ჩვენი საქართველო, ემიგრანტების თვალით დანახული სამშობლო |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჩვენი საქართველო, ემიგრანტების თვალით დანახული სამშობლო |
თათი87 |
Jun 11 2007, 12:27 PM
პოსტი
#1
|
თამარი ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
ეს თემა ალბათ უფრო იმათთვისაა ვინც საქართველოდან წასულია და იცის რა არის როცა გენატრება სამშობლო.
მაინტერესებს რამდენად შეიცვალა თქვენი წარმოდგენა საქართველოზე?! არის თუ არა რამე ისეთი, რაც თქვენ წასვლის შემდეგ აღმოაჩინეთ, ან მანამდე ყურადღებას არც კი აქცევდით და რაც ემიგრანტები გახდით შემდეგ გააანალიზეთ და დაინახეთ?! ის რაც ყველაზე მეტად გენატრებათ და რაც ყველაზე ხშირად გახსენდებათ საქართველოზე. რასთან ასოცირდება თქვენთვის სამშობლო და ა.შ. რაღაც რო დააფასო შესადარებელი ობიექტი უნდა გქონდეს. ვისაუბროთ იმაზეც რას შეცვლიდით თქვენ საქართველოში ან მინიმუმ რის შეცვლას შეეცდებოდით მაინც ხო არ შეიცვალა თქვენი წარმოდგენა სამშობლოზე მას შემდეგ რაც მისგან შორს აღმოჩნდით? მოკლედ დააფრქვიეთ აზრები -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
pawawuna |
Jun 11 2007, 04:15 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 34 რეგისტრ.: 4-June 07 წევრი № 2,101 |
თათი87
მაგარი თემაა სამშობლო უფრო ლამაზი გეჩვენება როცა შორსა ხარ მისგან. ეს საკუთარ თავზე გამოვცადე. საღამოობით რო ჩამოვჯდები ხოლმე და მომაწვება ნოსტალგია რო მახსნდება თუნდაც ის ჩამონგრეული და ძველი სახლები უფრო ლამაზი და ახლოა ჩემთან ვიდრე ეს მორთული შენობები საახალწლო სუფრა მენატრება თავისი საჭმელ-სასმელებით. ქართული ტრადიციები მენატრება კაი ჯიგრული მოლხენა-ქეიფი. მანდ რო ვიყავი და ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრების ყოველდღიურობა იყო ვერ ვაფასებდი. ეხლა როცა ჭიქის მომჭახუნებელი აღარ მყავს გვერდით დავაფასე რამხელა ბედნიერება ყოფილა ეს ყველაფერი... გავიხსენებ და კიდე დავწერ იმას რაც მენატრება და რაც სხვანაირად დავინახე შორიდან |
pawawuna |
Jun 11 2007, 05:42 PM
პოსტი
#3
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 34 რეგისტრ.: 4-June 07 წევრი № 2,101 |
ციტატა ეჰ გიო ეგრე ბევრი ამბობს. მეც ხშირად მითქვამს "ნეტა აქედან გამაღწევინა და უკან არც მოვიხედავთქო" მაგრამ რო ვამბობ ამ სიტყვებს იმ წუთშივე ვიცი რო აბსურდულ რამეს ვამბობ. ვბჟუტურებ რო იტყვიან რა არადა მაგრად მოგენატრება მერე შენი ქვეყანა რა! აქედან მართლა სულ სხვანაირი ჩანს საქართველო!!! მაგარი დუშკა ქვეყანაა! დიდი ხანი არაა რაც წამოვედი და უკვე მაგრად მენატრება რა ჯერ მეგობრები და ნათესავები, ოჯახი მენეტრებოდნენ და მერე უკვე ქუცების ნოსტალგია დამეწყო მეთქი რა კაი იყო შარდენზე რო ავუყვებოდი თქო და ლესელიძის ქვაფენილზე რო მივბოდიალობდითთქო ბოძებს რო ეხვეოდი ისეთი გაგლეჯილი რო ვიყავი ის დრო მაგრად მენატრება |
Marabella |
Jun 17 2007, 06:02 PM
პოსტი
#4
|
ႫႠႩႠ ჯგუფი: Members პოსტები: 146 რეგისტრ.: 17-June 07 მდებარ.: Aachen წევრი № 2,215 |
ძალიან კარგი თემაა! ქართველებს რო სამშობლო გვიყვარს და ყოველივეს გვირჩევნია ეს არ-ახალია , ამ გრძნობას ძალიან ვაფასებ, რადგან სხვა ერები ესეთები არ არიან.
მეც მენატრება საქართველო, თუმცა რაც უნფრო მეტ კულტურას თუ ქვეყანას ვეცნობი, მით უფრო გული მწყდება იმაზე, რომ ჩვენთან გაცილებით უკეთესობა შეიძლება იყოს ვიდრე რო გვაქვს... არ მეთანხმებით ? ყველაზე ძვირფასიდან დავიწყებ - ჩვენ ჩვენს კულტურასა და სიძველეებს ისე არ ვუფრთხილდებით როგორც სხვები, მაგ. : სომხები, ბერძნები (რამდენი რამე გადაათავისეს ჩვენი ამათმა, რატომ ? ჩვენი უთავობისდა გამოისობით!), მთელი ცენტრალური ევროპა, თურქები და ა.შ. ახლა უნგრეთში ვარ და ისეთი ლამაზია აქაურობა სასწაული... ისეთი მოვლილია ბუდაპეშტი - ყველა შენობა გაწმენდილია და ქალაქის ფონის და სტილის შესაბამისად შეღებილი ან შელამაზებული. და აბა თბილისში რას აკეთებენ ? ვინ ზრუნავს ქალაქის დიზაინზე, მის სტილზე ? მოკლედ მე სამწუხაროდ იმისთანა შეგრძნება მეუფლება ნელ-ნელა, რომ ჩვენ მარტო "ჭარტალა" ხალხი ვართ, გაკეთება საქმისა გვეზარება და მხოლოდ ჩვენი წარსულით ვცხოვრობთ, იმ წარსულით რომელიც არ პოპულარიზდება ისე რომ იცოდეს მსოფლიომ (სომხებს რომ საკუთარი ენა და ანბანი აქვთ ეს იცის ლამის ყველამ, აბა ქართულზე ვინ რა იცის ???). უნდა გავანძროით ხელი და მივხედოთ დღევანდელობას და მომავალს, მხოლოდ წარსულით ცხოვრებადა ნაშაულია ჩემს თვალში. აი ასე... -------------------- არაკად თქმულა, თორმეტნი შიშველს ნიფხავს ხდიდნენ და ვერ გახადესო
-- თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს -- ...უცდომელი მხოლოდ ღმერთია! -- “და, აჰა, ესერა მე თქუენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა, ამინ” -- ...უფლებას ყველამ უნდა სცეს პატივი. საქართველოს არასოდეს მიუტაცია სხვისი ტერიტორიები, მაგრამ თავისასაც არავის დაუთმობს. /ილია II/ |
mariam1 |
Jun 17 2007, 08:50 PM
პოსტი
#5
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 8 რეგისტრ.: 24-March 07 წევრი № 1,480 |
თათი87
რა დავინახე ??? ის რომ ყოველთვის უსაზღვროდ მიყვარდა საქართველო და დღემდე უსაზღვროდ მიყვარს ! რამოდენიმე წელია საზღვარგარეთ ვცხოვრობ სამწუხაროდ და მართლა ძალიან მიჭირს სამშობლოსაგან შორს ყოფნა ! ეგ ვინც საზღვარგარეთ არის ყველამ კარგად იცის ... მე ახალსა და უცხოს არაფერს ვამბობ ... მეამაყება ის , რომ ჩემს 2 უფროს ბიჭს , უსაზღვროდ უყვარს საქართველო და ეს მასულდგმულებს ! მე–3–ე , რომელიც აქ დაიბადა ამბობს „ საქართველო ჩემი სამშობლოა “ – არის რაიმე ამაზე დიდი ბედნიერება ? სამშობლოს სიყვარულს ვუნერგავ უმცროსსაც , რომელიც მხოლოდ ახლა იწყებს ტიტინს . Marabella გენაცვალე როგორ კარგად ამოიოხორე გული ყოჩაღ ! თუმცა ეგ მოუწესრიგებელი საქართველო ვაი ქართველების დამსახურებაა და არა საქართველოსი , იმ ხალხის რომლებიც მხოლოდ პირად გამდიდრებაზე ფიქრობენ და არა მათ სამშობლოსა და მის თანამემამულეებზე ! სამწუხაროდ ეს მათ საქართველოსადმი უსიყვარულობაზე მიუთითებს . |
ateisti |
Jun 17 2007, 11:21 PM
პოსტი
#6
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 2 რეგისტრ.: 17-June 07 წევრი № 2,219 |
ჩემი წარმოდგენა შეიცვალა, სამწუხაროდ არა უკეთესობისკენ.
ბევრი კეთილი, შრომისმოყვარე და ჭკვიანი ადამიანი დავინახე აქ, ალბათ ეს განაპირობებს ქვეყნის კეთილდღეობას და ჩვენზე წინ რომ არიან ყველა პარამეტრით. |
iako |
Jun 18 2007, 11:52 PM
პოსტი
#7
|
ნონა ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 |
აქ წამოსვლის მერე უფრო მეტად დავაფასე სამშობლო. მისი ტკივილი უფორ მეტად მტკივა და ჩემი მშობლიური ხალხის უარყოფითს უფრო მეტად განვიცდი. ბევრი რამ უფრო კარგად ჩანს რა არის შესაცვლელი, რა პირიქით გასამტკიცებელი. და აქედან ასე ''უნაკლო საზღვარგარეთის'' შეფასება უფრო რეალური გახდა.
-------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
tako@tako |
Jun 29 2007, 09:17 PM
პოსტი
#8
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 237 რეგისტრ.: 4-June 07 წევრი № 2,096 |
რას განვიცდი საქარველოს გარეშე?ტკივილს..... მონატრების აუტანელ ტკივილს.... როგორიცაა ისეთი მენარტება.არ მეგონა ასე თუ მიკვარდა მარა აკ რო ჩამოვედი და მოლამ 'დამჩხავლა' დილას მაშინ გამაჟრიალა და კიდე პირველად რომ მიწვიმა.მივხვდი რო ის წვიმა ჩემი არ იყო და ვერც ვიგრძენი მარტო გულმა იგზნო როგორ მინდოდა თვალი დამეხუჩა და ჩემი სოფლის წვიმა წარმომედგინა....... ალბათ ბედნიერი ვარ რომ აქ ცხოვრებით საქართველოს სიყვარული ვიგძენი.
|
მანანა |
Jun 29 2007, 11:54 PM
პოსტი
#9
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 54 რეგისტრ.: 16-November 06 წევრი № 483 |
აქ უკვე ბევრი რამ ითქვა, ახალს ვერაფერს დავამატებ. ჩემი აზრით, ყველამ უნდა გამოსცადოს რაღაც გარკვეული პერიოდით საზღვარგარეთ ცხოვრება, რათა უკეთ შესძლოს სამშობლოს დაფასება, მისი ავისა და კარგის გაცნობიერება. სწორედ უცხოეთში მივხვდი, რომ რაც საქართველოში ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო და ჩვეულებრივი ამბავი მეგონა, აქ ეს ფუფუნების საგნად იქცა. ეს ბევრ რამეში გამოიხატება. ღვთის მადლით, აქ წირვა-ლოცვაზე დასწრებაც ხერხდება ბერძნულ ან რუსულ ტაძრებში, რომლებსაც ძირითადად შაბათ-კვირას აღებენ, სხვა დღეებში დაკეტილია. ერთი რამ მაინც მენატრება, რაც სახლში ჩემთვის ძალზედ ჩვეულებრივი იყო: ის, რომ თბილისში შესაძლებელია გზად ეკლესიაში შეხვიდე, თუნდაც 5 წუთით, სანთელი აანთო, ლოცვა წარმოთქვა და გზა გააგრძელო, ეს აქ დიდი ბედნიერება ყოფილა. აქ მართმადიდებლურ ტაძარში "შემთხვევით" ვერ მოხვდები. ალბათ გამიგეთ რასაც ვგულისხმობ...
|
Kostalobja |
Aug 7 2007, 06:43 PM
პოსტი
#10
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 11 რეგისტრ.: 31-July 07 წევრი № 2,556 |
ეჰ რა ტკბილია სამშობლო!..
|
shota1 |
Aug 7 2007, 08:45 PM
პოსტი
#11
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 163 რეგისტრ.: 2-September 06 წევრი № 138 |
ციტატა ხო არ შეიცვალა თქვენი წარმოდგენა სამშობლოზე მას შემდეგ რაც მისგან შორს აღმოჩნდით? ვა რა მაგრ გვეყანაში ვცხოვრობდი თურმე... ორი თვეა არც ნორმალური საჭმელი მიჭამია და მზეც კი წესივრად არ მინახავს... 1. ჩვენთან ეკონომიკური განვითარების ტემპები გაცილებით მაღალია... თუ ცოტა ხანი მშვიდობა შევინარჩუნებთ მალე დავეწევით და გავუსწრებთ ევროპელებს... 2. ადამიანები აქ მარტოსულებად ცხოვრობენ, დედაბუდიანა პარასკევს საღამოს რომ დათვრებიან კვირა დილადე ქუჩაში გორაობენ სიტყვის პირდაპირი გაგებით... ძალიან ზნედაცემული საზოგადოებაა... 3. ჩვენი არქიტექტურა გაცილები ბანძია, აქაურობას რომ უყურებ ნათელია რომ თბილისი მთლიანად დასანგრევი და თავიდან ასაშენებელია, ძალიან უკან ვართ - თუმცა ეს მომენტი არ მგონია მნიშვნელოვანი... |
abo |
Aug 8 2007, 01:15 AM
პოსტი
#12
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 |
მე არა ვარ ემიგრანტი მაგრამ დარწმუნებულივარ ალბათ ფიქრობენ
-ვაი შე საწყალო საქართველო -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
zviadauri |
Aug 8 2007, 01:18 AM
პოსტი
#13
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,040 რეგისტრ.: 24-June 07 წევრი № 2,286 |
მე რომ ბევრი ფული მქონდეს,სათითაოდ მოვატარებდო ქართველებს მსოფლიოს ქვეყნებში და მერე მიხვდებოდა ყველა,თუ როგორი ლამაზია საქართველო
|
Sotiris |
Aug 8 2007, 02:34 AM
პოსტი
#14
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
მე არა ვარ ემიგრანტი მაგრამ დარწმუნებულივარ ალბათ ფიქრობენ -ვაი შე საწყალო საქართველო ბატონო აბო, გრიგოლ ბაკურიანის-ძის ფიქრები წაგიკითხავს და ეგაა. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
abo |
Aug 8 2007, 02:35 AM
პოსტი
#15
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 |
Sotiris
არა , მაგრამ კითხვა მიყვარს -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
natiko |
Aug 8 2007, 07:20 AM
პოსტი
#16
|
natia ჯგუფი: Members პოსტები: 335 რეგისტრ.: 22-August 06 წევრი № 103 |
ეს თემა ალბათ უფრო იმათთვისაა ვინც საქართველოდან წასულია და იცის რა არის როცა გენატრება სამშობლო. მაინტერესებს რამდენად შეიცვალა თქვენი წარმოდგენა საქართველოზე?! არის თუ არა რამე ისეთი, რაც თქვენ წასვლის შემდეგ აღმოაჩინეთ, ან მანამდე ყურადღებას არც კი აქცევდით და რაც ემიგრანტები გახდით შემდეგ გააანალიზეთ და დაინახეთ?! ის რაც ყველაზე მეტად გენატრებათ და რაც ყველაზე ხშირად გახსენდებათ საქართველოზე. რასთან ასოცირდება თქვენთვის სამშობლო და ა.შ. რაღაც რო დააფასო შესადარებელი ობიექტი უნდა გქონდეს. ვისაუბროთ იმაზეც რას შეცვლიდით თქვენ საქართველოში ან მინიმუმ რის შეცვლას შეეცდებოდით მაინც ხო არ შეიცვალა თქვენი წარმოდგენა სამშობლოზე მას შემდეგ რაც მისგან შორს აღმოჩნდით? მოკლედ დააფრქვიეთ აზრები რაც შეეხება, 5 წელია ჩემს საქართველოში არა ვყოფილვარ და რასაც ვუყურებ ნელ-ნელა იცვლება და უმჯობესდება გინდა სილამაზით გინდა ისე. ჯერ და მაგრად მენატრება , რომ ვუყურებ მართლა არაფერი სჯობია ჩვენს სამშობლოში ყოფნას. მთელი სული და გული საქართველოსკენ მიმიწევდა და ახლაც სულ ასე ვარ. ზოგჯერ მონატრებისგან ცრემლებიც მომადგება ხოლმე თვალებზე. ახლა კი უფრო მაგრად შევიგრძენი ეს ტკივილი თუ რა ძნელი ყოფილა სამშობლოს ფარგლებს ყონა. მე კი შემიძლია დავაფასო ჩვენი საქართველო ამით, რომ იგი სულიერადაც მდიდარი და ბუნებრივადაც ლამაზი ქვეყანაა, უბრალოდ მართლა მატერიალურად ჭირს ჩვენთან, მარა რას ვიზამთ ერთად უნდა ვილოცოთ და ყველაფერი იქნება(ნელ-ნელა მაგიც უმჯობესდება): <<საქართველო აყვავდება, აყვავდება, მაგრამ როდის მჯერა რომ ჩემს ქვეყანაში გაზაფხული მოდის.>> -------------------- << ვიყუარებდეთ ურთიერთას, რათა ერთობით ვაღიარებდეთ უფალსა >>
|
თათი87 |
Aug 20 2007, 06:04 PM
პოსტი
#17
|
თამარი ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
ციტატა მატერიალურად ჭირს ჩვენთან, მარა რას ვიზამთ ერთად უნდა ვილოცოთ და ყველაფერი იქნება(ნელ-ნელა მაგიც უმჯობესდება ღმერთმა გისმინოს უბრალოდ ის განცდა რომ სადაც ცხოვრობ იქვე ახლოს გყავს მეგობრები, ნათესავები და ახლობელი თუნდაც ნაცნობი ადამიანები. იცი ქუჩაში რომ გახვალ ერთ ნაცნობ სახეს მაინც დაინახავ ვინმეს შეხვდები, თბილად მოიკითხავ და მერე მეგობრებთან ერთად გაატარებ თავისუფალ დროს ამას მგონი არაფერი ჯობია. მაგრამ ვერ ვაფასებთ იმას რაც გვაქვს. რომ ვკარგავთ მის ფასს ყოველთვის მაშინ ვხვდებით -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
ნიკოლოზ_V |
Aug 25 2007, 08:23 PM
პოსტი
#18
|
მეფე ჯგუფი: Members პოსტები: 3,664 რეგისტრ.: 26-September 06 მდებარ.: London წევრი № 221 |
ციტატა მაგრამ ვერ ვაფასებთ იმას რაც გვაქვს. რომ ვკარგავთ მის ფასს ყოველთვის მაშინ ვხვდებით სრულებით გეთანხმები -------------------- ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს! |
guest |
Aug 27 2007, 06:07 AM
პოსტი
#19
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
Marabella,
მე უნგრეთში არ ვცხოვრობ,მაგრამ ხშირად ვყოფილვარ,და ინტენსიურად მიწევს მაგ ქვეყნის გავლა მანქანით.ბუდაპეშტი ცხადია ლამაზი ქალაქია (და გასაკვირიც არაა, რომ მოვლილი და ლამაზნაშენი იყოს, თავის დროზე ავსტრია-უნგრეთის სამეფო თავის სიტყვას ამბობდა ვეროპაში და ა.შ.),მაგრამ სხვა ადგილებში ყოფილხარ? სამხრეთით მაგალითად:უუშნოესი დაბები,საბჭოური ხრუშჩოვკებით, სწორი, გადაწელილი ველები,დეპრესიული ლანდშაფტი.სერბიის ვოევოდინა უნგრეთის ყოფილი ტერიტორიაა, შიში მიპყრობს იმ რამდენიმე საათს, სანამ მაგ მიწას გავივლი, რაღაც მელანქოლია მეუფლება.მე პირადად იქ დავიღუპები ცხოვრება რომ მომიხდეს,ისეთი მოსაწყენი ბუნებაა,უკიდეგანო მინდვრები...რა ვიცი რა ,ჩვენ საქართველოში ყველაფერია ერთად თავმოყრილი:მთაც,ბარიც,ტბაც, ზღვაც ,ულამაზესია არ დაიკვეხნოს სხვა არავინ დარწმუნებული ვარ ნანახი გექნებათ ეს ლინკი , მაგრამ შეგახსენებთ უბრალოდ: http://youtube.com/watch?v=DeX9zdJT8Jg&mode=related&search= ეს ბუნება კი არა ფენომენალური ბუნებაა, რაც ჩვენთანაა და მე კიდევ ერთი საოცარი თვისება აღმოვაჩინე ჩემში საზღვარგარეთ ცხოვრებისას: როცა სხვა ქვეყნის სილამაზეს ვუყურებ,რა თქმა უნდა,სილამაზის შეგრძნება მაქვს,მაგრამ ვერანაირად ვერ მოვიხიბლები რა ვქნა; უცხოთი ვერ ვიხიბლები ვიცი რომ ჩვენი არ არის და რაც გინდა ისეთი იყოს.. |
k@the |
Aug 27 2007, 12:43 PM
პოსტი
#20
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
ეს ბუნება კი არა ფენომენალური ბუნებაა, რაც ჩვენთანაა და მე კიდევ ერთი საოცარი თვისება აღმოვაჩინე ჩემში საზღვარგარეთ ცხოვრებისას: როცა სხვა ქვეყნის სილამაზეს ვუყურებ,რა თქმა უნდა,სილამაზის შეგრძნება მაქვს,მაგრამ ვერანაირად ვერ მოვიხიბლები რა ვქნა; უცხოთი ვერ ვიხიბლები ვიცი რომ ჩვენი არ არის და რაც გინდა ისეთი იყოს.. გაიხარე! მეგონა მხოლოდ მე ვიყავი ასე. ანუ კი მომწონს, რასაკვირველია როცა რაიმე არქიტექტურულ ძეგლს ვუყურებ საზღვარგარეთ და ა.შ. მაგრამ არაფერი არ აღმაფრთოვანებს ისე როგორც ჩვენი ქართული ეს იმას არ ნიშნავს რომ სხვის კარგს ვერ ვხედავ, უბრალოდ ჩემი კარგი მირჩევნია! -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th September 2024 - 05:48 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი