IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> მოქმედებს საქართველოში საეკლესიო სამართალი?
ზებედე
პოსტი Mar 14 2007, 05:22 PM
პოსტი #1


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ვისაუბროთ მშვიდად!!!
განსაკუთრებულ აქტიურობას კანონისტს ვთხოვ biggrin.gif

ამ თემაში მინდა მოგახსენოთ საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში მიმდინარე, ჩემის აზრით უდიდეს პრობლემებზე. შევეცდები სწორად ჩამოვაყალიბო არსებული პრობლემები.

ვიცი მღვდლები, რომლებიც იგინებიან, ეწევიან, მრუშობენ სულიერ შვილებთანაც კი, და მერე ეს მღვდლები იმას ამბობენ მრევლში რომ საკუთარი მოძღვრის განკითხვა არ შეიძლება, ჩვენც ცოდვილი ადამიანები ვართო...ჩვენ ყველანი ცოდვილები ვართ, მაგრამ ამით ხომ ბევრი ადამიანი ბრკოლდება? რატომ არ ეკრძალებათ ასეთებს მღვდელმოქმედება? ან შეიძლება მრუშ მღვდელს სულიერი შვილები ჰყავდეს? ხომ არის ასეთებზე საეკლესიო სასჯელი? მხოლოდ ბასილ კობახიძის "დასჯით" ვერ ვიტყვით რომ საეკლესიო სამართალი მოქმედებს ჩვენთან.

ღვთისმეტყველების პროფესორმა ედიშერ ჭელიძემ 2 არქიმანდრიტი მამა ლაზარე და მამა რაფაელი "მწვალებლობაში" ამხილა. თუ ისინი მართლაც მწვალებლები არიან, რატომ არ განკვეთეს? ან რატომ არ აეკრძალათ მღვდელმოქმედება? თუ არ არიან მწვალებლები რატომ არ დაისაჯა ედიშერ ჭელიძე როგორც "ცილისმწამებელი?" ამ გაუგებრობის გამო მორწმუნეები დაბრკოლებულები არიან, რატომ არ ხდება ამაზე რეაგირება?

შეიძლება თუ არა ზოგიერთ საეკლესიო მაღაზიებში ვრცელდებოდეს ქართველი მღვდელმთავრების მიმართ წიგნები? მაგ: "ივერიის გაბრწყინება" "მღვდელმთავართა საცდური" სადაც საუბარია ვანი-ბაღდათის მღვდელმთავრის "შეცდომებზე" თითქოს ის არღვევს სჯულის კანონს და ეწინააღმდეგება ეკლესიის სწავლებებს. თუ ეს მართალია რატომ არ აეკრძალა ეპისკოპოსობა მეუფეს, და თუ ეს ტყუილია რატომ არ დაისაჯნენ წიგნის ავტორები, იგივე მართლმადიდებელი სამწყსო?


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 14 2007, 06:34 PM
პოსტი #2


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ზებედე
საინტერესო საკითხია

უპირველესად მინდა გითხრა, რომ საეკლესიო სასამართლო, როგორც დამოუკიდებელი ორგანო საქართველოში არ არსებობს. მოქმედი დებულების შესაბამისად სასამართლოს პირველი ინსტანციის ფუნქციებს ითავსებს ადგილობრივი მღვდელმთავარი, ხოლო სააპელაციო ფუნქციებს წმინდა სინოდი ან თავად პატრიარქი. თუმცა აქაც არ არის მკაცრად გამიჯნული იურისდიქციის საკითხები. საეკლესიო სასამართლოს შექმნა უდავოდ საშური საქმეა, თუმცა ეკლესიაში არსებული საკადრო სიმწირის გამო, ეს საკითხი ჭიანურდება

ციტატა
ვიცი მღვდლები, რომლებიც იგინებიან, ეწევიან, მრუშობენ სულიერ შვილებთანაც კი, და მერე ეს მღვდლები იმას ამბობენ მრევლში რომ საკუთარი მოძღვრის განკითხვა არ შეიძლება, ჩვენც ცოდვილი ადამიანები ვართო...ჩვენ ყველანი ცოდვილები ვართ, მაგრამ ამით ხომ ბევრი ადამიანი ბრკოლდება? რატომ არ ეკრძალებათ ასეთებს მღვდელმოქმედება? ან შეიძლება მრუშ მღვდელს სულიერი შვილები ჰყავდეს? ხომ არის ასეთებზე საეკლესიო სასჯელი? მხოლოდ ბასილ კობახიძის "დასჯით" ვერ ვიტყვით რომ საეკლესიო სამართალი მოქმედებს ჩვენთან.


ჩვენი პატრიარქი და წმინდა სინოდი ყოვლისმცოდნე არ არის. იმისათვის, რომ მათი მხრიდან მოხდეს სათანადო რეაგირება, ამას სჭირდება ზუსტი და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება, რაც როგორც წესი ძირითადად არ ხერხდება ხოლმე. ამის მიზეზი არის ის, რომ ხშირ შემთხვევაში ბრალდება წარმოადგენს ცილისწამებას და მის გამავრცელებელს, როგორ წესი, ურჩევნია ჩრდილში იდგეს.

საეკლესიო კანონებით, არსებობს სასულიერო პირის ბრალდების წესი, რომელსაც განსაზღვრავს კონსტანტინოპოლის მსოფლიო კრების მე-6 კანონი. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ კანონიკური ნორმებით ბრალდების დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, თუკი ბრალდება შეგნებულად იყო ცილიმწამებლური, მაშინ ბრალმდებელი იმავე სასჯელით დაისჯება, რაც მოელოდა ბრალდებულს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში. შესაძლოა აი, სწორედ ამიტომ უფრთხის ზოგიერთი სასულიერო პირების ბრალდებას

ციტატა
ღვთისმეტყველების პროფესორმა ედიშერ ჭელიძემ 2 არქიმანდრიტი მამა ლაზარე და მამა რაფაელი "მწვალებლობაში" ამხილა. თუ ისინი მართლაც მწვალებლები არიან, რატომ არ განკვეთეს? ან რატომ არ აეკრძალათ მღვდელმოქმედება? თუ არ არიან მწვალებლები რატომ არ დაისაჯა ედიშერ ჭელიძე როგორც "ცილისმწამებელი?" ამ გაუგებრობის გამო მორწმუნეები დაბრკოლებულები არიან, რატომ არ ხდება ამაზე რეაგირება?

მწვალებლობის დამტკიცება ასე იოლი არ არის. იგი არ განეკუთვნება საეკლესიო სამართლის სფეროს, რამდენადაც არ გულისხმობს საეკლესიო დანაშაულს, როგორც ასეთს. მწვალებლობის დამტკიცებას სჭირდება საკითხის საგულდაგულოდ, მრავალმხრივი შესწავლა და კრების მიერ დამტკიცება. დოგმატურ საკითხს მოსამართლე ვერ გადაწყვეტს.

მხოლოდ მას შემდეგ, რაც დამტკიცდება ამა თუ იმ პირის დოგმატური მცდარობა, მას წინადადება უნდა მიეცეს, რომ შეინანოს და დაუბრუნდეს ჭეშმარიტ სჯულს, ხოლო აღნიშნულზე უარის შემთხვევაში ხდება მისთვის სასჯელის განსაზღვრა

ციტატა
შეიძლება თუ არა ზოგიერთ საეკლესიო მაღაზიებში ვრცელდებოდეს ქართველი მღვდელმთავრების მიმართ წიგნები? მაგ: "ივერიის გაბრწყინება" "მღვდელმთავართა საცდური" სადაც საუბარია ვანი-ბაღდათის მღვდელმთავრის "შეცდომებზე" თითქოს ის არღვევს სჯულის კანონს და ეწინააღმდეგება ეკლესიის სწავლებებს. თუ ეს მართალია რატომ არ აეკრძალა ეპისკოპოსობა მეუფეს, და თუ ეს ტყუილია რატომ არ დაისაჯნენ წიგნის ავტორები, იგივე მართლმადიდებელი სამწყსო?


მე ეგ წიგნები არ ვიცი, მაგრამ ერთი შემიძლია ვთქვა:

საქართველოს ყველა მართლმადიდებლური ტაძარი და საეკლესიო მაღაზია, რომელიც გაყიდვაში მიიღებს ისეთ წიგნს, რომელსაც არ აქვს საპატრიარქოს სარეცენზიო გრიფი, არღვევს წმინდა სინოდის განჩინებას!


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Mar 14 2007, 11:03 PM
პოსტი #3


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(კანონისტი @ Mar 14 2007, 02:34 PM) *

უპირველესად მინდა გითხრა, რომ საეკლესიო სასამართლო, როგორც დამოუკიდებელი ორგანო საქართველოში არ არსებობს.


ცუდია...

ციტატა(კანონისტი @ Mar 14 2007, 02:34 PM) *

იმისათვის, რომ მათი მხრიდან მოხდეს სათანადო რეაგირება, ამას სჭირდება ზუსტი და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება, რაც როგორც წესი ძირითადად არ ხერხდება ხოლმე. ამის მიზეზი არის ის, რომ ხშირ შემთხვევაში ბრალდება წარმოადგენს ცილისწამებას და მის გამავრცელებელს, როგორ წესი, ურჩევნია ჩრდილში იდგეს.


მეც მასე ვფიქრობ, სამწუხაროა ზუსტი ინფორმაცია რომ არ მიდის უწმინდესთან და წმ. სინოდთან, და ამიტომაც არის ალბათ ამდენი პრობლემები...


ციტატა(კანონისტი @ Mar 14 2007, 02:34 PM) *

მე ეგ წიგნები არ ვიცი, მაგრამ ერთი შემიძლია ვთქვა:

საქართველოს ყველა მართლმადიდებლური ტაძარი და საეკლესიო მაღაზია, რომელიც გაყიდვაში მიიღებს ისეთ წიგნს, რომელსაც არ აქვს საპატრიარქოს სარეცენზიო გრიფი, არღვევს წმინდა სინოდის განჩინებას!


გასაგებია, მაგრამ საეკლესიო მაღაზიებში პატრიარქი და წმ. სინოდი ხომ არ ივლის? ჩემის აზრით დროა დაევალოს საპატრიარქოდან ვინმეს ისეთი წიგნების აკრძალვა რომელსაც არანაირი კურთხევა არ აქვს, და განკითხვაა წმ. სინოდის წევრების, ასეთი ჟურნალ-წიგნები არ უნდა იყიდებოდეს და უნდა ისჯებოდნენ ავტორები როგორც წმ. სინოდის განჩინების დაუმორჩილებლები!


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 15 2007, 11:56 AM
პოსტი #4


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ზებედე
ციტატა
ცუდია...

სხვათა შორის, რამდენადაც ვიცი, იდეაში უკვე არსებობს ზოგადი მონახაზი ამის შესახებ. თუ გინდა რომ შევხვდებით პირადად გეტყვი

ციტატა
მეც მასე ვფიქრობ, სამწუხაროა ზუსტი ინფორმაცია რომ არ მიდის უწმინდესთან და წმ. სინოდთან, და ამიტომაც არის ალბათ ამდენი პრობლემები...

ცოტა დელიკატური საკითხია, ხვდები ალბათ. სამღვდელო ხარისხი რაღაც საერო თანამდებობა არ არის, შესაბამისად მისგან პიროვნების ჩამოშორებას უფრო მეტად გამყარებული მტკიცებულებები სჭირდება

ციტატა
გასაგებია, მაგრამ საეკლესიო მაღაზიებში პატრიარქი და წმ. სინოდი ხომ არ ივლის? ჩემის აზრით დროა დაევალოს საპატრიარქოდან ვინმეს ისეთი წიგნების აკრძალვა რომელსაც არანაირი კურთხევა არ აქვს, და განკითხვაა წმ. სინოდის წევრების, ასეთი ჟურნალ-წიგნები არ უნდა იყიდებოდეს და უნდა ისჯებოდნენ ავტორები როგორც წმ. სინოდის განჩინების დაუმორჩილებლები!

იდეა შესანიშნავია. სხვათა შორის, შეგვიძლია ჩვენ ორგანიზაციაში ეს საკითხი განვიხილოთ, ვიმსჯელოთ და ჩვენი მოსაზრებები საპატრიარქოში წარვადგინოთ


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Mar 15 2007, 03:51 PM
პოსტი #5


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(კანონისტი @ Mar 15 2007, 07:56 AM) *


იდეა შესანიშნავია. სხვათა შორის, შეგვიძლია ჩვენ ორგანიზაციაში ეს საკითხი განვიხილოთ, ვიმსჯელოთ და ჩვენი მოსაზრებები საპატრიარქოში წარვადგინოთ


განვიხილოთ, თუ მოგცემენ უფლებას საპატრიარქოდან საეკლესიო მაღაზიებიდან ამოიღოთ ისეთი წიგნები რომლებიც აბრკოლებს და განკითხვაში ჩააგდებს მორწმუნეებს მგონი არ უნდა იყოს ეს ცუდი, ძალიან "გაყვითლდა მართლმადიდებლური პრესა" ამ ბოლო დროს, დროზეა მისახედი.


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 17 2007, 07:39 PM
პოსტი #6


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ყოჩაღ ზებედე, ვეთანხმები პათოსს და ჩამოთვლილ პრობლემებს, მწვალებლობას რაც შეეხება ეს ცოტა სხვა თემაა, დანარჩენებზე კი მართლაც დიდი სიმკაცრეა გამოსაჩენი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Mar 17 2007, 10:45 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ციტატა
ვიცი მღვდლები, რომლებიც იგინებიან, ეწევიან, მრუშობენ სულიერ შვილებთანაც კი, და მერე ეს მღვდლები იმას ამბობენ მრევლში რომ საკუთარი მოძღვრის განკითხვა არ შეიძლება,

არ ვიცი რაზეც შენ იძახი უკვე ხუთი წელია დავდივარ ეკლესიაში და არაფერი მსგავსი არც მინახია და არც გამიგია მაგ.მღვდელს სიგარეტი მოეწია.შენ თუ ეს ვინმეს ნათქვამებზე იცი მაშინ სისულელეა და თუ შენი თვალით ხარ მომსწრე მაშინ არ ვიცი.
ერთს გავიხსენებ ჩემს სოფელში ერთ მოძღვარზე დადიოდა ხალხში ჭორები ამბობდნენ ამდენი საყვარელი ყავსო ამდენი ცოლიო მაგრამ მე როცა ვნახე ის მოძღვარი დავესწარი წირვებს და ცოტა ახლოს გავიცანი მივხვდი რომ ყველაფერი ტყუილი ყოფილა და ძაან კარგი მოძღვარი ყოფილა და ეს ჭორები და ხმები კომუნისტური გავლენისა და ჭორიკანა ხალხის გავრცელებული იყო.ისე გამონაკლისი შეიძლება იყოს მაგრამ
იშვიათად.და ბოლოს მძიმე ცოდვაში მყოფ ადამიანის გამოსწორების შანსი ცხოვრების ბოლო დღემდე აქვს ის კი ვინც ცთომილებებს ასწავლის და სხვებიც განხეთქილებისკენ მიყავს და გაფრთხილებების მიუხედეავად მაინც ჯიუტად დგას თავის გზაზე უფრო მძიმე მდგომარეობაშია ვიდრე ის მძიმე ცოდვებში მყოფი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Mar 17 2007, 11:31 PM
პოსტი #8


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(solomony @ Mar 17 2007, 06:45 PM) *

არ ვიცი რაზეც შენ იძახი უკვე ხუთი წელია დავდივარ ეკლესიაში და არაფერი მსგავსი არც მინახია და არც გამიგია მაგ.მღვდელს სიგარეტი მოეწია.შენ თუ ეს ვინმეს ნათქვამებზე იცი მაშინ სისულელეა და თუ შენი თვალით ხარ მომსწრე მაშინ არ ვიცი.


რა იყო რა გაგიკვირდა? სამწუხაროდ მინახავს კიდეც, და ისეთი ადამიანებისგანაც გამიგონია რომ "არ დაჯერება" სისულელეა biggrin.gif

ციტატა(solomony @ Mar 17 2007, 06:45 PM) *

ისე გამონაკლისი შეიძლება იყოს მაგრამ იშვიათად.


ის იშვიათებიც...ქუთაისში კატასტროფული სიტუაციაა sad.gif

ციტატა(solomony @ Mar 17 2007, 06:45 PM) *

და ბოლოს მძიმე ცოდვაში მყოფ ადამიანის გამოსწორების შანსი ცხოვრების ბოლო დღემდე აქვს ის კი ვინც ცთომილებებს ასწავლის და სხვებიც განხეთქილებისკენ მიყავს და გაფრთხილებების მიუხედეავად მაინც ჯიუტად დგას თავის გზაზე უფრო მძიმე მდგომარეობაშია ვიდრე ის მძიმე ცოდვებში მყოფი.


ცდომილება-მწვალებლობა გონებისმიერი ცოდვებია და იმდენად "არ სჩანს," და "ხორციელ" ცოდვებს ყველა ამჩნევს...


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Mar 19 2007, 02:41 PM
პოსტი #9


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



solomony
ციტატა
არ ვიცი რაზეც შენ იძახი უკვე ხუთი წელია დავდივარ ეკლესიაში და არაფერი მსგავსი არც მინახია და არც გამიგია მაგ.მღვდელს სიგარეტი მოეწია.



კარგით რა, მე მგონი ზედმეტები მოგვდის. ცოტაც და ცხონების საკითხის გადაწყვეტასაც ჩვენ მოვითხოვთ. თუ მართლა არსებობს ესე განაკუთრებულად ამორალური და დაცემული სასულიერო პირი შეატყობინე საპატრიარქოს, თუ გყოფნის ვაჟკაცობა და მიანდე პატრიარქს ან შესაბამის ეპისკოპოსს, ისინი რას გადაწყვეტენ ჩვენი გასარჩევი არაა.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაკუნა
პოსტი Mar 20 2007, 07:42 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,495
რეგისტრ.: 18-March 07
წევრი № 1,409



ამ საკითხთან დაკავშირებით მე მაქვს სულ მცირე ინფორმაცია.
მართალია საქართველოში არ არსებობს საეკლესიო სამართალი, მაგრამ ვიცი რომ თავად უწმინდესისგან მოდის მისი შექმნის დიდი სურვილი!...

მინდა გითხრათ რომ 2 წლის წინ შეიქმნა კავკასიის სამართლის სკოლა უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, ხოდა ჩვენ გვქონდა შეხვედრა უწმინდესთან, მის რეზიდენციაში, სადაც დაგვლოცა, დაგვმოძღვრა...
ჩვენც ჩვენის მხრივ მივეცით პირობა რომ ვიმუშავებდით ქართული საეკლესიო სამართლის შექმნის იდეაზე მისი კურთხევით!
პირველ კურსზე იყო რაღაც ძვრებიც ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ძირითადად გამოიხატებოდა კანონიკური ძეგლების შესწავლით და საკომფერენციო თემების დამუშავებით ამ საკითხთან დაკავშირებით, შემდგომი მათი რეალიზაციის მიზნით ქართული საეკლესიო სამართლის შექმნაში.
სამწოხაროა მაგრამ ამაზე საუბარი უკვე აღარ არის,თითქოს ყველას მიავიწყდა პატრიარქის წინაშე დადებული პირობა. sad.gif ამაზე ძალიან მწყდება გული.sad.gif sad.gif
მე მხოლოდ ის შემიძლია გავარკვიო, დეკანთან, რა იგეგმება და არის თუ არა რაიმე პერსპექტივა ამ საკითხის ხელახლა დღისწესრიგში დაყენებისა.


რავიცი რაც ვიცოდი ის დავწერე,თუ ვინმე დაინტერესდით ამ ფაქტით უკეთესად შემიძლია გავარკვიო ყველაფერი.
მე ისიც შემიძლია თუ იქნება უწმინდესის კურთხევა, დაგეხმაროთ შეხვედრის მოწყობაში იმ სტუდენტებთან რომელიც ამ საკითხით არიან დაინტერესებულები.(ისე მეც ძაან მინდა ამ საქმეში მონაწილეობის მიღება)
ვისაც ეს საკითხი გაინტერესებთ ველოდები თქვენს აზრებს და ახალ, უკეთეს იდეებს!


--------------------
ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...

ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება...

არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 20 2007, 07:52 PM
პოსტი #11


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



makuna7474
ციტატა
სამწოხაროა მაგრამ ამაზე საუბარი უკვე აღარ არის,თითქოს ყველას მიავიწყდა პატრიარქის წინაშე დადებული პირობა. ამაზე ძალიან მწყდება გული.
მე მხოლოდ ის შემიძლია გავარკვიო, დეკანთან, რა იგეგმება და არის თუ არა რაიმე პერსპექტივა ამ საკითხის ხელახლა დღისწესრიგში დაყენებისა.


თუკი თქვენ დეკანს ამის სურვილი ექნება, დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით შესაძლებლობის ფარგლებში


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაკუნა
პოსტი Mar 20 2007, 09:58 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,495
რეგისტრ.: 18-March 07
წევრი № 1,409



ციტატა(კანონისტი @ Mar 20 2007, 07:52 PM) *

makuna7474
თუკი თქვენ დეკანს ამის სურვილი ექნება, დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით შესაძლებლობის ფარგლებში

მადლობა დავით! ვხალ დაველაპარაკები და ვნახოთ რას მეტყვის ახალს...

ხო მართლა რაღაც მინდა გთხოვო დავით! თუ შეგიძლია ჩემ სურათს დააკვირდი კანონიკურია თუ არა, ადრე ერთმა მეგობარმა გამომიგზავნა მაგრამ არ ვიცი რამდენად მართმადიდებლურია...
პ.ს. წინასწარ დიდი მადლობა!


--------------------
ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...

ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება...

არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Mar 20 2007, 10:00 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
მადლობა დავით! ვხალ დაველაპარაკები და ვნახოთ რას მეტყვის ახალს...

ხო მართლა რაღაც მინდა გთხოვო დავით! თუ შეგიძლია ჩემ სურათს დააკვირდი კანონიკურია თუ არა, ადრე ერთმა მეგობარმა გამომიგზავნა მაგრამ არ ვიცი რამდენად მართმადიდებლურია...


ბიზანტიური ხელოვნებისთვის სრულიად უცხოა, ლათინურისთვის არა.... ტან შარავანდედსაც ვერ ვხედავ... კანონიკა, იკონოგრაფიას არეგულირებს, ნუთუ? blink.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაკუნა
პოსტი Mar 21 2007, 12:36 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,495
რეგისტრ.: 18-March 07
წევრი № 1,409



ციტატა(მნათე @ Mar 20 2007, 10:00 PM) *

ბიზანტიური ხელოვნებისთვის სრულიად უცხოა, ლათინურისთვის არა.... ტან შარავანდედსაც ვერ ვხედავ... კანონიკა, იკონოგრაფიას არეგულირებს, ნუთუ? blink.gif

ე.ი. შევცვალო?


--------------------
ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...

ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება...

არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 21 2007, 01:53 PM
პოსტი #15


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



makuna7474
როგორც გინდა

ისე ოფტოპიკებია, შენიც და მნათესიც


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაკუნა
პოსტი Mar 21 2007, 06:47 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,495
რეგისტრ.: 18-March 07
წევრი № 1,409



ციტატა(კანონისტი @ Mar 21 2007, 01:53 PM) *

makuna7474
როგორც გინდა

ისე ოფტოპიკებია, შენიც და მნათესიც

ახალი ამბავი მააააააააქ! თან მგონი კარგი! დღეს დეკანთან ვიყავი და რაღაც კონკრეტული წინადადებები შემომთავაზა. ძაან გაუხარდა ისევ წინ რო წამოვწიე ქართული საეკლესიო სამართლის საკითხი. smile.gif


--------------------
ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...

ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება...

არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 22 2007, 12:21 PM
პოსტი #17


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



makuna7474
ციტატა
ახალი ამბავი მააააააააქ! თან მგონი კარგი! დღეს დეკანთან ვიყავი და რაღაც კონკრეტული წინადადებები შემომთავაზა. ძაან გაუხარდა ისევ წინ რო წამოვწიე ქართული საეკლესიო სამართლის საკითხი.


PM-ში მომწერე


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Mar 22 2007, 12:24 PM
პოსტი #18


დაურეგისტრირებელი









solomony
ციტატა
არ ვიცი რაზეც შენ იძახი უკვე ხუთი წელია დავდივარ ეკლესიაში და არაფერი მსგავსი არც მინახია და არც გამიგია მაგ.მღვდელს სიგარეტი მოეწია.შენ თუ ეს ვინმეს ნათქვამებზე იცი მაშინ სისულელეა და თუ შენი თვალით ხარ მომსწრე მაშინ არ ვიცი.

მე ვიცი მღვდლები რომლებიც ეწევიან იმის გულისთვსი რომ სულიერი შვილები არ დააბრკოლონ, მგონი ალექსანდრემაც უნდა იცოდეს.
Go to the top of the page
+Quote Post
მაკუნა
პოსტი Mar 22 2007, 12:30 PM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,495
რეგისტრ.: 18-March 07
წევრი № 1,409



ციტატა(კანონისტი @ Mar 22 2007, 12:21 PM) *

makuna7474
PM-ში მომწერე

დღეს მოდიხარ სამებაში 4-ზე? თუ კი იქ ვილაპარაკოთ.


--------------------
ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...

ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება...

არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
stch
პოსტი Jul 4 2007, 02:09 AM
პოსტი #20


გიორგი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 448
რეგისტრ.: 3-July 07
მდებარ.: შორს უფლისგან :(
წევრი № 2,381



ე რავი თუ განკითხვის ცოდვა არ გვექნება მაშინ ვერ დაგვაბრკოლებს მასეთი რამე მე თუ მკითხავთ smile.gif ამიტომ იმედია არ მკითხავთ biggrin.gif რავი სხვას რა პირით მოვთხოვო რამე და მითუმეტეს მგვდელს მე ადამიანად როცა არ ვარგივარ არ ვიცი smile.gif


--------------------
და განიხარა სულმან ჩემმან უფლისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა :)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th May 2024 - 09:20 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი