IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> მე ქართველი ვარ !!!!
demeee
პოსტი Mar 1 2009, 07:47 AM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 16-January 09
მდებარ.: Tbilisi-gori
წევრი № 6,299



ჩვენ, ქართველები რითი ვამაყობთ და რა გვრცხვენია? როგორი იყო საქართველო, როგორია დღეს და როგორ ვფიქრობთ როგორი იქნება ხვალ? რას შევცვლიდით ან არ შევცვლიდით ჩვენს ქვეყანაში ? (და კიდევ ერთი : პოსტებს, რომელსაც ამ თემაზე დატოვებთ დავბეჭდავ საეკლესიო ჟურნალში, იმ შემთხვევაში თუ გულში ჩამწვდომი და ლამაზი იქნება)

გთხოვთ ვიაქტიუროთ


--------------------
დემეეეეეეეე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 1 2009, 12:10 PM
პოსტი #2


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ეკლესიის ისტორია

ეგ საქართველოს ისტორიაში უნდა გაგეხსნა, და თან დააზუსტე რა თემის ირგვლივ გინდა ისაუბრო, საქართველოს ისტორიაზე ზოგადად, რაიმე თემატიკაზე კონკრეტულად თუ ქართველი ერის დადებით-უარყოფითზე, პოლიტიკურ ცვლილებებზე თუ რაზე?
ანუ აქ არ უნდა იყოს ეს თემა და ამავდროულად ძალიან ზოგადია...
თორემ დააზუსტე, ნახე იქნებ სხვაგან არის მსგავსი თემა და მერე ვისაუბროთ ( დაბეჭდვა ნეტა იმისი ხდებოდეს, რაც დასაბეჭდია ) ვინაა
წინააღმდეგი smile.gif
იხარე;
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariami seminaria
პოსტი Mar 1 2009, 02:05 PM
პოსტი #3


mari seminaria
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 44
რეგისტრ.: 27-February 09
წევრი № 6,568



ძალიან კარგი თემაა , წარსულით დავიწყოტ და მივყვეთ თანმიმდევრულად. კარგი იქნება თუ დაკონკრეტდები რა საკითხზე გსურს საუბარი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Belief
პოსტი Mar 1 2009, 09:25 PM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 429
რეგისტრ.: 17-February 09
მდებარ.: ar MesRolot Ilia Var
წევრი № 6,512



ციტატა
ჩვენ, ქართველები რითი ვამაყობთ და რა გვრცხვენია? როგორი იყო საქართველო, როგორია დღეს და როგორ ვფიქრობთ როგორი იქნება ხვალ? რას შევცვლიდით ან არ შევცვლიდით ჩვენს ქვეყანაში ? (და კიდევ ერთი : პოსტებს, რომელსაც ამ თემაზე დატოვებთ დავბეჭდავ საეკლესიო ჟურნალში, იმ შემთხვევაში თუ გულში ჩამწვდომი და ლამაზი იქნება)



აი ეხლა რა ხდება მე გეტყვი . შენ გაგიგია '' არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა '' იმის თქმა მინდა რომ ქვეყანაში რამის შეცვლა უკვე გაცვლაა როგორიც არის ისეთი იყოს და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ამის საშუალებას არ გვაძლევს ''ხელისუფლება'' . თემა არ არის საჭIრო ამისთვის


--------------------
მამული,ენა ,სარწმუნოება !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Mar 17 2009, 09:54 PM
პოსტი #5


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



მეც სხვათაშორის smile.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ავგუსტინე
პოსტი Mar 17 2009, 09:56 PM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 436
რეგისტრ.: 14-March 09
წევრი № 6,642



მერე რა გვიხარია, გენის ნათლობა მაინც არ არსებობს laugh.gif


--------------------
http://jvarosnebi.com/

Adoramus te, Christe, et benedicimus tibi. Quia per sanctam crucem tuam redemisti mundum.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likka
პოსტი Mar 17 2009, 10:20 PM
პოსტი #7


გენა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,044
რეგისტრ.: 5-April 07
მდებარ.: Strawberry fields...
წევრი № 1,578



