თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესია და სახელმწიფო _ პუტინის ლეკვები

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Feb 23 2010, 02:51 PM



ვეხმაურები ამ ბოლო დროს ინტერნეტ სივრცეში (სხვა ფორუმებზეც) დაწყებულ საშინელ პროპაგანდას, რომლის უკანაც აშკარად FSB დგას. ვიღაც პროფესორის სასაცილო სტატიებს, რომელიც ჯერ კიდევ 1997 წელს საშინელად პრორუსული მენტალიტეტის იყო და ა.შ.

მოგიწოდებთ

ნუ დახურავთ მათ მიერ გახსნილ თემას, რადგან უამრავ ახალ უაზრო თემას გახსნიან და ამით პრობლემა ვერ მოგვარდება

ეს სამრეკლო, თუ სამკერვალო, აშკარად მის აზრსაც აღარ გვახვევს თავს, არამედ შთაბეჭდილება მრჩება, რომ სხვა გზა აღარ აქვს ისეა გამოჭერილი დედა პუტინის გარემოცვის მიერ

მე გთავაზობთ საქმეს უფრო სერიოზულად მოვეკიდოთ და კომპეტენტურ ორგანოებს მივანდოთ მისი გამოძიება, რათა ფრომალურად დადგინდეს ამ იდიოტობების სათავე, (მამა რასია)

ჩვენო ჯიგრებო, რუსული KGB-ს უშტატო და უხელფასო თანამშრომლებო. ამ თემაში შემოდით და საჯაროდ აღიარეთ თქვენი მიზნები, ორიენტაცია და დავალებები

წარმატებებს გისურვებთ


კანონისტს ვთხოვ ნებისმიერი პრორუსული თემა თუ პოსტი ამ თემაში გადმოამისამართოს, რადგან მხოლოდ ეს სათაური შეეფერება მათ სურვილებს და ოცნებებს

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Feb 23 2010, 02:54 PM

Giorgi-
მე მგონი გიორგი ამით უფრო ხელს ვუწყობთ ისევდა ისევ მათ. აღარ გვინდა ამაზე საუბარი. პირად კონტროლზე ავიყვან და რამდენსაც გახსნიან იმდენს დავხურავ. მე ეს არ მომბეზრდება.

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Feb 23 2010, 02:58 PM

afxazi

ციტატა
მე მგონი გიორგი ამით უფრო ხელს ვუწყობთ ისევდა ისევ მათ. აღარ გვინდა ამაზე საუბარი. პირად კონტროლზე ავიყვან და რამდენსაც გახსნიან იმდენს დავხურავ. მე ეს არ მომბეზრდება.


გასაგებია, მაგრამ პრობლ

afxazi
ციტატა
მე მგონი გიორგი ამით უფრო ხელს ვუწყობთ ისევდა ისევ მათ. აღარ გვინდა ამაზე საუბარი. პირად კონტროლზე ავიყვან და რამდენსაც გახსნიან იმდენს დავხურავ. მე ეს არ მომბეზრდება.


გასაგებია, მაგრამ პრობლემა ვერ მოგვარდება ამით. ისაუბრონ ერთ თემაში რატომაც არა. რატომ უნდა ქონდეთ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა და პრეტენზია, რომ თემებს უხურავენ

დემოკრატიაა, სანამ არ დადგინდება მათი შემკვეთი მანამდე არ უნდა მივედავოთ, ჩემი აზრით smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Feb 23 2010, 02:58 PM

Giorgi-
afxazi
დახურვა სჯობია. დროზე რომ აელაგმა ორჯონიკიძის პროპაგანდა ჟორდანიას, ახლა ჭაობში არ ვიქნებოდით.

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Feb 23 2010, 03:00 PM

კანონისტი

ციტატა
დახურვა სჯობია.


მე უკეთესს გთავაზობთ. პოლიცია ჩავაყენოთ სქმის კურსსში. ვინაობის დადგენა ადვილია. ყველა ფორუმზე პოსტავს ამ სისულელეებს... გასამართლება ჯობია დახურვას

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Feb 23 2010, 03:00 PM

Giorgi-

ციტატა
გასაგებია, მაგრამ პრობლემა ვერ მოგვარდება ამით. ისაუბრონ ერთ თემაში რატომაც არა

როდესაც თავს მოხვეულია შეხედულება, ცხადია ეს მიუღებელია. ეს არ არის განსხვავებული აზრი. როდესაც ადამიანს მიაჩნია, რომ განსხვავებული აზრი აქვს, ის არ ფიქრობს, რომ მისი აზრია ერთადერთი და ჭეშმარიტი. ამ წევრისგან მსგავსი იგრძნობოდა, გარდა ცინიზმისა?

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Feb 23 2010, 03:05 PM

afxazi

ციტატა
ამ წევრისგან მსგავსი იგრძნობოდა, გარდა ცინიზმისა?


ამ წევრისაგან იგრძნობოდა პასუხისმგებლობა დავალების კეთილსინდისიერად შესრულებისათვის.

ცხადია ასეთი დავალებები მათ ექნებათ, თუმცა ვეჭვობ ამ დონის პროპაგანდით უკურეაქციას მიიღებენ

საბედნიეროდ რუსული პოლიტიკა ამ დონეს ვერ გაცდება. შესაბამისად საგანგაშო არაფერია. საჯაროდ უნდა ვაღიაღებინოთ შემკვეთი და შემდეგ იგივე ბედი ეწევა რაც სხვებს, კამერებით რომ დაადგნენ ინტერპოლიუთ ძებნილებთან მოლაპარაკებებზე


პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Feb 23 2010, 03:36 PM

სხვათა შორის აქ თეოლოგიური პრობლემატიკაც დგას აპოკალიფტიკის კუთხით. მთელი ეს იდეოლოგია ეფუძნება ფსევდომართლმადიდებლობას, რომლის მიხედვითაც რუსეთი არის ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც აღსდგება ანტიქრისტეს წინააღმდეგ ვითარცა III რომი. ამ შემაშფოთებელი სწავლებით მახინჯდება მართლმადიდებლური ცნობიერება.

P.S. ჯობია რელიგიური მიმართულებაც მიეცეს ამ ყველაფერს...

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Feb 23 2010, 04:14 PM

ციტატა(Giorgi- @ Feb 23 2010, 03:00 PM) *

კანონისტი
მე უკეთესს გთავაზობთ. პოლიცია ჩავაყენოთ სქმის კურსსში. ვინაობის დადგენა ადვილია. ყველა ფორუმზე პოსტავს ამ სისულელეებს... გასამართლება ჯობია დახურვას

ამაში ვერ დაგეთანხმები, ჩემო კარგო.
ჯერ ერთი, ჩვენს სამართალდამცავებს და ზოგადად ხელისუფლებას, ოღონდ ადამიანის ხორცი აჭამე და მეტი არაფერი უნდათ.
კაცი სულ რომ არ იყოს დამნაშავე რამეში, ისე დაიჭერენ და დაუმახინჯებენ ცხოვრებას, წარბიც არ შეუტოკდებათ.
მერე კიდე, ეს ფორუმიც, სხვა ფორუმებიც და თითქმის ყველაფერი სახელმწიფოში, ძალიან გულდასმით კონტროლდება.
ასე რომ, ჩვენი პადსკაზკები და მინიშნებები არაფრად სჭირდება პოლიციას.
ეს სამრეკლოა თუ ვიღაც სუბიექტი, თუ მართლაც წარმოადგენს საშიშროებას სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის,
დამიჯერე, უკვე კარგა ხნის გაშიფრული და კონტროლზე აყვანილი იქნება.
უბრალოდ, დაადეთ IP ბანი და ღმერთიმც უშველის.

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Feb 23 2010, 04:22 PM

terra

ციტატა
ჯერ ერთი, ჩვენს სამართალდამცავებს და ზოგადად ხელისუფლებას, ოღონდ ადამიანის ხორცი აჭამე და მეტი არაფერი უნდათ.
კაცი სულ რომ არ იყოს დამნაშავე რამეში, ისე დაიჭერენ და დაუმახინჯებენ ცხოვრებას, წარბიც არ შეუტოკდებათ.


ცოტა ზედმეტია მგონი smile.gif ისევე, როგორც სააკაშვილმა რომ გენოციდი მოუწყო ქართველებს smile.gif


პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Feb 23 2010, 04:23 PM

terra

ციტატა
ეს სამრეკლოა თუ ვიღაც სუბიექტი, თუ მართლაც წარმოადგენს საშიშროებას სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის,
დამიჯერე, უკვე კარგა ხნის გაშიფრული და კონტროლზე აყვანილი იქნება.
უბრალოდ, დაადეთ IP ბანი და ღმერთიმც უშველის.

+1

მართალია.
არაა სიტუაციის დრამატიზება საჭირო. მთელი მაგათი (რუსეთის აგენტურის) ფორუმი ისედაც აყვანილია კონტროლზე და თუ მართლა რაიმე სახიფათო იქნება რეალურად, ჩვენზე უკეთესად მოუვლიან.

აქ ბანიც საკმარისია, მეტი ჩვენ არ გვეხება. no.gif


პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Feb 23 2010, 04:26 PM

terra 2kiss.gif
აა, ჭკვიანი ადამიანი yes.gif
დაგეთანხმე გიო

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Feb 23 2010, 04:29 PM

ციტატა(Giorgi- @ Feb 23 2010, 04:22 PM) *

terra
ცოტა ზედმეტია მგონი smile.gif

უბრალოდ, ბევრი მაგალითი გვაქვს გარშემო, სამწუხაროდ sad.gif

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Feb 23 2010, 04:34 PM

terra

ციტატა
უბრალოდ, ბევრი მაგალითი გვაქვს გარშემო, სამწუხაროდ


არა, მე ჯანსაღი კრიტიკა მიყვარს. არასდროს არ ვყოფილვარ მიშისტი, მაგრამ ადამიანების ხორცის ჭამით რომ ვერ ძღება მტავრობა, თუნდაც გადატანითი მნიშვნელობიტ ვერ დაგეთანხმები

კონკრეტულ ადამიანებს თავი დავანებოთ და საქართველოს პოლიტიკური კურსი სწორად მიმაჩნია. (ნატოსკენ და ევროპისკენ სწრაფვა)

მთავარია ამ გზიდან არ გადავუხვიოთ და ისე თუ ვინმეს უსამართლოდ მოექცნენ გასარკვევია ეგ ამბავი 100% დაგეთანხმები


მთავრობას კიდევ მეტად შეუძლია თავში აუვარდეს ძალაუფლება ასეთი პრორუსული სასაცილო ოპოზიციების და პრ-ა-ფესორების ხარჯზე. იმიტომ რომ ჯანსაღად კი არ აკრიტიკებენ კაციჭამია არისო ქართველების სისხლს სვამსო და ა.შ.

smile.gif



პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Feb 24 2010, 11:32 AM

კიდევ კარგი სამრეკლო ჰყავს ფორუმს, თორემ, ეს განყოფილება ჩაიძირებოდა biggrin.gif

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Feb 24 2010, 12:13 PM

მე მგონია რომ პოლიტიკური თემების გახსნა არ არის რეკომენდირებული ფორუმზე ასე, რომ უმჯობესია ან დაიხუროს ან კიდევ საერთოდ არ აიკრძალოს.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)