თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საქართველოს ისტორია _ ეგვიპტე

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Mar 2 2008, 07:49 PM

ჯერ ფარაონთა სია
(მომაწოდა რატი იოანათამიშვილმა)

ძველი ეგვიპტის ფარაონები

წინადინასტიური ეგვიპტე ძვ.წ.~3500-3230

ქვემო (ჩრდილოეთ) ეგვიპტის სამეფო

პუ
სეკა
ხაიუ
ტიუ
ჩეში
ნიხები
უაჯანეჯი
მეხი

ზემო (სამხრეთ) ეგვიპტის სამეფო

სელკი (მორიელი)

კა

ნარმერი (ჰორ-სომი)


ზემო და ქვემო ეგვიპტის ფარაონები


I დინასტია ძვ.წ. 3249-3043

ჰორ-აჰა (მენესი) 3239-3209
იტი (ატოტისი) 3209-3182
ჯერი (სეთჰი) 3182-3151
ჯეთა (უაჯი) 3151-3124
უდიმუ 3124-3104
მერპებია 3104-3078
სემერხეტი 3078-3069
კაა 3069-3043

II დინასტია ძვ.წ. 3043-2742

ხეტეპ-სეხემუი 3043-3006
ნუბნეფერი (რა-ნები) 3006-2967
ნინეჯერი 2967-2920
პერიბრუნი (სეხემიბი) 2920-2903
სენეჯი 2903-2862
აკა (ნეტერკა) 2862-2844
ნეფერხერესი 2844-2819
ხა-ხესემი 2819-2772
ხა-სხემუი 2772-2742

III დინასტია ძვ.წ. 2742-2668 (საფეხურებიანი პირამიდების ეპოქა)

სანეხეტი (ნებკა) 2742-2723
ჯოსერი 2723-2704
სეხემხეტი 2704-2698
ხა-ბა 2698-2692
ჰუნი 2692-2668

IV დინასტია ძვ.წ. 2668-2549 (დიდი პირამიდების ეპოქა)

სნოფრუ 2668-2644
ხუფუ (ხეოფსი) 2644-2621
ჯედეფრი (რაჯედეფი) 2621-2613
ხაფრა (ხეფრენი) 2613-2588
ბაუფერა 2588-2583
მენკაურა (მიკერინი) 2583-2555
შეფსესკაფი 2555-2551
დედეპტაჰი 2551-2549

V დინასტია ძვ.წ. 2549-2424

უსერკაფი 2549-2542
სახურა 2542-2528
ნეფერირკარა 2528-2518
შეფრესკარა 2518-2511
ნეფერაფრა 2511-2504
ნიუსერრა 2504-2501
მენკაუჰარა 2501-2493
ჯედკარა 2493-2454
უნისი 2454-2424

VII დინასტია ძვ.წ. 2250-2232

ნეფერკარა I 2250-2248
ნეფერკარა-ნები 2248-2246
ჯედკარა-შემაი 2246-2244
ნეფერკარა-ხენდუ 2244-2242
მერენჰორი 2242-2240
ნეფერკამინი 2240-2238
ნიკარა 2238-2236
ნეფერკარა-ტერერუ 2236-2234
მეფერკაჰორი 2234-2232

VIII დინასტია ძვ.წ. 2232-2219

უაჯიკარა 2232-2228
ნეფერკამინანუ 2228-2226
კაკარე-იბი 2226-2222
ნეფერკარა II 2222-2221
ნეფერკაუჰორი 2221-2220
ნეფერიკარა 2220-2219

IX დინასტია ძვ.წ. ~2220-2130 (ჰერაკლიოპოლისელი ფარაონები)

ახტოი I 2220-2200
ნეფერკარა III 2200-2190
ახტოი II 2190-2170
სეტუტი (სუნ-ხა) 2170-2160
ახტოი III 2160-2145
მერი 2145-2140
შედი 2140-2135
უსერი 2135-2130

X დინასტია ძვ.წ. 2130-2040 (ჰერაკლიოპოლისელი ფარაონები)

მერიხატორი 2130-2120
ნეფერკარა IV 2120-2115
ახტოი IV (უაკარა) 2115-2070
მერიკარა 2070-2050
უცნობი ფარაონი 2050-2040

XI დინასტია ძვ.წ. 2061-1991 (2133-2061 თებეს ნომარქები, 2061-დან ეგვიპტის კვლავ გამაერთიანებლები)

მენტუხეტეპ I 2133-2118
ინტეფ I (სეხერ-ტაფი) 2133-2117
ინტეფ II (უან-ანხი) 2117-2069
ინტეფ III (ნეხეტ-ნეფური) 2069-2061
მენტუხეტეპ II 2061-2009
მენტუხეტეპ III 2009-1998
მენტუხეტეპ IV 1998-1991

XII დინასტია ძვ.წ. 1991-1786

ამონემხატ I 1991-1962
სენუსერტ I 1962-1928
ამონემხატ II 1928-1896
სენუსერტ II 1896-1878
სენუსერტ III 1878-1842
ამონემხატ III 1842-1797
ამონემხატ IV 1797-1789
ნეფრუსებეკი (ქალ-ფარაონი) 1789-1786

XIII დინასტია ძვ.წ. 1786-1633

სებეკხოტეპ I 1786-1781
სენბუეტი (ამონემხატ V) 1781-1778
სეხეტეპიბრა (ამონემხატ VI) 1778-1777
სანხიბრი 1777-1776
ხეტეპიბრი 1776-1775
სებეკხოტეპ II 1775-1774
რანსენები 1774-1773
ჰორი (აუიბრა) 1773-1772
სეჯეფაკარა (ამონემხატ VII) 1772-1771
ხუტაუირა 1771-1769
სენეფერიბრა (სენუსერტ IV) 1769-1768
ხენჯერი 1768-1764
სემენხარა 1764-1761
სებეკმესაფ I 1761-1754
სებეკხოტეპ III 1754-1751
ნეფერხოტეპ I 1751-1740
სებეკხოტეპ IV 1740-1732
სებეკხოტეპ V 1732-1725
ნეფერხოტეპ II 1725-1715
სებეკხოტეპ VI 1715-1711
ნეფერხოტეპ III 1711-1706
უახიბრა 1706-1696
მერნეფერრა 1696-1673
მერხეტეპრა 1673-1671
ჯედნეფერა (დედიმოს I) 1671-1660
ჯედხეტეფერა (დედიმოს II) 1660-1655
სენებმი 1655-1650
მერშეპსეფ-ინი (მენტუხეტეპ V) 1650-1645
მენტუნმსაფი 1645-1640
სენააიბი (მენკაურა) 1640-1633

XIV დინასტია ძვ.წ. ~1770-1603 (მართავდა ქვეყნის ნაწილს)

ხატირა 1770-1765
ნებხაურა 1765-1760
სეხებრა 1760-1755
მერჯეფრა 1755-1750
სავაჯკარა 1750-1745
ნებჯეკარა 1745-1740
უბნერა 1740-1735
უცნობი ფარაონი 1735-1730
აუიბრა 1730-1725
ხერიბრა 1725-1720
ნებსენრა 1720-1715
უცნობი ფარაონი 1715-1710
სეხეპერენრა 1710-1705
ჯედხერურა 1705-1700
სანხიბრა 1700-1695
ნეფერტემრა 1695-1690
სეხემრა 1690-1685
კაკემურრა 1685-1680
ნეფერიბრა 1680-1675
ორი უცნობი ფარაონი 1675-1670
ანხკარა 1670-1665
სემენრა 1665-1660
13 უცნობი ფარაონი 1660-1640
შეფერრა 1640-1635
მენრა 1635-1630
ჯედკარა 1630-1625
13 უცნობი ფარაონი 1625-1615
ხეპუ 1615-1610
ნებენნატი 1610-1605
ბებნემი 1605-1603

XV დინასტია ძვ.წ.1674-1567 (ეგვიპტის დამპყრობელ ჰიქსოსთა დინასტია)

სალათისი (შალიკი) 1674-1659
შეში (მაიებერა) 1659-1645
იაკუბხერი 1645-1637
ხიანი 1637-1617
აპოპი I (აუსერრა) 1617-1595
აპოპი II 1595-1576
ხამუდუ 1576-1567

XVI დინასტია ძვ.წ. ~1650-1565 (ეფემერული დინასტია, მმართველობდა ეგვიპტის მცირე ნაწილზე)

ნუბუსერი 1650-1630
იაკბოამი 1630-1615
ვადჯედი 1615-1600
იაკბაალი 1600-1585
ნუბანხერი 1585-1575
ანატხერი 1575-1570
ხაუსერი 1570-1565

XVII დინასტია ძვ.წ.1665-1567 (თებეს ნომარქთა დინასტია)

ინტეფ IV (რეხოტეპი) 1665-1660
ინტეფ V 1660-1658
სებეკმესაფ II 1658-1642
ჯეხუტი 1642-1641
მენტუხეტეპ VI 1641-1640
ნებირირად I 1640-1622
ნებირირად II 1622-1621
სემენმეჯატრი 1621-1620
სენუსერტ V 1620-1608
სებეკმესაფ III 1608-1599
ინტეფ VI (სეხემრა) 1599-1594
ინტეფ VII 1594-1593
სენახტენრა 1593-1592
სეკენენრა-ტაა I 1592-1588
სეკენენრა-ტაა II 1588-1573
კა-მესუ 1573-1567

XVIII დინასტია ძვ.წ.1567-1319 (ეგვიპტის კვლავ გაერთიანება)

იაჰმეს I 1567-1546
ამონჰეტეპ I 1546-1526
თუტმოს I 1526-1513
თუტმოს II 1513-1496
ხატშეპსუტი (ქალ-ფარაონი) 1496-1474
თუტმოს III 1474-1442
ამონჰეტეპ II 1442-1416
თუტმოს IV 1416-1408
ამონჰეტეპ III 1408-1372
ეხნატონი (ამონჰეტეპ IV) 1372-1356
სემენხკარა 1356-1354
ტუტანხამონი 1354-1345
ეიე 1345-1342
ხორემხები 1342-1319

XIX დინასტია ძვ.წ.1319-1206

რამსეს I 1319-1318
სეტი I 1318-1304
რამსეს II დიდი 1304-1237
მერნეპტაჰი 1237-1223
სეტი II 1223-1213
ამონ-მესესი 1213-1212
სეპტაჰი 1212-1207
ტაუსერტი 1207-1206

XX დინასტია ძვ.წ.1206-1070

სეტნახტი 1206-1204
რამსეს III 1204-1172
რამსეს IV 1172-1162
რამსეს V 1162-1156
რამსეს VI 1156-1139
რამსეს VII 1139-1133
რამსეს VIII 1133-1127
რამსეს IX 1127-1109
რამსეს X 1109-1099
რამსეს XI 1099-1070


XXI დინასტია ძვ.წ.1070-947

სემენდესი 1070-1044
ხერიხორი [ფაქტ.მმართ.თებეში] 1070-1050
ამენემნისუ 1044-1039
პსუსენ I 1039-993
ამენემიპეტი 993-978
საამონი 978-960
პსუსენ II 960-947

XXII დინასტია ძვ.წ.945-715 (ლიბიური დინასტია)

შეშონკ I 947-924
ოსორკონ I 924-891
შეშონკ II 891-889
ტაკელოტ I 889-874
ოსორკონ II 874-849
ტაკელოტ II 849-823
შეშონკ III 823-773
პამი 773-767
შეშონკ V 767-730
ოსორკონ IV 730-715

XXIII დინასტია ძვ.წ.818-715 (მართავდა ქვეყნის ნაწილს)

პეტუმბასტი 818-793
იუპუტ I 793-783
შეშონკ IV 783-777
ოსორკონ III 777-749
ტაკელოტ III 749-734
რუდამონი 734-731
იუპუტ II 731-720
შეშონკ VI 720-715

XXIV დინასტია ძვ.წ.725-711 (მართავდა ქვეყნის ნაწილს)

ტეფნახტი 725-718
ბოკქორისი 718-711

XXV დინასტია ძვ.წ.751-656 (ნუბიური დინასტია)

პიანხი 751-716
შაბაკა 716-695
შებიტკუ 695-689
ტახარკა 689-664
ტანუტამონი 664-656

XXVI დინასტია ძვ.წ.672-525 (ეგვიპტის კვლავ გაერთიანება)

ნეხო I 672-664
პასმტიხ I 664-611
ნეხო II 611-595
პსამტიხ II 595-589
ხოფრა (აპრისი) 589-568
იაჰმეს II (ამასისი) 568-526
პსამტიხ III 526-525

XXVII დინასტია ძვ.წ.525-404 და 343-332 (ირანელი აქემენიდების სატრაპები)

არიანდი 525-510
ფერენდატ I 510-485
აქემენი 485-456
მეგაბიზე 456-449
არშამა 449-410
ჰიდარნე 410-404
. . .
ფერენდატ II 343-336
სავაკე 336-333
მაზაკე 333-332

XXVIII დინასტია ძვ.წ.404-399

ამირთეი 404-399

XXIX დინასტია ძვ.წ.399-379

ნეფერიტ I 399-393
პსამუტი 393-392
ახორისი 392-380
ნეფერიტ II 380-379

XXX დინასტია ძვ.წ.379-343

ნეკტანებ I 379-362
ჯეხორი (ტახი) 362-360
ნეკტანებ II 360-343


332 - დაიპყრო ალექსანდრე მაკედონელმა


ელინისტური ეგვიპტე


XXXI დინასტია ძვ.წ.332-323 (ეგვიპტის მაკედონელი სატრაპები)

კლეომენე 332-323
პერდიკა 323-321

XXXII დინასტია ძვ.წ.321-30 (პტოლემაიოსთა დინასტია)

პტოლემაიოს I სოტერი 321-283
პტოლემაიოს II ფილადელფოსი 283-246
პტოლემაიოს III ევერგეტი 246-222
პტოლემაიოს IV ფილოპატორი 222-205
პტოლემაიოს V ეპიფანე 205-181
პტოლემაიოს VI ფილოპატორი 181-145
პტოლემაიოს VII ნეოს ფილოპატორი 145-144
პტოლემაიოს VIII ფისკონი 144-116
პტოლემაიოს IX სოტერი 116-107, 88-81
პტოლემაიოს X ალექსანდრე 107-88
პტოლემაიოს XI ავლეტი 81-80
პტოლემაიოს XII სოტერი 80-58, 56-51
ბერენიკე (ქალ-ფარაონი) 58-57
არქელაოსი 57-56
პტოლემაიოს XIII დიონისე 51-47
კლეოპატრა (ქალ-ფარაონი) 47-30

30-დან რომის პროვინცია


პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Mar 2 2008, 08:44 PM

ეგვიპტეს ისტორიული რუქები

წინადინასტიური ეგვიპტს რუქა -
Egypt in the Predynastic Periods (about 4400 - 3000 BC)
IPB-ს სურათი



ეგვიპტის უძველესი ქალაქები -ზემო ეგვიპტე

Upper Egypt about 4400 - 3000 BC
(underlined site names indicate places covered in Digital Egypt for Universities)
IPB-ს სურათი
Early Egypt
Lower Egypt
IPB-ს სურათი
http://www.digitalegypt.ucl.ac.uk//chronology/index.html
http://www.egyptology.ru/map.htm


ამ რუქაზე ნილოსის სანაპირო და მთელი ეგვიპტე პირობითად დაყოფილია სამ ნაწილად - ზემო -შუა და ქვემო(დელტა) ეგვიპტედ.

IPB-ს სურათი
ზემო ეგვიპტეს ისტორიული ქალაქები
რუქა

IPB-ს სურათი


შუა ეგვიპტე და ქვემო ეგვიპტე-დელტა
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
რა თქმა უნდა თითოეულ მათგანზე საუბარი შეუძლებელია, მაგრამ შეიძლება ყველაზე ცნობილ ძველ ეგვიპტურ ქალაქებზე ბევრი საინტერესო მასალის დადება.


პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 2 2008, 10:04 PM

გაიხარე თამარ!
ძალიან კარგი თემაა!
ისე, თავხედობაში არ ჩამომათვათ და ხომ არ ჯობია, რომ უკვე ცალკე თემა გაიხსნას "მსოფლიო ისტორია"
მსოფლიო მუზეუმები...
ეგვპტე...
და ა.შ
საკმაოდ დაგროვდა თემები.
საქართვლოს ისტორიაში უცნაურად ჟღერს...
არ მეთანხმებით?
მაპატიეთ, თუ ზედმეტი მომივიდა!

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Mar 2 2008, 11:56 PM

ეს მარინესთან....
smile.gif



ხეოფსის პირამიდის სქემა-
#1 ოფიციალური შესასვლელია პირამიდაში,
ხოლო #2 ალ-მამუნის მიერ გათხრილი შესასვლელია - ის მძარცველებმა გათხარეს

-820 წელს ჩვ წ-აღ-ით ხალიფმა ალ-მამუნმა ბრძანება გასცა ჩრდილოეთ მხარეს გაეთხარათ პირამიდაში შესასვლელი -, რადგან მთავარი შესასვლელი არ ჩანდა და ხალიფმა იცოდე რომ ის ჩრდილოეთ მხარეს უნდა ყოფილიყო. ამიტომ მან გადაწყვიდა გაეთხარათ ბრმად გვირაბი - შესასვლელი ააფეთქეს დენთით.
ეს წამოწყება წარმატებული აღმოჩნდა - ალ-მამუნის შესასვლელი შიგნით შეუერთდა ოფიციალურ შესასვლელ, რომელსაც ფარაონის საგანძურთან მიდიოდა.

IPB-ს სურათი
http://www.goldentime.ru/hrs_cat_hufu.htm

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Mar 3 2008, 12:16 AM

კარნაკის კომლექსი ერთ ერთი ყველაზე გრანდიოზულია ეგვიპტეში - მისი მშენებლობა მიმდინარეობდა მრავალი ფარაონის მიერ და საერთო ჯამში 1500 წელი. ეგვიპტელები მას უწოდებდნენ "იპეტ სუტს" - რაც ნიშნავს - უმშვენიერესი ადგილთა შორის.
განსაკუთრებით იყო იგი აყვავების ხანაში 1550-1069 წლებში ჩვ წ-ა-ღმდე. თებესთან ერთდა იგი წარმოადგენდა საკულტო-ადმინისტრაციულ ცენტრს და სამეფო რეზიდენციის ადგილს. კარნაკში იყო უძვირფასესი საგანძური და თავისი მრავალრიცხოვანი არქიტექტურული ნაგებობებით წარმოადგენდა მუზეომს ცის ქვეშ.

IPB-ს სურათი

კარნაკი შედგებოდა სამი დიდი ტაძარული კომპლექსისაგან -
1) ამონის ტაძრული კომლექსი - ეს იყო თებური სამების თაყვანისცემის ცენტრი - ამონის, მუტის და ჰონსუს სამება.
2) სამხრეთში მდებარეობდა მუტის სატაძრო კომპლექსი, რომელიც შეერთებული იყო მთავარ ამონის კომლექსთან სფინქსების ხეივანით
3) ჩრდილოეთით მდებარეობდა თებური ღვთაების მონტუს ტაძარი.

IPB-ს სურათი

კარნაკის ძირითადი ნაწილი აგებული იყო დედოფალ ხაჩეფსუტის, სეტი I, რამსესII და თუთმოს III-ის დროს. თუმცა ამონის ტაძარი აგებული იყო უძველესი დროიდან. (1900 წელი ჩვ წ-აღმდე) - მოგვიანებით კი ზემოჩამოთვლილმა ფარაონებმა ის გააფართოვეს და გაამდიდრეს - კარნაკის მშენებლობა გრძელდებოდა რომაელების მოსვლამდეც.

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Mar 3 2008, 08:30 PM

ახლა ორიოდე სიტყვით პირველი სატაძრო კომლექსის შესახებ -
1) ამონის სატაძრო კომლექსი - სწორედ ეს კომპლექსი მიაჩნიათ შეცდომით ტურისტთა უმრავლესობა კარნაკად, მაგრამ ეს ასე არ არის კარნაკი სამი დიდი კომლექსისგან შედგება და ამონის ტაძარი ერთ ერთი მათგანია.
ამონის ტაძარი ყველაზე გრანდიოზულია თავისი ზომებით და მნიშვნელობით. მას რთული აგებულების სტრუქტურა აქვს - და ორი მკვეთი მიმართულებითაა აგებული - ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ და აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ
ოდესღაც ამონის ტაძარი და ნილოსი შეერთებული იყო არხით.
ტაძრის შესასვლელთან არის სწორედ ცხვრისთავიანი სფინქსების ცნობილი ხეივანი, ხოლო სფინქსების თათებს შორის დგას ფარაონთა ქანდაკებები.
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი
ეს ამონის ტაძრის ეზოა..


IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი

ეს არის ფარაონ სეტი II -ს სალოცავი რომელიც შედგება სამი თაღოვანი ნაგებობისაგან -ეს სამი ღვთაების - ამონის მუტის და ჰონსუს სალოცავებია
IPB-ს სურათი
ეს ტუტანხამონის სფინქსია, რომელიც დააზიანა ხორემხებმა

IPB-ს სურათი
ეს რამსესII -ის ტაძარია და წარწერები ქვევით კი რამსეს II -ს სახელს შეიცავს - ფარაონის სახელი კი იეროგლიფებში შემოხაზული იყო ჩარჩოთი რომელსაც კარტუში ეწოდება.
IPB-ს სურათი IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
ეს რამსეს II -ის ტაძრის თაღებია


თავად რამსეს II-ს ეს პილონი არ აუგია - მან თავისი ასხელი ალბათ მოგვიანებით ჩააწერინა იქ, შესაძლოა ეს თაღი ზევით ააგო ხორემხებმა. ამ თაღის მერე ტურისტები ხვდებიან ამონის ტაძრის ყველაზე გრანდიოზულ ნაწილში - დიდ სვეტებიან დარბაზში

IPB-ს სურათი

ეს დარბაზი ნამდვილი საოცრებაა - უზარმაზარი სვეტების ტყე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს ადამიანზე.

IPB-ს სურათი

დარმაზში დგას 134 სვეტი რომლენიც არის 15 მეტრის სიმაღლის (რამდენიმე შემოსასვლელში აღწევს 21 მეტრს) - თითოეული სვეტის გარშემოტყმა დახლოებით ექვს ხელგაშლილ ადამიანს თუ შეუძლია.
თითო სვეტის თავზე ეტევა 50 ფეხზე მდგარი ადამიანი. ტაძრის თავსახური მთლიანად ჩამონგრეულია.
შესაძლოა სვეტებს შორის ფარაონთა ქანდაკებები იდგნენ.

IPB-ს სურათი

ამ დარბაზის შემდეგ გავდივართ კარნაკის ტაძართან რომელიც ამენხოტეპ III-მ ააგო -
IPB-ს სურათი
აქ დგას ცნობილი სვეტი რომელიც ყველაზე მაღალია მთელს ეგვიპტეში - იგი გამოთლილია გრანიტის ერთი ნაჭრისგან და 30 მეტრის სიმაღლისაა.
შემდეგ მოდის უკვე ტაძრის მეტად დაზიანებულ ინაწილი, რომელიც თუთმოს III -ს მიერაა აგებული

IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: mari touchet თარიღი: Mar 4 2008, 11:03 AM

tamara
კარგი ხარ 2kiss.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 4 2008, 04:26 PM

ციტატა(mari touchet @ Mar 4 2008, 11:03 AM) *

tamara
კარგი ხარ 2kiss.gif


ჭეშმარიტად rolleyes.gif

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Mar 4 2008, 08:36 PM

ახლა ერთი სენსაცია -


პირამიდები ოფიციალური ვერსიით აიგო მაშინ, როცა ეგვიპტელებმა არამც თუ რკინის, არამედ ბრინჯაოს წარმოებაც კი არ იცოდნენ და მხოლოდ სპილენძის იარაღებს იყენებდნენ - მაშინ ბორბალიც არ იყო ჯერ გამოგონებული...

მაგრამ -

ხეოფსის პირამიდის შესწავლისას 102 რიგში აღმოაჩინეს 3 მილიმეტრის სისქის და 300X100 ფართობის რკინის ფირფიტა. ექსპერტიზამა აჩვენა, რომ ეს ფირფიტა დადებული იყო უშუალოდ პირამიდის მშენებლობისას და ბლოკების დადებისას.
მხოლოდ 1989 წელს გახდა შესაძლებელი ამ რკინის ფირფიტსათვის ანალიზი ჩაეტარებინათ. პირველ რიგში უნდა დაედგინათ იყო თუ არა რკინაში ნიკელი.
საქმე იმაშია, რომ რკინის ნივთებს იყენებდნენ ძველი შუმერები 6 000წლის წინ, მაგრამ ის რკინა არ იყო მიღებული მადნისაგან არამედ მეტეორიტული წარმოშობის იყო - მეტეორიტულ რკინაში ნიკელი დიდი რაოდენობითაა.
პირამიდის ბლოკებს შორის ნაპოვნ ფირფიტაში ნიკელის კვალი იქნა აღმოჩენილი - ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ რკინის ფირფიტა ადამიანებმა მადნისაგან დაამზადეს.
თანაც რკინის ფირფიტის ზედაპირზე ოქროს კვალიც აღმოაჩინეს...

ახლა კი მთავარი შეკითხვა - ვინ დაამზადა ეს ფირფიტა?
ეგვიპტელებს რკინის დამზადება რომ სცოდნოდათ 4500 წლის წინ - მაშინ ეს სხვაგანაც გამოჩნდებოდა - იპოვიდნენ რკინის ნივთებს და რკინის საამქროებს.
ანუ გამოდის, რომ ეს ფირფიტა შეტანილი იყო ეგვიპტეში
საიდან?
http://www.wands.ru/txt/prm_057r.html


http://www.catchpenny.org/iron.html


The Iron Plate in
the Great Pyramid
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 4 2008, 08:51 PM

თამრ, მართლაც საინტერესოა...
მეც კარგად გავიარე "ეგვიპტე" ხელოვნების ისტორიაში, მაგრამ ეს ინფორმაცი არ მახსოვს.
ძალიან, ძალიან საინტერესოა!

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Mar 6 2008, 11:01 PM

ციტატა
თამრ, მართლაც საინტერესოა...
მეც კარგად გავიარე "ეგვიპტე" ხელოვნების ისტორიაში, მაგრამ ეს ინფორმაცი არ მახსოვს.
ძალიან, ძალიან საინტერესოა!

თამუნა- სახელმძღვანელოში ბევრ რამეს ვერ ნახავ -

აი ერთ პარადოქსსაც გაჩვენებ - ეს მე სხვა ფორუმებზეც დავდე და ბარემ აქაც გავიმეორებ -

ერთი საინტერესო გამოთვლა -

длина стороны основания пирамиды Хеопса -- 230 м, число ступеней пирамиды -- 200. Количество каменных блоков при среднем весе каждого 2,5 т и объеме 1 куб.м, уложенных в корпус сооружения, -- 2,6 миллиона. Кроме того, на облицовку пирамиды потребовалось 115 500 мраморных плит

------------------------------

ანუ ხეოფსის პირამიდის შიგნით არის 2 600 000 ცალი 2-ტონიანი ბლოკი.
ჰეროდოტეს მიხედვით ამ პირამიდას აშენებდნენ 20 წელი
ანუ ეს არის 20Х365=7300 დღე.

ბლოკების რაოდენობა გავყოთ დღეებზე -

2 600 000:7300=დაახლოებით ეს არის 356 ბლოკი

ანუ გამოდის, რომ ეგვიპტელები ერთ დღეში აგებდნენ, ამზადებდნენ და აპირკეთებდნენ 356 ცალ უზარმაზარ ორტონიან ბლოკებს!!!!
აღარაფერს ვამბობ პირამიდების მოპირკეთებაზე მარმარილოთი - რომელიც დღეს ფაქტიურად მთლიანად მოცილებულია პირამიდებიდან.


ახლა ვნახოთ რამდენი ხანი მეფობდნენ ხეოფსი და ხეფრენი - შეგახსენებთ, რომ ეს ის ორი ფარაონია, რომლებმაც ააშენეს ოფიციალური ვერსიით ორი უზარმაზარი პირამიდა - ხეოფსის და ხეფრენის პირამიდები გიზის პლატოზე.


Хафра, или Хефрен в греческом варианте, — четвертый фараон Египта из IV династии; царствовал, согласно Туринскому папирусу, 24 года (предположительно, между 2558 и 2532 до н. э.). Считается, что Хафра был либо братом и наследником Хеопса (Хуфу), либо сыном Хуфу и наследником фараона Джедефра.
Пирамида Хафры 29°58′32″ с. ш. 31°07′52″ в. д. (G) и Великий Сфинкс на плато ГизаХафра — строитель второй по величине пирамиды в Гизе. Кроме того, ему приписывается сооружение Великого Сфинкса


Хуфу, Хеопс — третий фараон Четвертой династии Древнего царства Египта (2551—2528 до н. э. или 2589—2566 до н. э.), строитель Великой пирамиды в Гизе. Хуфу — по египетски «защитник Хнума» — известен также как Хеопс по Геродоту, Хембес по Диодору, Суфис I по Манефону, Саофис по Эратосфену. Сын фараона Снофру и Хетепхерес (или Хетефер, Хетеперес).

ანუ ორივე მეფობდა 23-24 წელი ერთმანეთის მიყოლებით და პრაქტიკულად გამოდის რომ ორი პირამიდა ერთმანეთის მიყოლებით უცებ აშენდა - ეს კი იმას ნიშნავს, რომ ორივე ფარაონი ერთის დაწყებულ საქმეს ვერ გააგრძელებდა - ორივეს თავისი პირამიდა ჰქონდა ასაშენებელი.
ხეფრენის პირამიდაც დაახლოებით ისეთივე სიდიდისაა, როგორიც ხეოფსის - ანუ დღეში აქაც დასამუშავებელი და დასაწყობი ასევე დაახლოებით 300 ბლოკზე მეტი გამოდის...

ისმის კითხვა - რანაირად ახერხებდნენ ეგვიპტელები დღეში 356 ბლოკის გამოტეხვას კარიერიდან, მოპირკეთებას, მოტანას პირამიდამდე (კარიერები საკმაოდ შორის იყო გოზოს პლატოდან დაშორებული), ატანას გარკვეულ სიმაღლეზე და დაწყობას ისე, რომ ბლოკებს შორის დანის პირიც კი არ ეტევა.
(აღარაფერს ვამბობთ სხვა დანარჩენ სამუშაოზე - მაგალითად: გზის გაყვანა, მიწაყრილის გაკეთება გარკვეულ სიმაღლეზე, გრანიტის ბლოკები მოპირკეთება, რომლიტაც ამოფენილია პირამიდის შიდა გალერეა, სარკოფაგის დამზადება, და სხვ).....

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 6 2008, 11:16 PM

მართალი ხარ თამარ.
ძალიან ბევრი კითხვისნიშნებია ეგვიპტესთან დაკავშირებით
დისქავერის გადაცემებიც ძალიან საინტერესოა.
სფინქსზე ვუყურე, ადრე და საერთოდ განსხვავებული მოსაზრებები გააჩნიათ.
ისე, დოკუმენტური ფილმები მაქვს გადმოწერილი Zagadki_drevnego_egipta
ჯერ ვერ ვნახე.
შენ ხომ არ იცი, რამე ღირებულია, თუ არც ღირს დოროის დაკარგვა?

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Mar 6 2008, 11:53 PM

ციტატა(tamuna m @ Mar 4 2008, 08:51 PM) *

თამრ, მართლაც საინტერესოა...
მეც კარგად გავიარე "ეგვიპტე" ხელოვნების ისტორიაში, მაგრამ ეს ინფორმაცი არ მახსოვს.
ძალიან, ძალიან საინტერესოა!

კი ნანახი მაქვს ეს ფილმი
- ისიც ვიცოდი სად იყო - საიტი -
საიტის ვნახე ერთხელ - უნდა მოვძებნო
სწორედ იქაა ამაზე საუბარი-
უნდა ნახო აუცილებლად - თუმცა ბევრი რამე არაა სწორი იქაც ...


მართლაც ბევრი რამაა გაურკვეველი-

თუნდაც რა იარაღებით ხდებოდა უმტკიცესი ქვების დამუშავება -
გრანიტზე და ბაზალტზე ნანახია ჭრითი იარაღის კვალი-ასეთი კვალი რომ დატოვო
გრანიტზე მტკიცე საჭრელით უნდა დაამუშავო...
ოფიციალური ვერსიით დამუშავება ხდებოდა სპილენძის იარაღებით -
მაგრამ სპილენძი ასეთ კვალს ვერ დატოვებდა.

IPB-ს სურათი




პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Mar 7 2008, 03:37 AM

http://www.pravda.ru/science/mysterious/past/18-02-2004/46512-punt-0

საინტერესოა ცნობები ეგვიპტის ხელნაწერებში ე.წ. "ღმერთების ქვეყანა" - პუნტზე -


http://www.transport.ru/2_period/v_sveta/1997_02/8.htm
მოსაზრებები პირამიდების მშენებლობაზე..

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Mar 10 2008, 03:33 PM

ქალბატონო თამარ, ოქრო ხართ, ოქრო... ზღვა მასალაა როგორც ყოველთვის.. 2kiss.gif

კედლების მოხატულებასაც ხომ შეეხებით? ან საიტი ან ლიტერატურა თუ არის, ადრე შემხვდა მაგდაგვარი, ერთი კარგი საიტი იყო და დამეკარგა, მერე ვეღარ ვიპოვე sad.gif მაინტერესებს ასევე ეგვიპტური დამწერლობაც .....

მოკლედ, მასწავლებელო მე გაგრძელებას ველი.. smile.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 11 2008, 12:06 PM

თამარ, შეიძლება ეს გაქვს, მაგრამ მაინც დავდებ.
აქ არის ეგვიპტის მეფეთა სია

http://www.istoria.ge/King&Queens/egvipte/egvipte.htm

პოსტის ავტორი: marianitta თარიღი: Mar 24 2008, 10:26 PM

იმისათვის რომ თავი ავარიდოთ მეფეთა სახელებისა და საერთოდ გეოგრაფიული სახელების შეცდომით დაწერას და საერთოდ დაუდასტურებელი და მხოლოდ ვარაუდებზე დაყრდნობით წარმოდგენილი მასალის დადებას და მერე ამ მასალაზე კიდევ ახალი მცდარი ვარაუდების გამოთქმას სჯობს რაც ნამდვილად ვიცით იმაზე ვილაპარაკოთ. ანუ ეგვიპტოლოგებმა ილაპარაკონ ეგვიპტოლოგიაზე, შუმეროლოგებმა შუმეროლოგიაზე, ხეთოლოგებმა ხეთოლოგიაზე, არქიტექტორებმა არქიტექტურაზე, მშნებლებმა მშენებლობაზე და ა.შ. ადრეც მინდოდა ამის თქმა მაგრამ ხალხის განაწყენებას მოვერიდე. ეხლა მგონი მოძველდა ეს თემა და ვთქვი მაინც... ანდა თუ მაინცდამაინც გვინდა ამაზე საუბარი ჯერ კარგად შევისწავლოთ და მერე... ინტერნეტული რესურსები დისქოვერის ფილმებისა არ იყოს ხშირად შეცდომებსა და ვარაუდებზეა აგებული. თუმცა ეს ხომ საქართველოა, სადაც მსახიობები მეცნიერები არიან და მასხარები პრეზოდენტები...

და ეს რატი იონათამიშვილი ვინაა ნეტავ გამაგებინა...საიდანა აქვს ეს მეფეთა სია, სადაც ბევრი სახელი შეცდომით წერია. პირდაპირაა ინგლისურიდან გადმოტანილი და ალბათ იმტომ...

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 25 2008, 10:36 AM

marianitta

ეგვიპტოლოგებმა ვერ შეისწავლეს სრულად ეგვიპტე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაც ვიცით ერთმანეთს არ გავუზიაროთ.
მე, ხელოვბნებათმცოდნე რომ მასწავლიდა არც ის იყო ეგვიპტოლოგი, მაგრამ ცოდნას გვაძლევდა.
ეს თემა იმისთვის არის გახსნილი, რომ ზოგადი წარმოდგენა შეიქმნას ეგვიპტეზე.
შენც თუ შეგიძლია დახმარება და რაიმე ინფორმაციის მოწოდება, მაგას რა ჯობია.
ისე, დისქავერის ფილმებს რას უწუნებ?
იქაც მეცნიერები, ხელოვნებთმცოდნეები, ისტორიკოსები, არქეოლოგები და მკვლევარები მუშაობენ და გინდა თვქა, რომ არც მათზე დაყრდნობა შეიძლება?
მაპატიეთ, თუ ბევრი დავწერე!

მარიანიტა, არც შენი წყენა მინდა, გულწრფელად გეუბნები!
უბრალოდ გამიკვირდა ასეთი რამ რომ დაწერე smile.gif

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Mar 25 2008, 11:24 AM

tamuna m

ციტატა
იქაც მეცნიერები, ხელოვნებთმცოდნეები, ისტორიკოსები, არქეოლოგები და მკვლევარები მუშაობენ და გინდა თვქა, რომ არც მათზე დაყრდნობა შეიძლება?

ყველა არ არის ისეთი მეცნიერი თამუნ, რომლის კეთილსინდისიერებაზე შეიძლებოდეს დაყრდნობა .. smile.gif და ყველას არ შეუძლია კვლევა-ძიება და ობიექტური ანალიზის გაკეთება.. აბა ნიკო მარი გაიხსენე biggrin.gif

დამიჯერე, ეს მე ვიცი... როგორც ყველა მხატვარი ვერ იქნება გენიოსი, ასევე მეცნიერებშიც... და არამარტო...


რატომ იყო რომ ჯავახიშვილი სიფრთხილით ეკიდებოდა ისტორიოგრაფიაში დაჟინებულ განცხადებების გაკეთებას..


ასე რომ, ეს დოკ. ფილმები კარგია საყურებლად და ზოგადი წარმოდგენისთვის, მაგრამ როგორც სერიოზული წყარო, არ ვარგა smile.gif



პოსტის ავტორი: marianitta თარიღი: Mar 25 2008, 01:22 PM

ციტატა(tamuna m @ Mar 25 2008, 10:36 AM) *

marianitta

ეგვიპტოლოგებმა ვერ შეისწავლეს სრულად ეგვიპტე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაც ვიცით ერთმანეთს არ გავუზიაროთ.
მე, ხელოვბნებათმცოდნე რომ მასწავლიდა არც ის იყო ეგვიპტოლოგი, მაგრამ ცოდნას გვაძლევდა.
ეს თემა იმისთვის არის გახსნილი, რომ ზოგადი წარმოდგენა შეიქმნას ეგვიპტეზე.
შენც თუ შეგიძლია დახმარება და რაიმე ინფორმაციის მოწოდება, მაგას რა ჯობია.
ისე, დისქავერის ფილმებს რას უწუნებ?
იქაც მეცნიერები, ხელოვნებთმცოდნეები, ისტორიკოსები, არქეოლოგები და მკვლევარები მუშაობენ და გინდა თვქა, რომ არც მათზე დაყრდნობა შეიძლება?
მაპატიეთ, თუ ბევრი დავწერე!

მარიანიტა, არც შენი წყენა მინდა, გულწრფელად გეუბნები!
უბრალოდ გამიკვირდა ასეთი რამ რომ დაწერე smile.gif




ციტატა
მარიანიტა, არც შენი წყენა მინდა, გულწრფელად გეუბნები!უბრალოდ გამიკვირდა ასეთი რამ რომ დაწერე

არა კაცო რაა საწყენი, smile.gif მე პირადად მიმაჩნია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ჯობია ამ ტემაზე ეგვიპტოლოგებმა ილაპარაკონ. დახმარება როგორ არ შემიძლია იმ გაგებით რომ ეგვიპტის მახლობელი უძველესი და დღეისათვის უკვე მკვდარი ქვეყნების კულტურასა და ცივილიზაციას შევისწავლი. მაგრამ მე მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიყენებ ინტერნეტულ რესურსებ თუ ვიცი, რომ ის სპეციალურია. თანაც მიმაჩნია, რომ იმ ადამიანებთან პროფესიული ენით ლაპარაკი, რომლებსაც ძველ ცივილიზაციებზე ზედაპირული წარმოდგენა აქვთ არ არის საჭირო, მე რომ ეხლა მათემატიკოსმა უმაღლეს მათემათიკაზე დამიწყოს საუბარი რა თქმა უნდა ვერ მოვუსმენ smile.gifამიტომ ჯობია სამოყვარულო დონეზე ვისაუბროთ. ხოლო თუ ვინმე არის ამ ფორუმზე ეგვიპტოლოგი ჩემთვის ძალიან საინტერესოა, რადგან მე ხეთურ, აქადურ და შუმერულ კულტურებს ვსწავლობ და ძალიან საინტერესო იქნებოდა გვესაუბრა ამ ქვეყნების ურთიერთობების ისტორიის თვალსაზრისით. მეც გავიარე ეგვიპტოლოგია და ეგვიპტოლოგი მიკიტხავდა ამ საგანს და არა ხელოვნებათ მცოდნე, მაგრამ მიმაჩნია რომ მაინც არ ვიცი კარგად ეს სფერო კარგად. თუმცა საუბრისათვის მზად ვარ smile.gif გავცვალოთ აზრები, ძალიან საინტერესო იქნება.


ციტატა
ისე, დისქავერის ფილმებს რას უწუნებ?

აი ეს კი ცალკე თემაა, ყოველთვის როცა დისქავერის ფილმებს ვუყურებ ვხვდები რომ ისინი მხოლოდ სენსაციაზეა გათვლილი. ის არაა პროფესიონალური, მხოლოდ ზოგად ცოდნას იძლევა და იმისათვის რომ კომერციულად მომგებიანი იყოს ხშირად გადაზედმეტებასაც არ ერიდებიან. იცი რას მაგონებს ეგ ამბავი? როდესაც ჰოვარდ კარტერმა ტუტანხამონის მუმია იპოვა ეს დიდი სენსაცია იყო ისედაც, მაგრამ თითქოს ეს საკმარისი არ იყო მაშინვე ამ მოვლენას მაგიური მნიშვნელობა შესძინეს, რადგან იმ დროს როგორხ მოგეხსენება მეტად მოდური იყო სპირიტიზმი და საერთოდ მაგია. ამის გამო "ვიღაც-ვიღაცეებმა" შექმნეს ლეგენდა ფარაონის წყევლის შესახებ. ტუტანხამონის აკლდამის "გამთხრელები" ჰოვარდ კარტერის, ლორდ კარვარონის, მისი მეუღლის და სხვათა "გარდაცვალება" ეგრევე მაგიურ საბურველში გახვიეს. ამაზე გამომცემლობებმა ფული იშოვეს? აუარება! არადა სულ ტყუილად აგორდა ასეთი ამბავი. წარმოიდგინე ტუტანხამონი ერთერთი უმნიშვნელო ფარაონი იყო ეგვიპტის ისტორიაში, მაშ რაღა უნდა მოსვლოდათ დიდი ფარაონების სამარხების აღმომჩენებს, ან თუნდაც ეგვიპტელ ქურდებს, რომელთა სოფლებიც მრავლად არსებობდა, მითუმეტეს რომ აკლდამების ქურდების "სპეციალობა" მამიდან შვილზე გადადიოდა... ხომ დახოცილა ნახევარი მსოფლიო. smile.gif











ციტატა
ასე რომ, ეს დოკ. ფილმები კარგია საყურებლად და ზოგადი წარმოდგენისთვის, მაგრამ როგორც სერიოზული წყარო, არ ვარგა

გაიხარე რააა, რაც იცი იცი smile.gif))

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 25 2008, 06:15 PM

ketino
გეთანხმები ყველაფერში!
ამიტომაც ვკითხე თამარს თუ ღირდა მათი ნახვა.
ისე, ზოგს ზოგადი წარმოდგენაც არ აქვთ და ამისთვის ძალიან კარგია.


marianitta

შენი აზრიც გასაგებია და ნამდვილად მისაღებია.
ძალიან გამიხარდა, რომ შემოუერთდები თამარს და შენც დაგვეხმარები ცოდნის გაღრმავებაში.
ისე, ჩემი კონსპექტები უნდა ამოვქექო და მოგაწოდოთ, მაინტერესებს, რამდენად შეესაბამება სინამდვილეს...
იქნებ არ გვასწავლიდნენ სწორად?
მახსოვს, სხვადსხვა წყაროებიდან სრულიად განსხვავებულ ზომებს (პირამიდების) გვაწვდიდნენ.
ბოლოს რომელი იყო მცდარი ვერ გავიგე smile.gif

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Mar 25 2008, 07:03 PM

ციტატა(marianitta @ Mar 24 2008, 10:26 PM) *

იმისათვის რომ თავი ავარიდოთ მეფეთა სახელებისა და საერთოდ გეოგრაფიული სახელების შეცდომით დაწერას და საერთოდ დაუდასტურებელი და მხოლოდ ვარაუდებზე დაყრდნობით წარმოდგენილი მასალის დადებას და მერე ამ მასალაზე კიდევ ახალი მცდარი ვარაუდების გამოთქმას სჯობს რაც ნამდვილად ვიცით იმაზე ვილაპარაკოთ. ანუ ეგვიპტოლოგებმა ილაპარაკონ ეგვიპტოლოგიაზე, შუმეროლოგებმა შუმეროლოგიაზე, ხეთოლოგებმა ხეთოლოგიაზე, არქიტექტორებმა არქიტექტურაზე, მშნებლებმა მშენებლობაზე და ა.შ. ადრეც მინდოდა ამის თქმა მაგრამ ხალხის განაწყენებას მოვერიდე. ეხლა მგონი მოძველდა ეს თემა და ვთქვი მაინც... ანდა თუ მაინცდამაინც გვინდა ამაზე საუბარი ჯერ კარგად შევისწავლოთ და მერე... ინტერნეტული რესურსები დისქოვერის ფილმებისა არ იყოს ხშირად შეცდომებსა და ვარაუდებზეა აგებული. თუმცა ეს ხომ საქართველოა, სადაც მსახიობები მეცნიერები არიან და მასხარები პრეზოდენტები...

ეს ფორუმია და ამიტომ ფორუმზე საკუთარი აზრი უფრო ფასობს, ვიდრე დატკეპნილი აქსიომების გამეორება,
სხვა საკითხია ასეთი განცხადებებით კონფერენციაზე ან სადმე სამეცნიერო საზოგადოებაში გამოსვლა.
იქ მართლა დილეტანტიზმად ჩაითვლება და არც მე ვარ მომხრე აგრონომი ისტორიაზე ამტკიცებდეს რამეს.
ის რაც ოფიციალურად მიღებულია ეგვიპტოლოგიაში - მე უფრო ის მეჩვენება მოძველებულად,
ვინაიდან ეგვიპტოლოგი-ისტორიკოსი ვერასოდეს მიხვდება რას ნიშნავს ააშენო ასეთი
გრანდიოზული მაშტაბების ნაგებობა, როგორიცა დიდი პირამიდები.
ეგვიპტოლოგი ვერასოდეს ახსნის - რა იარაღითაა დატოვებული გრანიტზე ასეთი კვალი.
ხეთოლოგებმა ხეთებზე, შუმეროლოგებმა შუმერზე და ექიმებმა მედიცინაზე ილაპარაკონ თავის ვიწრო წრეში-
აქ კი არაა არც სამეცნიერო კონფერენცია და არც სემინარი,
რომ ვინმეს საკუთარი აზრის გამოთქმის შერცხვეს.



ციტატა
და ეს რატი იონათამიშვილი ვინაა ნეტავ გამაგებინა..საიდანა აქვს ეს მეფეთა სია, სადაც ბევრი სახელი შეცდომით წერია. პირდაპირაა ინგლისურიდან გადმოტანილი და ალბათ იმტომ...
.

არც ისე ლამაზია უცნობ ადამიანზე ასე საუბარი.

პოსტის ავტორი: ქეთუ თარიღი: Mar 26 2008, 09:47 AM

marianitta
ეს თემა ჩემთვის ძალიან საინტერესოა და გამუდმებით ვადევნებ თვალს და ვკითხულობ, მეც წამიკითხავს რაღაც მაგრამ აქ თამარმა რა მასალებიც დადო არსად არასდროს არ მინახავს და უამრავი ინფორმაცია მივიღე ამ პოსტებიდან smile.gif
ასე რომ რაიმე პრეტენზიები ნაკლებად მექნებოდა მე თქვენს ადგილას. smile.gif smile.gif
თამარ დიდი მადლობა და გააგრძელეთ smile.gif
.

ციტატა
აი ეს კი ცალკე თემაა, ყოველთვის როცა დისქავერის ფილმებს ვუყურებ ვხვდები რომ ისინი მხოლოდ სენსაციაზეა გათვლილი. ის არაა პროფესიონალური, მხოლოდ ზოგად ცოდნას იძლევა და იმისათვის რომ კომერციულად მომგებიანი იყოს ხშირად გადაზედმეტებასაც არ ერიდებიან.

ამაში გეთანხმები, ვიცნობ მეტნაკლებად მათ შიდა სამზარეულოს და ვიცი როგორ აგებენ არაფრისგან რაღაცას, თუმცა პატარა კორექტირებას შევიტან, ყოველთვის ასე ნამდვილად არ ხდება თუმცა ასეთებიც ხდება ხოლმე smile.gif და მაინც ეს მართლაც ცალკე თემაა. smile.gif
ციტატა
და ეს რატი იონათამიშვილი ვინაა ნეტავ გამაგებინა...საიდანა აქვს ეს მეფეთა სია, სადაც ბევრი სახელი შეცდომით წერია.

და ეს რატი იონათამიშვილი საკმაოდ ჭკვიანი პიროვნებაა smile.gif შესაძლოა რაღაც შეცდომა მართლაც აქვს. შეუცდომელი არავინ ვართ მაგრამ თუ ლამაზად ჩავუსწორებდით უკეთესი იქნებოდა.

პოსტის ავტორი: marianitta თარიღი: Mar 26 2008, 10:08 AM

[quote name='Lenus' date='Mar 26 2008, 09:10 AM' post='285525']
marianitta
ძალიან პრეტენზიული ნაწერია.
პრეზიდენტის შეურაცხყოფა მიუღებელია ამ ფორუმზე. გაითვალისწინეთ.
არც სხვა ადამიანების შეურაცხყოფა არის სასარგებლო საქმე.

თამარმა აქ ბევრი ისეთი სტატია დადო, რომელიც ახარებს მკითხველს და სრული შეუცდომლობით ხასიათდება თუ არა, ეს უკვე მეორეხარისხოვანია, ვინაიდან ისტორია.გე-ზე დადებული საქართველოს მეფეთა სია და გენეალოგიური შტოებია სავსე შეცდომებით და თამარის მიერ ეგვიპტეზე დადებულ ინფორმაციაში რომ შეცდომები იყოს, რა გასაოცარი ეს იქნებოდა?

"თუმცა ეს ხომ საქართველოა" გამოთქმას მე პირადად მაშინ ვიყენებ, როდესაც ვხედავ, ადამიანის ნამოღვაწარს როგორ გაგითელავენ ფეხქვეშ, რომ მხოლოდ ის წარმოაჩინონ, რომ თვითონ კარგად ერკვევიან საკითხში.

არაა ლამაზი. შემატეთ რამე, სხვას და სხვის ნამოქმედარს რად უნდა დაკნინება?
[quote]პრეზიდენტის შეურაცხყოფა მიუღებელია ამ ფორუმზე. გაითვალისწინეთ.[/quote]
blink.gif

ნამდვილად არ მინდოდა თამარისათვის შეურაცხყოფის მიყენება, ეს ნამდვილად არ მახასიათებს. თუ ჩემი პოსტი თამარისათვის შეურაცხმყოფელი იყო მას დიდ ბოდიშს ვუხდი წრფელი გულით. რაც შეეხება დისქოვერის ფილმებს ისევ ჩემს აზრზე ვრჩები.

ციტატა
Lenus

დიდი მადლლობა საკუთარ შეცოდებებზე რომ მიმითითეთ. ამ მარხვაში ეს ნამდვილად წამალია. smile.gif


ციტატა
და ეს რატი იონათამიშვილი საკმაოდ ჭკვიანი პიროვნებაა შესაძლოა რაღაც შეცდომა მართლაც აქვს. შეუცდომელი არავინ ვართ მაგრამ თუ ლამაზად ჩავუსწორებდით უკეთესი იქნებოდა.

ამ სფეროში ვინც მუშაობს საქართველოს მასშტაბით ყველას ვიცნობ, მსოფლიოს მასშტაბით კი ზოგს ვიცნობ ზოგიც მინახავს, მაპატიეთ მაგრამ არ ვიცნობ ბატონ რატის. თუ გამაცნობთ კარგი იქნება, რადგან უნივერსიტეტის ბაზაზე ქართველმა ასირიოლოგებმა ჩამოვაყალიბეთ საზოგადოება, რომლის ეგიდითაც უკვე მრავალი საინტერესო ღონისძიება ჩატარდა. www.sabc.ge შედით ამ საიტზე და თუ სურვილი გექნებათ გახდით ჩვენი საზოგადოების წევრი. smile.gif კარგი იქნება თუ ბატონი რატიც შემოგვიერთდება, რადგან იქ ჩამოთვლილ პიროვნებებთან კონტაქტი ალბათ ძალიან წაადგება პროფესიულ მოღვაწეობაში. თან გავიცნობთ.

ციტატა
ასე რომ რაიმე პრეტენზიები ნაკლებად მექნებოდა მე თქვენს ადგილას.

მერწმუნეთ ამ თემასთან დაკავშირებით პრეტენზიის გამოთქმის უფლება ნამდვილად მაქვს. smile.gif

პოსტის ავტორი: marianitta თარიღი: Mar 27 2008, 12:39 AM

ციტატა
მერე პლიიზ, გისმენთ

ირონია არაა საჭირო, რას მისმენთ პრეტენზიებს, თუ... რაც მქონდა "პრეტენზიები" უკვე დავხარჯე smile.gif ასე რომ მოსმენაში დროს ნუღარ დაკარგავ smile.gif

პოსტის ავტორი: marianitta თარიღი: Mar 27 2008, 11:43 AM

ციტატა
არა რა ირონია, მე ისე გავიგე რომ ამ თემაში უბრალო მსმენელზე მეტი გესმის და მართლა მთელი გულისყურით გისმენთ.

მაპატიე ლენუს, ამ ფორუმზე უკვე მგონია რომ ყველა ირონიით მელაპარაკება smile.gif "დავიზმენდი" უკვე. (ბარბარიზმისთვის ბოდიში smile.gif) იცი რა? იმდენი დრო არ მაქვს რომ რაც ხელში მომხვდება ის მასალა ყოველდღე დავდო. ალბათ გესმის ქმარშვილიანი ფეხმძიმე მუსიკოსის და ასირიოლოგ - მაგისტრანტის დროის სიმცირის ამბავი sad.gif. ამ ფორუმზე დღეში 10 წუთით თუ შემოვირბინე დიდი მიღწევაა. არადა ძალიან მიყვარს უკვე ეს ფორუმი. smile.gif ამიტომ გთხოვ მკითხეთ რაც გაინტერესებთ და არ დავიზარებ მოგაწოდოთ ზუსტი და კონკრეტული პასუხები... არა მარტო ეგვიპტესთან არამედ მახლობელ აღმოსავლეთთან დაკავშირებით. მე უფრო შუმადინარეთზე ვმუშაობ, ეხლაც მაგას ვუზივარ და ამ სფეროში უფრო მეტის მოცემა შემიძლია. კარგი იქნება თუ თამარიც მოგვაწვდის რამე ინფორმაციას, შევაჯერებთ ამ ორის მასალას და რაღაცა გამოვა... ოღონდ მე მიმაჩნია, რომ "მთხრობელის" სტილი ყველასათვის უფრო საინტერესო იქნება, ვიდრე აქ მშრალი დოკუმნტური მასალის დადება... ჩემმა მცირე გამოცდილებამ ასე მიჩვენა smile.gif

პ.ს. ძვირფას ქვებზე ხომ არ შეგიძლია რამე მომაწოდო? ოღონდ მინერალოგიური თვალსაზრისით არა, უფრო არქეოლოგიურ არტეფაქტებად რაცაა ისინი მაინტერესებს. ოღონდ საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებულ გათხრებს ვგულისხმობ. ძალიან მჭირდება, მე შუამდინარულ არტეფაქტებზე ვმუშაობ და პარალელებისთვის მინდა. რაღაცეები მეც ვნახე, მაგრამ იქნებ ან შენ ან ვინმემ აქ უფრო მეტი იცის ქართული არქეოლოგიური ძიებების შესახებ. თU დახმარების ხელს გამომიწვდით კარგი იქნება smile.gif ოღონდ ინტერნეტსაიტები არ მინდა. მაგათ ძალიან არ ვენდობი. უფრო წიგნებს თუ დამისახელებთ მირჩევნია...

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Jul 20 2008, 04:05 PM

"პაპირუსის თავგადასავალი" გამახსენდა
რა კაი მულტფილმი იყო

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Jul 20 2008, 10:53 PM

მდააააააააა...............
სად საქართველოს ისტორია და სად ეგვიპტე?
სტრანნო biggrin.gif

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Jul 21 2008, 09:20 PM

orthodox-georgia
ნუთუ ჰეროდოტეს "ისტორიის" არაფერი გსმენია? biggrin.gif laugh.gif

პაწა გავკრათ-გამოვკრათ და კავშირიც სახეზეა biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Nov 2 2009, 03:54 PM

კარგი თემაა..
დარიალა ხომ არაფერს დაწერდა?

მოვძებნი რაღაცას მეც : )

პოსტის ავტორი: კობა თარიღი: Nov 2 2009, 03:58 PM

ეგვიპტეში მინდაააააააააააააააააააააა
cray.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: zedela თარიღი: Nov 4 2009, 05:24 AM

ახალ ეგვიპტეზე ცნობები ჩემზე იყოს biggrin.gif biggrin.gif

ეს თანამედროვე კაირო...და ჩემი ქუჩაbiggrin.gif იმხელაა ეს კაირო ძლივს გამოვაჩინე ჩემი საცოდავი ქუჩა biggrin.gif

http://www.radikal.ru

კობა
დაეტიე სადაც ხარ biggrin.gif შენ გამოგექეცი biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Nov 4 2009, 02:39 PM

კარგია smile.gif

zedela
დასდე პლიზ სურათები.. wub.gif

მე ძველ ეგვიპტეს გადავწვდები biggrin.gif
http://www.radikal.ru

რატომღაც მომწონს მათი ხატვის სტილი : )

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Nov 4 2009, 02:57 PM

მაპატიეთ მე ზარმაცს biggrin.gif sad.gif

ჰორის ტაძარი ედფუში

http://www.radikal.ru

ედფუ არის ძველი ეგვიპტური ქალაქი, ლუქსორისგან სამხრეთით. იგი ცნობილია პტოლემაიოსის პერიოდში აგებული ღმერთი ჰორის ტაძრით. ტაძარი საინტერესოა კიდევ იმითაც, რომ აქ არის შემორჩენილი საკმაო რაოდენობის ეპიგრაფიკული ძეგლი

პოსტის ავტორი: zedela თარიღი: Nov 4 2009, 07:33 PM

ქევანა
მართალი გითხრა ჯერ კაიროდან არ გავსულვარ და ბევრი არც აქ არ მინახავს... მარა რაც მაქვს ავტვირთავ და ნელ-ნელა დავამატებ ხოლმე smile.gif პირამიდების სურათებს არ დავდებ.... ახალი არაფერი იქნება მგონი მანდ biggrin.gif

ეს ერთ-ერთი ცნობილი მოქანდაკის მაჰმუდ მუხთარის ქანდაკება... egypt's awakening ასე ქვია... smile.gifდა ჩემს უნივთან ახლოსაა biggrin.gif
http://www.radikal.ru
ღამეა გაადღებული და ხარისხი ცუდია sad.gif

ეს არის ხედი პირამიდებიდან.. კაირო...გიზა..
http://www.radikal.ru

ესეც ამათი სამარხები...აქ აწვენდენ ხოლმე...და ისეთი პატარებია მეც კი ვერ ჩავეტევი biggrin.gif
http://www.radikal.ru

მაინც ვერ ავუარე გვერდი ამ პირამიდებსbiggrin.gif
http://www.radikal.ru


ეს ქევანას smile.gif

http://www.radikal.ru

ყველაზე ლამაზი ადგილიაააააა..... მაგარი შეგრძნებაააა....ყველამ უნდა გამოცადოთ მართლააააა.....
http://www.radikal.ru

ორი განუყრელი ცნებაbiggrin.gif ეგვიპტე და აქლემი biggrin.gif
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: zedela თარიღი: Nov 4 2009, 08:05 PM

http://www.radikal.ru

ეს უკვე პირამიდებიდან სფინქსისკენ რომ მიდიხარ... იქით შემოღობილი რომ არის, სასაფლაოა....
http://www.radikal.ru

დიდებული პირამიდა და "შიშის მამა" biggrin.gif
http://www.radikal.ru

სფინქსის ფერებით და ყურებით რო დაიღლები და სახლისკენ აიღებ გეზს...ეს აუცილებლად დაგხვდება...ყველანი ყრიან ფულს იმ იმედით, რომ მეორედ კიდეც დაბრუნდებიან biggrin.gif მე ქართული ფული ჩავაგდე biggrin.gif

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Nov 4 2009, 08:06 PM

zedela
ჩემი ეგვიპტელი ჩუვაკაააააა biggrin.gif kiss1.gif
მომენატრე დებილ kiss1.gif
მეც მინდა ეგვიპტეში sad.gif

პოსტის ავტორი: zedela თარიღი: Nov 4 2009, 08:19 PM

ღამით აქ არის ლაზერ-შოუ... მაყურებლები სხედან ამ სკამზე და რამოდენიმე ენაზე ისმის ეგვიპტის ისტორია...მაგრამ მე ჯერ არ ვყოფილვარ biggrin.gif ლამაზიაო ამბობეეენ biggrin.gif
http://www.radikal.ru

ნანინა
მეც მომენატრეეე ნათესააააავ kiss1.gif

ეს შორს გუმბათივით რომ მოჩანს..ჩემი უნვერსიტეტიაა..უფრო სწორედ მთავარი შენობაა biggrin.gif კიდე 10 წუთი მინდა ჩემს შენობამდე რომ მივიდე....ერთი ქალაქია შიგნით...სტუდენტური პონტიააა და მაგარიააა smile.gif სხვა კორპუსში რო გადახვიდე არ გჭირდება 55 ნომერი ავტობუსი და ან სხვა კიდე რაღაც ავტობუსები biggrin.gif
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Nov 4 2009, 10:01 PM

ციტატა(ნანინა @ Nov 4 2009, 08:06 PM) *

zedela
ჩემი ეგვიპტელი ჩუვაკაააააა biggrin.gif kiss1.gif
მომენატრე დებილ kiss1.gif
მეც მინდა ეგვიპტეში sad.gif


ჩუვაკა არ ითქმის ქალზე ჩუვიხააა biggrin.gif

მართლაც მშვენიერია ეგვიპტე აბა კიდევ დადეთ სურათები smile.gif

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Nov 4 2009, 10:30 PM

ეგვიპტე ცოდნის და ცოდვის ქვეყანააsmile.gif ცოდნა აქეთ ცოდვა იქეთ smile.gif მეც მინდა ევიპტის ნახვა ...

პოსტის ავტორი: zedela თარიღი: Nov 5 2009, 12:59 AM

ეგვიპტეში ყველაფერი მოსულა biggrin.gif ყველაფერში უკუღმართები არიაანbiggrin.gif

ეს ისევ ჩემი საყვარელი ხიდიიი...
http://www.radikal.ru

ეს უბრალო სკამები არ გეგონოთbiggrin.gif ამათი კაFეა biggrin.gif თან სულ ხალხია საღამოობითbiggrin.gif
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Nov 5 2009, 01:03 AM

sable

ციტატა
ჩუვაკა არ ითქმის ქალზე ჩუვიხააა

ვაიმე შენ რომ ზედელას იცნობდე მაგას არ იტყოდი biggrin.gif
ჩუვაკაა ნამდვილი biggrin.gif
ბიჭია და ოჯახში მალავს როოგრც ერთი ჩვენი ფორუმელი ირტოდა biggrin.gif

პოსტის ავტორი: zedela თარიღი: Nov 5 2009, 01:06 AM

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: zedela თარიღი: Nov 5 2009, 01:37 AM

ეს ჩვენი სადარბაზოა...და სრულიად ჩვეულებრივი მომენტია სადარბაზოში ხალიჩების გარეცხვა biggrin.gif და მერე უნდა გადაცურო, გარეთ რომ მოხვდე... biggrin.gif

http://www.radikal.ru

ნავები...ნილოსზე გასეირნება და მუცლის ცეკვებიbiggrin.gif ოღონდ ჩვეულებრივი ტანსაცმელი აცვიათ და ბიჭებიც ცეკვავენ biggrin.gif ბოჟე მოიიიიbiggrin.gif biggrin.gif

http://www.radikal.ru

ესეც ის ბიჭიbiggrin.gif ესეც ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობააbiggrin.gif
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Nov 7 2009, 04:37 AM

ციტატა(ნანინა @ Nov 5 2009, 01:03 AM) *

sable

ვაიმე შენ რომ ზედელას იცნობდე მაგას არ იტყოდი biggrin.gif
ჩუვაკაა ნამდვილი biggrin.gif
ბიჭია და ოჯახში მალავს როოგრც ერთი ჩვენი ფორუმელი ირტოდა biggrin.gif


მაინც ჩუვიხაა, რა ბიჭი რის ბიჭი მშვენიერი გოგოა სურათებზე biggrin.gif tongue.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Nov 7 2009, 08:28 PM

ციტატა(zedela @ Nov 5 2009, 01:06 AM) *

http://www.radikal.ru


რა უცნაური ქალაქია.. ეს წვეტობები რომ არა, ასე მგონია მშობლიური ქალაქია blink.gif

პოსტის ავტორი: dariala თარიღი: Nov 7 2009, 10:04 PM

საბჭოური "სემები" იქაც დადიან? ohmy.gif

პოსტის ავტორი: dariala თარიღი: Nov 7 2009, 11:37 PM

მიხარია ასეთი კარგი თემა რომ არის ფორუმზე smile.gif დიდი მადლობა თამარს smile.gif აქ წარმოდგენილი მასალა უფრო გასაგები რომ იყოს აქ დავდებ ძველი ეგვიპტის მთელ ისტორიას. რა თქმა უნდა ძალიან მოკლედ. მხოლოდ მნიშვნელოვან მოვლენებს შევეხები, რადგან სხვა შემთხვევაში ძალიან დიდხანს მომიწევს წერა და ჩემი წვრილფეხობა ისე დამრჩება smile.gif ყოველ დღე თითო პერიოდს დავდებ. თუ ვინმე რამეს დაამატებს კარგი იქნება smile.gif
მოკლედ დავიწყე:

1) ეგვიპტის გეოგრაფიული საზღვრები და ბუნებრივი პირობები

ძველი ეგვიპტე მდებარეობდა თანამედროვე ეგვიპტის ადგილზე აფრიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ცხოვრებისათვის ვარგისი ადგილები მხოლოდ ნილოსის ნაპირზე იყო ამიტომ ძველი ეგვიპტური ქალაქები ძირითადად ნილოსის ზოლს მიუყვებიან. ნილოსმა უდიდესი როლი ითამაშა ეგვიპტის მთელი პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების ისტორიის მანძილზე. ჰეროდოტემ ეგვიპტეს სამართლიანად უწოდა "ნილოსის ნობათი", რადგან მისი წყალობით ეგვიპტის ნიადაგი წელიწადში ორჯერ იძლეოდა მოსავალს. მისი მნიშვნელობა კარგად ესმოდათ ეგვიპტელებს და ამიტომ გაღმერთებული ჰყავდათ. მას დიდი ჰაპი ერქვა და ყოველ გაზაფხულზე მისი სადიდებელი დღესასწაული იმართებოდა. ნილოსის მთელ გაყოლებაზე გათხრილი იყო საირიგაციო არხები, რომლებიც სახნავად ვარგისი მიწების მორწყვას უზრუნველყოფდა. საირიგაციო სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში ეგვიპტელებს შიმშილი ემუქრებოდათ.
ეგვიპტის სიმდიდრეს ასევე განაპირობებდა ბუნებრივი რესურსების სიმდიდრე. აქ მოიპოვებოდა მარმარილო, გრანიტი, ალებასტრი, უდაბნოს ოქრო, ნახევრადძვირფასი ქვები, როგორიცაა ამეთვისტო, მალაქიტი და სხვ.
ეგვიპტეს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება სუეცის არხი- ერთადერთი დამაკავშირებელი გარესამყაროსთან. დასავლეთით ლიბიის უდაბნო, სჩრდილოეთით ხმელთაშუა ზღვა, სამხრეთით კი ნილოსი, რომელიც მას აფრიკიდან გამოჰყოფდა.
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: zedela თარიღი: Nov 8 2009, 12:49 AM

dariala

ციტატა
საბჭოური "სემები" იქაც დადიან?

კი კაცო...მოსკვიჩებიც...შესტებიbiggrin.gif biggrin.gif
ყველაფერს ნახავ მართლა ამ ქვეყანაშიbiggrin.gif

პოსტის ავტორი: dariala თარიღი: Nov 8 2009, 06:59 PM

პატივცემულო ფორუმმაყურებლებო განვაგრძობთ გადაცემას biggrin.gif
ხო, ეხლა ვისაუბროთ არქაულ ეგვიპტეზე smile.gif

ადრედინასტიური ეგვიპტის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ნილოსის აუზის მოსახლეობა თანდათან გაერთიანდა ქალაქ-სახელმწიფოების ტიპის დასახლებებში, რომელთა თანდათანობითი გაერთიანებით ჩამოყალიბდა ორი ეგვიპტური სახელმწიფო - ჩრდილოეთისა და სამხრეთის. სამხრეთისას ერქვა ზემო, ხოლო ჩრდილოეთისას კი ქვემო ეგვიპტე. ზემო ეგვიპტის მთავარი ქალაქი იყო ნუპტა, ხოლო ქვემოსა კი ბეჰდეტი. შესაბამისად ამ სახელმწიფოების მფარველი ღვთაებები გახდნენ ამ ორი ქალაქის მფარველი ღმერთები. ზემო ეგვიპტის - სეტხი, ხოლო ქვემო ეგვიპტისა კი ხორი. თავიდან ეს ორი სახელმწიფო დამოუკიდებლად თანაარსებობდა, მაგრამ შემდეგ გაერთIანდა, ოღონდ ქვემო ეგვიპტის ჰეგემონობით. ღვთაება სეტხი თანდათან დაჩრდილა ხორმა და უკვე ეგვიპტის გაერთიანებისას მთავარი ღვთაება არის ხორი. ის ასევე გაიგივებულია ფარაონთანაც. ეს მოხდა დაახლოებით ძვ.წ. 3100 წელს.
ძველეგვიპტური ტექსტების თანახმად ამ გაერთიანების სული ჩამდგმელი იყო ფარაონი მენესი. მისი სახელით იქწყება ეგვიპტის ფარაონების სია. ამის შემდეგ ეგვიპტის ფარაონი მუდამ იწოდებოდა ზემო და ქვემო ეგვიპტის ან ორი სამეფოს მეფედ. იგი ატარებდა გვირგვინს, რომელიც ამ გაერთIანების სიმბოლურ ასახვას წარმოადგენდა. მასში შერწყმული იყო ზემო და ქვემო ეგვიპტის ფერები - წითელი და თეთრი.
ამავე დროს ყალიბდენა უნიკალური ეგვიპტური დამწერლობა. I და II დინასტიების პირველი ჩანაწერები ძირითადად ზემო და ზვემო ეგვიპტის მმართველებს შორის ბრძოლებს ეძღვნება. ერთიანი ეგვიპტის დედაქალაქი იყო მემფისი, რომლის დამაარსებელიც არის ისევ და ისევ მენესი. ორი სამეფოს გაერთიანება საბოლოოდ დამთავრდა იმით< რომ II დინასტიის ფარაონი ხასეხემუი დაქორწინდა ქვემო ეგვიპტის ფარაონის ქალიშვილზე.
ამ დროს ხდება ფარაონის გაღმერთების იდეის ჩამოყალიბება. ფარაონის სახელი უკვე იწერება არა მისი ქვეშევდრომების სახელების გვერდით არამედ ის ჩასმული კარტუშში. მისი ღვთაებრიობის ხაზგასასმელად. არქაული პერიოდის განმავლობაში მეფობდნენ I-II დინასტიები, ეს ხანა უმნიშვნელოვანესია ეგვიპტის ისტორიაში. ამ დროს ყალიბდება დამწერლობა, მყარდება ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან, ვითარდება ეგვიპტური ხელოვნება.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Nov 8 2009, 07:23 PM

dariala
მე ვკითხულობ, შენ არ შეჩერდე smile.gif

პოსტის ავტორი: dariala თარიღი: Nov 10 2009, 02:41 PM

ციტატა(ქევანა @ Nov 8 2009, 07:23 PM) *

dariala
მე ვკითხულობ, შენ არ შეჩერდე smile.gif

ვაა, მადლობა რომ კითხულობ. სიმართლე გითხრა აღარ ვაპირებდი გაგრძელებას, მაგრამ ეხლა გადავიფიქრე smile.gif
გაიხარე )

ძველი სამეფო
(ძვ.წ. 30-23 სს., III-VI დინასტიები)

ეს არის უმნიშვნელოვანესი ეპოქა, ფარაონების ზუსტი მონაცვლეობა არ არის დადგენილი, ამიტომ მეცნიერები მიყვებიან მანეთონის რიგს. ახალი ეპოქა იწყება ჯოსერის პირველი საფეხუროვანი პირამიდი მფლობელი ფარაონის გამეფებიდან. ამ პირამიდის ამგები იყო ხუროთმოძღვარი იმხოტეპი - იმ დროის გენიოსი. ის უძველეს წარწერებში მოიხსენიება როგორც ბრძენი და ის ფარაონზე არანაკლები პოპულარობით სარგებლობდა. ძველი სამეფოს კულმინაციას წარმოადგენს III დინასტია. ამ დინასტიის ფარაონებია ხეფრენი, ხეოფსი და მიკერინი. მათ შესახებ მხოლოდ პირამიდები მეტყველებენ. V დინასტიის შესახებ მოგვითხრობს ვესტგალის პაპირუსი, რომელიც შუა სამეფოთI თარიღდება. ამ პაპირუსში ნახსენებია ღვთაება რა, რაც იმის მანიშნებელია, რომ V დინასტიის დროს ხდება მზის ღვთაება რას კულტის აღზევება. ამ დროს პირამიდების ზომები მცირდება და იგება ობელისკები ღვთაება რასთვის.
ეხლა ელენიკომ გაიღვიძა და შია. ამ ფრიად საპატიო მიზეზის გამო ვწყვეტ თხრობას და ცოტა ხანში გავაგრძელებ biggrin.gif

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Nov 10 2009, 05:24 PM

dariala


მშვენიერია, როცა პატარა ელენიკო არ შეგვიშლის ხელს, ჩვენც ყურადღებით მოგისმენთ smile.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Nov 11 2009, 01:33 PM

dariala
ერთი სული მაქ ზღვის ხალხებამდე როდის მიხვალ biggrin.gif

ძალიან მაინტერესებს ეგ : )

პოსტის ავტორი: dariala თარიღი: Nov 11 2009, 02:30 PM

ქევანა
მადამდეც მივალ smile.gif მაგრამ ისე როგორც მახსოვს არ იციან დღემდე ვინ იყვნენ ეგენი ზუსტად smile.gif მაგ თავს შენ მოგიძღვნი biggrin.gif
ოკ ეხლა კი გავაგრძელებ სანამ ძინავთ ბაღნებს smile.gif
ზემოთ მოხსენებული რას კულტის ობელისკები მხოლოდ V დინასტიისათვის არის დამახასიათებელი. ამავე დროს ფარაონის ტიტულატურაში ჩნდება "ხორი-რას შვილი". V დინასტიის დროს მაღალ თანამდებობებზე ჩნდებიან არასამეფო წარმოშობის პირები. რაც ადრე წარმოუდგენელი იყო. ჩამოყალიბებას იწყებს მხსვილი მონათმფლობელური არისტოკრატია. მიწები თავისუფლდება სამეფო გადასახადისაგან. ყოველივე ეს ართულებს ქვეყნის ერთიანი კონტროლის ქვეშ მოქცევას. რის შედეგადაც ზემო ეგვიპტის ვეზირის თანამდებობა გამოეყო ქვემო ეგვიპტისას. V დინასტიის დრო იმითაა კიდევ მნიშვნელოვანი, რომ სუსტდება ფარაონის ერთპიროვნული ძალაუფლება. ამ დროს ჩდნება უკვე ავტობიოგრაფიული ჩანაწერები, ანუ იწყება პიროვნული თვითშეგნების განვითარება. VI დინასტიის ბოლო ფარაონია პეპი II. იგი გამეფდა 6 წლის იმეფა 94 წელი. ამ დროს ქვეყანაში დიდგვაროვან ნომარქებს დიდი ძალაუფლება ჰქონდათ. პეპი II-ის შემდეგ იყო კიდევ რამოდენიმე ფარაონი, რომლებიც თვეების მანძილზე ვცლიდნენ ერთმანეთს. მაგრამ მაინც პეპი II-სთან ერთად მთავრდება ძველი სამეფოს ხანა. მისი სიკვდილის შემდეგ ქვეყანა 5 წლის განმავლობაში დაშლილია სამთავროებად. ამის ნიშნები ჯერ კიდევ მაშIნ იყო, როცა ნომარქების ქალიშვილები იწყებენ IV დინასტიის ფარაონებზე დაქორწინებას. ამ დროსვე მცირდება პირამიდების ზომები, რადგან ადრინდელმა გრანდიოზულმა მშენებლობებმა ძალზედ შეარყია სამეფო ხაზინა. თუ ადრე პატივად ითვლებოდა პირამიდებთან ახლოს დაკრძალვა ეხლა ნომარქები უკვე საკუთარ სამფლობელოში იგებენ სამარხებს. ამ დროს ძლიერდებიან ქურუმები, რომელთა ხელშიც დიდძალმა ქონებამ მოიყარა თავი სატაძრო მიწების სახით.

პოსტის ავტორი: dariala თარიღი: Nov 13 2009, 02:52 PM

I გარდამავალი პერიოდი
23-21 სს. VII-XI დინასტიები

ძველი სამეფოს დაცემის შემდეგ ქვეყანაში ორი საუკუნის მანძილზე გრძელდებოდა ანარქიის პერიოდი. მას ეწოდება I გარდამავალი პერიოდი. ქვეყანა ამ დროს დაქუცმაცებულია. მანეთონის ცნობით VII დინასტია შედგება 70 მეფისაგან, რომლებიც ძალიან ცოტა ხნით ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. ამერიკელი მეცნიერის ჰეისის გამოკვლევებით VI-IX დინასტიამდე სულ 21 წელი გავიდა. VIII დინასტიის დროს მეფეთა ძალაუფლება მხოლოდ მემფისსა და მის გარშემო რაიონებზე ვრცელდებოდა. ჩრდილოეთში დათარეშობდნენ სინაის მომთაბარე ტომები. დაახლოებით 2242 წელს ეგვიპტის ტახტს იპყრობს ვინმე ახტოი - ზემო ეგვიპტის XX ნომის ნომარქი ქალაქ ჰერაკლეოპოლისიდან. ბრძოლების შემდეგ მან მემფისის რაიონს შUა ეგვიპტეც მიუმატა. ახტოის და მის მომდევნო 17 ფარაონს ტახტი ეკავათ 2252 წლამდე. IX-X დინასტიები ეს არის ჰერაკლეოპოლიტური პრიოდი. ამ დროს ხდება სინაის მომთაბარე ტომები განდევნა. სამხრეთში აღზევდა ქალაქი თებე.ის იმორჩილებს დანარჩენ ნომებს. X დინასტიი სდროს თებესა და ჰერაკლეოპოლისს შორის მშვიდობიანი ურთIერთOბაა, რადგან თებეს ნომარქები სამხრეთის დამორჩილებით იყვენენ დაკავებულები. თებეს მფარველი ღვთაებაა ამონი. VII-X დინასტიის დროს თებეს მართავენ ნომარქები, რომელთა საგვარეულო სახელი არის ინტეფი. ძვ.წ. 2134 წელს ერთერთმა ინტეფმა თავი ზემო და ქვემო ეგვიპტის მეფედ გამოაცხადა. დაახლოებით 2052 წელს მენტუხეტეპ II-მ მიყოლებით აიღო ჩრდილოეთის რამოდენიმე ქალაქი და ჰერაკლეოპოლისი. ამით დამთავრდა მთელი ეგვიპტის გაერთIანება. მან მიიღO ეგვიპტის გამაერთიაებლის სახელი. ასევე ხორის ახალი სახელი სემატაური, რაც ნიშნავს ორი ქვეყნის გამაერთIანებელს. ერთერთი ტაძრის კედელზე სამი ფარაონი - მენესი, მენტუხეტეპი და იაჰმესი (XVIII დინ.) მოიხსენიებიან, როგორც ერთიანი ეგვიპტის ფუძემდებელნი.

პოსტის ავტორი: ივერიელი თარიღი: Dec 16 2009, 03:53 AM

სიტყვა "ეგვიპტე" ბერძნების მიერ სახეცვლილი ეგვიპტის უძველესი დედაქალაქის "მემფისის" სახელწოდებიდან წარმოდგება,
ეგვიპტურად "ხეკა-პტაჰ" ან "ხი-კუპტა" ღვთაება პტახის სულის სავანეს ნიშნავდა, ბერძნულდ კი "აიგუიპტოსად" გადაიქცა. თვით ეგვიპტელები კი საკუთარ ქვეყანას "კემეტს" ანუ "შავ ქვეყანას" უწოდებდნენ.

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Dec 16 2009, 02:38 PM

ციტატა(ივერიელი @ Dec 16 2009, 03:53 AM) *

სიტყვა "ეგვიპტე" ბერძნების მიერ სახეცვლილი ეგვიპტის უძველესი დედაქალაქის "მემფისის" სახელწოდებიდან წარმოდგება,
ეგვიპტურად "ხეკა-პტაჰ" ან "ხი-კუპტა" ღვთაება პტახის სულის სავანეს ნიშნავდა, ბერძნულდ კი "აიგუიპტოსად" გადაიქცა. თვით ეგვიპტელები კი საკუთარ ქვეყანას "კემეტს" ანუ "შავ ქვეყანას" უწოდებდნენ.


მაქიდან გამომდინარეც უწოდებენ ქრისტიან ეგვიპტელებს კოპტებს ანუ მათ ვინც არ გაარაბდა.

პოსტის ავტორი: ივერიელი თარიღი: Dec 16 2009, 05:22 PM

ციტატა
მაქიდან გამომდინარეც უწოდებენ ქრისტიან ეგვიპტელებს კოპტებს ანუ მათ ვინც არ გაარაბდა.

კი რათქმა უნდა და სხვათაშორის კოპტები ძველი ეგვიპტელების შთამომავლები არიან და თუ არ ვცდები მათი რაოდენობა დაახლოვებით 3 მილიონამდენ უნდა იყოს.

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Dec 16 2009, 09:58 PM

ივერიელი

მე 6-მდე მსმენია smile.gif

პოსტის ავტორი: ივერიელი თარიღი: Dec 17 2009, 04:03 PM

sable
ვერ შეგედავები რადგან ზუსტად არ ვიცი. smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: mari-mari15 თარიღი: Dec 17 2009, 05:30 PM

თუ დაგაინტერესებთ მოგითხრობთ ეგვიპტის ისტორიის პერიოდიზაციას;1)ძველი სამეფოს ხანა ( 1-5 დინასტია)ამის შემდეგ 6-10დინასტია, 2) შუა სამეფოს ხანა(11-13)დინასტი რომელსაც მოსდევს ახალი სამეფოს ხანა, 17-20 დინასტია, შემდეგ არის 25-26 დინასტიები.ამის შემდეგ იწყება სპარსელების, ბერძნების, ბიზანტიელების ბატონობა, საბოლოოდ კი ქვეყანაში არაბები გაბატონდნენ, თუ რამე გაინტერესებთ მაქსიმალურად შევეცდები თემის გაგრძელებას.

პოსტის ავტორი: ივერიელი თარიღი: Dec 18 2009, 05:54 PM

ციტატა
mari-mari15


ეს მანეთონის წყაროზე დაყრდნობით.

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Dec 18 2009, 06:07 PM

ციტატა(mari-mari15 @ Dec 17 2009, 05:30 PM) *

თუ დაგაინტერესებთ მოგითხრობთ ეგვიპტის ისტორიის პერიოდიზაციას;1)ძველი სამეფოს ხანა ( 1-5 დინასტია)ამის შემდეგ 6-10დინასტია, 2) შუა სამეფოს ხანა(11-13)დინასტი რომელსაც მოსდევს ახალი სამეფოს ხანა, 17-20 დინასტია, შემდეგ არის 25-26 დინასტიები.ამის შემდეგ იწყება სპარსელების, ბერძნების, ბიზანტიელების ბატონობა, საბოლოოდ კი ქვეყანაში არაბები გაბატონდნენ, თუ რამე გაინტერესებთ მაქსიმალურად შევეცდები თემის გაგრძელებას.


შენ თუ ამას მოახერხებ დიდი სიამოვნებით წავიკითხავთ smile.gif

პოსტის ავტორი: mari-mari15 თარიღი: Dec 18 2009, 07:46 PM

ციტატა
ეს მანეთონის წყაროზე დაყრდნობით.

კი მასზე დაყრდნობითაა. და თემას გავაგრძელებ, შევეცდები მოკლედ ჩამოვაყალიბო.

ეგვიპტური ტექსტების შესწავლამ, მეცნიერებს საშუალება მისცა ეგვიპტური ენის განვითარებაშიც რამდენიმე პერიოდი გამოეყოთ, 1) კლასიკური ეგვიპტური. 2)საშუალო სამეფოს ენა. 3)ახალი სამეფოს ენა, ამ დროს კლასიკური ენა უკვე გაუგებარია და საგანგებო შესწავლას საჯიროებს,4)დემოტური გავრცელებულია ძვ.წ.800-ახ.წ.200წწ.5)კოპტური-ესაა ძველ ეგვიპტელთა ქრისტიანი შთამომავლების ენა, რომელიც ღვთისმსახურებაშია შემორჩენილი. მეცნიერებაში დამწერლობის სამი სახეობაა დადასტურებული: იეროგლიფური, იერატიკული ანუ ქურუმთა დამწერლობა და დემოტური, რომელიც გვიან ხანაში იერატიკული დამწერლობიდან წარმოიშვა.

პოსტის ავტორი: ივერიელი თარიღი: Dec 18 2009, 08:51 PM

mari-mari15

თუ გინდა მე გავაგრძელებ ეხლა. friends.gif

მას შემდეგ რაც ფ. შამპოლიონიმ გაშიფრა ეგვიპტური იეროგლიფები, მეცნიერებს საშუალება მიეცათ წაეკითხათ მრავალი ტექსტი,შესრულებული, როგორც პაპირუსზე, ასევე კედლებზე. ძველეგვიპტურ ტექსტებში დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი რელიგიური შინაარსის ჰიმნები, მაგიური ფორმულები, მითიური ისტორიები. ეს ყველაფერი იძლეოდა მდიდარ მასალას, ეგვიპტური რელიგიის სხვადასხვა კუთხით შესასწავლად.მეცნიერებაში არსებული გამოკვლევები და მონოგრაფიები ეგვიპტის რელიგიის მრავალ ასპექტს აშუქებს.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 24 2015, 12:42 PM

"ძველი ეგვიპტელები აღმერთებდნენ ყველა ქმნილებას და ყველაზე მეტად შავ ხარს, რომელსაც აპისს ეძახდნენ. ერთი ლეგენდის თანახმად, ფარაონმა თაყვანი სცა ეგრეთწოდებულ ღმერთს, ხარმა კი მას რქები ამოჰკრა და მოისროლა, "ახლა კი ვხედავ, რომ ხარი ხარ და არა ღმერთი!" - მრისხანებით წამოიძახა ფარაონმა".

/"საქართველოს იმედი II", წიგნი 35, გვ.233/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 1 2016, 09:37 AM

"რეინკარნაციის მომხრეთა აზრით, სხეული მხოლოდ სამოსია, რომელიც სულმა მრავალგზის უნდა გამოიცვალოს. სხეულზე ამგვარი წარმოდგენა კი სრულიად უცხოა ძველი ეგვიპტური მენტალიტეტისთვის. მართლაც, ძველ ეგვიპტეში კრძალვით ეპყრობოდნენ გარდაცვლილის სხეულს, მის ურთულეს მუმიფიკაციას ახდენდნენ და შემდეგ გრანდიოზულ საცავს - პირამიდას უშენებდნენ".

/"კარიბჭე" N12, 2008, გვ.32/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 7 2016, 10:49 PM

"ადრე ეგვიპტელებს ჰქონდათ ჩვეულება, წითელ ძაფებს ხელზე უკეთებდნენ ნიშნად იმისა, რომ საკუთარ სისხლს სწირავდნენ დემონებს".

/"კარიბჭე" N22, 2016, გვ.34/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 8 2018, 05:52 PM

"[ცივილიზაციების ჩამოყალიბების] პერიოდისთვის ეგვიპტის არმიის ყველაზე მტკიცე ჯავშანი ტყავის ტანსაცმელი იყო. მშვილდის ისრის წვერი კაჟის, იშვიათად მეტალისგან მზადდებოდა.

ადამიანები ამ პერიოდში გამოირჩეოდნენ საქმის ერთგულებით. ის მშენებლობები, იმ დროს რომ მიმდინარეობდა მსოფლიოში, თანამედროვეობასაც კი განაცვიფრებს.

გავიხსენოთ ეგვიპტის უდიდესი პირამიდები, რომლებიც მესამე ათასწლეულში - ძველი წელთაღრიცხვის 23-24-ე საუკუნეებშია აშენებული. ასეთ მეგალითურ მშენებლობას ათიათასობით მუშახელი სჭირდებოდა.

იძულებითი შრომაც კი იმ პერიოდში ერთგულებაზე იყო დაფუძნებული. იმხელა ერთგულება ჰქონდათ ბატონისა, რომ პრიმიტიული იარაღებითაც კი შეეძლოთ ასეთი გრანდიოზული მშენებლობების წარმოება."

/"კარიბჭე" N11, 2010, გვ.28/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2020, 08:35 PM

"ეგვიპტე იყო ვაჭრობისა და სიმდიდრის სიმბოლო"

/"ბიბლია განმარტებებით" ტ.10, გვ.429/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 21 2020, 05:53 PM

"ეგვიპტელმა დიდებულმა, პსამეტიხმა მოახერხა აშურეთისგან გათავისუფლებულიყო და ეგვიპტის XXVI დინასტია დაეარსებინა".

/"ბიბლია განმარტებებით" ტ.10, გვ.646/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 27 2020, 09:45 PM

"17. პტოლემაისში,რომელსაც ადგილის თავისებურების გამო როდოფოროსი (სავარდე) ეწოდებოდა -
ასეთი ადგილი, ვარდების პლანტაციებით მდიდარი, რომელიც საუკეთესო ვარდის ზეთს იძლევა მთელ აღმოსავლეთში, დღესაც არსებობს ეგვიპტის ცენტრში, არსინას რაიონში, ნილოსის დასავლეთ მხარეს და იოსების დიდი არხის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე. აქ იყო, ალბათ, იუდეველთა შეკრების ადგილი, რომლებიც საკუთარ სახლებში ბრუნდებოდნენ".

/მესამე მაკაბელთა
"ბიბლია განმარტებით" ტ.15, გვ.271/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 18 2021, 05:13 PM

"ეგვიპტე - მდებარეობს აფრიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ძველ აღთქმაში მას ჰქვია მიცრაიმი. სიტყვა ეგვიპტე წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან "აიგიპოს", რომელიც ფინიკიელებმა დაარქვეს".

/ლია ბარბაქაძე, "ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის", გვ.75/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2021, 05:27 PM

"როგორც ჩანს, უძველესი დროიდან ეგვიპტელებმა აღიარეს, რომ სახელმწიფოებში ახალგაზრდებმა ჩვევად უნდა გაიხადონ მეცადინეობა მშვენიერი სხეულის მოძრაობითა და მშვენიერი სიმღერებით (გიმნასტიკა და მუსიკა). ეგვიპტელები საკურთხეველში საჩვენებლად გამოჰფენდნენ ნიმუშებს, ხოლო მათ წინააღმდეგ რაიმე სიახლის შემოღება, ან სხვა რაიმის გამოგონება, რაც საკუთარი არ იქნებოდა, არ იყო ნებადართული, არც ფერმწერთათვის და არც სხვა ვინმესთვის. იგივე შეეხება სამუსიკო ხელოვნებასაც. ამგვარ სტაბილურობას მუსიკაში უზრუნველყოფდა ძველეგვიპტური პრინციპი "ნომა" - მელოდიური მოდელი, განსაზღვრული სიტუაციით მკაცრად განმტკიცებული და კანონიკურად დამტკიცებული".

/დეკანოზი ლევან მათეშვილი, "ეკლესიის ისტორია", ნაწილი I, გვ.78/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 12 2021, 11:31 AM

"ეგვიპტის თევზი ძალიან ფასეულად ითვლებოდა. წმინდა ესაია აცხადებს, რომ ეგვიპტეზე მოიწევა ღვთის სასჯელი და გლოვა, რადგან თევზაობა წარუმატებელი იქნება. თევზი კი ეგვიპტელი ხალხისთვის იყო საკვების მთავარი წყარო. ეგვიპტის უძველეს ძეგლებზე მრავლად ვხვდებით მდინარეებში, ტბებსა და ტბორებში სხვადასხვა სახის თევზჭერის არაერთ იეროგლიფურ გამოსახულებას - ანკესით, შუბით, ბადით, ჩანგლით და ა. შ.".

/"ბიბლიის ენციკლოპედია" ტომი 1, გვ. 67/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 14 2021, 06:48 PM

"ზემო ეგვიპტის მრავალი გამოქვაბული საუცხოოდ იყო გაფორმებული მხატვრობითა და ქანდაკებებით. ძველი ეგვიპტელები ისიდას და ოსირისის რელიგიურ დღესასწაულებს გამოქვაბულებში აღნიშნავდნენ, ისევე როგორც მზის თაყვანისმცემლები თავიანთ კერპთაყვანისმცემლურ რიტუალებს ასრულებდნენ გამოქვაბულებში".

/"ბიბლიის ენციკლოპედია" ტომი 1, გვ. 201/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2021, 07:06 PM

"ეგვიპტე - (გამ. 1.1) - ერთ-ერთი უძველესი ქვეყანა. მის ჩრდილოეთ და სამხრეთ საზღვრებზე საუბარია წინასწარმეტყელ ეზეკიელის წიგნში (29. 10; 30.6). ქვეყნის მდინარის აუზი თავისი არსებობით, ნაყოფიერებითა და სილამაზით დავალებულია მასზე გამდინარე უზარმაზარი, ისტორიული მდინარე ნილოსით, ამიტომ ეგვიპტე ძველად იწოდებოდა "ნილოსის წყალობად".

/"ბიბლიის ენციკლოპედია" ტომი 1, გვ. 289/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2021, 03:38 PM

"განსაკუთრებით, სამკურნალო მეცნიერება ეგვიპტეში ყვაოდა. შეისწავლა რა ეგვიპტური სიბრძნე, მოსემ, დიდი ალბათობით, ასევე შეისწავლა სამკურნალო ხელოვნებაც. ეგვიპტეში, როგორც პლინიუსმა აღნიშნა, მრავლად იყო სნეულებები. ჰეროდოტე ამბობს, რომ ეგვიპტეში ყველა ექიმი დაკავებული იყო რომელიმე ერთი ცალკეული დაავადების მკურნალობით და ამიტომ ბევრი ექიმი კურნავდა ნილოსის ნაპირებზე. თითოეულ ოჯახს უნდა ჰყოლოდა საგანგებო მკურნალი ყოველი ცალკეული დააადებისათვის, როგორიცაა თვალი, ყური, კბილი და ა.შ., ასე რომ, გასაკვირი არ არის, როდესაც ვკითხულობთ, მაგალითად, დაბადების წიგნში (დაბ. 50.2) შემდეგ სიტყვებს: "უბრძანა იოსებმა თავის მსახურ მკურნალებს, შეემურვათ მამამისი" (ანუ იაკობი), კერძოდ, აქ მრავლობითი რიცხვი გამოიყენება და არა მხოლობითი.
ეგვიპტური სამკურნალო ხელოვნება ცნობილი იყო სხვა ქვეყნებშიც. სპარსელი მეფეები კიროსი და დარიოსი მიმართავდნენ ეგვიპტელი ექიმების დახმარებას".

/"ბიბლიის ენციკლოპედია" ტომი 2, გვ. 385/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 25 2022, 07:20 PM

"რატომ გაქრა ძველი ეგვიპტე? რატომ ამოწყვიტეს ეგვიპტის მაცხოვრებლები (ერთი მილიონი კოპტის გარდა, რომელნიც თავს ძველი ეგვიპტელების მემკვიდრეებად თვლიან. მაგრამ რომ არ მონათლულიყვნენ, ისინიც ვერ გადარჩებოდნენ), ეგვიპტეში კი უდაბნოდან წამოსული არაბები დაასახლეს. ეს მოხდა ეგვიპტის საშინელი წარმართობის გამო. უამრავი მკითხავის, კერპის, მჩხიბავისა და მისნის გამო, ენითაუწერელი სიმდიდრისაგან გაამპარტავნებისა და განებივრების გამო, იმის გამო, რომ ეგვიპტის ფარაონი ამბობდა "მდინარე ნილოსი ჩემია და მე ის ჩემთვის შევქმენი", და იყო უფლის მსჯავრი ეგვიპტეზე, ასე თქვა მან: "ამისთვის, აჰა-ესერა, მე შენ ზედა და მდინარეთა შენთა ზედა და მივსცე ქვეყანაი იგი ეგვიპტისაი ოხრად" (ეზეკ. 29:10)".

/წმინდა ნიკოლოზ სერბი, "სიტყვა კანონის შესახებ", გვ.86/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 6 2022, 10:14 PM

"ძველეგვიპტური პირამიდა 3800-ზე მეტი წლის განმავლობაში იყო დედამიწის უმაღლესი ნაგებობა"

/"ისტორიანი" N I-III, 2022, გვ.6/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 28 2022, 07:54 PM

"ჰეროდოტე წერდა, რომ "კოლხები ეგვიპტელები არიან. ამას მე თვითონ მივხვდი უწინ. ვიდრე მოვისმენდი სხვათაგან და ისე ვიტყოდი. და რადგანაც ეს მე ფიქრებში მქონდა, შევეკითხე ორივეს. კოლხებს უკეთ ახსოვდათ ეგვიპტელები, ვიდრე ეგვიპტელებს კოლხები. ეგვიპტელები ამბობენ, რომ მათ მიაჩნდათ, რომ კოლხები არიან სესოსტრისის ლაშქრიდან". მეცნიერებაში კოლხთა ეგვიპტური წარმომავლობის მტკიცება მხოლოდ ღიმილის მომგვრელია. არც საისტორიო, არც ენობრივი და არც ანთროპოლოგიური მონაცემებით საქართველოს დასავლეთ ნაწილში მცხოვრები ქართველების, რომლებსაც ძველი ბერძნები კოლხებს უწოდებდნენ, და ეგვიპტელების ნათესაობა არ დასტურდება. თუმცა ერთი რამ მაინც უნდა აღინიშნოს: ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში ქართველებს არაერთი სხვა ეთნოსის წარმომადგენლები შეერია. დასაშვებია, ეგვიპტელთა რაღაც მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენს ტერიტორიაზე მოსულიყო და აქ ქართულ ეთნოსში გათქვეფილიყო".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 23/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2022, 07:33 PM

"კავკასიიდან ეგვიპტეში მონების გაყვანა XIII საუკუნიდან დაწყებულა. ევროპულ საისტორიო ლიტერატურაში გავრცელებული ვერსიის თანახმად, სალადინის ერთ-ერთ მემკვიდრეს 1230 წელს ჩერქეზეთში, სამეგრელოსა და აფხაზეთში უყიდია 12 ათასამდე ყმაწვილი და მათგან მამლუქთა არმია შეუქმნია"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ადამიანებით ვაჭრობა საქართველოში", გვ.59/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2022, 01:12 PM

"ცნობილია, რომ II ათასწლეულის პირველ ნახევარში ეგვიპტე დაიპყრო აზიიდან შემოსულმა ხალხმა, რომელმაც შეიტანა ეგვიპტეში საომარი ეტლი. თვით ცხენიც ეგვიპტელებმა ამ დროს გაიცნეს"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული მედიცინის ისტორია", გვ. 23/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2022, 07:18 PM

"ჯვარი ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთი უწმინდესი სიმბოლოა. იგი ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში ითვლებოდა უკვდავების სიმბოლოდ...

ძველეგვიპტელთა რწმენით, ქვესკნელის სამეფოს მბრძანებელ ღმერთსაც - ოზირისს, იმის ნიშნად, რომ მარადიულად განაგებს სამართალს, ხელთ ჯვარი უპყრია.

ტუტანხამონის ცნობილი აკლდამის განძეულში აღმოჩენილია ღმერთ პტახეს ქანდაკება კვერთხით ხელში, რომლის თავზე გამოსახულია ჯვარი".

/ლია ბარბაქაძე, სულხან ჭიკაიძე, "ქრისტიანობის მოკლე ისტორია", გვ.127/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 3 2023, 09:53 PM

"თვალები პორტრეტებზე ხშირად ბუნებრივზე დიდია. ძველი ეგვიპტელების რწმენის თანახმად, სული პირიდან ამოდის, ხოლო უკან სხეულში თვალებიდან ბრუნდება. ამიტომ სარკოფაგებზე გამოსახულებებს ღია თვალებით გამოსახავდნენ. თვალების, ანუ "სულის კარიბჭის" დაფარვა საშინელ შურისძიებად ითვლებოდა"

/"ისტორიანი" N5, 2022, გვ.7/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 26 2023, 04:02 PM

"მარტო მესოპოტამიაში დემეტრეს [თავდადებული] სარდლობით მებრძოლი სამი ათასი ქართველი თითქმის ერთიანად შეაკვდა ეგვიპტელებს. ხოლო ეგვიპტეში ერთ-ერთი წარუმატებელი ბრძოლისას 4000-ზე მეტი ქართველი მოისრა.

მეფე დემეტრეს ამ ომში 5 ათასი ქართველი ჰყავდა წამოყვანილი. ქართველებმა აქაც მოინდომეს, პირველებს დაეწყოთ ბრძოლა. მონღოლებსაც მეტი რა უნდოდათ? მეფე დემეტრემ 200 რჩეული ქართველით ეგვიპტელთა რიგები გააპო და სასულთნო დროშის ხელში ჩასაგდებად გაემართა. 12 ათასმა ეგვიპტელმა სულთნის ბრძანებით ალყა შემოარტყა დემტრეს რაზმს. უცებ სულთნის სარდალმა შუბით ცხენი მოუკლა დემეტრეს. მეფე უნაგირიდან ჩამოხტა და ფეხდაფეხ განაგრძო ბრძოლა. "ჩემი სიკვდილი არაფერია, ოღონდ შენ იცოცხლე მეფეო!" - შესძახა აბაშ სიქანელის ძემ და მეფეს ცხენი მოართვა. თავგანწირული ქართველი მტრის შუბით განგმირული დაეცა. მეფემ კი მოასწრო ამხედრება და ამ დროს ქართველთა მაშველმა ჯარმაც მოუსწრო. 4800-მა ქართველმა მტრის რკალი გაარღვია და მეფეს ირგვლივ შემოერტყა. მონღოლებს კი ამ დროს ბრძოლა უკვე მიეტოვებინათ. ეგვიპტელთა და ქართველთა შერკინება შუაღამემდე გაგრძელდა. დემეტრე მეფე 800 კაცითღა დაბრუნდა სამშობლოში. ამასიის უცხო მიწას 4 ათასი ქართველის ცხედარი შერეოდა..."

/ნინო ტარყაშვილი, "საქართველოს წმინდა მეფენი", გვ.50/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)