IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Closed TopicStart new topic
> სახე მხსნელისა და გარეგნობა მისი
marine
პოსტი Dec 8 2006, 12:33 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,862
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ახლახან გამოჩნდა ჩვენთან იუდეაში კაცი, ერთობ სათნო, იწოდება იესო ქრისტედ. ხალხი მას თაყვანს სცემს, როგორც დიდ წინასწარმეტყველს, ხოლო მოწაფენი მისნი ცნობენ, როგორც ღვთის ძეს. იგი აღადგენს მიცვალებულებს, კურნავს ყველა სახის სნეულებას, ერთი სიტყვით.
ეს ადამიანი არის ტანადი, მაღალი, სახეზე აწერია დიდებულება და შთაბეჭდილებას ახდენს ყველაზე. ასე რომ, მნახველმა არ შეიძლება არ იგრძნოს მისადმი სიყვარული და ამასთან ერთად, არ დაეუფლოს უცნაური შიში.
მისი თმები მწიფე კაკლის ფერია, ყურებამდე სწორი, მბზინვარებას მოკლებული, ხოლო ყურებინდა მხრებამდე და მის ქვემოთ ხუჭუჭი, და თანასწორად შუაზე გაყოფილი, როგორც ნაზარეველებს ჩვევიათ. შუბლი - გადატკეცილი და სუფთა, სახე - ნათელი, ყოველგვარ ლაქას მოკლებული და გაციხკროვნებულია მსუბუქი მეწამულისფერით. ცხვირი და ბაგენი სწორი, წვერი ისეთივე ფერისაა, როგორც თმა. ხშირი, მაგრამ არც ისე გრძელი, ბოლოში ორად გაყოფილი. შემოხედვა მშვიდი აქვს, დიდებული და სასიამოვნო. თვალები - ცისფერი, გამჭვირვალე, გულში ჩამწვდომი.
იგი ერთობ მოალერსეა და თავაზიანი, როცა ასწავლის, ანუ მოძღვრავს, მკაცრია და გოროზი მხილების დროს. მისი სახე ამჟღავნებს საოცარ კეთილშობილებასა და მიმზიდველობას. არავის უნახავს იგი მხიარული, უფრო ხშირად მოწყენილია და მტირალი. მაღალია ტანად, ხელები აქვს სწორი, მოქნილი, ბეჭები - გამართული; ლაპარაკობს ცოტას ღირსებით და ყოველი მისი სიტყვა აწონილია. ჭეშმარიტად, იგი ულამაზესია ადამიანთა შორის. სახეზე ატყვია სიმართლის ბეჭედი და უცხოა მისთვის პირფერობა."

იუდეის მმართველის პილატეს წინამორბედი პუბლია ლეონტულასი

ეს ჩვენი უფლის - იესო ქრისტეს გარეგნული და სულიერი პორტრეტია. რას ვფიქრობთ მასზე, ჩვენ როგორები ვართ, როგორ გვიყვარს იგი და როგორ ვუყვარვართ, ვინ როგორ მიგვიახლოვა, როგორ დავიწყეთ მის სახლში სიარული და გავხდით მრევლი, ჩვენი აზრით რითი ვგავართ მას და რითი განვსხვავდებით.. smile.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Dec 8 2006, 01:31 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



marine

გაიხარე ამ ტექსტს ვეძებდი biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 8 2006, 01:36 PM
პოსტი #3


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,862
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მნათე

მოხარული ვარsmile.gif smile.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Dec 8 2006, 02:36 PM
პოსტი #4


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



marine
საოცარი ტექსტია

მართლაც, ალბათ, ასეთი იქნებოდა უფალი...


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 8 2006, 02:40 PM
პოსტი #5


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,862
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



კანონისტი

მადლობა smile.gif

მეც მასე ვფიქრობ.. შეუძლებელია, თუნდაც ოდნავ, სხვანაირი ყოფილიყო.. smile.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino varadashvili
პოსტი Dec 8 2006, 03:42 PM
პოსტი #6


nolllllmnmmn
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 112
რეგისტრ.: 5-November 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 398



რამოდენიმე თვის წინ მეც შევიტყვე ამ ჩანაწერის შესახებ, უფრო მეტიც ვიცი რომ ხატი დაიწერა (ქართველი ხატმწერის მიერ) ზუსტად ამ ჩანაწერის მიხედვით. ძალიან მინდა მისი ასლი მქონდეს.


--------------------
"იყავნ ნება შენი"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 8 2006, 04:24 PM
პოსტი #7


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,862
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



QUOTE(nino varadashvili @ Dec 8 2006, 03:42 PM) *

რამოდენიმე თვის წინ მეც შევიტყვე ამ ჩანაწერის შესახებ, უფრო მეტიც ვიცი რომ ხატი დაიწერა (ქართველი ხატმწერის მიერ) ზუსტად ამ ჩანაწერის მიხედვით. ძალიან მინდა მისი ასლი მქონდეს.


ნინო, ნამდვილად არ ვიცოდი რომ ხატი დაიწერა. smile.gif

თუ კიდევ გექნება რაიმე ინფორმაცია ამის შესხებ, მოგვაწოდე smile.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Dec 8 2006, 07:18 PM
პოსტი #8


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



marine

დაგლოცოს და გაგახაროს უფალმა. არც ვიცოდი, სად უნდა მომეძიებინა ეს ტექსტი.

ციტატა
ჩვენი აზრით რითი ვგავართ მას და რითი განვსხვავდებით


ეგ ვინ იცის! განა ვინმეს შეუძლია თქვას, რითი ჰგავს უფალს?


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Dec 8 2006, 07:53 PM
პოსტი #9


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166




ღმერთის ხატი და მსგავსება ადამიანის არსების გონიერ ნაწილში უნდა ვეძიოთ, ანუ მის სულსა და გონებაში.

როგორადაც შუშის მომცრო ნამსხვრევში მზის მთელი დისკო გამოჩნდება ხოლმე, თუკი მას მზის სხივს მივუშვერთ, - ოღონდ არა თავისი ნამდვილი სიდიდით, არამედ მხოლოდ იმ ზომით, რა ზომითაც ის ამ უმნიშვნელო შუშის ნამსხვრევში ეტევა - აი, ამგვარადვე ჩვენი ადამიანური ბუნების მომცრო სიდიდეშიც ბრწყინავენ ღვთაებრივი თვისებების გამოუთქმელი საღმრთო ბუნების ხატნი და მსგავსებანი.

ადამიანს, რომელსაც ღმერთმა არსებობა მოანიჭა იმისთვის, რომ საღმრთო სიკეთეებით დამტკბარიყო, თავის ბუნებაში უსათუოდ უნდა ჰქონოდა სწორედ იმის მონათესავე რამ, რისიც იგი თანაზიარია. ამიტომაც არის იგი შემკული სიცოცხლითაც, სიტყვითაც, სიბრძნითაც და ყველა სხვა ღმრთივმშვენიერი სიკეთითაც, რათა თითოეული ამ საღმრთო ნიჭის მიზეზით მუდმივი მისწრაფება ჰქონოდა ამ მონათესავესადმი - ანუ ღმერთისადმი... ეს არის ის, რაც მრავლისმომცველმა შექმნათა წიგნმა გამოხატა ერთი გამოთქმით, კერძოდ კი იმით, რომ ადამიანი ღმერთის ხატად და მსგავსად შეიქმნა.

წმიდა გრიგოლ ნოსელი


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mr_morrison
პოსტი Dec 9 2006, 02:59 PM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 376
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 164



სვეტიცხოვლის ხელთუქმნელ ხატზე სწორედ ასეთი გარეგნობის არის უფალი. იტალიაში აღადგინეს ქრისტეს სახე მის სუდარაზე გადასული სახისგან და ზუსტად ისეთი გამოვიდა როგორიც სვეტიცხოვლის ხელთუქმნელი ხატია


--------------------
მიმცხე ძია მიმცხე მე ცუღლუტს :*
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 11 2006, 12:34 PM
პოსტი #11


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,862
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



.:თამარი:.

დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის.smile.gif შენც გაგახაროს და გაგაძლიეროს უფალმა!! smile.gif

მართლაც, ძნელია თქმა რითი ვგავართ უფალს და რითი არა..

მის სახედ და ხატად ვართ შექმნილი და ეს ერთგვარი მსგავსებაა, ცოდვა კი სამწუხაროდ გვაშორებს და ჩვენს გარეგნულ სილამაზეს გვაკარგვინებს..

ყველას შეგვნიშნავს, რომ მორწმუნე ადამიანის და ღვთის მსახურის სახე, თუნდაც ნაკვთები ლამაზი არ ჰქონდეს, მაინც ღვთიური ნათლითაა შემოსილი და გინდა რომ სულ უყურო, ისეთი ლამაზია.. არაეკლესიური, ცუდი ყოფაქცევის ადამიანის სახე კი, რაც არ უნდა ლამაზი ნაკვთები ჰქონდეს, მაინც გულმიუსვლელია..

"ვისაც გული წმინდა აქვს, იმას სახეც უბრწყინავს."
კატონი


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
bacho
პოსტი Dec 19 2006, 07:27 PM
პოსტი #12


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 9
რეგისტრ.: 18-December 06
წევრი № 711



ცხოვრებაში ყველა ჩვენი ნაბიჯი ქრისტეს უნდა დაუკავშიროთ, მოეწონება თუ არა მას და მივხვდებით რითი ვგავრთ და არ ვგავართ უფალს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ELBIQ
პოსტი Dec 20 2006, 02:18 AM
პოსტი #13


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 34
რეგისტრ.: 15-December 06
წევრი № 692



ციტატა
გაიხარე ამ ტექსტს ვეძებდი


ციტატა
რამოდენიმე თვის წინ მეც შევიტყვე ამ ჩანაწერის შესახებ,


ციტატა
დაგლოცოს და გაგახაროს უფალმა. არც ვიცოდი, სად უნდა მომეძიებინა ეს ტექსტი.


მეც ძალიან მაინტერესებდა...

ამ ტექსტს ხომ ვერავინ უარყობს რადგან ეს "ისტორიაა" smile.gif


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Dec 20 2006, 03:25 AM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ეგ ტექსტი გვიანდელი აპოკრიფია


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Dec 21 2006, 08:40 PM
პოსტი #15


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



ტურისნის სუდარაზე აღბეჭდილ მაცხოვრის სახეზე; მამა თეოდორეს ქადაგებიდან ...................



ტურინის სუდარა მეხუთეხარებაა და ბევრ რამეს მოგვითხრობს, ბევრ რამეს აზუსტებს წმინდა წერილიდან. პირველ რიგში,უნდა ითქვას, რომ სუდარაზე გამოსახულია სრულყოფილი აღნაგობის მამაკაცი და პათოლოგ-ანატომებმა უაღრესად თანამედროვე აპარატურით დაადგინეს, რომ გარდაცვალება სუდარაში გახვევამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა. მეცნიერულმა გამოკვლევებმა დაადასტურა ისიც, რომ სხეული ქსოვილში იმყოფებოდა არა უმეტეს 40 საათისა, ეს არის 2-3 დღე...
ტურინის სუდარის მიხედვით, წარბები დამსკდარი და დასიებულია, მარჯვენა ქუთუთო გახეულია და საკმაოდ ძლიერი ტრამვაა მარჯვენა თვალის ქვეშაც, ცხვირი დასიებულია, ტრამვაა მარჯვენა ლოყაზე, - მარცხენა ლოყასა და ნიკაპის მარცხენა მხარეს აღინიშნება დასიება, ცხვირის წვერი საკმაოდ ძლიერადაა დაზიანებული, მარჯვენა ლოყაზე ძლიერი დარტყმის კვალია, სავარაუდოდ, 4-5 სმ-ის სისქის ჯოხია ძალიან ძლიერ დარტყმული, - სახე თითქმის დეფორმირებულია ამ დარტყმისაგან.

რასობრივი კუთვნილებაც კი უდიდესი სიზუსტით იშიფრება სუდარაზე, - ამას უნიჭიერესი მხატვარიც ვერ დახატვდა, - ეს არის სემიტური ტიპის სახე, თმები და წვერები გაყოფილია შუაზე, თმები გრძელია და უკან შეკრული. ამგვარი ვარცხნილობაა დამახასიათებელი იყო ანტიკური ხანის ებრაელთათვის.
აშკარად ჩანს, რომ ეკლის გვირგვინი ედგა ადამიანს, რომელიც გახვეული იყო სუდარაში. თავის არეში - თხემზე, შუბლზე, თავის ქალაზე აღენიშნება 30 საკმაოდ ღრმა ჭრილობა. ჩანს, რომ ეს გვირგვინი არის არა მარტო შუბლზე, სალტის სახით, არამედ- როგორც ქუდი - მთელ თავზე. მხრები აწეულია, -ასეთ მდგობარეობაში მოხდა გარდაცვალება, - ეს აშკარა ნი შანია იმისა, რომ გარდაცვალება მოხდა გაგუდვით, როგორც პათ-ანატომები ამტკიცე, - და შეიძლება ამას მოყვა გულის გახეთქვა.
სიმაღლე, ასაკი და წონაც კია დადგენილი ტურინის სუდარაზე გამოსახული მამაკაცისა. ესაა 175-180 სმ-ის სიმაღლის ახალგაზრდა მამაკაცი, წონა - დაახლოებით 75-85 კილოგრამი და ასაკი - დაახლოებით 30-45 წელი. დაახლოებითი ზომებია, რადგან მთლად სწორედ არ იყო სუდარაში გახვეული - ფეხები ოდნავ მოხრილი აქვს და წელიც - ოდნავ გადრეკილი.


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 22 2006, 11:46 AM
პოსტი #16


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,862
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



_MATASI_

რა საინტერესოა!!! მადლობა ამ ინფორმაციისთვის.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Dec 22 2006, 12:29 PM
პოსტი #17


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



ზემოთ მოტანილი უფლის აღწერილობა ,როგორც ამბობენ გადამწერთა მიერ არის
შეცვლილი ,თუმცა ალბათ არის მასში რაღაც მნიშვნელოვანი ნაწილი უცვლელად დარჩენილი.
აი ტურინის სუდარიდან გადმოღებული სურათი რომელსაც ნამდვილ სახედ მიიჩნევენ:
IPB-ს სურათი
მართლაც გულში ჩამწვდომია და შთამბეჭდავი.აი ეს სურათიც სუდარის მიხედვით არის დახატული:
IPB-ს სურათი
აი ამ სურათს უფრო ბიზანტიურ ფრესკებს მივამგვანებდი:
IPB-ს სურათი
(Based upon historical accounts, visions of the Saints, and the Shroud of Turin as well as previous attempts by artists of the East and the West, this painting of The Face of Christ attempts to convey both the outer appearance and inner dimension of Christ.)
აქვე შედარებისთვის ანჩისხატს მოვიყვან რომელიც როგორც მეცნიერებმა გამოიკვლიეს შემდგომში საღებავებით არის გადახატული.ასე რომ რამდენადმე არის იერცვლილი:
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 22 2006, 12:32 PM
პოსტი #18


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,862
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



usgar

პირველი სურათი ყველაზე ლამაზია!! smile.gif ძალიან ცოცხალი სახეა.. smile.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Dec 22 2006, 04:47 PM
პოსტი #19


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416




ყურადღება მიაქციეთ ანჩისხატზე სწორ და გრძელ ნაკვთებს აგრეთვე სახის პროპორციებს,(თავის ნაწილი, ჭედურობით არის გადაფარული).
ასევე სადავოა თვალების ფერი, ზოგი ცისფერს წერს ზოგიც წაბლისფერს,რაც ებრაულ გარეგნობას შეესაბამება.


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 22 2006, 04:52 PM
პოსტი #20


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,862
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



usgar

მართალი ხარ.

ანჩისხატზე უფლის სახე თითქოს უფრო ქართულია.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 08:12 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი