მხიარული ესკიზები, ჩვენი თავგადასავლები უცხოეთში... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მხიარული ესკიზები, ჩვენი თავგადასავლები უცხოეთში... |
Rozoma |
Jun 24 2008, 05:30 PM
პოსტი
#41
|
levan ჯგუფი: Members პოსტები: 408 რეგისტრ.: 15-February 08 მდებარ.: saqartvelo, tbilisi წევრი № 3,940 |
მენისკი მაქვს ეხლა ერთი წელი არ მითამაშია,ვიმკურნალე მაინც არ მორჩა . იმედი არ დაკარგო, მთავარია მოინდომო და მოახერხებ ფორმის აღდგენას, ეგ მენისკიც გაგივლის ღვთის წყალობით! -------------------- საქართველოს მონასტრების სამი კანონი:
1) არ განიკითხო! 2) რაჟამს მოყვასი ბრალს გდებდეს, თავს ნუ იმართლებ, სთხოვე შენდობა და გაშორდი! 3) ყოველ ადამიანში დაინახე მხოლოდ სიკეთე, მიმართე მას კეთილი სიტყვით. თუ ეს არ ძალგიძს ნურაფერს ეტყვი!!! |
daviti_23 |
Jun 25 2008, 03:25 PM
პოსტი
#42
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 284 რეგისტრ.: 22-October 07 წევრი № 3,021 |
ტყავის ბურთის ოსტატებს გაუმარჯოს!!!
იმდღეს აქ პარკში ვეთამაშეთ ფრანგებს სამი სამზე და სამწუხაროდ წავაგეთ.ჯერ იმიტომ რომ ნასვამები ვიყავით მერე იმიტომ კიდე რომ პასებს არ ვაძლევდით ერთმანეთს და ყველა თავდასხმაში ვიყავით.ერთი კიდე საერთოდ გაგებაში არ იყო ბურთის იმათკენ იყო.მოკლედ მატჩი კაი გამოვიდა სანახაობრივად.გულშემატკივარი მოხიბლული დარჩა ჩემი თანაგუნდელის "ტეხნარობით" ისე მეც კოფილი თქვენი კოლეგა ვარ მარათალ "პონტში" -------------------- ჭეშმარიტება არის ნათელი და ამავდროულად მარტივი,რომელსაც ჩვენი ბნელი და რთული მისწრაფებების გამო ვერ შევიცნობთ.რაც სწორედ ღრუბელივითაა მზიან ამინდში რომელიც ესოდენ აშორებს ჩვენი თვალთახედვიდან მზეს.
|
იოანა |
Jun 27 2008, 04:52 PM
პოსტი
#43
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
არ ვიცი რამდენად სასაცილო იქნება თქვენთვის, მაგრამ ჩვენ ბევრი ვიცინეთ ერთ პატარა წინადადებაზე...
მოკლედ, კნოსოსის სასახლიდან ავტობუსამდე მისასვლელად ჩვენმა კოორდინატორმა 10 წუთი მოგვცა, მაგრამ ჩვენ სუვენირების მაღაზიებს გვერდი ვერ ავუარეთ და 20 წუთით დავაგვიანეთ. უკვე ყველა ავტობუსში იყო გარდა ერთი ქართველი და ერთი აზერი გოგოსი (იქ სადაც ქართველები ნახევარი საათით იგვიანებენ აზერები ერთი საათით იგვიანებენ, სომხები კიდე საერთდ არ იგვიანებენ ). კოორდინაორმაც გადაწყვიტა არ დალოდებოდა ამ ბავშვებს და გზა გაგვეგრძელებინა. აზერებს დიდად არ გაუპროტესტებიათ, ქართველებმა სერიოზულად გავაპროტესტეთ, მაგრა ამაოდ. ბერძნებისგან ისედაც უკმაყოფილო ქართველებს მეტი რაღა უნდოდათ, ავტობუსის მთელი ქართული ნაწილი აქოთქოთდა თუ რამდენად უხეშები და ასეთი და ისეთები არიან ბერძნები და რომ ამას ქართველი არასოდეს იზამდა და თუ როგორ შეიძლება სადღაც კრეტაზე დატოვო უცხოელი სტუდენტები მაშინ როცა შეიძლება ინგლისურად მოსაუბრე ადამიანი არ შეხვდეს ადამიანს, მაშინ როცა გაგვაფრთხილეს კრიმინალის პროცენტული მაჩვენებელი ძალიან მაღალია კრეტაზე და რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ და ა.შ და ა.შ მთელი ერი განვიკითხეთ უმაღლეს დონეზე... ცოტა ხანში ყველა გაჩუმდა... ავტობუსი ბერძნული სიმღერებით მშვიდად მიუყვებოდა გზას მატალის სანაპიროსკენ, მარცხნივ თვალს ვერ აწვდენდი ისეთ სიშორეზე იყო გადაჭიმული ზეთისხილების პლანტაციები, ბავშვები უკვე ტაქსში ისხდნენ ავტობუსში მყოფი ბერძნულად მოსაუბრე ქართველი გოგოს დახმარებით და ჩვენსკენ მოემართებოდნენ, მაგრამ გაბრაზება და დაძაბულობა ჰაერში მაინც იგრძნობოდა... ასეთ დროს ერთ პატივცემულ დოქტორანტს ბატონ რეზოს, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩუმად იყო, ძალიან მშვიდად აღმოჰხდა: ამათ გაააუხმეთ ზეთისხილები... იმ დაძაბულ მომენტში ამ ფრაზამ ძალიან ბევრი გვაცინა იმდენად სერიოზულად იყო ნათვამი ისე, კარგი გაკვეთილი აღმოჩნდა ქართველებისთვის და აზერებისთვის (სომხებს არც სჭირდებიდათ), მაგის შემდეგ თვით აზერებიც კი 10 წუთით ადრე მიდოდნენ ყველგან -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
Rozoma |
Jun 27 2008, 04:57 PM
პოსტი
#44
|
levan ჯგუფი: Members პოსტები: 408 რეგისტრ.: 15-February 08 მდებარ.: saqartvelo, tbilisi წევრი № 3,940 |
ტყავის ბურთის ოსტატებს გაუმარჯოს!!! იმდღეს აქ პარკში ვეთამაშეთ ფრანგებს სამი სამზე და სამწუხაროდ წავაგეთ.ჯერ იმიტომ რომ ნასვამები ვიყავით მერე იმიტომ კიდე რომ პასებს არ ვაძლევდით ერთმანეთს და ყველა თავდასხმაში ვიყავით.ერთი კიდე საერთოდ გაგებაში არ იყო ბურთის იმათკენ იყო.მოკლედ მატჩი კაი გამოვიდა სანახაობრივად.გულშემატკივარი მოხიბლული დარჩა ჩემი თანაგუნდელის "ტეხნარობით" ისე მეც კოფილი თქვენი კოლეგა ვარ მარათალ "პონტში" გაიხარე -------------------- საქართველოს მონასტრების სამი კანონი:
1) არ განიკითხო! 2) რაჟამს მოყვასი ბრალს გდებდეს, თავს ნუ იმართლებ, სთხოვე შენდობა და გაშორდი! 3) ყოველ ადამიანში დაინახე მხოლოდ სიკეთე, მიმართე მას კეთილი სიტყვით. თუ ეს არ ძალგიძს ნურაფერს ეტყვი!!! |
Rozoma |
Jun 27 2008, 04:59 PM
პოსტი
#45
|
levan ჯგუფი: Members პოსტები: 408 რეგისტრ.: 15-February 08 მდებარ.: saqartvelo, tbilisi წევრი № 3,940 |
იოანა
-------------------- საქართველოს მონასტრების სამი კანონი:
1) არ განიკითხო! 2) რაჟამს მოყვასი ბრალს გდებდეს, თავს ნუ იმართლებ, სთხოვე შენდობა და გაშორდი! 3) ყოველ ადამიანში დაინახე მხოლოდ სიკეთე, მიმართე მას კეთილი სიტყვით. თუ ეს არ ძალგიძს ნურაფერს ეტყვი!!! |
k@the |
Jun 27 2008, 05:10 PM
პოსტი
#46
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
იოანა
ვაა, მაგარი იყო -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
Marabella |
Jul 4 2008, 11:52 PM
პოსტი
#47
|
ႫႠႩႠ ჯგუფი: Members პოსტები: 146 რეგისტრ.: 17-June 07 მდებარ.: Aachen წევრი № 2,215 |
იოანა
ვააა მართლა ესე ტოვებდნენ ?? უყურე მაგათ... ჰმ... ბერძენს არ დატოვებენ მაგენი არსად... ერთი ამბავი მოვყვე მინდა, თუმცა იფიქრებთ ეს გიჟიაო მარა ნუ რა ეხლა სიმართლე კია მაი და თლა დალაგებული ნამდვილათ არ ვარ, კი კი... ხოდა ერთხელაც მოვდივარ ქუჩაში, აქ აახენში და მოვდივარ რა თქმაა და ლამისაა მოვრბივარ! რათა რო სახლში რადიატორის რეგულატორი უნდა გამოეცვალათ და იმათ უნდა მოვუსწრო, ჩოყლაყები უნდა მომადგნენ რა ხოდა ამ სირბილში რაღაცა სასიამოვნო ამბავი მომაგონდა, ესე ვარ - სულ რაღაცას ვფიქრობ (აკი მოგახსენეთ არ ვარ დალაგებული თქვა ). გამახსენდა ანუ რაღაცა სასაცილო და გვარიანად გამეღიმა ესე მარტო მოარულს და უცებ ორმა გოგომ შემომხედა და ქართულად ამბობენ აბა ნეტა ამას რაღა აცინებსო... მე გავიშლიგინე... და მერე მოვედი აზრზე მეთქი ამათმა ქართულად რა თქვეს ?? აი მართლა მეჩქარებოდა და დღემდე ვნანობ რომ არ მივტრიალდი და ქართულადვე არ ვუთხარი მიხარის და ვიცინი თქო.... ასე იყო ეს -თ ეს კი მე და k@the-ს შეგვემთხვა... ) ერთ-შაბათს კიოლნში ვართ და გავიარეთ მაღაზიებში... რაღაცა უმაგრესი ჩანთების მაღაზიას ჰქონდა ფასდაკლება და ნუ შევედით თვალისთვის წყლის დასალევინებლად და ძალიან კარგი გოგო იყო გამყიდველი (გერმანელი!). ამ ნამეტან თვალიერებაში რომ გვნახა შეგვეკითხა სადაურები ხართო. ვუპასუხეთ... უი ბევრი მეგობარი მყავს ქართველიო. და მერე გვეუბნება გამარჯობათ-ო ქართულად... გავშტერდით... მარა გაშტერება დაიცა ჯერ სად ვიყავით. ნუ ვერაფერი ვნახეთ ხეირიანი და გამოვედით, მაგრამ გარედან ვიტრინაში რომ შევხედე ბოლოს კიდევ ერთხელ რაღაცა ჩანთა მომეწონა, დავუძახე ქეთის და იმასაც მოეწონა. ისევ შევბრუნდით და ნუ როგორღაც იყო ეს ჩანთა ჩამოვახსნევინეთ ამ ვიტრინიდან და ასე რომ გადავიხადე გვეუბნება ”დიდი მადლობა” და მერე ” აბა ჰეე”... მე და ქეთი გაშტერებულები და ნასიამოვნები გამოვედით. ასე იყო ესეც, არა ქეთი ?! -------------------- არაკად თქმულა, თორმეტნი შიშველს ნიფხავს ხდიდნენ და ვერ გახადესო
-- თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს -- ...უცდომელი მხოლოდ ღმერთია! -- “და, აჰა, ესერა მე თქუენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა, ამინ” -- ...უფლებას ყველამ უნდა სცეს პატივი. საქართველოს არასოდეს მიუტაცია სხვისი ტერიტორიები, მაგრამ თავისასაც არავის დაუთმობს. /ილია II/ |
k@the |
Jul 5 2008, 12:01 AM
პოსტი
#48
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
მე და ქეთი გაშტერებულები და ნასიამოვნები გამოვედით. ასე იყო ესეც, არა ქეთი ?! გენაცვალე ეგრე იყო, ეგრე თან როგორ ნამდვილი ქართულით თქვა, თითქოს აუFვიდერზეენს გვეუბნებოდა, აბა ჰეეეე - ო -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
იოანა |
Jul 5 2008, 12:19 AM
პოსტი
#49
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
მარაბელას მონათხრობზე გამახსენდა:
ერთხელ ბავშვებს მოუნდათ ნაყინის ჭამა, მივიდნენ გამყიდველთან და რათქმაუნდა ინგლისურად ეუბნებიან აის ქრიმი გვინდაო, გამყიდველმა ვერაფერი გაიგო. ბავ\სვები ხელებს, ფეხებს არ იშურებენ რომ აუხსნან რა უნდათ. ბევრი იტანჯეს თუ ცოტა და ამასთან გამყიდველი ხომ სულ მთლად დატანჯეს, განყიდველი მიუბრუნდა იქვე გვერდზე მდგომს და ქართულად ეუბნება: მგონი ჩაი უნდათო აქ ხომ ძალინ ბევრი ქართველია, ნუ ქუჩაში რომ მივდივართ, თუ ვინმე ბერძნულად რამეს იტყვის ვამბობთ: უი, ბერძენი ჩამოსულაო -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
Marabella |
Jul 5 2008, 12:45 AM
პოსტი
#50
|
ႫႠႩႠ ჯგუფი: Members პოსტები: 146 რეგისტრ.: 17-June 07 მდებარ.: Aachen წევრი № 2,215 |
იოანა
ვაიმე ვიცინე ბევრი! და ისა კი მარა კაცო ნაყინის გამყიდველი თუკი იყო ეხლა რა დიდი მიხვედრა იმასღა უნდოდა რა ენდომებოდათ გამყიდვლებს, ჰაა ??? -------------------- არაკად თქმულა, თორმეტნი შიშველს ნიფხავს ხდიდნენ და ვერ გახადესო
-- თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს -- ...უცდომელი მხოლოდ ღმერთია! -- “და, აჰა, ესერა მე თქუენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა, ამინ” -- ...უფლებას ყველამ უნდა სცეს პატივი. საქართველოს არასოდეს მიუტაცია სხვისი ტერიტორიები, მაგრამ თავისასაც არავის დაუთმობს. /ილია II/ |
იოანა |
Jul 5 2008, 12:51 AM
პოსტი
#51
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
იოანა ვაიმე ვიცინე ბევრი! და ისა კი მარა კაცო ნაყინის გამყიდველი თუკი იყო ეხლა რა დიდი მიხვედრა იმასღა უნდოდა რა ენდომებოდათ გამყიდვლებს, ჰაა ??? არა, მარტო ნაყინის გამყიდველი არ იყო, სხვა რაღაცეებსაც ყიდდა -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
guest |
Jul 19 2008, 09:36 PM
პოსტი
#52
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
იოანა
ნაყინის ამბავი მაგარი იყო უახლოესი ინციდენტი ჩემი რამდენიმე დღის წინ ბელგრადში სასტუმრო "სლავიის" რესტორანში ვიყავი, იქვე განთავსებულია ინტერნეტ კაფეც და რაღაცის გადმოწერა მინდოდა , თან იქაურ ქართველს ველოდებოდი იქ მოლაპარაკებისამებრ. ვიფიქრე,თან რაღაცას შევუკვეთავ, სანამ აქ ვზივარ მაინც, ხოდა ვინც მუშაობს იქ გოგო, იმან მითხრა რესტორნის ოფიციანტებთან უნდა შეუკვეთოო. ავდექი და გავედი რესტორნის მხარეს (დაღლილი და უძინარი ვიყავი ცხადია ), მოკლედ, ერთ მაგიდასთან ორი ახალგაზრდა კაცი ზის თეთრი საროჩკებით ერთნაირად ჩაცმულები და რაღაც საფულეები უდევთ მაგიდაზე. მივედი და ვეუბნები თუ შეიძლება 1-ელ მაგიდასთან 1 თურქული ყავა და წყალი მომიტანეთ თქვა. ნუ მიყურებენ და ბატონოო, მეკითხებიან: გავუმეორე და მეუბნება ერთი, იცით ქალბატონო ჩვენ დაცვის პოლიციელები ვართო სადილზე შემოსულიო და ოფიციანტი რომ მოვა გამოგიგზავნითო 1 მაგიდასთანო მაგრად შემრცხვა, თან გვერდით მყოფებმა მაგრად იხალისეს, დავიბენი და გერმანულზე გადავედი სერბულის მაგივრად, ბოდიში და მიტევება გერმანულად ვთხოვე, ამაზე მთლად დაიზმენდნენ... თუმცა, ესენი უშუალო ხალხია და არ იციან ავარდნები ასეთებზე ღმერთს მადლობა. |
iako |
Jul 20 2008, 06:57 PM
პოსტი
#53
|
ნონა ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 |
ნანა შენ რომ არ შეგემთხვა ისეთი კურიოზი თუ არსებობს ნეტა.
Marabella და k@the ასეა ავალაპარაკეთ ლამის გერმანია ქართულად. -------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
kato_Bato |
Jul 20 2008, 08:30 PM
პოსტი
#54
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
staywhite
ციტატა იოანა ნაყინის ამბავი მაგარი იყო უახლოესი ინციდენტი ჩემი რამდენიმე დღის წინ ბელგრადში სასტუმრო "სლავიის" რესტორანში ვიყავი, იქვე განთავსებულია ინტერნეტ კაფეც და რაღაცის გადმოწერა მინდოდა , თან იქაურ ქართველს ველოდებოდი იქ მოლაპარაკებისამებრ. ვიფიქრე,თან რაღაცას შევუკვეთავ, სანამ აქ ვზივარ მაინც, ხოდა ვინც მუშაობს იქ გოგო, იმან მითხრა რესტორნის ოფიციანტებთან უნდა შეუკვეთოო. ავდექი და გავედი რესტორნის მხარეს (დაღლილი და უძინარი ვიყავი ცხადია ), მოკლედ, ერთ მაგიდასთან ორი ახალგაზრდა კაცი ზის თეთრი საროჩკებით ერთნაირად ჩაცმულები და რაღაც საფულეები უდევთ მაგიდაზე. მივედი და ვეუბნები თუ შეიძლება 1-ელ მაგიდასთან 1 თურქული ყავა და წყალი მომიტანეთ თქვა. ნუ მიყურებენ და ბატონოო, მეკითხებიან: გავუმეორე და მეუბნება ერთი, იცით ქალბატონო ჩვენ დაცვის პოლიციელები ვართო სადილზე შემოსულიო და ოფიციანტი რომ მოვა გამოგიგზავნითო 1 მაგიდასთანო მაგრად შემრცხვა, თან გვერდით მყოფებმა მაგრად იხალისეს, დავიბენი და გერმანულზე გადავედი სერბულის მაგივრად, ბოდიში და მიტევება გერმანულად ვთხოვე, ამაზე მთლად დაიზმენდნენ... თუმცა, ესენი უშუალო ხალხია და არ იციან ავარდნები ასეთებზე ღმერთს მადლობა. იოანა ციტატა ერთხელ ბავშვებს მოუნდათ ნაყინის ჭამა, მივიდნენ გამყიდველთან და რათქმაუნდა ინგლისურად ეუბნებიან აის ქრიმი გვინდაო, გამყიდველმა ვერაფერი გაიგო. ბავ\სვები ხელებს, ფეხებს არ იშურებენ რომ აუხსნან რა უნდათ. ბევრი იტანჯეს თუ ცოტა და ამასთან გამყიდველი ხომ სულ მთლად დატანჯეს, განყიდველი მიუბრუნდა იქვე გვერდზე მდგომს და ქართულად ეუბნება: მგონი ჩაი უნდათო ვაიმე, ვფორთხაააააააავ -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
Marabella |
Jul 22 2008, 10:07 PM
პოსტი
#55
|
ႫႠႩႠ ჯგუფი: Members პოსტები: 146 რეგისტრ.: 17-June 07 მდებარ.: Aachen წევრი № 2,215 |
ახალი ჩამოსული ვარ გერმანიაში და არ ვიცი ჯერ აქაური "წესები".... მაშინ პრაქტიკას ვაკეთებდი დისტანციური სწავლების უნივერსიტეტში ერთ არც-ისე მიმზიდველ ქალაქში. მე ქალაქში ვცხოვრობდი და ეს უნივერსიტეტი კაი ხელა მანძილზე იყო ქალაქგარეთ, 1 საათი მინდოდა გზაში. საღამოა და მოუთმენლად ველოდები ავტობუსს რომ ძლივს სახლში მივიდე... ნუ რაღაცა დაემართა და დააგვიანა, მოვიდა როგორც იყო. დავდექი მე უკანა კარებთან და ველოდები ეხლა გააღებს ეხლა გააღებს რომ ავიდე თქო... და უცებ დაიძრა ავტობუსი და წავიდა... გავეკიდე გიჟივით "გააჩერე გააჩერე". სარკეში დამინახა და კიდევ კარგი გააჩერა (აქ იშვიათად რომ გაგიჩერონ მერე) გამიღო კარი და ავედი. თურმე რა... კარების გვერდზე კნოპკა რომაა იმისთვის უნდა მიმეჭირა რო კარები გაღებულიყო, მე კიდე ველოდებოდი იდიოტივით მძღოლი გამიღებს თქო
-------------------- არაკად თქმულა, თორმეტნი შიშველს ნიფხავს ხდიდნენ და ვერ გახადესო
-- თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს -- ...უცდომელი მხოლოდ ღმერთია! -- “და, აჰა, ესერა მე თქუენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა, ამინ” -- ...უფლებას ყველამ უნდა სცეს პატივი. საქართველოს არასოდეს მიუტაცია სხვისი ტერიტორიები, მაგრამ თავისასაც არავის დაუთმობს. /ილია II/ |
iako |
Jul 24 2008, 02:12 PM
პოსტი
#56
|
ნონა ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 |
ახალი ჩამოსული ვარ გერმანიაში და არ ვიცი ჯერ აქაური "წესები".... მაშინ პრაქტიკას ვაკეთებდი დისტანციური სწავლების უნივერსიტეტში ერთ არც-ისე მიმზიდველ ქალაქში. მე ქალაქში ვცხოვრობდი და ეს უნივერსიტეტი კაი ხელა მანძილზე იყო ქალაქგარეთ, 1 საათი მინდოდა გზაში. საღამოა და მოუთმენლად ველოდები ავტობუსს რომ ძლივს სახლში მივიდე... ნუ რაღაცა დაემართა და დააგვიანა, მოვიდა როგორც იყო. დავდექი მე უკანა კარებთან და ველოდები ეხლა გააღებს ეხლა გააღებს რომ ავიდე თქო... და უცებ დაიძრა ავტობუსი და წავიდა... გავეკიდე გიჟივით "გააჩერე გააჩერე". სარკეში დამინახა და კიდევ კარგი გააჩერა (აქ იშვიათად რომ გაგიჩერონ მერე) გამიღო კარი და ავედი. თურმე რა... კარების გვერდზე კნოპკა რომაა იმისთვის უნდა მიმეჭირა რო კარები გაღებულიყო, მე კიდე ველოდებოდი იდიოტივით მძღოლი გამიღებს თქო -------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
shore |
Oct 3 2008, 01:59 AM
პოსტი
#57
|
შორენა ჯგუფი: Members პოსტები: 379 რეგისტრ.: 4-June 07 მდებარ.: BATUMI-vagoni-TBILISI წევრი № 2,099 |
მართალია ეს ამბავი უცხოეთში არ მომხდარა, მაგრამ მაინც "თარგმანში დაკარგულებს" ეხება
ერთ-ერთი მორიგი მგზავრობის დროს ბათუმიდან თბილისამდე, ერთი ასეთი სახალისო ამბის მომსწრე გავხდი - ზაფხულის ბოლო იყო და მოგეხსენებათ ამ დროს რა რაოდენობის დამვენებელი უბრუნდება ოჯახს, საქართველოა მაინც და არც ერთი ადგილის ორჯერ (თუ მეტჯრ არა) გაყიდვა არის უცხო.... ჰოდა, ბათუმიდან თითქოს არაუშავს მშვიდად დავიძერით, მაგრამ აი ქობულეთში კი... დაიწყო რაც დაიწყო, დავა, ჩივილი, ნებით თუ ძალით ადგილის დამკვიდრება (პირდაპირი მნიშვნელობით), მოკლედ საკმაოდ "სახალისო" სიტუაცია შეიქმნა. ერთ ერთ ასეთ ორნაყიდ ადგილას ორი უცხოელი მამაკაცი აღმოჩნდა, რომლებიც საკმაოდ მშვიდად და მათი აზრით პატიოსნად მგზავრობდნენ და საკმაოდ გაოგნებულები ადევნებდნენ თვალს ამ აუზაურს. მშვიდად მანამდე, სანამ ერთი საოცრად გარუჯული ფაშფაშა ქალბატონი არ დაადგათ თავს და კატეგორიული ტონით არ განუცხადა: "ფლიიზ ვსტანწე"! ... დანარჩენი წარმოიდგინოს თავად მკითხველმა!... კიდევ კარგი დროზე გამოჩნდა მადლიანი გამცილებელი, რომელსაც ინგლისური თუ არა, მდგომარეობის შინაარსი მაინც ესმოდა კარგად, და მალევე იხსნა საწყალი უცხოელები "პოლიგლოტი" ქალბატონის რისხვისაგან -------------------- დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება შეუძლებელ კაცთათვის შესაძლებელია ღვთისათვის |
კანონისტი |
Oct 3 2008, 11:50 AM
პოსტი
#58
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მე შემემთხვა ამას წინათ თურქეთის საელჩოში:
რაღაცის გასარკვევად დავრეკე და ცხადია, თურქულად მომესალმა: – ბუირუნ, ეფენდიმ (გისმენთ, ბატონოო). მეც ჩავირთე ( ) ვუხსნი, ამისთვის და ამისთვის მოვედი (საელჩოსთან ვიყავი), ეს საქმე მაქვს, ვიღაც თურქების სახელებიც ვუხსენე და უცებ ძალიან მშვიდი ხმით მეკითხება: - უკაცრავად, თქვენ ქართველი ხართ? - დიახ?.... - მერე რას მტანჯავთ? ქართულად მითხარით რა... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
alilo |
Oct 22 2008, 02:25 PM
პოსტი
#59
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 303 რეგისტრ.: 5-July 07 წევრი № 2,393 |
ციტატა მე ჩემს პატარა ხელცანთაში ხელი ჩავდე საფულის ამოსაღებად, და გამოვშტერდი ალბათ გადაღლილობის გამო და საფულის მაგივრად ამოვიღე რევოლვერი უცებ სრული სიმშვიდე ჩამოვარდა და ვხედავ, რომ კასირშას ხელები მაღლა და თვალებგაფართოვებული კანკალით მიყურებს! ვაი დედა კუჭი ციტატა "მადლობთ, თავად როგორ გიკითხოთ ბატონო პაპაკ" (!!!). სიჩუმე რომ ცამოვარდა წამით, მივხვდი რომ რაღაც დავაშუშე ამ დროს მოვიდა მამა მარკო, მომკიდა ხელი და გამიყვანა, მალე სიცილის ხმა გამოდიოდა სტუმრების ოთახიდან. როგორც მერე მარკომ ამიხსნა (არ დავტუქსულვარ ისე, სერბები თავისუფალი იუმორის მოყვარული ხალხია და მსუბუქად ირებენ ხოლმე ასეთებს), რომ "პაპაკ" თურმე ნიშნავს ჩვენებურ ჟარგონზე-> არიფს, გოიმს წარმოიდგინეთ, ისეთ საზოგადოებაში კაცს ვუთხარი , სხვა არაფერი თუ არა: როგორ ბრძანდებით ბატონო არიფო -------------------- კაცმა ისეთი რამ არ უნდა ჩაიდინოს ,რომ როცა უკან მოიხედავს იმ ჩანადენის შერცხვეს, ეს ჩანადენი შეიძლება იყოს სიტყვის,საქმის ან გულის-ხმის ყოპის სახით.
|
KAIROS |
Oct 23 2008, 09:58 AM
პოსტი
#60
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
მაგარია
მე მყავს ერთი გულითადი ძმაკაცი, მოკლედ ვართ ამ ჩვენს ლამაზ დედაქალაქში ( სადაც ნანას ის ამბავი შეემთხვა) ხოდა, შესულა თურმე ჩვენი ძმა და მეგობარი მეტროში... კაი მოსული ქართული და ჯიშიანი ცხვირიანი გახლავდათ ეს ჩვენი ძმა ( ახლა ოპერაცია გაიკეთა, პროფესიიდან გამომდინარე), ხოდა არის თავისთვის... უცებ ესმის ერთი კაცი ეუბნება მეორეს ," აუ ნახე რა ცხვირი აქვსო", მეორემ ".ა აბა, აბაო, არა აქვს ბადრიჯანივითო" მერე იმან, არა ჩემს მეზობელ პეტროსას ქონდაო, იმან კიდევ ვიღაცას შეადარა და არის ერთი ქართული სიცილი და ხითხითი... ითმინა, ითმინა ჩვენმა ძამიკომ და ჩასვლის წინ უთხრა" არც შენ გაქვს ჩემო ძამია ნაკლებიო" გაშტერდნენ თურმე ... ხო ახლა მეზე, მოკლედ ახლა აქ კაიროსი კი ვარ, მარა მეც მაქვს გვარი, ხოდა, ეს გვარი მეგრულია, მარა იმერეთში გაზრდილს არაფერი მესმის მეგრული ( იშვიათის და აუცილებელის გარდა ) , ჰოდა, ვარ ერთხელ ჩემთვის, გამწარებული ვმეცადინეობ, რაღაც გამოცდა მქონდა და ვათევ ღამეს, მერე ცოტა ტვ-ს გავხედე, არხიდან არხზე გადავრთე და უცებ მშობლიური ქვევრი არ შევნიშნე? ვაა.. დავბრუნდი, ქართული ფილმია ღამის 4 სთ.ზე გამეხარდა საოცრად, მოვეწყე, ვუყურებთქო, მარა... მეგრულადაა მთელი ფილმი და არ მესმის ინჩი-ბინჩი , ხოდა ამ ორ საათიან ფილმს სულ ქვემოთ დაწერილი თარგმანით ვუყურე საქმეა ესა? გადატრიალდებოდა ჩემი მეგრელი წინაპარი საფლავში -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th September 2024 - 07:18 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი