IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> სენატის გადაწყვეტილება, Lenus-სა და staywhite-ს შორის მომხდარი ინციდენტის თაობაზე
admin
პოსტი Apr 9 2008, 06:23 PM
პოსტი #1


გიორგი
***

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 4,393
რეგისტრ.: 22-July 06
მდებარ.: სერვერთან ახლოს
წევრი № 1



მართლმადიდებლურ ფორუმ church.ge-ს
სენატის
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

Lenus-სა და staywhite-ს შორის მომხდარი ინციდენტის თაობაზე

სენატი გამოთქვამს უკიდურეს შეშფოთებას იმის გამო, რაც მოხდა ბოლო დღეებში მოდერატორ Lenus-სა და იუზერ staywhite-ს შორის. სენატი მიიჩნევს, რომ კატეგორიულად დაუშვებელია კონფლიქტის ასეთ ფორმებში გადაზრდა და მით უმეტეს, მისი პირად ურთიერთობებზე ასახვა. სენატი დაბეჯითებით მოუწოდებს ყველა იუზერს და განსაკუთრებით ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, აჩვენონ ურთიერთპატივისცემის, მიმტევებლობისა და შენდობის მაგალითი, ქრისტესმიერი სიყვარულით იყვნენ განმსჭვალული ერთმანეთის მიმართ.

სენატმა დაწვრილებით შეისწავლა ინციდენტთან დაკავშირებული ყველა პოსტინგი და ყოველივე ზემოაღნიშნულის, აგრეთვე იუზერ Soldier-ის ამ პოსტის გათვალისწინებით და ამ მხრივ წესრიგისა და სამართლიანობის აღსადგენად, ფორუმის წესების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის "დ", "ზ", "თ", "კ", "ლ" და "მ" ქვეპუნქტების შესაბამისად, სენატმა გადაწყვიტა:

1. ორივე იუზერს გამოეცხადოთ უმკაცრესი საყვედური ურთიერთშეუთანხმებლობის ასეთ ფორმებში გადაზრდისათვის და მიეცეთ სიტყვიერი გაფრთხილება.
2. Lenus-ს შეუწყდეს მოდერატორობა
3. staywhite-ს მიეცეს 30-დღიანი იუზერ-ბანი
4. ეთხოვოს admin-ს დაამტკიცოს სენატის გადაწყვეტილება და შეასრულოს იგი.
5. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.


--------------------
რა საჭიროა გზა, რომელიც ტაძრამდე არ მიდის და რა აზრი აქვს ცხოვრებას რომელიც უფალთან არ მიგვიყვანს.

ყველაზე მეტად უყვარხარ იმას ვინც დიდი გრძნობით ცოტას გელაპარაკება.

შეეცადე დაესწრო მზის ამოსვლას, რადგან არ იცი დაესწრები თუ არა მზის ჩასვლას.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 07:57 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი