თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ფორუმის საქველმოქმედო ფონდი _ საქველმოქმედო ფონდის საიტი!

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 13 2009, 07:53 PM

ფორუმელებო,

უკვე მეორე წელია, რაც თვენი ინიციატივით ფორუმის ფონდი დაარსდა და ღვთის მადლით, მართლაც ბევრი რამ მოასწრო ამ მცირე დროში.

ეს ფონდი, თითოეული ჩვენთაგანისათვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. სადაც, ერთმანეთის გვერდში დგომას ვსწავლობთ, გაჭირვებულების დახმარებას და ცოტათი უკეთეს ადამიანებად ქცევას ვცდილობთ.

სამწუხაროდ, ბოლო დროს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებმა განაპირობა ფონდის ფინანსების აშკარა შემცირება. საწყენია, როცა მეტ-ნაკლებად სახელი გავითქვით და ჩვენთან ხალხი მოდის დახმარების თხოვნით, ჩვენ კი სათანადოდ ხელის გამართვა ვერ შეგვიძლია. მართლაც ძნელია, მაგრამ ღვთის მადლით იმედია ყველაფერი გამოსწორდება. ჩვენ მაინც ვცდილობთ.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ფონდის განვითარებისათვის, არის ფონდის ინტერნეტ გვერდი. (http://charityfund.church.ge/)

რაღაც, ვეცადეთ. რაღაც გავაკეთეთ, მაგრამ თქვენც ნახავთ, რომ მასზე ბევრად უკეთესის გაკეთებაა შესაძლებელი. ძალიან მარტივი სტრუქტურა აქვს და ბევრი ვერაფრის შესაძლებლობას იძლევა.

იქნებ, მოინახოს ფორუმზე რამოდენიმე მოხალისე, ვინც საიტის აწყობაში დაგვეხმარება. ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ფორუმელი გვყავს, დამწყები პროგრამისტებიც და თუ დროს და ძალისხმევას არ დაიშურებთ, მადლობის მეტი რა გვეთქმის. მართლა არ გვაქვს ეხლა იმის საშუალება, რომ სადმე საიტის აწყობაში ფონდმა ბიუჯეტიდან თანხა გამოყოს. რაც რამ გვაქვს, ისევ დახმარებებში გვემეტება მხოლოდ. მაგრამ, ახალი სპონსორის მოზიდვისათვის და საზოგადოების ფართო მასებისთვის, ნამდვილად საჭიროა კარგი ინტერნეტ გვერდი.

იქნებ დაგვეხმაროთ.
ცხადია, თქვენი საავტორო უფლებების დაცვით და რაც უფრო კარგი გამოვა, მით უკეთესი ჩვენთვისაც და თქვენთვისაც.

სტრუქტურა, რა უნდა განთავსდეს საიტზე და დაახლოებით როგორი ფორმით, ამ ყველაფრზე შეგვიძლია თანდათან ვიმსჯელოთ.

თქვენი დახმარება გვჭირდება ფონდს. რაღაც უნდა ვიმოქმედოთ, რომ ერთ ადგილზე არ გავჩერდეთ.
ხალხი ქველმოქმედებას ელის და ვერ დავაღალატებთ.

რას ფიქრობთ?

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Feb 13 2009, 08:23 PM

ციტატა(k@the @ Feb 13 2009, 07:53 PM) *




რას ფიქრობთ?


ძალიან კარგია smile.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Feb 13 2009, 10:30 PM

ვუერთდები ქეთის თხოვნას kiss1.gif
ბევრი გვყავს ფორუმზე ნიჭიერი ადამიანები, რომელთაც ფონდის საიტის
აწყობა-გამართვაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ.

აბა თქვენ იცით ჩემო კარგებო, ნუ დაიზარებთ, საჭიროა საიტმა
გამართულად იმუშაოს, რომ უბრალო მნახველმა და დაინტერესებულმა
პირმა ზუსტად გაიგოს რას ემსახურება ჩვენი ფორუმი და საქველმოქმედო
ფონდის საიტი.

წინასწარ მადლობა ყველას kiss1.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 13 2009, 10:52 PM

მე მოგეხმარებით smile.gif
აბა ნახეთ ესეთი ტიპის საიტი წავა?
www.shenisaxli.ge_chemi namushevaria... smile.gif მარტივი სამართავია, ახლდება "ნიუსების" სისტემით smile.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 13 2009, 11:07 PM

ქავთარაძე
კი გიო, კარგი რამეა, ყველანაირი დახმარება გვინდა 2kiss.gif
ზემოთ მენიუს პანელი და რამე მსგავსი "ნავაროტკები" ვერ გაუკეთდება? თუ მზა ჩონჩხია ეგეთი?

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Feb 13 2009, 11:08 PM

ქავთარაძე

ციტატა
მე მოგეხმარებით
აბა ნახეთ ესეთი ტიპის საიტი წავა?
www.shenisaxli.ge_chemi namushevaria... მარტივი სამართავია, ახლდება "ნიუსების" სისტემით

შენ კაქი ბაია ხარ გიო, ვფიქრობ გამოდგები ამ საკითხისთვის smile.gif
მადლობა, რომ დახმარების სურვილი გამოთქვი. kiss1.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 13 2009, 11:10 PM

k@the
ეგ ბიძია ვორდპრესმა მაჩუქა და იმართება ვორდპრესპანელით და ძალიან მარტივია მერწმუნე smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 13 2009, 11:32 PM

უნდა მოახერხოთ აუცილებლად მეგობრებო და უნდა მიხედოთ საიტს, დაუკავშირდით ერთმანეთს, შეხვდით, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ძალიან საიტი უკვე, ის ერთგვარი სავიზიტო ბარათია ყველასათვის, ქავთარაძე, ისევ სასიამოვნოდ მაკვირვებ, ნიჭიერი ხარ ძალიან და ხომ იცი ტალანტებს კეთილ საქმეში უნდა გამოყენება smile.gif
აბა იხარეთ;
კაიროსი!
პ.ს.
მაგალითებისათვის კარგი იქნება თუკი ნახავთ სხვადასხვა საქველმოქმედო საიტებს, ჩვენ დავდეთ ეგ საიტები, როცა ფონდის დაარსებაზე ვფიქრობდით...

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Mar 16 2009, 11:15 PM

მოხალისეები არ გამოჩდნენ?

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Aug 1 2009, 07:54 PM

მოხალისეები, მოხალისეები smile.gif

რას ვშვებით საიტზე ? ინგლისური ვერსიაც ხომ უნდა გვქონოდა ? გავჩერდით ხომ ?

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Aug 1 2009, 08:15 PM

ავმოძრავდეთ? smile.gif
ერთი მოხალისე აქ ვარ.

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Aug 1 2009, 08:40 PM

ეხლა არდადეგების დროა, სექტემბრამდე დაცდა მოგვიწევს მგონი.
ფორუმელების მაქსიმუმი რაოდენობა დასასვენებლადაა წასული.

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Aug 1 2009, 08:41 PM

"სულ ძილი ძილი... როს-ღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება"? smile.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Aug 1 2009, 08:43 PM

lingvo

ციტატა
"სულ ძილი ძილი... როს-ღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება"?

ჩვენვე თუ არ შევაფხიზლეთ ერთმანეთი ისე გამოღვიძება არ გვიწერია ჩემო კარგო.

პ.ს. როგორ ხარ? kiss1.gif

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Aug 2 2009, 01:29 PM

ციტატა
"სულ ძილი ძილი... როს-ღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება"?

დღეს მოყვანა ჩემმა მოძღვარმა ქადაგებისას ეგ ციტატა ილია მართლის სიტყვებიდან

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 2 2009, 08:49 AM

მივხედოთ ქველმოქმედების საიტსაც!

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Oct 2 2009, 11:24 AM

ეს საიტი ხომ არის აგერ.. ?

http://charityfund.church.ge/



ცალიან ცოტა, კი არა და ადმინის გარდა სულ არავინ გვყავს ტქნიკურ ამბავში....

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 2 2009, 04:33 PM

ციტატა
ადმინის გარდა სულ არავინ გვყავს ტქნიკურ ამბავში....

ამიტომ ვ(ი)თხოვდი, რომ აუცილებლად უნდა დაუდგეს გვერდში ვინმე ადმინს, ამ საიტის, ბიბლიოთეკის და ფორუმის გაუმჯობესებისათვის...

პოსტის ავტორი: b-a-r-b-a-r-e თარიღი: Nov 18 2009, 09:37 AM

ფორუმზე გამოჩნდა ძალიან სასარგებლო ადამიანი,რომელიც მე პირადად გავიცანი და დავრწმუნდი რომ გაქვს ბედნიერება კეთილშობილ პიროვნებასთან მეგობრობისა.

ის კარაგდ ერკვევა პროგრამირებაში და ვფიქრობ უნდა დაგვეხმაროს და შეგვეწიოს.
მადლობა უფალს smile.gif

პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Nov 23 2009, 11:39 PM

მე შემიძლია დაგეხმაროთ .

და ძალიან მინდა.


პირველ რიგში ქვედომეინი რო არის ეგ ცუდია ვფიქრობ ცალკე საიტია საჭირო მარა გამოდგება.

დაგეხმარებით დამიპიემეთ თუ მიიღებთ დახმარებას რათქმა უნდა

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Nov 29 2009, 12:16 PM

ციტატა(b-a-r-b-a-r-e @ Nov 18 2009, 09:37 AM) *

ფორუმზე გამოჩნდა ძალიან სასარგებლო ადამიანი,რომელიც მე პირადად გავიცანი და დავრწმუნდი რომ გაქვს ბედნიერება კეთილშობილ პიროვნებასთან მეგობრობისა.

ის კარაგდ ერკვევა პროგრამირებაში და ვფიქრობ უნდა დაგვეხმაროს და შეგვეწიოს.
მადლობა უფალს smile.gif


ვის გულისხმობ, პმ-ში მომწერე თუ აქ დაწერა არ შეიძლება... მემგონი ვხვდები ვისაც გულისხმობ...

გამოცდებს რომ მოვრჩები მაღლივში (დაახლოებით 1-2 კვირაში), მერე დიზაინის დახატვა შემიძლია ფოტოშოპში, მაგრამ თვითონ საიტის სკინი რო გაკეთდეს მაგითი, ამ დახატულ დიზაინს მოუწევს დაჭრა დეტალებად... მემგონი ამასაც შევძლებ, მაგრამ Belief პროფესიონალი ჩანს ისე დამაჯერებლურად დაწერა და მგონი ჯობია მას ვთხოვოთ დახმარება.

Belief

DLE ძრავზე აპირებ საიტის აწყობას, თუ შენი დაწერილი გაქ რამე? თუ დიზაინის ამბავში დაგჭირდა დახმარება, დამი-პმ-ე, მარა მგონი არ დაგჭირდება...

პოსტის ავტორი: b-a-r-b-a-r-e თარიღი: Nov 29 2009, 12:24 PM

ციტატა(აბე @ Nov 29 2009, 12:16 PM) *

ვის გულისხმობ, პმ-ში მომწერე თუ აქ დაწერა არ შეიძლება... მემგონი ვხვდები ვისაც გულისხმობ...

გამოცდებს რომ მოვრჩები მაღლივში (დაახლოებით 1-2 კვირაში), მერე დიზაინის დახატვა შემიძლია ფოტოშოპში, მაგრამ თვითონ საიტის სკინი რო გაკეთდეს მაგითი, ამ დახატულ დიზაინს მოუწევს დაჭრა დეტალებად... მემგონი ამასაც შევძლებ, მაგრამ Belief პროფესიონალი ჩანს ისე დამაჯერებლურად დაწერა და მგონი ჯობია მას ვთხოვოთ დახმარება.

Belief

DLE ძრავზე აპირებ საიტის აწყობას, თუ შენი დაწერილი გაქ რამე? თუ დიზაინის ამბავში დაგჭირდა დახმარება, დამი-პმ-ე, მარა მგონი არ დაგჭირდება...

ბელიფს არ ვიცნობ biggrin.gif
თავად არ სურს გაამხილოს ვინაობა smile.gif
ტუმცა ნებისმიერი პირი,ვისაც გაუჩნდება სურვილი დახმარებისა არის ძალიან დასაფასებელი.
მე სხვას ვგულისხმობ,პიემში მოგწერო მირჩევნია smile.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Nov 29 2009, 08:26 PM

ძალიან დიდი მადლობა ვინც დახმარების სურვილი გამოთქვა, უკვე არის ხალხი ვინს ფონდის საიტზე მუშაობს, თუ რამე დაგვჭირდა აუცილებლად შეგეხმიანებით smile.gif

პოსტის ავტორი: b-a-r-b-a-r-e თარიღი: Nov 30 2009, 11:39 AM

ოკ
როგორც სჩანს იატაკქვეშაა ყველაფერი გადაწყვეტილი biggrin.gif
რა პრობლემაა
კიდევ ერთხელ გავედი ამ თემიდან smile.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Dec 1 2009, 01:21 PM

b-a-r-b-a-r-e

ციტატა
როგორც სჩანს იატაკქვეშაა ყველაფერი გადაწყვეტილი

განავრცე რისი თქმაც გინდა.. smile.gif

პოსტის ავტორი: b-a-r-b-a-r-e თარიღი: Dec 1 2009, 01:23 PM

ციტატა(ნათია @ Dec 1 2009, 01:21 PM) *

b-a-r-b-a-r-e

განავრცე რისი თქმაც გინდა.. smile.gif

რა განვავრცო მეტი?
დახურულ საფინანსოში გადაწყვეტილა და ჩვენ კიდევ პროგრამისტებს დავეძებდით
მე არაფერი ვიცოდი.
ახლა კი გასაგებია და არავის არ შევაწუხებ.


პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Dec 1 2009, 01:31 PM

b-a-r-b-a-r-e

ციტატა
დახურულ საფინანსოში გადაწყვეტილა და ჩვენ კიდევ პროგრამისტებს დავეძებდით

დიდი ხნის წინ გაიხსნა ეს თემა, მაგრამ მსურველი არავინ გამოჩენილა, (როცა გამოჩნდნენ უკვე გადაწყვეტილი იყო ეს საქმე) ვიზუალ სტუდიომ www.visual.ge პირადად შემოგვთავაზა დახმარება, ამიტომ ისინი მიხედავენ ამ საქმეს, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო მათ რომ ასე უანგაროდ გვეხმარებიან


პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Dec 1 2009, 07:20 PM

b-a-r-b-a-r-e

გთხოვ, არ გინდა რა

ნათია

მართლაც უღრმესი მადლობა ვიზუალ სტუდიოს, ძალიან ნიჭიერი და კარგი ადამიანები არიან.

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Dec 2 2009, 09:27 PM

ღმერთმა შეუწიროთ ვიზუალ სტუდიოს თანამშრომლებს ეს დახმარება!

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)