დავით აღმაშენებლის პოლემიკა, ისლამური წყაროები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დავით აღმაშენებლის პოლემიკა, ისლამური წყაროები |
კანუდოსელი |
Feb 8 2008, 12:09 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
მინდა ერთი მეტად საჩოთირო საკითხი წამოვჭრა.
ცნობილია, რომ დავით აღმაშენებელი კარგად ფლობდა ისლამის დოქტრინას. მაგალითად XII საუკუნის ანონიმი არაბი ისტორიკოსი წერს, რომ დავითს ჰქონდა ისლამის დიდი ცოდნა - ეს ტერმინი განსაკუთრებული მადლით დაჯილდოებულ ხალხს ერგებოდა ისლამში. მეორეს მხრივ XIII საუკუნის არაბი ისტორიკოსი მუჰამად ელ-ჰამავი ამბობს, რომ დავითი ფლობდა ისლამის შარიათის ცოდნას. ამ წყაროებიდან ნათელია, რომ დავითისთვის ისლამის თეოლოგია და ფილოსოფია არ უნდა ყოფილიყო უცხო. უფრო მეტიც, ზემოთ აღნიშნული ისტორიკოსები ამბობენ, რომ დავითი იღებდა მონაწილეობას პოლემიკაში ალაჰის სიტყვის შეუქმნელობის შესახებ განჯის ყადისთან. მცირე ისტორიული დანამატი: ისლამის თეოლოგთა შორის კარგა ხანია მიდის კამათი იმის თაობაზე, შექმნილია თუ არა ალაჰის სიტყვა. ერთი მიმართულება ამბობს, რომ შექმნილია და მაშინ არაბულ ტექსტში გამოიყენება სიტყვა: ქალამი, და ამ დროს ეს სიტყვა ანუ ქალამი არის ყურანი, ხოლო მეორე ნაწილი ამობს, რომ შეუქმნელია და იყენებს სიტყვას: ქალიმი. ანუ გამოდის, რომ დავითი განჯის ყადისთან ამ პოლემიკაში იღებდა მონაწილეობას, მაგრამ იბადება კითხვა: თუ რა იყო კონტექსტსი პოლემიკისა. მიუხედავად იმისა, რომ დავითი ფლობდა ისლამის დოქტრინას ძალიან კარგად, მისი ქრისტიანული აღმსარებლობა ვგონებ უნდა გადამწყვეტი ყოფილიყო ამ საკითხში და არსებობს მოსაზრება, რომ ამ პოლემიკაში დავითი იღებდა მონაწილეობას, როგორც ქრისტიანი და იცავდა პოზიციას, რომ ალაჰის სიტყვა დაუსაბამოა და ის არის იესო. ამ პოზიციას განამტკიცებს ის გარემოებაც, რომ როგორც ის ანონიმი ისტორიკოსი,ისე მუჰამად ალ-ჰამავი,როდესაც ახსენებენ რომ დავითი ამ პოლემიკაში მონაწილეობდაო, იყენებენ სიტყვას: ქალიმი - რაც როგორც ადრე ვთქვი, არაბულში სწორედ დაუსაბამო ღვთის სიტყვას აღნიშნავს. ვინაიდან ჩემი ცოდნა ისტორიაში საკმაოდ მწირია, მინდა ეს საკითხი განავრცოს ისტორიაში კარგად ჩახედულმა ფორუმულმა საზოგადოებამ და მეც იმედი მაქვს, რომ ბევრ საინტერესოს გავიგებ. აბა დაიწყეთ... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
თემო |
Feb 8 2008, 01:30 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 30-May 07 წევრი № 2,053 |
ციტატა და იცავდა პოზიციას, რომ ალაჰის სიტყვა დაუსაბამოა და ის არის იესო. ეს მთლად ვერ გავიგე... |
კანუდოსელი |
Feb 8 2008, 01:38 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ეს მთლად ვერ გავიგე... ალაჰი ანუ ღმერთი, მისი სიტყვა ანუ იესო - რა არის გაუგებარი? პ.ს. ალაჰი არ ნიშნავს ერეტიკულ ტერმინს ეს არაბული სიტყვაა -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
კანონისტი |
Feb 8 2008, 02:05 PM
პოსტი
#4
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
კანუდოსელი
ცოტას გადავუხვევ და ალ-ბაყარის სურაშია, თუ არ ვცდები, რომ "ალლაჰი არის უზენაესი არსება, სიტყვა და სული" -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანუდოსელი |
Feb 8 2008, 03:54 PM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
კანუდოსელი ცოტას გადავუხვევ და ალ-ბაყარის სურაშია, თუ არ ვცდები, რომ "ალლაჰი არის უზენაესი არსება, სიტყვა და სული" მოდი ნუ გავაოფებთ - კი ალ-ბაყარის სურაშია და ამ პუნქტზე მიუთითებდა იოანე დამასკელი, როდესაც მუსლიმებთან პოლემიკაზე საუბრობდა.... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
tamuna m |
Feb 21 2008, 01:57 PM
პოსტი
#6
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
კანუდოსელი
იქნებ ამან დაგაინტერესეოს. მწირი ინფორმაციაა, მაგრამ მაინც... http://www.orthodoxy.ge/istoria/davit.htm -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th May 2024 - 05:49 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი