არამატერიალური ღირებულებები, რისი წაღება შეიძლება ევროპა-ამერიკიდან... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
არამატერიალური ღირებულებები, რისი წაღება შეიძლება ევროპა-ამერიკიდან... |
Genesis |
Feb 12 2008, 02:02 PM
პოსტი
#1
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
როგორც ჩანს საქართველო პრორუსულ ორიენტაციაზე არასდროს გადავა...
როცა რუსეთის განვითარებაზე დაკვირვებით ვსწავლობდით, ბევრი ჩვეულება და არამეტერიალური ღირებულებები გადმოვიღეთ რუსეთისგან... მაგალითად არაყზე ლუდის დაყოლება, ტელევიზორის ბრტყელტუჩათი გადართვა.. და ა.შ. დრო დგება როცა ევროპისგანაც ვიღებდეთ რაღაც ღირებულებებს... საინტერესოა... რა ცვლილებებს შეიტანდით საქართველოში... მე მაგალითად ვისურვებდი: საქართველოს ქალაქებში (თბილისის გარდა) ველოსიპედი გახდეს აქტუალური ტრანსპორტი... ამუშავდეს რესაიკლინგის სისტემა... არის ბევრი რამ მოსაწონი ევროპაამერიკაში და აუცილებელი კიარაა პირდაპირ თავისუფალ სექსთან გავაიგივოთ ევროპა -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
k@the |
Feb 12 2008, 03:07 PM
პოსტი
#2
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
ველოსიპედის მომხრე მეც ვარ. თბილისმა რა დააშავა?
ყველგან ვერ ივლი, მარა ვაკიდან თავისუფლებაზე, უპრობლემოდ გახვალ -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
მარიამი |
Feb 12 2008, 03:11 PM
პოსტი
#3
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
ჩვენს ქუჩაში მოძრაობის წესების დაუმორჩილებლობას თუ გავითვალისწინებთ, ველოსიპედით მოძრაობა ერთიორად გაზრდის ავარიების მსხვერპლს ჩვენთან არც ველოსიპედების ბილიკებია სპეციალურად გამოყოფილი... წარმომიდგენია შუა ქუჩაში რომ დაიწყებენ ველოსიპედისტები მოძრაობას, რა დღეში ჩავვარდები :შიში:
-------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
კანონისტი |
Feb 12 2008, 03:16 PM
პოსტი
#4
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
წესრიგი!
თუმცა ამ გახსენებულზე, იხილეთ ბმული: http://www.youtube.com/watch?v=H2VDSHkS5tU იტალიის ადგილზე საქართველო იგულისხმეთ -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
k@the |
Feb 12 2008, 03:29 PM
პოსტი
#5
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
ოფები ამ თემაში არა! ისაუბრეთ საკითხის გარშემო. ვოტ.
მარიამი სხვათაშორის, საგზაო მოძრაობის კულტურაც, კარგი იქნება, რომ გერმანიისაგან საქართველოს გადაეღო. განუკითხაობაა მაგ მხრივ ჩვენთან. აქაც დადიან ველოსიპეტებით შუა გზაში, მარა არავინ გაგიტანს და არც ''შეგიკურთხებს''. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
ქავთარაძე |
Feb 12 2008, 03:31 PM
პოსტი
#6
|
დაურეგისტრირებელი |
მდაა
ველოსიპედებს რაც შეეხება, ძალზედ მიზიდავს მეც , თბილისსშია საჭირო მეგობრებო ყველაზე მეტად. 1) უდანაკარგო ტრანსპორტია. 2)ეკოლოგიურად სუფთა. 3)ჯანმრთელობისთვის სასარგებლო. ბილიკებს რაც შეეხება, ძალზედ საჭიროა დღეს. ეს ისე ერთისმხრივ გამოიწვევს გზების განთავისუფლებას ავტოებისგან (საზიზღრობა ხდება ქალაქში. მანქანით გადაადგილება 1-2 წელიწადში შეუძლებელი გახდება) ღირებულება , მე რაც ევროპელ ხალხში მომწონს არის (ზოგიერთ ქვეყანაში) კანონმორჩილება. რაც ქართული ფსიქიკისთვის მეტად სავაგლახო რამაა. კანონმორჩილი ქართველი იშვიათია. ამიტომ ყველაფერი უნდა გამკაცრდეს. ყველა კანონი რაც მანქანას შეეხება. ფასები უნდა გაიზარდოს და ის მძღოლი რომელსაც უყვარს სწრაფად სიარული შეუსაბამო ადგილებში უნდა დაისაჯოს სასტიკად!!! გავიგე აუქმებენო მომატებულ ჯარიმებსო ... ხალხის გულს იგებენ მაგით ასევე სისუფთავე მხიბლავს მაგ ხალხში... ჩვენთან სადარბაზოებში ყრიან "ფლოსტებს" და თავზე რაღაცას გიშვრებიან... |
Floyd |
Feb 12 2008, 03:38 PM
პოსტი
#7
|
ზურაბი ჯგუფი: Members პოსტები: 3,316 რეგისტრ.: 4-February 07 მდებარ.: პროვინცია-”გლდანი” :D წევრი № 1,001 |
1) საკუთარი საქმისსადმი სიყვარულს და ერთგულებას
2) პუნქტუალურობას გაგრძელება იქნება -------------------- And the times , they are all changin' ...
|
S a l l y |
Feb 12 2008, 04:38 PM
პოსტი
#8
|
infinity... ჯგუფი: Members პოსტები: 9,631 რეგისტრ.: 11-September 06 მდებარ.: Sallylandia წევრი № 182 |
რა აზრი აქვს ველოსიპედით სიარულს თუ გზაში არავინ მოგერიდება გაგიტანს ან იმისთანა ამბავს დაგაწევს ,გატანა მოგენატრება
მოწესრიგებულობა,ზემოთ დაწერა რომელიღაცამ და აბსოუტურად ვეთანხმება... არანაირი ტექნიკური წინსვლა არ გვიშველის თუ ჩვენს მენტალობაში რაღაც(ძირეული თუ არა)ძვრები მაინც არ მოხდება.. მაგალითად, რიგში რომ დგები და ნაგლად წინ რომ გადაგიხტებიან და არც რცხვენიათ... ეზოდან რომ გამოდიხარ და ყველა ერთდა რო ცდილობს გამოცვლას,არიქა ჯერ მე გავალ და თქენ რაც გინდათ ის გიქნიათო.. ნებისმიერ ღონისძიება რა დონისაც არ უნდა იყო,ხომ არ არსებობს რომ დანიშნულ დროზე დაიწყოს... ვერა და ვერ გვისწავლია დროის ყადრი... და რაოდენ უსიამოვნოც არ უნდა იყოს,ღვთისმსახურების დროს საზიარებლად ან ზეთის საცხებას მისასვლელად წეწვა-გლეჯვა და ჩხუბი,რომ დროზე მიხვიდე... არადა,ამას წინათ ერთ-ერთ ევროპულ არხზე მოვკარი თვალი ზიარების კადრებს,უამრავი ხალხი იყო და ისე მოწესრიგებულად მიდიოდნენ,რომ გავოგნდი.. და ვინ მოთვლის კიდე რამდენი ასეთი მაგალითის მოტანა შეიძლება... ვფიქრობ,ყველაფერი ეს ჩვენთან კარგა ხანი არ გამოსწორდება,ამ მხრივ ნაღდად მშურს თუნდაც გერმანიის და სხვა ბევრი ევროპული ქვეყნის...და ნაღდად ვისურვებდი საქართველოში იგივე ნაირი წესრიგი და საქმისადმი,დროისადმი დამოკიდებულება რომ იყო .. -------------------- Я хочу безумно жить: Всё сущее - увековечить, Безличное - вочеловечить, Несбывшееся - воплотить! I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best.. |
მნათე |
Feb 12 2008, 04:47 PM
პოსტი
#9
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა წესრიგი! ეს შენი განყოფილება არ არის! -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
თემო |
Feb 12 2008, 05:24 PM
პოსტი
#10
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 30-May 07 წევრი № 2,053 |
როგორც ჩანს საქართველო პრორუსულ ორიენტაციაზე არასდროს გადავა... როცა რუსეთის განვითარებაზე დაკვირვებით ვსწავლობდით, ბევრი ჩვეულება და არამეტერიალური ღირებულებები გადმოვიღეთ რუსეთისგან... მაგალითად არაყზე ლუდის დაყოლება, ტელევიზორის ბრტყელტუჩათი გადართვა.. და ა.შ. დრო დგება როცა ევროპისგანაც ვიღებდეთ რაღაც ღირებულებებს... საინტერესოა... რა ცვლილებებს შეიტანდით საქართველოში... მე მაგალითად ვისურვებდი: საქართველოს ქალაქებში (თბილისის გარდა) ველოსიპედი გახდეს აქტუალური ტრანსპორტი... ამუშავდეს რესაიკლინგის სისტემა... არის ბევრი რამ მოსაწონი ევროპაამერიკაში და აუცილებელი კიარაა პირდაპირ თავისუფალ სექსთან გავაიგივოთ ევროპა საქართველოში ცვლილებებს რაც შეეხება შეტანაზე მეტად არსებულის, კარგად დავიწყებული წარსულის გახსენება და ცოტათი კონსერვატულ ღირებულებეზე გადახედვას ვამჯობინებდიბ არაყზე ლუდის დაყოლება, ტელევიზორის ბრტყელტუჩათი გადართვა და სხვა რაღაცეები, არამგონია მთლად რუსიზმს უკავშირდებოდეს, ქართველებსაც გვეხერხება გამომგონებლობა "დრო დგება როცა ევროპისგანაც ვიღებდეთ რაღაც ღირებულებებს... " ალბათ მართლაც წესრიგს და კანონისადმი მორჩილებას რაც უმტავრესია საზოგადოებრივი კომფორტისათვის, თუმცა მენტალიტეტს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ამ დროს. ველოსიპედს რაც შეეხება ცოტა გაგვიჭირდება ალბათ, აი სოფლებში მოხუცები კილომეტრებსაც კი ფარავენ დღის მანძილეზე ველოსიპედით, ხოლო ქალაქში მართლაც ავარიული ფონი შეიქმნება, ერთხელ თბილისში მოძრაობისას ავტომობილის თვალი ჩამივარდა სანაპიროზე ბლომად არსებულ თავღია ჭაში, გადმოსვლა ვერ მოვახერხე ალბათ 2 წუთი მაინც იმის გამო რომ მანქანები ისე სწრაფად მოძრაობდენენ რომ ერთმა მაინც არ შეანელა რომ მოეცა გადმოსვლის საშუალება, როგორც იქნა გადმოვძვერი და მარტო დავიწყე ჭიდან მანქანის ამოთრევა, ამ დროს ჯიმპა ისე ჩამიქროლა სარკე მომარტყა მხარზე ძალიან მწარედ, ისე რომ მიეფშვნა სარკე და არც გააჩერა გააგრძელა გზა. აი ეს არის უწესრიგობა, კანონდაუმორჩილებლობა და ჩვენი საერთო სენი. მიმაჩნია რომ კანონმოჩილება და სამართლებრივი პასუხისმგებლოიბის შეგნება უმთავრესი რამაა რაც გინდ ვისწავლოთ და გინდ გავიხსენოთ |
კანონისტი |
Feb 12 2008, 05:26 PM
პოსტი
#11
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ციტატა Genesis რისი წაღება შეიძლება ევროპა-ამერიკიდან კანონისტი წესრიგი! ეს შენი განყოფილება არ არის! ახლა შენ რა გინდა, შვილო, მითხარი? რახან ჩემი განყოფილება არ არის აზრის თქმის უფლება არ მაქვს? თუ, წესრიგს ვერ წამოვიღებთ ევროპიდან? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
Genesis |
Feb 12 2008, 05:41 PM
პოსტი
#12
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
თემო
ველოსიპედებზე აკი დავწერე თბილისში არათქო... გორში, კასპში ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, თელავში, ქუთაისში და სხვა დიდ ქალაქებში (რუსთავშიც) ადვილი გასაკეთებელიაქ ეგ ყველაფერი... პრობლემა მანდ სხვა საკითხია... რამდენად გაძლებს ქართული საზოგადოება ისე რომ არ მოიპაროს სხვისი ველიკები... ამ ცდუნებას უცხოეთშიც ვერ უძლებენ და მანდ მოერიდებათ ვითომ? ისე ყველაზე მეტად რაც გამიხარდებოდა, ეს საქართველოს განვითარების დეცენტრალიზაცია იქნებოდა... -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
თემო |
Feb 12 2008, 05:45 PM
პოსტი
#13
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 30-May 07 წევრი № 2,053 |
ციტატა ისე ყველაზე მეტად რაც გამიხარდებოდა, ეს საქართველოს განვითარების დეცენტრალიზაცია იქნებოდა... რას მოგვცემს ? |
S a l l y |
Feb 12 2008, 05:47 PM
პოსტი
#14
|
infinity... ჯგუფი: Members პოსტები: 9,631 რეგისტრ.: 11-September 06 მდებარ.: Sallylandia წევრი № 182 |
ციტატა ისე ყველაზე მეტად რაც გამიხარდებოდა, ეს საქართველოს განვითარების დეცენტრალიზაცია იქნებოდა... მე რასაც ვხედავ,მაქეთკენ მიდის ყველაფერი -------------------- Я хочу безумно жить: Всё сущее - увековечить, Безличное - вочеловечить, Несбывшееся - воплотить! I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best.. |
Genesis |
Feb 12 2008, 05:55 PM
პოსტი
#15
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
რას მოგვცემს ? გარდაიმისა რომ ბევრი განვითარებული ქალაქი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის საწინდარია... ქართული მრავალფეროვანი კულტურა გადარჩება ამით... ტრადიციები სხვადასხვა რეგიონში განსხვავებულად ვითარდება... და თუ ყველა თბილისში აითქვიფება... ქართული ტრადიციებიდან მარტო ჩინური იქნება მოქმედი... -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
თემო |
Feb 12 2008, 06:17 PM
პოსტი
#16
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 30-May 07 წევრი № 2,053 |
გარდაიმისა რომ ბევრი განვითარებული ქალაქი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის საწინდარია... ქართული მრავალფეროვანი კულტურა გადარჩება ამით... ტრადიციები სხვადასხვა რეგიონში განსხვავებულად ვითარდება... და თუ ყველა თბილისში აითქვიფება... ქართული ტრადიციებიდან მარტო ჩინური იქნება მოქმედი... აუ ჩინელების ჩაის სმის ტრადიცია მომწონს |
k@the |
Feb 12 2008, 06:39 PM
პოსტი
#17
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
და 25, 30 ან 35 წლის ასაკის ადამიანების, მშობლებთან ერთად ცხოვრებაზე რა აზრის ხართ?
თუ მშობლების კისერზე ცხოვრება არაა... -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
S a l l y |
Feb 12 2008, 07:38 PM
პოსტი
#18
|
infinity... ჯგუფი: Members პოსტები: 9,631 რეგისტრ.: 11-September 06 მდებარ.: Sallylandia წევრი № 182 |
და 25, 30 ან 35 წლის ასაკის ადამიანების, მშობლებთან ერთად ცხოვრებაზე რა აზრის ხართ? თუ მშობლების კისერზე ცხოვრება არაა... ცალსახად ძნელი სათქმელია,მაგრამ მაგაში მშობლებს დიდი წვლილი მიუძღვით...ბავშვს ტავიდანვე უნდა მიაჩვიო შრომას და დამოუკიდებლობას.. ამიტომაც,ჩემთვის მისაღებია ევრო-ამერიკული მეთოდი,შვილების ბავშვობიდანვე დამოუკიდებლად აღზრდისა,კალთაზე ბავშვის გამოკერებას ნამდვილას ჯობია,მაგრამ ზომიერებაა ალბათ ამაშიც საჭირო.. -------------------- Я хочу безумно жить: Всё сущее - увековечить, Безличное - вочеловечить, Несбывшееся - воплотить! I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best.. |
KAIROS |
Feb 13 2008, 06:03 AM
პოსტი
#19
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა და 25, 30 ან 35 წლის ასაკის ადამიანების, მშობლებთან ერთად ცხოვრებაზე რა აზრის ხართ? თუ მშობლების კისერზე ცხოვრება არაა... მამმონე ასე უძახიან იტალიელები მაგ ასაკის ადამიანებს ( უფრო 30.ის იქით) ვინც მშობლებთან ცხოვრობენ, "დედიკოს შვილები" ციტატა რამდენად გაძლებს ქართული საზოგადოება ისე რომ არ მოიპაროს სხვისი ველიკები ნამდვილად და რამდენად უსაფრთხო იქნება გადაადგილება, ნუ ახლა სამტრედია კია საქართველოს ჰოლანდია, იქ ახლაც ნახავთ ძველ უკრაინა-თი ან დესნა-თი მოსეირნე ყველა ასაკის ხალხს მაგრამ ღამით ერიდებიან... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
guest |
Feb 13 2008, 06:33 AM
პოსტი
#20
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
გენეზის
პლასკაგუბცი კია რუსული სიტყვა ,მარა მისი გამოყენება რა პრობლემაა "ქართულად" შენ ეგ გიკვირს და ჩემმა ძმამ მასეთი ძველი სტილის ტელევიზორების არხების გადასართავად ვაბშე მექანიკური სისტემა შეიმუშავა და 2-3 მეტრით დაცილებული საწოლიდან ატრიალებდა მაგ ბრტყელტუჩას მიმიქარავს ნებისმიერი რუსი გამომგონებელი... ისე, ბევრი რამ მე მომწონს აქ მაგალითად, სუფთა გარემო, საპირფარეშოები და საზოგადოებრივი ადგილები. ლამაზად მორთული ეზო-კარი ბევრ ევროპულ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, აღმოსავლეთ-დასავლეთში და ყველაზე უკეთესად გერმანიაშია ეს საკიტხი, არც ავსტრია-შვეიცარიაა ცუდი ამ მხრივ. მომწონს აგრეთვე პოლიციელების მართლა დამცავი პოზიცია, აქ მათ არავინ აგინებს, პირითით, ნამდვილად რომ გაგიხარდება ქუჩაში პატრულთა ხილვა (ახლა მანქანით როცა ხარ და წესს არღვევ, იქ ჯობია ფრანგი პოლიციელი ) კიდევ ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ქუჩაში რომ ვინმეს დაეკითხო სად რა არის ანუ მიგასწავლოს, თუ არ იცის, ძალიან შეწუხდება და შენს ერთად ეცდება ვინმე ნახოს ვინც იცის, თუ იცის, ისე გულდასმით, გარკვევით აგიხსნის, გესიამოვნება. ამ მხრივ გერმანელებს ბადალი არ ყავთ. მომწონს აგრეთვე კაფე-რესტორნებში მომსახურების წესები, თავაზიანი პერსონალია ძირითადად. საბოლოოდ კი ყველაფერს ერტად გავაერთიანებ და წესრიგს ვუწოდებ: როგორც კი გავცდი გერმანიას, მაშინ მივხვდი ამ ქვეყანაში არსებული წესრიგის ყადრი და ასევე ის, რომ თუ როგორ დაცულად ვგრძნობდი აქ თავს. ეკონომიური სიტუაცია აქც გაფუჭდა,მაგრამ მაინც არის ბევრი რამ, რაც ჩვენთვის მისაღები და მისასალმებელია. პ.ს. სეფისკვერების და მსგავსის დარიგებისას თავპირისმტვრევააო ჩვენტან ეგ გამიკვირდა აქ ვდგებით რიგში და ერთმანეთის მიყოლებით მივდივართ. რატომ ქმნიან პრობლემას საინტერესოა. 25-30-35 წლის ხალხი, ვინც ჯერ კიდევ მშობლებთან ცხოვრობს , იმათზე აქ ამბობენ, რომ ცხოვრობენ "ჰოტელ მამა" -ში (Hotel "Mama") ველოსიპედებს აქაც იპარავენ... მარა ძირიტადად უცხოელები |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th September 2024 - 10:05 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი