ემიგრანტის დღიური, ჩანაწერები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ემიგრანტის დღიური, ჩანაწერები |
baklana |
Jan 18 2011, 02:02 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 18-January 11 წევრი № 10,297 |
მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ფორუმელებო. გადავწყვიტე გამეხსნა ახალი თემა სადაც ემიგრანტები დადებენ პატარა ჩანახატებს.
დიდად მხატვრული აზროვნებითა და წერის ნიჭით არ გამოვირჩევი მართალია ,მაგრამ ვცდი..იმედია თავს არ შეგაწყენთ ალბათ ჩემი ნაწერის შემდეგ უფრო ნათლად მიხვდებით რა შინაარსის იქნება ეს თემა პ.სმოდერატოს ვთხოვ თუ არასწორად გავხსენი თემა,იქნას გადატანილი ან წაშლილი პ.პ.ს გილოცავთ ყველა დღესასწაულს ერთად ქართველებო რომ დაიბადები, მე დავიბადები... რომ გაიღვიძებ, მე ჩიტების ჟღურტულად გადავიქცევი, რომ დილა გაგილამაზო... რომ შეჭამ, შენს მადად ვიქცევი... რომ ირბენ, ქარად ვიქცევი და გზიდან კენჭებს გადავყრი... რომ ისაუბრებ, ყველა შენს სიტყვას ჩავიწერ და ტომეულებად გამოვცემ... რომ დაიძინებ, ლამაზ სიზმრად ვიქცევი და ზღაპარს გაჩუქებ... რომ გარდაიცვლები, ჩემს მიწისფერ თვალებში დასაფლავდები... გერმანია.მაინცი 2011 წელი. 22:28.....17 იანვარი წერით არასოდეს არ დამიწერია,რაიმე ჩანახატი არ გამიკეთებია.... ვთვლი რომ არ გამომდის....აბა ,ეხლა რამ გადაგაწყვეტინა დაგეწერააო?დაისმევა კითხვა...რამ და მარტოობამ.დიახ მარტოობამ აი,ამ წუთში თავს ვგრძნობ მარტო....მიუხედავად იმისა რომ.... მაგრამ არ დავიწყებ იმის წერას თუ რატომ ვარ ასე....უბრალოდ მინდა დავწერო ..... გადავხედე ჩემი ცხოვრების განვილ ეტაპებს და აღმოვაჩინე რომ საინტერესო იყო ჩემი ცოხვრების უკანასკნელი 3 წელი.....საერთოდ ადამიანი (ყოველშემთხვევაში მე ასე დამემართა...) როცა რაღაცა მთავრდება მერე აცნობიერებ თუ რა ძვირფსი იყო ის რაც გქონდა.... კიდევ იცი რა მიმახვედრა ცხოვრებამ?ჰმ...არადა საკვირველია,თითქოს 25 წლის ასაკში ეს უნდა მცოდნოდა....რომ არ უნდა იოცნებო.....მყარად უნდა იდგე...არა მთლად მეოცნებეც არ ვარ....არ დავფრინავ ..მაგრამ არის მომენტები როდესაც სადღაც გაგეპარება გონებაში ოცნება და.... თავისუფლება შემაყვარა ევროპამ...... ზოგი მკითხველი რას აღარ გაივლებს თავში.... იცით როგორი თავისულება....მიდიხარ ქუჩაში....აი თუნდაც პრაღაში...კარლოვის ხიდზე ,სადაც ათასობით ტურისტი ირევაა....მაგრამ შენ თავისუფალი ხარ....არავინ გიყურებს ...შენ ხარ შენთვის.....ან თუნდაც პარიზში...როდესაც სენის ნაპირებს გაყურებ და ღრმა ფიქრებში იძირები....შენ თავისუფალი ხარ... ამ თავისუფლებას ვგულისხმობ... კიდევ უფრო მეტად დამაახლოვა ევროპამ სამშობლოსთან.....უფალთან და მიმახვედრა რამდენად ძვირფასია ეს ყველაფერი..... ~ ალბათ თავიც შეგაწყინეთ..... იხარეთ და იმრავლეთ ქართველებო.... ხვალამდე .თქვენი ბაკლანა -------------------- მიყვარს
|
სოფი |
Jan 18 2011, 03:40 PM
პოსტი
#2
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
baklana
კარგი თემაა -------------------- "Happiness only real when shared."
|
jariskaci |
Jan 18 2011, 03:49 PM
პოსტი
#3
|
jariskaci ჯგუფი: Members პოსტები: 1,034 რეგისტრ.: 2-October 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,878 |
რა ვქნა ჩემი დღიური აქ ხომ არ გადმოვიტანო?
-------------------- ჩვენ დაბრუნებას გაუმარჯოს :-)
|
სოფი |
Jan 18 2011, 03:56 PM
პოსტი
#4
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
jariskaci
დაასკანერე -------------------- "Happiness only real when shared."
|
jariskaci |
Jan 18 2011, 04:05 PM
პოსტი
#5
|
jariskaci ჯგუფი: Members პოსტები: 1,034 რეგისტრ.: 2-October 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,878 |
უFFF ჯერ ადრეა მაგრამ ვიფიქრებ მაგაზე
-------------------- ჩვენ დაბრუნებას გაუმარჯოს :-)
|
jariskaci |
Jan 19 2011, 01:32 PM
პოსტი
#6
|
jariskaci ჯგუფი: Members პოსტები: 1,034 რეგისტრ.: 2-October 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,878 |
გამოქვეყნებისაგან თავი შეიკავეთ............
ცოტა არეულად კი ვწერდი მაგრამ ახლა გამოვსწორდი. არასოდეს დამიწერია დღიური. იმედია არ დამცინეეებთ გაგრძელება შეიძლება იყოს :D:D -------------------- ჩვენ დაბრუნებას გაუმარჯოს :-)
|
iako |
Jan 19 2011, 02:36 PM
პოსტი
#7
|
ნონა ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 |
baklana
სასიამოვნოა შენი აქ შემოსვლა. ლამაზი ჩანახატი იყო. მართალია ევროპაში თავისუფალი ხარ უფრო და მის ფასს ხვდები.კარგი იქნება თუ გააგრძელებ ჩანახატების დადებას. jariskaci გაგრძელებას ველდები მე ყოფილი ემიგრანტი ვარ. შთაბეჭდილებები საკმაოდ ბევრი მაქვს ევროპასთან დაკავშირებით, მაგრამ წერაში მოვიკოჭლებ .სამაგიეროდ კარგი მკითხველი ვარ -------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
სოფი |
Jan 19 2011, 05:36 PM
პოსტი
#8
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
jariskaci
რას მერჩოდი დამენანე... -------------------- "Happiness only real when shared."
|
jariskaci |
Jan 20 2011, 01:25 AM
პოსტი
#9
|
jariskaci ჯგუფი: Members პოსტები: 1,034 რეგისტრ.: 2-October 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,878 |
რა მექნა აბა შენს გარდა ვინ გადათარგმნიდა? :
-------------------- ჩვენ დაბრუნებას გაუმარჯოს :-)
|
ნაინა |
Jan 20 2011, 12:31 PM
პოსტი
#10
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
jariskaci
გურამ ტექსტი ამ საიტზე ჩააკოპირე და გადაგითარგმნის მაშინვე. http://www.convert.ge/ge/text.shtml -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
baklana |
Jan 20 2011, 05:28 PM
პოსტი
#11
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 18-January 11 წევრი № 10,297 |
iako
დიდი მადლობა იაკო,მაგრამ დიდად წერის ნიჭით არც მე ვარ დაჯიულოდებული,ასე რომ გაბედე და დაწერე შენც.დტიმული მომეცი რომ დამეწერა,რისთვისაც დიდი მადლობა jariskaci საინტერესოა ძალიან,ღმერთმა გაგაძლიეროს და მშვიდობა(ძნელია მარა)მოგგვაროს,სულიერო რაც მთავარიაა -------------------- მიყვარს
|
Heinrich von Sinsheim |
Jan 21 2011, 11:33 PM
პოსტი
#12
|
ჰაინრიხ ზინსჰაიმელი ჯგუფი: Members პოსტები: 84 რეგისტრ.: 9-June 10 წევრი № 8,980 |
jariskaci
გურამ, განაგრძეთ ძალიან გთხოვთ. -------------------- Jedem das Seine!
|
jariskaci |
Jan 22 2011, 06:19 AM
პოსტი
#13
|
jariskaci ჯგუფი: Members პოსტები: 1,034 რეგისტრ.: 2-October 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,878 |
ციტატა jariskaci გურამ, განაგრძეთ ძალიან გთხოვთ. კი მინდოდა გაგრძელება მაგრამ აღარ მომწონს ძველი ჩანაწერები ახლა რომ ვკითხულობ. თანდათან დავხვეწე წერის მანერა და....... ვნახოთ რააა... ალბათ გავაგრძელებ -------------------- ჩვენ დაბრუნებას გაუმარჯოს :-)
|
iako |
Jan 22 2011, 01:21 PM
პოსტი
#14
|
ნონა ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 |
jariskaci
სამაგიეროდ ჩვენ მოგვწონს, ჩვენთვის დაწერე -------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
jariskaci |
Jan 22 2011, 04:57 PM
პოსტი
#15
|
jariskaci ჯგუფი: Members პოსტები: 1,034 რეგისტრ.: 2-October 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,878 |
4 ნოემბერი
დღის სამ საათზე სიცხემ გამაღვიძა, საძილე ტომარაში მეძინა რადგან ღამე ცივა ხოლმე. დღისიღ სიცხე გკლავს გამე სიცივე, წუხელ რომ შევედი კარავში გელას მოკუნტულს ეძინა მისი ბარგი ჯერ არ ჩამოსულა, საძილე ტომარა არა აქვს თან. თუ კი რამე მქონდა გადავაფარე, დიდი პირსახოციც კი. კარგ ხასიეთზე გავიღვიძე, რაღაცნაირად მიხარია აქ ყოფნა, თითიქოს ვიპოვე ჩემი ადგილი... ნამდვილი ჯარისკაცული ცხოვრება, იარაღი, დაძაბულობა, ომის სურნელი. მართალია ჯერ არ ყოფილა საომარი სიტუაცია, მაგრამ რომ იგრძნობა ესეც საკმარისია. სადილად მშრალი ულუფაა, ნეტავ რაA შიგ? ქათმის ხორცი, ნამცხვარი, შოკოლადი... გემრიელად გეახელი და გადავედი შტაბში რაღაც რაღაცეებე დამრჩა გასაკეთებელი, საცეცხლე პოზიციაც მინდა ჩემებურად მოვაჭხო. ისე რომ საჭიროების შემთხვევაში არ გაგვიჭირდეს სროლა. თორემ წუხელ რომ რამეში დავჭირვებოდით ალბათ ვერც ვისროდით. მთელი დღე მოვუნდი ამას, დამიზნების წერტილები ჩავასეთ მე და ჩაჩომ და ნაღმები დავახარისხეთ. საშინლად ცხელა ალბათ 27 გრადუსი მაინც არის, თან პატარა ნიავის დაბერვაზეც კი საშინელი მტვერი დგება. ძნელი სამუშაო არ იყო მაგრამ ძალიან დიდ სიზუსტეს და ყურადღებას მოითხოვს, ამიტომაც მოვუნდით დაბინდებამდე. მზე ასე 18 საათზე ჩადის და უცებ იცის ხოლმე ჩამობნელება. საღამოთიც მშრალი ულუფა გეახელი. კიდევ ერთი საგუშაგო დაგვიმატეს, არტილერიის პოზიციაზე ყოველთვის უნდა იყოს ერთი კაცი, არა და მთელი ოცეული თაუერბზე დგას. ვინ დადგება..? ვინ და ვინც თავისუფალია მე ვასო და ათეულის მეტაურები მეტი გზა არაა. ახლა საგუშაგოზე ვარ და ლეპტოპში ვწერ ამ ყველაფერს რა ვქნა მთელი დღე ვერ ვიცლი და დრო ხომ უნდა გავიყვანო რამეთი? 0:13 საათია ახლა 15 წუთში ცვლა მოვა და ვჩქარობ წერას, მინდა მოვასწრო და დასვენების დროს დავისვენო. მართალია არ მეძინება მაგრამ დავწვები და ვიფიქრებ მაინც საქართველოე... ოჯახზე... მეგობრებზე.... ყველა მომენატრეთ............ წავედი ახლა მე........ -------------------- ჩვენ დაბრუნებას გაუმარჯოს :-)
|
baklana |
Jan 23 2011, 03:46 AM
პოსტი
#16
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 18-January 11 წევრი № 10,297 |
სიყვარული ისეთ ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს!
გოდერძი ჩოხელი გერმანია.მაინცი.2011 წელი,23 იანვარი 00:14წ თავისუფალი ნება ძალიან საინტერესო ტრადიციების მატარებელი ერი ვართ.არ დავიწყებ ჩამოთვლას....შორს წაგვიყვანს. არც იმის ახსნა მინდა რომ მთის ხალხი კიდევ უფრო მეტად განსხვავდება სხვა დანარჩენი სხვა კუთხის ხალხისაგან.... ჩემი აზრით,და საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე.თავისუფალი ნება (ზრდასრული ადამიანისა ) საქართველოში იშვიათა. რამე გადაწყვეტილება რომ გინდა მიიღო უნდა ჩაერიოს დედა-მამა, და-ძმა და ა.შ. მაგალითად: ხვალ წავიდე თუ არა კინოში? და არაფერს ვამბობ იმაზე როცა ოჯახის შექმენაზე მიდგება საქმეე. ამ თემაზე მინდა გავამახვილო ყურადღება და გავავლო პარალელები ევროპულ“ ნების თავისუფლებაზე“ და საქართველოს“ ნების თავისუფლებაზე“ პირადი ცხოვრება <თვითონ სიტყვებიდან გამომდინარე მიგვანიშნებს რომ ეს არის პირადი, შენი. როგორ ხდება ჩვენთან?შეგიყვარდაააა??ვაი შენს თავს უბედურს თუ ბიჭი ან გოგო არ მოეწონათ ფერით,სიმაღლით,წარსულით(არ ვგულისხმობ იმას რომ ნარკომანი(იყო)ა ან რამე პათოლოგიურს) განათხოვარია,ნაცოლარია,დედა არ მომწონს მისი,ან მამა ,ან 2 ოთახიანი ბინა აქვს,ან თბილისელი არაა,ან მეზობლის „კეთილ“ რძევას უგდო ყური... მიდის გამოკითხვა ვინ იყო მისი ბაბუა,და გვარის ისტორია.. და მავანნი და მავანნი. ერევაა ყველა განურჩევლად უნდა ერეოდეს თუ არა.აქვთ სხვადასხვა პოზიციები,და შენ რა გაწუხებს აღარ გეკითხებიან.ან კიდევ :გაივლის,ეს ეხლა გიყვარს თორემ მერე დაივიწყებ!(?)იმაზე აღარ ვამბობ,რომდარეკავ ნათესავთან მოსაკითხად და საუბარში ეუბნები „სამსახურის დაწყება მინდა“ (მუდმივი პრობლემა) და პასუხად იღებ „რა დროს სამსახურია,მე შენ უდნა გაგათხოვო!!“ (არადა იცი,რომ შენ ძალიან მალე ნიშნობა გაქვს.... ალბათ ეს ჩვენი აღზრდის ბრალია!35 წლის კაცი რომ მამაზე იქნები დამოკიდებული,ან 30 წლის გოგო რომ მამას მოთხოვ ფულს,ის ჩერევა შენ საქმეშ აბა რას იზამს?ხო მთლად მამის ბრალი არა უმუშევრობა,ქვეყანაა ასეთი და რას ვიზამთ? რა ხდება აქეთ? შეგიყვარდაა?შენ მოგწონს?კარგად იყავი.შეგერგოს,დაე იყავი ბედნიერი.როგორი მარტივია არაა? შეიძლება ჩაერიონ მშობლები ,ჩემი სუბიექტური არზით,თუ რამე პათოლოგიურს არ ვაწყდებით, როგორიცა ნარკომანი(რომლის გამსრწოება,რბილად რომ ვთქვათ არ ხერხდება),ლოთი,ეჭვიანი(ცოტა ძნელი დასადგენია) და ა.შ ძალიან ბევრის დაწერა მინდოდა და იმდენად მინდოდა რომ აგარ გამომივიდა....უბარლოდ გული მტკივა,დღეს ერთი ადამიანი იტანჯება ასეთუ უაზრო ჩარევით....მე ადრე მოვედი გონს (ალბათ) და გამოვიქეცი... ალბათ,ძნელი მისახვედრი არაა საკუთარი ცოხვრების ეპიზოდებს რომ შევეხე და ის გადმოგეცით რაც მაწუხებ(და)ს და მტკივა. მინდა გთხოვოთ,გქონდეს თავისუფალი ნება და იყავით დამოუკიდებლები!!! თქვენი აზრით?? -------------------- მიყვარს
|
jariskaci |
Jan 25 2011, 12:04 AM
პოსტი
#17
|
jariskaci ჯგუფი: Members პოსტები: 1,034 რეგისტრ.: 2-October 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,878 |
5 ნოემბერი
-------------------- ჩვენ დაბრუნებას გაუმარჯოს :-)
|
baklana |
Jan 25 2011, 12:23 AM
პოსტი
#18
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 18-January 11 წევრი № 10,297 |
საინტერესო პატარა ისტორია დაწერე... მომეწონააა..გაიხარე ჯარისკაცო
საინტერესო პოსტია კარისკაცო,გაიხარეეე -------------------- მიყვარს
|
nazi |
Jan 25 2011, 02:34 PM
პოსტი
#19
|
Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 398 რეგისტრ.: 8-August 07 წევრი № 2,585 |
გააგრძელე წერა ჯარისკაცო და სიურპრიზი ჩემზე იყოს
|
jariskaci |
Jan 26 2011, 12:53 AM
პოსტი
#20
|
jariskaci ჯგუფი: Members პოსტები: 1,034 რეგისტრ.: 2-October 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,878 |
ციტატა გააგრძელე წერა ჯარისკაცო და სიურპრიზი ჩემზე იყოს kiss1.gif ნეტა რას მპირდება? მგონი ვხვდები იცი? აჰა შენ ეს. 8 ნოემბერი დღეს 8 ნემბერია დილიდანვე რაღაც უხასიეთოდ გავიღვიძე, დღეს ხომ ჩემი ქორწილის დღეა? მართალია ამ დღეს არ დავიწერეთ მე და ნუცამ ჯვარი მაგრამ ამ დღეს, “ილიაობას” ჩემთან მქონდა ქორწილი, მახსოვს რა ბედნიერი დღე იყო. ძალიან მენატრება ნინუცა, ძალიან, ჩემი პატარა ანგელოძი, ჩემი ცხოვრების აზრი და მიზანი. მის გარეშე ვერც კი წარმომედგინა ცხოვრება, არ ვიცი, ახლა ვცხოვრობ თუ ვარსებობ..... მტელი ცხოვრება იმისტვის ვიწვალე რომ ბედნიერი ოჯახი მქონიდა და საყვარელი ადმიანის გვერდით ვყოფილიყავი, სამაგიეროდ კი რა დამრჩა ამ ყველაფრისგან? არაფერი....... არ ვიცი არტომ გამწირა ღმერთმა ასე, მე ხომ მალე პატარა უნდა მყოლოდა და მამა გავმხდარიყავი, ჯერ იმას ვერ ვიჯერებდი რომ ცოლ ქმარი ვიყავით და მამობა ხომ.......... მთელი ერთად ცხოვრების პერიოდი შეყვარებულებივით ვიყავით, პატარა ბავშვებივით გვიხაროდა ერთად ყოფნა, ერთი სულით ვცხოვრობდით. არ მინახავს მე ნუცასავით საყვარელი ადამიანი ამ ქვეყნად და ალბათ ამიტომაც დავდივარ ისევ მარტო... მე მისი სიყვარულით და მასზე მოგონებით ვარსებობ.... მენატრები ნუცი, სიგიჟემდე მენატრები, ამ სიტყვებს ყოველწამს ვიმეორებ გულში და მინდა ხოლმე რომ ხმამაღლა ვიყვირო, ქვეყანას გავეგებინო რომ ძალიან მენატრები და მიყვარხარ, მიყვარხარ ისე ძლიერ რომ გული მტკივა .ახლაც ამიტომ ვარ აქ ვეძებ "რაღაცას" ვეძებ მაგრამ ვერ ვპოულობ....... ჩვენი ცხოვრება არაფერია.......... მთელი დღე უაზროდ გავიდა, არაფრის თავი არ მქონდა ველოდებოდი როდის დაღამდებოდა რომ ინტერნეტში შევსულიყავ და ცოტა გული გადამეყოლებინა. მამაჩემს ველაპარაკე სკაიპით, ძალიან მოტეხილი მეჩვენა, მანაც ბევრი რამე გადაიტანა და.....ეხ............. -------------------- ჩვენ დაბრუნებას გაუმარჯოს :-)
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th September 2024 - 04:30 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი