IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> რელიგია და ბიოსამედიცინო ეთიკა, ურთიერთკავშირი, არგუმენტები და ფაქტები.
lingvo
პოსტი Dec 28 2009, 11:22 PM
პოსტი #1


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



თანამედროვე მედიცინის მიღწევების გამოყენება დაკავშირებულია რთულ ფილოსოფიურ, რელიგიურ, სამართლებრივ და მორალურ პრობლემებთან, რომელთა დიდი ნაწილი ცალსახად ვერ გადაწყდება. თანამედროვე ბიოეთიკაში რეპროდუქციული ტექნოლოგიების მართვასთან დაკავშირებული პრობლემები ყველაზე აქტუალურ და მწვავე განსახილველ თემათა რიგს განეკუთვნება. აგრეთვე აქტუალურია ნანოტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები. ზოგადად ალბათ შესამცნევია, რომ სწრაფი ტექნიკური პროგრესი ადამიანს არჩევანის წინაშე აყენებს, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ ფასეულობებზე გადის.

• ხელოვნურ ინსემინაციას დონორის ან ქმრის სპერმით
• განაყოფიერებას ორგანიზმის გარეთ (ექსტრაკორპორული – ინ ვიტრო ) ემბრიონის შემდგომი იმპლანტაციით ქალის საშვილოსნოში
• სუროგატი დედობა
• დონორის კვერცხუჯრედების გამოყენება


ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას უარყოფითი დამოკიდებულება აქვს ხელოვნური განაყოფიერების მიმართ, განსაკუთრებით დონორის გამოყენების შემთხვევაში.
რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიცია შემდგომში მდგომარეობს:
1. დაუოჯახებელი ქალის ხელოვნური განაყოფიერება დაუშვებელია, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის ნტერესებიდან გამომდინარე, რომელსაც შეგენბულად აქვს თავიდანვე ჩამორთმეული სრულფასოვან ოჯახში აღზრდის შესაძლებლობა
2. დაუშვებელია ქალის ხელოვნური განაყოფიერება ქმრის ნებართვისა და მონაწილეობის გარეშე
3. ქმრის ნებართვითა და დონორის გენეტიკური მასალის გამოყენებით ჩატარებული ხელოვნური განაყოფიერება არღვევს ცოლ ქმრულ ერთგულებას
4. ჰომოგენური განაყოფიერების მეთოდი სავსებით მისაღები საშუალებაა, რომელიც ქრისტიანულ ქორწინებას აძლვს შესაძლებლობას განახორციელოს რეპროდუქციული ფუნქცია
5. ინ ვიტრო მეთოდი მიუღებელია ზედმეტი ემბრიონის განადგურების აუცილებლობიდან გამომდინარე.
6.ოჯახური ურთიერთობების მთლიანობისა და უნიკალობის დაცვის თვალსაზრისიდან გამომდინარე, მორალურად დაუშვებელია კვერცხუჯრედებისა და განაყოფიერებული ემბრიონების დონორობის პრაქტიკა
7. ამ შეფასებას ექვემდებარება სუროგატული დედობის ყველა სახეობა. ამ მეთოდის საფუძელში დევს ძირითადი ემოციური და სულიერი კავშირის უგულებელყოფა, რომელიც მყარდება დედასა და ბავშვს შორის ფეხმძიმობის დროს.

მედიცინეს ეთიკური პრობლემების განხილვის უძველესი ტრადიცია კათოლიციზმში მოიპოვება. კათოლიკური მორალი საბოლოო ჯამში უარყოფითად ეკიდება ხელოვნურ განაყოფიერებას, განსაკუთრებით ჰეტეროლოგიურ მეთოდს, რადგან მათი აზრით ეს ეწინააღმდეგება ქორწინების წმინდა საიდუმლოებას, მეუღლეთა ღირსებას, მშობელთა დანიშნულებას და ბავშვის უფლებას ჩასახული და დაბადებული იყოს ქორწინებაში და ქორწინების წყალობით. სუროგატული დედობა უარყოფილია ყველა კათოლიკე ავტორის მიერ, ამასთან კათოლიკე ავტორთა შორის არიან თეოლოგები, რომლებიც ეკგ-ისა და ეგ-ის მეთოდს ეთკურად მისაღებად თვლიან, თუ ის გამორიცხავს “ჭარბი” ემბრიონების პრობლემას.
პროტესტანტული ეკლესია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ბავშვის მომავალ ინტერესებს, მისი უფლებების გარანტიებს ნათესაურ ურთერთობებზე. რაც შეეხება ჰეტეროლოგიური განაყოფიერების შესაძლებლობას, მას არ გამორიცხავენ აუცილებლობის შემთხვევაში.
ისლამი მუსლიმანური ფილოსოფიის – სუფიზმის, მორალისა და შარიათის საწინააღმდეგოდ მიიჩნევს ხელოვნური განაყოფიერების ყველა მეთოდს, თუ ამისათვის არ გამოიყენება კანონიერი ქმრის გენეტიკური მასალა. რაც შეეხება სუროგატულ დედობას, რადგან ისლამი აღიარებს პოლიგამიას ამიტომ მუცლადმტარებელი დედა შეიძლება იყოს ქმრის მეორე მეუღლე, რომელიც თავის გენეტიკურ მასალას აძლევს პირველ ცოლს კვერცხუჯრედის განაყოფიერებისათვის. აუცილებელი მოთხოვნაა დონორის სასქესო უჯრედების შესახებ სრული ინფორმაცია, რათა გამოირიცხოს სისხლის აღრევა და უზრუნველყონ კანონიერი ნათესაური კავშირი მუსლიმანური სამართლის შესაბამისად.
იუდაიზმის პოზიცია არ არის ერთმნიშვნელოვანი, მაგრამ რაბინების უმრავლესობა გმობს დონორის გენეტიკური მასალით განაყოფიერებას. თუ დამტკიცებულია, რომ არანაირი სხვა თერაპია არ იქნება შედეგის მომტანი, მოცემულ საშუალებას კი შეუძლია პრობლემის მოხსნა, დასშვებად შეიძლება ჩაითვალოს ქმრის გენეტიკური მასალით განაყოფიერება.
ბუდიზმის ავტორიტეტული წარმომადგენლები დადებითად აფასებენ დონორის გენეტიკური მასალის გმაოყენებას ხელოვნური განაყოფიერების მიზნით, ისევე როგორც სუროგატულ დედობას. ისინი ხაზს უსვამენ შემდეგი გარემოებების გათვალისწინებას: მეუღლეთა თანხმობის ნებაყოფლობა, დონორის ანონიმურბა, მისთვის ანაზღაურების გამორიცხვა.
მაშასადამე ტრადიციული რელიგიები უარყოფითად ეკიდებიან რეპროდუქციულ ტექნოლოგიებს. არატრადიციული რელიგიები, უპირველეს ყოვლისა პროტესტანტული რიგის კონფესიები და დომინაციები, ითვალისწინებენ რა ეპოქის თავისებურებებს აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტისას შედარებით ლიბერალური პოზიციის დაჭერას ამჯობინებენ.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
გიორგი
პოსტი Jan 9 2010, 09:11 PM
პოსტი #2


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



S a l l y
ციტატა
როცა გწამს, ზიგოტის კი არა შეიძლება ისიც დაიჯერო რომ ქვას აქვს სული..მე სხვა რაღაცის თქმა მინდა...

მართალია... ki.gif
ციტატა
უბრალოდ, რადგან დანამდვილებით არავინ იცის როდის ეძლევა ადამიანს სული, ცოტა უხერხული ხომ არ არის განკითხვა იმ დედებისა ვინც უბრალოდ იმის გამო რომ მათ საშვილოსნოში რაიმე ფიზიოლოგიური პირობის უქონლობის გამო განაყოფიერება ვერ მოხდა და ეს ფაქტი სინჯარაში განახორციელეს, შემდეგ ასეთი ბავშვის მონათვლა მკრეხელობათ შევრაცხოთ...

არ ვიცი. no.gif
ეს საკმაოდ რთული საკითხია...

საერთოდ, მე არავის განკითხვა არ მიგულისხმია. ნეიტრალური პოზიციიდან ვმსჯელობ. ბოლოსდაბოლოს არც იმის დამტკიცება შეუძლია ვინმეს ზიგოტას კი არა სრულყოფილ, დაბადებულ ადამიანს თუ აქვს სული. სულის დეტექტირება არავის მოუხდენია.

აქ უბრალოდ ობიექტურად განვიხილოთ რა ჩაითვლება რელიგიურად და რა არა. ისე კი ადამიანს შეუძლია უარყოს რელიგიაც და თავისი გადასახედიდან სულაც არ იყოს განკითხვის ღირსი.

ახლა რაშია საქმე... გააჩნია რას გულისხმობს და მოითხოვს ხელოვნური განაყოფიერება.

სუროგატი დედა - რელიგიურად ყოვლად მიუღებელი ფენომენია. გამოდის რომ მას აქვს მხოლოდ "ინკუბატორის" ფუნქცია. არის დროებითი, დაქირავებული რაღაც ჭურჭელი. ხშირად ამაში თანხებსაც იხდიან.

ეს არ არის უბრალოდ მკურნალობა. ეს მოვლენა ერთის მხრივ გენეტიკური დედის ბუნებრივ (არა მარტო რელიგიურ) მოვალეობას ანულირებას ახდენს - მისი მხოლოდ გენეტიკური ინფორმაციაა, ხოლო თვითონ სუროგატ დედას პრაქტიკულად უხერხულ მდგომარეობაში აგდებს და რეალურად ის საკუთარი სხეულით მოვაჭრე გამოდის. (უბრალოდ სხვა ფორმით)

ასეთ დროს სრულიად გაუგებარი ხდება ჯვრისწერის საიდუმლოს დროს წყვილზე მიცემული გამრავლების კურთხევა (ყოველგვარი მესამე პირის ჩარევის გარეშე) და ასევე მოვალეობები, რაც დედას ეკისრება.

ადამიანური რეალობაც რელიგიურ გრძნობებს ემთხვევა. სუროგატი დედების უმეტესობა უკიდურესად გაჭირვებული ადამიანები არიან, რომლებიც ამ საქმეს ფინანსური მოსაზრებით აკეთებენ თუ არა შეუძლებელია ადამიანს ბუნებრივი სურვილი გაუჩნდეს იყოს ორსულად სხვის შვილზე, რომელსაც დაბადებისთანავე წაიყვანს მისი გენეტიკური დედა და თვითონ ცარიელი "ინკუბატორის" მდგომარეობაში აღმოჩნდება...

დონორი დედა - ასევე რელიგიურად ყოვლად მიუღებელი ფენომენია. გამოდის რომ ის არის საკუთარი კვერცხუჯრედის გამყიდველი ანუ ყიდის საკუთარ გენეტიკურ ინფორმაციას.

ასეთ შემთხვევაში შეიძლება კიდევ უფრო მძიმე სურათი მივიღოთ, დონორმა დედამ შეიძლება დაინახოს, რომ სხვას გაუჩნდა მისი კოპიო ადამიანი, რომელიც საკუთარი შვილი უნდა ყოფილიყო, შეიძლება უფრო მეტადაც ჰგავდეს მის ნამდვილ შვილებს (თუ კი ჰყავს) მაგრამ რეალურად ის არავინ არ არის მისთვის იურიდიულად. ეს არის გაყიდული გენეტიკის ვიზუალური შედეგი.

ასევე გაუგებარია იმ ადამიანის მდგომარეობა, რომელმაც მიიღო სხვისი კვერცხუჯრედი. მას გაუჩნდება ბავში რომელიც გენეტიკურად სხვა იქნება. მას არანაირად არ ემგვანება (აყვანილი ბავშვის იდენტური მდგომარეობა)

ყველა ამ შემთხვევაში გაუგებარი ხდება თუ სად არის ჯვრისწერის საიდუმლოს კურთხევა, ვინ ჩაითვლება დედად და საერთოდ ვინ არიან ეს ადამიანები ერთმანეთისთვის? ნათესავები? სამმშობლიანები არიან?

როგორც არ უნდა დავიმშვიდოთ თავი ეს ორი მოვლენა ანტი-რელიგიურია. განკითხვის საკითხი სხვაა. იქნებ ადამიანს სურვილი აქვს უარყოს რელიგია და მისი სწავლება, ოღონდ ამგვარი გზით გააჩინოს/გააჩენინოს ბავშვი. ის თავისი გადასახედიდან მართალია და ჩვენ მის არჩევანს პატივი უნდა ვცეთ, როგორც ნებისმიერ სხვა რელიგიის მქონე ადამიანს, ურელიგიოს თუ ათეისტს.

ერთადერთი შემთხვევა, როდესაც შეიძლება ხელოვნური განაყოფიერება ჩაჯდეს რელიგიის ფარგლებში არის ის, რომ შეუძლებელია მხოლოდ უშუალოდ განაყოფიერების პროცესი და ყოველგვარი მესამე ადამიანის ჩარევის გარეშე ქალის საკუთარივე კვერცხუჯრედი განაყოფიერდეს სინჯარაში, ხელოვნურად და შემდეგ უკან მისივე ორგანიზმში ჩაინერგოს.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში ავცდებით სამმშობლიანობას, გაუგებარ "ნათესაურ" კავშირებს, ჯვრისწერის საიდუმლოს კურთხევის ტრანსფორმაციას და ა.შ.

ციტატა
შემდეგ ასეთი ბავშვის მონათვლა მკრეხელობათ შევრაცხოთ

ბავშვის მონათვლა არასოდეს არ არის მკრეხელობა რელიგიურად, ალბათ უფრო პირიქით... yes.gif

რაც არ უნდა დონორი, სუროგატი თუ სინჯარული დედა ყავდეს ბავშვს ის სრულყოფილი ადამიანია დაბადების შემდეგ და ის ჩვეულებრივად უნდა მოინათლოს. რელიგიური პასუხისმგებლობა დაეკისრება იმათ ვინც ეს გააკეთა და არა ბავშვს.

ციტატა
ასეთ დიდ ჩარევათ მიგვაჩნია სიცოცხლის შექმნაში,მაში არც სიცოცხლის გახანგრძლივების სხვა საშვალებებს არ უნდა ვაღიარებდეთ, სიტყვაზე ორგანოების გადანერგვა, ან იგივე საშბილოსნოს სხვა რაიმე პორბლემების მკურნალობა, როდესაც ქალს ბავშვი არ უჩნდება..

აქ მარტო ჩარევაზე არ არის ლაპარაკი.
სიცოცხლის გახანგრძლივების/მკურნალობის კონტექსტში მხოლოდ ის შემტხვევა შეგვიძლია განვიხილოთ, როდესაც სუროგატი/დონორი დედები არ არსებობენ და უბრალოდ ზიგოტები მიიღება სინჯარაში.

ციტატა
იქნებ და ის ზიგოტა სწორედ დედის საშვილოსნოში ჩაზრდის შემდეგ იწყებს სულიერ ცხოვრებას და მანამდე როგორ და სად მოხდა გამეტების შერწყმა, სულ არ არის საინტერესო...

გასაგებია, რომ ეს საკითხი ღიაა, მაგრამ რაღაც ლოგიკას ხომ უნდა დაექვემდებაროს?

რაღაც ალოგიკური ჩანს შუაგზაში, რაღაც დროს, სულის მიცემა ჩანასახისათვის. (და ამაზე მეწერა მთლიანად ჩემი პოსტი)

გაცილებით ლოგიკურია ორი მოვლენა:
1. სული ჩანასახს ეძლევა სპონტანურად.
2. საერთოდ არ არსებობს სული.


ციტატა
მოკლედ,რადგან დანამდვილებით ვერ ვიტყვით სული როდის ეძლევა არსებას,მაშინ ვერც ასე ერთი ხელის მოსმით უარვყოფთ ხელ. განაყოფიერებას

გააჩნია რა მსოფლმხედველობით მიუდგები საკითხს. რელიგია გეუბნება, რომ სული ჩასახვისთანავე ეძლევა ბავშვს. ეკლესია თვლის რომ ადამიანი ჩასახვისთანავე ადამიანია. ე.ი. გამეტები ადამიანი არ არის. ზიგოტა არის. გამოდის რომ ზიგოტას სული აქვს. არარელიგიური მოსაზრებით კი სრულიად გაუგებარია რა არის სული, საერთოდ თუ არსებობს და ა.შ. rolleyes.gif

ამიტომ ლოგიკა ზემოთ ხსენებული არჩევანის წინაშე აყენებს ადამიანს.

ციტატა
ესაა ჩემი მოსაზრება

თუ ესაა შენი კომენტარი...?! biggrin.gif

OK. ახლა სუფთა არარელიგიური კუთხით განვიხილოთ.
ჩემი აზრით ძალიან ცუდი მოვლენაა ადამიანის დიპლოიდური უჯრედის განადგურება. შემთხვევითაც. მითუმეტეს სპეციალურად. yes.gif

საერთოდ დიპლოიდური უჯრედი არის გენეტიკური ინფორმაციის მატარებელი. მას აქვს უნიკალური და უკვე ცალსახად განსაზღვრული იდენტობა. როდესაც საუბარი გვაქვს ადამიანის დიპლოიდური უჯრედის - ზიგოტას შესახებ, საუბარი გვაქვს ადამიანის უნიკალურ და ცალსახად განსაზღვრულ იდენტობაზე, შესაძლებელია თვალის ფერის დონემდეც და ვინ იცის კიდევ რა დონემდე, რადგან ტვინი პრაქტიკულად გამოუკვლეველია, არავინ იცის როგორ ფორმირდება ინტელექტი და რა კონკრეტულ ინფორმაციას ღებულობს გენეტიკური კოდიდან.

ყველაფერი ის, რისგანაც ცალსახად განსაზღვრული ადამიანი შეიძლება მივიღოთ უკვე ადამიანია და ასეთი ინფორმაციის განადგურება ალბათ მკვლელობის ტოლფას უსამართლობას უტოლდება.

წარმოიდგინე, საშუალება რომ იყოს (ან იქნებ ოდესმე შესაძლებელი გახდეს...) რომ დროის და სივრცის ბარიერი გადაილახოს და ვინმემ შეძლოს (თეორიულად) განადგურებული ზიგოტების აღდგენა და განვითარება, ნებისმიერი მათგანისგან სრულიად დამოუუკიდებელ, განსხვავებული იდენტობის ადამიანს მივიღებთ, რომელთაც სრული უფლება ექნებათ გვითხრან: "თქვენ მე მომკალით!"


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
lingvo   რელიგია და ბიოსამედიცინო ეთიკა   Dec 28 2009, 11:22 PM
::სალომე::   lingvo ჩემთვის ეს ყოვე...   Dec 28 2009, 11:57 PM
lingvo   ამ თემასთან დაკავშ...   Dec 28 2009, 11:59 PM
S a l l y   აქ ერ-ორ კითხვას და...   Jan 8 2010, 02:49 AM
ალექსანდრე   S a l l y ადამიანს სული ...   Jan 8 2010, 03:09 AM
S a l l y   S a l l y ადამიანს სული ...   Jan 8 2010, 03:31 AM
გიორგი   S a l l y რა თქმა უნდა. :კ...   Jan 8 2010, 01:40 PM
S a l l y   S a l l y თუმცა მე არ მე...   Jan 8 2010, 05:30 PM
გიორგი   S a l l y თუმცა ეს საკმა...   Jan 9 2010, 06:22 PM
ნონა   გიორგი :მპუა:   Jan 9 2010, 06:27 PM
S a l l y   გიორგი როცა გწამს...   Jan 9 2010, 07:23 PM
გიორგი   S a l l y მართალია... :კი1: ...   Jan 9 2010, 09:11 PM
S a l l y   მე აქ განვიხილავ ს...   Jan 9 2010, 09:30 PM
გიორგი   S a l l y თუ ზიგოტებს არ ...   Jan 9 2010, 09:38 PM
lingvo   [b]S a l l y თუ ზიგოტებს ა...   Jan 16 2010, 12:10 PM
გიორგი   lingvo გამოდის, რომ ჩვ...   Jan 16 2010, 12:58 PM
lingvo   lingvo თუ ეთიკის საკი...   Jan 16 2010, 01:28 PM
gurulo   პატარა დეტალი, მაგ...   Jan 16 2010, 01:47 PM
lingvo   პატარა დეტალი, მაგ...   Jan 16 2010, 02:04 PM
Маиа   პატარა დეტალი, მაგ...   Jan 16 2010, 03:16 PM
გიორგი   lingvo რატომ? კარგი... შ...   Jan 16 2010, 03:05 PM
lingvo   lingvo რატომ? კარგი... შ...   Jan 16 2010, 06:38 PM
gurulo   მერედა ხელი, ფეხი დ...   Jan 16 2010, 04:00 PM
გიორგი   lingvo რა პრინციპულ სხ...   Jan 16 2010, 07:09 PM
lingvo   რა გითხრა? ვერ გიპა...   Jan 16 2010, 07:18 PM
gurulo   ავადმყოფი უკვე გა...   Jan 16 2010, 08:41 PM
გიორგი   lingvo OK. gurulo აქ ადამიან...   Jan 16 2010, 10:01 PM
lingvo   უშვილობა ჯვარია. ა...   Jan 16 2010, 10:29 PM
გიორგი   lingvo ასევე ხშირია შე...   Jan 16 2010, 10:34 PM
lingvo   lingvo ასევე ხშირია შე...   Jan 16 2010, 10:48 PM
gurulo   გიორგი მაგ ფორმატ...   Jan 16 2010, 10:53 PM
lingvo   2 დასაშვებია არახე...   Jan 16 2010, 10:56 PM
S a l l y   გიორგი მაგ ფორმატ...   Jan 17 2010, 12:20 AM
athos   lingvo ამ საკითხს სხვა ...   Jan 16 2010, 11:04 PM
lingvo   lingvo ამ საკითხს სხვა ...   Jan 17 2010, 06:56 PM
gurulo   lingvo ცოტა რთული ტერმ...   Jan 16 2010, 11:05 PM
აბე   პირადად მე მიმაჩნი...   Jan 16 2010, 11:05 PM
kato_Bato   ძალიან საინტერესო ...   Jan 16 2010, 11:53 PM
გიორგი   lingvo თუ ისე განსხვავ...   Jan 17 2010, 12:42 AM
გიორგი   S a l l y რა საოცარი ფენ...   Jan 17 2010, 01:01 AM
S a l l y   S a l l y რა საოცარი ფენ...   Jan 17 2010, 01:12 AM
S a l l y   ხელოვნურ განაყოფი...   Jan 17 2010, 01:02 AM
გიორგი   S a l l y არადა, საქმე-სა...   Jan 17 2010, 01:05 AM
გიორგი   S a l l y შეძლებენ და არ...   Jan 17 2010, 01:22 AM
athos   S a l l y რა თქმა უნდა აქ...   Jan 17 2010, 01:31 AM
gurulo   გიორგი შენი პოსტ...   Jan 17 2010, 01:45 PM
გიორგი   gurulo შეიძლება არა არ...   Jan 17 2010, 02:47 PM
lingvo   და ამაზე რას იტყვი:...   Jan 17 2010, 07:33 PM
lingvo   [b]lingvo თუ ისე განსხვა...   Jan 17 2010, 07:45 PM
გიორგი   lingvo რატომ არ კითხულ...   Jan 17 2010, 08:42 PM
გიორგი   lingvo არასწორი კუთხი...   Jan 17 2010, 08:57 PM
kato_Bato   როგორ გამოდის ღვთი...   Jan 17 2010, 09:27 PM
გიორგი   kato_Bato ეკლესიოლოგიურ...   Jan 17 2010, 09:34 PM
sable   kato_Bato ეკლესიოლოგიუ...   Jan 17 2010, 09:41 PM
kato_Bato   გიორგი ჰოდა რაღაც ...   Jan 17 2010, 09:46 PM
lingvo   გიორგი მკურნალობა...   Jan 17 2010, 10:12 PM
გიორგი   sable კლონირებულსაც ე...   Jan 17 2010, 10:23 PM
lingvo   გიორგი კარგი, მოუს...   Jan 17 2010, 10:47 PM
k@the   მე მგონია, ხელოვნუ...   Jan 18 2010, 01:57 PM
გიორგი   k@the მე მგონია, ხელოვ...   Jan 18 2010, 02:03 PM
lingvo   k@the გასაგებია შენი ა...   Jan 18 2010, 02:45 PM
lingvo   [b]საქართველოში სი...   Jan 18 2010, 02:57 PM
გიორგი   lingvo სამწუხაროა, რომ ...   Jan 18 2010, 09:41 PM
lingvo   lingvo სამწუხაროა, რომ...   Jan 18 2010, 11:07 PM
გიორგი   lingvo აქ სასიხარულო ა...   Jan 19 2010, 10:43 AM
lingvo   გიორგი მოკლედ გიო...   Jan 19 2010, 06:59 PM
გიორგი   lingvo ეს პასუხი ოდნავ ...   Jan 19 2010, 09:42 PM
ა ნ უ კ ა   იცით რა მაინტერესე...   Feb 15 2010, 10:11 PM
terra   ა ნ უ კ ა ის ადამიან...   Feb 15 2010, 10:32 PM
abo   ა ნ უ კ ა ზრუნვა და ...   Feb 15 2010, 11:27 PM
terra   უსულო სხეულზე ზემ...   Feb 16 2010, 12:37 AM
abo   terra ვერ შეგეწინააღმ...   Feb 16 2010, 02:11 AM
ა ნ უ კ ა   ამაში კატეგორიულა...   Feb 16 2010, 02:33 AM
terra   მითუმეტეს ჩემი პრ...   Feb 16 2010, 12:40 PM
ა ნ უ კ ა   ნორჩი აიბოლიტი ხა...   Feb 16 2010, 04:31 PM
terra   არა :P ექსპერტიზა-...   Feb 16 2010, 05:38 PM
lingvo   abo აბო სრულიად გეთა...   Feb 16 2010, 11:35 AM
ა ნ უ კ ა   terra ისევ დამცინის :D ...   Jun 24 2010, 12:57 AM
A.v.B   terra ისევ დამცინის :D ...   Jun 24 2010, 01:24 AM
lingvo   საინტერესო სტატია...   Oct 29 2010, 12:23 PM
lingvo   [img]http://www.pravmir.ru/wp-content/themes/pravm...   Oct 29 2010, 03:37 PM
lingvo   თუ დაგაინტერესებთ ...   Nov 4 2010, 11:29 AM
terra   მხოლოდ ერთ მეთოდს ...   Nov 4 2010, 03:20 PM
lingvo   არსებობს ისეთი სა...   Nov 4 2010, 04:03 PM
k@the   lingvo და ამ დროს არ ხდ...   Nov 4 2010, 04:14 PM
lingvo   რათქმნაუნდა. პირვ...   Nov 6 2010, 02:00 AM
mimi13   ძალიან მაინტერესე...   Sep 6 2011, 11:32 PM
A.V.M   დაველოდოთ პასუხს,დ...   Sep 7 2011, 01:12 AM
ნათია4444   ვაიმე ხალხნო გეყოფ...   Jun 18 2012, 02:10 AM
marine   დანამდვილებით ვიც...   Jun 18 2012, 04:58 PM
nikoloza1997   კიმაგრამ დედა ვინ ...   Aug 6 2012, 06:50 PM
სოკრატე   ერთი რამ მაინტერეს...   Jul 12 2013, 11:08 AM
G_saxva   ერთი რამ მაინტერე...   Jul 12 2013, 12:11 PM
A.V.M   სად კითხულობდი?:D ი...   Jul 12 2013, 05:11 PM
G_saxva   სად კითხულობდი?:D ი...   Jul 12 2013, 09:15 PM
A.V.M   G_saxva სხვა რამე ვიკით...   Jul 12 2013, 09:22 PM
G_saxva   G_saxva სხვა რამე ვიკით...   Jul 12 2013, 09:27 PM
A.V.M   G_saxva ანუ არც მოძღვარ...   Jul 12 2013, 09:35 PM
G_saxva   G_saxva ანუ არც მოძღვარ...   Jul 12 2013, 09:42 PM
A.V.M   G_saxva მე კი ვფიქრობ რო...   Jul 12 2013, 09:46 PM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th April 2024 - 03:48 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი