მოზაიკა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მოზაიკა |
georgios |
Aug 14 2011, 12:34 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 |
მოზაიკა, რომელსაც ღრმა ფესვები გააჩნია, გავრცელდა ქრისტიანულ ხელოვნებაში და დღემდე დაცულია ნამუშევრები, რომლებიც გამორჩეულია და აღგვაფრთოვანებს.
მოზაიკის ხელოვნების საყურადღებო ნიმუშები არის, მაგალითად სიცილიაზე. ეს არის სიცილიის ქალაქ ჩეფალუს საკათედრო ტაძარი. ამ ტაძრის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავობა არის მოზაიკა. ის შესრულებულია როჟერ მეორის მიერ 1145 წელს მოწვეული ბიზანტიელი ოსტატების მიერ. არა მარტო ამ ტაძარში, ზოგადად იტალიის ხელოვნებაში ვხედავთ ბიზანტიელი ოსტატების გავლენას და ეს განსაკუთრებით ჩანს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, მათ შორის სიცილიაზე. ჩეფალუს ტაძარში ეს არის პალერმოში არსებული ტაძარი, მარტორანა. ეს კი ამ ტაძრის მოზაიკა ხარება მთავარანგელოზი მიქაელი მთავარანგელოზი გაბრიელი მირქმა ღვთისმშობლის მიძინება შობა -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
George Leluashvili |
Aug 14 2011, 12:54 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
უშესანიშნავესია
-------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
georgios |
Aug 14 2011, 01:05 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 |
მარტორანას მოზაიკის სხვა ფრაგმენტები
მოწამეები ორესტე, ავქსენტი და იოანე მოციქულები პეტრე და ანდრია მოციქულები სიმონი და ბართლომე მოციქულები თომა და ფილიპე წმინდა იოაკიმე წმინდა ანა წმინდანები თეოდორე, მერკური და პროკოფი ღვთისმშობელი და გიორგი ანტიოქიელი ქრისტე გვირგივნით ამკობს როჟერ მეორეს -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
lasha_k |
Aug 14 2011, 05:28 PM
პოსტი
#4
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 175 რეგისტრ.: 17-August 10 წევრი № 9,301 |
|
georgios |
Aug 14 2011, 05:31 PM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 |
lasha_k
კარგია ლაშა. საქართველოში არსებული მოზაიკის ფოტოსურათები ინტერნეტში ნაკლებადაა. ეს კი ბიჭვინთის მოზაიკის ფრაგმენტი. დათარიღებულია მეხუთე საუკუნით. მიაგნეს მეოთხე საუკუნის ბაზილიკაში, ბიჭვინთის კონცხზე. -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
georgios |
Sep 8 2011, 12:30 AM
პოსტი
#6
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 |
კონსტანტინოპოლის წმინდა სოფიოს ტაძრის მოზაიკა
ქრისტე პანტოკრატორი ღვთისმშობელი ყრმა იესოსთან ერთად იოანე ოქროპირი მთავარანგელოზი გაბრიელი იმპერატორი ალექსანდრე იმპერატორი ლეონ მეექვსე მუხლს იყრის ქრისტეს წინაშე კონსტანტინოპოლის დამაარსებელი კონსტანტინე დიდი და ტაძრის ამგები იმპერატორი იუსტინიანე -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
georgios |
Sep 15 2011, 12:04 AM
პოსტი
#7
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 |
იტალიის ქალაქი რავენა ფლობს დიდ კულტურულ მემკვიდრეობას. მოზაიკის ხელოვნება აქ მაღალ დონეზე იყო, რასაც მომწმობს ტაძრების შიდა მოწყობა.
მაგალითისთვის ავიღოთ თუნდაც წმინდა აპოლინარი ახალის ტაძარი, რომელიც თეოდორიხმა ააშენებინა მეხუთე-მეექვსე საუკუნეებში. მასში არსებული მოზაიკა თარიღდება მშენებლობის დასრულების წლებით. ტაძარი ხელისუფლის გამოსახულება. წარწერის მიხედვით ეტყობა, რომ ეს იუსტინიანეს გამოსახულება უნდა იყოს, მაგრამ ზოგი ვარაუდობს, რომ თეოდორიხია პილატეს სამსჯავრო. პილატე ხელს იბანს ლაზარეს აღდგინება წმინდანნი და წინასწარმეტყველნი საშინელი სამსჯავრო. ქრისტე მარჯვნივ დააყენებს ცხვრებს, ხოლო მარცხნივ თხებს. გარღვეულის განკურნება ქრისტე პანტოკრატორი. შესანიშნავი მოზაიკა ღვთისმშობელი თეოდორიხის პალატები პურის გამრავლება სასწაულებრივი თევზჭერა საიდუმლო სერობა. თევზი, როგორც ევქარისტული სიმბოლო. თუ დავაკვირდებით, იქ ზის თერთმეტი მოციქული, იუდა არ უნდა იყოს იქ, როდესაც ევქარისტია აღესრულება. მენელსაცხებლე დედები ცარიელ აკლდამასთან. ქრისტე იუწყება პეტრეს უარყოფაზე. გზა გოლგოთასკენ -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
A.V.M |
Sep 15 2011, 12:19 AM
პოსტი
#8
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
გეორგიოს!მოზაიკოსი ხარ?
-------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
georgios |
Sep 15 2011, 09:25 AM
პოსტი
#9
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 |
A.V.M
ციტატა გეორგიოს!მოზაიკოსი ხარ? არა. ხელოვნება ჩემი სისუსტეა და მათ შორის მოზაიკაც. -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
georgios |
Sep 15 2011, 09:50 AM
პოსტი
#10
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 |
რავენაში თეოდორიხის დახმარებით აგებულია ასევე არიოზელთა ბაპტისტერიაც.
აქ საყურადღებოა მოზაიკა, რომელიც ასახავს ნათლისღებას. საყურადღებოა, რომ აქ ქრისტე გამოსახულია სრულად შიშველი, რაც სავარაუდოდ მიანიშნებს არიოზელთა სწავლებაზე ქრისტეს ქმნადობის შესახებ. პერსონიფიცირებულია მდინარე იორდანე მოხუც კაცში. არიოზელთა სწავლება იმის შესახებ, რომ ნათლისღებისას შევიდა იესოში ღვთაებრივი საწყისი, ასახულია დეტალში, რომელშიც წყალი გადმოდის არა იოანეს ხელიდან, არამედ მტრედისგან. მოციქულთა პროცესია გამზადებული ტახტი რავენაში არის მეორე, მართლმადიდებლური ბაპტისტერია, ყველაზე ძველი შენარჩუნებული შენობა ქალაქში. ბაპტისტერიაში არის მოზაიკა, რომელიც ასევე ასახავს ნათლისღების სცენას. ცენტრში გამოსახულნი არიან იოანე და ქრისტე, ასევე მდინარე იორდანეს პერსონიფიკაცია - კაცი პირსახოცით. ცენტრის გარშემო გამოსახულნი არიან მოციქულები გვირგვინებით, რომლებიც იუწყებიან ზეციურ იერუსალიმზე. რავენას მთავარეპისკოპოსის კაპელაში გამოსახულია საკმაოდ იშვიათი სახეობა ქრისტეს გამოსახულების - მეომარი ქრისტე. -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
georgios |
Sep 18 2011, 11:55 PM
პოსტი
#11
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 |
რავენაში ყველაზე ადრეული მოზაიკა შემონახულია გალა პლაციდიას მავზოლეუმში, რომელიც დათარიღებულია მეხუთე საუკუნის მეორე მეოთხედით. აქ რომაული მხატვრული მემკვიდრეობა შეერწყა ქრისტიანობის მისწრაფებას ავსოლუტურობისკენ და ტრანსცენდენტურობისკენ, რამაც შექმნა შესანიშნავი ნიმუშები.
ეს ფრაგმენტი ასახავს ღამის ცას, მასზე გამოსახული ჯვარი ასახავს სიცოცხლის გამარჯვებას სიკვდილზე, მასში ნაგულისხმევი ქრისტე არის სიმართლის მზე, რომელსაც ბნელი ვერ ეწევა. ჯვრის დიდი ძელი მიმართულია აღმოსავლეთისკენ. აქ კი სიმბოლურად, ყვავილებითა და ვარსკვლავებით ასახულია სამოთხის ბაღი. მოციქულები ეს კი ცნობილი მოზაიკური ფრაგმენტი. ორი მტრედი შადრევნიდან სიცოცხლის წყალს სვამს. მტრედი, რომელიც ადრეული პერიოდიდან, კატაკომბებიდან გვხვდება სიმბოლურად სულის ნიშნად, მიგვითითებს, რომ სულები უკვდავების წყალს იღებენ. მწყემსი კეთილი. განსხვავებით რომის კატაკომბებისგან, სადაც ქრისტე უბრალო სოფლის მწყემსივით არის გამოსახული, აქ იესო დიდებულია, ოქროსფერ კვართში და მოსასხამით. ხელში ჯვარი უჭირავს და მისი პოზა მისსავე ცენტრალურობას უსვამს ხაზს, ის ხედავს ყველა თავის ცხვარს, და ყველა ცხვარი მას ხედავს. წმინდა ლავრენტი, კოცონზე მიმავალი. ეს ძალზე ლამაზი ფრაგმენტი უკავშირდება ფსალმუნის ცნობილ ლექსს, სადაც საუბარია ირმების დაუოკებელ წყურვილზე, სიმბოლურად ეს უკავშირდება მორწმუნის დაუოკებელ მისწრაფებას სიცოცხლის წყაროსკენ - ქრისტესკენ. -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
ქევანა |
Sep 26 2011, 03:28 PM
პოსტი
#12
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ვაჰ.. გამიხარდა ეს თემა ^^
მოზაიკა საინტერესო დარგია სახვითი ხელოვნების... გათვლილია შორიდან აღქმაზე.. იქნებ ცოტა რამ ტექნიკის ისტორიიდან დადოთ. მეც არ ვიცი და გავიგებდი ^^ -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
georgios |
Sep 26 2011, 03:42 PM
პოსტი
#13
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 |
ქევანა
ციტატა იქნებ ცოტა რამ ტექნიკის ისტორიიდან დადოთ. მეც არ ვიცი და გავიგებდი ^^ მოკლედ აქ შეგიძლია გაეცნო http://www.art-glazkov.ru/article/other/mozaika03.htm http://www.mosaic.su/ -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
A.V.M |
Aug 4 2012, 12:05 AM
პოსტი
#14
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ამ თემის ავტორი სადაა არ იცით ვინმემ?
(ნომერი მაინც მითხარით...) -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
qetevano |
Feb 11 2013, 03:17 PM
პოსტი
#15
|
ბრრრრრ ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 |
-------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
marine |
Feb 11 2013, 03:32 PM
პოსტი
#16
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
qetevano |
Feb 11 2013, 03:38 PM
პოსტი
#17
|
ბრრრრრ ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 |
-------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
marine |
Feb 11 2013, 03:39 PM
პოსტი
#18
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
აია სოფია მეჩეთად უნდა გადაკეთდესო...
ქეთ, კარგი თემა გაგვიხსენი -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
qetevano |
Feb 11 2013, 04:27 PM
პოსტი
#19
|
ბრრრრრ ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 |
აია სოფია მეჩეთად უნდა გადაკეთდესო... მეჩეთის კოშკები ხო უკვე დიდი ხანია აქვს და არ გადაკეთებულა ჯერ? ეს კი გელათის მოზაიკებია, ქართული კედლის მხატვრობის ძეგლი (1125-1130), ამკობს გელათის ტაძრის საკურთხევლის აფსიდის კონქს. ძირითადად კარგად არის შენახული, დაზიანებულია მხოლოდ კომპოზიციის ქვედა ნაწილი. ჩამოცვენილი კენჭების ადგილი მოხატულია XVI საუკუნეში. მოზაიკისა და ტაძრის ფრესკების ამგვარი შერწყმა საქართველოში სხვაგან არსად არ გვხვდება. კომპოზიციის ცენტრში გამოსახულია ფეხზე მდგომი ღვთისმშობელი ჩვილით ხელში, აქეთ-იქით მთავარანგელოზები - გაბრიელი და მიქელი უდგანან, საკოსი და ლორონი აცვიათ, ცალ ხელში სფერო უჭირავთ, მეორეში - ლაბარუმი. ფიგურები გამოსახულია ოქროსფერ ფონზე. ღვთისმშობელს ჯვრებით დამშვენებული მუქი ლურჯი მაფორიუმი აცვია. სამოსის ნაოჭები მოშავო-ლურჯი ფერისაა და მუქი ტონები რბილად გადადის განათებული ნაწილებისაკენ. სახის კონტური მწვანე კენჭებით არის შემოწყობილი. წარბებისა და ცხვირის ჩრდილები ნუშის ფერია, წარბები და თვალის ჭრილი - შავი, მწვანე და რუხი კენჭებითაა შემოწერილი. ჩვილს ოქროს ქიტონი აცვია, ნაოჭები შესრულებულია აგურისფერი კენჭებით, ჰიმატიონიც ოქროსფერია. მისი სახე ღვთისმშობლის სახეზე უფრო მუქია, რაც კონტრასტს ქმნის ბრწყინვალე სამოსთან და მკავრ იერს ანიჭებს ჩვილს. მიქელ მთავარანგელოზს აცვია მწახე მწვანე ფერის საკოსი და ფერადი ქვებით მორთული, მდიდრულად მოქარგული ლორონი. გაბრიელ მთავარანგელოზის ტანსაცმელი შედარებით ერთფეროვანია. მჭიდროდ მოწყობილი ფერადი სმალტისა და ადგილობრივი კირქვის სხვადასხვა ზომის ოთხკუთხი კენჭებით. კომპოზიციის ყველა დეტალი, პლასტიკურიც და ფერადოვანიც გულმოდგინედ არის მოფიქრებული. გელათის მოზაიკა დავით აღმაშენებლის ეპოქის მონუმტური ხელოვნების მაღალმხატვრული, დახვეწილი გემოვნებითა და ვირტუოზული ტექნიკით შესრულებული ნაწარმოებია. -------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
აკაკი |
Feb 11 2013, 05:41 PM
პოსტი
#20
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
აია სოფია როგორც მუზეუმი ისეა... დასათვალიერებლად.. არც მეჩეთი, არც ტაძარი.
ერთ ხატმწერს, რომელსაც ტაძარი უნდა მოეხატა, წინამძღვარმა სთხოვა იქნებ ღვთისმშობელი კონქის მოხატულობაზე ლურჯ ფერებში დახატოვო, როგორც კანკელის ხატებიაო.. მან უარი უთხრა და რომელიღაც მსოფლიო კრების კანონი გადმოუდო, რომ არ შეიძლება ღვთისმშობლის გამოსახვა ლურჯ ფერებშიო, არამედ შიგნით ლურჯი და გარეთ წითელიო... ასეც დახატა... და მე მიჩნდება კითხვა ახლა... შეხედეთ აია სოფიას მოზაიკებს, შევხედოთ თუნდაც გელათის კონქის მოზაიკას, განა სულ ლურჯ ფერებში არ არის? რა, მათ არ იცოდნენ? (თუ არის ასეთი კანონი ეგეც საკითხავია.. არც მგონია რომ იყოს)... თუ უფრო მეტად მორწმუნენი და ერთგულნი არ იყვნენ თავიანთი სარწმუნოებისა? არ შეიძლება ხატმწერმა ასე შეიბოჭო თავი და მოექცე ჩარჩოებში, ხატწერა არავის ბოჭავს, კანონიკა არ არის ჩარჩოები, მასში რომ იკეტებოდეს ხატმწერი. მაგრამ დღესდღეობით ეს შებოჭილობა ნამდვილად არის. და ამის გამო გარეშე ადამიანებს ექმნებათ შთაბეჭდილება, რომ, აი, ხატწერა თურმე ბოჭავს ადამიანს, ხელოვანს და არ აძლევს შემოქმედებისათვის გასაქანს... მოდი დავათვალიეროთ ძველი ფრესკები, მაკედონიაში, კვიპროსზე, საბერძნეთში და რაღა თქმა უნდა საქართველოში... დღეს რომ მსგავსი განვითარებით დაიწყოს ვინმემ მუშაობა (რა თქმა უნდა, ბაზისი აუცილებელია, აქამდე რომ მიხვიდე)ალბათ თითებს გაიშვერენ და იტყვიან - აი.. აი, ეს ხიბლშია... ხიბლშია... კანონიკას არ იცავს. არაკანონიკურია! და ა.შ. ეს ყველაფერი მასწავლებლებზეა დამოკიდებული. გარდა იმისა, რომ ხატწმერს ხატვას ასწავლი, ხატის დაწერას პრაქტიკულად.. ასევე უნდა ასწავლო აზროვნება ამ საკითხში.. რომ არც მასწავლებლის ხელი დაეტყოს საბოლოოდ მომავალ ხატმწერს (პირველ ეტაპებზე ეს ასეც უნდა იყოს), არამედ თავისს მიაგნოს, რაღაც შეიტანოს და ამავდროულად არ დაკარგოს ის, რაც ყველაში უნდა იყოს. მგონი სათქმელი გადმოვეცი. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:34 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი