IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

9 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> რელიგიის დევნა საქართველოში
marine
პოსტი Apr 25 2007, 01:30 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,599
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ოკუპაციისთანავე კომუნისტები შეუდგნენ ეკლესიების რბევას და ქართველი ხალხის რელიგიური მრწამსის აღმოფხვრას. პირველი ნაბიჯი იყო საეკლესიო ქონების კონფისკაცია. ეკლესიების დიდი ნაწილი ან საერთოდ აღგავეს პირისაგან მიწისა, ანდა სახელმწიფო და პარტიულ დაწესებულებათა შენობებად, კლუბებად, საწყობებად და თვით ფარეხებადაც კი აქციეს. ასეთი ხვედრი ხვდა წილად ქართველისათვის სათაყვანებელ მრავალ ძველ სამლოცველოს, კათედრალსა და ეკლესია-მონასტერს, მათ შორის ჯვრის მონასტერს, კათედრალებს თბილისში, ნიკორწმინდაში, ბედიაში, მოქვსა და ჯუმათში (რომელსაც ჯვრის ნაცვლად ლენინის ბიუსტი დაადგეს) და სხვა. გაზიდეს ჯვრები, შანდლები, ხატები და სხვა საეკლესიო ინვენტარი. ნაწილი მუზეუმებს გადასცეს, მაგრამ უმეტესობა საბჭოთა რუსეთში გაიტანეს. გაიტაცეს ძვირფასი თვლები, ხოლო ოქროს და ვერცხლის ნაკეთობები გადაადნეს.

ოკუპაციისთანავე შეიქმნა "მებრძოლ ათეისტთა საბჭო", რომელსაც მიეცა დიდძალი ფულადი ფონდი, შენობები, პრესა და ა.შ. და დაევალა ანტირელიგიური პროპაგანდა, ლენინის მიერ ჯერ კიდევ 1905 წელს ნათქვამი სიტყვების თანახმად: "რელიგია ხალხის ოპიუმია. რელიგია არის ერთგვარი სულიერი არაყი, რომლისთაც კაპიტალის მონები კარგავენ ადამიანურ სახესა და ღირსების გრძნობას."

კომუნისტების შემოსვლამდე საქართველოში, მრავალი ათასი ეკლესია იყო, ოკუპაციიდან ერთი წლის შემდეგ, 1922 წელს კი კათოლიკოსი ამბროსი ჩიოდა, რომ საქართველოში მხოლოდ 1500 ეკლესია მოქმედებსო. 1951 წელს კათოლიკოსმა კალისტრატემ "ნიუ-იორკ ტაიმსის" კორესპონდენტთან ჰარისონ ე. სეილსბერისთან საუბრისას თბილისში აღნიშნა, მხოლოდ ასი ეკლესია დაგვრჩაო. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, აქედანაც ნათელია, რა უყვეს კომუნისტებმა ქართულ ეკლესიას.

იდევნება რელიგიური წეს-ჩვეულებები. აკრძალულია ბავშვების მონათვლა ანდა საეკლესიო ჯვრისწერა (ამ მხრივ მეტი შეღავათები იყო მეორე მსოფლიო ომის დროს). თუ როგორ შეხვდა ქართველი ხალხი ამ აკრძალვებს, ეს ჩანს მღვდლის შვილის ვალერიან სანგულიასმიერ 1954 წლის 13 ოქტომბერს ჩვენამდე ფიცით მოცემეული ჩვენებიდან:

"მინდა აღვნიშნო, რომ კომუნისტები არა მხოლოდ სამღვდელოებას დევნიდნენ, არამედ პრაქტიკულად მათ ყველა ეკლესია-მონასტერი გააჩანაგეს. მოგეხსენებათ, ქართული ეკლესია IV საუკუნიდან იღებს სათავეს. იმ დროიდან მოყოლებული ქართველ ხალხს არ უღალატია თავისი რწმენისათვის, მთელი საქართველო მოფენილი იყო ტაძრებით, მონასტრებითა და ეკლესიებით.

დაიპყრეს თუ არა საქართველო, კომუნისტებმა იერიში მიიტანეს ეკლესიებზე. ზოგი მათგანი მთლიანად დაანგრიეს, მაგალითად კათედრალური ტაძარი თბილისში, ხოლო ზოგი კლუბებად ან თავლებად აქციეს და ყოველნაირად შებღალეს.

მე ვარ იმის მომსწრე, რომ ერთ ცნობილ და ძალიან ძველ ეკლესიას ჯვარი მოხსნეს და ზედ ლენინის ქანდაკება დაადგეს; დიახ, ლენინის ბიუსტი ჯვრის ნაცვლად.

კომუნისტებმა არა მხოლოდ დაანგრიეს და შემუსრეს ეკლესიები, არამედ გაძარცვეს ისინი ყოველგვარი განძეულობისაგან, რაც იქ საუკუნეების მანძილზე ინახებოდა. ქართველები ღრმად მორწმუნე ხალხია. ქართველი მეფეები, დიდებულები და უბრალო ხალხი ათასგვარ ძვირფას ნივთს სწირავდნენ ეკლესიას. კომუნისტებმა დააცარიელეს ეკლესიები და მთელი განძეულობა რუსეთში გაგზავნეს.

ერთი მაგალითი: დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მონასტრიდან გაიტანეს დიდად ცნობილ ქართველ მეფესთან დაკავშირებული განძეულობა. ამის გამო პროტესტი გაეგზავნა საქართველოს მთავრობას და ითხოვდნენ წაღებული ნივთების დაბრუნებას. მათ ცინიკურად განუცხადეს, რომ განძეულობა მოსკოვშია გაგზავნილი სარესტავრაციოდ. ამის შემდეგ ეს განძეულობა აღარავის უნახავს.

ტერორისა და დევნის მიუხედავად, კომუნისტებმა ვერ შეძლეს ქართველ ხალხში რელიგიური გრძნობის მოსპობა. ბევრჯერ ვყოფილვარ იმის მოწმე არა მხოლოდ ჩემს მშობლიურ სოფელში, არამედ სხვაგანაც, როდესაც საიდუმლოდ მოსულან მამაჩემთან და ბავშვის მონათვლა ან სხვა რელიგიური წესის აღსრულება უთხოვიათ. ასეთ შემთხვევაში ყველა კარსა და ფანჯარას ვკეტავდით, რომ კომუნისტს ან ინფორმატორს არაფერი გაეგო. მაგრამ მამაჩემს განსაკუთრებით უჭირდა, როდესაც ზიარებისათვის იძახებდნენ. დღისით წასვლა სახიფათო იყო, ამიტომ ღამეს ამჯობინებდა. მახსოვს ასეთი შემთხვევაც: ადგილობრივი დიდი თანამდებობის პირის, კაპიტან თორიას ცოლი ქმრისგან უჩუმრად მივიდა ბავშვის მოსანათლად. მაგრამ მოგვიანებით ეს ფაქტი გამჟღავნდა და ცოლიც და ქმარიც დააპატიმრეს. ქმარი გაათავისუფლეს თანამდებობიდან, გარიცხეს პარტიიდან და სადღაც გააქრეს."

ოკუპაციის პირველი დღიდანვე დაიწყო სამღვდელოების დევნა. ათასობით ქართველი მღვდელი, ბერი და მონაზონი დააპატიმრეს, გადაასახლეს, აწამეს და დახვრიტეს. აი, რას გვიამბობს ამის შესახებ ვალერიან სანგულია:

"კომუნისტები მოვიდოდნენ რომელიმე სოფელში და ხალხს უბრძანებდნენ შეკრებილიყვნენ მოედანზე ან საფიხვნოზე (ვაი იმას, ვინც არ მოვიდოდა). შემდეგ ხალხს მიმართავდნენ პროპაგანდისტები და რელიგიას აძაგებდნენ. ყოველთვის ერთსა და იმავეს ამბობდნენ: "რელიგია ოპიუმია, საწამლავია; იგი ხალხის დასამონებლად არის მოგონილი ექსპლუატატორებისა და მდიდრების მიერ; იმქვეყნიური სიკეთის აღთქმით იმორჩილებენ ღარიბებსა და უპოვართ; მჩაგვრელები ეუბნებიან ხალხს, რაც უფრო მეტად გაიტანჯებით ამქვეყნად, მით უფრო ნეტარნი იქნებით იმ სოფლად; ეკლესია იმპერიალისტებსა და მდიდრებს ემსახურება, ყველა მღვდელი ხალხის მტერია; ამიტომ არის, რომ ჩვენ, კომუნისტები, ხალხის ინტერესების ჭეშმარიტი დამცველნი, ვებრძვით ეკლესიასა და სამღვდელოებას. დაუსწორდით თქვენს მოღალატეებსა და უსასტიკეს მტრებს" და ა.შ. ამის შემდეგ მათი აგენტები იწყებდნენ ყვირილს: "მღვდელი, მღვდელი, მოღალატე მოვიყვანოთ აქ!" მიდიოდა 10-15 აგენტი და მოათრევდა მღვდელს შეკრების ადგილას, ხელებშეკრულს ყელზე თოკი ჰქონდა გამობმული. კომუნისტები დაუნდობლად ურტყამდნენ მუშტებსა და წიხლებს. სამოსელს შემოახევდნენ, წმინდა ჯვარს ჩამოგლეჯდნენ, ტალახში ათრევდნენ და წვერს გაპარსავდნენ.

ძალით თავმოყრილი ხალხი გარინდებული იდგა. ადრე ზოგი ცდილობდა გამოჰქომაგებოდა და მიშველებოდა უმწეო მსხვერპლს, მაგრამ ასეთებს ადგილზე კლავდნენ და ამის შემდეგ ხმას არავინ იღებდა. ზოგჯერ დედაბრები თუ წამოიტირებდნენ სასოწარკვეთილებისა და სიბრალულისაგან.

იგივე ხვედრი ერგო მამაჩემს და ბევრ სხვა მღვდელს. როდესაც მამაჩემი სახლიდან გაათრიეს, საბარლო დედაჩემი თან გაჰყვა და მეც თან წამიყვანა. პატარა ვიყავი, მაგრამ ყველაფერი მახსოვს. მახსოვს აგრეთვე, მამაჩემს ერთი მეგობარი ჰყავდა, - ისიც მღვდელი იყო - მ. ხარებავა. კომუნისტებმა იგი სასიკვდილოდ სცემეს, ხოლო შემდეგ წვერზე ცეცხლი წაუკიდეს. ეს არ არის ერთეული შემთხვევა. ყოველთვის, როდესაც კომუნისტები სცემდნენ და აწამებდნენ მღდლებს ხითხითით ეკითხებოდნენ: "სად არის თქვენი ღმერთი ახლა? რატომ არ გეხმარებათ?"

კომუნისტები ყველაფერს აკეთებდნენ ხალხში რელიგიური გრძნობის დასათრგუნავად და მათ გამოსავლენად, ვინც კვლავ იცავდა რელიგიურ წეს-ჩვეულებებს. ვალერიან სანგულია განაგრძობს:

"მახსოვს, შობის, აღდგომისა და სხვა რელიგიური დღესასწაულების დროს სკოლაში კომუნისტები მოდიოდნენ და მოსწავლეებს გვეკითხებოდნენ, რა კერძები გვქონდა შინ იმ დღეს. შავ დღეს დააყრიდნენ ოჯახს, თუ ბავშვი იტყოდა რომ სადღსასწაულოდ ჰქონდათ რაიმე მომზადებული. აღდგომის მეორე დღეს კომუნისტების შვილებს ხელებს უსინჯავდნენ და ვაი მას, ვისაც თითები წითლად, ლურჯად ან სხვა ფერად ჰქონდა შეღებილი. ეს იმას ნიშნავდა, რომ სააღდგომოდ კვერცხები შეეღებათ. ასეთი ბავშვების მშობლებს სასტიკად სჯიდნენ, ჩვეულებრივ - გადასახლებით."

მაგრამ ამ სასტიკმა დევნამ სულიერად მაინც ვერ გატეხა ქართველი სამღვდელოება. მან მრავალ განსაცდელს გაუძლო და ეკლესიის ისტორიაში იშვიათი სიმტკიცე გამოამჟღავნა. სხვათა შორის, როდესაც წითელმა არმიამ საქართველო დაიპყრო, ვისაც კი შეეძლო, თავს შველოდა, უცხოეთში მიეშურებოდა, მაგრამ არც ერთ სასულიერო პირს საქართველო არ დაუტოვებია. ისინი მრევლთან დარჩენასა და მისი ხვედრის გაზიარებას ამჯობინებდნენ."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთა
პოსტი Apr 29 2007, 08:04 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,637
რეგისტრ.: 28-July 06
მდებარ.: tel-aviv
წევრი № 22



საოცრება ისაა, რომ თვითონ ქართველი ხალხიც როგორ აყვა ამ ყველაფერს და დაივიწყა მამა პაპის ანდერძი რწმენა მამულის შენარჩუნებაზე.რომ ვყოფილიყავით რააღაც დასავლეთური კათოლიკური ქვეყანა კიდე ხო მაგრამ საკონების მანძილზე კბილებით ვიცავდით ჩვენ სარწმუნოებას ასე ერთი ხელით ყველაფერი დავანგრიეთ.


--------------------
http://www.youtube.com/user/shotka84tube
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი May 2 2007, 04:30 AM
პოსტი #3


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



ექვსკურსიაზე გაიჟღერა აზრმა რომ სტალინი სიკვდილის წინ ეზიარაო და ეს დაფიქსირებულია ისტორიაშიო. რაც ჩემთვის ძალზედ მოულოდნელი იყო. და რავი ახლაც არ მჯერა. ნეტა მართლა მასე იყოს მარა რავიცი აბა.
თქვენ ხომ არ გაგიგიათ ან იცით ამასთან დაკავშირებით რამე?


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი May 2 2007, 04:53 PM
პოსტი #4


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ზესქვი_უჩა
ციტატა
ექვსკურსიაზე გაიჟღერა აზრმა რომ სტალინი სიკვდილის წინ ეზიარაო და ეს დაფიქსირებულია ისტორიაშიო. რაც ჩემთვის ძალზედ მოულოდნელი იყო. და რავი ახლაც არ მჯერა. ნეტა მართლა მასე იყოს მარა რავიცი აბა.
თქვენ ხომ არ გაგიგიათ ან იცით ამასთან დაკავშირებით რამე?

არ დაიჯერო სტალინის მორწმუნეობა. ეგ სიყალბეა. იმასაც გაიგებდი გამოცხადება ჰქონდა და ეკლესიები და სასულიერო სემინარიები იმიტომ გახსნაო. ეგ ყველაფერი მეორე მსოფლიო ომის დროს მოხდა და ხალხის ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანება ჭირდებოდა. ამას ყველაზე უკეთ კი ეკლესია გააკეთებდა. ამიტომაც გამოიჩინა მან ეკლესიის მიმართ ლმობიერება. რბილად რომ ვთქვა გამოიყენა. თორემ დამთავრდა ომი და საბოლოოდ მიწასთან გაასწორეს საქართველოს ეკლესია.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Floyd
პოსტი May 3 2007, 09:52 AM
პოსტი #5


ზურაბი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,316
რეგისტრ.: 4-February 07
მდებარ.: პროვინცია-”გლდანი” :D
წევრი № 1,001



ზესქვი_უჩა
ციტატა
ექვსკურსიაზე გაიჟღერა აზრმა რომ სტალინი სიკვდილის წინ ეზიარაო და ეს დაფიქსირებულია ისტორიაშიო. რაც ჩემთვის ძალზედ მოულოდნელი იყო. და რავი ახლაც არ მჯერა. ნეტა მართლა მასე იყოს მარა რავიცი აბა. თქვენ ხომ არ გაგიგიათ ან იცით ამასთან დაკავშირებით რამე?


იცი უჩა მაგ ადამიანს ისეთი საქწმეები აქვს ნაკეთები არ მგონია მაგ ყველაფრის მერე მას ღმერთი ეწამა და ზიარებულიყო !სამწუხაროდ sad.gif


--------------------
And the times , they are all changin' ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი May 4 2007, 01:21 AM
პოსტი #6


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



afxazi
Floyd
საინტერესოა რა არგუმენტებზე ეფუძნება თქვენი ცოდნა, ასე იოლად რომ უშვებთ ადამიანს ჯოჯოხეთში?
არის ძალიან ბევრი მოწმე, ვინც ადასტყურებს იმას, რომ სტალინი სისტემატიურად დადიოდა ეკლესიაში, ესწრებოდა წირვა ლოცვებს და ეზიარებოდა. თავად ამის შემსწრე ადამიანების ინტერვიუები არებობს. ასევე დაფიქსურებული მრავალი ისეთი ფაქტი რაც ადასტურებს სტალინის რელიგიურობას.
ფილმებიდან ჩამოყალიბებული სტერეოტიპებით მსჯელობა არ ეგების ისტორიას, მას ფაქტები და არგუმენტები უყვარს.
ხოდა, თუ ვინმეს რამეს დააბრალებთ უნდა შეგეძლოთ კიდეც მისი დამტკიცება.
მე არ ვარ სტალინისტი, ისიც ვიცი რომ მისი მმართველობის დროს ათასობით უდანაშაულო ადამიანი დაიხვრიტა, მაგრამ ცალსახად იმის მტკიცება (თან არგუმენტების გარეშე) რომ ის ეკლესიის მოძულე, სისხლისმსმელი და დესპოტი იყო, არ მიმაჩნია გამართლებულად.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Floyd
პოსტი May 4 2007, 10:05 AM
პოსტი #7


ზურაბი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,316
რეგისტრ.: 4-February 07
მდებარ.: პროვინცია-”გლდანი” :D
წევრი № 1,001



დათიკო
იცი სტალინი რამოდენიმე ბატალიონს ფაშისტების ფერმას აცმევდა ,სოფლებში დაყავდა და ხალხს ახოცინებდა რომ ფაშისტები უფრო შეძულებოდათ ამაზე მეტი სადიზმი გაგიგონია? კითხე ნებისმიერ მოხუცებულ ადამიანს და გეტყვის ამის შესხებ !


--------------------
And the times , they are all changin' ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი May 4 2007, 10:22 AM
პოსტი #8


დაურეგისტრირებელი









Floyd
ეხლავე დავდებ მამა გიორგის ქადაგებას მოწამეთაში და მოუსმინე ერთი ასე რო ხართ აბლატავებულები აქ smile.gif მოხუცებულ ადამიანებს ნუ იშველიებ, ყველა გეტყვის რომ სტალინი იყო უდიდესი მმართველი, და მამა გიორგიმ აღნიშნა რომ ის იყო მა-რ-თ-ლ-მ-ა-დ-ი-დ-ე-ბ-ე-ლ-ი

http://www.link.ge/file/121649/VORC043.wav.html
აი ეს ჩანაწერია ახალგაზრდებო და იმედია ასე არ გავკადნიერდებით და უარვყოფთ ამ აზრს smile.gif
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი May 4 2007, 11:25 AM
პოსტი #9


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ციტატა(ქავთარაძე @ May 4 2007, 10:22 AM) *


ეხლავე დავდებ მამა გიორგის ქადაგებას მოწამეთაში და მოუსმინე ერთი ასე რო ხართ აბლატავებულები აქ smile.gif მოხუცებულ ადამიანებს ნუ იშველიებ, ყველა გეტყვის რომ სტალინი იყო უდიდესი მმართველი, და მამა გიორგიმ აღნიშნა რომ ის იყო მა-რ-თ-ლ-მ-ა-დ-ი-დ-ე-ბ-ე-ლ-ი

http://www.link.ge/file/121649/VORC043.wav.html
აი ეს ჩანაწერია ახალგაზრდებო და იმედია ასე არ გავკადნიერდებით და უარვყოფთ ამ აზრს smile.gif


შემოგევლე

ვკითხულობდი პოსტებს სტალინის შესახებ და მამა გიორგის ნათქვამი გამახსენდა.

მამა გიორგი: ის იყო მა-რ-თ-ლ-მ-ა-დ-ი-დ-ე-ბ-ე-ლ-ი.

მადლობა ეს ლინკი რომ დადე smile.gif გაიხარე


მე არ ვიცავ სტალინს მაგრამ შეცდომა ყველას მოსდის, თუმცა მინდა ავღნიშნო, რომ გარემოცვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

ციტატა(დათიკო @ May 4 2007, 01:21 AM) *


საინტერესოა რა არგუმენტებზე ეფუძნება თქვენი ცოდნა, ასე იოლად რომ უშვებთ ადამიანს ჯოჯოხეთში?
არის ძალიან ბევრი მოწმე, ვინც ადასტყურებს იმას, რომ სტალინი სისტემატიურად დადიოდა ეკლესიაში, ესწრებოდა წირვა ლოცვებს და ეზიარებოდა. თავად ამის შემსწრე ადამიანების ინტერვიუები არებობს. ასევე დაფიქსურებული მრავალი ისეთი ფაქტი რაც ადასტურებს სტალინის რელიგიურობას.
ფილმებიდან ჩამოყალიბებული სტერეოტიპებით მსჯელობა არ ეგების ისტორიას, მას ფაქტები და არგუმენტები უყვარს.
ხოდა, თუ ვინმეს რამეს დააბრალებთ უნდა შეგეძლოთ კიდეც მისი დამტკიცება.
მე არ ვარ სტალინისტი, ისიც ვიცი რომ მისი მმართველობის დროს ათასობით უდანაშაულო ადამიანი დაიხვრიტა, მაგრამ ცალსახად იმის მტკიცება (თან არგუმენტების გარეშე) რომ ის ეკლესიის მოძულე, სისხლისმსმელი და დესპოტი იყო, არ მიმაჩნია გამართლებულად.



სრულიად გეთანხმები


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთა
პოსტი May 4 2007, 11:31 AM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,637
რეგისტრ.: 28-July 06
მდებარ.: tel-aviv
წევრი № 22



ქავთარაძე

გირჩევდი რომ "მესამე რომი" გეყურებინა და დოკუმენტური ფილმია სადაც ნათლათ აჩანს რომ სტალინის მოტივი რატომ გახსნა ეკლესიები, მაგისთვის ეს პოლიტიკური თამაში იყო მისთვის, უნდოდა რელიგი გამოეყენებინა რათა მოსკოვის გავლენა გაეძლერებინა მსოფლიოში და როდესაც მიხვდა რომ მოსკოვში მსოფლიო კრება აღარ ჩატარდებოდა ისევ დაიწყეს დევნა და დახურვა ეკლესიების.

natia83
ციტატა
მე არ ვიცავ სტალინს მაგრამ შეცდომა ყველას მოსდის, თუმცა მინდა ავღნიშნო, რომ გარემოცვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს



მილიონობით ხალხის დახოცვა შეცდომათ მიგაჩნია? ეგ უკვე განძრახ სადისტობაა და არა შეცდომა


--------------------
http://www.youtube.com/user/shotka84tube
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი May 4 2007, 01:48 PM
პოსტი #11


დაურეგისტრირებელი









შოთა
რატომ ენდობი დოკ.ფილმს? smile.gif
მოისმინე მამა გიორგის ქადაგებას?

დათიკო
გეთანხმები 100% .
Go to the top of the page
+Quote Post
შოთა
პოსტი May 4 2007, 02:14 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,637
რეგისტრ.: 28-July 06
მდებარ.: tel-aviv
წევრი № 22



ქავთარაძე
მე ვერ ჩამოვიღე ქართულ სერვერზე რაც შეხება ფილმს ის რეალობას ასახავს და მაში ფაკტებიც არის წარმოდგენილი , რატომ დაიწყსეს მაშინ ისეც კეტვა ტაძრების ომის შემდეგ?!


--------------------
http://www.youtube.com/user/shotka84tube
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი May 4 2007, 07:37 PM
პოსტი #13


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



ციტატა
მილიონობით ხალხის დახოცვა შეცდომათ მიგაჩნია? ეგ უკვე განძრახ სადისტობაა და არა შეცდომა


შოთა,

რამდენი მილიონი ადამიანი ჰყავს მოკლული სტალინს?


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ირგე
პოსტი May 27 2007, 07:51 PM
პოსტი #14


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 141
რეგისტრ.: 27-May 07
წევრი № 2,031



არამართლმადიდებლების დევნაზე არაფერი იცით?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიტა
პოსტი May 27 2007, 07:55 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,738
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,428



ირგე
რომელს გულისხმობ მაინც?


--------------------
უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.."
პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი May 27 2007, 07:58 PM
პოსტი #16


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
არამართლმადიდებლების დევნაზე არაფერი იცით?

დააკონკრეტე.


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ირგე
პოსტი May 27 2007, 10:14 PM
პოსტი #17


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 141
რეგისტრ.: 27-May 07
წევრი № 2,031



marita26
ketino
ციტატა
რომელს გულისხმობ მაინც?

ყველას. წარმართებიდან - იეღოველებამდე.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიტა
პოსტი May 27 2007, 11:00 PM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,738
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,428



ირგე
არავინ არ დასდევს მაგათ ჯოხებით იყო მკალავიშვილის მრევლის მხრიდან აგრესია და ისიც დამთავრდა.აქეთ რომ მაწუხებენ არაფერია?? კარზე ყოველ თვეში მოგიკაკუნებენ და პროვოკატორულად გესაუბრებიან


--------------------
უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.."
პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ირგე
პოსტი May 27 2007, 11:03 PM
პოსტი #19


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 141
რეგისტრ.: 27-May 07
წევრი № 2,031



marita26
ციტატა
არავინ არ დასდევს მაგათ ჯოხებით იყო მკალავიშვილის მრევლის მხრიდან აგრესია და ისიც დამთავრდა.აქეთ რომ მაწუხებენ არაფერია?? კარზე ყოველ თვეში მოგიკაკუნებენ და პროვოკატორულად გესაუბრებიან

წარმართებიდან იეღოველებამდე მარტო იეღოველები შეამჩნიე?
ბასილი რომ დევნიდა დევნა არაა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიტა
პოსტი May 27 2007, 11:08 PM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,738
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,428



ირგე
მერე მე დაგიწერე რომ დევნიდა ბასილი და მისი მრევლი და არც ვამართლებ მაგრამ ახლა ხო აღარაა


--------------------
უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.."
პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

9 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th November 2024 - 09:49 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი