რაკი თემა გაიხსნა შინაურ ცხოველებზე, ვფიქრობ, შინაური ფრინველები არ უნდა დაიჩაგრონ
ა, ბატონო, შინაური ჯენტლმენის ფოტო:
http://www.radikal.ru
marine
ქათმები მიყვარს მაგრად (ინდაურებზე მეტად)
ბიძაჩემს (არა ალალ ბიძას) ზესტაფონში ჰყავდა წიწილების ფერმა რასაც ჰქვია, ძიბა- ძიბაო რომ დაიძახებდა და ჩაიცუცქებოდა, ყვითელქოჩრიანების მთელი არმია მოდიოდა
და მამალი ჰყავდა კიდე გატუტუცებული, დილას ღია ფანჯრით გადაძვრებოდა საწოლ ოთახში და იმხელაზე დაჰყივლებდა, მერე რა თქმა უნდა პატრონი ვერ ეწეოდა, ისე გარბოდა
პ.ს. იზის თუთოს სურათი მგონი აქ უნდა დაიდოს ცხოველი და ფრინველი როგორ ამერია, კაცოოუ
მთლად გალერეად ნუ გადააქცევთ განყოფილებას. ფოტოების გარდა სხვა რამეც დაწერეთ ხოლმე
თუთიყუშებიდან სამ სახეობას ვარჩევ (ჯერჯერობით):
1) ტალღოვნები (ყველაზე გავრცელებული, ჩვენთან ღირს 25 ლარი)
სხვადასხვა ფერისაა, ზოგი სწავლობს ლაპარაკს, ზოგი ვერა (ინდივიდუალურია)
ძალიან ჟღურტულაა
http://imageshack.us/photo/my-images/189/82756479.jpg/
2) ნიმფა ანუ კორელა
კაკადუსებრთა ოჯახისაა, თავზე ქოჩორი აქვს
მაინცდამაინც ბევრფერიანობით არ გამოირჩევიან
ჩვენთან ღირს 60-80 ლარის ფარგლებში
http://imageshack.us/photo/my-images/542/1529623.jpg/
3) ჟაკო - ერთადერთი 100%იანი მოლაპარაკე, მაგრამ ძალიან თავისებური ხასიათისაა. ერთი ფერია დედალ-მამალი = ნაცრისფერი.
დიდი ნისკარტი აქვს.
1200 ლარად შემხვდა რუსთაველის მოპირდაპირე ზოომაღაზიაში, რაც თავისთავად ნორმალური ფასია. ძვირი ღირს ძალიან
http://imageshack.us/photo/my-images/267/gako3.jpg/
გალიები არ ვიცი რა ღირს
საკვები ბევრნაირი იყიდება, მაგრამ უკრაინულებს და რუსულებს არ ენდოთ, ათას დაავადებას იწვევს, მაგის მაგიერ რეჯიო უყიდეთ (ჯიშის შესაფერისი)
სალესი ქვა სჭირდებათ
სათამაშოები სჭირდებათ
ბანაობა უყვართ, მაგრამ მალე ცივდებიან და ამიტომ ყურადღება მიაქციეთ არ დააცხიკვოს.
როგორ გავარჩიოთ ბარტყი მოზრდილისგან:
თვალის გუგებით - ბარტყებს მთლიანად შავი აქვთ, მოზრდილებს თეთრი რგოლი უჩნდებათ, გარშემო, ანუ უგუგავდებათ რა
პ.ს. ეს მასწავლა ფორუმ.გე-მ (აღსანიშნავია, რომ არასდროს მყოლია თუთო )
ქევანა
ႲႭႡႰႠႬ
მამიდაჩემს მოლაპარაკე ქათამი ყავდა, სახელად ღაღო ოჯახის წევრებთან ძალიან დაახლოებული იყო და ღუღუნით ლაპარაკობდა. სხვა ქათმები ვერ იტანდნენ და ჩაგრავდნენ, ამიტომ პირველ სართულზე სახლში შემოდიოდა და ჭორაობდა
ქათამი, იხვი, ინდაური, ბატი, ციცარი, მწყერი...ეს ის შინაური ფრინველებია, რომელიც კვერცხსაც იძლევა და გემრიელ ხორცსაც
ასევე ხოხბის მოშენებაც არის მიღებული, რომელიც საკმაოდ ძვირია...
ჩვეულებრივი ციცარი
http://www.radikal.ru
ხოხობი ბარტყებით
http://www.radikal.ru
sergi_glaxa
ციცარს საშინელი ხმა აქვს, მაგის ყოლა ერთადერთი სააღდგომო კვერცხისთვის ღირს ))
k@the
სააღდგომო კვერცხისთვის ციცარის ყოლა მეასე ხარისხოვნად შემიძლია ჩავთვალო..ამ ფრინველს სხვა ბევრი განსაკუთრებული თვისება აქვს- ის მავნებლებს ისე ანადგურებს ბოსტანში, რომ მცენარეებს არ უთხრის ძირს, არ ქექავს (ქათმისგან განსხვავებით), მისი ეს საშინელი ხმა აფრთხობს ქვეწარმავლებს, და მიუთითებს რომ რაღაცაშია საქმე და პატრონი უნდა მიხვდეს რომ რაღაცა ხდება -ან ქვეწარმავალია, ანბ რაიმე ცხოველი ეზოში...ასევე მისი კვერცხის ნაჭუჭი იმდნეად სქელია, რომ 3 თვის მანძილზე შენახვა შეიძლება გრილ ადგილას. (მაცივრის გარეშე)
sergi_glaxa
ჰოო, აი ამდენი ნამდვილად არ ვიცოდი კარგი ფრინველი ყოფილა.
http://www.radikal.ru
"შიგნით, კედლის ფოსოში, ძველი სარკმლის გვერდით, ბუდე მოეწყოთ ზეციურ ფრინველებს. დედა ჩიტი მიმოფრენდა, რათა აუწერელი სინაზით ეჭმია ბარტყებისთვის და ეზრუნა მასზე".
"ვარიკა არც წიწილაა და არც ქათამი, ამიტომაც მის ხორცს განსაკუთრებული გემური თვისებები აქვს"
"თითქოს ესმითო, ისე რუკურკებდნენ ქათმები"
/გოდერძი ჩოხელი/
"ამ ჩიტებს ჩვენთან უფლისჩიტებს ეძახიან, რადგან საოცრად გალობდნენ, ლამაზები იყვნენ და მათი გალობიდან სულ უფალო! უფალო! ისმოდა, თითქოს რაღაცას შესთხოვდნენ უფალს. ამიტომაც თუ ვინმე ჩვენთან კარგად მღეროდა, უფლისჩიტასავით ლამაზად მღერისო, იტყოდნენ მომღერლის შესაქებად"
/გოდერძი ჩოხელი/
"და რა მშვენიერება იყო წინათ, როცა ბუნებრივი იყო ყველაფერი! აი, მამალი, ის ხომ ამინდის მიუხედავად ყივის. დგას ცალ ფეხზე და როგორც კი დაუბუჟდება, შეძახებს: "ყიყლიყო!.." "გაიარა ამდენმა და ამდენმა საათმა", - ამბობს. მერე მეორე ფეხზე დგება და როცა ისიც დაბუჟდება, კვლავ იტყვის: "ყიყლიყო!.." ის ყივის შუაღამისას, დილის სამ და ექვს საათზე. შეუცვლელად - ყოველ სამ საათში ერთხელ. მამალს ხომ არც მაღვიძარა აქვს, არც ბატარეა და არც მისი მომართვაა საჭირო".
/ღირსი პაისი ათონელი/
"მერცხალი თავის ბარტყს, როგორც არ უნდა იჭყივლოს მან, საკვების განსაზღვრულ რაოდენობას აძლევს: თუ ბარტყი გაძღა, მოკვდება"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience