IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

7 გვერდი V < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> ქართული წირვა-ლოცვები, კალენდარი ევროპაში...
KAIROS
პოსტი Nov 1 2008, 05:03 AM
პოსტი #41


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ქართვველებს ევროპაში ერთერთი ყველაზე ბედნიერი შემოდგომა დაგვიდგა smile.gif
უკვე გერმანიაშია და ევროპული ტურნე დაიწყო მისმა უწმიდესობამ !
მალევე 2 დღეში პარიზში გაიხსნება ახალი ქართული ეკლესია ჩვენს საპატრიარქოს დაქვემდებარების ქვეშ ( წმ. ნინოს პარიზული ეკლესია თავიდანაც და ახლაც კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ექვმდებარება),
ხოლო შემდეგ მისი უწმიდესობა გამოვა მსოფლიო პოლიტიკოსთა კონფერენციაზე საქართველოს შესახებ სიტყვით, შემდეგ კი მოილოცავს იტალიის სიწმინდეებს, მილანს ( წმ. ამბროსი მედიოლანელი ), პავიას ( ნეტარი ავგუსტინე), ტურინს ( მაცხოვრის სუდარა), რომს ( წმ. მოციქულთა თავთა, პეტრეს, შემდეგ პავლეს საკათედრო ტაძრებს, კატაკომბებს, და სხვა უამრავ სიწმიდეებს), რომში ექნება შეხვედრა რომის პაპ ბენედიქტე XVI .სთან, რის შემდეგაც გაემგზავრება ქალაქ ბარიში (წმ. ნიკოლოზის საფლავზე), სადაც ჩატარდება კიდეც ქართული წირვა!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iako
პოსტი Nov 2 2008, 12:16 PM
პოსტი #42


ნონა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 926
რეგისტრ.: 19-August 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 83



ქართულ ეკლესიას პარიზში აკურთხებს 16 ნოემბერს კათოლიკოს_პატრიარქი ილია II.

მისამართს მოგაწოდებთ ხვალ აუცილებლად.


--------------------
რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Bodbeli
პოსტი Nov 2 2008, 08:06 PM
პოსტი #43


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 142
რეგისტრ.: 15-April 08
წევრი № 4,565



უფრო დაზუსტებით აქ არის:


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, თანმხლებ პირებთან ერთად, ვიზიტით ეწვევა ევროპის ქვეყნებს გერმანიას, იტალიასა და საფრანგეთს. იტალიაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო პოლიტიკოსთა ფორუმში, რომელიც 6-7 ნოემბერს ბასკო-მარენგოში გაიმართება. საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის გამოსვლა, რომელიც საქართველოში დღეს არსებულ ვითარებას შეეხება, 6 ნოემბრისთვის არის დაგეგმილი, 7 ნოემბერს კი ტურინში მაცხოვრის სუდარის მონახულება და აფხაზეთისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენის გახსნაა დაგეგმილი. 8 ნოემბერს შედგება შეხვედრა რომის პაპთან, ბენედიქტე XVI-თან. 12 ნოემბერს, სავარაუდოდ, პატრიარქი წირვას აღავლენს ბარში, წმიდა ნიკოლოზის საფლავთან. 14 ნოემბერს სტრასბურგში ევროპის კულტურის ფონდის პრეზიდენტი, მისი უდიდებულესობა დანიის პრინცი კათოლიკოს-პატრიარქს გადასცემს ფონდის ჯილდოს მშვიდობის, ჰუმანურობისა და საქართველოში საეკლესიო ცხოვრების დამკვიდრების საქმეში შეტანილი წვლილისთვის. 16 ნოემბერს პარიზში ქართული ეკლესიის გახსნაა დაგეგმილი. მისი უწმიდესობა საქართველოში 18 ნოემბერს დაბრუნდება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 3 2008, 04:38 AM
პოსტი #44


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ბასკო-მარენგოში

ბასკო არა ესპანო biggrin.gif ( ვიცი, შენი შეცდომა არაა, პრესაშიც მასეა შეცდომით, როგორც ყოველთვის biggrin.gif)
Bosco-Marengo ქვია მაგ პატარა დაბას:
http://maps.google.it/maps?hl=it&q=Bosco+M...038452&t=h&z=15
(ბოსკო-ტყეს ნიშნავს იტალიურად)
იქ იმართება მსოფლიო პოლიტიკური ფორუმი,
World Political Forum
რომლის დამფუძვნებელი და პრეზიდენტია, არც მეტი და არც ნაკლები, სსრკ-ს პირველი და ბოლო პრეზიდენტი: მიხეილ გორბაჩოვი!
ის გორბაჩოვი, რომელმაც იტალიურ გაზეთ "ილ ჯორნალე"-ში, ჩვენთან ომის დროს საქართველო ლანძღა და აგინა,მის სტატიაში:"აი რა დააშავე "საწყალმა" საქართველომ"

http://www.ilgiornale.it/a.pic1?ID=282886

იქ ის ყვება როგორ "იცავდნენ მშვიდობას თურმე რუსი სამშვიდობო ძალები ოსეთში"
"La forza di pace, costituita da russi, georgiani e osseti, compiva la sua missione"
და რათქმაუნდა დასკვნა:
"La Russia doveva rispondere. Accusarla di aggressione contro «la piccola, indifesa Georgia», non solo è ipocrita, ma dimostra mancanza di umanità."
"რუსეთს უნდა ეპასუხა ( საქართველოს შეტევაზე-კ.), და მისი დადანაშაულება "პატარა და დაუცველი" საქართველოზე აგრესიაში , მხოლოდ იპოკრისია არ არის, არამედ მიანიშნებს ჰუმანურობის ნაკლებობაზე"
და ა.შ.
მსგავს იდიოტობას უპასუხებს ალბათ მისი უწმიდესობა, სწორედ გორბაჩოვისვე მოწყობილ ფორუმზე, მისივე ბუნაგში!

პატრიარქი გამოვა ფორუმის პირველივე დღესვე, რიგით მეოთხე, როდესაც იქნება საუბარი:
" ადამიანის უფლებები- XX ს.ის მაგალითზე, კატასტროფები, იმედი და წინსვლა "


HUMAN RIGHTS AND DEMOCRACY IN A GLOBALIZED WORLD
Bosco Marengo, 6-7 November 2008


Opening speech: Mikhail S. Gorbachev, President of The World Political Forum

10.00 Plenary session - Panel I : Human Rights: Lessons of the XXth Century–Catastrophes, Hopes, Breakthroughs
Chairman: Andrea Comba, President of Turin Saving Bank Foundation, Professor of European Union Law at the University of Torino
Panellists:
Enrique Baron Crespo, former Chairman of the European Parliament
Doudou Diène, former Special UN’s Rapporteur on Racism and Xenophobia
-------------------------
His Holiness Catholicos-Patriarch of All Georgia Ilia II, Head of the Orthodox Church in Georgia
------------------------- (ეს მე გამოვყავი, თორემ იქ ისეა, ჩვეულებრივ)
Danielle Mitterrand, President of the Foundation France Libertés
Vladimir Lukin, Commissioner for Human Rights in the Russian Federation


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Nov 3 2008, 01:27 PM
პოსტი #45


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



გერმანიიდან მიდის მრევლი 16-ისათვის პარიზში???

მინდა წასვლაა rolleyes.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Nov 3 2008, 04:08 PM
პოსტი #46


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



k@the

აპრილისკენ თუ წახვალთ, სავარაუდოთ მეც შემოგიერთდებით smile.gif


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 4 2008, 05:16 AM
პოსტი #47


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



სამწუხაროდ, დღეს საღამოს გახდა ცნობილი, რომ უწმიდესს გაუკეთდა ოპერაცია და ღვთის მადლით კარგად არის smile.gif, მაგრამ ვერ შეძლებს მოგზაურობის გაგრძელებას, შესაბამისად, ბოლო ინფორმაციების თანახმად, მოგზაურობა არ შედგება sad.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
alilo
პოსტი Nov 4 2008, 05:40 PM
პოსტი #48


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 303
რეგისტრ.: 5-July 07
წევრი № 2,393



ციტატა
მაგრამ ვერ შეძლებს მოგზაურობის გაგრძელებას, შესაბამისად, ბოლო ინფორმაციების თანახმად, მოგზაურობა არ შედგება


უკაცრავად ვერ გავიგე ზუსტად,16 პარიზში ეკლესიის გახსნა შედგებ ათუ არა?


--------------------
კაცმა ისეთი რამ არ უნდა ჩაიდინოს ,რომ როცა უკან მოიხედავს იმ ჩანადენის შერცხვეს, ეს ჩანადენი შეიძლება იყოს სიტყვის,საქმის ან გულის-ხმის ყოპის სახით.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
@NATIA@
პოსტი Nov 5 2008, 01:22 AM
პოსტი #49


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 5-January 08
წევრი № 3,555



პარიზში ვეღარ ესწრება ეკლესიის გახსნა.

საუბარი იყო 16 ნოემბერს ეკლესიის კურთხევაზე. ეხლა ეს საკითხი გადაიწევს,როდემდე ჯერ უცნობია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 7 2008, 03:38 AM
პოსტი #50


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
პარიზში ვეღარ ესწრება ეკლესიის გახსნა.

საუბარი იყო 16 ნოემბერს ეკლესიის კურთხევაზე. ეხლა ეს საკითხი გადაიწევს,როდემდე ჯერ უცნობია.

რა ცუდია....
ციტატა
პოსტები: 1

გამარჯობა მაინც გეთქვა, ან ბონ სუაღ smile.gif
მთავარია უწმიდესი იყოს კარგად, ტაძარი მალე მაინც გაიხსნება smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Bodbeli
პოსტი Nov 8 2008, 02:02 AM
პოსტი #51


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 142
რეგისტრ.: 15-April 08
წევრი № 4,565



ღვთისმსახურებანი ბერლინში 8-9 ნოემბერს

8 ნოემბერს, შაბათს 10:00 საათზე ბერლინის რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში წირვას აღავლენს ბათუმისა და ქობულეთის მთავარეპისკოპოსი დიმიტრი (შიოლაშვილი), მისამართზე: Hohenzollerndamm 166 10713 Berlin (Wilmersdorf). ხოლო 9 ნოემბერს, კვირას 10:00 საათზე მეუფე დიმიტრი წირვას აღავლენს ბერლინის სერბულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში მისამართზე: Holzmanstrasse 34, Berlin-Tempelhof
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------


8 ნოემბერს, შაბათს ჩატარდება წირვა ქ. ფრანკფურტში

8 ნოემბერს, შაბათს ქ. ფრანკფურტის წმ. ნიკოლოზის სახ. ქართულ სამრევლოში ჩატარდება ღვთისმსახურება. წირვა დაიწყება 09:30 საათზე მისამართზე: Solmstrasse 3, Frankfurt/Main. აღსარების მსურველებს შეუძლიათ 08:30 სთ-დან მიმართონ მოძღვარს. წირვის შემდეგ გაიმართება საერთო ტრაპეზი. წირვას აღავლენს მღვდელი თამაზი (ლომიძე).
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

15 ნოემბერს, შაბათს ჩატარდება წირვა ქ. ბერლინში

15 ნოემბერს, შაბათს ქ. ბერლინის წმ. მღვდელმოწამე კირიონის სახ. ქართულ სამრევლოში ჩატარდება ღვთისმსახურება. წირვა დაიწყება სერბულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში 09:30 საათზე მისამართზე: Holzmanstrasse 34, Berlin-Tempelhof. აღსარების მსურველებს შეუძლიათ 08:30 სთ-დან მიმართონ მოძღვარს. წირვას აღავლენს მღვდელი თამაზი (ლომიძე).

წირვის შემდეგ ჩატარდება ბერლინის ქართული ეკლესიის მრევლის კრება, რომელზეც განხილული იქნება ბერლინში ქართული ეკლესიის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი საკითხები. სასურველია ყველას დასწრება. დასასრულს გაიმართება საერთო ტრაპეზი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 8 2008, 03:50 AM
პოსტი #52


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
მღვდელი თამაზი (ლომიძე).

მგონი მამა თამაზი ბერი არაა, ასე რომ გვარი ფრჩხილებში არ უნდა ეწეროს...
ეჰ, მომენატრა ეგ კაცი ხო იცი შენ და ბერლინელებიც sad.gif მიუნჰენელები ხომ საერთოდ sad.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Bodbeli
პოსტი Dec 7 2008, 09:28 PM
პოსტი #53


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 142
რეგისტრ.: 15-April 08
წევრი № 4,565



შაბათს, 20 დეკემბერს 10:00 სთ-ზე აღევლინება წირვა ქ. ფრანკფურტის წმ. ნიკოლოზის სახელობის სამრევლოში. ამ დღეს სამრევლო დღესასწაულობს მისი მფარველის, დიდი მღვდელმთავრის წმ. ნიკოლოზის ხსენებას. წირვის შემდეგ გაიმართება სადღესაწაულო ტრაპეზი მთელი ფრანკფურტის მრევლისათვის მისამართზე: Freie Waldorfschule Frankfurt / M, Friedleben Strasse 52, 60433 Frankfurt. ტრაპეზი დაიწყება 14:00 სთ-ზე. გელით ყველას!

-------------------------------------------------------------------------------------
13 დეკემბერი მიუნხენის ქართული ეკლესიის დღესასწაულია

13 დეკემბერს, შაბათს ვდღესასწაულობთ ჩვენი სამრევლოს მფარველი წმინდანის წმ. კეთილმსახური მეფის ვახტანგ გორგასლის ხსენებას. პარასკევს 12 დეკემბერს აღევლინება ლოცვა 18:00 სთ-ზე და შაბათს წირვა დაიწყება 09:00 სთ-ზე. წირვის შემდეგ გაიმართება საზეიმო ტრაპეზი.
-------------------------------------------------------------------------------------



როგრც ჩემთვის ცნობილია. ჩამოდიან გერმანიის სხვა და სხვა ქალაქებიდან, მაგალითად, დიუსელდორფი, შტუტგარტი,.......
ასე რომ, შემოგვიერთდით
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Dec 14 2008, 12:29 AM
პოსტი #54


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ვულოცავ მიუნხენის სამრევლოს, მათი მფარველის წმ. კეთილმსახური მეფის ვახტანგ გორგასლის ხსენებას!
მისი მადლი, შეწევნა და წყალობა არ მოგაკლდეთ!
გაგაძლიეროთ საზღვარგარეთ მყოფი ქართველები რწმენაში!
იხარეთ!

IPB-ს სურათი
მამა თამაზი wub.gif მიუნხენის ტაძარში.
IPB-ს სურათი

მიხარია, რომ გერმანიაში მყოფმა ფორუმელებმა გაზაფხულზე მოვახერხეთ და თქვენი ტაძარი მოვილოცეთ.
ძალიან თბილი მრევლიც გავიცანით. wub.gif
დიუსელდორფიდანაც მოდიონდენ ქართველები, სამწახაროდ მე ვერ შევძელი, იმედია ბოდბელი რამოდენიმე სურათს გვანახებს. rolleyes.gif



--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Bodbeli
პოსტი Dec 14 2008, 05:23 PM
პოსტი #55


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 142
რეგისტრ.: 15-April 08
წევრი № 4,565



k@the
მადლობა, ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღეს, განსაკუთრებით საზღვარგარეთ მყოფთ.
სამწუხაროდ სურათები არ მაქვს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Dec 16 2008, 12:30 AM
პოსტი #56


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



@NATIA@
ციტატა
პარიზში ვეღარ ესწრება ეკლესიის გახსნა.

მამა ანტონი არის მანდ მგონი, თუ მეშლება?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iako
პოსტი Dec 16 2008, 04:46 PM
პოსტი #57


ნონა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 926
რეგისტრ.: 19-August 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 83



დათიკო

მამა ანტონი ლეავრის და რუანის მრევლის მოძღვარია, თუმცა მე რამდენადაც ვიცი, პარიზის ქართული ეკლესიის გახსნიდან პარიზში გადავა.


--------------------
რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Apr 3 2009, 12:20 PM
პოსტი #58


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



გაცნობებთ, რომ

7 აპრილს, ხარება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა.
10:00 საათზე, გერმანიის ქალაქ დიუსელდროფში ( Düsseldorf )
არსებულ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში ჩატარდება წირვა.

12 აპრილს, იერუსალიმად შესვლა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ბაიობა, ბზობა..
10:00 საათზე, გერმანიის ქალაქ დიუსელდროფში ( Düsseldorf )
არსებულ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში ჩატარდება წირვა.

ბზობას, წირვის შემდეგ 14:00 საათზე, ჩატარდება 7-გზის ზეთის ცხება.


წირვას აღავლენს მღვდელ-მონაზონი ისე.


ეკლესიის მისამართია: Fährstr. 95, 40221 Düsseldorf-Hamm
გზამკვლევი: Vom Hauptbahnhof die beliebige S-Bahn, Richtung Neuss zum S-Bahnhof D-Völklinger Str. (3. Haltestelle). Dann zu Fuß ca. 10 min.


http://www.mrewli.de/




--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iako
პოსტი Apr 3 2009, 10:39 PM
პოსტი #59


ნონა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 926
რეგისტრ.: 19-August 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 83



ხვალ 4 აპრილს, ჩატარდება ქართული წირვა ქალაქ შტუტტგარტში. წირვის შემდეგ კი ჩატარდება 7- გზის ზეთისცხება.

წირვას აღავლენს მოძღვარი თამაზ ლომიძე.

მისამართი:

Neuer straße 176, Stuttagrt.


გაზმკვლევი:
Hauptbahnof-იდან Bus 40 richtung Wagenburgstraße და ბოლო გაჩერებაზე ხდება გადაჯდომა Bus 45-ში, richtung Buchwald. ბოლო გაჩერებასთან ახლოს მდებარეობს ეკლესია.

ეს არის საბავშვო ბაღის 2 სართულიანი შენობა,რომლის მეორე სართულზეა ეკლესია.


--------------------
რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Bodbeli
პოსტი Apr 15 2009, 07:27 PM
პოსტი #60


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 142
რეგისტრ.: 15-April 08
წევრი № 4,565



მიუნხენის ქართულ ეკლესიაში ღმრთისმსახურების განრიგი ვნების შვიდეულში(www.eklesia.de):

ოთხშაბათი,
15.04. - 09:00 პირველშეწირულის ლიტურგია

18:00 საღამოს ლოცვა

ხუთშაბათი, 16.04. - 09:00 წირვა, საიდუმლო სერობის ხსენება

17:00 7-გზის ზეთის ცხების საიდუმლო

პარასკევი, 17.04. - 09:00 ცისკარი 12 ვნების სახარებით

13:00 გარდამოხსნის გამოსვენება

შაბათი, 18.04 - 06:00 წირვა

23:00 მწუხრი

კვირა, 19.04 - 00:00 სააღდგომო ლიტანიობა და წირვა

ყველა მორწმუნემ, ვისაც აღდგომას ზიარება სურს ვნების შვიდეულის ერთ-ერთ დღეს უნდა თქვას აღსარება და აღდგომას აღსარების გარეშე ეზიაროს. გაითვალისწინეთ, რომ აღდგომის ღამეს აღსარებების მიღება შეუძლებელი იქნება ხალხის სიმრავლის გამო.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

7 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 02:09 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი