ქართული და უცხოური სამზარეულო, უცხოეთში მცხოვრები ფორუმელების თხოვნით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული და უცხოური სამზარეულო, უცხოეთში მცხოვრები ფორუმელების თხოვნით |
dariala |
Feb 16 2009, 09:35 PM
პოსტი
#41
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 868 რეგისტრ.: 30-August 08 მდებარ.: www.boke.ge/user/marianita წევრი № 5,550 |
ეხლავე
ე.ი. ნახევარი კილო ფარში უნდა აურიოთ ხახვთან და მწვანილთან, ბრინჯთან, პილპილთან, მარილთან და ცოტა წყალთან ერთად. კარგად აურიეთ. ვაზის ფოთლებს უნდა დაასხათ მდუღარე წყალი და გააჩეროთ რამოდენიმე საათი, როცა გაცივდება ფრთხილად უნდა გაწუროთ, შემდეგ ჩვეულებრივი წესით უნდა გაახვიოთ. ქვაბის ძირზე დაალაგეთ კომბოსტოს ფოთლები და ფენა-ფენად დაალაგეთ გახვეული ტოლმები, მერე პომიდორი ან წყალში გახსნილი ტომატი მოასხით ზემოდან, დაადეთ მძიმე თეფში ან რამე მსგავსი და მჭიდროდ დაახურეთ თავსახური, ნელ ცეცხლზე უნდა ხარშოთ დაახლოებით საათნახევარი.შეგიძლიათ მიირთვათ ნივრიან მაწონთან და არაჟანთან ერთად -------------------- http://forum.ge/?f=16&showtopic=34248922
|
Amuza |
Feb 16 2009, 09:49 PM
პოსტი
#42
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 |
შენ რა ჯიგარი ხარ იცი? ახლა რამდენს ასწავლე იცი და რამდენი გააკეთებს ამ დღეებში. მაგარიააა.
-------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
ნაინა |
Feb 16 2009, 10:43 PM
პოსტი
#43
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
გინდათ ერთი რეცეპტი? მე მიყვარს ძალიან, გემრიელია და თან უცხოც
ხოდა ვიწყებ: წვრილად დაჭრით ღორის ხორცს, საკმაოდ თხელი და პატარა ნაჭრები უნდა იყოს, დაახლოებით საჩვენებელი თითის სისქის ფენად დააწყობთ ეგრეთ წოდებულ ,,ჟარონაზე'' ოღონდ ცხიმი არ უნდა, ღორის ხორცი ისედაც ცხიმიანია. მოაყრით დაჭრილ ხახვს, გატარებულ ნიორს, ოღონდ ბევრი არაა საჭირო, ადგილ-ადგილ მოაყარეთ, უცხო სუნელს, მარილს, შავ პილპილს, დაფქულ ქინძს, ახალი ქინძი ან რაიმე მწვანილი არ სჭირდება. აიღებთ რამოდენიმე მოზრდილ კარტოფილს, გაფრცქვნით, თხლად დაჭრით ,,ჩიპსების'' ფორმით და ხორცს დაგააწყობთ ზემოდან, ისე რომ ხორცი მთლიანად დაიფაროს, დაგჭირდებათ ორი ფენა კარტოფილი, ფენასა და ფენას შორის მოაყრით მარილს და სუნელებს, (ხახვი აქ არ სჭირდება, ხახვი მარტო ხორცის ზემოთაა საჭირო), ასევე კარტოფილის ზედა ფენასაც მოაყრით მარილს და სუნელებს. გავამზადებთ ზემოდან მოსასხმელს: თანაბარი რაოდენობის არაჟანს და მაიონეზს ავურევთ ერთმანეთში, ოღონდ მასა ბლომად უნდა გავაკეთოთ, ჩავაყაროთ გახეხილი ყველი, იმერული აჯობებს, ნაკლებ მარილიანი. (აქ მაზარელას ვიყენებ იმერული ყველის მაგივრად) ამ გამზადებულ მასას გადავუსვავთ სქელ ფენად კრემივით, ღუმელს დავაყენებთ დაახლოებით 300 გრადუსზე და ოდნავ მაღალზეც შეიძლება. შევდგავთ გახურებულ ღუმელში და დაველოდებით დაახლოებით 40-45 წუთი, რომ გამოცხვება (ზემოდანაც უნდა იყოს კარგად გადაბრაწული) ცხელსვე დავჭრით ოთხკუთხელ ნაჭრებად, როგორც აჩმა-ხაჭაპურს. სუფრაზე მიიტანთ ცხელს, თითო ნაჭერი, ანუ ერთი პორცია ერთ ადამიანზეა გათვლილი. მე კი მომწონს, ძალიან გემრიელია, თუ არ დაგეზარებათ თქვენც გააკეთეთ და მოგეწონებათ თუ არა მოგვწერეთ შედეგებიც. აბა წარმატებები -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
ბიძია თომა |
Feb 16 2009, 10:45 PM
პოსტი
#44
|
t.d ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 8,628 რეგისტრ.: 29-September 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,858 |
კაი ცხორი კაი წყაროს წყალი და ისეთ გემრიელ ხაშლამას მოვხარშავ თითებს ჩაიკვნეტთ.
-------------------- უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|
tustusa-gogo |
Feb 16 2009, 11:01 PM
პოსტი
#45
|
სამშვინველოლოგი ჯგუფი: Members პოსტები: 2,853 რეგისტრ.: 1-June 08 მდებარ.: xan - sad, xan-sad ... წევრი № 4,965 |
კუბდარის რეცეპტები არავის ნებავს?
-------------------- חַנָּה, (Hannah)
............................................ ვამსხვრევ სტერეოტიპებს, გარანტიით !!! ........................................... Женщина тоже друг человека. ................................................ მადლობა ევას ვაშლის შეჭმისთვის მადლობა ადამს თანამონაწილეობისთვის განსაკუთრებული მადლობა ევას |
@ninonino@ |
Feb 26 2009, 06:30 PM
პოსტი
#46
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 61 რეგისტრ.: 4-February 09 წევრი № 6,450 |
tustusa-gogo
აუ კი გამოუშვი რა -------------------- [size=2]ღმერთს ებარებოდეთ[/size]
|
subterranean |
Feb 26 2009, 08:17 PM
პოსტი
#47
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,908 რეგისტრ.: 21-September 07 წევრი № 2,804 |
ჩემი ყველა დროის უსაყვარლესი საჭმელი
შეგიძლიათ არ შემახსენოთ, რომ საწამლავია |
.:Lela:. |
Feb 26 2009, 09:54 PM
პოსტი
#48
|
.:Sheecie urcmunoebasa chemsa:. ჯგუფი: Members პოსტები: 4,825 რეგისტრ.: 7-January 08 წევრი № 3,568 |
ბულგარული წიწაკა ბრინჯით (2)
ბულგარულ წიწაკას მოაჭერით ყუნწი და ამოიღეთ რბილობი. წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ზეთში, შეურიეთ ნახევრად მოხარშული ბრინჯი და მსხვილ სახეხზე გახეხილი პამიდორი (ან წყალში გახსნილი ტომატი). შეაზავეთ უცხო სუნელით, ხმელი ქინძით, მარილით, წიწაკით და შავი პილპილით. ბულგარული წიწაკა კარგად გატენეთ ამ გულსართით და ფენებად მოათავსეთ ქვაბში (თავებით ზემოთ). მოასხით ცოტაოდენი ზეთი და გახეხილი პამიდორი (პამიდვრის ნაცვლად შეგიძლიათ იხმაროთ ტომატი). დაუმატეთ მარილით განზავებული ცხელი წყალი იმდენი, რომ დაიფაროს და ადუღეთ ნელ ცეცხლზე ბრინჯის მოხარშვამდე. მასალა: ბულგარული წიწაკა - 2 კგ. ბრინჯი - 3 ჩაის ჭიქა ხახვი - 3-4 თავი უცხო სუნელი, ხმელი ქინძი - თითო ჩაის კოვზი მარილი, წიწაკა, შავი პილპილი - გემოვნებით პამიდორი - 1 კგ. ან ტომატი - 2 სუფრის კოვზი ზეთი - 1 ჩაის ჭიქა დაიტაცეთ,მარხვის დროს გამოგადგებათ კატლეტი ბრინჯით და წიწიბურათი (1) მოხარშეთ გარეცხილი ბრინჯი და წიწიბურა. გადაიტანეთ თუშფალანგზე და როცა კარგად დაიწურება, გაატარეთ ხორცსაკეპში ბოსტნეულთან და წინასწარ დამბალ პურთან ერთად. შეაზავეთ მარილით და შავი პილპილით. აიღეთ პატარა ულუფები, დაამრგვალეთ, მიეცით კატლეტის ფორმა, ამოავლეთ ორცხობილის საფანელში და შეწვით ტაფაზე, ცხელ ზეთში. მასალა: ბრინჯი - 1 ჩაის ჭიქა წიწიბურა - 1 ჩაის ჭიქა ხახვი - 4-5 თავი მწვანე ხახვი - 2-3 ძირი ნიორი - 2-3 კბილი ოხრახუში, ქინძი, კამა - გემოვნებით მარილი, შავი პილპილი - გემოვნებით თეთრი პური - 200 გ. ზეთი - 0,5-1 ჩაის ჭიქა ორცხობილას საფანელი - 1 ჭიქა -------------------- შეიძლება ბევრი რამ ისე არ აეწყოს როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მთავარი, - ''სულის გადარჩენის იდეა'', მიზანი არ უნდა დაგვეკარგოს და მას დავუმორჩილოთ ყველაფერი.
მეორე მეგრელი ხარ ვინც მაგრად მ ი ყ ვ ა რ ს :D Разве любят за чтото? Вот дети как люят, маленькие. Oни любят проста так не нарошно :) Kings Of Convenience - Cayman Islands |
guest |
Feb 26 2009, 09:57 PM
პოსტი
#49
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
.:Lela:.
ციტატა დაიტაცეთ,მარხვის დროს გამოგადგებათ ლელ, სამარხვო კერძების თემა ცალკე უნდა იყოს და იქაც დაწერე ნაინა-ს რეცეპტი მომეწონა ფრანგულ კიშს გავს (Quiche ) , ოღონდ იქ ხორცის ნაცვლად ლორი გამოიყენება და მწვანილეულობიდან პრასი |
იოანა |
Feb 26 2009, 10:03 PM
პოსტი
#50
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
ბულგარული წიწაკა ბრინჯით (2) ბულგარულ წიწაკას მოაჭერით ყუნწი და ამოიღეთ რბილობი. წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ზეთში, შეურიეთ ნახევრად მოხარშული ბრინჯი და მსხვილ სახეხზე გახეხილი პამიდორი (ან წყალში გახსნილი ტომატი). შეაზავეთ უცხო სუნელით, ხმელი ქინძით, მარილით, წიწაკით და შავი პილპილით. ბულგარული წიწაკა კარგად გატენეთ ამ გულსართით და ფენებად მოათავსეთ ქვაბში (თავებით ზემოთ). მოასხით ცოტაოდენი ზეთი და გახეხილი პამიდორი (პამიდვრის ნაცვლად შეგიძლიათ იხმაროთ ტომატი). დაუმატეთ მარილით განზავებული ცხელი წყალი იმდენი, რომ დაიფაროს და ადუღეთ ნელ ცეცხლზე ბრინჯის მოხარშვამდე. მასალა: ბულგარული წიწაკა - 2 კგ. ბრინჯი - 3 ჩაის ჭიქა ხახვი - 3-4 თავი უცხო სუნელი, ხმელი ქინძი - თითო ჩაის კოვზი მარილი, წიწაკა, შავი პილპილი - გემოვნებით პამიდორი - 1 კგ. ან ტომატი - 2 სუფრის კოვზი ზეთი - 1 ჩაის ჭიქა დაიტაცეთ,მარხვის დროს გამოგადგებათ ჩვენს კაფეტერიაში ამაზე საყვარელი საჭმელი ჩემთვის არ არსებობს, თან ოთხშაბათ და პარასკევს გვიკეთებენ განრიგის მიხედვით ჩემს გოგოებს არ მოსწონთ (საერთოდ ბრინჯს არ ჭამენ) და "იხვის ტოლმა" შეარქვეს -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
guest |
Feb 26 2009, 10:08 PM
პოსტი
#51
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
იოანა
ცივი ტოლმებიც აქვთ ბერძნებს ისე, მეც არ ვარ ბერძნული სამზარეულოს მოტრფიალე, ერთადერთი რაც მომწონს შემწვარი პეპერონია ნივრით და ზეითუნის ზეთით შეზავებული. |
.:Lela:. |
Feb 26 2009, 10:14 PM
პოსტი
#52
|
.:Sheecie urcmunoebasa chemsa:. ჯგუფი: Members პოსტები: 4,825 რეგისტრ.: 7-January 08 წევრი № 3,568 |
"იხვის ტოლმა" შეარქვეს მაგარიააააააა,მე საერთოდ უპრობლემო ადამიანი ვარ საჭმლის მხრივ ყველაფერს ვჭამ ნანა კაი რომ გაიხსნება გადავიტან მერე კარტოფილის კატლეტი (3) კარტოფილი, ხახვი, ნიორი, ოხრახუში, კამა, ქინძი გაატერეთ ხორცსაკეპში. გატარებული მასა მოათავსეთ საწურზე, რომ წყლისაგან დაიწუროს. გადაიტანეთ მინანქრის თასში, შეურიეთ წინასწარ დამბალი და კარგად გაწურული პური. შეაზავეთ მარილით და შავი პილპილით. აიღეთ პატარა ულუფები, მიეცით კატლეტის ფორმა, ამოავლეთ ორცხობილას საფანელში და შეწვით ორივე მხრიდან. მასალა: კარტოფილი - 2 კგ. პური - 200-300 გ. ხახვი - 4-5 თავი ზეთი შესაწვავად - საჭირო რაოდენობით ოხრახუში, ქინძი, კამა - ორ-ორი ძირი მარილი, შავი პილპილი - გემოვნებით დაფქული ორცხობილა - 1 ჩაის ჭიქა ნიორი - 2 კბილი -------------------- შეიძლება ბევრი რამ ისე არ აეწყოს როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მთავარი, - ''სულის გადარჩენის იდეა'', მიზანი არ უნდა დაგვეკარგოს და მას დავუმორჩილოთ ყველაფერი.
მეორე მეგრელი ხარ ვინც მაგრად მ ი ყ ვ ა რ ს :D Разве любят за чтото? Вот дети как люят, маленькие. Oни любят проста так не нарошно :) Kings Of Convenience - Cayman Islands |
იოანა |
Feb 26 2009, 10:31 PM
პოსტი
#53
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
იოანა ცივი ტოლმებიც აქვთ ბერძნებს ისე, მეც არ ვარ ბერძნული სამზარეულოს მოტრფიალე, ერთადერთი რაც მომწონს შემწვარი პეპერონია ნივრით და ზეითუნის ზეთით შეზავებული. ხორციც და ზეთიც ძალიან აქტუალურია ბერძნულ კერძებში. საერთოდაც, გასაოცრად ბევრ ზეთს იყენებენ და ბევრი ქართველი ვერ გუობს -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
tustusa-gogo |
Feb 26 2009, 10:33 PM
პოსტი
#54
|
სამშვინველოლოგი ჯგუფი: Members პოსტები: 2,853 რეგისტრ.: 1-June 08 მდებარ.: xan - sad, xan-sad ... წევრი № 4,965 |
ისე არ გეწყინოთ და ამუშავდა ქვეცნობიერი მარხვა იწყება და გასტრონომიული თემები აქტუალური გახდა
-------------------- חַנָּה, (Hannah)
............................................ ვამსხვრევ სტერეოტიპებს, გარანტიით !!! ........................................... Женщина тоже друг человека. ................................................ მადლობა ევას ვაშლის შეჭმისთვის მადლობა ადამს თანამონაწილეობისთვის განსაკუთრებული მადლობა ევას |
ნაინა |
Feb 26 2009, 11:40 PM
პოსტი
#55
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
staywhite
ციტატა ნაინა-ს რეცეპტი მომეწონა ფრანგულ კიშს გავს (Quiche ) , ოღონდ იქ ხორცის ნაცვლად ლორი გამოიყენება და მწვანილეულობიდან პრასი მადლობა ნან, რომ მოგეწონა ჩემი რეცეპტი საკმაოდ გემრიელი რამეა მართლა, ჩემებს ძალიან უყვართ და ხშირადაც მიწევს გაკეთება -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
Giorgi- |
Mar 2 2009, 09:47 PM
პოსტი
#56
|
ჯგუფი: Members პოსტები: 3,280 რეგისტრ.: 23-May 07 წევრი № 2,001 |
ერთი, თქვენ შემოგევლეთ და კაი მეგრული აჯიკის რეცეპტი მინდა
ერთხელმ ვჭამე კინაღამ თითები მივაყოლე, პოვიდლოსავიტ გადავუსვი პურზე, დესერტ ნუ... მადლობა ინ ედვანს |
იოანა |
Mar 2 2009, 11:26 PM
პოსტი
#57
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
ერთი, თქვენ შემოგევლეთ და კაი მეგრული აჯიკის რეცეპტი მინდა ერთხელმ ვჭამე კინაღამ თითები მივაყოლე, პოვიდლოსავიტ გადავუსვი პურზე, დესერტ ნუ... მადლობა ინ ედვანს არ მოტყუვდე. არ იცის ყველამ მაგის გაკეთება, ჩვენ მაგალითად ძირითადად ვყიდულობთ ხოლმე -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
ტარზანა |
Mar 3 2009, 12:23 AM
პოსტი
#58
|
ლაბლაბო... ჯგუფი: Members პოსტები: 2,179 რეგისტრ.: 20-October 08 მდებარ.: ჯუნგლი... წევრი № 5,828 |
სოიოს ჩახოხბილის რეცეპტი მითხარით რაააა... დედაჩემი უნდა გავაკვირვო
-------------------- გიორგი, კახეთიდან, უცოლშვილო, მურტალი ჯანის პატრონი :P
|
likka |
Mar 3 2009, 12:27 AM
პოსტი
#59
|
გენა ჯგუფი: Members პოსტები: 5,044 რეგისტრ.: 5-April 07 მდებარ.: Strawberry fields... წევრი № 1,578 |
Tarzana
უი, დედაჩემი აკეთებს, ხოლმე და მეც გამიკეთებია საკმაოდ გემრიელია. იყიდება სოიო, უნდა დაალბო კარგა ხანს, და მერე ჩვეულებრივად, როგორც ე.წ. "ოსტრი" პამიდვრის ჩახოხბილში მოხარშავ და ეგაა -------------------- ეჰ...
|
ნაინა |
Mar 3 2009, 12:30 AM
პოსტი
#60
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
Giorgi-
მშრალი აჯიკა რომაა სუნელებით შეზავებული ეგ გინდა მგონი არა? -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 06:20 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი