IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> შინაგანი ცხოვრების მიზანი - ცხოვრება სიხარულში, გიხაროდენ და კვალად გეტყვი - გიხაროდენ!
George Leluashvili
პოსტი Feb 17 2012, 12:05 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ჭეშმარიტი და სრულყოფილი სიხარული მხოლოდ მათ აქვთ, ვისშიც ღმერთია დავანებული.

თქვენში და თქვენ გავლით მიედინება მდინარე, სიხარულის გზავნილით.

ეს ღვთიური სიხარული - ცხოვრების ერთადერთი მიზანია.


IPB-ს სურათი

ხატი ღმრთისმშობლისა "მოალერსე"
ანუ "ყოველთა სიხარულთა სიხარული"



მინდა შეგახსენოთ დღეს წაკითხული სამოციქულო. პავლე მოციქული ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეში წერს: გიხაროდენ მარადის უფლისა მიერ, კუალად გეტყვი, გიხაროდეს (ფილიპ. 4,4). შესანიშნავი სიტყვებია, რომელიც უდიდეს საიდუმლოს იტევს: გიხაროდენ მარადის, ე.ი. მხოლოდ დღეს კი არა, არამედ მარადის, მხოლოდ აქ, დედამიწაზე კი არა, არამედ აქაც და იქაც, იმ ქვეყანაშიც. გიხაროდეს მარადის უფლისა მიერ, ანუ შენი სიხარული დაუსრულებელი და მარადიული მაშინ იქნება, თუ იგი უფლის მიერაა მონიჭებული, თუკი იგი უფლის რწმენასა და სიყვარულზეა დაყრდნობილი.

საერთოდ გიხაროდენ არა მიწიერი, არამედ ზეციური მისალმებაა. თქვენ გახსოვთ, როდესაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს უფლის ბრძანებით მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა, პირველი სიტყვა, რომლითაც მიმართა, იყო გიხაროდენ. გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა. აი, როდის უხარია ჭეშმარიტად ადამიანს, როდესაც უფალი მასთანაა. მკითხველი ალბათ იკითხავს – მიწიერი სიხარულიც ხომ არსებობსო, რა თქმა უნდა არსებობს და მას არც უფალი უარყოფს, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ მიწიერი სიხარული წუთიერი და წარმავალია, უფლისმიერი კი - მარადიული. ამიტომაც ამბობს პავლე მოციქული: გიხაროდენ მარადის უფლისა მიერ.

შესაძლებელია მდიდრულმა სახლ-კარმა თუ ძვირფასმა ნივთმა ერთ დღეს, ორ დღეს, ერთ თვეს გაგახაროთ, მაგრამ შემდეგ სიხარული ნელ-ნელა განელდება და ბოლოს სულ გაქრება. ასეთივეა ის სიხარულიც, რომელსაც რომელიმე ამქვეყნიური დიდი ხნის ოცნების აღსრულება გვანიჭებს. ისმის კითხვა – როგორ მოვიპოვოთ მარადიული სიხარული, რომელზეც პავლე მოციქული ლაპარაკობს. მისი მოპოვების გზას თავად მოციქული გვასწავლის, როცა ამავე ეპისტოლეში მოგვიწოდებს: ამიერითგან, ძმანო, რაოდენი არს ჭეშმარიტ, რაოდენი პატიოსან, რაოდენი მართალ, რაოდენი წმიდა, რაოდენი საყუარელ, რაოდენი საქებელ, რაოდენი სათნო და რაოდენი ქებულ, აი, თუ ამ თვისებებით - პატიოსნებით, სიმართლით, სიწმინდით და სათნოებით შევიმოსებით, უფალი ჩვენთან იქნება, ხოლო უკეთუ უფალი ჩვენთან იქნება, მაშასადამე სიხარულიც ჩვენთან იქნება.

სიხარული ხომ სიყვარულიდან მომდინარეობს. ვისაც სიყვარული არ შეუძლია, მას არც სიხარულის განცდა ექნება. მაგალითი თუნდაც მიწიერი ცხოვრებიდან მოვიტანოთ. როდესაც თქვენ ვინმე გიყვართ, გინდათ განუშორებლად მასთან იყოთ და ამ დროს სხვა აღარავინ და აღარაფერი გახსოვთ. მით უმეტეს, რამდენად საყვარელი და სათნოა უფალი, რომელიც თვითონ არის უზენაესი სიყვარული. მაშასადამე, თუ ღმერთი ჩვენთან იქნება, ჩვენთან იქნება მარადიული სიხარულიც. თანამედროვე კაცობრიობას სწორედ ეს სიხარული აკლია, რადგან მან რწმენა და სიყვარული დაკარგა. თუ იგი კვლავ დაიბრუნებს რწმენას და სიყვარულს, სიხარულიც დაუბრუნდება.


ჩვენ ყველანი მაძიებლები ვართ და გვაქვს ერთი მიზანი: მივაღწიოთ შინაგან სიმშვიდეს, სინთლეს და სიხარულს, გავხდეთ განუყოფელი ჩვენი საწყისის და ვიცხოვროთ ისეთი ცხოვრებით, რომელიც ჭეშმარიტად დაგვაკმაყოფილებს.

ცხოვრება სიხარულში - ნიშნავს ცხოვრებას შინაგანი ცხოვრებით. ეს ის ცხოვრებაა, რომელსაც მივყავართ თვით შემეცნებამდე. საკუთარი თავის შეცნობა - ეს ღმერთის შეცნობაა, რადგან ღმერთი არის ჩვენში ღრმად მყოფი ღვთიურობა, რომელიც ელოდება მის აღმოჩენას და გახსნას. ჩვენ აგრეთვე შეგვიძლია ღვთისადმი მიმართვა, როგორც შინაგან მესაჭესადმი ან უზენაესისადმი.

გარეგან ცხოვრებას აქვს რეალური აზრი, მხოლოდ მაშინ როცა ჩვენ ვასაზრდოვებთ შინაგან ცხოვრებას. სამჯერ დღეში ჩვენ აუცილებლად ვიკვებებით. მაგრამ უფრო ღრმად ჩვენში იმყოფება ღვთიური ბავშვი, რომელსაც ცვენ ვუწოდებთ ჩვენს სულს; და ჩვენ ვერ ვპოულობთ დროს ვკვებოთ ის. სული შეგნებული წარმომადგენელია ღვთის ჩვენში. სანამ არ ასრულდება ბავშვი-სულის დანიშნულება, ჩვენ აროსოდეს ვპოვებთ დაკმაყოფილებას გარეგან ცხოვრებაში.

მაგრამ როგორ გავაერთიანოდ შინაგანი ცხოვრება გარეგანთან? თუკი ჩვენ ვფლობთ ლოცვის ღვთიურ ხელოვნებას, მაშინ ადვილად და შეგნებულად შეგვიძლია გავაერთიანოდ ეს ორი სამყარო. და თუ ჩვენ ვლოცულობთ, თითოეული წამი ხდება ოქროს შესაძლებლობა მოვისროლოთ დეპრესია, იმედგაცრუება, მრისხანება, შიში და სხვა ნეგატიური თვისებები და გამოვამჟღავნოთ შინაგანი სამყაროს თვისებები: სიყვარული, სიმშვიდე, სიხარული და სინათლე.

სულიერი ადამანი უნდა იყოს ნორმალური ადამიანი, ჯანსაღი ადამიანი. ღმერთის მისაღწევად, სულიერი ადამიანი ყოველდღიურ ცხოვრებაში უნდა იყოს ღვთიურად პრაქტიკული. თუ ჩვენ ღვთიურად პრაქტიკულები ვართ, ჩვენ ვუწილადებთ ჩვენ შინაგან სიმდიდრეს. ჩვენ ვგრძნობთ ღვთიურ მოტივს ყოველ მოქმედებაში და ვუზიარებთ შედეგს სხვებს. სულიერება არ უარყოფს გარეგან ცხოვრებას. გარეგანი ცხოვრება უნდა იქცეს შინაგანი ცხოვრრების გამოვლინებად.



IPB-ს სურათი



პ.ს. აი, ამის თქმა მინდოდა.
გპირდებით თუ დაწერილს მთლიანად გაეცნობით, მაშინაც სიხარულს იგძნობთ, რადგან სიხარულზე საუბარს კვლავ სიხარული მოაქვს.

იხარეთ!


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Feb 17 2012, 12:33 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



წმ. მამები სიხარულის შესახებ

IPB-ს სურათი


ქრისტე - აი ჩვენი სიხარული. აი, ჩვენი საუნჯე, აი, ჩვენი - ყველაფერი!


ქრისტიანი ცხოვრებას მწუხარებაში ატარებს, სამაგიეროდ - კვდება სიხარულში.


ჭეშმარიტი და სრულყოფილი სიხარული მხოლოდ მათ აქვთ, ვისშიც ღმერთია დავანებული.


არავინაა ისეთი, ვინც აქაც - ამსოფლად, და იქაც - მომავალ ცხოვრებაში სიხარულში იმყოფებოდა.


ვინც ნეტარი და კეთილი ტირილი საქორწინო სამოსელივით შეიმოსა, მან სიხარული შეიცნო – წმ. იოანე სინელი(კიბისაღმწერელი)


ყოველივე სიხარულად შერაცხეთ, ძმანო ჩემნო, რაჟამს განსაცდელსა შესცვივნეთ პირად–პირადსა – წმ. იაკობ მოციქული


უმჯობესია მისი მწუხარება, ვინც უსამართლოდ ითმენს, ვიდრე მისი სიხარული, ვინც უსამართლოდ ნეტარებს.


რამდენადაც ადამიანი ამსოფლიურ ნუგეშს მოიკლებს, იმდენად მეტ ღვთიურ სიხარულს მიიღებს სულიწმიდის მადლით – წმ. ისააკ ასური.


დღევანდელი ცხოვრების დიდ სიხარულებსაც კი მწუხარების ჩრდილი დასდევს, როგორც სურათი არ არსებობს ჩრდილის გარეშე.


ჩრდილსა და ბორბალს ჰგავს ცხოვრებისეული მწუხარება და სიხარული, რადგან ჩრდილივით მარადიული არ არის და ბორბალივით ბრუნავს – წმ. ნილოს სინელი.


სულიერ ცხოვრებას ბევრი სიხარული ახლავს: სიხარულისგან ამქვეყნად არა ხარ, არაფერი გაწუხებს, ბავშვი ხარ და შენში უფალია დავანებული – ბერი ამფილოქე.


და გაიხაროს ყველამ, ვინც შენზეა მონდობილი, იმხიარულონ უკუნისამდე, და დაიცავ მათ, და გაიხარებენ შენით, ვისაც შენი სახელი უყვარს (ფსალმუნი 4;6)


ეუძლებელია უხაროდეთ იმ ადამიანებს, რომელნიც არ ლოცულობენ. “მათი სიცილი ტირილზე საშინელია; მათი სიცილი ან უგუნურებაა, ანდა უზრუნველობა”– წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)


ზედმეტად არც სიხარულია საჭირო და არც მწუხარება, არც დრტვინვა, რადგან სიხარული და მწუხარება ცხოვრებაში არამარადიულია და ერთმანეთს მოსდევს.


ჭეშმარიტი სიხარული უფლისგან მოდის და მხოლოდ მას მიეცემა, ვინც საკუთარ თავს გამუდმებით აიძულებს, რომ თავისი ნება უარყოს და ღვთის ნება აღასრულოს – წმ. ანტონი დიდი.


სჯობს დროებითი მწუხარებით საკუთარი თავი მარადიული სიხარულისთვის მოვამზადოთ, ვიდრე, აქ მსუბუქი მწუხარებისგან თავის დახსნით მოკლებულ ვიქნეთ წარუვალ სიხარულს.


ადამიანური საქმეების ბედნიერი დინებაც ნუ წარმოშობს შენს სულში განუსაზღვრელ სიხარულს; მწუხარებაც ნუ დაამცირებს მის სიმხნევეს და ამაღლებულობას - წუწუნითა და წუხილით – წმ. ბასილი დიდი.


ნუ მოიწყენთ, არამედ იჩქარეთ უფალს მიმართოთ ლოცვით, და უფალიც დაგიბრუნებთ დაკარგულ სიხარულს – წმ. დიმიტრი როსტოველი.


როცა ადამიანი ჭეშმარიტი ცხოვრების კალაპოტში მიედინება, იგი ყელაფრით ხარობს. იმითაც, რომ ცხოვრობს, იმითაც, რომ უნდა მოკვდეს და არა იმიტომ, რომ დაიღალა ცხოვრებისაგან, არა, იგი ხარობს იმიტომ, რომ გარდაიცვლება და ქრისტესთან წავა – ბერი პაისი ათონელი.


ღმერთია წყარო ნეტარებისა, ვისაც ღმერთი უყვარს, მასში პოულობს სიხარულს, სიტკბოებას, განცხრომის აღვსებას ისე, როგორც ფსალმუნშია ნათქვამი: "...აღმავსო მე სიხარულითა პირისა შენისაითა; შუენიერებაი მარჯვენესა შინა შენსა სრულიად" (ფს. 15)


სიხარული, რომელსაც ადამიანი გრძნობს, როცა კურთხევასავით ღებულობს რაღაც ნივთიერს, არის ადამიანური სიხარული, მაშინ როცა სიხარული, რომელსაც ადამიანი გრძნობს, როცა გასცემს, არის ღვთაებრივი სიხარული. ის მხოლოდ მაშინ მოდის როცა გასცემენ – ბერი პაისი ათონელი.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Feb 17 2012, 12:48 AM
პოსტი #3


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



მოკლედ რა ხარ რა ლელუაშვილი....
ჯიგარ!!! a075.gif 2kiss.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Feb 17 2012, 01:03 AM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ციტატა(A.V.M @ Feb 17 2012, 01:48 AM) *

მოკლედ რა ხარ რა ლელუაშვილი....
ჯიგარ!!! a075.gif 2kiss.gif

გაიხარეfriends.gif

შენც თქვი რამე შინაგან სულიერ სიხარულზეsmile.gif
ან პატერიკი გაიხსენე, ან სწავლება, უკეთეს შემთხვევაში შენი პირადი გამოცდილება გაგვიზიარე.

უბრალოდ ეს ისეთი თემაა, რაც ადამიანის ცხოვრების მიზანს შეეხება.
ყოველი ადამიანი ხომ სიხარულისკენ, ბედნიერებისკენ ისწრაფვის...


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Feb 17 2012, 01:05 AM
პოსტი #5


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ჯერ გავიგო რაზეა თემა...
მერე დავპოსტავსავით... biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Feb 17 2012, 02:51 AM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



საყურადღებოა თვითონ სიტყვა = "სიხარული"

"ხარა" ბერძნული სიტყვაა და ღთის მადლს ნიშნავს, "მადლმოსილებას"

შესაბამისად დალოცვა - "გიხაროდენ" და"იხარე", "გაიხარე" - ნიშნავს "ღვთის მადლით აღივსე"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Feb 17 2012, 02:21 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ციტატა(აკაკი @ Feb 17 2012, 03:51 AM) *

საყურადღებოა თვითონ სიტყვა = "სიხარული"

"ხარა" ბერძნული სიტყვაა და ღთის მადლს ნიშნავს, "მადლმოსილებას"

შესაბამისად დალოცვა - "გიხაროდენ" და"იხარე", "გაიხარე" - ნიშნავს "ღვთის მადლით აღივსე"

ანუ სიტყვა "სიხარული" ბერძნული წარმოშობისაა?


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Feb 17 2012, 05:02 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



GIORGI LELUASHVILI

დიდი ალბათობაა

===================
ხარიტონ (ბერძნული) " მადლიანი ", " გულუხვი ".

ხარლამპი (ბერძნული) " სიხარულით გაბრწყინებული ".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Feb 19 2012, 09:42 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



კითხვა მაქვს - თქვენი აზრით, უპირველესად რისკენ მიისწრაფვის ადამიანი? (თეისტია თუ ათეისტი, არ აქვს მნიშვნელობა, ყველას აქეთკენ აქვს სწრაფვა)


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Feb 19 2012, 09:44 PM
პოსტი #10


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



GIORGI LELUASHVILI
მისტიციზმისკენ


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Feb 19 2012, 09:49 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ikanosi
ციტატა
მისტიციზმისკენ

ყველა ადამიანს აქეთკენ აქვს სწრაფვა? blink.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Feb 19 2012, 09:50 PM
პოსტი #12


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



GIORGI LELUASHVILI
კი


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Feb 19 2012, 09:57 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ikanosi
ციტატა
კი

biggrin.gif კაი რა ირაკლი, ამ მატერიალისტ ხალხს ოღონდ კაი საჭმელ-სასმელი, მანქანა, სახლი და ფული მიეცი და სულ კიდიათ შენი მისტიციზმიცა და ეზოთერიზმიც.

არა ძმაო, ძალიან ბევრს არ აინტერესებს მისტიციზმი, თუნდაც მართლმადიდებელ მორწმუნეებს.

ამას ისიც ადასტურებს, რომ თუ რაღაც მართლა მაგრად გაინტერესებს, შესაბამისად იმ სფეროში უნდა ცდილობდე განსწავლას და უფრო მეტის გაგებას, მაგრამ დამეთანხმები, რომ ადამიანების უმეტესობას ეს სულაც არ აინტერესებს.

აბა ვინ სწავლობს მისტიციზმს, ხელი აიწიოს smile.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Feb 19 2012, 09:58 PM
პოსტი #14


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



GIORGI LELUASHVILI
სწავლას არ ვგულისხმობ

აბა ჩამოაირე და რამდენი წრუ რწმენა არის საზოგადოებაში ნახე, გარკვეული საკითხისადმი რწმენა, ეს გარკვეულ წილად მისტიციზმის გამოვლინებაა, ანუ ზებუნებრივის ძიება


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Feb 19 2012, 10:52 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ikanosi
ციტატა
აბა ჩამოაირე და რამდენი წრუ რწმენა არის საზოგადოებაში ნახე, გარკვეული საკითხისადმი რწმენა, ეს გარკვეულ წილად მისტიციზმის გამოვლინებაა, ანუ ზებუნებრივის ძიება

ჩამოვივლი და იმდენ ადამიანს ვნახავ, საერთოდ არაფრის რომ არ სწამს, რომ...

აი ამ ყოველივეს სწორედ იმ ერთი რაღაცისკენ სწრაფვა აერთიანებს, რასაც მე ვგულისხმობ.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Feb 19 2012, 11:19 PM
პოსტი #16


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
ჩამოვივლი და იმდენ ადამიანს ვნახავ, საერთოდ არაფრის რომ არ სწამს, რომ...

ეგეთი არავინ მგონია იყოს


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Feb 19 2012, 11:48 PM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ikanosi
ციტატა
ეგეთი არავინ მგონია იყოს

biggrin.gif
კაი რა, სახელებით და გვარებით დავიწყო?

თავს დავდებ, რომ ქუჩაში შემხვედრი ყოველი მესამე ასეთია.

რამდენი ჩემს სანათესაოსა თუ სამეგობროშია, ვინ მოთვლის.



--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Feb 20 2012, 12:19 AM
პოსტი #18


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა

აბა ვინ სწავლობს მისტიციზმს, ხელი აიწიოს

ორივე თუ ერთი? biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Feb 20 2012, 12:22 AM
პოსტი #19


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
კაი რა, სახელებით და გვარებით დავიწყო?

თავს დავდებ, რომ ქუჩაში შემხვედრი ყოველი მესამე ასეთია.

რამდენი ჩემს სანათესაოსა თუ სამეგობროშია, ვინ მოთვლის.

ადამიანს რწმენის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია, და ჰაერზე ნუ იტყვი


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Feb 20 2012, 07:52 PM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ikanosi
ციტატა
ადამიანს რწმენის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია, და ჰაერზე ნუ იტყვი

გინდა თქვა, რომ ყოველი ადამიანი რწმენით ცხოვრობს?

აბა რას ნიშნავს ამდენი ცოდვები? ამდენი ღვთისმგმობი ქმედებანი და ღვთის მიერ დაშვებული განსაცდელები?

ადამიანს რომ რწმენის გარეშე ცხოვრება არ შეეძლოს, აშენებულა ქვეყანა და ეგაა!

საქმეც იმაშია, რომ ურწმუნოებას მოუცავს დღეს საზოგადოების გული და ისე რომ მოვიდეს იესო, როგორც პირველად, კვლავ ჯვარს ვაცვამდით.
ციტატა
ჰაერზე ნუ იტყვი

სწორედ რომ შენ ლაპააკობ ჰაერზე; აბა დაუკვირდი.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 05:50 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი