IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

10 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > »   
Reply to this topicStart new topic
> მახვილი მესიისა, წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
marine
პოსტი Nov 16 2015, 09:00 PM
პოსტი #61

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,949
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

აღმაშენებელს

მოგვიხსენენ ჩვენ უფალო სასუფეველს,
წინაპრების სისხლი გვიდუღს მთელი ძალით,
გელათისას ვეახლებით საკურთხეველს,
შენი ლოცვით, ფუძე ჩაყრილს, მეფე დავით!
მზის საათზე დროს შევცქერით შენი დროდან,
ლადოს "საროს ფოთლები არ გასცვენია",
ღმერთს სამშობლო შეავედრე დიდგორიდან,
"გალობანი სინანულის" დაგცდენია.
უფალს სთხოვე აგვარიდოს განსაცდელი,
სანამ ხატებს წინ სანთლები ენთებიან,
კიდევ ერთხელ მოგვივლინე ჭყონდიდელი,
ყვავ-ყორნები ვაჟას არწივს ესევიან.
ვიცი, ის დრო აღარ არის მეფეთ-მეფევ,
ახლა შენი ხმალი ჩვენი წარსულია,
იმიერ და ამიერი შეგვიერთე,
სანამ ქვევრი სიცოცხლისა დაძრულია.
გაუზარდე საქართველოს ყველა შვილი,
რწმენით ღმერთი ქართველურად ასაზრდოებს,
შენმა ლოცვამ გაგვიჩინოს ბევრი გმირი,
შეგვახვედრე სწავლულ არსენ იყალთოელს.
დრო ისევე მიიჩქარის ულმობელი,
მეცხრე-მერვე საუკუნე უკან რჩება,
შენი წმინდა სამოსელი დაგვაფარე
და გმირებში შენი ხმალიც გაბრწყინდება.

/ზურაბ ჭიოკაძე/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 21 2015, 07:34 PM
პოსტი #62

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,949
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

გოჭკადილის კანიონი

გოჭკადილის - გაჭედილის კანიონი ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია საქართველოს ერთ-ერთ მხარეში - სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ გაჭედილის მიდამოებში, კერძოდ ოდიშის ვაკეზე, მდინარე აბაშის მარჯვენა სანაპიროზე. კანიონის შუა წელში წარმოიშობა 12-15 მეტრი სიმაღლის ვარდნის მცირე ჩანჩქერები. კანიონის ერთი მონაკვეთი გამოირჩევა განსაკუთრებული სილამაზით. ეს არის ოფუცხოლე, რომელიც ცნობილია "დადიანების საბანაოს" სახელით. აქ ჩასასვლელი ბილიკი კირქვის დიდი კვადრებისგან აშენებულ კიბეს ჩაუყვება. გადმოცემის თანახმად, სწორედ ამ კიბით სარგებლობდნენ გიორგი მთაწმინდელი და დავით აღმაშენებელი".

/"ლამპარი" N4, 2015, გვ.16/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 2 2016, 09:42 PM
პოსტი #63

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,949
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

IPB-ს სურათი

/FB/

პოსტი Feb 21 2016, 04:23 PM
პოსტი #64

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,949
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"...პირველსავე ბრძოლაში მტერმა ზარალი ნახა. ბაღდადის მმართველი ილ-ღაზი მძიმედ დაიჭრა, სახელგანთქმულ სარდალს დურბეიზ სადაყას ძეს ისე ახლოს მიეჭრნენ ქართველები, რომ გულიდან ოქროს ძვირფასი მანიაკი ჩამოგლიჯეს და შემდგომ დიდგორთან მოპოვებული გამარჯვების პატივსაცემად ხახულის ღვთისმშობლის ხატს შესწირეს.

დიდგორის ომმა დიდი ხნით და საფუძვლიანად გადაუტეხა ხერხემალი ქართვეთა მტრებს..."

/"კანდელი" N2, 2016, გვ.12/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 24 2016, 04:40 PM
პოსტი #65

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,949
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

IPB-ს სურათი

დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი - ამ ჯვრით მიუძღოდა წმინდა მეფე ქართველთა ლაშქარს

09.06.2014

ხობის სიძველეებიდან განსაკუთრებულ ადგილს იკავებს წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი, რომელიც საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდშია დაცული.

მუზეუმის საგანძურის ფონდის კურატორის, ხელოვნებათმოცდნეობის დოქტორის ელენე კავლელაშვილის თქმით, ჯვარი საფრანგეთში 1921 წელს იქნა გატანილი და 1945 წელს დაბრუნდა პარიზიდან საქართველოში. იგი შედარებით მომცრო ზომისაა და როგორც ჩანს, მეფეს თან ახლდა ბრძოლებში. არსებობს უფრო დიდი ზომის საეკლესიო საწინამძღვრო ჯვრები, რომლებიც შორ მანძილზე გადაადგილებისთვის არ იყო განკუთვნილი.

დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი თავისი ზომით ჰგავს დავით კურაპალატის (+1001წ.) საწინამძღვრო ჯვარს, რომელიც ჩვენამდე მოღწეულ საწინამძღვრო ჯვრებს შორის ჯერჯერობით ყველაზე ადრეული მომცრო ზომის ჯვარია. ბრეთის, იშხანის, მარტვილის, საწინამძღვრო ჯვრები ზომით მათ ბევრად აღემატება. როგორც ჩანს ისინი მონასტრებში დაუნჯებული საწინამძღრო ჯვრებია.

დავით კურაპალატის ჯვრის წინაპირზე არის წარწერა: "ქრისტე ადიდე დავით კურაპალატი, ამინ"!
დავით აღმაშენებლის ჯვრის წინაპირზე კი მხოლოდ ჯვარცმული მაცხოვარია გამოსახული და ჯვრის ზურგზე წარწერა ნაწილდება, რომელიც ასეთი შინაარსისაა: "პატიოსანო ჯვარო ადიდე უძლეველი აფხაზთა და ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფე დავით და შემიწყალე მე გლ..." წარწერის დამაბოლოებელი სიტყვები სამწუხაროდ აღარ იკითხება. სომეხთა მეფის ტიტული დავითმა მაშინ მიიღო, როდესაც შემოიერთა, როგორც ჩრდილოეთ სომხეთი, ასევე ანისი.
ჯვარი 1123- 1125 წლებში მოჭედილი ჩანს.

http://karibche.ambebi.ge/eklesia/sitsmind...hvro-jvari.html

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 29 2016, 09:51 PM
პოსტი #66

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,949
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"იგი იყო მაგალითი არა მარტო საეროთა, არამედ სასულიერო პირთა შორისაც კი, უფლის მცნებების ერთგულებასა და კეთილმოშურნეობაში.

მადლიერმა შთამომავლობამ მას უწოდა "აღმაშენებელი", რაშიც ნაგულისხმევია არამარტო ქვეყნიური, არამედ სულიერი აღმშენებლობაც.

"დაე, გამორჩევით ვუღაღადოთ: "გიხაროდენ, მეფეო დავით, კმაო მფარველო ჩვენო!"

/მღვდელი იოანე ბეკოშვილი
"ფუძნარი" N2, 2016, გვ.4/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 15 2016, 01:59 PM
პოსტი #67

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,949
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"მისი ხსენების დღეს ადრეც ვთქვი, - განა ვინ არის მასზე დიდი ქართველი, ვის უყვარს მასზე მეტად საქართველო, ვიდრე წმიდა დავით აღმაშენებელს. საოცარი სიტყვები აქვს მას დიდგორის ბრძოლის წინ, როცა თავის მეომრებს მიმართავს: "ეჰა, მეომარნო ქრისტესნო!" ამ სიტყვებით შეიძლება მივმართოთ თითოეულ ჩვენგანს. დიახაც, ჩვენ ვართ ქრისტეს მეომრები. ამის თითქოსდა მარტო დიდგორის ომის მონაწილეებს კი არ მიმართავს, არამედ თითოეულ ქრისტიანს, თითოეულ ქართველს, მიუხედავად იმისა, თუ როდის დაიბადა იგი".

/დეკანოზი თეოდორე, "ქადაგებანი", გვ. 98/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 15 2016, 02:28 PM
პოსტი #68

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,949
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

„დავით აღმაშენებლის ჯარი უძლეველი იყო. იმიტომ რომ იქ ქრისტიანები იყვნენ არა მარტო მსოფლმხედველობით, არამედ ცხოვრების წესით. ვაი იმას, ვინც იბილწსიტყვავებდა, ან ფუჭად, ტაშ-ფანდურას და ლაზღანდარობას გამართავდა დავით აღმაშენებლის სამხედრო რაზმში და ჯარში. ის გაგდებული იქნებოდა იქიდან. ცეკვა-თამაშის და სიმღერის უფლებასაც კი არ აძლევდა, თუ ეს ლაზღანდარობიდან გამომდინარეობდა. სამაგიეროდ, მისი ჯარი უძლეველი იყო“.

/დეკანოზი თეოდორე, "ქადაგებანი", გვ.101/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 15 2016, 02:44 PM
პოსტი #69

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,949
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

“შემთხვევითი არ არის, რომ მან დაწერა „გალობანი სინანულისანი“, რომელიც - კვლავ პატრიარქის სიტყვებს გავიმეორებ - თითქოსდა წმიდა ანდრია კრიტელის სინანულის კანონს წააგავს, მაგრამ ზოგ შემთხვევაში, აღემატება კიდევაც მას. იგი, უბრალოდ, მცირეა მოცულობით, მაგრამ ძალზე ღრმა არის, ძალზე ლამაზია, ძალზე ქართულია. ძალიან დიდებულია. იგი შეიძლება ლოცვადაც გამოვიყენოთ“.

/დეკანოზი თეოდორე, "ქადაგებანი", გვ. 98-99/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 19 2016, 11:39 AM
პოსტი #70

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,949
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"არცერთი არა ხართ ნაკლებად ვალდებულნი ერისა და ქვეყნის წინაშე, ვიდრე მე; ქვეყანა უპატრონოდ არის დაგდებული... თუ იმათ, მოსულთ, ჩვენი მიწის გულისთვის სიკვდილისა არ ეშინიათ, ჩვენ ამ მიწის პატრონთ, რად უნდა გველაჩრებოდეს გული".

/წმ. დავით აღმაშენებელი
"ქვაკუთხედი" N4, 2016, გვ.27/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 28 2016, 10:19 AM
პოსტი #71

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,949
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

IPB-ს სურათი

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 1 2016, 10:48 AM
პოსტი #72

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,949
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"ჩვენ ყველას ჩვენი დიდგორი გვაქვს. დავით აღმაშენებელი დღესაც ცოცხალია და იგი დღესაც გვეუბნება, რომ უნდა ვიბრძოლოთ. ამ ბრძოლით, თუ ქრისტეს სიყვარულით აღვიჭურვებით, თვით ეშმაკსაც დავამარცხებთ.

ჩვენს უკან გზა ჩახერგილია არარაობით სულიერი და ფიზიკური თვალსაზრისითაც, ჩვენს წინ სამშობლოა, რომლის გადარჩენა მხოლოდ და მხოლოდ ეკლესიის გაძლიერებით შეიძლება".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 17 2016, 10:26 PM
პოსტი #73

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,949
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი ჩვენი ქვეყნის სიმბოლოდ იქცა! მისი თავდადებული მოღვაწეობა ქვეყნის მსახურების უბადლო მაგალითია ყოველი ჩვენგანისთვის!

რაღაც საოცარი გონება ჰქონდა წმინდა დავით აღმაშენებელს. მოგეხსენებათ, იგი აღზრდილი იყო სასულიერო პირის მიერ".

/ილია II
"საპატრიარქოს უწყებანი" N5, 2016, გვ.3/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 18 2016, 11:35 AM
პოსტი #74

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,949
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"დავით აღმაშენებლი მუდამ ჩვენი თანამედროვეა".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N5, 2016, ჩანართი/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 13 2016, 08:26 PM
პოსტი #75

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,949
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"ისტორიულად დადასტურებულია ისიც, რომ წმინდა დავით აღმაშენებელი არის წმინდა მეფე დავით მეფსალმუნის პირდაპირი 78-ე შთამომავალი (იხ. ქართლის ცხოვრება გვ. 324)".

/"ქვაკუთხედი" N6, 2016, გვ.27/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 13 2016, 09:48 PM
პოსტი #76

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,949
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"წმინდა დავით აღმაშენებელმა გელათის მონასტერს, სხვა მრავალ სიწმინდეს შორის, დიდი სანაწილეც დაუტოვა ანდერძად. XV საუკუნის მიწურულს, როცა ერთიანი საქართველო დაიშალა, სანაწილე კვლავ გელათის მონასტერში დარჩა. ამას მოწმობს რუსი მოგზაურების - ტოლჩანოვისა და იევლევის აღწერილობა წმინდა დავითის შეწირული სანაწილისა.

გელათის მონასტრის გაუქმების შემდეგ, 1924 წლის 22 ნოემბერს, გიორგობის წინა დღეს, სანაწილე გელათიდან ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმში ჩამოიტანეს. 2005 წლის ნოემბერში დედაეკლესიას დაუბრუნდა დიდი სანაწილე, შიგ მოთავსებული უდიდესი სიწმინდეებით."

/"საქართველოს იმედი II" წიგნი 50, გვ. 128/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 20 2016, 12:47 PM
პოსტი #77

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,949
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"უმნიშვნელოვანესია დავით აღმაშენებლის ხელნაწერი, რომელიც სინას მთის საბუთებში აღმოჩნდა. მისი ფოტო [ნიკო] მარმა გადაიღო და ახლა მამას [იოსებ მეგრელიძე] არქივში ინახება. ფოტოზე დოკუმენტი ივანე ჯავახიშვილს უჭირავს ხელში. ეს არის აღმაშენებლის ერთადერთი ხელნაწერი, რომელიც დღემდეა შემორჩენილი. არის კიდევ ორი, მაგრამ ისინი ასლებია".

/გუბაზ მეგრელიძე
"საპატრიარქოს უწყებანი" N25, 2016, გვ.16/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 24 2016, 10:52 PM
პოსტი #78

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,949
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

IPB-ს სურათი

წმ მეფე დავით აღმაშენებელი
ხე, ტილო, აკრილი.
ხატი იმყოფება კამბეჩოვანში წმ სერაფიმე საროველის სახელობის ტაძარში.
შექმნილია გელათის ფრესკის მიხედვით, დამატებული აქვს სამეფო მანტია, შეიცვალა მაკეტის ხედი და სიბრტყეზე პერსპექტივის ასახვა გასწორდა თანამედროვე მხატვრობის შესაბამისად

დეკანოზ ლევან ფიროსმანაშვილის იკონოგრაფია

/FB/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 1 2016, 10:23 AM
პოსტი #79

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,949
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"სინას ბიბლიოთეკაში დაცულ მრავალ ქართულ მაგალიტს შორის გამორჩეულია საქართველოს სახელოვანი მეფის დავით აღმაშენებლისეული პატარა სამოციქულო. დასტურად სახარების 265-ე გვერდზე მეფე წმინდანის ხელით შესრულებული მინაწერია დაცული: "ქრისტე მე, დავით, უნარჩევესმან მონამან ყოველთა ქრისტესთამან, განვგზავნე წიგნი ესე მთას წმინდას სინას; ვინცა მოიხმარებდეთ, ლოცვა ყავთ ჩემთუინ". ეს პატარა ტექსტი აღმაშენებლის კალიგრაფიის ჩვენამდე შემორჩენილი ერთადერთი ნიმუშია, მასში მეფის თავმდაბლობაც ჩანს და ღვთისმოსაობაც".

/"კარიბჭე" N20, 2010, გვ. 15/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 1 2016, 11:43 AM
პოსტი #80

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,949
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"ქართული ისტორიული წყაროების თანახმად, სინას მთაზე ერთ-ერთი მონასტრის აშენება დავით აღმაშენებლის სახელს უკავშირდება. იმავეს გვამცნობს "ქართლის ცხოვრების" ძველი სომხური თარგმანის შესატყვის ადგილი".

/"კარიბჭე" N20, 2010, გვ. 17/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

10 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 7th May 2024 - 03:09 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი