თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ მამათა გამონათქვამები, წმინდანთა ცხოვრება _ რა არის თავისუფლება

პოსტის ავტორი: saria-giorgi თარიღი: Mar 25 2008, 10:31 AM

ეს სრულიად გაუგებარი ცნება როგორ უნდა განისაზღვროს?
თავისუფლება-ეს გადაწყვეტილების მიღების საშუალება და უფლებაა ადამიანისა,გამომდინარე იმ შინაგანი სურვილიდან,რომელიც შესაძლებელია იყოს ინტელექტუალური,მგრძნობელობი
ი ან უხეშად ინსტიქტური ანუ საშუალებაა იმისა,რომ ჩვენი სურვილები განვახორციელოთ.მაგრამ ჩვენი ინტელექტუალური ზრახვები მერყევია,რადგან არამდგრად წარმოდგენებსა და შეფასებებს ემყარება.
ჩვენს ინსტიქტებს რაც შეეხება,ამაში ოდნავ თუ განვსხვავდებით ამებისაგან,რომელიც ერთ მთლიან მუცელს წარმოადგენს.
რისი რეალიზება შეგვიძლია?თავისუფლება რომელ''მხეცს''უნდა მივანიჭოთ?
თავისუფლებაზე მოსაუბრეებს ავიწყდებათ,რომ ამისათვის გარკვეული კულტურაა საჭირო:უპირველესად,ადამიანის
ადმი პატივისცემის უნარი,ურომლისოდაც შეუძლებელია მისდამი სიყვარული.
თავისუფლება-ეს გამარჯვების ტრიუმფია სულიერ ცხოვრებაში.ამის გარეშე თავისუფლება ცინიკოსის დაცინვა ან მოძალადის მხეცური ეშვების ღრჭენა იქნება.
კინიკოსებისთვის თავისუფლება ქილიკშია,ადამიანი რასაც საპირფარეშოში აკეთებს,ისინი ქუჩაში აკეთებენ.
ქრისტიანობა გვიჩვენებს,თუ რაშია თავისუფლება-ეს იმის საშუალებაა,რომ ადამიანმა თავისი მთავარ მოწოდებას მისდიოს და განახორციელოს მასში ჩადებული პოტენციალი-ხატება და მსგავსება ღმრთისა.
თავისუფლება-ეს გულის გათავისუფლებაა ყოველი უცხოსაგან.
თავისუფლება-ეს მარადისობიდან გადმოდინებული ნათელია.ადამიანი საკუთარ თავს ღმერთში ჰპოვებს და თავისთავადი ხდება.
თავისუფლება-ეს გამოსვლაა ქმნილი,განივთებული,დაკომპლექ
სებული,ვნებიანი მდგომარეობიდან,ის ღმრთაებრივ სრულყოფასთან ზიარებაა.
ერთადერთი თავისუფლება ქრისტიანობამ განგვიცხადა.ეს ღმერთთან ჰარმონიაში ყოფნის თავისუფლებაა,ეს სულის გათავისუფლებაა ყოველივე უცხოსაგან-ვნებებისაგან,როგორც სულის მტკივნეული კორძებისაგან,მრავალი ფსიქიკური კომპლექსისაგან,რომელიც კრუნჩხვასავით არყევენ და კუმშავენ გონებას.თავისუფლება იხსნება იქ,სადაც მთავრდება დრო,ხოლო მარადისობა მარადიულში გაცხადდება.
როგორც ვთქვით,თავისუფლება,ეს არის მხოლოდ შინაგან წინააღმდეგობათა მოხსნა და ადამიანში ტრიმეტრიის ერთიანობის აღდგენაა,ასევე(და მეტადავ)სულის ჩართვაა ღმრთაებრივი ყოფიერების უმაღლეს თავისუფლებაში.წმ.პავლე მოციქული წერს:''დიდი სასყიდლით ხართ გამოსყიდულნი,ნუ იქნებით კაცთა მონანი,''უწინარეს ყოვლისა,საკუთარი ''მე''-ს,შავბნელი ვნებების მონა.
ვნებები-ეს ჩვენ არ ვართ,ეს სულში შთავარდნილი აჩრდილია დემონისა,ეს სულის ბნელი ორეულია.თავისუფლება მხოლოდ ღმერთშია.ჭეშმარიტი სინანული სულის დაბადებაა,ზიარება კი-აღდგომა მკვდრეთით.

მაცხოვარი ბრძანებს:''სცანთ ჭეშმარიტება და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქვენ.''

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 25 2008, 11:15 AM

როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, ადამიანი მონაა ცოდვისა და მხოლოდ მას შეიძლება ეწოდოს თავისუფალი, რომელიც ცოდვებისგანაა გათავისუფლებული. ღმერთმა მოგვმადლოს ყველას.

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Mar 25 2008, 09:26 PM

თავისუფლება = თავის უფლება = თავის ფლობა = ნების ყოფა = ნებისყოფა

თავისუფლება სამყაროზე, გარემოს იმპულსებზე არ დამორჩილების უნდარია... თავისუფლება რელიზდება მაშინ როცა მიუხედავად ნებისმიერი სიტუაციისა ადამიანს შეუძლია საკუთარი შინაგანი გადაწყვეტილება მიიღოს... თავისუფალი ის არის ვისაც გული და ხორცი ემორჩილება...

განსხვავებით ცხოველებისაგან

მე მგონი რა...




პოსტის ავტორი: დავით ივერიელი თარიღი: Mar 25 2008, 11:16 PM

saria-giorgi
კარელინომეტყველება რელიგიურ-ფილოსოფიური მიმართულებაა და დღეს მეტად ფასობს!!! smile.gif მისი სიტყვა ოქორს ფასია.... biggrin.gif

"თავისუფლება სულის სხეულზე ბატონობაა!" - წმ. ქსენოფონტე ათონელი...

პოსტის ავტორი: saria-giorgi თარიღი: Mar 26 2008, 05:28 PM

[quote name='დავით ივერიელი' date='Mar 25 2008, 11:16 PM' post='285389']
[b][/b]
კარელინომეტყველება რელიგიურ-ფილოსოფიური მიმართულებაა და დღეს მეტად ფასობს!!! smile.gif მისი სიტყვა ოქორს ფასია.... biggrin.gif

ერთი ფილოსოფოსი ამბობს:"მინდა,რომ ჩემი წიგნი არ წაიკითხოს იმან,ვინც მხოლოდ თვალით კითხულობს."
ცდები,დღეს მეტად ფასობს მოდერნიზებული აზროვნება და უსწავლელი შურიანებისგან,პირუტყვებისგა
გონიერი ადამიანების ლანძღვა,რომლებიც ვერ მიმხვდარან და ვერ შეუცვნიათ თავიანთი გესლიანი გული.
ასეთი ადამიანები კბენენ მამა რაფაელს,მაგრამ ჩრდილსაც ვერ მიაყენებენ,რადგანაც წრფელი გული ყოველთვის ქრისტეთია დაცული,ხოლო მლანძღველები ეშმაკის საკვრელით არიან შეკრულნი.
"შურმან შეიპყრო ერი უსწავლელი."
მიმდინარეობააო საუბრობ ხმამაღლა,რა გაძლევს ამის საფუძველს?პატრიარქს არ ემორჩილება?
სწორედ ისეთი ადამიანები იდევნებიან "საზოგადეობისგან,"რომლებიც არ ეძიებენ კაცთაგან დიდებას,ხოლო ვისგანაც იდევნებიან ესეთი ადამიანები პირიქით აკეთებენ.
წმ.წერილში წერია:"რომელსა-იგი ქებაი არა კაცთაგან არს,არამედ ღმრთისაგან"(რომ.2.29)ვის ქება?-იმ კაცს,ვინაც შინაგანად გულში სულ ღმრთისათვის იღვწის,ვინაც სინდისის მიხედვით აკეთებს თავის საქმეს და არად დაგიდებს "საზოგადოებრივ" აზრს,კაცთა პატივს.ჩვენ კი ადამიანებისგან ველით დიდებას და ყველას და ყველაფერს ვლანძღავთ ვინ "დიდებულთაგან"გინებულად ითვლება,რათა შეკვეთილი ტაში დავიმსახუროთ და გინება არ მოვიწიოთ;ამისთვის სიცრუეს და ცილისწამებასაც არ ერიდებიან,რადგანაც "საზოგადოებაში"კუთვნილი ადგილი დაიმკვიდრონ.არადა,სწორედ ღმერთი გახლავთ ღმერთი დიდებისა.
"მართალნი გამობრწყინდნენ ვითარცა მზე"(მათ.13.43)
იცოდე რომ ლანძღვა ქრისტიანის საქმე არ არის.წმ.წერილი გვაფრთხილებს:"რამეთუ გულისა წყრომამან კაცისამან სიმართლე ღმრთისაი არა ქმნის"(იაკ.1.20)

პოსტის ავტორი: makiki თარიღი: Mar 26 2008, 06:56 PM

ერთერთმა მოძღვარმა ასეთი რამ თქვა თავისუფლებაზე: თავისუფლება უდიდესი სათნოებაა,ადამიანის მიმართ ღვთის უსაზღვრო სიყვარულის გამოხატულება.მოგეხსენებათ,უფალმა კაცი შექმნა ხატად და მსგავსად თავისა.სწორედ თავისუფალ არჩევანში მდგომარეობს ადამიანის ღმერთთან მსგავსება.

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Mar 26 2008, 08:52 PM

ციტატა
ბატონ რაფაელს

დავით, ეს ადამიანი, მოგწონს თუ არ მოგწონს, მამაა და არა "ბატონი" მანამ, სანამ პატრიარქისგან ხელდასხმულია და მღვდლობიდან არ დაუყენებიათ. მიუხედავად იმისა, რომ მისი ყველაფერი მეც არ მომწონს, მთლად ასე გადამლაშებაც ზედმეტია. ბევრი მართლაც კარგი და ღირებული ქადაგება აქვს და ყველაფრის წყალში ჩაყრა არ შეიძლება.
2kiss.gif

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Mar 26 2008, 09:04 PM

ციტატა
თავისუფლებას ის ვერ მიქადაგებს ვინც მრევლს ტელევიზორის ყურებას უკრძალავს....

გეგულება მოძღვარი რომელიც გეტყვის, დაჯექი და უყურე რამდენიც გინდაო?
სათნოებაა ტელევიზორის ყურება?
არ არის სწორი როცა მოძღვარი მრევლს ტელევიზორის ეკრანების წინ საათების გაფლანგვის შემცირებაზე ქადაგებს?
არ მესმის რა არ მოგწონთ...
ნუთუ ცოდვა ცოდვად აღარ ითვლება?
თუ ეს უკვე ჰუმანური და უწყინარი ცოდვაა?

ციტატა
დავით, ეს ადამიანი, მოგწონს თუ არ მოგწონს, მამაა და არა "ბატონი" მანამ, სანამ პატრიარქისგან ხელდასხმულია და მღვდლობიდან არ დაუყენებიათ. მიუხედავად იმისა, რომ მისი ყველაფერი მეც არ მომწონს, მთლად ასე გადამლაშებაც ზედმეტია. ბევრი მართლაც კარგი და ღირებული ქადაგება აქვს და ყველაფრის წყალში ჩაყრა არ შეიძლება.

+1 yes.gif

არსებობს იერარქია ... თუ ვართ მართლმადიდებლები დავემორჩილოთ იერარქიას და პატივი ვცეთ იერარქებს yes.gif


პოსტის ავტორი: sara თარიღი: Mar 26 2008, 10:53 PM

კი იერარქიასაც უნდა ვცეთ პატივი და ცოდვის მნიშვნელობაც არ უნდა გავაუბრალოოთ,მაგრამ ფაქტია რომ ამ ბოლო დროს ფანატიზმი მომძლავრდა rolleyes.gif

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Mar 26 2008, 11:03 PM

ციტატა
ფაქტია რომ ამ ბოლო დროს ფანატიზმი მომძლავრდა


ჩვენ რელიგია კი არ უნდა მოვირგოთ, არამედ ჩვენ მოვერგოთ რელიგიას. ასე რომ "მე ასე მაწყობს და ეხლა ესე მსიამოვნებს, და თან კიდევ ყველა ასე აკეთებს და იმდენად ცოვადაც აღარ ითვლება", აი ასეთი აზროვნებით ჩვენ შორს ვერ წავალთ.

პოსტის ავტორი: sara თარიღი: Mar 27 2008, 12:04 AM

კი გეთანხმები მაგრამ ზომიერება ყველაფერში საჭიროა.

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Mar 27 2008, 12:26 AM

ციტატა(sara @ Mar 27 2008, 12:04 AM) *

კი გეთანხმები მაგრამ ზომიერება ყველაფერში საჭიროა.


yes.gif

ზომიერება საჭიროა, თავის მოკატუნება არა yes.gif

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Mar 27 2008, 12:28 AM

ციტატა
კი გეთანხმები მაგრამ ზომიერება ყველაფერში საჭიროა

ყველა ადამიანს თავისი ზომიერების დონე და ზღვარი აქვს და არ არსებობს ზომიერების რაღაც საერთო საზღვრები და ჩარჩო.მაგ რაც ერის კაცისთვის ზომიერია ის არ არის ზომიერი ბერისთვის ასევე ადამიანთა შორის სულიერი მდგომარეობის მიხედვით.ყველამ საკუთარი ზომიერების დონე უნდა დაიცვას მოძღვრის კურთხევის შესაბამისად და არც ადამიანმა უნდა დაასკვნას თუ სხვა თავისი ზომიერების დონიდან გამომდინარე ზღვარგადასულად ეჩვენება და ფანატიკოსად ჩათვალოს.ყველა ადამიანს უფალმა თავისი განსხვავებული სიმძიმის ჯვარი უბოძა სატარებლად.მთავარი ერთია ადამიანი მოქმედებდეს მოძღვრის კურთხევის და მორჩილების მიხედვით.

პოსტის ავტორი: sara თარიღი: Mar 27 2008, 12:37 AM

კი მაგრამ პრობლემა ის არის რომ ფანატიზმი არა მარტო ერშია არამედ "ბერშიც" არის და ხშირად ხდება რომ ამა თუ იმ მოძღვრის ფანატიკური კურთხევების გამო ბოლოს მრევლი სასოწარკვეთილებამდეც კი მიდის.მე ვიცი კონკრეტული მაგალითები და იმიტომ ვამბობ.სამწუხაროა მაგრამ ფაქტია sad.gif

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Mar 27 2008, 12:51 AM

ასეთ შემთხვევაში გამოსავალია ალბათ რომ ადამიანი ბრმად არ უნდა მიუდგეს და რობოტად გადაიქცეს რასაც ეტყვიან ისე შეასრულოს რომ არც კი დაფიქრდეს და განსაჯოს საკუთარ თავში.უკიდურეს მაგალითს ვიტყვი რომ მოძღვარმა უთხრას თავის მრევლს ამ საკითხში ეკლესია ცდება და სქიზმაში გავიდეთ და დავუპირისპირდეთ (ვაკრიტიკოთ) მას და ასე მოიქცნენ ის ადამიანებიც.

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Mar 27 2008, 08:47 AM

როგორც მახსოვს კარელიომანიაზე მსჯელობას სხვა თემები მიძღვნა ასე რომ აქ არსებულ ოფებს ვშლი smile.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Mar 27 2008, 08:14 PM

თავისუფლება, ეს უპირველეს ყოვლისა არ არის კარჩაკეტილობა, არ არის უარი იუმორზე, არ არის უარი სიახლეზე, ის თავად არის სიახლე, გახსნილობა და თქვენ წარმოიდგინეთ იუმორიც. თავისუფლება ადამიანს გარდაქმნის არა სევდიან მანქანად, არამედ სიცოცხლით სავსე პიროვნებად, რომელიც აცნობიერებს რეალობას და აქედან გამომდინარე შესაძლებლობების კონცენტრაციით მინდობილია ღვთისადმი.... არ შეიძლება ადამიანებს ცოცხალი ღმერთი წავართვათ და იდეოლოგიით ჩავუნაცვლოთ საუბარი ქრისტესთან...

ციტატა
ცდები,დღეს მეტად ფასობს მოდერნიზებული აზროვნება და უსწავლელი შურიანებისგან,პირუტყვებისგა
გონიერი ადამიანების ლანძღვა,რომლებიც ვერ მიმხვდარან და ვერ შეუცვნიათ თავიანთი გესლიანი გული.


საკუთარ თავს ხშირად ახასიათებთ? სისხლით აპირებთ სისხლი ჩამობანოთ ადამიანებს?! 'მხილების' უფლება სულიწმიდამ მოგცათ თუ მეოთხე ჰიპოსტასი გყავთ ვინმე?!

იქნებ გინდათ განგვიცხადოთ; "იცით აქ რაღაც შეცდომაა, ჩვენთვის მთავარი მამა რაფაელია და არა სიყვარული!"

ყველაზე სულელური აპოლოგიაა რასაც კი შევხვედრივარ... თითქოს ცდილობთ სიმართლე დაიცვათ, მაგრამ ამ სიმართლეში ისეთ დიდ უსიყვარულობას ავლენთ, შთაბეჭდილებას არა მხოლოდ მორწმუნეს წაუხდენთ, არამედ ურწმუნოსაც... ან იქნებ გინდათ მითხრათ რომ ეს ჩამი პრობლემაა? აი სწორედ აქ არის საქმე, პრობლემებს არასდროს ვეძებთ შიგნით!

მის მაღალღირსებას დიდ პატივს ვცემ, თუმც ხშირად მისივე ქადაგება სრულად როდი ეტევა იმ მხედველობის ფარგლებში რაც ქრისტემ მოიტანა... სავალალო ის არის რომ მისი ლანძღვა უკვე მოდაშია და ცხადია ეს ძალზედ ცუდი ტენდენციაა... ელემენტარული ეთიკაა ისაუბრო არქიმანდრიტზე ნორმალურად, ბოლოსდაბოლოს მას მამას მხოლოდ ზრდილობის გამო ხომ არ ვეძახით არა? რახან უფალმა და ადგილობრივმა ეპისკოპოსმა მას უფლება მისცა ხალხი დაემწყემსა, ჩვენ მოვალენი ვართ სულ მცირე მოვუსმინოთ მაინც.. და თუ რამეს ისე ვერ ამბობს როგორც საჭიროა, შვილური ხედვიდან მოვიღოთ ჯეროვანი პასუხი, რომელიც იქნება მხოლოდ-და მხოლოდ დაფუძნებული არგუმენტებზე და არა ტენდენციურ იწილო-ბიწილოზე, რომლის მიზანი როგორც წესი ორად გაყოფილი აზრიდან ერთი რომელიმეს დაცვაა... ეკლესიაში კი განხეთქილების ქვაბი უკვე დუღს და არც ერთი მხარე არ აპირებს კომპრომისზე წასვლას...

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Mar 28 2008, 04:11 PM

თავისუფლება ერთგვარად დამოკიდებულებაა უფალზე, უფრო სწორედ მინდობა უფალზე. შინაგანად თავისუფალი ადამიანი ზედმეტად არ შფოთავს ცხოვრებისეულ სიძნელეებზე, ხვალინდელ დღეზე. არ არის მიჯაჭვული არაფერზე, არც თანამდებობზე, არც სიმდიდრეზე და არც სხვა რამეზე. თავისუფლი ადამიანი ლაღიც არის, ესეც უფალზე მინდობის გამოა.

რაც შეეხება ცოდვებისგან გათავისუფლებას, ეს უფრო მიზანია. ცოდვებისგან ბოლომდე თავისუფალი არასოდეს ხარ, მაგრამ იბრძვი მათგან გასათავისუფლებად.



პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Mar 28 2008, 05:48 PM

გეთანხმები, მაგრამ ჩვენ უკვე ვართ გარკვეულად თავისუფლები...

თავისუფლებისთვის გაგათავისუფლათ ქრისტემ! - ეს პაველს სიტყვებია... ანუ ჩვენ მოგვეცა თავისუფლება მივმართოთ იესოს, "მამით!" smile.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Mar 29 2008, 11:21 AM

მნათე

ციტატა
გეთანხმები, მაგრამ ჩვენ უკვე ვართ გარკვეულად თავისუფლები...

თავისუფლებისთვის გაგათავისუფლათ ქრისტემ! - ეს პაველს სიტყვებია... ანუ ჩვენ მოგვეცა თავისუფლება მივმართოთ იესოს, "მამით!"



ლევან, ზუსტად ვერ მივხვდი მე მიპასუხე თუ სხვა ვინეს, რადგან მონიშნული არ გქონდა ციტატა. თუ მე მიპასუხე, მაშინ მეც გიპასუხებsmile.gif
რა თქმა უნდა , ქრისტემ გაგვათავისუფა ჩვენ, მაგრამ ეს ტავისუფლება მე დაახლოებით ასე მესმის
ციტატა
თავისუფლება ერთგვარად დამოკიდებულებაა უფალზე, უფრო სწორედ მინდობა უფალზე. შინაგანად თავისუფალი ადამიანი ზედმეტად არ შფოთავს ცხოვრებისეულ სიძნელეებზე, ხვალინდელ დღეზე. არ არის მიჯაჭვული არაფერზე, არც თანამდებობზე, არც სიმდიდრეზე და არც სხვა რამეზე. თავისუფლი ადამიანი ლაღიც არის, ესეც უფალზე მინდობის გამოა.

პოსტის ავტორი: saria-giorgi თარიღი: Apr 4 2008, 10:47 AM

[quote name='მნათე' post='286537' date='Mar 27 2008, 08:14 PM']
თავისუფლება, ეს უპირველეს ყოვლისა არ არის კარჩაკეტილობა, არ არის უარი იუმორზე, არ არის უარი სიახლეზე, ის თავად არის სიახლე, გახსნილობა და თქვენ წარმოიდგინეთ იუმორიც. თავისუფლება ადამიანს გარდაქმნის არა სევდიან მანქანად, არამედ სიცოცხლით სავსე პიროვნებად, რომელიც აცნობიერებს რეალობას და აქედან გამომდინარე შესაძლებლობების კონცენტრაციით მინდობილია ღვთისადმი....

შენ შესაძლოა საუბრობ საკუთარი თავის თავისუფლებაზე,შეიძლება კაფეში ჯდომა და ქუჩაში სიარული "შებრკოლების"გარეშე თავისუფლებად მიგაჩნდეს,მაგრამ ეს ასე არ არის.ჯობია ფიქრები და ზრახვები სააშკარაოდ არ წარმოაჩინო,რადგანაც საზომი არის მამათა სწავლება და არა აზრს მოკლებული,უაზრო და უადგილო ზღაპრები,შეიძლება სადმე ადგილი პოვოს შენმა მოთხრობებმა,მაგრამ აქ ნამდვილად არ არის საჭირო.



შეიძლება ადამიანებს ცოცხალი ღმერთი წავართვათ და იდეოლოგიით ჩავუნაცვლოთ საუბარი ქრისტესთან...
ჯერ უნდა ახსნა რას უწოდებ იდეოლოგიას,რადგან შეუძლებელია წამოსროლილი სიტყვებით რამე გაიგოს ადამიანმა.თუ ყველაფერს ვერ გებულობ ეს იმას არ ნიშნავს,რომ იდეოლოგიის იარლიყი მიაკრა.ჩემთვისაც ბევრი რამ გაუგებარია,მაგალითად:რატომ ცდილობს ყველა საკუთარ თავს მართალ ადამიანს?იმითომ ხომ არა,რომ წაიკითხა ნარცისის ზღაპარი და საკუთარი თავის ზედმეტად მოყვარული და მოამაგე გახდა.ვინც საკუთარ თავს ზედმეტად ენდობა(მამების სწავლებით)დაიღუპავენ თავს.

საკუთარ თავს ხშირად ახასიათებთ? სისხლით აპირებთ სისხლი ჩამობანოთ ადამიანებს?! 'მხილების' უფლება სულიწმიდამ მოგცათ თუ მეოთხე ჰიპოსტასი გყავთ ვინმე?!

ესეც შენი თავისუფალი ნების გამოვლენის ერთი სახეა.
კარგია რომ დაუფარავად გვიჩვენე,რამდენად ნაკლებად კითხულობ სხვის პოსტებს ან თუ კითხულობ ვერ ჩამწვდარხარ მის არსში,ხოლო მე ვისი მეშვეობით ვსაუბრობ ამას ხედავს ის ადამიანი ვინს დადორბლილი,დუჟმორეული და გონმიხდილი არ კითხულობს ჩემ პოსტებს.





მე ვცდილობ იმ აზრების გამომზეურებას რაც მამებმა გვიანდერძეს,ხოლო ჩემი აზრით თავისუფალი ადამიანი უნდა გავდეს იმ ნათელს,რომელიც წმ.წერილში გვიწერია და სევე მოვიყვან ერთ ციტატას წმ.გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან:"ზეცისა კაცი და ქვეყანისა ანგელოზი".ეს წერია მასზე,მაგრამ თავისუფალი,წმიდა და უმანკო ცხოვრებით-მცხოვრები ადამიანისთვისაც შესაძლებელია.ეს არის ნამდვილი თავისუფლება,სხვა შემთხვევაში ვემსგავსებით იმ მაიმუნს,რომელიც ადამიანს დასცინის.

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Apr 4 2008, 12:55 PM

ციტატა
შენ შესაძლოა საუბრობ საკუთარი თავის თავისუფლებაზე,შეიძლება კაფეში ჯდომა და ქუჩაში სიარული "შებრკოლების"გარეშე თავისუფლებად მიგაჩნდეს,მაგრამ ეს ასე არ არის.ჯობია ფიქრები და ზრახვები სააშკარაოდ არ წარმოაჩინო,რადგანაც საზომი არის მამათა სწავლება და არა აზრს მოკლებული,უაზრო და უადგილო ზღაპრები,შეიძლება სადმე ადგილი პოვოს შენმა მოთხრობებმა,მაგრამ აქ ნამდვილად არ არის საჭირო.


თავისუფლების საკმაოდ ღრმა განმარტება გვიანდერძა ქრისტემ, ასე რომ შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ კაფეში ჯდომა არავითარ თავისუფლებად არ მესახება, ხოლო რაც შეეხება ჩემს აზრებს, თუ შეიძლება ბრძანეთ არგუმენტი რომელიც მათ გააბათილებს და არა რაღაც კოსმიურ-მარსიანული "წმიდა მამები" რომლითაც სპეკულაცია უკვე მოდად გადაიქცა... დადეთ ციტატა სად ვეწინააღმდეგები მათ.

ციტატა
ჯერ უნდა ახსნა რას უწოდებ იდეოლოგიას,რადგან შეუძლებელია წამოსროლილი სიტყვებით რამე გაიგოს ადამიანმა.თუ ყველაფერს ვერ გებულობ ეს იმას არ ნიშნავს,რომ იდეოლოგიის იარლიყი მიაკრა.ჩემთვისაც ბევრი რამ გაუგებარია,მაგალითად:რატომ ცდილობს ყველა საკუთარ თავს მართალ ადამიანს?იმითომ ხომ არა,რომ წაიკითხა ნარცისის ზღაპარი და საკუთარი თავის ზედმეტად მოყვარული და მოამაგე გახდა.ვინც საკუთარ თავს ზედმეტად ენდობა(მამების სწავლებით)დაიღუპავენ თავს.


ნუ ეს მენტორული ტონი მეცნობა, შარავანდედადგმულის პოზიციიდან... იდეოლოგიას ვუწოდებ ყველაფერ იმას, რაც ცდილობს პიროვნებას ჩაენაცვლოს, რაც ცდილობს ადამიანი აქციოს რიტუალურ მანქანად ხოლო სულიწმიდა უმნიშვნელო დანამატად... რაც ცდილობს დორბლი და ღებინება მართლმადიდებლობის სახედ წარმოსახოს და მხილების კვარცხლბეგზეც მოთავსდეს.

და შენ პატრისტიკაში რა კვლევები დაწერე ასეთი მათი აზრის ექს კათედრა შეუმცდარი გადმოცემით რომ გვეამაყები, იქნებ შენც წაიკითხე ნარცისის ზღაპარი?

ციტატა
ესეც შენი თავისუფალი ნების გამოვლენის ერთი სახეა.
კარგია რომ დაუფარავად გვიჩვენე,რამდენად ნაკლებად კითხულობ სხვის პოსტებს ან თუ კითხულობ ვერ ჩამწვდარხარ მის არსში,ხოლო მე ვისი მეშვეობით ვსაუბრობ ამას ხედავს ის ადამიანი ვინს დადორბლილი,დუჟმორეული და გონმიხდილი არ კითხულობს ჩემ პოსტებს.


"ია ვსიგდა პრავ" - განაცხადი... მოკლედ პრობლემა იმაშია რომ მომდგარხარ და ჭეშმარიტად დუჟმორეული დაეძებ რაიმე გასაკიცხსა და გასალანძღს, რომ როგორმე წარმოაჩინო როგორი შემოსილი ხარ მართლითა სარწმუნოებითა და თუ როგორ ვერ იპოვეს წმიდა მამებმა შენ გარდა სხვა განმაცხადებელი ქრისტეს ჭეშმარიტებისა....

ციტატა
მე ვცდილობ იმ აზრების გამომზეურებას რაც მამებმა გვიანდერძეს,ხოლო ჩემი აზრით თავისუფალი ადამიანი უნდა გავდეს იმ ნათელს,რომელიც წმ.წერილში გვიწერია და სევე მოვიყვან ერთ ციტატას წმ.გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან:"ზეცისა კაცი და ქვეყანისა ანგელოზი".ეს წერია მასზე,მაგრამ თავისუფალი,წმიდა და უმანკო ცხოვრებით-მცხოვრები ადამიანისთვისაც შესაძლებელია.ეს არის ნამდვილი თავისუფლება,სხვა შემთხვევაში ვემსგავსებით იმ მაიმუნს,რომელიც ადამიანს დასცინის.


სადმე დაინახე რომ საპირისპიროს ვამბობდი? ზღაპრებად მოხსენიების უფლება არ გაქვს, ბოლოსდაბოლოს ჩვენ აქ რაღაც გაუგებარი ციტატებით ვბრახუნობთ, რომლის განმარტებაზე საკუტარი პრეტენზია გვაქვს თუ ვსაუბრობთ?

შეჩვეული არ ხართ დიალოგს და სწორედ ამიტომ ფხუკუნებთ ახლა... თქვენი მხილება თქვენთვის შემოინახეთ, როგორც ვიცი ჯერ არაფერი გაგიკეთებიათ ეკლესიისთვის, ასე რომ მამათა განმარტებანი სინოდს მივანდოთ..

მაგრამ თავისუფლება თავისუფლებაა...

პოსტის ავტორი: saria-giorgi თარიღი: Apr 5 2008, 06:06 PM

ციტატა(მნათე @ Mar 27 2008, 08:14 PM) *

ყველაზე სულელური აპოლოგიაა რასაც კი შევხვედრივარ... თითქოს ცდილობთ სიმართლე დაიცვათ, მაგრამ ამ სიმართლეში ისეთ დიდ უსიყვარულობას ავლენთ, შთაბეჭდილებას არა მხოლოდ მორწმუნეს წაუხდენთ, არამედ ურწმუნოსაც... ან იქნებ გინდათ მითხრათ რომ ეს ჩამი პრობლემაა? აი სწორედ აქ არის საქმე, პრობლემებს არასდროს ვეძებთ შიგნით!




მხოლოდ მცირედზე მიგითითებ.რომელი სულიერი თვალი აგეხილა,როდესაც უსიყვარულობის ბრალს მდებ.
მამები კი არა წმ.წერილი გვასწავლის:" არა ცილი სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა."
თუ უსწავლელობით მოგდის არაუშავს,მაგრა ყველა ადამიანს,ცნობისთვის,თავისი წვლილი შეაქვს ეკლესიის აღორძინება გამშვენებაში.აპოლოგეტი იყო არ არის აუცილებელი,მაგრამ მამების სწავლების მეშვეობით გამოხატო შენი აზრი ამას არავინ არ კრძალავს.
უპირველესად შენთან საუბარი არ მსურს,რადგანაც ჭკუის დარიგება ნაკლებად გეხერხება და თან განკითხვის ცოდვაში ვარდები,ვფიქრობ შენთვ ის უმჯობესია ისწავლო მიმართვა და უადგილო პოზიციების დაფიქსირებას მოერიდო,რითაც ამჟღავნებ გულმწყრალობას(ჩემი აზრით).
შენ რა იცი ეკლესიას რითი ვემსახურები და საერთოდ თუ გესმის,როდესაც საუბრობ წვლილის შეტანაზე რას ნიშნავს?ეს მე-2 ცილისწამება.
წვლილში შედის მსახურებაში მონაწილეობა:მედავითნეობა,სტი
ქაროსნობა.რამდენად გიფასდება ღმრთის თვალში სხვა საკითხია.ეკლესის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა ესეც დიდი საქმეა,სულიერად განმტკიცდე და ღმრთისმოსაობით იცხოვრო,საკუთარი "ტაძრიდან" განაგდო ბოროტი და მოუხმო ღმერთს,ღმრთით იცხოვრო,ეს ნიშ.უკვე იყო ეკლესიის ერთი ცოცხალი ნაწილი. ადამიანი იკვეთება ქრისტეს ეკლესიიდან მაშინ,როდესაც მას მწვალებლური აზრებით შფოთი შემოაქვს ეკლესიაში;სხვა შემთხვევაში თუ საქმით ცდილობს ემსახუროს ეკლესიას და არა მხოლოდ ბაგით,მაშინ ასეთი ადამიანი ცოცხალი ეკლესიის ერთ-ერთი ნაწილია.
მე პირადად ვცდილობ ვემსახურო -რითაც შემიძლია,ჩემი წვლილი შევიტანო საქმით,თუ სიტყვით ვერ შევძლებ.
რატომ განმკვეთე ეკლესიიდან გაუგებარია,უმოქმედო ნაწილად მიმიჩნიე.ესეც მე-3 ცილისწამება.ვეზიარები და ვცდილობ ქრისტემ დაიმკვიდროს ჩემში,შენ კი განმაგდებ მისგან.რატომ?


თუ გაინტერესებს პირადად შემხვდი და გაგესაუბრები,ფორუმში ნაკლებად ვხარჯავ დროს მითუმეტეს ასეთი საუბრებისთვის.შენ გსურს ამტკიცო ის რაც,უსაფუძვლოა და ჰაერს ჩამოკიდებული,რაც გეჩვენება ის პოსტო არ არის მართებული,მითუმეტეს უცნობ პიროვნებაზე.თუ ჩემმა ნაშრომებმა მოგცათ ამის საბაბი წარმოაჩინე და შევეცდები ავხსნა თუ რაზე დაყრდნობით ვთქვი.ასე ხელაღებით მლანძღო არ შეიძლება.

პოსტის ავტორი: natali87 თარიღი: Apr 26 2008, 08:00 PM

იცით მართმადიდებლობა არ შეიძლება ფანატიზმად იწოდებოდეს არავითარ შემთხვევაში.ყველას თავისებურად სწამს და ყველა თავისებურად ცდილობს გმერთთან ყოფნას.ჩვენ ნუ ვიტყვით რომ ესა თუ ის ადამიანი პანატიკოსია.


იცით მართმადიდებლობა არ შეიძლება ფანატიზმად იწოდებოდეს არავითარ შემთხვევაში.ყველას თავისებურად სწამს და ყველა თავისებურად ცდილობს გმერთთან ყოფნას.ჩვენ ნუ ვიტყვით რომ ესა თუ ის ადამიანი პანატიკოსია.

პოსტის ავტორი: kavkasioni თარიღი: Apr 26 2008, 10:14 PM

როცა უარყოფ ღმერთს და ეკლესიის მიერ დადგენილ დოგმებს და გგონია თავი თავისუფალი ამ დროს ხარ ცოდვის მონა,და ის მონა,რომელიც განთავისუფლებას არ ლამობს ათმაგ მონობას იმსახურებს.

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: May 2 2008, 12:50 PM

ციტატა
მხოლოდ მცირედზე მიგითითებ.რომელი სულიერი თვალი აგეხილა,როდესაც უსიყვარულობის ბრალს მდებ.


მინდა გითხრა რომ შენ ეგ სულიერი თვალი გაცილებით დიდი გაქვს, როცა ადამიანთა სიმრავლეს სრულიად დაუმსახურებელი ეპითეტებით ამკობ...

ციტატა
მამები კი არა წმ.წერილი გვასწავლის:" არა ცილი სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა."


დიახ, დიახ... მე კი სავსებით დარწმუნებული გახლავარ იმაში რომ არ გიყვარვარ და ახლა თუ საპირისპიროს მტკიცებას დაიწყებ, ჩავთვლი რომ საუკეთესოდ პირფერობ biggrin.gif

ციტატა
თუ უსწავლელობით მოგდის არაუშავს,მაგრა ყველა ადამიანს,ცნობისთვის,თავისი წვლილი შეაქვს ეკლესიის აღორძინება გამშვენებაში.აპოლოგეტი იყო არ არის აუცილებელი,მაგრამ მამების სწავლების მეშვეობით გამოხატო შენი აზრი ამას არავინ არ კრძალავს.


მას შემდეგ რაც მამების სწავლება უბრალოდ გეცოდინება ისე, როგორც ეკლესია შეიმეცნებს... თვარა სამარისკენ ვინ ვის გაუძღვება, კარგად იცი...

ციტატა
უპირველესად შენთან საუბარი არ მსურს,რადგანაც ჭკუის დარიგება ნაკლებად გეხერხება და თან განკითხვის ცოდვაში ვარდები,ვფიქრობ შენთვ ის უმჯობესია ისწავლო მიმართვა და უადგილო პოზიციების დაფიქსირებას მოერიდო,რითაც ამჟღავნებ გულმწყრალობას(ჩემი აზრით).


ფსიქოანალიზის ძალიან ცუდ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, კამათი გადაგყავს რაღაც დიდაქტიკურ შკალაზე და ცდილობ მანტია შეიფერო, მაგრამ რა ვუყოთ...


ციტატა
შენ რა იცი ეკლესიას რითი ვემსახურები და საერთოდ თუ გესმის,როდესაც საუბრობ წვლილის შეტანაზე რას ნიშნავს?ეს მე-2 ცილისწამება.
წვლილში შედის მსახურებაში მონაწილეობა:მედავითნეობა,სტი

ქაროსნობა.რამდენად გიფასდება ღმრთის თვალში სხვა საკითხია.ეკლესის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა ესეც დიდი საქმეა,სულიერად განმტკიცდე და ღმრთისმოსაობით იცხოვრო,საკუთარი "ტაძრიდან" განაგდო ბოროტი და მოუხმო ღმერთს,ღმრთით იცხოვრო,ეს ნიშ.უკვე იყო ეკლესიის ერთი ცოცხალი ნაწილი. ადამიანი იკვეთება ქრისტეს ეკლესიიდან მაშინ,როდესაც მას მწვალებლური აზრებით შფოთი შემოაქვს ეკლესიაში;სხვა შემთხვევაში თუ საქმით ცდილობს ემსახუროს ეკლესიას და არა მხოლოდ ბაგით,მაშინ ასეთი ადამიანი ცოცხალი ეკლესიის ერთ-ერთი ნაწილია.


ცილისწამებებზე საუბრისას თავი შეიკავე, ემანდ ირიბად მწვალებელი არავისზე გქონდეს დაძახებული a075.gif ცოცხალი ეკლესიის ერთიანი ნაწილი ერთია და მასში მიღებული აზრის გამავრცელებელი მეორე, მე კი გეუბნები რომ შენს ტონში არ იკვეთება უკანასკნელთათვის დამახასიათებელი არაფერი...

ციტატა
რატომ განმკვეთე ეკლესიიდან გაუგებარია,უმოქმედო ნაწილად მიმიჩნიე.ესეც მე-3 ცილისწამება.ვეზიარები და ვცდილობ ქრისტემ დაიმკვიდროს ჩემში,შენ კი განმაგდებ მისგან.რატომ?


ყველაფრის საჭიროდ გაგება უპრიანი იქნებოდა შენი მხრიდან და თუნდაც იმიტომ გახლავს შენი მოგება უმოქმედო რომ საზრიანზე არაფერზე აპელირებულხარ, არც კი დაინტერესებულხარ ჩემ მიერ დაწერილი ხედვის ნაწილი ართლაც არის ეკლესიური ცნობიერებისა თუ არა... აი ამაშია საქმე, თემა თავისუფლებაზეა და შენ რატომღაც დიდაქტიკურად გარდაქმენი, თან სიტყვაც არ გითქვამს მისი შინაარსის ძირეულ ნაწილზე... რომელიც სხვათაშორის სიტყვების ჰოე-ჰოედ მიიჩნიე... ის კი სწორედ ეკლესიის ერთი ნაწილის (მეს) ნააზრევია, სწორედ ამით ვურთიერთობ ქრისტესთან... ასე რომ კარგად დალაგდი ახლა და მგონი აჯობებს თავისუფლებაზე ვისაუბროთ smile.gif

პოსტის ავტორი: muriko თარიღი: May 2 2008, 11:56 PM

თავისუფლება ნიშნავს იყო შენი თავის უფალი!

პოსტის ავტორი: saria-giorgi თარიღი: May 3 2008, 01:45 PM

ციტატა(მნათე @ May 2 2008, 12:50 PM) *

მინდა გითხრა რომ შენ ეგ სულიერი თვალი გაცილებით დიდი გაქვს, როცა ადამიანთა სიმრავლეს სრულიად დაუმსახურებელი ეპითეტებით ამკობ...
დიახ, დიახ... მე კი სავსებით დარწმუნებული გახლავარ იმაში რომ არ გიყვარვარ და ახლა თუ საპირისპიროს მტკიცებას დაიწყებ, ჩავთვლი რომ საუკეთესოდ პირფერობ biggrin.gif
მას შემდეგ რაც მამების სწავლება უბრალოდ გეცოდინება ისე, როგორც ეკლესია შეიმეცნებს... თვარა სამარისკენ ვინ ვის გაუძღვება, კარგად იცი...
ფსიქოანალიზის ძალიან ცუდ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, კამათი გადაგყავს რაღაც დიდაქტიკურ შკალაზე და ცდილობ მანტია შეიფერო, მაგრამ რა ვუყოთ...
ცილისწამებებზე საუბრისას თავი შეიკავე, ემანდ ირიბად მწვალებელი არავისზე გქონდეს დაძახებული a075.gif ცოცხალი ეკლესიის ერთიანი ნაწილი ერთია და მასში მიღებული აზრის გამავრცელებელი მეორე, მე კი გეუბნები რომ შენს ტონში არ იკვეთება უკანასკნელთათვის დამახასიათებელი არაფერი...
ყველაფრის საჭიროდ გაგება უპრიანი იქნებოდა შენი მხრიდან და თუნდაც იმიტომ გახლავს შენი მოგება უმოქმედო რომ საზრიანზე არაფერზე აპელირებულხარ, არც კი დაინტერესებულხარ ჩემ მიერ დაწერილი ხედვის ნაწილი ართლაც არის ეკლესიური ცნობიერებისა თუ არა... აი ამაშია საქმე, თემა თავისუფლებაზეა და შენ რატომღაც დიდაქტიკურად გარდაქმენი, თან სიტყვაც არ გითქვამს მისი შინაარსის ძირეულ ნაწილზე... რომელიც სხვათაშორის სიტყვების ჰოე-ჰოედ მიიჩნიე... ის კი სწორედ ეკლესიის ერთი ნაწილის (მეს) ნააზრევია, სწორედ ამით ვურთიერთობ ქრისტესთან... ასე რომ კარგად დალაგდი ახლა და მგონი აჯობებს თავისუფლებაზე ვისაუბროთ smile.gif



ეპიტემია ვის დავადე მიჩვენე.თავის გასამართლებლად წერო აბდა-უბდა ეს პასუხი არ არის.ვიცი გეწყინება,მაგრამ გაცილებით მტკივნეულია როდესაც ბრალს გდებენ უსაფუძვლოდ.როგორადაც გინდა ისეთად მიმიჩნიე,სიყვარული ღმრთისგან მოდის,ტყვილი იქნება გითხრა გაგიჟებით მიყვარხარ ,არა,მაგრამ ღმრთის შეწევნით ვცდილობ არ მძულდე სხვას თუ ვერაფერს ვაკეთებ.ადამიანში ცოდვა გძულდესო გვასწავლიან მამები და არა პიროვნება.რას ნიშნავს ''მას შემდეგ მამების სწავლება უბრალოდ გეცოდინება ისე, როგორც ეკლესია შეიმეცნებს... თვარა სამარისკენ ვინ ვის გაუძღვება, კარგად იცი...?
დაულაგებელი რომელი წინადადება ნახე და რა გაძლევს იმის საფუძველს,რომ ყოველ დაპოსტვისას მლანძღო.
უკვე აღარ ვთვლი საჭიროდ შეცდომებზე მიგითითო,რა სარგებლობა მოგიტანა პირიქით აგრესია გამოიწვია.ყველას ვთხოვ შენდობას ვისაც ვაწყენინე და გაუგებრობაში ჩააგდო ჩემმა ნაწერებმა,მაგრამ გთხოვთ გაუგებრობის აღმოსაფხვრელად მომმართეთ და პასუხს გაგცემთ შეძლებისაებრ.
მკითხველმა განსაჯოს თუ რომელ კითხვისნიშანს გაეცა პასუხი მნათესგან.
ქრისტე აღდგა!

პოსტის ავტორი: kh@tia თარიღი: May 13 2008, 01:50 PM

...თავისუფლება-ეს გულის თავისუფლებაა,ყოველივე უცხოსაგან.ის ღმერთისთვისაა შექმნილი,ამიტომ თავისუფლება ღმერთშია.ადამიანი საკუთარ თავს მხოლოდ ღმერთში ჰპოვებს და თავისთავადი ხდება...

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: May 16 2008, 12:20 AM

ციტატა
ეპიტემია ვის დავადე მიჩვენე.თავის გასამართლებლად წერო აბდა-უბდა ეს პასუხი არ არის.ვიცი გეწყინება,მაგრამ გაცილებით მტკივნეულია როდესაც ბრალს გდებენ უსაფუძვლოდ.როგორადაც გინდა ისეთად მიმიჩნიე,სიყვარული ღმრთისგან მოდის,ტყვილი იქნება გითხრა გაგიჟებით მიყვარხარ ,არა,მაგრამ ღმრთის შეწევნით ვცდილობ არ მძულდე სხვას თუ ვერაფერს ვაკეთებ.ადამიანში ცოდვა გძულდესო გვასწავლიან მამები და არა პიროვნება.რას ნიშნავს ''მას შემდეგ მამების სწავლება უბრალოდ გეცოდინება ისე, როგორც ეკლესია შეიმეცნებს... თვარა სამარისკენ ვინ ვის გაუძღვება, კარგად იცი...?
დაულაგებელი რომელი წინადადება ნახე და რა გაძლევს იმის საფუძველს,რომ ყოველ დაპოსტვისას მლანძღო.
უკვე აღარ ვთვლი საჭიროდ შეცდომებზე მიგითითო,რა სარგებლობა მოგიტანა პირიქით აგრესია გამოიწვია.ყველას ვთხოვ შენდობას ვისაც ვაწყენინე და გაუგებრობაში ჩააგდო ჩემმა ნაწერებმა,მაგრამ გთხოვთ გაუგებრობის აღმოსაფხვრელად მომმართეთ და პასუხს გაგცემთ შეძლებისაებრ.
მკითხველმა განსაჯოს თუ რომელ კითხვისნიშანს გაეცა პასუხი მნათესგან.
ქრისტე აღდგა!


ჩემო კარგო, შენ ან სიტყვებით თამაშობ, ან უკანასკნელით აწყობილ წინადადებებთან ისეთივე მწყრალად ხარ, როგორც პათოსთან, რომელსაც გაწონასწორებული ქვია.... ვლაპარაკოობ ერთს, საუბრობ მეორეს, ვამბობ მესამეს, მპასუხობ მეოთხეს...

ეპიტემია დაადე არა მხოლოდ მას, ვინც თავისუფლების შენეულ განსაზღვრებას და მეტადრე, წმიდა მამების შენეულ გაგებასა და ეგზეგეზას ეწინააღმდეგება, არამედ მას, ვისაც ცილისმწამებელი უწოდე მარტივ ჭეშმარიტებაზე - რომ სიყვარული ადამიანებს ძვირად თუ გაგვაჩნია საკუთარი თავისადმი და მით უფრო სხვისადმი... ვინ ხარ შენ, როდესაც ეკლესიის მოწინააღმდეგეობას მწამებ? ვინ ხარ შენ, როდესაც ჩემს აზრს აცხადებ ანტიეკლესიურად? რა უფლება გაქვს? ჯერ ეს ერთი უზრდელობაა, მეორეც არანაირ ავტორიტეტს არ წარმოადგენ და უნდა იცოდე, ყოველი ასეთი გამოხტომა გაღიზიანებას გამოიწვევს... თავმდაბლობა მხოლოდ ტონში და იწილო-ბიწილოში კი არ არის საჭირო.

ვიმეორებ:

ციტატა
მას შემდეგ, რაც მამების სწავლება უბრალოდ გეცოდინება ისე, როგორც ეკლესია შეიმეცნებს... თვარა სამარისკენ ვინ ვის გაუძღვება, კარგად იცი...?



შეურაცხყოფაა ეს? იცი რამდენი ასეთი ციტატა დაგიციტირებია? უამრავი.. რა გიყო, ბიბლიის გამოყენებას მაინც არ ამიკრძალავ იმედია biggrin.gif

არაფერში გამოგვადგება ეს აბსტრაქტული "წმიდა მამები", არაფერში! თუ არ დაწერ კონკრეტულად და მითუფრო, თუ არ განმარტავ!... ათასეულ ფაქტს მოგიყვან, სადაც მამები საპირისპიროს წერენ, მორალურსა თუ არამორალურს, ზნეობრივსა თუ საღვთისმეტყველოს... მთავარია არ გაცდე ქრისტიანული დოგმატიკისა და სიყვარულის ჩარჩოებს, მთავარია გწამდეს არა ბრმად, არამედ ხედვით და ცოდნით, სხვა შემთხვევაში ნებისმიერი უსაგნო და მით უფრო რაღაც მგზნებარე, კომბლიანი ჯვრით ხელდამშვენებული პათოსი ზედმეტია...

ციტატა
უკვე აღარ ვთვლი საჭიროდ შეცდომებზე მიგითითო,რა სარგებლობა მოგიტანა პირიქით აგრესია გამოიწვია.ყველას ვთხოვ შენდობას ვისაც ვაწყენინე და გაუგებრობაში ჩააგდო ჩემმა ნაწერებმა,მაგრამ გთხოვთ გაუგებრობის აღმოსაფხვრელად მომმართეთ და პასუხს გაგცემთ შეძლებისაებრ.


იგივე მინდა გითხრა, ჩემი საუბრის ტემბრი ვერ არის ამოფარებული რაღაც დინჯ პათოსს, საუბარში გამოყოლა კი ნამდვილად არ იცი.. ზოგადად არათანმიმდევრულობით გამოირჩევი, ჩემი პოსტის არც ერთ თემასთან სიახლოვეს მყოფ წინადადებაზე არ გიპასუხია, დარბიხარ წინ და უკან და ჭკუას არიგებ იქ, სადაც აშკარად დირეს უჩანს პირი...


ჭეშმარიტად აღდგა, სიყვარულისა და მშვიდობის უფალი!

არანაირი პირადი დამოკიდებულება, მხოლოდ აზრობრივი smile.gif

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: May 16 2008, 08:08 AM

ამ თემას ხელუხლებელს ვტოვებ და უბრალოდ მიგითითებთ რო თუ გსურთ კამათის გაგრძელება გაიხსენეთ რო მამათა გამონათქვამბეში ხართ და თქვენი პოზიციები მათი სწავლებების მოყვანით განამტკიცეთ ...
მე მგონი ამას თუ გაითვალისწინებით მსჯელობა შესაფერის ფორმატში გადავა

პოსტის ავტორი: saria-giorgi თარიღი: May 16 2008, 04:30 PM

ციტატა(მნათე @ May 16 2008, 01:20 AM) *

ჩემო კარგო, შენ ან სიტყვებით თამაშობ, ან უკანასკნელით აწყობილ წინადადებებთან ისეთივე მწყრალად ხარ, როგორც პათოსთან, რომელსაც გაწონასწორებული ქვია.... ვლაპარაკოობ ერთს, საუბრობ მეორეს, ვამბობ მესამეს, მპასუხობ მეოთხეს...

ეპიტემია დაადე არა მხოლოდ მას, ვინც თავისუფლების შენეულ განსაზღვრებას და მეტადრე, წმიდა მამების შენეულ გაგებასა და ეგზეგეზას ეწინააღმდეგება, არამედ მას, ვისაც ცილისმწამებელი უწოდე მარტივ ჭეშმარიტებაზე - რომ სიყვარული ადამიანებს ძვირად თუ გაგვაჩნია საკუთარი თავისადმი და მით უფრო სხვისადმი... ვინ ხარ შენ, როდესაც ეკლესიის მოწინააღმდეგეობას მწამებ? ვინ ხარ შენ, როდესაც ჩემს აზრს აცხადებ ანტიეკლესიურად? რა უფლება გაქვს? ჯერ ეს ერთი უზრდელობაა, მეორეც არანაირ ავტორიტეტს არ წარმოადგენ და უნდა იცოდე, ყოველი ასეთი გამოხტომა გაღიზიანებას გამოიწვევს... თავმდაბლობა მხოლოდ ტონში და იწილო-ბიწილოში კი არ არის საჭირო.

ვიმეორებ:
შეურაცხყოფაა ეს? იცი რამდენი ასეთი ციტატა დაგიციტირებია? უამრავი.. რა გიყო, ბიბლიის გამოყენებას მაინც არ ამიკრძალავ იმედია biggrin.gif

არაფერში გამოგვადგება ეს აბსტრაქტული "წმიდა მამები", არაფერში! თუ არ დაწერ კონკრეტულად და მითუფრო, თუ არ განმარტავ!... ათასეულ ფაქტს მოგიყვან, სადაც მამები საპირისპიროს წერენ, მორალურსა თუ არამორალურს, ზნეობრივსა თუ საღვთისმეტყველოს... მთავარია არ გაცდე ქრისტიანული დოგმატიკისა და სიყვარულის ჩარჩოებს, მთავარია გწამდეს არა ბრმად, არამედ ხედვით და ცოდნით, სხვა შემთხვევაში ნებისმიერი უსაგნო და მით უფრო რაღაც მგზნებარე, კომბლიანი ჯვრით ხელდამშვენებული პათოსი ზედმეტია...
იგივე მინდა გითხრა, ჩემი საუბრის ტემბრი ვერ არის ამოფარებული რაღაც დინჯ პათოსს, საუბარში გამოყოლა კი ნამდვილად არ იცი.. ზოგადად არათანმიმდევრულობით გამოირჩევი, ჩემი პოსტის არც ერთ თემასთან სიახლოვეს მყოფ წინადადებაზე არ გიპასუხია, დარბიხარ წინ და უკან და ჭკუას არიგებ იქ, სადაც აშკარად დირეს უჩანს პირი...
ჭეშმარიტად აღდგა, სიყვარულისა და მშვიდობის უფალი!

არანაირი პირადი დამოკიდებულება, მხოლოდ აზრობრივი smile.gif


იგივეს ვეტყვი მკითხველს გადაამოწმეთ ჩემი და მისი ნაწერები.ვინ ვის ეხება.კითხვას არ ვსვავ,არც პასუხს ვაძლევ.ამ უხეშ ფორმებზე.დასკვნები,როგორც ყოველთვის მკითხველმა უნდა გამოიტანოს.არ არის აუცილებელი "შურისგებას-შურისგებით მიუზღო"
არც ერთ მის მიერ წამოჭრილ საკითხებს დამაკმაყოფილებელი საფუძველი არ აქვს ჩემთან მიმართებაში.
დასვით თავად მკითხველმა თუ რომელი საკითხი იყო არასწორი და შევეცდები პასუხი თქვენ გაგცეთ.
რაც შეეხება მნათეს დაეკითხოს თავის მოძღვარს მამა სიმონს.მე პირადად ვეკითხები ჩემ მოძღვარს იმ საკამათო საკითხებზე რაც აქტუალურია და ვცდილობ მისი დარიგებით ვიხელმძღვანელო.
რა კითხვა წამოჭერი და რომელი დარჩა უპასუხოდ?პირიქით შენს პასუხს ველოდები,იმ საკითხებთან დაკავშირებით რაც ეხება."წვერის და ეპ.მიერ კვერთხის ტარებას"თუ რომელ მს.კრებაში განიხილეს.

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Apr 9 2009, 12:09 AM

ციტატა
რა არის თავისუფლება


ყვითელ იალქნებიანი გემი რომლის კაპიტანიც მე ვარ!

წინ თავისუფლებისკენ! სრული სვლით წინ!

cocxali.gif

პოსტის ავტორი: CONSCIENTIOUSNESS თარიღი: Aug 3 2009, 10:17 AM

"Self-expression is the innermost freedom of your being"

თუ არ ვცდები მაჰათმა განდის სიტყვებია ან თაგორის.

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Nov 27 2009, 10:24 AM

მამა რაფაელ კარელინი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ვინ არის? რა მიზანი აქვს ამ პიროვნებას?

პოსტის ავტორი: saria-giorgi თარიღი: Dec 14 2009, 12:33 AM

ციტატა(Amuza @ Nov 27 2009, 10:24 AM) *

მამა რაფაელ კარელინი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ვინ არის? რა მიზანი აქვს ამ პიროვნებას?


არქ.რაფაელი დიდი ხანია საქართველოს ეკლესიაში მსახურობს,ნეველის ტადზრის მღვდელმსახურია ამჯამად/კათალიკოს-პატრტიარქმა მელქისედეკმა დაასხა ხელი.მისი ნაშრომები ადამიანში სულიერ სდამყაროს ხსნის.იყო,არის და იქნება ადამიანთა ის კატეგორია,რომელთაც არ მოსწონს, ეს მათი პირადი პოზიციაა და არა ეკლესიის.სანამ ეკლესია არ მიიღებს გადაწყვეტილებას ამა თუ იომ სასულიერო პირის უზნეოდ გამოცხადების შესახებ ,,კანონს,, მანამ მიჩუმათებულები უნდა ვიყოთ.
წმ.გრიგოლ ღმრთისმეტყველი ბრძანებს: ადამიანი რაც არ უნდა უზნეო იყოს,სანამ მას ეკლესია არ განკვეთას მადლმოსილია.

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Dec 14 2009, 05:58 PM

ციტატა(Amuza @ Nov 27 2009, 10:24 AM) *

მამა რაფაელ კარელინი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ვინ არის? რა მიზანი აქვს ამ პიროვნებას?


კეთილი მიზნების მეტი არაფერი! smile.gif

პოსტის ავტორი: kent5 თარიღი: Jan 8 2010, 04:15 PM

ჯერ უნდა ვიცოდეთ რა არის რწმენა? რწმენა თავისუფალი, ნებისმიერი ძალისხმევაა სულისა, რომელსაც ყოველივე სჯერა,რაც ღმერთისაგან გვეუწყა საღმრთო წერილისა და წინასწარმეტყველთა გზით. წმ.ანტონი დიდი

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Jan 9 2010, 04:57 PM

როდესაც თავისუფლებაზე ვსაუბრობთ, ყოველთვის მახსენდება წმინდა ილია მართლის ეს სიტყვები:

სამუდამოდ დაიმახსოვრე, რომ მოვალეობის გარეშე უფლება არ არსებობს, ხოლო მოვალეობა ისაა, რომ პატივი სცე, დაიცვა კიდეც სხვისი უფლება და არ დაარღვიო იგი.

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Jan 9 2010, 05:56 PM

ციტატა(muriko @ May 3 2008, 12:56 AM) *

თავისუფლება ნიშნავს იყო შენი თავის უფალი!

თავისუფლების ყველაზე გახმაურებული დეფინიციაა ეს ფრაზა, მაგრამ ჩემი აზრით მის განმახორციელებელთა უმრავლესობა ან ყბადაღებული "ბეზპრედელი" ყალიბდება ან ეგოიზმამდე წარმატებით იკაფავს გზას. sad.gif

ჯერ უნდა მოხდეს პიროვნებად ჩამოყალიბება, უმთავრესი ორიენტირის განსაზღვრა და შემდეგ უკვე შესაძლებელია საკუთარი თავის უფლობა....

როცა არ ხარ ჭეშმარიტებას ნაზიარები საკუთარი თავის უფლობა გარდა იმისა რომ ფსევდოა მოზრდილი წილით თავის უფლობამ მაღალი ალბათობით შესაძლოა დადოს რეზულტატი რომელიც იყოს არამართვადი,არამუდმივი ანალოგიურ ვითარებებში და ზოგადად აცდენილი, რამეთუ არ არსებობს ასეთ დროს პიროვნებაში მყარი ორინტირი, რომელიც ღირებულებათა მყარ კომპლექსს ეფუძნება.

სხვა სიტუაციაში, ჩემი აზრით ქცევას მართავს იმპულსები...ამდენად თავისუფლობა ძალიან პირობითი ხდება და მცდარიც!

ამ ფორუმზე შეკრებილთა უმრავლესობისთვის ასეთ ორინტირს წარმოადგენს მართლმადიდებლობა.
შესაბამისად თავისუფლებაც ამ ორიენტირისადმი მორჩილებით მოიპოვება და მასშივე გამოიხატება.

ჩემთვის ქრისტეს მონა, ამქვეყნად ყველაზე თავისუფალი ადამიანია!

და მე იმდენად ვარ თავისუფალი რამდენადაც ჩემს მიერვე არჩეული გზის ერთგულება და დაცვა შემიძლია.
მე არ ვარ სრული წილით თავისუფალი, რადგან ვერ ვახერხებ საკუთარივე არჩევანისადმი სრულ მორჩილებას! sad.gif


მაგრამ ვიმედოვნებ და ვიბრძოლებ რომ შევძლო! smile.gif

პოსტის ავტორი: elusia თარიღი: Apr 20 2010, 04:32 PM

რა არის თავისუფლება?
შეიძლება ასეც ვთქვათ, თავისუფალია ყველა;ადამიანი, ცხოველი , ფლორა და ფაუნა და ასევე ეს ყველა და ყევლაფერი დამოკიდებულია ჰაერზე, მზეზე, წყალზე, მიწაზე.თავისუფლება არ არსებობს დამოკიდებულების გარეშე. არც გონიერი და არც უგონო აწყვეტა არ შეიძლება იყოს თAვისუფლება.მაგრამ როგორც აქ ამბობენ წმიდა მამების გამონათქვამებს უნდა დავეყრდნოთ, რომლებიც უფლის_ იესოს სიტყვებს ეყრდნობიან აუცილებლად. ეს ქრისტიანების თავისუფლებაა, მაგრამ ვისაც ბუდა ან მუჰამედი ან სხვა ჰგონია ჭეშმარიტება მას თავისუფლების გაგებაც თAვისებური აქვს.
საერო ცხოვრებაში ადამიანები ირჩევენ სხვადასხვა გზას და ასე გამოიხატება მათი თAვისუფალი ნება..ერთხელ გაზეთში ერთი ცნობილი ქართველი წერდა 500 ქალს რომ გავუსინჯე გემო ცოლი მერე მოვიყვანეო, მეორეს ქურდობა უნდა მესამეს პოლიციელობა, ექიმობა და პოლიტიკოსობა, ვიღაცას უბრალოდ პატიოსანი ცხოვრება... და ალბათ ასე შეიქმნა ადამიანმა თAვისი თAვისუფალი სამყარო .. ადამიანის ადამიანური თავისუფლება აუცილებლად გადაიკვეთება მისივე სულიერ მოთხოვნაში იყოს ვიღაცაზე დამოკიდებული ანუ თაყვანისცეს ვიღაცას თუნდაც უხილავს...ეს კერპების ისტორია იყო და უწია ღმერთამდე მათმა ცოდვებმა სწორედ ამ დროს მოვიდა ჭეშმარიტება . იმ დროისთვის კი მსოფლიოში სხვა ეგ.წ ჭეშმარიტებებიც მოვიდნენ.

პოსტის ავტორი: Mystery Train თარიღი: Apr 20 2010, 08:20 PM

ციტატა(elusia @ Apr 20 2010, 04:32 PM) *

თავისუფლება არ არსებობს დამოკიდებულების გარეშე.



საინტერესოა rolleyes.gif

როგორ და რომელ დამოკიდებულებაზე საუბრობ? unsure.gif განა "თავისუფლების" არსებობა ჰაერზე, მზეზე, წყალზე, და მიწაზეა დამოკიდებული?

პოსტის ავტორი: elusia თარიღი: Apr 20 2010, 09:02 PM

Mystery Train
ადამიანი ბუნებასთან უწყვეტ კავშირშია და დამოკიდებულიც არის მასზე. მაგრამ ეხლა თუ ღვთის სიტყვი ვიმსჯელებთ ადამიანი მხოლოდ პურით არ ცოცხლობს არამედ ღვთის სიტყვით.
ყველა თავისუფალია მაგრამ დამოკიდებულიც არის მეთქი.. არ ჩამძიროთ ეხლა smile.gif

პოსტის ავტორი: Mystery Train თარიღი: Apr 20 2010, 09:25 PM

ციტატა(elusia @ Apr 20 2010, 09:02 PM) *

Mystery Train
ადამიანი ბუნებასთან უწყვეტ კავშირშია და დამოკიდებულიც არის მასზე. მაგრამ ეხლა თუ ღვთის სიტყვი ვიმსჯელებთ ადამიანი მხოლოდ პურით არ ცოცხლობს არამედ ღვთის სიტყვით.
ყველა თავისუფალია მაგრამ დამოკიდებულიც არის მეთქი.. არ ჩამძიროთ ეხლა smile.gif




კი მაგრამ ბუნებასთან ფიზიკური კავშირი/დამოკიდებულება სულიერ თავისუფლებასთან რა კავშირშია? შენი აზრით ფიზიკური დამოკიდებულება ბუნებასთან სულიერ თავისუფლებას ზღუდავს?

პოსტის ავტორი: elusia თარიღი: Apr 20 2010, 09:58 PM

ადამიანი მარტო სულით ცოცხლობს? unsure.gif

ადამიანი მარტო სულით ცოცხლობს unsure.gif

პოსტის ავტორი: Mystery Train თარიღი: Apr 20 2010, 10:18 PM

ციტატა(elusia @ Apr 20 2010, 09:58 PM) *

ადამიანი მარტო სულით ცოცხლობს? unsure.gif

ადამიანი მარტო სულით ცოცხლობს unsure.gif




არა მე ეგ არ მითქვამს unsure.gif


კარგი შევეშვათ, რთული თემაა და საუბარიც რთულია laugh.gif

პოსტის ავტორი: elusia თარიღი: Apr 20 2010, 10:25 PM

Mystery Train
არის შევეშვათ smile.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Apr 20 2010, 10:34 PM

ადამიანი თავისუფალია, მაგრამ თავისუფლების სწორად წარმართვისათვის საჭიროა ადამიანი იყოს "განათლებული"

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Apr 20 2010, 10:39 PM

შეიცანი ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება განგათავისუფლებს შენ.....

ეს როგორ გავიგოთ?

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Apr 20 2010, 11:08 PM

ikanosi
ამისთვის საჭიროა გავიგოთ რა არის ჭეშმარიტება?!

ჭეშმარიტება ზეცისაგან არის, ქრისტეა ჭეშმარიტება.. მის მიერ მოცემული გზა და სიტყვა,, ყოველივე რასაც ის ლაპარაკობდა და გვასწავლიდა


ციტატა
იოანეს სახარება 14:6

6. უთხრა მას იესომ: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე; ვერავინ მივა მამაჩემთან, თუ არა ჩემს მიერ.

პოსტის ავტორი: elusia თარიღი: Apr 21 2010, 07:38 AM

ikanosi
ეს უნდა იგრძნო კიდეც, მარტო გონება ვე ჩაწვდება.
smile.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 21 2010, 07:58 AM

ikanosi

ციტატა
შეიცანი ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება განგათავისუფლებს შენ.....ეს როგორ გავიგოთ?


ამას გონებით ვერ გაიგებ. უნდა შეიცნო, ხოლო იმისათვის რომ შეიცნო პრაქტიკაში რეალიზაცია უნდა მოახდინო. ამისთვის სულიერი მოძღვარი უნდა გყავდეს, უნდა სთხოვო რომ დაგავალოს რამე მსახურება და ამ მსახურებაში გამოცდი ნამდვილ გემოს. ეს მსახურება მით უფრო ღირებული და პროგრესის მომტანი იქნება, რაც უფრო ჭეშმარიტი და თვითრეალიზებულია სულიერი მოძღვარი. მოკლედ ჯერ ძებნა ძებნა და ძებნა. მერე მორჩილება მორჩილება და მორჩილება და მერე მოდის ნამდვილი სიყვარული (ანუ ერთადერთი რეალური ჭეშმარიტება) smile.gif

პოსტის ავტორი: elusia თარიღი: Apr 21 2010, 10:28 AM

Atman
რაო. არ მითხრა ეხლა რწმენა, იმედი და სიყვარულის შეგრძნება გრძნობებზე საერთოდ არ არის დამოკიდებულიო.. smile.gif

პოსტის ავტორი: zura.bi თარიღი: Aug 10 2010, 02:44 PM

თავისუფლება
- სივრცე უფლებასა და პასუხისმგებლობას შორის
- მანძილი ნებისყოფის მინიმუმსა და მაქსიმუმს შორის - სულის გამარჯვება სხეულზე
- არჩევანი ღმერთსა და ეშმას შორის

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Aug 10 2010, 03:51 PM

elusia

ციტატა
რაო. არ მითხრა ეხლა რწმენა, იმედი და სიყვარულის შეგრძნება გრძნობებზე საერთოდ არ არის დამოკიდებულიო..


არსებობს მატერიალური გრძნობები და არსებობს სულიერი გრძნობები...

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Aug 10 2010, 05:30 PM

თავისუფლება არის სწორად გამოყენებული, ანუ ღმერთის სამსახურისკენ მიმართული ნება.

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Aug 10 2010, 07:29 PM

თავისუფლება - ჩვენს დაცემულ ბუნებაზე ღვთის მადლით და საკუთარი ნებით მოპოვებული ხელმწიფებაა.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 15 2016, 01:17 PM

"ღმერთსა და ადამიანს შორის აბსოლუტური ონტოლოგიური წყვეტაა და ქმნილება, ანუ ადამიანი, რომელიც არაფრისგანაა შექმნილი სრულიად თავისუფალია"

/ვლადიმერ ლოსკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 25 2016, 05:44 PM

"როგორც ნეტარი ავგუსტინე ბრძანებს, - ღმერთი გიყვარდეთ და რაც გინდათ, ის აკეთეთო. თუ ღმერთი გიყვარს, ცოდვა გძულს და მხოლოდ სიკეთე გწადია. სწორედ ეს გახლავთ ჭეშმარიტად თავისუფალი ნება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2016, 07:46 PM

"თავისუფლების ნამდვილი ძალა მართლმადიდებლობის უცვალებლობაშია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 18 2016, 11:33 AM

"თუ თავისუფლება გვსურს, უპირველესად საკუთარ ვნებათაგან განთავისუფლება გვმართებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 11 2016, 12:02 PM

"თავისუფლება ჭეშმარიტების შეცნობის გარეშე თვითნებობაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 27 2016, 09:51 PM

"ადამიანისთვის ყველაზე დიდი ტვირთი თავისუფლებაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 28 2016, 10:06 AM

"თავისუფლება ქრისტიანის და ღმრთისმსახურის ერთ-ერთი თვისებაა. რას ნიშნავს თავისუფლება? არ უნდა იყო ვნებების მონა, ადამიანების შეხედულებების მონა - რას იფიქრებენ ჩემზეო. მთავარია, რას იფიქრებს შენზე უფალი. ეს არის მნიშვნელოვანი".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 10 2016, 09:32 PM

"იმისთვის, რომ გავთავისუფლდეთ, პირველ ყოვლისა, უნდა "შევკრათ" საკუთარი თავი. რაც მეტად შეკრავ თავს, მით მეტი თავისუფლება ექნება შენს სულს... საკუთარ თავში ვნებები უნდა შეკრა, რომ ვერ შეძლონ შენი დაუფლება; თავი უნდა შეკრა, რომ მოყვასს ზიანი არ მიაყენო..."

/წმ. ბერი სილუან ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 10 2016, 11:26 PM

„ჭეშმარიტი თავისუფლება - ესაა მუდმივად ღმერთთან ყოფნა“.

/წმ. ბერი სილუან ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 28 2016, 12:31 PM

"მაშინ, როცა იმარტივებ შენს ცხოვრებას და მხოლოდ აუცილებელით შემოიფარგლები, მაშინ ხდები ადამიანი თავისუფალი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2016, 10:26 PM

"ღმერთი მოქმედებს ფარულად, არ სურს დათრგუნოს ადამიანის თავისუფლება. იგი ქმნის ისეთ მდგომარეობას, რომ ადამიანი ნელ-ნელა მობრუნდეს და წავიდეს იქით, სადაც საჭიროა".

/ბერი პორფირე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2016, 03:25 PM

"თავისუფლების არსებობა თავისთავად გულისხმობს იმას, რომ თანასწორობა ვერ იქნება. რა არის თავისუფლება? - თავისუფლება არის ღმერთისაგან შენთვის მონიჭებულ უნართა განვითარება. გაქვს უნარები, რომელიც ღმერთმა მოგანიჭა და ავითარებ ამ უნარებს. თუ შენ თავისუფალი არ იქენი, ამ უნარებს ვერ განავითარებ და მაშინ თანასწორობა ჩამოყალიბდება.

ერთი ფილოსოფოსი, თუ არ ვცდები, ბერდიაევი, ამბობს: თქვენ გინახიათ ლამაზი ყვავილები, ბალახები, აქ არის მრავალფეროვნება და ამ მრავალფეროვნების სილამაზე. ჩვენ გვინახავს გაზონი, რომელსაც მანქანა კრეჭს. გაზონზე არის თანასწორობა ბალახებს შორის. მაგრამ აქ აღარ არის თავისუფლება, სილამაზე. იქ არის მონობა, რომელსაც მანქანა ამკვიდრებს. ხოლო სხვაგან არის თავისუფლება. ასევეა საზოგადოებაშიც. თუ შენ მოინდომებ, რომ ყველა თანასწორი გახდეს, რომ ადამიანებმა არ განავითარონ თავიანთი თავისუფლებით თავიანთი უნარები, მაშინ მივიღებთ გაზონს, ან ნახირს".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2016, 09:53 PM

"ქრისტე უსაზღვრო კეთილშობილებით მოქმედებს. იგი ამბობს: კეთილ არს, როდესაც ვინმეს "ჰნებავს შემოდგომად ჩემდა". ის არ აიძულებს ვინმეს, არ ეუბნება: "აბა, ნაბიჯით იარ, ჩემკენ!"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2016, 10:00 PM

"ოდესღაც შლისელბურგის ციხეში წარწერა აღმოაჩინეს: "ქრისტესთან ერთად ციხეშიც თავისუფლები ვართ, მის გარეშე კი თავისუფლებაც ციხეა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 27 2016, 02:15 PM

"ადამიანი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე განცდებშია, მიზეზი ის არის, რომ იგი "მონადმყოფელთავისუფალია", ანუ ის ერთდროულად თავისუფალიც არის და მონაც".

/არქიმანდრიტი კვიპრიანე კერნი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 28 2016, 11:50 AM

"რას თხოულობს თავისუფლება ადამიანისაგან? როგორ უნდა იქცეოდეს თავისუფალი ადამიანი? - თავისუფალი ადამიანი უნდა იქცეოდეს ისე, რომ თავის ყოფაქცევით სხვას არ ჰვნებდეს, მით უმეტეს საზოგადოებას, არამედ მისი მოქმედება უნდა იყოს მიმართული ქვეყნის საბედნიეროდ. თუ ეს პირობა არ იქნება ადამიანისაგან დაცული, მაშინ მისი მოქმედება იქნება ავაზაკური, ვინაიდგან ყოველი ავაზაკი თავისუფლად იქცევა მხოლოდ პირადი სარგებლობისთვის. მაშასადამე, მხოლოდ იმაში არ გამოიხატება თავისუფლება, რაც გნებავს ის ილაპარაკო, სწერო, აკეთო, - არა! უნდა ყოველს სიტყვას და მოქმედებას საერთო, საზოგადო ბედნიერება ედვას სარჩულად, ქვეყნის თუ სასარგებლო არა, სამავნებლო, საზარალო მაინც არ უნდა იყოს ქვეყნისთვის".

/ვაჟა-ფშაველა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 5 2016, 09:57 PM

"თავისუფლება - სულიერი ჰაერია, მაგრამ არასულიერ ადამიანთათვის იგი, შესაძლოა, ცდუნებად და საფრთხედაც იქცეს.

კულტურა თავისუფლების გარეშე - ყალბი კუტურაა, ფუჭი მოჩვენებითობა. უკულტურო ადამიანი მას აღვირახსნილობის უფლებად ან თვითნებობისკენ მოწოდებად აღიქვამს".

/რუსი ფილოსოფოსი ივან ინილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2016, 12:07 PM

"სანამ ადამიანი თავისუფლებით სარგებლობს, მასზე ცოტას ფიქრობს - თავისუფლება ჰაერს წააგავს და სწორედ მაშინ გვახსენებს თავს, როცა სული გვეხუთება... თავისუფლებაც ჰაერივით უპირობო და შეუცვლელია.

რატომ? იმიტომ, რომ მხოლოდ თავისუფალ ადამიანს შეუძლია უყვარდეს, რამეთუ ჭეშმარიტი სიყვარული მთლიანი და გულწრფელია, პირფერობასა და ძალდატანებას მოკლებული... იგი თავისუფლად იშვება (ან არ იშვება) და შეუცვლელია... ვისაც ოდესმე მაინც ჰყვარებია, ამაში დაგვერწმუნება".

/რუსი ფილოსოფოსი ივან ინილი/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 24 2016, 07:58 PM

"ძველთაგანვე მიდიოდა ბრძოლა ზეციური სასუფევლისათვის, "პატიოსანი ჯვრისა და ბაჯაღლო თავისუფლებისთვის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 5 2017, 09:36 PM

"გარეგანი თავისუფლება არ ფასობს შინაგანის გარეშე. ისევე, როგორც გარეგნული ძალა არაფერია შინაგანის გარეშე".

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 6 2017, 06:51 PM

"მოვიხსენიებ იმასაც, რომ უსაფუძვლოა ის აზრი, რომელიც გავრცელებულია ჩვენს ახალგაზრდობაში. ვითომ სარწმუნოება იყოს მტერი თავისუფლებისა. ეს აზრი აშენებულია გაუგებრობაზე. ან თუ შეგნებულად ამბობენ და იმეორებენ ამას, მაშინ, უნდა ვიფიქროთ, რომ ამნაირი მქადაგებელნი არიან მტერნი ნამდვილის თავისუფლებისა. ნამდვილი თავისუფლების დამყარება, მისი გამაგრება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ხალხში განვამტკიცებთ სარწმუნოებას. თავისუფლება უნდა ემყარებოდეს ქრისტეს ზნეობრივ იდეალებზე, მისი მცნებების აღსრულებაზე. უამისოდ თავისუფლება გარდაიქმნება თვითნებობად, როგორც ამას ჰქონდა და ჯერ კიდევ აქვს ჩვენში ადგილი, და ხალხს მოუტანს სარგებლობას წილ მავნებლობას."

/წმ. ამბროსი ხელაია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 13 2017, 08:07 PM

"ყველას და მეც, ბუნებრივია, მტკივა ადამიანთა ტანჯვა, რა რელიგიასაც უნდა ეკუთვნოდნენ ისინი. ადამიანი სვამს კითხვას: თუ ღმერთი არსებობს, ეს რატომ ხდება? ადამიანს არ ესმის ნამდვილი თავისუფლების არსი და ამ კითხვას იმიტომაც სვამს. მას უნდა, რომ თან თავისუფალი იყოს და თან ვიღაცამ აკეთოს მისი საქმე. ღმერთმა გადაუწყვიტოს პრობლემები და თან იყოს თავისუფალი ნების მქონე".

/როლანდ ჩხეიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 17 2017, 11:39 AM

"სერბებს ამგვარი გამოთქმა აქვთ: "თავისუფლებისთვის მებრძოლმა მთავარანგელოზივით უნდა იომოს, ხოლო ვინც თავისუფლების სახელით ცხოვრობს, ვალდებულია, წმინდანივით იცხოვროს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 17 2017, 11:22 AM

"კულტურა თავისუფლების გარეშე - ყალბი კულტურა, ფუჭი მოჩვენებითობაა. უკულტურო ადამიანი მას აღვირახსნილობის უფლებად ან თვითნებობისკენ მოწოდებად აღიქვამს."

/რუსი ფილოსოფოსი ივან ილინი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 7 2017, 02:02 PM

"კეთილი, თუნდ მსახური ანუ მონა იყოს, მაინც ყოველთვის თავისუფალია; ბოროტი კი, თუნდ ხელმწიფებდეს, მაინც მონა და ტყვეა, რომელსაც მხოლოდ ერთი ბატონი კი არა ჰყავს, არამედ სწორედ იმდენი, რამდენი მანკიერებაც შეუძენია".

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2017, 12:16 PM

"ჩვენი ნება დაცემული ბუნების შემადგენელი ნაწილია. თუ ბუნება ღმერთს დაცილებულია, ნებაც ასეთია. ამიტომ ის თავისუფლებადაკარგულია. ის სურს, რაც ჩვენს ავადმყოფ ტვინს, ბინძურ გულსა და გაპირუტყვებულ კუჭს. ადამიანს კი ჰგონია, რომ ნების ახსნილობა თავისუფლების ნიშანია და თუ კუჭის, გულის, ტვინისა თუ სხვა რამის ჭკუაზე ივლის, თავისუფალია."

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 12 2017, 08:54 AM

"თანამედროვე ცხოვრებაში იმატა საცდურმა, თავისუფლება არასწორადაა გათავისებული. ზოგს ჰგონია, თავისუფლება საკუთარი ვნებების მონობაა. ქრისტიანობა კი ასწავლის ჭეშმარიტ თავისუფლებას. ეს საკუთარ ვნებებსა და თავზე გამარჯვებაა. როდესაც ადამიანი თავისუფლდება ხორციელი ვნებებისგან, იგი ხდება სულიერად თავისუფალი."

/მამა მათე (ვაშაყმაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2017, 10:43 PM

"კაცი, რომელიც ამა სოფლისათვის ჩვეული შიშებისგან არ გათავისუფლებულა, თავისუფალი ვერ იქნება. ღვთის შიში მხოლოდ თავისუფალ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს. ესაა მაღალი შიში სიყვარულისა".

/დეკანოზი ალექსი უმინსკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 23 2017, 12:08 PM

"სიტყვა "თავისუფლებამ" დიდი დევალვაცია განიცადა, მისი შინაარსიც კი შეიცვალა. რა სიტყვათშეხამებას არ ხმარობენ მასთან კავშირში და, მე ვიტყოდი, რომ ყოველი მათგანი ანეგდოტურად ჟღერს: სიტყვის თავისუფლება, ბეჭდვითი თავისუფლება, სინდისის თავისუფლება, სიყვარულის თავისუფლება. და ეს ყველაფერი საშინელი დამახინჯებაა იმ თავისუფლებისა, როგორც იგი ჩვენ, ქრისტიანებს, გვესმის. თანამედროვე მსოფლიოს ამ ცნებებს, ეგრეთ წოდებულ ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებს, მსოფლიო თანამეგობრობა დღეს ქრისტიანულ ფასეულობებზე მაღლა აყენებს".

/დეკანოზი ალექსი უმინსკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2017, 02:34 PM

"ქართული სიტყვიდან თავის-უფალი ამოიკითხება მისი ქრისტესმიერი თავისუფლების შინაარსი (იოანე 8,32), კერძოდ: ჭეშმარიტად თავისუფალი იგია, ვისაც თავის პატრონად უფალი ჰყავს, თავის "წადილთა ნებას" უფლის ნებისაებრ წარმართავს და თავისი ნებით დამორჩილებულია მხოლოდ უფალს, სხვა არავის და არარას, შდრ.: "თავისუფალი - არა ვისი მონა" (დ. ჩუბინაშვილი)".

/დოდო (მარიამ) ღლონტი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 24 2017, 01:48 PM

"ზოგიერთი მოაზროვნე, მაგალითად, კანტი, ღმერთის არსებობასაც სწორედ იმით ამტკიცებდა, რომ ადამიანი თავისუფალია."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 25 2017, 11:26 AM

"თავისუფლება ძალზე მჭიდროდ უკავშირდება ნებას. თუ ნებელობას ვინმე გვიზღუდავს, ვამბობთ, თავისუფლება წაგვართვესო. ქრისტიანული სწავლება კი ყველაფერს თავდაყირა აყენებს და გვასწავლის - თუ საკუთარი ნებელობა არ შეზღუდე, ვერასოდეს მოიპოვებ თავისუფლებასო."

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2017, 11:58 AM

"ადამიანს ჰგონია, თავისუფალია და რაც სურს, იმას გააკეთებს. დიახ, ეს ასეა. ჩვენ ღმერთზე უარის თქმაც შეგვიძლია, მაგრამ გვაქვს კი უფლება? ნახეთ, რა უცნაურია - თავისუფლება კი გვაქვს, მაგრამ მისი არასწორად გამოყენების უფლება არ გაგვაჩნია. მაგალითად, ქალსაც შეუძლია, აბორტი გაიკეთოს, ახალშობილი ნაგავსაყრელზე გადააგდოს, შვილი ადამიანად კი არ აღზარდოს, ლეკვივით გაზარდოს... ეს ყველაფერი შეუძლია - თავისუფალია, მაგრამ ნუთუ აქვს უფლება?
მე შემიძლია, ღმერთზე უარი ვთქვა, პირუტყვივით ვიცხოვრო, ღვთის ნება არც კი გამოვიძიო, თუ რამე არ მომეწონება, ვიწუწუნო და დავგმო კიდეც უფალი, მაგრამ განა მაქვს ამის უფლება?
რატომაც არა? - იკითხავს მავანი. კი ბატონო, იცხოვრე, როგორც გსურს, მაგრამ ეკლესია გაფრთხილებს - ვერასოდეს იქნები ბედნიერი, სიცოცხლეში ვერ შეხვალ, შენი არსებობა უკეთეს შემთხვევაში წუმპეში მონებივრე ღორის ცხოვრებას დაემსგავსება, რომელსაც ფხანა სიამოვნებს. დაგიდგება ამ ქვეყნიდან გასვლის წამი და როცა ღვთის წინაშე წარდგები, აღმოაჩენ, რომ შეცდომა დაგიშვია, უფრო სწორად, შეგნებული ბოროტმოქმედი ყოფილხარ და რაც დათესე, იმას მიიღებ, არც მეტს, არც ნაკლებს".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 30 2017, 02:30 PM

"ეს ჩემთვის სრულიად გაუგებარია - ეშმაკს რაც სურს, იმას აკეთებს, ასევეა ბოროტი ადამიანიც, მაგრამ ამ მხრივ მისი თავისუფლება შეზღუდულია, ისე, რომ ამას თვითონაც ვერ ხვდება. როგორ აკეთებს ამას ღმერთი, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ რადგან ყოვლისშემძლე და ყოვლადბრძენი არსებაა, მხოლოდ მას შეუძლია, თან სრული თავისუფლება მოგვცეს, თანაც ცუდად გაგებული თავისუფლება ისე შეგვიზღუდოს, რომ ჩვენში ბოროტება სრულად არ აღორძინდეს.
ასეთი პრობლემა ყველა მშობელს აქვს. ჩვენ არ გვსურს, შვილები მონებად გავზარდოთ, მაგრამ ამავე დროს გვინდა, ისინი სიკეთისკენ ისწრაფოდნენ. ვიცით, ძალა არ უნდა დავატანოთ, მაგრამ ისიც ვიცით, სინამდვილეში რაც ხდება: სიკეთეში ძალას ვატანთ, ბოროტებას თუ სჩადის, თავისუფლებას აშკარად ვუზღუდავთ. ამ პრობლემის გამო ხან ფსიქოლოგებს მივმართავთ, ხან მოძღვრებს, თუმცა ბოლომდე ვერც ისინი გვეხმარებიან და პრობლემები არ გველევა. ღმერთმა კი იცის, როგორ მოახერხოს, რომ არც თავისუფლება წაგვართვას და არც სრულიად მიუშვას ჩვენი ბოროტი ნება."

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

"ღმერთთან ყოფნა სრული თავისუფლებაა"

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 20 2017, 12:13 PM

"თავისუფლება საკუთარი თავის დამორჩილების უნარია, როცა შეგიძლია, სხეული სულის მეშვეობით მართო".

/მამა ბართლომე (ფირცხალაიშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2017, 11:01 AM

"მაშინ, როცა იმარტივებ შენს ცხოვრებას და მხოლოდ აუცილებელით შემოიფარგლები, მაშინ ხდება ადამიანი თავისუფალი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 18 2017, 10:46 AM

"ან ავიღოთ "თავისუფლების" ცნება. ადამიანებს ჰგონიათ, რელიგიური შეზღუდვებიდან გათავისუფლებით თავისუფლებას მოიპოვებენ. გაიგონებთ: მე ფანატიკოსი არა ვარ, ეკლესიაშიც დავდივარ, სანთელს ვანთებ და ჩემებურად მწამს ღმერთიო". ასეთ ადამიანს ჰგონია, რომ თავისუფალია მაშინ, როცა გააკეთებს იმას, რასაც მოისურვებს, რასაც მოსთხოვს გული და ვნება.

ტელევიზიაშიც ხომ ქადაგებენ: "მიენდეთ თქვენს გემოვნებას - ვნებას", "დაიკმაყოფილეთ წყურვილი" და სხვა. ვნენებისადმი დამონებას ქრისტიანი ღვთისგან ბოძებული თავისუფლების დაკარგვად აღიქვამს. რა დავარქვათ ამას - ადამიანის პროგრესი თუ რეგრესი, სიკეთე თუ ბოროტება?"

/მამა შიო მენაბდე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 29 2017, 10:16 AM

"შვილებო, ენდეთ უფალს და ის გაქცევთ ჭეშმარიტ თავისუფალ ადამიანებად"

/ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 12 2018, 02:47 PM

"ადამიანთა ნაწილს ჰგონია, რომ თავისუფლება ყველაფრის უფლებაა, ყოველგვარი აკრძალვის უარყოფაა... ასეთი "თავისუფლების" შედეგია პიროვნების დეგრადაცია, სასოწარკვეთა, თვითმკვლელობა, შიდსი, ნარკომანია და სხვა უმძიმესი გამოვლინებანი"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 13 2018, 09:38 PM

"თავისუფლება არ არის ყველაფრის უფლება, არამედ მუდმივი თვითკონტროლია და მისი საშუალებით ცოდვის მონობიდან თავის დაღწევა".

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 14 2018, 10:12 PM

"უფალი არის სული და სადაც არის უფლის სული, იქ არის თავისუფლება" (2 კორ. 3,17).

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2018, 03:32 PM

"თავისუფლება გონების სინათლეა, ღვთისგან ნაბოძები კეთილი სხივებით განბრწყინვებული სულის თვალია, რომელიც არჩევს სიკეთეს ბოროტებისგან, ნათელს - ბნელისგან, სიცოცხლეს - სიკვდილისგან."

/დავით სურგულაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2018, 08:44 PM

"ღმერთმა ჩვენ თავისუფლები შეგვქმნა, რათა ჩვენ ვიბრძოლოთ, რადგან ღვთის წყალობა არა ვინმე ბოგანოსთან, არამედ გმირთან მოდის".

/არქიმანდრიტი არსენი (პაპაჩოკი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 16 2018, 10:09 PM

"ვნებების გახელებაში არ არის თავისუფლება, მათი ალაგმვაა ჭეშმარიტი თავისუფლების უტყუარი წინაპირობა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2018, 03:57 PM

"თავისუფალია ადამიანი მხოლოდ მაშინ, როცა ირჩევს სიკეთეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 16 2018, 07:17 PM

"ცხოვრება გაცილებით მარტივია, როცა თავისუფალი ხარ, თავისუფალი კი მაშინ ხარ, როცა წმინდა სულს, სინდისს ამეფებ, ვნებებს არ ემონები. სწორედ ეს არის საკუთარი თავის უარყოფა. მაშინ იოლად შეძლებ აიღო ჯვარი და შუდგე უფალს, თავისუფალი ნება უფლის სიყვარულთან სინერგიაში მოიყვანო.

თავის უარყოფას სიმშვიდე მოაქვს - ეს ამქვეყნიური სასუფეველია. ვნებების მონობა კი გაფორიაქებს, ღმერთსაც გაკარგვინებს და სიმშვიდესაც. ეს სულის ჯოჯოხეთური მდგომარეობაა. ადამიანმა უფლის გზას არასოდეს არ უნდა გადაუხვიოს. ამ გზაზე შეიძლება დაეცეს კიდეც, მაგრამ სინანულით, აღსარებით ადგება და გაჰყვება უფალს, შეუნანებლობის შემთხვევაში კი სინდისს მიაძინებს, სულს შეირყვნის, უფალსაც დაშორდება და ცხონებისკენ მიმავალ გზასაც დაკარგავს."

/მამა გიორგი ჩიქოვანი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 3 2019, 09:06 PM

"სავსებით თავისუფალი მხოლოდ ღმერთია... მორჩილება იძლევა თავისუფლებას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2019, 07:35 PM

"კეთილშობილება და თავისუფლება ის არის, არავის ვუთხრათ რაიმე დამამცირებელი, თუნდაც ის ამის ღირსიც იყოს".

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2019, 08:35 PM

"ყველაზე თავისუფალი ადამიანი მართლმადიდებელი ქრისტიანია, რომელსაც ჭეშმარიტი აღმსარებლობა გააჩნია. ასეთი ადამიანი თავისუფალია ცრუ სწავლებისგან, ცრუ, მანკიერი თვისებებისგან, ფობიებისგან".

/დეკ. გიორგი თევდორაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2019, 05:10 PM

"თავისუფლება - სიტყვა ძლიერი, ღმერთით მოცემული ნათელი და უკვდავი ღირებულებაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2019, 12:23 PM

"ადამიანი მხოლოდ იმ დრომდეა თავისუფალი, სანამ ბატონს არ აირჩევს – ქრისტეს ან ეშმაკს. შემდეგ ძალაში შედის მოვალეობანი. ბევრი ამბობს, რომ ქრისტიანული მოვალეობა თრგუნავს ადამიანს. მაგრამ ქრისტიანობა ღვაწლია."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 20 2019, 03:57 PM

"სადაც სიყვარულია, იქ თავისუფლებაა. როცა ღვთის სიყვარულში ცხოვრობთ, თავისუფლებაში ცხოვრობთ"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 5 2019, 04:55 PM

"თავისუფლება ნიშნავს, აირჩიო სიკეთე"

/მეუფე დანიელი (დათუაშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 21 2019, 09:31 PM

"თუ გვინდა ვიყოთ თავისუფალი ადამიანები, ამის წინა პირობა განათლებაა"

/სტუდენტი ნათია კალანდაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 22 2020, 05:21 PM

"რამდენადაც თავისუფალია ერი, იმდენად თავისუფალია ეკლესიაც"

/კათოლიკოსი ამბროსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 28 2020, 03:36 PM

"ბედნიერება თავისუფლება ჰგონიათ, თავისუფლება კი გარყვნილებაში ერევათ"

/ელიფ შაფაქი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 12 2020, 09:12 PM

"თავისუფლებაც და მონობაც შინაგანი, სულიერი მოვლენაა და მას ადამიანიცა და ერიც თავისი ნებით ირჩევს"

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 23 2020, 01:15 PM

"უფლის მონობა არის უმაღლესი თავისუფლება, რომ ადამინის ნება მხოლოდ მაშინ არის თავისუფალი, როცა ის შერწყმულია ღვთის ნებასთან, მისით არის აღსავსე და თავის ცხოვრებას მისით წარმართავს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 17 2020, 02:52 PM

"თავისუფალი ეწოდება კაცს, რომელსაც ღმრთის მადლით საკუთარ თავზე მოპოვებული აქვს ისეთი ძალა, რომელიც მას ცოდვებისადმი დამონების უფლებას არ აძლევს. ამიტომ ჭეშმარიტად თავისუფალ ადამიანს ვერც უსამართლო დაპატიმრებითა და ვერც დატყვევებით თავისუფლებას ვერავინ წაართმევს, რადგან მისი მცველი თვით თავისუფლების მომნიჭებელი და ყოვლად ძლიერი უფალია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 23 2020, 09:09 PM

„ნუ გეშინია მარტოობის, რადგანაც ის თავისუფლებაა, სრულყოფილი თავისუფლება, როცა შენ მთლიანი ხარ და ამ მთლიანობას ჰქვია ღმერთთან ყოფნა.
ნუ გეშინია ტკივილის, – ის გაივლის“.

/ნათია ფანჯიკიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 25 2020, 10:33 PM

"შეიძლება ყველაფერი წაგართვან, მაგრამ შინაგანი თავისუფლება ხელშეუხებელია.
თავისუფლებას ვერ მოიპოვებ, ასეთად უნდა დაიბადო!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2020, 10:22 PM

"ბედნიერ მონობას უბედური თავისუფლება მაინც გერჩიოს!"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2020, 08:12 PM

"მედროვე ადამიანების პრიმიტიული აზროვნება, ვიღაცის მუხლებთან ლაქუცზე გადის. მათი საქმიანობა ზომბირებული მდგომარეობაა.
ვერაფერს შეცვლი, ვიღაცას სურს მთელი ცხოვრება მონობაში იყოს, რადგან თავისუფლება აშინებს!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2020, 07:03 PM


"ვის არ სურს თავისუფლება? ის ყველას უნდა, მაგრამ საჭიროა ვიცოდეთ, რა არის თავისუფლება და როგორ მოვიპოვოთ... იმისთვის, რომ გავთავისუფლდეთ, პირველ ყოვლისა უნდა „შევკრათ“ საკუთარი თავი. რაც მეტად შეკრავ თავს, მით მეტი თავისუფლება ექნება შენს სულს... საკუთარ თავში ვნებები უნდა შეკრა, რომ ვერ შეძლონ შენი დაუფლება; თავი უნდა შეკრა, რომ მოყვასს ზიანი არ მიაყენო... ადამიანები, ჩვეულებრივ, ეძიებენ თავისუფლებას, რომ აკეთონ „რაც გინდა“. მაგრამ ეს არ არის თავისუფლება, არამედ – ცოდვის ძალაუფლება შენზე. თავისუფლება – სიძვის აღსრულების, ან თავშეუკავებლად ჭამისა და თრობის, ან გულღვარძლიანობის, ძალადობისა და მკვლელობის, ან სხვა ამის მსგავსის – სულაც არაა თავისუფლება, არამედ როგორც უფალმა თქვა: „ყოველმან რომელმან ქმნეს ცოდვაჲ, მონაჲ არს იგი ცოდვისაჲ“. ბევრი ლოცვაა საჭირო ამ მონობისგან გასათავისუფლებლად. ჩვენ ვფიქრობთ, ჭეშმარიტი თავისუფლება ისაა, რომ არ სცოდავდე, რომ მთელი გულითა და მთელი ძალით გიყვარდეს ღმერთი და მოყვასი. ჭეშმარიტი თავისუფლება – ესაა მუდმივად ღმერთთან ყოფნა."

/ბერი სილუან ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2020, 07:49 PM

"სიტყვა "მოვალეობას" მართლმადიდებლობაში ისლამთან შედარებით რამდენადმე განსხვავებული დატვირთვა აქვს. ვინაიდან ქრისტიანობა ნების რელიგიაა, მორწმუნის მოვალეობანიც მისი თავისუფალი ნების გამოხატულება უნდა იყოს, რაც თავისთავად გამორიცხავს ყოველგვარ გარეგან იძულებას.

მართლმადიდებლური სწავლებით, "ვისაც აქვს მცნებანი და იცავს მათ" (ინ. 14,21), ყოველთვის თავისუფალია, "რადგან სადაც არის სული უფლისა, იქვეა თავისუფლება" (2 კორ. 3,17). როდესაც ერთმანეთს ვადარებთ მორწმუნის მოვალეობებს ისლამსა და მართლმადიდებლობაში, შესაძლებელია, გავავლოთ პარალელები. გარეგნული ფორმებით ისინი შეიძლება ჰგავდნენ კიდეც ერთმანეთს (ამას ერთი მხრივ ისიც განსაზღვრავს, რომ ისლამმა ბევრი რამ აიღო ქრისტიანობიდან), თუმცა მათი მიზანი და შესაბამისად შესაძლო შედეგები რადიკალურად განსხვავდება."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 14 2020, 11:44 AM

"თავისუფლება მხოლოდ იმ ადამიანის ამბავია, ვისაც კარგად ესმის სხვისი უფლებები!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2020, 11:08 AM

"ღმერთი ნამდვილ თავისუფლებას გვასწავლის, ჩვენ მონობას ვირჩევთ!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 29 2020, 12:07 PM

"თუ სიკეთეს ემსახურები, მაშინ ხვდები რა არის ნამდვილი თავისუფლება!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 20 2020, 03:35 PM

"რა ძნელია იმ ადამიანისგან ისმინო თავისუფლების არსი, ვინც საკუთარი სისუსტეების მონაა!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 12 2020, 06:21 PM

"ბოროტება არ იარსებებდა, გონიერი ქმნილება თავისუფალი ნებით რომ არ ყოფილიყო შემოსილი"

/წმ. ეფრემ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 13 2020, 08:02 PM

"თუ გსურთ ადამიანები შეინარჩუნოთ, გაუშვით...
გაუშვით და მეტი თავისუფლება მიეცით...
თქვენც თავისუფლად ჩაისუნთქეთ ჰაერი, თავისუფლად მიეფიცხეთ მზეს და თავისუფლად გაშალეთ ხელები...
თუ გსურთ ადამიანები შეინარჩუნოთ, მათ არტახები არ დაადოთ, არც გისოსებში გამოკეტოთ, არც გაეტიროთ... საკუთარ კომპლექსებს მოერიეთ, დაძლიეთ საკუთარი სისუსტეები და მიხვდებით, არაფერს კარგავთ, არაფერს ემშვიდობებით...
თუ გსურთ ადამიანები შეინარჩუნოთ, ნივთებად ნუ აქცევთ, ნურც მათ უფლებებს დაარღვევთ, ნურც ჩარჩოს შემოავლებთ, უფრო დაკარგავთ...
თუ გსურთ ადამიანები შეინარჩუნოთ, გაუშვით... თუ თქვენ გეკუთვნით, არ წავა, დარჩება!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 13 2020, 08:26 PM

"ღმერთი ხელ-ფეხ შეკრულია და შენი დახმარება არ შეუძლია, რადგანაც შენს თავისუფალ ნებას პატივს სცემს"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 10 2020, 10:23 PM

"ყველაზე თავისუფალი მაშინ ხარ, როცა მხარეს არ წარმოადგენ და ჯანსაღი აზრი გაქვს შერჩენილი!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 26 2020, 09:15 PM

"ქრისტიანობა უაღრესად პროგრესული რელიგიაა, რომლის თანახმად, სამოთხისა და უკვდავების დაკარგვის შემდეგ ადამიანი მაინც თავისუფალია. მან საკუთარი ნებით უნდა აირჩიოს ცხოვრების გზა და მოქმედების პრინციპები".

/პროფესორი ფარნაოზ ლომაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 9 2020, 08:42 PM

"უმჯობეს არს მოიპოვო კეთილი თავისუფლება, ვინემ ყოველივე სიმდიდრე, იმიტომ, რომ მთელ ქვეყანაზე არა რაი არს უმაღლესი და უწარჩინებულესი კეთილი თავისუფლებისა".

/წმ. ეფრემ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 11 2020, 02:15 PM

"კეთილი, თუნდაც ემსახურებოდეს, თავისუფალია, ბოროტი კი, თუნდაც მეფობდეს, მონაა, და ამასთან იმის მსგავსია, ვისაც ერთი ბატონი კი არ ჰყავს, არამედ იმდენი ღმერთი, რამდენიც - ნაკლოვანება".

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 11 2020, 06:21 PM

"ჭეშმარიტად თავისუფალია ის, ვინც ქრისტესთვის ცხოვრობს: იგი ყველა უბედურებაზე მაღლა დგას. თუ იგი თავად არ მოისურვებს შეამთხვიოს საკუთარ თავს ბოროტება, სხვა ამას ვერასდროს შეძლებს".

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 11 2021, 10:00 PM

"თუ გსურს ადამიანს შენთან მიეჩქარებოდეს, არ დაამძიმო და მიეცი თავისუფლება!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 28 2021, 08:57 PM

"მე მინდა თავისუფლება და დღედაღამ დავეძებ მას. მაგრამ მე მივხვდი, რომ ღმერთშია თავისუფლება, იგი ანიჭებს თავისუფლებას გულით მდაბალთ, ვინც შეინანა და მოიკვეთა თავისი ნება ღვთის წინაშე. მონანულს უფალი აძლევს თავის მშვიდობას და თავისუფლებას, რათა უყვარდეს იგი. არ არსებობს ამქვეყნად იმაზე მეტი სიკეთე, ვიდრე ღვთისა და მოყვასის სიყვარულია: ამაში ჰპოვებს სული მშვიდობასა და სიხარულს"

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 4 2021, 09:01 PM

"ჩემთვის ღვთისადმი მორჩილებაზე მეტი თავისუფლება არ არსებობს"

/გურამ დოჩანაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2021, 08:41 PM

"თავისუფალი და ნეტარი ის არის, ვინც სიწმინდეში ცხოვრობს და ყოველივე დროებითი მოძულებული აქვს"

/ღირსი ანტონი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2021, 08:27 PM

"ჭეშმარიტად თავისუფალია ის, ვინც ქრისტესთვის ცხოვრობს: იგი ყველა მწუხარებაზე მაღლა დგას; თუ თვითონ არ მოინდომებს, სხვა მას ვერაფრით ავნებს"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2021, 08:12 PM

"თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2021, 10:08 PM

"შინაგანად თავისუფალი ადამიანი, მხოლოდ ღმერთს და საკუთარ თავს არის მინდობილი… მას ღირებული არაფერი გააჩნია თავისუფლების გარდა!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2021, 08:48 PM

მიეცით ადამიანებს მეტი თავისუფლება და ნუ ითხოვთ მათი ცხოვრების კონტროლს… შეიძლება ბევრი შეცდომაც დაუშვან, მაგრამ თუ თავად არ მიხვდებიან, სხვისი თქმით არაფრის შეცვლა მოუნდებათ…
თავისუფალი ქმედების გარეშე ვერავინ მიხვდება, ვის რა სისუსტე ან სიძლიერე აქვს… სხვისი კარნახით ცხოვრებას ვერ ისწავლი…
ყველა ერთხელ იბადება და თავად უნდა გამოსცადოს რა არის სირთულე და სიმარტივე…
ერთმანეთის საზღვრების უხეში დარღვევით იწყება ყველაზე დიდი რყევები…
შეიძლება ვიღაც არ მოგწონდეს, არც იმ ვიღაცას მოსწონხარ, მაგრამ ორივეს გაქვთ სუნთქვის უფლება…
ტრაგედია არ არის შეცდომის დაშვება, ტრაგედია ის არის, რომ თავი უშეცდომო გგონია!..

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2021, 09:57 PM

"შეიძლება მონობაშიც არ იყო მონა, და მონა იყო თავისუფლებაში!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2021, 09:52 PM

"ყველაზე თავისუფალია ის, ვისაც ამქვეყნად არაფერი სურს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 15 2021, 06:19 PM

"ის კი არაა თავისუფალი, ვისაც შეუძლია იმის კეთება, რაც უნდა; არამედ თავისუფალი ისაა, ვისაც შეუძლია უნდოდეს ის, რაც მან უნდა გააკეთოს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 4 2021, 04:07 PM

"კეთილად ქნა, ვინც შეძლო, მიეღწია თვითფლობისათვის, საკუთარ თავზე ძალაუფლებისათვის. იგი ჭეშმარიტად მეფეა, თუნდაც გარეგნული მდგომარეობით მონა იყოს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2021, 09:40 PM

"რა რთულია თავისუფლებაზე განმარტება მოისმინო მისგან, ვინც სულით ხორცამდე დამონებულია!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2021, 06:04 PM

"ჭეშმარიტი თავისუფლება მხოლოდ კანონის ფარგლებშია, და უმაღლესი თავისუფლება მთლიანად უფლის ერთგულებაში მდგომარეობს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 1 2021, 07:32 PM

"რაც ნაკლებია სურვილები, მით ნაკლებია ბორკილები!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 2 2021, 04:02 PM

"შეიძლება, შებორკილიც კი სულიერად თავისუფალი იყო, და, ამავე დროს, ტახტზე მჯდომი ვნებებს იყო დამონებული!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 2 2021, 07:44 PM

"ჭეშმარიტად თავისუფალია ის, ვინც ქრისტესთვის ცხოვრობს: იგი ყველა უბედურებაზე მაღლა დგას. თუ იგი თავად არ მოისურვებს შეამთხვიოს საკუთარ თავს ბოროტება, მაშინ სხვა ამას ვერასდროს შეძლებს!"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2021, 07:32 PM

თავისუფლების ხარისხი ბევრს არ ესმის… იმდენად დამონებულ ხედვას და აზროვნებას არიან მიჩვეული, შენგან წამოსული თავისუფლების წინაშე ისე იბნევიან, დამალობანას თამაშს იწყებენ და ცხადია, შენ არასდროს გაგიჩნდება მათი პოვნის სურვილი, მაგრამ ისე ღრმად იმალებიან საკუთარ ნაჭუჭში, თავსაც ვერ პოულობენ!..

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2021, 05:24 PM

"ადამიანი ყოველთვის თავისუფალია. თავისუფლება მიეცა მას თვითშეგნებასთან ერთად და ორივე ერთად შეადგენს სულის არსს და ადამიანურობის ნორმას. ჩაახშეთ თვითშეგნეგბა და თავისუფლება - ამით ჩაახშობთ სულს და ადამიანიც ადამიანი აღარ იქნება".

/არქიმანდრიტი ლაზარე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 25 2021, 12:52 PM

"ბიბლიის თანახმად, ცოდვისგან განთავისუფლება ხდის ადამიანს თავისუფალს, რათა ემსახუროს ღმერთს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2022, 02:45 PM

"მოდის ეს ეშმაკი, ჩემი უძლურებისა და ჩემი ვნებებისა და ჩემი უყურადღებობის გამო, ეკვეხება ჩემს გონებაში და თავისუფლებას მართმევს. ამიტომ ვევედრები შენს მამობრივ სიყვარულს, რომ ჩაერიო: აღმოფხვერი, განდევნე, გააგდე, რათა თავისუფლად შევძლო საქმით დაგიმტკიცო ჩემი სიყვარული და შენი ყოვლადწმიდა ნებისადმი მორჩილება"

/ბერი იოსებ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 12 2022, 10:04 PM

"ნამდვილი თავისუფლება ადამიანის ხრწნისა და სიკვდილისგან გათავისუფლებაში მდგომარეობს. ამიტომ ის, ვინც ჭეშმარიტებას ხრწნადით და მისგან გამომდინარე სიამოვნებებითა და ფილოსოფიებით შემოფარგლავს, ამგვარი მცდარი არჩევანისა და მსჯელობის გამო ბორკავს თავისი პიროვნების თავისუფლებას. სინამდვილეში ადამიანის პიროვნება მაშინ კარგავს თავისუფლებას, როდესაც თავისმოყვარებითა და ეგოცენტრიზმით ხრწნად სიამოვნებებს ემსახურება. სწორედ ამაში მდგომარეობს ადამიანის წარუმატებლობა და ცოდვა. სწორედ ეს განიკითხა განკაცებულმა ღმერთმა, და ჩვენი კურნებისთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის ყველა დროის ყველაზე დიდი უსამართლობა დაითმინა - უცოდველი ჯვარზე ავიდა, რათა ცოდვის მიერ გამოწვეული სიკვდილი მოეკლა".

/არქიმადრიტი ეფრემ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 19 2022, 09:53 PM

"მრავალი ადამიანი, განსაკუთრებით დღეს, თავისუფლებად აღიქვამს სიამოვნებას, ყოველი სურვილისა და ხორციელი ტკბობის ყოველი მოთხოვნის ზნეობრივი ჩარჩოების გარეშე დაკმაყოფილებას. ეკლესიის მამები, პირიქით, თვლიან, რომ ჭეშმარიტად თავისუფალი არის ვნებებისგან თავისუფალი ადამიანი: ის, ვინც გონივრულად და თავშეკაებით უფლებს თავის სხეულზე, ვინც ყოფით საკითხებში მხოლოდ აუცილებელს სჯერდება, ვინც უანგაროდ ცხოვრობს და ვისაც ყველა ადამიანი უყვარს. თავისუფალი ადამიანი ლოცულობს და განუწყვეტლივ ერთობაშია ღმერთთან სიყვარულის უხრწნელი სულით, და მოუკლებელ დიდებისმეტყველებასა და მადლიერებას ბუნებრივად შესწირავს უფალს. ღმერთის სიყვარულის სიამოვნება გონებრივი, უხილავი და უხრწნელია, ისევე, როგორც უხრწნელი და მარადიულია თავად ღმერთი. ადამიანი, რომელიც ღმერთის უხრწნელი და გამოუთქმელი თვისებების ზიარი ხდება, თავისუფლდება ყველაფრისგან: ცოდვის, მწუხარების, შფოთის, ყოველგვარი ჭირისა და თვით სიკვდილისგანაც კი".

/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 19 2022, 10:15 PM

"მოძღვარი [ბერი იოსებ ვატოპედელი] გვასწავლიდა, რომ განუსჯელი მორჩილებისა და ლოცვის ღვაწლისგან იშვება თავისუფლება".

/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2022, 08:16 PM

"რა თქმა უნდა,სადაც თავისუფლებაა, იქ ბოროტად გამოყენებაცაა"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2022, 08:00 PM

"თავისუფლება ის წმინდა და ტკბილი დედის ძუძუა, რომელმაც გამოგვზარდა ჩვენ და კაცად გვაქცია - როდესაც კაცს უბედურება დაატყდება, ველური კაცის ხარისხზედ ჩამოდის იგი. მონობისთანა მწარე ხვედრი დედამიწამ არ იცის. თავისუფლებას ბინა აქვს თავისუფალი კაცის გულში. იგი დამაგვირგვინებელია ჩვენი ცხოვრებისა. თავისუფლება ღვთიური ნიჭია".

/კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2022, 09:51 PM

"ცოცხალ მონაზე უმჯობესია
თავისუფლების ძებნაში მკვდარი!
იმისი საქმე შთამომვალობას
ბნელს გაუნათებს, როგორც ლამპარი"

/აკაკი წერეთელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2022, 02:16 PM

"უფალმა მოგვცა თავისუფალი ნება, რათა ერთდროულად პასუხს ვაგებდეთ საკუთარ ქმედებებზე და ვბატონობდეთ მათზე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 21 2022, 01:15 PM

"კეთილი, თუნდაც ემსახურებოდეს, თავისუფალია, ბოროტი კი, თუნდაც მეფობდეს, მონაა, და ამასთან იმის მსგავსია, ვისაც ერთი ბატონი კი არ ჰყავს, არამედ იმდენი ღმერთი, რამდენიც - ნაკლოვანება!"

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 22 2022, 09:13 PM

"გრძნობებისათვის თავისუფლების მიცემა გულის თავისუფლებასაც ნიშნავს"

/წმ. ისააკ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 17 2022, 02:30 PM

"უფალმა ინებოს, რომ ჩვენმა ხალხმა შეიცნოს ჭეშმარიტება და მოვიპოვოთ თავისუფლება, ჭეშმარიტი სულიერი თავისუფლება, რის გარეშეც ნამდვილი თავისუფლება არ არსებობს!"

/მეუფე შიო (მუჯირი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 7 2022, 10:23 PM

"ნება თითოეულ ჩვენგანს გვასწავლის და გვტანჯავს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 11 2022, 09:22 PM

ზოგი თვლის, რომ ქრისტიანობა მონობის რელიგიააა, არადა, ქრისტე ადამიანის თავისუფლებისთვის ეწამა!..

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 15 2022, 07:32 PM

"იმისათვის, რომ ვინმე თავისუფალი იყოს, საკმარისი არ არის, უბრალოდ ბორკილებისაგან გათავისუფლდეს, არამედ იცხოვროს იმგვარად, რომ პატივი სცეს და მხარი დაუჭიროს სხვების თავისუფლებასაც"

/ნელსონ მანდელა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 23 2022, 05:12 PM

"ეკლესია არსებობს არა ადამიანების დასათრგუნად, არამედ მათს გასათავისუფლებლად. ამიტომაც გვჭირდება იგი ყველას"

/არქიმ. გიორგი (კაფსანისი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 21 2022, 08:03 PM

"ჭეშმარიტი თავისუფლება ქრისტიანული თავისუფლებაა - შინაგანი თავისუფლება, და არა - გარეგნული; ზნეობრივი და სულიერი, და არა - ხორციელი; მუდამ კეთილისმოქმედი და არასდროს - მტანჯველი; რომელსაც შეუძლია, ქოხში იცხოვროს ისევე მოხერხებულად, როგორც დიდებულთა და სამეფო სახლებში, - სადაც ხელქვეითი ხელქვეითად რჩება და მბრძანებლის დარად ყოველგვარი სიკეთით სარგებლობს. ის თავისუფლებაა, რომელსაც ვერც ბორკილები შეზღუდავს და ვერც - საპრყობილე, რომელიც შეგვიძლია დავინახოთ ქრისტიან მარტვილებში!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 29 2022, 01:28 PM

"ყოველმან, რომელმან ქმნეს ცოდვაი, მონაი არს იგი ცოდვისაი". განა თავისუფალია ანგარებისმოყვარე? განა იგი ოქროზე არ არის მიჯაჭვული? განა თავისუფალია სხეულისათვის სიამოვნების მიმნიჭებელი? იგი ხელებით და ფეხებით კი არა, თავითა და გულითაა მიბმული საკუთარ კერპზე!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 28 2022, 08:23 PM

"როდესაც ადამიანი ყოველთვის იმას აკეთებს, რაც სურს, მონა არის და არა თავისუფალი. თავისუფალი ნება გულისხმობს იმ საქმეთა კეთებას, რაც უფალთან გვაახლოებს, რაც სულის საცხოვნებლად წაგვადგება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 26 2022, 07:15 PM

"სულის მოპარვა" გულისხმობს ღმერთისგან განშორებას. ამ დროს ადამიანი ეშმაკის ტყეობაშია, მაგრამ ამას ვერ ამჩნევს და თავი თავისუფალი ჰგონია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 13 2022, 09:38 PM

"რას ნიშნავს თავისუფლება? განთავისუფლებას ქვეცნობიერის ბორკილებისგან, განთავისუფლებას სურვილების, ნებისა და ვნებებისაგან, ყოველგვარი სიცრუისაგან. ჩვენ ღვთის მიმართ სიყვარულის სწორ გზას ვადგავართ. მას შემდეგ, რაც გავთავისუფლდი, შემიძლია წინ ვიფრინო. მონა არ დაფრინავს, არამედ მხოლოდ თავისუფალი ადამიანი. გზა ხსნილია ჩემ წინაშე და შემიძლია ავიდე ღმერთისადმი სიყვარულის კიბეზე"

/სქემარქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 21 2022, 08:01 PM

"საკუთარ თავზე გაიმარჯვე და სადაც უნდა იყო, თავისუფლებას ყველგან მოიპოვებ"

/ბერი სვიმეონ ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2022, 06:10 PM

"თავისუფლება მხოლოდ შეუპოვარი ადამიანის ხვედრია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 23 2022, 03:38 PM

"ზოგს მაძღარი გალია ხიბლავს, ზოგს კი მშიერი თავისუფლება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 23 2022, 04:10 PM

"ვიღაც ხის ტოტზე ნავარდობს,
ვიაღაცას ხიბლავს გალია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 26 2023, 09:15 PM

"მადლი და ადამიანის თავისუფლება ერთდროულად ვლინდება და ერთი მეორის გარეშე არ მოიაზრება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 22 2023, 06:10 PM

"თუ თავისუფლება სულიერ ცხოვრებაშიც კი არ გამოიყენება შესაფერისად, როგორღა მოიხმარენ მას სწორად ერულ ცხოვრებაში?! რა უნდა უყო მას - ასეთ თავისუფლებას? ამგვარი თავსუფლება კატასტროფაა. ამიტომაა, რომ სახელმწიფოშიც ხდება ყველაფერი ის, რასაც ახლა ვხედავთ. შეძლებენ თანამედროვე ადამიანები, რომ სწორად გამოიყენონ მათთვის მინიჭებული თავისუფლება? თუ ადამიანები შესაფერისი ფორმით არ გამოიყენებენ მას, თავისუფლება კატასტროფად მოგვევლინება. ერულმა ევოლუციამ ამ ცოდვილ თავისუფლებასთან კავშირში ადამიანს სულიერი მონობა მოუტანა. სულიერი თავისუფლება არის სულიერი მორჩილება ღვთის ნებისადმი. ხედავ, რომ მორჩილება თავისუფლებაა, თუმცა მტერი თავისი ბოროტებით ცდილობენ, ის მონობად წარმოადგინონ"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2023, 03:35 PM

"რა არის თავისუფლება? როდის ხარ თავისუფალი? როგორი გრძნობაა თავისუფლება? როდის გრძნობ თავისუფლებას? აი, კითხვები, რომლებიც უნდა დავუსვათ მოზარდს, რომ უკეთ გავიგოთ მათი შეხედულება თავისუფლების არსზე, რომ ჩვენც და თვითონაც დავაფიქროთ საკუთარი შეხედულებების სისწორეზე"

/პედაგოგი შორენა კუჭუხიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2023, 03:50 PM

"მოზარდისთვის თავისუფლება საკუთარი თავის შეცნობას უკავშირდება, შეცდომების დაშვების არ უნდა შეეშინდეს, რადგან შეცდომები ეხმარება მას იპოვოს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია"

/პედაგოგი დალი ჩაჩავა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 18 2023, 08:03 PM

"მხოლოდ უფალს დამორჩილებულ, მის ერთგულ სულს შეუძლია იყოს ჭეშმარიტად თავისუფალი, ფლობდეს საკუთარ თავს, რადგან საკუთარი თავის უფალი როგორ შეიძლება ემონებოდეს ვინმეს ან რამეს, გარდა უფლისა!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2023, 07:17 PM

"ვისაც თავისუფლება, ჭეშმარიტი, ქრისტიანული თავისუფლება გვწყურია, მივიდეთ უფალთან, რომელიც გვანიჭებს ნამდვილ თავისუფლებას ცოდვებისაგან და თავისუფლებას სრულქმნისათვის, სრულყოფილებისათვის, განღმრთობისათვის, ცათა სასუფევლისათვის, ღმერთთან შეერთებისათვის"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2023, 05:21 PM

"თავისუფალია ის ადამიანი, ვინც თავის თავში ღვთის სულს ატარებს და ვნებებს არ ემონება"

/მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 30 2023, 04:44 PM

"თუ თავისუფლებას ბოროტად გამოვიყენებთ და ჩვენს გონიერ ნებას სჯულს არ დავემორჩილებით, მაშინ საშინელი იქნება ცოდვილისთვის ცოცხალი ღმერთის ხელში ჩავარდნა!"

/წმ. მაკარი ოპტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2023, 07:51 PM

"სადაც სიყვარულია, იქ თავისუფლებაა. როცა ღვთის სიყვარულში ცხოვრობთ, თავისუფლებაში ცხოვრობთ".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 10 2023, 04:11 PM

"როდესაც ვიხსნებით ღვთაების მისაღებად, მაშინ ღვთის ღირსნი ვხდებით, რათა ჩვენში ქრისტე შემოვიდეს. და თუკი ჩვენში ქრისტე შემოვა, მოგვანიჭებს თავისუფლებას"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 16 2023, 05:53 PM

"დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც ღვთის ხელმძღვანელობით ცხოვრობ, როდესაც არ გაგაჩნია საკუთარი ნება. მონას არ გააჩნია საკუთარი ნება; იმას აკეთებს, რაც მის ბატონს სურს. ასეა ღვთის ერგული მონაც. ხდები ღვთის მონა, მაგრამ ღმერთში თავისუფლებას იძენ. ეს არის ნამდვილი თავისუფლება"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 23 2023, 07:14 PM

"თქვა უფალმა "თუ ძე გაგათავისუფლებთ, ჭეშმარიტად თავისუფალნი იქნებით". აი, სადაა თავისუფლება!"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 16 2023, 06:59 PM

"ვისაც თავისუფლება სწყურია, მივიდეს უფალთან, რომელიც მოგვანიჭებს ჭეშმარიტ თავისუფლებას - თავისუფლებას ცოდვებისაგან და თავისუფლებას სრულქმნისაკენ, ცათა სასუფევლის მოპოვებისაკენ, განღმრთობისაკენ, ღმერთთან შეერთებისაკენ"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 17 2023, 10:55 AM

"ამრიგად, თავისუფლება სჭირდება აბსოლუტურად ყველას, - ჭეშმარიტი თავისუფლება კი - ეს გახლავთ თავისუფლება ცოდვებისაგან, თავისუფლება წმინდა ცხოვრების მოპოვებისათვის, განღმრთობისათვის, ღმერთთან შეერთებისათვის"

/აკაკი მინდიაშვილი/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)