავის გამართლება, თავისი ნების გატანა, საკუთარი თავის შექება, ეს ნიშნავს, რომ არ არის მორჩილებაში, ხოლო თავმდაბალი შეცდომას მოყვასს ადვილად პატიობს, რაც ნიშნავს, რომ ის მორჩილია.

როცა ადამიანი თავს იმდაბლებს და მორჩილებით ცხოვრობს, ის უკვე თავისას არასდროს ამტკიცებს და არ ფიქრობს საკუთარი აზრის ბოლომდე გატანას. აქედან ჩანს, რომ ეს ადამიანი მორჩილია.

ერთ ბერს მონასტერში წინამძღვრობა შესთავაზეს. თავმდაბლობის გამო უარი განაცხადა და მონასტრიდან გაიქცა. ძმობა გაეკიდა. ბერმა ერთ გამოქვაბულს შეაფარა თავი და ვერ მიაგნეს. დაღონებულები უკან გამობრუნდნენ. მეორე დღეს მონასტრიდან სახედარი გაიქცა და როდესაც ბერები დაედევნენ, სახედარი ზუსტად იმ გამოქვაბულს მიადგა, სადაც ის ბერი იმალებოდა. უნდოდათ, ბერი გაკოჭილი დაებრუნებინათ მონასტერში, მან კი მიუგო: არ არის საჭირო, რადგან უკვე განცხადდა ღვთის ნებაო.

აქედან ჩანს, რომ თუ ეს ბერი ღვთის ნებას ვერ დაინახავდა იმ სახედრის მისვლით, იგი საკუთარი ნების გამტარებელი იქნებოდა. აი, როგორ უნდა გავარჩიოთ ღვთისა და ადამიანის ნება. ხოლო რაც შეეხება ბოროტის ნების გატარებას, ეს მაშინ ვლინდება, როდესაც ადამიანი არ უსმენს სინდისის ხმას."

/არქიმანდრიტი ანდრია (ტარიადისი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2018, 06:47 PM

"მორჩილებით შეიძლება დაამყარო სიმშვიდე და აიცილო ცუდი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 20 2018, 02:51 PM

"მორჩილება უდიდესი თავმდაბლობაა. ვინც დამჯერია, სამოთხეში შედის, ვინც ურჩობს, სამოთხიდნ განვარდება"

/ყარაყალის იღუმენი კონდრატე (+1940)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 28 2018, 06:36 PM

"მორჩილება საფლავიდან მკვდრებსაც კი ალაპარაკებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2018, 02:04 PM

"ერთხელ სულიერმა შვილებმა ჰკითხეს მამა არსენს, თუ თქვენი ერთადერთი საზრდელი ორცხობილა იყო, საიდან შოულობდითო.

"ჩვენს დროში მონასტრებში ტრაპეზობისას მორჩენილ პურებს ახმობდნენ და მოსაგრეებს ურიგებდნენ. კარგი იყო თუ ცუდი, ჩვენ მას ვიღებდით, ზოგჯერ ჭიანიც გვხვდებოდა ხოლმე.

ერთხელ ერთ მონასტერში წავედი ორცხობილასთვის. მომსახურე ძმამ ერთი დიდი ტომარა მომცა. ბევრია-მეთქი, - არა, წაიღეო.

მძიმედ დატვირთულმა, როგორც იქნა, მივაღწიე მწვერვალზე წმინდა ბასილის სკიტს. მე და მოძღვარმა ტომარას პირი მოვხსენით და რას ვხედავთ? სულ ჭიანია! მე, როგორც კაცმა, დრტვინვა დავიწყე, - მაგ დალოცვილებს ხომ შეიძლებოდა, ეს ჯორებისთვის მიეცათ? ამდენი ფუჭად იშრომეს-მეთქი.

მამა იოსებმა მითხრა, - რატომ ფუჭად. ეს ღმერთმა ჩვენ გამოგვიგზავნა. უკეთესი რომ დაგვემსახურებინა, უკეთესს გამოგვიგზავნიდაო.

ჭია-მატლს რა ვუყოთ, მამაო-მეთქი. მცირე ხანს ჩაფიქრდა და მიპასუხა: - გამოსავალი ვიპოვე. შებინდებისას ვჭამოთ, როცა ჭიებს ვერ დავინახავთო. ასეც მოვიქეცით", - დაასრულა თხრობა მამა არსენმა. მამაო, - ჰკითხეს სულიერმა შვილებმა, - მერე თქვენს ჯანმრთელობას არ ავნოო? თავიდან გამიჭირდა, მაგრამ რა მექნა? შვილებო, დამიჯერეთ, მერე ღმერთმა მეტად გააგემრიელა და დაატკბოო.

ეს კი მამა არსენის სრული მორჩილების ნაყოფი გახლდათ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 12 2018, 11:38 AM

"მორჩილება რომ არ ყოფილიყო აუცილებელი, ქრისტე არ იქნებოდა თავისი დედის და მართალი იოსების მორჩილი".

/მღვდელ-მონაზონი ისიდორე (ქარუმიძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 12 2018, 07:19 PM

"შორეულ წარსულში დიონისიატის სავანეში ერთმა ბერდიაკონმა წირვის მერე ზღვაში ბანაობა მოისურვა. იღუმენმა ნება არ მისცა და უკურთხებლად, სრულიად მარტო მივიდა ზღვასთან, ჩახტა წყალში და ბანაობა დაიწყო. იმდენ ხანს იცურა, ვიდრე საკბილოს მაძიებელმა ზვიგენმა არ გადაყლაპა.

ბერდიაკონი რომ არ გამოჩნდა, ძმები შეწუხდნენ. შესაძლოა, შორიდან უცქერდნენ მის ბანაობას. უეცრად რომ გაუჩინარდა, დაეჭვდნენ, ზვიგენმა ხომ არ შეჭამაო, ანდა იქნებ ზვიგენსაც მოჰკრეს თვალი. დაკლეს ღორი, მოაბეს კაუჭზე, ნავით ზღვაში შეცურეს და სატყუარა წყალში გადააგდეს, მაგრამ ზვიგენის დაჭერის ყოველი ცდა უშედეგო აღმოჩნდა.

ასე ტრაგიკულად დატოვა ბერდიაკონმა სავანე. ურჩის სამაგალითო დასჯამ შიში ჩათესა დიონისელი ძმების გულებში და ცდილობდნენ, არაფერი დაემალათ იღუმენისთვის."





“ერთ-ერთ კელიაში, რომელიც წმინდა ანას მცირე სკიტის სიახლოვეს, ძნელად მისადგომ კლდოვან უდაბნოში მდებარეობდა, ოდესღაც ბერი და მორჩილი ცხოვრობდნენ. მოძღვარმა წინამორბედ მამათაგან მემკვიდრეობით ყოველ შაბათს, სამდღიანი მარხვის მერე, ზიარების ტრადიცია მიიღო. მოისურვა, ეს ტრადიცია მორჩილისთვის გადაეცა.

ერთხელ ეს მორჩილი მეზობელ კელიას ეწვია. იქ სხვათა შორის ისაუბრეს ხშირ ზიარებაზეც. მონაზონი გაიტაცა ამ მამათა აზრებმა, თითქმის ყოველდღე მიდიოდა მათთან კალივაში და ეზიარებოდა საღმრთო საიდუმლოს.

მოძღვარი არიგებდა, ჩვენთვის სრულიად საკმარისია, ყოველდღე ღვთისმსახურების სრული ციკლი ვილოცოთ და შაბათობით ვეზიაროთო. მორჩილი არ უსმენდა. ერთხელ ემზადებოდა მოძღვრის კურთხევის დასარღვევად. მოძღვარმა რისხვით უთხრა: - რადგან არ მემორჩილები და თვითნებობას განაგრძობ, დაე, დაგსაჯოს ბოროტმა ანგელოზმაო.

ორი დღის შემდეგ მორჩილს ყელში სიმსივნე გამოაჩნდა, რომელიც გაიზარდა და ძალზე სტკიოდა. ერთი კვირის მერე გარდაიცვალა და ღმერთმა იცის, ცხონდა თუ არა...

ეს ამბავი ყუთლუმუშელ მონაზვნებს მამა იოსებ მღვიმელმა უამბო”.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 14 2018, 09:42 PM

"ნებისმიერ ადამიანს, რომელიც მორჩილებას აღასრულებს, ეშმაკისგან საწინააღმდეგო აზრებიც მოსდის. შესაძლოა, იგივე ხდებოდა აბრაამშიც, მაგრამ მან მტკიცედ უწყოდა, რომ ღვთის ბრძანება ყოველთვის მორჩილებით უნდა აღესრულებინა და აღასრულა კიდეც. მისი საქციელით უფალმა გვაჩვენა, რატომ შეიქმნა იგი ღირსი, ღვთის რჩეული გამხდარიყო."

/არქიმანდრიტი მაკარი აბესაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2018, 09:39 PM

"მოსაგრე [არქიმანდრიტი იოაკიმე ნიკოლიადისი] დაიქნაცა, მაგრამ იმის შესაძლებლობამ, რომ მორჩილების გამო ის ღვთისგან დაჯილდოვდებოდა, ძალა შემატა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 27 2018, 08:36 PM

"მორჩილსაც უჭირს სიმშვიდის შენარჩუნება, როცა მის მოძღვარს ცუდი ხასიათი აქვს. ცუდ ბერთან ცხოვრება დიდი ჯვარია მორჩილისთვის".

/წმ. სილოვანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 2 2018, 06:19 PM

"სულიწმინდას უყვარს მორჩილი სული. ამიტომ იგი მალევე შეიცნობს უფალს და იღებს გულით ლოცვის ნიჭს. მორჩილი უფლის ნებასაა მინდობილი. ამიტომ მას თავისუფლება და ღმერთში განსვენება მიემადლება და იგი წმინდა გონებით ლოცულობს. ხოლო ამაყმა და ურჩმა ადამიანებმა ბევრიც რომ იღვაწონ, წმინდა ლოცვას მაინც ვერ შეძლებენ. მათ არ იციან არც ის, თუ როგორ მოქმედებს მადლი და არც ის, აპატია თუ არა უფალმა მათ ცოდვები. მორჩილი კი ცხადად ხედავს, რომ უფალმა მას ცოდვები შეუნდო, რადგან თავის სულში სულიწმინდას უსმენს".

/წმ. სილოვანე ათონელი/

"მორჩილება მხოლოდ ბერებს კი არა, ყველა ადამიანს სჭირდება. თვით უფალიც კი მორჩილი იყო. ამაყი და თავნება ადამიანები მადლს საკუთარ თავში დამკვიდრების საშუალებას არ აძლევენ. ამიტომ არასოდეს აქვთ სულიერი სიმშვიდე, მორჩილის სულში კი იოლად შედის სულიწმინდის მადლი და მას სიხარულს და სიმშვიდეს ანიჭებს".

/წმ. სილოვანე ათონელი/

"მორჩილი უფლის ნებასაა მინდობილი და სიკვდილის არ ეშინია, რადგან მისი სული უფალთან ყოფნას მიეჩვია და შეიყვარა. მან თავისი ნება მოიკვეთა, ამიტომ არც სულში და არც სხეულში არ აქვს ისეთი ბრძოლა, როგორიც ურჩ და თავნება ადამიანს ტანჯავს".

/წმ. სილოვანე ათონელი/

"უფალს უყვარს მორჩილი სული და რაც არ უნდა სთხოვოს, ყველაფერს შეუსრულებს".

/წმ. სილოვანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 5 2018, 01:30 PM

"15 წლის წინ მამა იღუმენი (არქიმანდრიტი მისაილი) მამა ს.-ს გემზე გზავნიდა, მაგრამ მან უარი თქვა იქ წასვლაზე. მაშინ იღუმენმა ჰკითხა: "მას, სად გინდა წასვლა?" მამა ს.-მ უპასუხა: "ტყის საჭრელად". ხოლო როცა იქ წავიდა, ხე დაეცა, დიდხანს იწვა საავადმყოფოში და თავის ურჩობას ინანიებდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 8 2018, 05:30 PM

"უფლის მორჩილება მოძღვრის მორჩილებით გამოიხატება."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 12 2019, 07:04 PM

"მორჩილება ნუ გგონიათ სისასტიკე და მონობა, მორჩილება არის პატივისცემა, დაჯერება".

"არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოძღვრის მორჩილება არ არის მონობა"

/მამა გიორგი (თევდორაშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2019, 10:44 PM

"თუ გტანჯავს ცუდი ზრახვები, ეს იმას ნიშნავს, რომ მორჩილი არა ხარ"

/წმ. სილუან ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 17 2019, 09:08 PM

"არ ძალმიძს აღვწერო, რას ნიშნავს ნამდვილი მორჩილება. ახლა რომ მორჩილებაზე გესაუბრო და მერე გითხრა, "მიდი, ყირაზე დადექი", და შენ დამემორჩილო, ეს არ არის მორჩილება. მორჩილებაა, როცა უზრუნველად ხარ, ანუ საერთოდ არ ფიქრობ მორჩილებაზე, და უეცრად გავალებენ რაღაცას, შენ კი სიხარულით ასრულებ დავალებას. როცა საქმით ხარ დაკავებული, არ ხარ ყურადღებით, არ ხარ მზად სხვა რამისთვის და ამ დროს დაგამდაბლებენ, მაშინ გამოჩნდება შენი საქციელით, ასრულებ თუ არა მორჩილებას".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 17 2019, 09:40 PM

"არ შემიძლია ვინმეს ვაწყენინო, იმიტომ, რომ ბავშვობიდანვე მაქვს ნასწავლი სხვების მორჩილება"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2019, 04:47 PM

"მორჩილებით ყოველმხრივ იცვლები. ხდები სწრაფი, გონიერი, ფიზიკურად უფრო ძლიერი, ყველაფერში ახალგაზრდა".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2019, 08:27 PM

"მორჩილება უნდა იყოს სუფთა. არა ეგოისტური, არც ისეთი, რომ მარტო ასიამოვნო მოძღვარს და მეტი არაფერი, არამედ წრფელი, უანგარო"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2019, 10:54 AM

„მორჩილება სულიერი ცხოვრების საიდუმლოა“

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 2 2019, 10:13 PM

"მაგალითი გახდა დაჯერებისა, მორჩილებისა და თავის უარყოფისა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 2 2020, 09:57 PM

"მორჩილება ყველაფერს მოგანიჭებს. მორჩილება თვით ღმერთსაც კი სძლევს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 3 2020, 06:20 PM

"მორჩილება - სიცოცხლეა, ურჩობა - სიკვდილი" - ამბობენ მთაწმინდელი მამები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2020, 08:03 PM

"მორჩილების საცხოვნებელი ჯვარი"

"ღირსი მამა ახოვანი მორჩილებით ითმენდა უფლის ნებას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 29 2020, 01:09 PM

"მორჩილი იქნები - სამოთხეში წახვალ"

/მამა ეფრემ კატუნაკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 29 2020, 01:46 PM

"ურჩობა - სიკვდილია, მორჩილება - ცხოვრება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 23 2020, 01:16 PM

"რამდენადაც შევძლებთ ჩვენი ნება დავუმორჩილოთ ღვთისას, იმდენად ვიქნებით წარმატებულნი სულიერ გზაზე"

/წმ. ანტონ დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 12 2020, 09:19 PM

"ბერი [ანთიმოზი] ხშირად ამბობდა, რომ მორჩილებით ამქვეყნად ჩვენს ხორციელ ნაწილებს ვაკვდინებთ, რათა უკეთ იმოქმედონ სულიერმა ნაწილებმა. მორჩილება ჩვენი საკუთარი ნების კუბოა, საიდანაც შემდეგ თავმდაბლობის სურნელოვანი ნიშატი აღმოცენდება."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 12 2020, 09:47 PM

"ნუ დაივიწყებთ დიდოხოს თოტიკელის სიტყვებს, რომ მორჩილება პირველია საწყის სიქველეთა შორის, რომ იგი აგვაშორებს მედიდურობასა და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის შექმნას და თავმდაბლობას ბადებს. ამიტომაც ყველასთვის, ვინც მზადყოფნით ეძლევა მორჩილებას, იგი ხდება კარად, რომელიც ღვთის სიყვარულში იღება."

/ბერი ანთიმოზი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 13 2020, 03:56 PM

"მორჩილება უდიდესი და გასაოცარი სიქველეა, რომელიც სულს აძლევს ძალას, წინ აღუდგეს სატანის შემოტევას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2020, 10:44 PM

"მორჩილება ესაა ადამიანური განსჯის გვერდზე გადადება მაშინაც კი როცა განსჯის დიდი ნიჭი გაქვს."

/ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2020, 09:34 PM

"რადგან ურჩობის გამო განვიდევნეთ სამოთხიდან, ამიტომ ყოვლად მოწყალე ღმერთმა ინება, რომ სამოთხე კვლავ ჩვენი მორჩილებით დავიბრუნოთ."

/ღირსი თეოდორე სტუდიელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2020, 02:48 PM

"წმინდა მორჩილება აჯილდოებს მორჩილს ჭეშმარიტი ბედნიერებით, ღრმა სულიერი სიმშვიდით"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2020, 03:34 PM

"თუ ყოველთვის იტყვი: მაპატიე, მორჩილებას შეიძენ"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 27 2020, 08:36 PM

"მორჩილება სასწაულია რწმენისა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2020, 08:48 PM

"ყველა დიდი საქმე ეკლესიაში მორჩილებით იწყება"

/არქიმანდრიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2020, 07:13 PM

"იმას კი არ აქვს პატივი და მორჩილება, ვინც მხოლოდ გარეგნულად გამოავლენს ამას, არამედ ის, ვინც ასაზრდოებს ამ სათნოებებს გულში".

/დეკ. შიო პაიჭაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 6 2020, 03:14 PM

"მორჩილების გამო მამა ვიტალის [სიდორენკო] ეცვა მატყლის წინდები, რომელიც მას ერთმა მღვდელმა აჩუქა, თან აკურთხა, რომ არ გაეხადა, ვიდრე არ გაცვდებოდა, და ასე ეცვა ბერს ეს წინდები საშინელ სიცხეშიც კი, სანამ მეუფე ზინობიმ არ გაუუქმა ეს კურთხევა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 16 2020, 08:42 PM

"ღმერთი იმათ მოხედავს, ვინც მორჩილების, სიმდაბლისა და შრომისმოყვარეობის მეშვეობით ბავშვებივით უზაკველი ხდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 23 2020, 08:10 PM

"მორჩილი, რომელმაც მორჩილების არსი გაიგო, თავისი სულიერი მამისგან მადლს მემკვიდრეობით ისე იღებს, როგორც მდიდარი მშობლების შვილები უშრომელად თავადაც მდიდრები ხდებიან".

/ბერი იოსებ ისიქასტი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2020, 08:42 PM

"მორჩილების საიდუმლო არის მშობელი სულიერი ძალისა და გარანტი ცხონებისა"

/ბერი იოსებ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 6 2020, 09:17 PM

"გვინახავს ნამდვილი მორჩილები, რომელთაც თავიანთი მოძღვარი თავის თავში გადმოეხატათ. იმდენად საგრძნობი იყო მოძღვრის სულის თანამყოფობა მათში, რომ ხორციელი შვილებივით ჰგავდნენ თავიანთ სულიერ მშობლებს!"

/ბერი იოსებ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 9 2020, 06:07 PM

"ადამიანი სამი მიზეზით აღასრულებს მორჩილებას. პირველია დასაწყისი ეტაპი, შესავალი: [მოძღვარს] ვუგონებ და ვემორჩილები იმიტომ, რომ ჯოჯოხეთის მეშინია. მეორე მიზეზი - გასამრჯელოს მოლოდინია. მესამე კი ისაა, რომ მოძღვარი მიყვარს. ნეტარია ის, ვინც მესამე მიზეზით იჩენს მორჩილებას".

/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 9 2020, 06:21 PM

"უფალი სიკვდილამდე მორჩილი იყო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 9 2020, 08:23 PM

"ჩვენმა ბერმა გამოცდილებით იცოდა, რომ "ყოველი რჯულის გარდასვლა-დარღვევა და ურჩობა სამართლიან საზღაურს მიიღებს". ის გვიამბობდა, რომ ერთხელ, როდესაც ხეზე სეფისკვერის ბეჭედს ჭრიდა, დანა აუცდა და ოდნავ მკერდში ჩაერჭო. თუმცა სერიოზულად არ დაშავებულა, მაგრამ აინტერესებდა, თუ რატომ დაუშვა ღმერთის სიყვარულმა ასეთი რამ. მაშინ საკუთარმა სინდისმა, რომელიც განუწყვეტელი სინანულის გამო საკმაოდ გაფაქიზებული ჰქონდა, მიუთითა, რომ რაღაცაში მორჩილების სიზუსტე დაერღვია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 10 2020, 09:58 PM

"ჭეშმარიტად სულიერი ცხოვრება მხოლოდ მორჩილებაზე შეიძლება იყოს დაფუძნებული და ეს საფუძველი მუდმივად უნდა ღრმავდებოდეს და მტკიცდებოდეს: მხოლოდ მორჩილ გულში მოქმედებს ღმერთი, მხოლოდ მორჩილისათვის ავლენს თავის ძალას. მამებს აქვთ აფორიზმი: "ღმერთი გამგონეს უგონებს".

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 10 2020, 10:23 PM

"ასეთ სიტყვასაც გეტყვით: მორჩილების ტვირთი მიჩნეულია სხვა სათნოებათა შედეგად, ისევე, როგორც უფლის ვნებათა ჯვარი. და როგორც ავაზაკი შევიდა სამოთხეში ჯვრით, ასევე ჩვენც მორჩილებით, როგორც ჯვრით, შევდივართ სასუფეველში".

/იოსებ ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 11 2020, 02:28 PM

"ადამის მეორე ცოდვა ღვთისადმი ურჩობა იყო, სურვილი, თვითონ გამხდარიყო "ვითარცა ღმერთი" (დაბ. 3,5), სურვილი თავისუფლებისა არა ღმერთში, არამედ ღვთის გარეშე. ამიტომ მადლის მოსახვეჭად ადამიანმა მორჩილება უნდა ისწავლოს. ეს პირველ რიგში ეკლესიისადმი მორჩილებაა (ეკლესიის მეშვეობით - სახარების მცნებებისა), შემდეგ კი მორჩილება ერში: მორჩილება სახლში, სამსახურში - სიტყვიერი, მორჩილება ყველას მიმართ. ეს საკუთარი ადგილის გააზრებაა ეკლესიაში, საზოგადოებაში, ოჯახში".

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 11 2020, 07:28 PM

"მორჩილება არის სამარე საკუთარი ნებისა და აღდგომა სიმდაბლისა"

/ღირსი იოანე სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 11 2020, 08:56 PM

"სული მორჩილისა ზღვასავითაა; ჩააგდე ზღვაში, იგი წუთიერად ააღელვებს მსუბუქად ზედაპირს, შემდეგ კი ჩაიძირება მის სიღრმეში. მწუხარებაც ასე იძირება მორჩილის გულში, იმიტომ, რომ მასთანაა ძალა უფლისა".

/წმ. სილუანი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 12 2020, 02:14 PM

"ვინც მორჩილებით ცხოვრობს, ის სულ ოდნავ ეხება მიწას, მორჩილება ცეცხლოვანი კედელივით დგას ქვეყანასა და მის სულს შორის. საკუთარ გულში შესვლა ადამიანს მხოლოდ მორჩილების მეშვეობით ძალუძს, სხვაგვარად ვნებები, როგორც შავი ფარდა, გულს შეუღწევადს გახდიან გონებისათვის, საკუთარი ზრახვებითა და საერო ცოდნით დამძიმებული გონება კი, თავის მხრივ, გულში ვერ შევა, როგორც ჩასქელებული სხეული ვერ გავა ვიწრო კარში".

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 12 2020, 06:07 PM

"იმისათვის, რომ გადარჩე, უნდა იყო მორჩილი, იმიტომ, რომ ამაყი ძალითაც რომ დასვა სამოთხეში, იგი იქაც არ იქნება კმაყოფილი, იქაც ვერ იპოვის სიმშვიდეს და იტყვის: "რატომ არ ვარ მე პირველ ადგილზე?" მორჩილი სული, ავსებული სიყვარულით, არ ეძებს პირველობას, არამედ ყველასათვის სიკეთე სურს, ყველაფრით კმაყოფილია".

/წმ. სილუანი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2020, 01:23 PM

"მორჩილება არის მოქმედება განსაცდელის გარეშე, თვითნებური სიკვდილი, ცნობისმოყვარეობის გარეშე ცხოვრება, ჭირის უდარდელად გადატანა. ღვთის წინაშე უზრუნველი სიტყვისგება, სიკვდილი უშიშარი, უსაფრთხო ცურვა, მოგზაურობა ძილში".

/ღირსი იოანე სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2020, 04:20 PM

"მორჩილებ? სამოთხეში წახვალ".

/ბერი იოსებ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2020, 07:18 PM

"მორჩილი სიყვარულით, სიხარულით და მზადყოფნით ანდობს საკუთარ ნებასა და გონებას სულიერ მოძღვარს, რითაც თავისუფლდება ამქვეყნიური საზრუნავის უმძიმესი ტვირთისაგან და შეიმეცნებს ფასდაუდებელს - ღვთაებრივ სიწმინდეს".

/არქიმანდრიტი სოფრონი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2020, 09:57 PM

"მორჩილი, რომელიც უკეთურ აზრს შეიწყნარებს თავის მოძღვარზე და მისდამი ნდობას დაკარგავს, ისე დაეცემა, როგორც გუმბათი, როცა მას საყრდენ ლოდს გამოაცლიან".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 22 2021, 09:44 PM

"წმინდა მამები მორჩილებას იმიტომ აყენებდნენ ლოცვასა და მარხვაზე მაღლა, რომ მორჩილების გარეშე ადამიანმა შეიძლება თავი დიდ მოღვაწედ და მლოცველად წარმოიდგინოს, ხოლო ვინც ყველაფერში მოიკვეთა საკუთარი ნება მოძღვრის წინაშე, იმან წმინდა გონება შეიძინა"

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 1 2021, 10:14 PM

"1932 წლის 1 ივლისს ჩემთან სტარი რუსიკიდან მამა პანტელეიმონი მოვიდა. მე ვკითხე, როგორა ხარ-მეთქი, მან კი მხიარული სახით მიპასუხა:
- ძალიან მიხარია.
-რა გიხარია,მამაო?
- ყველა ძმას ვუყვარვარ.
-რისთვის უყვარხართ?
- ყველას ვემორჩილები, როცა სადმე მაგზავნიან, - მიპასუხა მან.
და მე ვიფიქრე, რა ადვილია ღვთის სასუფევლისკენ მიმავალი გზა-მეთქი. მან მშვიდობა ღვთის მორჩილებით მოიპოვა, რომელსაც ღვთის გულისათვის აღასრულებს, და ამიტომ თავს კარგად გრძნობს".

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2021, 05:25 PM

„მორჩილი ღვთის ნებას არის მინდობილი და არ ეშინია სიკვდილისა, რადგან მისი სული მიჩვეულია ღმერთთან ერთად ცხოვრებას და უყვარს იგი. მან მოიკვეთა თავისი ნება და ამიტომ არც სულს, არც ხორცს არა აქვს ისეთი ბრძოლა, ურჩსა და თვითრჯულს რომ ტანჯავს“

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2021, 08:11 PM

"მორჩილ ადამიანს საყვედური არ ეუხერხულება, არც შეურაცხყოფა ააპილპილებს. მორჩილი დარდში ხარობს და მწუხარებაში მადლობას აღავლენს"

/წმ. ეფრემ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2021, 08:08 PM

"უფალი ჩვენს მონანიებას არა ღვაწლის, არამედ მორჩილების მიხედვით შეიწირავს"

/ღირსი იოანე სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2021, 03:42 PM

"სანამ ნებაყოფლობით ვცოდავთ, არ არის ჩვენში მორჩილება"

/ღირსი იოანე სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 29 2021, 10:23 PM

"გიყვარდეს მორჩილება, ის ყველა შენს ცოდვას დაფარავს"

/ღირსი ანტონი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2021, 04:26 PM

"ენა შეაჩვიე "მაპატიე"-ს წარმოთქმას და მორჩილებას მოიპოვებ"

/ღირსი ისაია განშორებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 16 2021, 05:07 PM

"მორჩილებას კვებავს სიმდაბლე, და სიმდაბლეს - მორჩილება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 16 2021, 07:43 PM

"ჭეშმარიტი მორჩილება უნდა იყოს გააზრებული და შემოქმედებითი; ის არ არის ცხოვრების ისეთი წესი, როცა ვინმეს მარტივად ვუჯერებთ და მხოლოდ მის მითხოვნებს ვასრულებთ, არამედ უნდა გვესმოდეს, რა არის საქმისთვის სასარგებლო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2021, 02:00 PM

"ვამჯობინებს ეკლესიის მორჩილი ვიყო, ვიდრე მასზე უფრო ჭკვიანი და მისგან დაშორებული"

/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2021, 12:24 PM

"მორჩილება და მოთმინება უფრო ძლევამოსილია, ვიდრე - საყვედური, თუნდაც, - სამართლიანობაზე დაფუძნებულიც"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 17 2021, 07:21 PM

"მორჩილება მორჩილებას მოჰყვება. ვინც ღმერთს უსმენს, მას ღმერთიც მოუსმენს"

/ამბა მოსე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 5 2021, 06:11 PM

"უქმნელი ნათლის ჭვრეტაში ადამიანი მორჩილებით შედის. უქმნელი ნათლის ჭეშმარიტად ჭვრეტის გარანტია სრული და უდავო მორჩილებაა"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 20 2022, 02:00 PM

"მორჩილება ადამიანური ფილოსოფია არ გეგონოთ. მოჩილება არის ჩვენი განახლების ნამდვილი აზრი და არსი. მორჩილება განახორციელა იმან, ვინც ჩვენი ცხონებისთვის ჩვენთან ჩამოვიდა, დაიკლა და თავისი სისხლით გამოგვისყიდა. მორჩილებით მიაღწია სიწმიდეს ყველა წმიდანმა. როდესაც მორჩილებაში გულმოდგინეები იქნებით, ეს სიმდაბლეს შობს. მას, ვინც გამგონეა და არასდროს აღასრულებს საკუთარ ნებასა თუ გადაწყვეტილებას, კარგად გაუგია აქ ყოფნის აზრი და გონივრულად ცხოვრობს".

/ბერი იოსებ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 20 2022, 02:12 PM

"მორჩილებაზე სიტყვას დავასრულებთ წმიდა იოსებ ისიქასტის პასუხით ღირს ეფრემ კატუნაკელის კითხვაზე: "მამაო, ნუთუ ადამიანი მორჩილების გარეშე ამ ყველაფერს ვერ მიაღწევს?" დიდმა ბერმა ლაკონიურად მიუგო: "მიაღწევს, მაგრამ ვერ შეინარჩუნებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 28 2022, 10:32 PM

"ჩვენ მორჩილი შვილები გვინდა გვყავდეს, თავად კი არ გვსურს ღვთისადმი მორჩილება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 15 2022, 01:21 PM

"მორწმუნე ყველა საქმეს კურთხევით და ღვთის სადიდებლად უნდა აღასრულებდეს. ვინც ყველაფერს მორჩილებითა და ლოცვა-კურთხევით კეთილად აღასრულებს, მისი შედეგი მუდამ პატიოსანი, წმინდა და წარმატებულია. ასეთი ადამიანი ყველა საქმეში სარგებელს ჰპოვებს და მცირედით დიდს აღწევს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2022, 02:18 PM

"ჯოხი რომ დაგინიშნონ უფროსად, იმასაც უნდა დაემორჩილოთ. აი, ეს არის მორჩილება!"

/კათოლიკოს-პატრიარქი ილი II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2022, 03:08 PM

"მორჩილება აღმოფხვრის თავის მოტყუებას, ყურადღების გაფანტვას, სიზარმაცეს; იგი მიგვიძღვის საკუთარ თავში ჩაღრმავებისა და თვითშემეცნებისაკენ; მორჩილება ადამიანის წინაშე წარმოაჩენს საკუთარი ცოდვილი ბუნების სრულ სიღრმეს და თავისთავად აღძრავს სინანულის ცრემლს ცოდვათა გამო"

/სქემარქიმანდრიტი პანტელეიმონი (აგრიკოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 8 2022, 07:04 PM

"შეიძლება გარეგნულად მორჩილებაც იყოს მოწყენილობის გამოხატულება, მაგრამ ეს არის არა შინაგანი მდგომარეობა, სულიერი ღვაწლი, არამედ გარეგნულად გამოხატული ქმედება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 8 2022, 08:10 PM

"ჭეშმარიტად მორჩილებაში მყოფ მოღვაწეს მოწყენილობის ვნება არ ეუფლება. ჭეშმარიტი მორჩილებისათვის ყველანაირი ვნება უცხოა. მორჩილება საოცარი ღვაწლია, რომელიც მოღვაწეს ყველა ვნებასა და ცოდვას დააძლევინებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 11 2022, 09:51 PM

"ჭეშმარიტ მორჩილებაში მყოფთათვის უცხოა ქონებისა და მატერიალური სიმდიდრის მოპოვების სურვილი. ადამიანი თუკი მართლა შეუდგება მორჩილებას, საკუთარ თავს, საკუთარ ნებასა და სურვილებს უარყოფს, ასეთს დაუძლევია მიწიერი ქონებისა და მატერიალური სიმდიდრის მოხვეჭის სურვილიც. მიწიერი საგნების უარყოფა გაცილებით ადვილია, ვიდრე სურვილებისა და ნების"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2022, 07:56 PM

"ჭეშმარიტი მორჩილებისათვის, ვინც ჭეშმარიტად შედგომია მორჩილების ღვაწლს, ლოცვა ძალიან მარტივია. მორჩილებაში მყოფი ადამიანი, რადგან ყველაფერს მოძღვრის კურთხევით ასრულებს, იგი დაცულია ლოცვის დროს ბოროტისაგან, მას არაფერი ევნება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2022, 07:16 PM

"მორჩილება სამ ეტაპად იყოფა:

ა) ვემორჩილები, რათა ურჩობით სული არ დავიღუპო.

ბ) ვემორჩილები, რათა მომავალ ცხოვრებაში სასყიდელი მივიღო.

გ) ვემორჩილები სიყვარულის გამო.

მესამე მორჩილებაა სრულყოფილი მორჩილება.

მორჩილს არ ეშინია ღვთის სასჯელის, რადგან უყვარს თავისი მოძღვარი, და რასაც აკეთებს, მოძღვრის და შემდეგ ძმის სიყვარულის გამო აკეთებს. და ვინაიდან მასში სიყვარული სუფევს, შიში არა აქვს.

როგორც თავისი მოძღვარი უყვარს, ასევე უყვარს უტკბესი იესოც".

/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2022, 08:13 PM

"წმინდა მამათა ნაშრომებს თუ დაუკვირდებით, ნახავთ, რომ ბევრმა მათგანმა სიწმინდეს ადვილად, უშრომლად მიაღწია, ყოველგვარი ასკეტური მოღვაწეობისა და თავდადების გარეშე. როგორ? მორჩილება აირჩიეს"

/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2022, 08:28 PM

"გამოცდილებით დავრწმუნდი, რომ მორჩილება ლოცვაზე აღმატებულია"

/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2022, 03:38 PM

"- მორჩილების გარეშე შეუძლებელია, რომ ლოცვა გვქონდეს?

- ახლავე გეტყვით. ერთ ბერს ორი მორჩილი ჰყავდა. ერთს სამაგალითო მორჩილება ჰქონდა, მაგრამ ლოცვაში უნაყოფო იყო. მეორე ურჩი იყო, თუმცა ლოცვის დროს ცრემლებად იღვრებოდა. ბერს უკვირდა და რჩევისთვის თავის მოძღვართან წავიდა. მისი მოძღვარი ბრძენი იყო და ურჩია, ცოტა ხანს მოეცადა და მაშინ დაინახავდა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები. მართლაც, გარკვეული დროის შემდეგ სამაგალითო მორჩილმა ლოცვის მადლი იგრძნო, ცრემლებითა და სიხარულით აღივსო, ხოლო მეორემ რაც ჰქონდა, ისიც დაკარგა და ცარიელი დარჩა"

/ღირსი ეფრემ კატუანკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2022, 09:36 PM

"მორჩილებას ადამიანი მიჰყავს არა მხოლოდ ხორციელ, არამედ სულიერ უვნებობამდეც"

/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2022, 09:54 PM

"მორჩილი მეფეა; მას ვერავინ ამხელს. ცხადია, როცა მორჩილებას აღასრულებს. იცით, როგორ ვგრძნობდი თავს მორჩილობის პერიოდში? არწივი ვიყავი"

/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 24 2022, 08:22 PM

"გაცილებით ადვილია მორჩილება, როდესაც ადამიანს სიმშვიდე აქვს მოპოვებული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 27 2022, 07:46 PM

"მორჩილება მოწამეობის ტოლფასად მიიჩნევა, რადგან იგი საკუთარი ნების წინააღმდეგ მოღვაწეობას გულისხმობს, ერთგვარი სულიერი ბრძოლაა - აკეთებ იმას, რისი გაკეთებაც არ გსურს. აქ არის სიბრძნე მორჩილებისა: აკეთებ იმას, რაც ღმერთს ნებავს და არა იმას, რაც შენ. წმინდა მამებს სამ ეტაპად აქვთ დაყოფილი მორჩილების ხარისხი. პირველია, როდესაც არ ემორჩილები სულიერი მამის ლოცვა-კურთხევას, მაგრამ გარეგნულად მაინც ასრულებ, მეორეა, როდესაც მას ნაწილობრივ ემორჩილები, ხოლო მესამე - როდესაც ლოცვა-კურთხევას სრულად ემორჩილები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 1 2022, 02:46 PM

"ვინც ჭეშმარიტ მორჩილებას მიაღწია, თავმდაბლობასთან მიმყვან გზაზე დგას"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 2 2022, 09:33 PM

"მოღვაწე მანამ ვერ იქნება ჭეშმარიტი მორჩილი, ვიდრე საკუთარ ცოდვილობას არ შეიგრძნობს და იმ უკეთურ საქმეებს არ შეიცნობს, მან რომ ჩაიდინა"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 10 2022, 06:52 PM

"მორჩილების გარეშე ყოვლად წარმოუდგენელია კეთილსინდისიერება. კეთილსინდისიერი უნდა იყო სამთავე შემთხვევაში: ღვთის, სულიერი მამისა და გარშემომყოფ, როგორც სულიერ, ისე უსულო საგანთა წინაშეც"

/წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2022, 04:55 PM

"მე ვეზიარები მორჩილების ღვაწლს, რათა ქრისტეში დავიბადო. მორჩილება აუცილებელია, რადგან სწორი გზიდან გადახვევის მრავალი საფრთხე არსებობს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2022, 04:19 PM

"საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა მოიცილე და მორჩილებას მაშინვე ისწავლი". რადგანაც ის ადამიანი, ვისაც თავის თავზე განსაკუთრებულად დიდი წარმოდგენა აქვს, ვერასოდეს ვერავის დამჯერი ვერ გახდება და სამუდამოდ ურჩობით იცხოვრებს. ერთადერთი გზა გამოსწორებაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2022, 04:37 PM

"თუ მორჩილების გარეშე წამოწყებული საქმე, სულიერ სიმშვიდეზე მნიშვნელოვანი გახდება, არც საქმე წარემართება და აღარც სულიერი სიმშვიდე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2022, 06:02 PM

"სულს იხსნი, თუკი მორჩილებით ქრისტეს მიემსგავსები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2022, 07:55 PM

"მორჩილების გარეშე ხსნის გზას ვერ დაადგები. მორჩილება კი ჭმუნვის გარეშე არ არსებობს"

/ბერი სვიმეონ ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2022, 09:18 PM

"ის ვინც მორჩილებას სწავლობს ხელახლა იბადება"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2022, 09:59 PM

"ჭეშმარიტი მორჩილება მუდამ შეუმჩნეველია, ამიტომ მისი პოვნა რთულია. ხოლო როდესაც მიაგნებ, გახსოვდეს, რომ არასოდეს გიღალატებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 24 2022, 12:37 PM

"მორჩილებისათვის მხოლოდ თქვენი სურვილია საკმარისი, მის უნარს უფალი გიბოძებთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 24 2022, 03:20 PM

"მორჩილება მთელ დედამიწას შემოივლის და დაბრკოლებას ვერც მიწაზე შეხვდება და ვერც ზეცაში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 6 2023, 08:56 PM

"მამა გაბრიელს [აღმსარებელი და სალოსი] ვაშლი შემოსწირეს და მითხრა: - მურაბა გავაკეთოთ, ოღონდ მარცვლებიანად მოხარშე. მე არ დავუჯერე, რადგან ვიფიქრე ამჟავნდება-მეთქი და ჩემებურად გავაკეთე. გამოხდა ხანი და ყველა ქილა ამჟავდა.

ერთხელ 30 კვერცხი შემოსწირეს. მან აკურთხა და უთხრა, რომ 15 ცალი უკან წაეღოთ. არ წაიღეს - თქვენ გქონდეთო. მალე ის 15 კვერცხი გაფუჭდა - აი, ურჩობის ნაყოფი - თქვა გაბრიელ ბერმა და გადაყარა.

ერთხელ მაამ გაბრიელმა შემოწირული ცხვარი ექიმს აჩუქა - წაიყვანეო. ექიმმა იუარა იმ მიზეზით, რომ უფასოდ მკურნალობდა. სამი დღის შემდეგ ცხვარი მოკვდა. მამა გაბრიელმა თქვა: აი, ურჩობის ნაყოფი! ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს, შემოწირული ცხვარი მომკვდარიყოს!"

/მონოზონი პარასკევა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 10 2023, 02:27 PM

"უხალისო მორჩილებას თქვენ უწოდეთ მექანიკური მორჩილება, ფაქტობრივად, ხდება ისე, რომ მხოლოდ ის მორჩილება მოქმედებს ნაყოფიერად ზნის ჩამოყალიბებაზე, რომელიც სრულდება საკუთარი ნებისა და საკუთარი მოსაზრებების საწინააღმდეგოდ"

/სქემიღუმენი ხარიტონი (დუნაევი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 10 2023, 03:17 PM

"როცა მორჩილება უფლის გულისთვისაა, მაშინ უფალი მორჩილს თავის ფრთებქვეშ მიიღებს და იცავს მას"

/სქემიღუმენი ხარიტონი (დუნაევი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 29 2023, 04:52 PM

"მორჩილება აწესრიგებს აზროვნების მიმდინარეობასაც. ამ დროს ცდილობენ შეიგრძნონ და დაემორჩილონ ღვთის ნებას, მოიქცნენ არა თავის გეგმების, სურვილების, მოთხოვნილებისდა მიხედვით, არამედ ისე, როგორც ეს ცხოვრების შინაგან რიტმს მოაქვს"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 18 2023, 07:32 PM

"მორჩილი, რომელიც მოძღვრის სრულ მორჩილებაში იყო, მიიღებს მისი ლოცვის მადლს მის სიცოცხლეშივე და განსაკუთრებით - მოძღვრის გარდაცვალების შემდეგ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2023, 06:34 PM

"მორჩილება ყველაფერზე მაღლა დგას. ყველაფერი მორჩილებით მოიხვეჭება"

/მონაზონი იოსებ დიონისიატისი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 10 2023, 07:26 PM

"მორჩილება პირველი აღკვეთს გონების მიმოტაცებას, რომელიც უნაყოფოს ხდის ლოცვას; მორჩილება შობს სიმდაბლეს, სიმდაბლე კი განაქარვებს გულის სისასტიკეს, რომლის დროსაც ლოცვა მკვდარია; მორჩილება განაგდებს შფოთს, რომელიც უსარგებლოდ აქცებს ლოცვას; მორჩილება შობს ლმობიერებას, მისი შეწევნით კი ლოცვა ცოცხლდება, ფრთას ისხამს და ცად ადის. მაშასადამე, მორჩილება მხოლოდ გონების მიმოტაცებას კი არ ებრძვის, არამედ შფოთისა და გასასტიკებისგანაც იცავს გულს, უნარჩუნებს მას სიმდაბლეს და სიმშვიდეს"

/წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 8 2023, 02:51 PM

"მორჩილება - იგივე ბოროტის ურჩობაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 9 2023, 08:57 PM

"მორჩილს შეუძლია მოცდა, ამპარტავანი კი მრისხანებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 18 2023, 08:29 PM

"თუ ადამიანი სულიერი მოძღვრისგან შორს ყოფნის დროსაც ისე აკეთებს ყველაფერს, რასაც მისი მოძღვარი დაავალებდა და ეტყოდა, ასეთი ადამიანი მორჩილების სულიერ საფეხურებზე ასულა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2023, 01:29 PM

"მორჩილ ადამიანს საყვედური არ ეუხერხულება, არც შეურაცხყოფა ააპილპოლებს. მორჩილი დარდში ხარობს და მწუხარებაში მადლობას აღავლენს"

/ღირსი ეფრემ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2023, 01:44 PM

"მორჩილებაში მყოფ ადამიანს გაცილებით ნაკლები ბრძოლები აქვს, ვიდრე სხვებს. თუ ადამიანი ჭეშმარიტად შეუდგება მორჩილებას, ძალიან ადვილად შეუძლია მოიპოვოს სულიერი წარმატებები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 20 2023, 08:10 PM

"უპოვარი მორჩილი, ვინც სიმდაბლით აღასრულებს მორჩილებას, სულიერების უმაღლეს საფეხურზე იმყოფება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2023, 04:48 PM

"სრული მორჩილების გარეშე, თავგანწირვის გარეშე ადამიანი ვერ შეუდგება ზნეობრივ განწმენდის გზას, ვერც კი იფიქრებს რაიმე სახის განწმენდის გზას, ვერც კი იფიქრებს რაიმე სახის სრულყოფილებაზე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 28 2023, 01:59 PM

"ვერიდოთ ურჩობას და გამოვიწრთოთ მორჩილებაში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2023, 08:41 PM

"ღვთისადმი მორჩილება, ღვთისათვის დაჯერება არის სიკეთე, ხოლო ღვთისადმი ურჩობა - ბოროტება"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 8 2023, 07:51 PM

"მორჩილი, რომელიც გულზე იესუს ლოცვას იწერდა, როგორც ჩანს, ლოცვის მთელ ძალას სიტყვებს ანიჭებდა. დაე, მიეჩვიოს ღვთის წინაშე სიარულს და ყველა მორჩილების შესრულებას საუკეთესო სახით და იცოდეს, რომ უფალი უყურებს მას... და მორჩილების კარგად შესრულებისთვის მას ჯილდოს უმზადებს, ხოლო დაუდევრად შესრულებისთვის (ოღონდაც საქემ მოიშოროს) - არაფერს არ რაიმე სასჯელს მიიღებს... ამ სახით იგი გონიერ და ყურადღებით ლოცვას მიეჩვევა"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2023, 07:51 PM

"ჰოი, ნეტარო მორჩილებავ, ვინც შენს უღელში გაყოფს თავს, მუდამ მშვიდი და მხიარული იქნება. ნაყოფი მანუგეშებელია, თუმცა, დიდ შრომას მოითხოვს. წმინდა მამები მორჩილებას მოწამებასაც კი უთანაბრებდნენ. მიეცი სისხლი და მიიღე სული. ჭეშმარიტი მორჩილებით იბადება თავმდაბლობა, უვნებობა, გონიერებაც კი - ნუ გაგიკვირდება, მაგრამ ესაა ჭეშმარიტება".

/ღირსი იოანე ბალაამელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2023, 09:26 PM

"იცოდე, რომ მორჩილების გარეშე მორჩილი ვერ ვიქნებით"

/ღირსი იოანე ბალაამელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 8 2023, 05:28 PM

"თუკი ადამიანს არ უნდა მორჩილების საქმეში შეცდომა დაუშვას, მთელი სულით უნდა ისწრაფოს ღმერთის ნება აღასრულოს ყოველ დიდ თუ მცირე საქმეში, ხოლო თვით მორჩილება განვლოს არა როგორც რომელიმე ადამიანის მიმართ ფორმალური (ან პირიქით - მიკერძოებული) ხელქვეითობა, არამედ ეს სათნოება მოიპოვოს და შეითვისოს, როგორც სულის თვისება, რათა საკუთარი ნება ნებისმიერი მოყვასის წინაშე ადვილად მოიკვეთოს, იქნება ის მღვდელმთავარი თუ უბრალო ძმა"

/მღვდელმონაზონი კონსტანტინე (კოვალჩუკი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 26 2023, 07:15 PM

"თავისი მორჩილებით იმგვარ სრულქმნილებას მიაღწია, რომ მისი ღვაწლი ადამიანის შესაძლებლობებს აღემატებოდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2023, 08:15 PM

"მორჩილების სურნელება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2023, 08:27 PM

"ბრმა და მხიარული მორჩილება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2023, 08:46 PM

"არ ძალმიძს აღვწერო, რას ნიშნავს ნამდვილი მორჩილება. ახლა რომ მორჩილებაზე გესაუბრო და მერე გითხრა, "მიდი, ყირაზე დადექი", და შენ დამემორჩილო, ეს არ არის მორჩილება. მორჩილებაა, როცა უზრუნველად ხარ, ან საერთოდ არ ფიქრობ მორჩილებაზე, და უეცრად გავალებენ რაღაცას, შენ კი სიხარულით ასრულებ დავალებას. როცა საქმით ხარ დაკავებული, არ ხარ ყურადღებით, არ ხარ მზად სხვა რამისთვის და ამ დროს დაგამდაბლებენ, მაშინ გამოჩნდება შენი საქციელით, ასრულებ თუ არა მორჩილებას"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2023, 05:27 PM

"მორჩილება! აბა, რა გითხრათ, კარგად მესმოდა მისი მნიშვნელობა! სიხარულითა და სიყვარულით დავეწაფე მორჩილებას და სწორედ ამ ბრმა მორჩილებამ მიხსნა. მის გამო ღმერთმა ნიჭი მომმადლა. დიახ, ისევ გიმეორებთ, ჩემი ბერების სრულ მორჩილებაში ვიყავი. ეს იყო მორჩილება არა იძულებით, არამედ სიხარულითა და სიყვარულით. ერთგულად მიყვარდა ისინი და სწორედ ამ სიყვარულის მეშვეობით ვგრძნობდი და ვხვდებოდი, რა სურდათ მათ. სანამ ისინი მეტყოდნენ, მე უკვე ვიცოდი, რა და როგორ უნდოდათ. ხან აქეთ ვიყავი, ხან იქით, სრული თავდადებით ვემორჩილებოდი და მათთან ახლოს ყოფნით ჩემი სული სიხარულისგან დაფრინავდა. აღარავისზე ვფიქრობდი. მორჩა მშობლებიც, ნაცნობებიც, მეგობრებიც, წუთისოფელიც. ჩემი ცხოვრება იყო ლოცვა, სიხარული და ბერების მორჩილება"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 10 2023, 08:00 PM

"მთელი გულმოდგინებით დავეშურე და დავეწაფე მორჩილებას. დანარჩენი, რაც ღმერთმა ჩემს ცხოვრებაში განაგო, თავისთავად მოხდა. წინასწარ ცნობის ნიჭიც მორჩილების გამო მომეცა ღვთისგან. მორჩილება ქრისტეს მიმართ სიყვარულის ნიშანია, და ქრისტესაც განსაკუთრებით უყვარს მორჩილები. ამიტომაც ამბობს: "მე მოყუარენი ჩემნი მიყუარან, და რომელნი მეძიებენ მე, მპოვონ". წმინდა წერილში ყველაფერი წერია, მაგრამ დაფარულად".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 16 2023, 06:47 PM

"არასდროს ეგოისტს მორჩილება არ შეუძლია"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 24 2023, 08:56 PM

"სწორედაც, დაე, ჭრილობამ დამწვას, როგორც სამმა ცეცხლმა; სანამ მორჩილებას არ ვისწავლი, როგორც ზეციური ანგელოზი.

სანამ შენი ნებისადმი მორჩილება, უფალო, ერთადერთი ნუგეში არ გახდება ჩემს დღეთა და ღამეთა, უკუნითი უკუნისამდე"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 27 2023, 06:40 PM

"მორწმუნენი არიან, უფალო, მაგრამ მორჩილი ცოტაა.

ვისი მორჩილი უნდა ვიყო, თუ არა ყოვლისშემძლისა? განა ამაყენებენ დაცემულნი და მოკვდავნი განმამტკიცებენ?

ვისი მორჩილი ვიყო, თუ არა უბრძნესისა? განა უსწავლელთ შეუძლიათ, მასწავლონ და განა უბირნი ჭეშმარიტებას გამიცხადებენ?

ვისი მორჩილი ვიყო, თუ არა უწმიდესისა? განა ცოდვილნი გადამარჩენენ და ავაზაკნი იხსნიან ჩემს სულს?"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 22 2023, 08:17 PM

"ჭეშმარიტი მორჩილები ღვთისაგან ერთ ფასდაუდებელ ნიჭს იღებენ - წმინდა უზრუნველობას, ყოველ სხვა თავისუფლებაზე ტკბილი და უკეთესი რომ არის. ასეთი ჭეშმარიტი მორჩილი - თანაც სულ სხვადასხვა იერარქიულ საფეხურზე მყოფი - მონასტრის უბრალო მშრომელით დაწყებული და ეპისკოპოსით დამთავრებული, ჩემს ცხოვრებაში არც ისე ცოტა შემხვედრია"

/მიტროპოლიტი ტიხონი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 31 2023, 07:16 PM

"მორჩილება სულიერი ცხოვრების ყველაზე საიმედო საყრდენია"

/მიტროპოლიტი ტიხონი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 1 2023, 07:15 PM

"მორჩილების განუმეორებელი მდგომარეობის არსი ის უდრტვინველი ბედნიერებისა და თავისუფლების უშფოთველი შეგრძნებაა, რომლის წართმევაც არავის და არაფერს ძალუძს; როცა ყოველმხრივ დაცული ხარ, რადგან თავად ღმერთს ჩაუკიდია შენთვის ხელი და არაჩვეულებრივი, მხოლოდ მისთვის ცნობილი მიზნისკენ მიგიძღვის. დროთა განმავლობაში ეს მდგომარეობა წარსულს ბარდება, მაგრამ ამბობენ, ხანგრძლივი ღვაწლის შემდგომ ისევ გიბრუნდება - თანაც გაათმაგებული ძალით და განბრძნობილი სულით"

/მიტროპოლიტი ტიხონი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 5 2023, 01:50 PM

"მოძღვრის მორჩილებაც ხომ თავისებური მოწამეობაა, როცა კაცს ქრისტეს გულისთვის მოუკლავს საკუთარი ნება და სულიერ მამას დამორჩილებია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 9 2023, 07:23 PM

"საკუთარი ნების მოკვეთა - უმოკლესი გზაა სრულქმნილებისკენ"

/ღირსი აბბა დოროთე ღაზელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 15 2023, 08:47 PM

"მორჩილება მოძღვრისადმი სულის ცხონების საწინდარია, ხოლო უმორჩილობა საწინდარია სულის წარწყმედისა, ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია მორჩილების სათნოების შეყვარება და მისი მოხვეჭა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2024, 06:36 PM

"მხოლოდ მორჩილ გულში მოქმედებს ღმერთი, მხოლოდ მორჩილისათვის ავლენს თავის ძალას. მამებს აქვთ აფორიზმი: "ღმერთი გამგონეს უგონებს"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2024, 07:02 PM

"ურჩობა შელახული თავმოყვარეობისაგან წარმოიშობა"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 4 2024, 04:30 PM

"მორჩილება ადამიანს გულისთქმებისაგან ათავისუფლებს: ყველაფერი მისთვის და მის მაგივრადაა გადაწყვეტილი. ეს უზარმაზარ ძალას ზოგავს ლოცვისათვის. ამიტომ ისინი, ვინც მორჩილებაში არიან, უწყვეტ ლოცვას მალევე იხვეჭენ. როგორც სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი ამბობს: ჭეშმარიტი მორჩილი მხოლოდ წაიკითხავს "სამწმიდას" და მასში უკვე თვით მადლი ლოცულობს. როცა მორჩილის გულში ცოდვიანი ვნებები აღდგებიან და იგი მათ ამხელს, თითქოსდა აშიშვლებს თავისი დამრიგებლის წინაშე, მაშინ დემონი დანაშაულზე წასწრებული ქურდივით უკან გარბის.

მორჩილი მაშინ ეცემა, როცა იგი ბერისაგან რაიმეს მალავს ან შინაგან წინააღმდეგობაშია მასთან; მაგრამ როცა ინანიებს, ბერი მას წამოაყენებს და ღვთის წინაშე მისთვის ლოცულობს. ის თავის სულიერ შვილს თითქოს საკუთარ სისხლს უსხამს ძარღვებში და მასთან სულიერი ძალები და მადლი სწრაფად ბრუნდება, მაგრამ თუკი მორჩილის ცხოვრება სავსეა გამუდმებული დრტვინვით და ბერის მიმართ უკმაყოფილებით, შინაგანი განკითხვით და მისის (ან მისი ქმედების) დამცრობით, მისი ნებისადმი და დარიგებებისადმი წინააღმდეგობის გაწევით, მაშინ დაცემა გარდაუვალია. მორჩილმა, რომელმაც მკვეთრი უარი თქვა მორჩილებაზე და თავის ნებას ასრულებს, თითქოსდა უკვე დააპროგრამა თავისი დაცემა. ასეთი მოწყობის ადამიანისათვის ალბათ უკეთესია სულაც არ აიღოს თავზე მორჩილების ღვაწლი, როგორც მთრალისთვისაა უმჯობესი, ცეცხლთან არ მივიდეს, რათა შიგ არ ჩაიწვას"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 4 2024, 07:15 PM

"ვინც მორჩილებით ცხოვრობს, ის სულ ოდნავ ეხება მიწას, მორჩილება ცეცხლოვანი კედელივით დგას ქვეყანასა და მის სულს შორის. საკუთარ გულში შესვლა ადამიანს მხოლოდ მორჩილების მეშვეობით ძალუძს, სხვაგვარად ვნებები, როგორც შავი ფარდა, გულს შეუღწევადს გახდიან გონებისათვის, საკუთარი ზრახვებითა და საერო ცოდნით დამძიმებული გონება კი, თავის მხრივ, გულში ვერ შევა, როგორც ჩასქელებული სხეული ვერ გავა ვიწრო კარში.
მორჩილება გონებას მიწიერი ტვირთისაგან ათავისუფლებს, მას დანასავით ბასრს ხდის, მორჩილება ადამიანის გულში ვნებების ცეცხლს წყალივით აქრობს, ამიტომ მორჩილის გონება და გული იესოს ლოცვაში სწრაფად ერთდება"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 9 2024, 01:50 PM

"თითოეულ ურჩობაში ადამის ცოდვის გამეორებაა, მორჩილება კი - ჩვენთვის ჯვარცმული ქრისტეს სახეა"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 10 2024, 04:50 PM

"მორჩილების დასაწყისი - ეს არგანკითხვა და დამორჩილებაა. მისი შუალედი - უნდობლობაა საკუთარი თავისადმი, სწრაფვა საკუთარი ნების მოკვეთისადმი როგორც დიდში, ასევე მცირედში. ხოლო უსასრულო დასასრული - სიმშვიდისა და მოსვენების, ჭეშმარიტი თავისუფლების გრძნობაა და ამავე დროს შიში: ჩვენი დაცემული ნება თავისი დაფარული ვნებებით რაიმეში შეუმჩნევლად არ გამჟღავნდეს. მაშინ ადამიანი მზადაა პატარა ბავშვსაც დაემორჩილოს, ოღონდაც თავის თავს არა.

ვინც ამბობს, რომ ამჟამად გამოუცდელი დამრიგებლები არიან, რომ მონასტრების წინამძღვრები გარეგნული ცხოვრებით მეტად არიან დაკავებულნი, ვიდრე შინაგანით, რომ რჩევას ვერავის ჰკითხავ, ისინი დამრიგებლად საკუთარ თავს ირჩევენ, ანუ თავიანთ გონებას და განხურვებულ ვნებებს. ამ "დამრიგებლებს" კი თავის მხრივ ხელმძღვანელობს უჩინარი "სტარეცი", რომლის სახელია - ეშმაკი"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)