ნუ, მე აქ ვერაფერს ვიტყვი, იმიტომ რომ სულ რამოდენიმე თვის წინ მაცნობეს (თუ მახარეს biggrin.gif) რომ თურმე სულაც არა ვარ ქართველი biggrin.gif


--------------------
ეჰ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Mar 17 2009, 10:23 PM
პოსტი #8


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



likka
ვინ გაბედა? biggrin.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likka
პოსტი Mar 17 2009, 10:52 PM
პოსტი #9


გენა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,044
რეგისტრ.: 5-April 07
მდებარ.: Strawberry fields...
წევრი № 1,578



ციტატა(ქევანა @ Mar 17 2009, 11:23 PM) *

likka
ვინ გაბედა? biggrin.gif

ფეისბუქმა biggrin.gif


--------------------
ეჰ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Mar 17 2009, 11:21 PM
პოსტი #10


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



likka
უუუუხ..... გავლახოთ... biggrin.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likka
პოსტი Mar 17 2009, 11:25 PM
პოსტი #11


გენა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,044
რეგისტრ.: 5-April 07
მდებარ.: Strawberry fields...
წევრი № 1,578



ციტატა(ქევანა @ Mar 18 2009, 12:21 AM) *

likka
უუუუხ..... გავლახოთ... biggrin.gif

სამაგიეროდ, მანუგეშეს, მაგრამ გილოცავთ, თქვენ ადამიანი ხართო cool.gif - ხოდა, რამფერ გავლახო აბა? IPB-ს სურათი


--------------------
ეჰ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბექა
პოსტი Mar 27 2009, 03:42 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



likka
ციტატა
ფეისბუქმა

მაგან მე მითხრა 2016 წლის 27 დეკემბერს მოკვდებიო და ველოდები 2016 წელს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likka
პოსტი Mar 27 2009, 05:51 PM
პოსტი #13


გენა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,044
რეგისტრ.: 5-April 07
მდებარ.: Strawberry fields...
წევრი № 1,578



ციტატა(ბექა @ Mar 27 2009, 04:42 PM) *

likka

მაგან მე მითხრა 2016 წლის 27 დეკემბერს მოკვდებიო და ველოდები 2016 წელს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


ხოო, მე კიდე რო 27 წლის გავთხოვდები biggrin.gif


--------------------
ეჰ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Mar 27 2009, 06:02 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(Belief @ Mar 1 2009, 09:25 PM) *

აი ეხლა რა ხდება მე გეტყვი . შენ გაგიგია '' არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა '' იმის თქმა მინდა რომ ქვეყანაში რამის შეცვლა უკვე გაცვლაა როგორიც არის ისეთი იყოს და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ამის საშუალებას არ გვაძლევს ''ხელისუფლება'' .


ყველაფერს ხელისუფლებასაც ნუ დავაბრალებთ, ვინ რას გაცვლის და რას არა პირველ რიგში მის თავში ეძებოს და მონახოს ძალა, რომ "სალი კლდე" არ გაცვალოს "უკვდავების ხეში" და იდენტობა და სამშობლო შეინარჩუნოს, ხოლო იმან ვინც საქართველოდან წავიდა სულ მცირე არ დაივიწყოს ვისი გორისაა. ამის გაკეთებას ნება უნდა და არა სხვისი ყურება ან იმის ძახილი ,,რას გაამიკეთებს ჩემი ქვეყანა დღეს მეო".


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Oct 9 2011, 10:26 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



" მართლაც საკმარია მცირედით გადავხედოთ საქართველოს წარსულს, ისტორიას და გონებაში იშვება კითხვა: "რამ გადაგვარჩინა, რამ მოგვიყვანა აქამომდის?!".
თუ კიდევ უფრო ღრმად ჩავიხედავთ ერის ისტორიაში, დავინახავთ იმ მრავალ ფაქტორს, რამაც ჩვენი ერი დღესობამდის მოიყვანა. უპირველესად გამჩენის წყალობამ, "რომელსა, ყოველთა კაცთა ჰნებავს ცხონებაი"; "უფალს, რომ არ აეშენებინა სახლი (ერი), ამაოდ დაშვრებოდნენ მაშენებელნი; უფალს, რომ არ დაეცვა ქალაქი - ამაოდ იფხიზლებდნენ გუშაგნი"; ასე, რომ - "შეწევნა ჩვენი ღმრთისა მიერ ცხოველისა, რომელმან ქმნნა ცაი და ქუეყანა"

ვეცადოთ თავი მოვუყაროთ ჩვენს გადამრჩენ "დებულებებს": დავიწყოთ, პირველი - ეს არის ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა, ის ბუნებრივი პირობები, რომლითაც ქართველი ლაშქარი წარმატებულ სტრატეგიულ თავდასხმებს, მტრის შეტყუებებსა და თავდაცვით ღონისძიებებს ახორციელებდა. დიდი და გამაერთიანებელი ძალა იყო და არის - დედა ეკლესია, სარწმუნოება მართლმადიდებელი, რომელიც პირველად - ნაკლულევან ადამიანს აღავსებს / დაუბრუნებს ადამიანობას, შემდეგ უფალთან თანაზიარ ჰყოფს და მისგანვე ძლიერდება ხილულთა და უხილავ მტერთა ზედა, ყოველივე აქედან გამომდინარე კი, ეროვნული თვითშეგნება - რომელიც, მიუხედავად მრავალი დევნისა, შევიწროებისა და დამცირებისა მაინც შევინარჩუნეთ, ჩვენ გვქონდა (ახლაც გვაქვს, ის ჩვენი ბუნების სიღრმეშია) შინაგანი თვითგადარჩენის ძალა, რომელიც განსაცდელის ჟამს განამტკიცებდა და უბიძგებდა ქართველს ებრძოლა მისი და მისი ძმის წილი საქართველოსათვის;

ასევე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა (და აწცა უნდა ჰქონდეს) ქართველ დედაკაცს, ქართველ დედას - რომელიც შვილს შიგ გულში ღმრთის შიშს, სამშობლოსა და მოყვასის სიყვარულს უნერგავდა, მათი გარჯით იყო, რომ ასეთი მებრძოლნი და პატრიოტი მეომარნი ეზრდებოდა საქართველოს. გადაგვარჩინა ქართველთა მრავალშვილიანობამ, ოჯახში ძის დაბადება ქვეყნის კიდევ ერთი დამცველის მოვლინებას ნიშნავდა; ასე, რომ - მამულისათვის სიკვდილი ქართველისათვის საამაყო და დიდი პატივი იყო.

ჩვენ არ ვიყავით მონობის დამთმენნი, კისერზედ უსჯულოთა უღელს არ ვიდგამდით, არ ვიყავით მათი მორჩილნი, დაღათუ ვყოფილვართ უსჯულოთა ქვეშე, მაგრამ მცირედ რაიმე ხანს და უკანასკნელ - ყოველთვის, მსგავსად დაპრესილი ზამბარისა, ავიშვებდით და "განვხეთქავდით აპაურს" მტრისას. ჩვენ მებრძოლი სულის ერი ვართ, არ ვემორჩილებით კაცთა კანონებს, მაგრამ როგორც უკვე ითქვა ჩვენ ღმრთის მოშიშნი ვართ.

არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ჩვენი მეფეების ღვაწლი და ბრძნული პოლიტიკა; მეფე ქართველთა იყო თითოეული ადამიანის, მთლიანი ერის შინაგანობის თავმოყრა ერთ პიროვნებაში, მათით განიჭვრიტება ჩვენი შინაგანობა - თუ "ვინ ვიყავით, როგორები უნდა ვიყოთ და ვართ". მართალია ყველა მეფე ერთნაირად ბრძენი არ იყო, მაგრამ საერთოდ ქართველი მეფეები დახვეწილნი და გულისხმიერნი იყვნენ, აღმასრულებელნი რა მცნებისა: "არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს!"

გადამრჩენი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს ჩვენს მშობლიურს ენას - ქართულს, რამაც ჯერ ადამიანური და შემდეგ ქართული ტრადიციული ღირებულებანი იტვირთა, შემოინახა და გადმოსცა, რომელზეცად უმდიდრესი ეროვნული - პატრიოტული ლიტერატურა შეიქმნა, და რომელიც ვერავინ წაგვართვა.

მთლიანობაში კი ისღა დაგვრჩენია გულისხმავჰყოთ წინაპართა ბრძნული შეგონებანი და მივყვეთ წინაპართა გაკვალულ ბილიკს, რომელიც თუმცა ჟამთა ეკალ-ბარდებით გადაჰფარეს, ქართველთ შორის დღესაც დააბიჯებენ გზამკვლევნი, კაცნი - ვახტანგისა, დავითისა და თამარის გულისანი."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Oct 24 2012, 02:02 AM
პოსტი #16


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



წერილი წინაპარს

,,რა დაგვიტოვე და რას გახვედრებთ რით მოვიწონოთ თავი.’’ (ა.კალანდაძე)





ბევრი სატკივარი მაქვს გულში . ამათგან უმეტესის სხვისთვის გამხელას აზრი არ აქვს. ამიტომ შენ უნდა მოგმართო ,,ხალხის გენია!’’ რადგან შენ ხარ ის ერთადერთი და შეუმცდარი, ვისი ნდობაც შეიძლება . შენ გწერ ამ წერილს და სასოებით ველოდები პასუხს.
უკვე რამდენიმე საუკუნეა ჩვენთან არ ხარ . უფრო სწორად , ჩვენ არ ვართ შენთან , რადგან მიგატოვეთ , მაგრამ ვიცი , როგორც უწინ , ისე დღესაც გაინტერესებს , რა ხდება . მეც მოგიყვები შეძლებისდაგვარად .
ყველაფერს რწმენით იწყებდი ხოლმე , ჩემო წინაპარო . მეც ასე დავიწყებ . უცხო რომ არ იყოს შენთვის , თავიდანვე გეტყვი , რომ ეს ,,ლოზუნგი’’ აღარ მუშაობს : ,,არ გეცრუვნები შენ , ჩვენო სიქადულო – მართლმადიდებლობაო .’’ გამიგია , ადრეც იყვნენლუარსაბები და თეიმურაზ ხევისთავები , თუმცა მათი რაოდენობა ძალიან მცირე იყო . ახლა ან საერთოდ ურწმუნოები ვართ , ანაც მერკანტილისტები . (ნუ გაგიკვირდება უცხო ტერმინები თუ იქნება ჩემს სიტყვებში). ჩვენს ტაძრებში , რომ შემოიხედო , დაინახავ მსხვილი სანთლებით მდგარ ხალხს წირვაზე , მაგრამ :,,სხვაგან ქრის მისი გონება , მისმა თავისა წონამან ,’’ ხომ გახსოვს .ზუსტად ასეთი სიტუაციაა ახლაც . დღეს მხოლოდ ესაა რწმენა . ეგ შენ შეგეძლო მეტეხის ხიდზე ასიათასჯერ მომკვდარიყავი ჩვენ კი არა . სამაგიეროდ ჩვენ შანგრილის შენება და ,,გრიალი’’ შეგვიძლია უმაღლეს დონეზე.
დღეს არც შენებური სიმღერა გვისერავს გულებს :
,,ღმერთო სამშობლო მიცოცხლე , მძინარეც ამას ვდუდუნებ.’’
აქ მამულის დაცვა მხოლოდ იმით სემოიფარგლება , რომ იმ ..ლუდოვიკოებს’’ რომლებსაც ,,ჩვენი ვახტანგი ფეხზე ეკიდათ და ჰკიდიათ ‘’ ვათქმევინოთ დამპყრობლებზე , რომ ოკუპანტები არიან და შემდგომში ,,აღვაშფოთოთ.’’
ვეღარც ქართველობას დაინახავ სადმე , დიდხანს რომ იბოდიალო ქვეყანაში . როგორ გაუჩინარდა იგი იცი ? აი როგორც ცეცხლი-,,რომლისა კვამლი ჰაერში , ქარის შებერვით არს მქრალი .’’ დღეს აღარაა ის დრო , როდესაც-,,ვაჟაი ვაჟაბდის და ქალაი ქალაბდის.’’ ახლა ქალი ვაჟობს და ვაჟი ქალობს . ვერ გაარჩევ რომელს ელაპარაკები . შენ თუ ოჯახის წევრებს იცავდი შეურაცხყოფისაგან , ახლა საკუთარი დედის აუგად მოხსენიებაა ,,მოდაში.’’ ,,მოდაშია’’ კი არა ლამისაა წესად დამკვიდრდეს.
უგულო ხალხი დავაბიჯებთ სენს ოფლით გაპოხილ მიწაზე . მიწაზე , რომლის ასაშენებლადაც ქვებად შენი ძვლები იხმარე და კიდარ სისხლი . რომელი გულია გაუჩინარებული იცი ? შენს დროში , რომ იყო :
,,ვაჟკაცსა გული რკინისა , აბჯარი თუნდა ხისაო.’’
ესაა ზუსტად გამქრალი . ვეძებთ , მაგრამ ვერ ვპოულობთ . რომც ვიპოვოთ საგულეში მაინც არ ჩაჯდება . ვერ გაძლებს იქ და იმიტომ.
გახსოვს სტუმარი ვინ იყო შენს დროს ? ვინ და ღვთის საჩუქარი . სწორედ მასზე იძახდი ხოლმე : ,,დღეს სტუმარია ეგ ჩემი ,თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა.’’ ჩვენთვის კი შეწუხება , აფორიაქება და რაც ყველაზე მთავარია – არაკომფორტულია იგი მხოლოდ და მეტი არაფერი.
გამიგია ადრეც იყვნენ მელანოები თუ ვარდისახარები , მაგრამ ყველამ იცოდა , თუ რა იყო მისაღები და მიუღებელი , კეთილი და უკეთური . ახლა ასე აღარაა . თუ მაშინ სიბილწე იმალებოდა , ახლა აფიშირება ხდება ამას ვინ ჩივის და თუ სადღაც და ვიღაც წესიერი გამოერევა ის ,,ჩამორჩენილია’’ და შერცხვენილი .
საერთოდ დაგვავიწყდა თუ რა არის სიყვარული , ტრფობა , მიჯნურობა . ეგ სენს დროს არ უნდა ყოფილიყო მიჯნური-,,მეძავი , ბილწი , მრუში .’’ თორემ ახლა ლამისაა ეს სიავეები მის მოვალეობად გადაიქცნენ .
ჩვენი ქვეყანა ოდითგანვე სტრატეგუილ ადგილზე მდებარეობდა . ოდითგანვე აუარებელი ხალხი მიდი-მოდიოდა , მაგრამ ყოველთვის სეგეძლო მათგან სასარგებლო მიგეღო და ,,ჯერკუალი განგეგდო . ’’ ახლა მხოლოდ ჯერკუალს ვიტოვებთ . შენს დროს ამ ქვეყანას , რომ ვინმე დაემუქრებოდა ერთი მოტივი გამოძრავებდა -
,,ან მოვკლავ ან შევაკვდები , ქვეყნის მტერს ვაჟკაცურადა . ‘’ ახლა ყველაზე დიდ ბუჩქებს ვეძებთ მხედართმთავრიდან დაწებული , უბრალო მეომრით დამთავრებული , რომ მტერს დავემალოთ ომიანობისას . მშვიდობიანობისას კი ,COUNTER STRIKE’’,’’-ს ვთამაშობთ .
ჩემო შეუმცდარო ,,ხალხის გენია’’ გახსოვს ელო ? ეგ ის ელოა ცხრა სვილი სიხარულით რომ შესწირა მამულს . გახსოვს სანათა ? თავის ვაჟები ზვარაკად რომ მისცა სამშობლოს ? არ იფიქრო რომ ახლა არ სწირავენ . ოღონდ არა ქვეყანას , არამედ ,,მიწიერი კეთილდღეობის ღმერთს.’’ და არა ბრძოლის ველზე , არამედ საკუთარ საშოში . ეგ შენს დროს იყო :
,,შვილის გაჩენა კი არა , შვილის აღზრდაა მთავარი .’’
თორემ ახლა არგაჩენა უფროა მიღებული და აღზრდის მაგივრად კი ,,თავისუფლად’’ დატვება . ესეც არ აგერიოს , ქართველ დედათა ძველ დევიზში , რომლებიც უნერგავდნენ შვილებს-,,ძმობას , ერთობას , თავისუფლებას.’’ დღეს ეს უკანასკნელი ცხოველური აღვირახსნილობაა მხოლოდ და მხოლოდ .
სად იყო ადრე ამდენი ,,უმაღლეს-სასწავლებელი’’ , მაგრამ თითოეულ ქართველზე ათჯერ და ათასჯერ განათლებული ხარ მაინც , რადგან იცოდი რა იყო მთავარი საუნჯე-,,მამული , ენა , სარწმუნოება .’’
მე კი გწერ ამ ყველაფერს , მაგრამ შენ გაიგებ ვინ ვარ ? ვშიშობ , რომ :
,,ცად თვალნი გაქვს მიქცეული , და მე ვეღარ მცნობ გულშემუსვრილსა .
ეჭვით აღვსილსა , უსასოდ ქმნილსა . გულ უიმედოს , გაუხარებელს .’’
არ იფიქრო ჩემო მშობელო და მასწავლებელო , რომ შენს ქვეყანაში ყველა ასეთია . კიდევ არიან აქ რა თქმა უნდა -მორწმუნეები , წესიერები , ვაჟკაცები , ერთგულები და.ა.შ. მაგრამ უბედურება იმაშია , რომ ესენი ჩამორჩენილებად , შეშლილებად და უგონოებად აღიქმებიან .
ჩემო წინაპარო ! მირჩიე რამე !

http://seminarieli.wordpress.com


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Oct 24 2012, 02:06 PM
პოსტი #17


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
ღარაა ის დრო , როდესაც-,,ვაჟაი ვაჟაბდის და ქალაი ქალაბდის.’’ ახლა ქალი ვაჟობს და ვაჟი ქალობს

რას ქვია, ადრე ქალი არ ვაჟობდა? აბა მაია წყნეთელი ვინაა?
ან ის ამორძალები ვინ არიან რომ პომპეუსს რომ დახვდნენ?


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Oct 25 2012, 03:05 AM
პოსტი #18


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
რას ქვია, ადრე ქალი არ ვაჟობდა? აბა მაია წყნეთელი ვინაა?

მიხვდებოდი რომ ლელთ-ღუნიას სიტყვები დავაციტირე და იმასაც მიხვდებოდი თუ რა იგულისხმება მასში.
ციტატა
ან ის ამორძალები ვინ არიან რომ პომპეუსს რომ დახვდნენ?

მაგ კუთხით თუ წავიყვანთ ლოგიკას ქალები ბერადაც იღკვეცებოდნენ.
სხვა რაღაცის შესახებაა საუბარი.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 13 2013, 03:08 PM
პოსტი #19


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,805
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ჩემს სამშობლოს - საქართველოს, ამ ბოროტ წუთისოფელში სულ უნდა უჭირდეს, რომ ყოველმა ახალმა თაობამ თავი შესწიროს მის სიყვარულს.

ჩემი სამშობლო საქართველოა. იმიტომაა ასე საყვარელი, რომ სულ მასწავლის სამშობლოს სიყვარულს, მისთვის თავდადებას და თავგანწირვას!

მე მიყვარს ჩემი საქართველო და ამიტომაც თავს დავდებ მისთვის და ამით ღირსი შევიქმნები ჭეშმარიტი, ზეციური საქართველოს მოქალაქეობისა.

ამსოფლიური ჩემი სამშობლო მზრდის იმსოფლიური გაბრწინებული საქართველოსთვის!“

/სქემმონაზონი ნიკოლოზი (კვინიკაძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 18 2013, 03:29 PM
პოსტი #20


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,805
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



პირველ რიგში ვამაყობ ჩემი სამშობლოს ქრისტესადმი თავდადებით და მრცხვენია ერის მოღალატეები...

ჩემი აზრით, თუკი რწმენა უფლისა ქართველებში არ გაქრება, საქართველო იქნება უკუნისამდე...

ჩვენს ქვეყანაში ცუდის შეცვლა ყოველმა ჩვენგანმა საკუთარი ნაკლოვანებების შეცვლით უნდა დაიწყოს... რადგან როგორებიც ჩვენ ვართ, ჩვენი სამშობლოც ჩვენს სახეს ირეკლავს...

არ შევცვლიდი ტრადიციებს, ქართულ სიყვარულს...


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th April 2024 - 10:31 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი