IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> აბორტის კანონით აკრძალვა გამოსავალია?
lutecia
პოსტი Jun 2 2010, 12:02 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 29
რეგისტრ.: 19-May 10
წევრი № 8,861



გამარჯობათ, ალბათ ყველამ იცით რომ აბორტი უმძიმესი ციდვაა რომ აგარაფერი ვთქვათ მის მორალურად მძიმე მხარეზე... აბორტი (აბორტუს) ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ორსულობის ხელოვნურ შეწყვეტას. იგი მსოფლიოს 193 ქვეყნიდან 119 ქვეყანაშია ლეგალიზებული. მათ შორის აშშ-ი, კანადაში, შვეიცარიაში, ავსტრიაში, ჩინეთში, რუსეთსა და ასევე საქართველოშიც. აბორტის ლეგალიზაცია გულისხმობს, რომ იგი ნებადართულია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. (საქართველოში ეს შემთხვევები დადგენილია ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონით).ამ შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია მხოლოდ ორსული ქალის სიცოცხლე და ჯანმრთელობა და სამართლებრივი დაცვის მიღმა რჩება ჩანასახის სიცოცხლე...

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 136-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება დამოუკიდებლად განსაზღვროს შვილების რაოდენობა და დაბადების დრო. სახელმწიფოს პრიორიტეტული ამოცანაა ქალის ჯანმრთელობის დაცვა აბორტების შემცირების გზით (მ139.პ.1). ორსულობის ნებაყოფლობით შეწყვეტა ნებადართულია მხოლოდ ლიცენზირებული ექიმის მიერ, თუ ა) ორსულობის ხანგძლივობა არ აღემატება თორმეტ კვირას და ბ) ორსულს სამედიცინო დაწესებულებაში ჩაუტარდა წინასწარი გასაუბრება და გასაუბრებიდან გასულია 3 დღის მოსაფიქრებელი ვადა. ამასთან გასაუბრების დროს ექიმი ვალდებულია უპირატესობა მიანიჭოს ნაყოფის სიცოცხლის დაცვას და ყველანაირად შეეცადოს დაარწმუნოს ქალი ნაყოფის შენარჩუნების აუცილებლობაში. თუმცა ყველა შემთხვევაში “არჩევანი დედის პრეროგატივაა.”

ბიბლიაში სიტყვა „აბორტი“ ან მისი სინონიმი არ გვხვდება, მაგრამ ამ დამღუპველ მოვლენასთან დაკავშირებით ჩვენ სრულიად ნათელი დასკვნების გამოტანა შეგვიძლია,ქვემოთ მოცემული ბიბლიური ციტატებიდან.

ბიბლიაში სრულიად ცხადად და არაორაზროვნად განცხადებულია, რომ ადამიანის სიცოცხლე იწყება არა დაბადების წამიდან, არამედ მისი ჩასახვიდან: „ასე ამბობს უფალი, შენი შემქმნელი და დედის საშოში შენი გამომსახველი, რომელიც შეგეწევა შენ“ (ესაია 44, 2). „რამეთუ შენ დაჰბადენ თირკუმელნი ჩემნი და შემიწყნარე მე დედის მუცლით ჩემითგან. აღგიარო შენ, რამეთუ საშინელად საკვირველ იქმენ; საკვირველ არიან საქმენი შენნი, და სულმანცა ჩემმან უწყის ფრიად“ (ფსალმ. 138, 13-14). „ვიდრე მუცელში გამოგსახავდი, გამოგარჩიე; ვიდრე საშოდან გამოხვიდოდი წმიდა გყავი, ხალხების ქადაგად დაგადგინე“ (იერემია 1, 5).

„...უფალმა მუცლიდან მომიწოდა, დედის წიაღიდან ახსენა ჩემი სახელი... ახლა ამბობს უფალი, მუცლიდანვე ჩემი გამომსახველი თავის მორჩილად...“ (ისაია 49, 1-5).

მოციქული პავლე ამბობს: „...ღმერთმან, რომელმან გამომირჩია მე დედის მუცლით ჩემითგან და მიწოდა მე მადლითა მისითა“ (გალატ. 1, 15).

„განა ვინც მე შემქმნა მუცელში, მანვე არ შექმნა იგი? განა ერთმა არ გამოგვსახა საშოში?“ (იობი 31, 15).

მიუხედავად იმასა,რომ აბორტი დიდი ცოდვაა იგი არა არის დასჯადი კანონით გარკვეული გარემოებების არსებობისას. თქვენი აზრით, შეამცირებს თუ არა ამ დიდ ცოდვას კანონის გამკაცრება. რას დაუმატებდით ან რას შეცვლიდით დღეს მოქმედ კანონში.ან საერთოდ თუ მიიჩნევთ აბორტს ცოდვად?


მიმაგრებული სურათ(ებ)ი
მიმაგრებული სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
lutecia   აბორტის კანონით აკრძალვა გამოსავალია?   Jun 2 2010, 12:02 PM
MIRDAT   A.V.M ის ნიშნავს იმას, ...   Mar 13 2014, 11:37 PM
A.V.M   ეს მხოლოდ ოფიციალუ...   Mar 13 2014, 11:41 PM
A.V.M   დღეს იყო ძალიან კა...   Mar 18 2014, 02:20 AM
Zukazuka314   დღეს იყო ძალიან კა...   May 24 2015, 02:33 AM
G_saxva   A.V.M მოუთმენლად ველო...   Mar 18 2014, 09:35 AM
marine   გვტკივა შვილები, ა...   Apr 24 2015, 12:07 PM
marine   "მინდა მივმართო ყ...   Jun 15 2015, 07:44 PM
marine   "ოჯახის დაგეგმარ...   Dec 28 2015, 03:38 PM
marine   "პროლაიფერი - ეს ს...   Dec 28 2015, 04:05 PM
marine   "საზოგადოებაში ა...   Dec 28 2015, 04:23 PM
marine   "ადამიანს არ აქვს...   Feb 15 2016, 12:53 PM
marine   "აბორტი ამდაბლეს ...   Feb 23 2016, 05:09 PM
marine   "ღმერთით - საქართ...   Mar 14 2016, 12:52 PM
marine   "თანამედროვე დედ...   May 6 2016, 07:44 PM
marine   "მუცლის ხელოვნურ...   Jul 6 2016, 10:20 PM
marine   "მკვლელია არა მარ...   Jul 6 2016, 10:38 PM
marine   "გვგონია, ბავშვის...   Aug 5 2016, 10:14 PM
marine   "ზოგიერთი მეკითხ...   Aug 6 2016, 09:05 PM
marine   "მშობლების შიში ე...   Aug 17 2016, 11:59 AM
marine   "არც ერთ ომს იმდე...   Aug 26 2016, 10:30 PM
marine   "ნაყოფის მოცილებ...   Aug 27 2016, 02:13 PM
marine   "აბორტის გაკეთებ...   Nov 1 2016, 11:21 AM
marine   "ამას წინათ მამა ...   Nov 4 2016, 08:21 PM
marine   "თუ კაცს გინდა, ქრ...   Jan 9 2017, 09:47 PM
marine   ამბავი ცოდვილი დედ...   Apr 23 2017, 08:01 PM
marine   "ღმერთი გულშემატ...   May 26 2017, 12:02 PM
marine   "საქართველოში ყო...   Jul 12 2017, 11:08 AM
marine   მშობლების ცოდვა ...   Jul 13 2017, 01:01 PM
marine   "- შეიძლება თუ არა,...   Aug 22 2017, 11:25 AM
marine   "- მართალია, მუცლი...   Aug 23 2017, 03:16 PM
marine   "ალბათ ბევრ ჩვენგ...   Aug 24 2017, 11:07 AM
marine   "საკუთარი თვალით ...   Aug 25 2017, 10:04 AM
marine   წერილი დედაკაცს მი...   Sep 6 2017, 10:33 AM
marine   "გადაწყვეტილები...   Sep 9 2017, 10:53 AM
marine   "თუ უფალი სიცოცხლ...   Sep 12 2017, 11:36 AM
marine   "რამდენი კარგი სი...   Jan 25 2018, 11:42 AM
marine   "ორსულობის შეწყვ...   Feb 6 2018, 06:31 PM
marine   "ორსულობის ტესტე...   Feb 7 2018, 11:50 AM
marine   "აბორტის დროს თქვ...   May 6 2018, 02:01 PM
marine   "ისეც ხდება, რომ ზ...   Jul 26 2018, 03:49 PM
marine   "ღმერთმა იცის, რა...   Aug 23 2018, 09:20 PM
marine   "ადამიანის ჩანას...   Feb 11 2019, 07:33 PM
marine   "12 კვირამდე აბორტ...   Mar 12 2019, 07:59 PM
marine   "ერთ დღეს უშვილობ...   Dec 9 2019, 02:04 PM
marine   "თუ დედა კლავს შვ...   Dec 25 2019, 03:58 PM
marine   "ბერისათვის ბევრ...   May 12 2020, 03:50 PM
marine   "კონტრაცეფცია ნი...   May 17 2020, 03:28 PM
marine   "აბორტის გამკეთე...   May 18 2020, 10:03 PM
marine   "თითოეული ოჯახი, ...   May 18 2020, 10:26 PM
marine   "ერთი ფრანგი ლიტე...   May 19 2020, 01:37 PM
marine   "- დღეს დედები გეგ...   Aug 24 2020, 05:16 PM
marine   "აბორტი, შვილთა კ...   Sep 29 2020, 02:34 PM
marine   "რამდენი მკვლელო...   Nov 15 2020, 06:20 PM
marine   "კონტრაცეპტივთა ...   Dec 4 2020, 09:55 PM
marine   "ღვთისმშობელი ჩვ...   Jan 29 2021, 08:49 PM
marine   "ღვთისა და ეკლესი...   May 31 2021, 05:31 PM
marine   "ჩემო უფალო, კიდე...   Jan 2 2022, 04:32 PM
marine   "[ბერი იოსებ ვატო...   Jan 10 2022, 07:14 PM
marine   "შეინანეთ, ვისაც ...   Feb 16 2022, 02:44 PM
marine   "მე მქვია ანა. მსუ...   Apr 12 2022, 09:29 PM
marine   "გულისცემის შესა...   May 22 2022, 03:52 PM
marine   "ერთხელ ბერთან რჩ...   Jul 7 2022, 09:25 PM
marine   "გინეკოლოგი, რომე...   Aug 4 2022, 01:50 PM
marine   "აბორტი ცოდვაა, ყ...   Aug 4 2022, 05:44 PM
marine   "თუ ქალი იკეთებს ...   Aug 4 2022, 08:50 PM
marine   "იტალიელი იურისტ...   Aug 5 2022, 05:42 PM
marine   "ბავშვებს, ვითომდ...   Aug 5 2022, 06:00 PM
marine   "თქვენ იტყვით: "...   Aug 30 2022, 01:31 PM
marine   "აბორტებიც ვერცხ...   Sep 22 2022, 09:30 PM
marine   "...განწირული სულე...   Apr 12 2023, 01:53 PM
marine   "1984 წლის 11 აპრილს, ბ...   Jan 15 2024, 08:03 PM
marine   "რამდენჯერ ჯერ და...   Jan 20 2024, 09:23 PM
marine   "ერთხელ ბერთან ერ...   Feb 1 2024, 08:00 PM
marine   "თუნდაც ის ფაქტი ...   May 7 2024, 08:01 PM
3 გვერდი V < 1 2 3


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th May 2024 - 05:36 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი