IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> წმინდანთა ყოველდღიური მოსახსენებელი
karpaki
პოსტი Feb 16 2012, 12:51 PM
პოსტი #1


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



ამ თემაში ყოველდღიურად დაიდება იმ წმინდანების ისტორია და ხატები რომელთა მოხსენიების დღეცაა იმ დღეს.
გთხოვთ ყველას მონაწილეობა მივიღოთ ამ თემაში smile.gif

იდეა მომეწონა და გავიზიარე ქალბატონ თინათინ მჭედლიშვილისგან რომელიც ამ მასალას ტვირთავს ყოველდღე ფეისბუკზე,მე კი ჩემი სურვილით გადმოვიტან აქ და თუ ვინმეს რამე დამატებითი მასალა გააჩნია ამ წმინდანზე აქ ვისაუბროთ და გავაზიაროთ ინფორმაცია smile.gif

დღეს გახლავთ მართალი სვიმეონ ღვთისმიმრქმელი და ანა წინასწარმეტყველის ხსენების დღე (I); ხს. 3 (16) თებერვალი

IPB Image
მათი შეწევნა არ მოგკლებოდეთ smile.gif

http://www.belmagi.ru/gswjat/anna_pror.htm
ეს მოკლე მიმოხილვა

მართვეთა მათ წილ გურიტისათა წარმოდგეს ორნი მოხუცებულნი - ანნა და სიმეონ, საღმრთონი წინასწარმეტყუელნი და ძესა მას მაღლისასა ქალწულისაგან შობილსა ჰმსახურეს ტაძარსა შინა და ღმრთად და კაცად აღიარეს.


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
karpaki
პოსტი May 4 2012, 07:20 PM
პოსტი #2


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



ღირსი თეოდორე სიკიელი, ანასტასიოპოლელი ეპისკოპოსი (613)

22 (05.05) აპრილი

ღირსი თეოდორე სიკიელი, ანასტასიოპოლელი ეპისკოპოსი (+613) დაიბადა VI საუკუნის შუა წლებში, სოფელ სიკიეში, ანასტასიოპოლთან ახლოს, მართლმორწმუნეთა ოჯახში. როცა დედას, მარიამს ყრმა ჩაესახა, მან ჩვენებით იხილა, თუ როგორ გარდამოხდა ზეცით ვარსკვლავი და მის საშოში დაემკვიდრა. წინასწარმხედველმა ბერმა ეს ხილვა მუცლადღებულ ყრმაზე საღმრთო მადლის გარდამოსვლით ახსნა.

როცა ყრმა ექვსი წლის გახდა, დედამ ოქროს ქამარი აჩუქა, ნიშნად იმისა, რომ უნდოდა მისი შვილი მხედარი ყოფილიყო, მაგრამ ძილში მარიამს დიდმოწამე გიორგი (ხს. 23 აპრილს და 10 ნოემბერს) გამოეცხადა და უბრძანა, არ ეფიქრა შვილის სამხედრო სამსახურზე, რადგან იგი ღვთის მსახურებისთვის იყო განმწესებული. წმიდანის მამა კოზმანი, რომელიც იმპერატორ იუსტინიანე დიდის (527-565) კარზე მსახურობდა, ადრე გარდაიცვალა. ბავშვი დედის მზრუნველობის ქვეშ დარჩა. ოჯახში მათ გარდა იყვნენ ბებია ელპიდია, დეიდა დისპენია და პატარა და, ვლატა.

სკოლაში წმიდა თეოდორემ საოცარი ნიჭიერება გამოამჟღავნა, იგი გამოირჩეოდა გონიერებით, იყო მშვიდი, თავმდაბალი, ყოველთვის ცდილობდა დაეზავებინა მოჩხუბარი ამხანაგები. მათ სახლში ცხოვრობდა ღვთისმოსავი მოხუცი სტეფანე. მისი მიბაძვით წმიდა თეოდორემ რვა წლის ასაკიდან დაიწყო მკაცრი მარხვა: დიდმარხვის დღეებში მხოლოდ პურის მომცრო ნაჭერს იღებდა, იმასაც მიმწუხრისას. დედას რომ საზრდელის მიღება არ დაეძალებინა, ბავშვი სასწავლებლიდან მხოლოდ საღამოს ბრუნდებოდა. დედის თხოვნით მასწავლებელი სადილზე სახლში უშვებდა ყმაწვილს, მაგრამ ის წმიდა გიორგის ტაძარში მიდიოდა.

10 წლის თეოდორე სასიკვდილოდ დაავადდა. ის წმიდა იოანე ნათლისმცემლის ტაძარში მიიყვანეს და საკურთხევლის წინ დააწვინეს. უეცრად ტაძრის თაღზე გამოსახული მაცხოვრის ფრესკიდან ცვრის ორი წვეთი გადმოვარდა, მომაკვდავ ბავშვს ეპკურა და განკურნა. ამ სასწაულის შემდეგ წმიდა თეოდორეს ღამ-ღამობით წმიდა გიორგი ეცხადებოდა და თავის ტაძარში მიჰყავდა. დედას ეშინოდა შვილის ღამეული სიარულის. ერთხელ გაბრაზებულმა ეკლესიიდან თმებით გამოათრია იგი და საწოლზე მიაბა. იმავე საღამოს მარიამს წმიდა გიორგი გამოეცხადა და მრისხანედ უბრძანა, არ დაებრკოლებინა ყმაწვილი. ასეთივე ხილვა ჰქონდათ ელპიდიას და დისპენიას. ქალებმა ირწმუნეს წმიდა თეოდორეს განსაკუთრებული მოწოდება და აღარ დაუშლიათ მისთვის მოღვაწეობა, პატარა ვლატამ კი ძმის მიბაძვა დაიწყო.

ერთხელ ყმაწვილი კურთხევის მისაღებად მეუდაბნოე ბერ გლიკერისთან წავიდა. ამ დროს საშინელი გვალვები იდგა. ბერმა წმიდა თეოდორეს უთხრა: „ყრმაო, მოიდრიკე მუხლი და ილოცე უფლის მიმართ, რათა წვიმა გარდმოგვივლინოს. ასე გავიგებთ, სათნო-ეყო თუ არა უფალს ლოცვანი ჩვენნი“. ბერმა და ყრმამ მუხლი მოიყარეს და ლოცვა აღავლინეს. საავდრო ღრუბლები გამოჩნდა ცაზე და გაწვიმდა. ბერმა წმიდა თეოდორეს უთხრა, რომ მასზე ღვთის მადლი იყო გადმოსული და როცა ჟამი მოვიდოდა, ბერად უნდა აღკვეცილიყო.

14 წლის წმიდა თეოდორე სახლიდან წავიდა და წმიდა გიორგის ეკლესიაში დაეყუდა. დედას ყოველდღე მიჰქონდა შვილთან საჭმელი, მაგრამ წმიდანი ეკლესიის კარებთან ტოვებდა მას და მხოლოდ სეფისკვერს იღებდა. ასეთ ადრეულ ასაკში მიენიჭა წმიდა თეოდორეს კურნების მადლი. მისი ლოცვით განიკურნა ერთი ეშმაკეული ყრმა.

ღირსი თეოდორე მიწიერ დიდებას გაექცა და განმარტოვდა: ეკლესიის ახლოს, დიდი ქვის ქვეშ მღვიმე გათხარა და ერთ დიაკონს სთხოვა, მღვიმის შესასვლელი მიწით ამოექოლა, მხოლოდ პატარა ნაპრალი დაეტოვებინა ჰაერისთვის. დიაკონს პური და წყალი მოჰქონდა მასთან და არავის ეუბნებოდა, თუ სად იყო ღირსი თეოდორე.

წმიდანმა ორი წელი გაატარა იქ სრულ მდუმარებაში. ნათესავები კი დასტიროდნენ მას და ფიქრობდნენ, რომ თეოდორე სადმე ტყეში მხეცებმა დაგლიჯესო.

ბოლოს დიაკონი შეშინდა, რომ ღირსი თეოდორე ვიწრო მღვიმეში მოკვდებოდა, თან მტირალი დედაც ეცოდებოდა და საიდუმლო გასცა. წმიდანი ცოცხალ-მკვდარი ამოიყვანეს მღვიმიდან.

დედას უნდოდა, სახლში წამოეყვანა შვილი, მაგრამ ნეტარი ყმაწვილი ეკლესიაში დარჩა და რამდენიმე დღეში სრულიად განიკურნა.

როცა თეოდორეს ღვაწლის შესახებ გაიგო ადგილობრივმა ეპისკოპოსმა თეოდოსიმ, მას ჯერ წმიდა გიორგის ტაძრის დიაკვნად დაასხა ხელი, შემდეგ კი მღვდლად აკურთხა. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის წმიდანი მხოლოდ 17 წლისა იყო.

რამდენიმე ხნის შემდეგ ღირსი თეოდორე იერუსალიმში წავიდა წმიდა ადგილთა თაყვანსაცემად და იორდანეს მახლობელ ლავრაში დამკვიდრდა სამოღვაწოდ.

სამშობლოში დაბრუნებული წმიდანი კვლავ წმიდა გიორგის ტაძარს დაუბრუნდა. მისი რჩევით და, დედა და ბებია მონაზვნად აღიკვეცნენ.

ახალგაზრდა მღვდელმონაზვნის მოღვაწეობა მისკენ იზიდავდა ცხონების მაძიებელთა სულებს და თანდათანობით შემოიკრიბა ძმობა ღირსი თეოდორეს ირგვლივ.

წმიდა თეოდორე მკაცრ მოღვაწეობას განაგრძობდა. მისი თხოვნით მჭედელმა დაამზადა რკინის უსახურავო გალია, სადაც მხოლოდ დგომა თუ შეიძლებოდა. ამ გალიაში იდგა ქედზე მძიმე ჯაჭვდადებული წმიდანი წმიდა აღდგომიდან შობამდე. ნათლისღებიდან წმიდა აღდგომამდე მღვიმეში იკეტებოდა და მხოლოდ ღვთისმსახურებისთვის გამოდიოდა შაბათ-კვირას; მთელი დიდმარვხის განმავლობაში მხოლოდ ბოსტნეულს და პურს ჭამდა, ისიც შაბათ-კვირას.

როცა მხედართმთავარი მავრიკიუსი სპარსეთის ომიდან კონსტანტინეპოლში ბრუნდებოდა, ღირსმა თეოდორემ მას უწინასწარმეტყველა, რომ იმპერატორი გახდებოდა. წინასწარმეტყველება ახდა. იმპერატორმა მავრიკიუსმა (582-602) აღასრულა წმიდანის თხოვნა - ყოველწლიურად გზავნიდა მონასტერში პურს იქაური მოსახლეობის გამოსაკვებად.

წმიდა დიდმოწამე გიორგის პატარა ეკლესია ვერ იტევდა მლოცველებს, ამიტომ წმიდანის მონდომებით ახალი ბრწყინვალე ტაძარი აშენდა. ამ დროს გარდაიცვალა ანასტასიოპოლის ეპისკოპოსი. ქალაქის მცხოვრებლებმა ანკირის მიტროპოლიტ პავლეს სთხოვეს, ეპისკოპოსად ღირსი თეოდორე დაედგინა.

მიტროპოლიტის წარგზავნილებმა და ანასტასიოპოლელებმა ძალით გამოიყვანეს წმიდანი კელიიდან და ქალაქში წაიყვანეს.

ეპისკოპოსად ხელდასხმის შემდეგ წმიდა თეოდორე ბევრს იღვწოდა ეკლესიის საკეთილდღეოდ, სული კი განმარტოებულ ლოცვას მიესწრაფვოდა. რამდენიმე წლის შემდეგ წმიდანი იერუსალიმში წავიდა წმიდა ადგილების მოსალოცად, თავისი ხარისხი დამალა, წმიდა საბა განწმენდილის ლავრაში დამკვიდრდა და იქ განაგრძო ჩვეული მოღვაწეობა. წმიდა სავანე თეოდორემ მხოლოდ მაშინ დატოვა, როცა დიდმოწამე გიორგი გამოეცხადა და ანასტასიოპოლში დაბრუნებისაკენ მოუწოდა.

წმიდანის ფარულ მტრებს მისი მოწამლვა უნდოდათ, მაგრამ წმიდა თეოდორემ შეჭამა სამი მარცვალი, რომელიც ღვთისმშობელმა უბოძა და უვნებლად გადარჩა. წმიდანს უმძიმდა ეპისკოპოსობის უღლის ტარება, ამიტომ კონსტანტინეპოლის პატრიარქ კირიაკეს (595-606) სთხოვა, კვლავ განემწესებინა თავის მონასტერში.

ღირსი მამის სიწმიდე ისეთი აშკარა იყო, რომ მის მიერ ევქარისტიის საიდუმლოს შესრულების დროს სულიწმიდა ნათელი პორფირის სახით გადაეფინებოდა წმიდა ძღვენს. ერთხელ, როცა ღირსმა თეოდორემ.

მთელი მართლმადიდებელი ეკლესია სიცოცხლეშივე აღიარებდა ღირს თეოდორეს წმიდანად.

ერთხელ გალატიის ერთ-ერთ ქალაქში ლიტანიობისას საშინელება დატრიალდა - ხის ჯვრები დაიმსხვრა. კონსტანტინეპოლის პატრიარქმა წმიდა თომამ (607-610, ხს. 21 მარტს) ღირსი თეოდორე დაიბარა, რათა მისგან გაეგო ამ საშინელი სასწაულის საიდუმლო. წინასწარჭვრეტის ნიჭით დაჯილდოებულმა ღირსმა თეოდორემ აუხსნა, რომ ეს იყო მაუწყებელი უბედურებისა, რომელიც სულ მალე დაატყდებოდა თავს ეკლესიას, იწინასწარმეტყველა ხატმბძროლობის ერესის გაჩენა. დამწუხრებულმა წმიდა პატრიარქმა თომამ ღირს მამას სთხოვა, ელოცა, რათა ამ უბედურების დატრიალებამდე მიეღო უფალს მისი სული.

610 წელს წმიდა პატრიარქი თომა აღესრულა. სიკვდილის წინ მან კურთხევა სთხოვა ღირს თეოდორეს.

წმიდა თეოდორე სიკიელმა 613 წელს მშვიდობით შევედრა სული უფალს.


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
karpaki   წმინდანთა ყოველდღიური მოსახსენებელი   Feb 16 2012, 12:51 PM
karpaki   http://i031.radikal.ru/1202/eb/e9d22ddf2de1.jpg ...   Feb 17 2012, 04:28 PM
karpaki   ძვ. 5 თებერვალი შაბა...   Feb 18 2012, 11:33 PM
karpaki   http://s13.radikal.ru/i186/1202/82/670a945df5c2.jp...   Feb 19 2012, 10:47 AM
karpaki   წმიდა მოწამე თეოდო...   Feb 20 2012, 10:35 PM
karpaki   წინასწარმეტყველი ...   Feb 21 2012, 01:22 PM
karpaki   10 თებერვალი (ძველი ...   Feb 23 2012, 08:48 AM
karpaki   http://s51.radikal.ru/i131/1202/b6/e0a57c648ef3.jp...   Feb 23 2012, 06:39 PM
karpaki   წმიდანი: პროხორე ქ...   Feb 24 2012, 10:13 PM
karpaki   ღირსი ეფრემ ასური (+...   Feb 26 2012, 11:27 AM
karpaki   ღირსი მამა -მღვდელ...   Feb 27 2012, 01:36 PM
karpaki   დღეიდან გავარგრძე...   Mar 30 2012, 02:51 PM
karpaki   დღეს არის ხსენება ...   Mar 31 2012, 10:59 AM
karpaki   წმიდა მოწამენი, ქრ...   Apr 1 2012, 07:08 PM
karpaki   წმიდა ფოტინე და ძე...   Apr 2 2012, 03:20 PM
karpaki   წმიდა მღვდელმოწამ...   Apr 3 2012, 07:12 PM
karpaki   წმინდა სერაფიმე ვი...   Apr 4 2012, 01:49 PM
karpaki   [img]http://s019.radikal.ru/i621/1204/1a/d75070a4e...   Apr 5 2012, 07:05 PM
karpaki   წმიდა იოანე მანგლე...   Apr 9 2012, 10:45 PM
karpaki   წმიდა მღვდელმოწამ...   Apr 11 2012, 02:16 PM
karpaki   წმიდა მღვდელმოწამ...   Apr 13 2012, 12:06 PM
karpaki   მოწამენი: ამფიანე ...   Apr 15 2012, 01:03 PM
karpaki   ღირსი ტიტე, საკვირ...   Apr 15 2012, 01:13 PM
karpaki   წმიდა ნიკიტა აღმსა...   Apr 15 2012, 11:12 PM
karpaki   ღირსი იოსებ მგალობ...   Apr 17 2012, 10:51 PM
karpaki   ღირსი თეოდორა თესა...   Apr 18 2012, 10:55 PM
karpaki   წმიდა ევტიქი კონსტ...   Apr 19 2012, 02:57 PM
ნაინა   კარგია, მომწონს, გა...   Apr 19 2012, 08:21 PM
karpaki   კარგია, მომწონს, გა...   Apr 19 2012, 09:48 PM
ნაინა   karpaki ვეცდები, მაგრამ...   Apr 19 2012, 10:03 PM
karpaki   karpaki ვეცდები, მაგრა...   Apr 20 2012, 01:40 PM
karpaki   წმიდა მოციქული ირო...   Apr 21 2012, 06:49 PM
karpaki   Священномученик Григорий V,...   Apr 23 2012, 02:06 PM
karpaki   წმიდა მღვდელმოწამ...   Apr 24 2012, 03:30 PM
karpaki   икона Богородицы «МУРОМСКА...   Apr 25 2012, 01:32 PM
karpaki   წმიდა მარტინე აღმს...   Apr 27 2012, 12:59 AM
karpaki   ქალწულმოწამენი: აღ...   Apr 29 2012, 03:25 PM
karpaki   19 (02.05) აპრილი ( 16-22 აპრი...   May 1 2012, 07:34 PM
karpaki   მღვდელმოწამე იანუ...   May 3 2012, 08:41 PM
karpaki   ღირსი თეოდორე სიკი...   May 4 2012, 07:20 PM
karpaki   მოწამენი: საბა სტრ...   May 6 2012, 10:22 PM
karpaki   წმიდა ათანასე დიდი...   May 14 2012, 09:37 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 8th May 2024 - 02:53 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი