თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესია-მონასტრები, სიწმინდეები _ მართლმადიდებლური სასწაულები

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Aug 19 2006, 02:11 PM

აქ მოვათავსოთ სასწაულების ამსახველი ფოტოები, - წმიდათა უხრწნელი სხეულები

პოსტის ავტორი: IOANA თარიღი: Aug 19 2006, 02:13 PM

ისტორიებსაც თუ მოყვებით კარგი იქნება smile.gif მათი გახსენება განგვამტკიცებს

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Aug 19 2006, 02:14 PM

ციტატა
ისტორიებსაც თუ მოყვებით კარგი იქნება მათი გახსენება განგვამტკიცებს


კი კი აუცილებლად, გალერეაში ამიტომ არ გავხსენი. . .

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Aug 19 2006, 04:02 PM

მნათეს შეემთხვა გუშინ სასწაული და აქ ხომ არ გადმოგვეტანა? biggrin.gif ისე ხუმრობა იქით იყოს და მე პირადად ძალიან გავძლიერდი, რომ წავიკითხე... ასეთ ერთი შეხედვით წვრილმანებშიც რომ ჩვენს გვერდითაა უფალი და ჩვენი მფარველი ანგელოზი smile.gif

პოსტის ავტორი: shota თარიღი: Aug 19 2006, 04:27 PM

ეს სურათი ბორჯომში, ფაფაშია გადაღებული

IPB-ს სურათი


მასალის წყარო:
http://orthodoxy.wanex.net/

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Aug 19 2006, 05:57 PM

მარიამი

ციტატა
მნათეს შეემთხვა გუშინ სასწაული და აქ ხომ არ გადმოგვეტანა?

რა სასწაული? blink.gif

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Aug 19 2006, 06:05 PM

ციტატა
მნათეს შეემთხვა გუშინ სასწაული და აქ ხომ არ გადმოგვეტანა?


ხო დამცინეთ დამცინეთ laugh.gif მემგონი აღფრთოვანებას გადავაჭარბე, მაგრამ იცით რა მოულოდნელია, როცა საჭირო ხარ, არ იცი, წამოგახტუნებს რაღაცა და წაგიყვანს biggrin.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Aug 20 2006, 07:00 PM

ციტატა
ხო დამცინეთ დამცინეთ მემგონი აღფრთოვანებას გადავაჭარბე, მაგრამ იცით რა მოულოდნელია, როცა საჭირო ხარ, არ იცი, წამოგახტუნებს რაღაცა და წაგიყვანს

რა სასწაული შეგემთხვა აღარ იტყვი?? blink.gif blink.gif unsure.gif unsure.gif

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Aug 20 2006, 07:27 PM

ციტატა
რა სასწაული შეგემთხვა აღარ იტყვი??


ფერისცვალების თემაშია და ნახე, სასწაული არა აპოკალიფსი biggrin.gif

პოსტის ავტორი: Palefty თარიღი: Aug 21 2006, 10:48 AM

და ბუდისტებს რომ აქვთ სასწაულები ოხრად?
მუსულმანებს და ყველა დანარჩენებსაც?
რომელი სასწაულია უფრო სასწაულებრივი? ჩვენი თუ იმათი?

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Aug 21 2006, 01:00 PM

QUOTE
და ბუდისტებს რომ აქვთ სასწაულები ოხრად?
მუსულმანებს და ყველა დანარჩენებსაც?
რომელი სასწაულია უფრო სასწაულებრივი? ჩვენი თუ იმათი?

ზოგადად სასწაულების მოხდენა ეშმაკსაც შეუძლია. ასეთ ცრუ-სასწაულებს მრავლად მოახდენს ანტიქრისტე ბოლო ჟამს. განსხვავება ღვთიურ და ეშმაკისეულ სასწაულებს შორის შედეგშია - ღვთიური სასწაულები ყოველთვის სინანულისკენ მოუწოდებენ ადამიანებს, რწმენაში აძლიერებენ ან რაღაც ამგვარი... და ღვთიურ სასწაულებს ყოველთვის რაღაც მიზანი აქვს და არასდროს ხდება ეფექტისთვის, ფოკუსისთვის და ა.შ.

პოსტის ავტორი: Palefty თარიღი: Aug 21 2006, 01:17 PM

ციტატა(მარიამი @ Aug 21 2006, 02:00 PM) *

ზოგადად სასწაულების მოხდენა ეშმაკსაც შეუძლია. ასეთ ცრუ-სასწაულებს მრავლად მოახდენს ანტიქრისტე ბოლო ჟამს. განსხვავება ღვთიურ და ეშმაკისეულ სასწაულებს შორის შედეგშია - ღვთიური სასწაულები ყოველთვის სინანულისკენ მოუწოდებენ ადამიანებს, რწმენაში აძლიერებენ ან რაღაც ამგვარი... და ღვთიურ სასწაულებს ყოველთვის რაღაც მიზანი აქვს და არასდროს ხდება ეფექტისთვის, ფოკუსისთვის და ა.შ.

მაშინ ხატს რომ მირონი სდის ეშმაკისეულია? იმიტომ რომ ამ სასწაულით და სხვა მრავლით ეფექტი იქმნება რომ აი ამა და ამ ეკლესიაში ხატს მირონი სდის და ა.შ.
და რა გარანტია გვაქვს ჩვენ ქრისტიანებს რომ ყველა ჩვენი სასწაული ეშმაკისეული არაა?

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Aug 21 2006, 01:30 PM

ახლა გავიგე რომ ათეისტი ყოფილხარ და რადგან ათეისტებთან კამათში აზრს ვერ ვხედავ (ბევრჯერ მიკამათია უკვე და ვიცი), ამიტომ აღარ გიპასუხებ. იმედია, არ გეწყინება smile.gif კარგად!

პოსტის ავტორი: Palefty თარიღი: Aug 21 2006, 01:51 PM

ციტატა(მარიამი @ Aug 21 2006, 02:30 PM) *

ახლა გავიგე რომ ათეისტი ყოფილხარ და რადგან ათეისტებთან კამათში აზრს ვერ ვხედავ (ბევრჯერ მიკამათია უკვე და ვიცი), ამიტომ აღარ გიპასუხებ. იმედია, არ გეწყინება smile.gif კარგად!

რა უნდა მეწყინოს?
მეც დიდი გამოცდილება მაქვს მორწმუნეებთან საუბრისა ასე რომ არანაირი პრობლემა.
ბედნიერად smile.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Aug 21 2006, 02:21 PM

დამცავ შუშაზე გადასული ხატები
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

ღირსი ალექსანდრე სვირელის უხრწნელი სხეული. გარდაიცვალა 1533 წელს, მისი წმიდა ნაწილები ამოღებულია საფლავიდან 1641წელს
IPB-ს სურათი


პოსტის ავტორი: Irine თარიღი: Aug 21 2006, 06:57 PM

IPB-ს სურათი
სასწაული ტაძარში . მოჩანს ანგელოზი

http://b.foto.radikal.ru/0608/6a37931cb7c1.jpg

http://b.foto.radikal.ru/0608/6a37931cb7c1.jpg

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Aug 22 2006, 03:26 PM

ციტატა
და ბუდისტებს რომ აქვთ სასწაულები ოხრად?
მუსულმანებს და ყველა დანარჩენებსაც?
რომელი სასწაულია უფრო სასწაულებრივი? ჩვენი თუ იმათი?


აი კიდევ ერთი ლოზუნგი biggrin.gif "ბუდისტი ბერები რომ ჰაერში იწევიან ეგ როგორ?" biggrin.gif პასუხი: "იწევიან, მაგრამ თქვენ რომ ჩახედილი გქონდეთ, ელემენტარულ აპოლოგეტურ ნაშრომში იპოვიდით პასუხს" wink.gif მაგრამ თქვენ ფაქტებს ეძებთ პოულობთ და არ გჯერათ wink.gif პრობლემა თქვენშია wink.gif

ატეიზმის მიზეზი ნახევარცოდნაა, როგოც რელიგიისა ასევე მეცნიერების wink.gif როგორც ვატყობ აქ უფრო უარესადაა საქმე biggrin.gif კერძოდ ორივეს არ ცოდნა biggrin.gif

პოსტის ავტორი: IOANA თარიღი: Aug 22 2006, 08:09 PM

მინდა მოგითხროთ იმ სასწაულის შესახებ, რომელიც ოიანგაში (ქვემო ქართლი) ხორციელდება. ერთ დროს ოიანგა(ოლიანკა) იყო ბერძნული სოფელი, დღეს კი ნამოსახლარებია თუ არ ჩავთვლით კანტიკუნტად ჩასახლებულ სომხებს.

ოიანგაში არსებობს ორი მონასტერი: დედათა და მამათა; წყაროს სათავეზე, რომელსაც კალმახების წყაროს უწოდებენ (სასწაულიდან გამომდინარე), აგებულია პატარა სამლოცველო (სურატებს გვიან მოგაწვდით) ვარაუდობენ, რომ ეს სამლოცველო ბერძნების მიერ იყო დაარსებული, თუმცა კი მისი ზუსტი წარმომავლობა და დაარსების თარიღი სამწუხაროდ უცნობია. იქვე ახლოს ასევე არსებობს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი.

სამლოცველოს საკურთხეველი ემთხვევა წყაროს სათავეს, სადაც ბინადრობს მამრი კალმახი, რომელიც მხოლოდ ქვირითობის დროს და სიკვდილის წინ გამოდის გარეთ, სხვა შემთხვევაში მუდამ საკურთხევლის ქვეშ იმყოფება.

ქვირითობის შემდეგ, როცა ლიფსიტები გაჩნდებიან, ნაწილი ლიფსიტებისა მიჰყვება წყლის დინებას, ნაწილი კი აუზში რჩება.

მდედრი კალმახი და უკვე გამორჩეული ლიფსიტები ბინადრობენ აუზში. ისინი არასოდე შედიან საკურთხეველში და არც წყაროს დინებას მიჰყვებიან.

მამრი კალმახი ცოცხლობს 25-28 წელიწადი. სიკვდილის მოახლოებისას გამოდის საკურთხევლიდან, აუზში მობინადრე მამრი ლიფსიტებინად არჩევს ერთს, შეჰყავს საკურთხეველში და ტოვებს მანდ, შემდეგ გამოდის გარეთ და კვდება.

როდესაც მომლოცველები მიდიან, აუზში მობინადრე კალმახები მიმალული ადგილებიდან გარეთ გამოდიან. ჩვენს შემთხვევაში ერთდროულად ოთხი ლიფსიტა გამოვიდა, რამაც ბერებში გაოცება გამოიწვია (როგორც წესი ამდენი ერთად არ გამოდის). ასევე ყველა მომლოცველს ბერების დახმარებით საშუალება ეძლევა ხელი შეახოს საკურთხეველში მობინადრე კალმახს... როგორც ამბობენ ზოგიერთი მომლოცველის წინაშე კალმახი დიდი ხნით ჩერდება და მოფერების საშუალებას აძლევს. ჩვენს შემთხვევაში კი მხოლოდ მოხარშული კვერცხისთვის გამოვიდა საკურთხევლის იმ ნაწილამდე, სადაც ხელის მიწვდენა შეიძლება. თუმცა კი ყველამ მოვახერხეთ კალმახს წამით შევხებოდით. ხელით შეხების შემდეგ კი განვიბანეთ...

როგორც ექსკურსიამძღოლმა გვითხრა, ეს სასწაული გამართლებაა დავით მეფსალმუნის სიტყვებისა "ყოველი სული აქებდით უფალსა..."

პ.ს ჩვენი იქ ყოფნის დროს განხორციელდა მეორე სასწაული: მამებმა თავიანთ სატრაპეზოში გვატრაპეზეს smile.gif

პოსტის ავტორი: IOANA თარიღი: Aug 22 2006, 08:27 PM

პატარა სამლოცველოს პატარა საკურთხეველი
IPB-ს სურათი

საკურთხეველი გარედან
IPB-ს სურათი

კალმახების წყარო (ე.წ. აუზი)
IPB-ს სურათი

ერთ-ერთი ლიფსიტა
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Aug 22 2006, 08:29 PM

IOANA

უი რანაირი ტრაპეზია smile.gif პირველად ვხედავ ასეთ მოწყობილს. . . smile.gif

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Aug 23 2006, 05:41 PM

რა იქნებოდა ადამიანიებს სიურჩე რომ არ გვახასიათებდეს და ყველაფერში უფლის ნებას ვემორჩილებოდეთ.

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Aug 23 2006, 05:44 PM

ციტატა
რა იქნებოდა ადამიანიებს სიურჩე რომ არ გვახასიათებდეს და ყველაფერში უფლის ნებას ვემორჩილებოდეთ.


რა იქნებოდა და სამოთხეში ვიქნებოდით biggrin.gif

პოსტის ავტორი: Irine თარიღი: Aug 23 2006, 08:00 PM

ციტატა(iako @ Aug 23 2006, 01:41 PM) *

რა იქნებოდა ადამიანიებს სიურჩე რომ არ გვახასიათებდეს და ყველაფერში უფლის ნებას ვემორჩილებოდეთ.



არ არის ამ ქვეყნად უფრო დიდი გამარჯვებული, ვიდრე ის, ვინც საკუთარ თავზე იმარჯვებს და საკუთარ ვნებებზე ბატონობს.
წმ. ტიხონ ზადონელი


პოსტის ავტორი: niniko_nini თარიღი: Sep 2 2006, 01:39 PM

დიდი მადლობა რომ ამ გვერდის წაკითხვის საშუალება მომეცით.. ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან.. რამდენიმე თვის წინ ვიდეო ფირზე ვუყურე ფილმს.. მირონმდინარე ხატები.. ბნელ ძალთა კრება და ..სამყაროს აღსასრული.. ეხლა ინტერნეტში ყველგან ვეძებ და ვერსად ვიპოვნე.. ტუ ვინმეს მიგიწვდებატ ხელი გტხოვტ ელ. ფოსტის საშუალებით..გამომიგზავნოთ.. niniko19@posta.ge

პოსტის ავტორი: leqso თარიღი: Sep 2 2006, 02:44 PM

http://www.delta-comm.ge/files/video/sascaulmoqmedi_xatebi_d.wmv
http://www.delta-comm.ge/files/video/Zeciuri_sascaulebi.avi
http://www.delta-comm.ge/files/video/samkaros_agsasruli.mpg

ცადეთ smile.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Sep 2 2006, 03:29 PM

leqso

ციტატა
ცადეთ

ძალიან დიდი ხანი უნდება გადმოწერას sad.gif ზეციურ სასწაულებზე 13 საათი დამიწერა sad.gif

პოსტის ავტორი: leqso თარიღი: Sep 2 2006, 03:41 PM

ციტატა(ალექსანდრე @ Sep 2 2006, 03:29 PM) *

leqso

ძალიან დიდი ხანი უნდება გადმოწერას sad.gif ზეციურ სასწაულებზე 13 საათი დამიწერა sad.gif


შემიძლია aqache.com-ზე ავტვირთო ან ICQ-თი ვცადოთ. ნომერი პროფილშია.

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Sep 2 2006, 03:44 PM

leqso

ციტატა
შემიძლია aqache.com-ზე ავტვირთო ან

აქაჩეზე 100მეგაბაიტზე მეტს ტვირტავს??

პოსტის ავტორი: shota თარიღი: Sep 2 2006, 05:35 PM

niniko_nini
ეს ფილმები მამულის საითზე არის შეგიძლიათ იქიდან უყუროთ ჩამოღების გარეშე

აგერ კიდე ერთი ფილმია ესეც მართმადიდებულ სასწაულებზე ლაპარაკობს, მირონ მდინარ ხატებზე და სხვა სასწაულებზე მათ შორის საქართველოში მომხდარ სასწაულებზეც, მხოლოდ ფილმი რუსულად არის

http://www.tvspas.ru/www/Video-wmv/films/Явленные%20чудеса.wmv

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Sep 2 2006, 10:29 PM

shota

ციტატა
ეს ფილმები მამულის საითზე არის შეგიძლიათ იქიდან უყუროთ ჩამოღების გარეშე

მამული -დან ვერ ვიწერ და იქნებ შენ დადო ამ ფორუმზე. ეს ძალიან მაგარი ფილმია დადე. ეს კაცი, რომელმაც ეს სასწაულები მოაგროვა და ფილმად გადაიღო რამაზ გიორგობიანია, მონანიებაში რომ თამაშობს სანდრო ბარათელის როლს. კიდევ რამოდენიმე ფილმი აქვს გადაღებული ამ კაცს და ძალიან საინტერესოები smile.gif

პოსტის ავტორი: shota თარიღი: Sep 2 2006, 11:13 PM

ალექსანდრე
აი მე რაც დავდე მგონი შენ მაგაზე გულისხმობ, დაცეკი ღილაკს "უყურეთ" და ნახავ

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Sep 2 2006, 11:20 PM

shota

ციტატა
აი მე რაც დავდე მგონი შენ მაგაზე გულისხმობ, დაცეკი ღილაკს "უყურეთ" და ნახავ

ხო ეს გადმოვიწერე და ძალიან მომეწონა, მაგრამ კიდევ აქვს გადაღებული მაგ კაცს სხვა ფილმებიც და მაგაზე გითხარი თუ არის კიდევ ისინიც დადე თქო smile.gif

პოსტის ავტორი: shota თარიღი: Sep 2 2006, 11:28 PM

აჰჰჰ , smile.gif ისე ბოლომდე უყურე, ხომ საოცარი რამები იყო შიგ..
სხვათა შორის მეც ვეძებე მაგის სხვა ფილმებიც მაგრამ სამწუხაროდ ჯევ ვერ ვიპოვე, მე ჯერ კიდე ძველ ფორუმზე ვითხოვდი ვინმეს რომ მოეძებნა. მაგრამ სხვა ფილმები მაქვს სასწაულებზე და მერე კიდე დავდებ..smile.gif

პოსტის ავტორი: shota თარიღი: Sep 3 2006, 12:32 AM

ხალხო ახლა უყურებ სამყაროს აღსასრული და რა სასინელებებს ყვებია ამას ohmy.gif

პოსტის ავტორი: tekla თარიღი: Sep 3 2006, 12:34 AM

ციტატა(shota @ Sep 2 2006, 06:35 PM) *
niniko_nini
ეს ფილმები მამულის საითზე არის შეგიძლიათ იქიდან უყუროთ ჩამოღების გარეშე

აგერ კიდე ერთი ფილმია ესეც მართმადიდებულ სასწაულებზე ლაპარაკობს, მირონ მდინარ ხატებზე და სხვა სასწაულებზე მათ შორის საქართველოში მომხდარ სასწაულებზეც, მხოლოდ ფილმი რუსულად არის

http://www.tvspas.ru/www/Video-wmv/films/Явленные%20чудеса.wmv

ზუსტად ეს ფილმი აჩვენეს რამოდენიმეჯერ საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში.ეს კაცი დავით გიორგობიანია თუ არ ვცდები_ყოფილი მსახიობი(მხატვრულ ფილმ ”მონანიებაში” თამაშობს)

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Sep 3 2006, 12:35 AM

ციტატა(shota @ Sep 2 2006, 08:32 PM) *

ხალხო ახლა უყურებ სამყაროს აღსასრული და რა სასინელებებს ყვებია ამას ohmy.gif



ბნალ ძალთა კრება და რაღაც ეგეთები რომაა??

პოსტის ავტორი: shota თარიღი: Sep 3 2006, 12:42 AM

სამყაროს აღსასრულიზეა ლაპარაკი

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Sep 3 2006, 12:44 AM

ციტატა(shota @ Sep 2 2006, 08:42 PM) *

სამყაროს აღსასრულიზეა ლაპარაკი


ხოომ, ვიცი , პირველად კი არა რამდენჯერაც ვუყურებ კარგად მაფხიზლებს...

პოსტის ავტორი: shota თარიღი: Sep 3 2006, 01:00 AM

salome
მართალი ხარ , ზუსტად ეგრეა..

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Sep 3 2006, 03:23 PM

დიდი მადლობა ამ ფილმის მოწოდებისთვის. ნაწილი ამ სასწაულებისა ჩემთვის ცნობილი იყო. საინტერესო იქნება სხვა ფილმების ყურება ამავე რეჟისორის მიერ შექმნილის.
მართლაც რომ გამოგთიშავს ყოველდღიური ზრუნვისგან და შეგაგონებს არსს ცხოვრებისას.

დიდება უფალს.

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Sep 8 2006, 02:50 AM

მირონმდინარე და ცრემლმდინარე ხატები

მირონით დაცვარული ღვთისმშობლის ხატები
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

ცრემლმდინარე მაცხოვრისა და დედაღვთისმშობლის ხატები
IPB-ს სურათი

მანტირალევი ღვთისმშობლის ფრესკა
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: shota1 თარიღი: Sep 8 2006, 09:48 AM

არსებობენ ისეთი სასწაულებიც რომელიც მხოლოდ მართმადიდებლურ სფეროში ხდება, მაგრამ სასწაულს თავისი დანიშნულება აქვს და ის ვერასოდეს ვერ იქნება რწმენის საფუძველი... მაგალითად სასწაულია რომ უკვდავ არსებად ხარ შექმნილი და თუ მაგას ვერ ხედავ სხვას რას დაინახავ?

სინამდვილეში ძლიერი მორწმუნეები სასწაულებს გაურბიან, რადგან თავიანთ თავთან დაამტკიცონ რომ რწმენისათვის სასწაული არ ჭირდებათ...

სწორედ სულიერი განვითარების ამ საფეხურის გავლის შემდეგ იწყება ახალი საფეხური როცა მორწმუნეები სასწაულებს თვითონ ახდენენ... ოღონდ ეს მათთვის სასწაული აღარ არის smile.gif


პოსტის ავტორი: guja თარიღი: Sep 9 2006, 09:43 PM

უკომენტაროდ

IPB-ს სურათი

ცეცხლის გარდამოსვლა

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი



IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

ათონის მთა

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Sep 9 2006, 09:47 PM

ხალხო ზოგის ნდობა ნამდვილად იცით რომ შეიძლება?

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Sep 10 2006, 04:55 AM

დამცავ შუშაზე გადასული ხელთუქმნელი ხატები
მთაწმინდაზე, მამა დავითის ეკლესიაში, დამცავ შუშაზე გადასული მაცხოვრის ხატი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი


ქაშუეთის წმიდა გიორგის ეკლესიაში, შუშაზე გადასული ხელთუქმნელი ხატი
IPB-ს სურათი

სიონის საკათედრო ტაძარში, ივერიის ღვთისმშობლის დამცავ მინაზე გადასული ასლი
IPB-ს სურათი

წმიდა მოწამე აბო თბილელის მშენებარე ეკლესის ადგილზე, მოჭრილ ხეზე გამოსახული ხელთუქმნელი ჯვარი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი

ღირსი მამა ალექსანდრე სვირელის უხრწნელი სხეული. ეს ახალი აღთქმის ერთადერთი წმიდანია რომელსაც სიცოცხლეში ყოვლადწმიდა სამება გამოეცხადა
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Sep 10 2006, 04:16 PM

საოცარი ფოტოებია!!!

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Sep 10 2006, 05:47 PM

პირველ ფოტოზე (ბავშვს რომ ნათლავენ), რატომღაც განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ... მიმანიშნეთ რა... unsure.gif

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Sep 10 2006, 05:50 PM

ციტატა
პირველ ფოტოზე (ბავშვს რომ ნათლავენ), რატომღაც განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ... მიმანიშნეთ რა...


ემბაზში ღვთისმშობელიაო გამოსახული და რა ვიცი აბა. . . .

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Sep 10 2006, 06:08 PM

QUOTE(mnate @ Sep 10 2006, 05:50 PM) *

ემბაზში ღვთისმშობელიაო გამოსახული და რა ვიცი აბა. . . .

ჰო, ახლა დავინახე rolleyes.gif

პოსტის ავტორი: shota თარიღი: Sep 10 2006, 09:16 PM

ალექსანდრე
ეგ ბოლო სურათები ფილმიდან არის ხომ ამოღებული? smile.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Sep 10 2006, 09:18 PM

shota

ციტატა
ეგ ბოლო სურათები ფილმიდან არის ხომ ამოღებული?

იცანი არა? biggrin.gif შენი დადებული ფილმი ძალიან დამეხმარა smile.gif

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Sep 10 2006, 09:20 PM

სად დადოოო?

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Sep 10 2006, 09:23 PM

mnate

ციტატა
სად დადოოო?

არ გეტყვი tongue.gif tongue.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Sep 10 2006, 10:21 PM

IPB-ს სურათი

წმ.იოანე შანხაელის საფლავი

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Sep 11 2006, 12:39 AM

ეს არის ღვთისმშობლის გამოცხადება თავკვეთულაზე. მაშინ ციფრული აპარატები არ იყო... ფირითაა გადაღებული და ფირმა ექსპერტიზა გაიარა. აქ მზის არსებობა გამორიცხულია, რადგან მზე სწორედ საწინააღმდეგო მხარეს იყო ამ დროს.
http://image.700up.com

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Sep 11 2006, 12:42 AM

მარიამი

მარიამ ჩრდილებზე ეტყობათ რომ მანდეთ იყო მზე. . . .

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Sep 11 2006, 12:43 AM

ციტატა(mnate @ Sep 10 2006, 08:42 PM) *

მარიამი

მარიამ ჩრდილებზე ეტყობათ რომ მანდეთ იყო მზე. . . .


შენ ვინა ყოფილხარ biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Sep 11 2006, 12:43 AM

QUOTE(mnate @ Sep 11 2006, 12:42 AM) *

მარიამი

მარიამ ჩრდილებზე ეტყობათ რომ მანდეთ იყო მზე. . . .

რა ვიცი აბა... რაც მითხრეს, ის გავიმეორე unsure.gif ჩრდილები შეიძლება ამ ნათებისგანაც მოდიოდეს, თუმცა როგორც ამბობენ, თვალით ის არავის უხილავს, მხოლოდ ფოტოზე დაფიქსირდა. მე პირადად ეს ამბავი პირადად იმ მოძღვრისგან მაქვს მოსმენილი, ვინც შეესწრო ამ ფაქტს

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Sep 11 2006, 12:44 AM

ციტატა
რა ვიცი აბა... რაც მითხრეს, ის გავიმეორე


ხო რა ვიცი, მაგრამ აშკარად იქითაა მზე biggrin.gif

პოსტის ავტორი: liliana თარიღი: Sep 11 2006, 12:12 PM

ციტატა(mnate @ Sep 11 2006, 12:44 AM) *

ხო რა ვიცი, მაგრამ აშკარად იქითაა მზე biggrin.gif

ცდები rolleyes.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Sep 11 2006, 12:13 PM

აქეთაა თუ იქით, ეგ ნათება მზეს ნამდვილად არ ჰგავს rolleyes.gif

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Sep 11 2006, 12:15 PM

ლილიანა ჩრდილები უკუღმა როგორ? იმ ნათებამ მზეს გადააჭარბა? smile.gif

პოსტის ავტორი: liliana თარიღი: Sep 11 2006, 12:16 PM

ფირს არ ახასიათებს ასეთი გამოსახულება დარწმუნებული ვარ ეს ფოტო მინოკლით არ არის გადაღებული მხოლოდ მინოკლი იღებს ასეთ ეფექტს
ცხადზე ცხადია გამოცხადებაა rolleyes.gif
დიდება უფალს !

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Sep 11 2006, 12:17 PM

QUOTE(mnate @ Sep 11 2006, 12:15 PM) *

ლილიანა ჩრდილები უკუღმა როგორ? იმ ნათებამ მზეს გადააჭარბა? smile.gif

ბიჯო, ეგ თუ ღვთისმშობელია, მზეს ვერ გადააჭარბებდა როგორ ფიქრობ? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Sep 11 2006, 12:19 PM

ციტატა
ბიჯო, ეგ თუ ღვთისმშობელია, მზეს ვერ გადააჭარბებდა როგორ ფიქრობ?


ხალხმა რამე დაინახა? biggrin.gif ეს ხომ მხოლოდ ფოტოზე გამოჩნდა?

პოსტის ავტორი: liliana თარიღი: Sep 11 2006, 12:20 PM

ციტატა(mnate @ Sep 11 2006, 12:19 PM) *

ხალხმა რამე დაინახა? biggrin.gif ეს ხომ მხოლოდ ფოტოზე გამოჩნდა?



cool.gif huh.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Sep 11 2006, 02:09 PM

მაგი იმ ხალხს კითხე, მე იქ არ ვყოფილვარ smile.gif

პოსტის ავტორი: david the iverian თარიღი: Sep 11 2006, 02:52 PM

http://b.foto.radikal.ru/0608/6a37931cb7c1.jpg

ამ სურათზე ამბობენ რომ წმ. ნიკოლოზი და წმ.ნინო არიან... მაგრამ შარავანდედზე ჯვარი შეიმჩნევა, ჯვარი კი მარტო მაცხოვარს აქვს შარავანდედზე... -ამის გამო უწმინდესმა კომენტარი არ გააკეთეა...

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Sep 11 2006, 02:56 PM

david the iverian

ციტატა
ამ სურათზე ამბობენ რომ წმ. ნიკოლოზი და წმ.ნინო არიან...

ამ ფოტოზე ვიცი რომ წმიდა ნიკოლოზია მარტო გამოსახული წმიდა ნინო სად დაინახეს გამაგებინე რა, თანაც შარავანდედზე ჯვარი სადაა ეგეც მაჩვენე

ხო სკვნილზე რა ქენი? გასწავლა მამაომ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: david the iverian თარიღი: Sep 11 2006, 02:59 PM

ალექსანდრე
არ ვიცი ეგრე წავიკიტხე მე სადღაც... დღეს უნდა ავიდე და მითხრა საღამოს ტრაპეზის მერე გასწავლიო... biggrin.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Sep 11 2006, 03:01 PM

david the iverian

ციტატა
დღეს უნდა ავიდე და მითხრა საღამოს ტრაპეზის მერე გასწავლიო...

მერე მეც გამიზიარე smile.gif ხო წავედი ახლა მე ნეველში და მერე გნახავთ smile.gif

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Sep 11 2006, 03:08 PM

ხალხო რეებს ლაპარაკობთ? smile.gif

პოსტის ავტორი: shota1 თარიღი: Sep 11 2006, 07:06 PM

http://image.700up.com

ეს მე ვარ ოლიანკას წყაროშიsmile.gif

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Sep 11 2006, 07:32 PM

shota1

სასწაული ხარ პირდაპირ biggrin.gif

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Sep 11 2006, 11:11 PM

ციტატა(shota1 @ Sep 11 2006, 03:06 PM) *

http://image.700up.com

ეს მე ვარ ოლიანკას წყაროშიsmile.gif



სასწაულია biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: shota1 თარიღი: Sep 12 2006, 09:49 AM

smile.gif

აბა მიუხედავად იმისა რომ ნასვამი ვიყავი, ერთმა ბერმა კილოზე მიცნო, ისიც ზესტაფონელი აღმოჩნდა და ჩამიშვაsmile.gif

პოსტის ავტორი: liliana თარიღი: Sep 12 2006, 09:51 AM

ციტატა(shota1 @ Sep 12 2006, 09:49 AM) *

smile.gif

აბა მიუხედავად იმისა რომ ნასვამი ვიყავი, ერთმა ბერმა კილოზე მიცნო, ისიც ზესტაფონელი აღმოჩნდა და ჩამიშვაsmile.gif



ისე რა ხდება ამ ფოტოზე ? biggrin.gif
პ.ს. ექსკურსიაზრ არ შემოგვიერთდები biggrin.gif ?

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Sep 12 2006, 10:12 AM

ციტატა



ისე რა ხდება ამ ფოტოზე ?
პ.ს. ექსკურსიაზრ არ შემოგვიერთდები ?


ეს საქმეს აკეთებს ჩუმად biggrin.gif

პოსტის ავტორი: shota1 თარიღი: Sep 12 2006, 07:26 PM

ციტატა
ისე რა ხდება ამ ფოტოზე ?
პ.ს. ექსკურსიაზრ არ შემოგვიერთდები ?


შევეცდები,

პოსტის ავტორი: shota1 თარიღი: Sep 16 2006, 02:48 PM

გუშინ წინ ღამეს მოხდა სასწაული,

მე და ჩემი მეგობარი ავარიაში მოვყევით, რულთან მე ვიყავი, მოკლედ მანქანამ რამდენიმე ყირა გააკეთა და ისე არის ახლა ჯართში თუ ვინმე ჩაიბარებს smile.gif მე და ჩემ მეგობარი კი თუ უმნიშვნელო განაკაწრებს მხედველობაში არ მივიღებთ უვნებლად დავრჩით smile.gif

საინტერესო მომენტები: 1 პირველი ყირა რომ გავაკეთეთ,მეც იმ ქალისა არ იყოს სიკვდილთან რომ სტუმრად იყო, თავში მანქანის ფასმა გამიელვა smile.gif... 2. გზიდან იმიტომ გადავარდი რომ მარცხენა მხრიდან მანქანა მოდიოდა ღამე იყო და თვალებში რომ შემომანათა შეჯახების შემეშინდა და მარჯვნივ გადავიწიე, შემდეგ სინამდვილეში აღმოჩნდა რომ მანქანა წინიდან საერთოდ არ მოდიოდა smile.gif; 3. ამ ფაქტის შემდეგ დიდი სიხარულის განწყობით დავდივარ უკვე ორი დღეა, რადგან მგონია რომ რაღაც დიდი ცვლილება მოხდა როგორც ჩემი ასევე ჩემი მეგობრის ცხოვრებაში ...

მოკლედ ჩემთვის ესეც სასწაულია smile.gif

მადლობა უფალს ყველაფრისათვის


პოსტის ავტორი: iako თარიღი: Sep 16 2006, 03:45 PM

მართლაც დიდი სასწაული მოგსვლია.

გილოცავ მშვიდობით გადარჩენას და ვინ იცის შეიძლება ახალი ცხოვრების დაწყებას, უფრო სწორად ახალი შემეცნებით. smile.gif
უფალი განსაცდელებს ჩვენს გამოსაფხიძლებლად მოავლენს ხოლმე.

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Sep 16 2006, 08:09 PM

შოთა, პირველ რიგში გილოცავ გადარჩენას!!!

აი, ეს კი ნამდვილი სასწაულიაsmile.gif

პოსტის ავტორი: guja თარიღი: Sep 16 2006, 11:56 PM

shota1

ეს დიდ სასწაულთან ერთად დიდი წყალობაცაა უფლისგან...ღმერთმა მშვიდობით გატაროს.

პოსტის ავტორი: IOANA თარიღი: Sep 17 2006, 12:41 AM

shota1

ღმერთმა დაგლოცოს!

პოსტის ავტორი: shota1 თარიღი: Sep 17 2006, 04:10 PM

გაიხარეთ, გმადლობთ ყველას,

ყველამ ძნელი გადმოსაცემია რამდენი დადებითი ცვლილება მოჰყვა ამ სასწაულსsmile.gif

პოსტის ავტორი: Soxumeli თარიღი: Sep 22 2006, 05:35 PM

IPB-ს სურათი
http://%5burl=http://image.700up.com

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Sep 23 2006, 02:03 AM

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: iraklirost თარიღი: Oct 2 2006, 09:26 AM

გუშინ კვირა დღეს, წირვის შემდეგ უცებ გადავწყვიტე ჩემს მეგობრებთან ერთად რომ წავსულიყავით ბოდბეში და წმ. ნინოს მაკურნებელ წყალში ჩავსულიყავით, სანამ ჩავედით და შემდეგ სანამ წმ.ნინოს საფლავი მოვილოცეთ გახდა კიდეც საღამოს 6 საათი, და წმ.ნინოს წყალთან რომ ჩავედით განსაბანად ასე ყოფილა რომ 6 საათის შემდეგ უკვა აღარ შეიძლება ჩასვლა .
რა თქმა უნდა გული დაგვწყდა, რამდენჯერმე ვთხოვე რომ იქნებ და ნება დაერთოთ მაგრამ უშედეგოდ, და ამ დროს ცა მოიღრუბლა და წვიმა მოვიდა, და ისეთი პირი უჩანდა რომ კარგა ხანი უნდა ეწვიმა, მაგრამ მხოლოდ 5 წუთი იწვიმა, ცოტა დაგვასველა და გადაიღო. თითქოს კი არადა, ვინც ვერ ჩავედით წმ. ნინოს წყალში, წმინდანმა წვიმა მოიყვანა ჩვენთვის და ზეციდან დაგვნამა და დაგვასველა smile.gif ძაან მაგარი შეგრძნება გვქონდა სუყველას მაგ დროს, უკან რომ ვბრუნდებოდებოდით გზაში სულ ამ ლამაზ სასწაულზე ვფიქრობით

პოსტის ავტორი: mr_morrison თარიღი: Oct 4 2006, 12:50 PM

მეც გეტყვით ერთ რაღაცას ოღონდ არ დამცინოთ smile.gif
რამდენიმე თვის წინ ლიფტით მივდიოდი მეზობელთან ქვედა სართულზე და უცბად გამახსენდა რომ რაგაც დამრჩა სახლში და სტოპს მივაჭირე რომ უკან დავბრუნებულიყავი.(ჩემი ლიფტი ხუთ თეთრიანებზეა). ჩავაგდე ხუთი თეთრი არ წავიდა, ჩავაგდე მეორე ხუთი თეთრი კიდე არ წავიდა, ჩავაგდე მესამე ხუთი თეტრი და მაინც არ წავიდა. მერე ავდექი და ”მამაო ჩვენო” ვთქვი, მერე ხუთ თეტრიანი ჩავაგდე და ლიფტი უპრობლემოდ წავიდა.

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Oct 4 2006, 01:23 PM

mr_morrison

ციტატა
მეც გეტყვით ერთ რაღაცას ოღონდ არ დამცინოთ
რამდენიმე თვის წინ ლიფტით მივდიოდი მეზობელთან ქვედა სართულზე და უცბად გამახსენდა რომ რაგაც დამრჩა სახლში და სტოპს მივაჭირე რომ უკან დავბრუნებულიყავი.(ჩემი ლიფტი ხუთ თეთრიანებზეა). ჩავაგდე ხუთი თეთრი არ წავიდა, ჩავაგდე მეორე ხუთი თეთრი კიდე არ წავიდა, ჩავაგდე მესამე ხუთი თეტრი და მაინც არ წავიდა. მერე ავდექი და ”მამაო ჩვენო” ვთქვი, მერე ხუთ თეტრიანი ჩავაგდე და ლიფტი უპრობლემოდ წავიდა.

დასაცინი არაფერია მეც გადამხენი მსგავსი რამეები, თანაც ბევრჯერ smile.gif ერთ რამეში კი დამარწმუნა ღმერთმა, რომ უდიდესი ძალა აქვს ლოცვას, არავინ იფიქროს რომ ვინმე უნაყოფოდ ლოცულობს ან არანაირი შედეგი არ მოაქვს ლოცვას.

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Oct 4 2006, 01:28 PM

ციტატა
დასაცინი არაფერია მეც გადამხენი მსგავსი რამეები, თანაც ბევრჯერ ერთ რამეში კი დამარწმუნა ღმერთმა, რომ უდიდესი ძალა აქვს ლოცვას, არავინ იფიქროს რომ ვინმე უნაყოფოდ ლოცულობს ან არანაირი შედეგი არ მოაქვს ლოცვას.


რა თქმა უნდა, მეც ბევრჯერ მილოცია მსგავს რაღაცეებზე, მერე ისე მრცხვენია ხოლმე, ყველაფერზე როგორ ვაწუხებ უფალსთქო, აი, გუშინ მაგარ წვიმაში მოვყევი და შევეფარე სიონში, მაგვაინდებოდა ძალიან....
ილია თეზბიტელს ვეხვეწებოდი, გადაიღოსთქო, ბოლოდ კი მოვეგე გონს, რა წესია, წვიმაზე ღვთის შეწუხება მეთქი, ბოდიში მოვუხადე უფალს , გამოვედი გარეთ და წვიმა აღარ იყო sad.gif

პოსტის ავტორი: mr_morrison თარიღი: Oct 4 2006, 04:41 PM

ციტატა(ალექსანდრე @ Oct 4 2006, 02:23 PM) *

mr_morrison

დასაცინი არაფერია მეც გადამხენი მსგავსი რამეები, თანაც ბევრჯერ smile.gif ერთ რამეში კი დამარწმუნა ღმერთმა, რომ უდიდესი ძალა აქვს ლოცვას, არავინ იფიქროს რომ ვინმე უნაყოფოდ ლოცულობს ან არანაირი შედეგი არ მოაქვს ლოცვას.



კი რა თქმა უნდა, მაგრამ ერთ შემთხვევაში არ აქვს ლოცვას შედეგი, როცა ლოცვა გაფანტული გონებით არის გაფანტული, რაც მე ხშირად მომდიოდა ხოლმე სამწუხაროდ

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Oct 4 2006, 04:50 PM

mr_morrison

ციტატა
კი რა თქმა უნდა, მაგრამ ერთ შემთხვევაში არ აქვს ლოცვას შედეგი, როცა ლოცვა გაფანტული გონებით არის გაფანტული, რაც მე ხშირად მომდიოდა ხოლმე სამწუხაროდ

მეც მაგას ვამბობ, ლოცვას უდიდესი ძალა აქვს და არცერთი ლოცვა არ იკარგება, მაგრამ თუ ჩვენ ლოცვის შედეგს ვერ ვხედავთ ესეიგი ჩვენ ვერ ვლოცულობთ სწორად. საჭიროა უფალს ყოველი ლოცვის დაწყების წინ შევევედროთ რომ გვასწავლოს ლოცვა. ძალიან მიყვარს ოპტინელი ბერების ლოცვა, რომელიც ბოლოს ასე მთავრდება: ''ექმენ უფალო წინამძღვარ ნებასა ჩემსა და მასწავე მე ლოცვაი, სასოებაი, რწმენაი, სიყვარული, მოთმინებაი და მიტევებაი. ამინ''
მართლაც უფალმა ყველას მოგვმადლოს სული ლოცვისაი და გვაწავლოს ჭეშმარიტი ლოცვა smile.gif

პოსტის ავტორი: zura.b.g. თარიღი: Oct 5 2006, 12:51 AM

IPB-ს სურათი

ამ სურათის შესახებ ინფორმაციას ხომ ვერ მომაწვდით?

პოსტის ავტორი: mr_morrison თარიღი: Oct 5 2006, 12:17 PM

ციტატა(ალექსანდრე @ Oct 4 2006, 05:50 PM) *

mr_morrison

მეც მაგას ვამბობ, ლოცვას უდიდესი ძალა აქვს და არცერთი ლოცვა არ იკარგება, მაგრამ თუ ჩვენ ლოცვის შედეგს ვერ ვხედავთ ესეიგი ჩვენ ვერ ვლოცულობთ სწორად. საჭიროა უფალს ყოველი ლოცვის დაწყების წინ შევევედროთ რომ გვასწავლოს ლოცვა. ძალიან მიყვარს ოპტინელი ბერების ლოცვა, რომელიც ბოლოს ასე მთავრდება: ''ექმენ უფალო წინამძღვარ ნებასა ჩემსა და მასწავე მე ლოცვაი, სასოებაი, რწმენაი, სიყვარული, მოთმინებაი და მიტევებაი. ამინ''
მართლაც უფალმა ყველას მოგვმადლოს სული ლოცვისაი და გვაწავლოს ჭეშმარიტი ლოცვა smile.gif




და ოპტინელი ბერების ლოცვას რა შემთხვევაში ვკითხულობთ?

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Oct 5 2006, 01:19 PM

mr_morrison

ციტატა
და ოპტინელი ბერების ლოცვას რა შემთხვევაში ვკითხულობთ?

იმ შემთხვევაში როცა გული მოგვთხოვს smile.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Oct 5 2006, 04:09 PM

QUOTE(mr_morrison @ Oct 5 2006, 12:17 PM) *

და ოპტინელი ბერების ლოცვას რა შემთხვევაში ვკითხულობთ?

როგორც მგონია, დილას წასაკითხია, შინაარსიდან გამომდინარე. მე ყოველ დილას ვკითხულობ...

პოსტის ავტორი: liliana თარიღი: Oct 5 2006, 07:05 PM

http://orthodoxy.wanex.net/lotsvani/optina.htm
ამ ლოცვას გულისხმობთ rolleyes.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Oct 5 2006, 07:17 PM

QUOTE(liliana @ Oct 5 2006, 07:05 PM) *

http://orthodoxy.wanex.net/lotsvani/optina.htm
ამ ლოცვას გულისხმობთ rolleyes.gif

მე მაგას ვგულისხმობ, ალბათ - სხვებიც

პოსტის ავტორი: ana_mariami თარიღი: Oct 8 2006, 04:16 PM

mainteresebs ramdeni tadzaria tbilishi da romlebi, xo ver damexmarebit?

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Oct 8 2006, 04:19 PM

ციტატა
mainteresebs ramdeni tadzaria tbilishi da romlebi, xo ver damexmarebit?


ეს ბმული დაგეხმარება wink.gif მაგრამ ეს ჩამონათვალი ძალიან მცირეა, უამრავი ახალი ტაძარი აშენდა. . .

http://orthodoxy.wanex.net/tsnobarebi/tbtadzrebi.htm

პოსტის ავტორი: .:B:. თარიღი: Oct 19 2006, 09:43 PM

http://imageshack.us

ნიკოლოზ II. სურათზე შარავანდედი გამოესახა.
http://imageshack.us



რუსულ ეკლესიაზე ეს ფრესკა თავისით გაჩნდა...

http://imageshack.us

http://imageshack.us

http://imageshack.us

http://imageshack.us

http://imageshack.us

http://imageshack.us

ეს ცეცხლის გარდამოსვლაა.

ამ ეკლესიასთან სანთლები გამოისახა..

http://imageshack.us

http://imageshack.us

ამ ადგილას თურმე ამ ყვავის აჩრდილი დაფრინავს.. რომელიც წმინდა ილიას აჭმევდა.

(სურათზე ასე ეწერა)

http://imageshack.us

ამ ჭურჭელში შიგნით ნაკურთხი წყალია გარედან კი სისხლი გადმოდის.
http://imageshack.us

http://imageshack.us

წყალში ანარეკლი.

http://imageshack.us

http://imageshack.us

სისხლდენა.....

http://imageshack.us


1 წლის შემდეგგ...

http://imageshack.us

ეს იერუსალიმშია...ცეცხლი ადამიანის თავებზეა შამოვლებული.


http://imageshack.us

ცეცხლის გარდამოსვლი დროს.

ეს რუსულ ეკლესიას რაღაც შარავანდედეივით გაუკეთდა.

http://imageshack.us

ეს ანგელოზი წირვის დროს გამოისახა.

http://imageshack.us

ანგელოზი ნათლობის დროს.

http://imageshack.us

http://imageshack.us

http://imageshack.us

http://imageshack.us

რუსულ ეკლესიაზე ჯვარი გამოისახა და 3დღე ანათებდა.

http://imageshack.us



ეს ნიკოლოზ II-ის ხატი გადავიდა შუშაზე.რაც ნეგატივში კარგად ჩანს.

http://imageshack.us http://imageshack.us

ანგელოზი ცაზე

http://imageshack.us

პოსტის ავტორი: fea თარიღი: Oct 19 2006, 09:48 PM

.:B:.
ohmy.gif გაოცებული ვაარ!!!
განსაკუთრებით იმ ფოტოზე, თუ როგორ აქვთ ადამიანებს თავზე შემოვლებული ცეცხლები... rolleyes.gif
ალბათ რა მადლი იგრძნეს იმ დროოს... rolleyes.gif

პოსტის ავტორი: .:B:. თარიღი: Oct 20 2006, 12:10 AM

wub.gif




სატრაპეზოში მწინდა ნიკოლოზი გამოისახა...

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: Solomonia თარიღი: Oct 21 2006, 10:52 PM

.:B:.
საოცარია. საიდან გაქვს ეს ფოტოები?

პოსტის ავტორი: .:B:. თარიღი: Oct 23 2006, 01:23 AM

ჩემმა ამხანაგმა გამომიგზავნა, იმას საიდან აქვს არ ვიცი..ნამდვილად საოცარი ფოტოებია..smile.gif სხვა ფორუმზეცაა სასწაულების თემა და იქაც დევს ესეთები, მაგრამ იქ არავის არ ჯერაsad.gif გინდა თუ არა ფოტოშოპიაოsad.gif არადა რა ფოტოშოპი. გადამრევენ ესენი მე..

პოსტის ავტორი: shota თარიღი: Oct 23 2006, 02:22 AM

.:B:.
ფილმებიც ხომ არიას გადაღებული დოკუმენტური ,სასწაულებზე იმაზე რაღას იტყვიან?!.. smile.gif

პოსტის ავტორი: .:B:. თარიღი: Oct 23 2006, 07:34 AM

shota
არ ააქვთ ნანახი... არ აინტერესებთ.. sad.gif

პოსტის ავტორი: nikoloz_v თარიღი: Oct 25 2006, 12:16 PM

.:B:.
შესანიშნავი ფოტოებია, გაოცებული ვარ, დიდი მადლობა ესეთი სურათებისთვის
smile.gif

პოსტის ავტორი: beqa.shuxoshvili თარიღი: Oct 26 2006, 11:18 PM

Palefty
shen jigaro martla ateisti xar? da tu mase mashin mitxari erti dedamica rogor sheiqmna eg mitxari ra ok?

პოსტის ავტორი: .:B:. თარიღი: Oct 27 2006, 02:04 AM

nikoloz_v

wub.gif

პოსტის ავტორი: kutaiseli თარიღი: Oct 27 2006, 02:39 PM

მაგარი სურათებია

პოსტის ავტორი: david the iverian თარიღი: Oct 29 2006, 04:13 PM

დღეს გადავიღე მობილურიტ ფოტოდან... ფოტო სურატად ჰქონდათ სამებაში მოტანილი ჩემს მეგობარს და მობილურით გადავიღე... smile.gif
ე.ი. ჩემი მეგობრის კლასელს ფირი ჰქონდა დასმატავრბეეი და ბოლო კადრი მზეს გადაუღო მარტყოფში.. ხოდა აი ეს გამოვიდა.. მე მთელი სურათი არ გადამიღია.. გამოსახულების ქვემოთ მზეა...
IPB Image

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Oct 29 2006, 04:26 PM

david the iverian

ციტატა
ჩემი მეგობრის კლასელს ფირი ჰქონდა დასმატავრბეეი და ბოლო კადრი მზეს გადაუღო მარტყოფში.. ხოდა აი ეს გამოვიდა.. მე მთელი სურათი არ გადამიღია.. გამოსახულების ქვემოთ მზეა...

ეხლა შენ ნუ აგიჟებ ამ ხალხს. biggrin.gif

პოსტის ავტორი: david the iverian თარიღი: Oct 29 2006, 05:03 PM

ალექსანდრე
რას ვაგიჟებ ბიჭო.. ჩემი თვალით მაინც არ მენახა... ეს უხარისხოა და ქაღალდზე იცი რა მაგრა იყოო... wink.gif

პოსტის ავტორი: aleko.t თარიღი: Oct 30 2006, 05:10 PM

უფალი ფარავდეს ჩვენს სამშობლოს და ქართველ ხალხს....

პოსტის ავტორი: .:B:. თარიღი: Nov 1 2006, 12:35 AM

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: guja თარიღი: Nov 1 2006, 03:42 AM

სამების ტაძრის სასწაული (სხვადასხვა ხედით)
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: Gika თარიღი: Nov 1 2006, 03:35 PM

ეს თავისით გამოსახული ფრესკა ბევრს ექნება ნანახი სოფ.ფაფაში (ბორჯომის რ-ნი)

http://imageshack.us


ეს კი გლდანის ცაზეა გადაღებული.როდის და ვის მიერ არ ვიცი

http://imageshack.us

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Nov 1 2006, 09:41 PM

ციტატა
სამების ტაძრის სასწაული (სხვადასხვა ხედით)

ამ სასწაულის გამო ვისაც ვაწყენინე ბოდიში, მიხვდება ვისაც ვგულისმხობ smile.gif


წმიდა ნიკოლოზის შუშაზე გადასული ხატი
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: agr_bak თარიღი: Nov 7 2006, 06:56 PM

http://imageshack.us

პოსტის ავტორი: ilarion90 თარიღი: Nov 14 2006, 10:23 AM

სურათები არ ჩანს

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Dec 3 2006, 02:11 AM

მაცხოვრის შუშაზე გადასული ხატი, დაბრძანებულია ქაშუეთის ტაძარში
http://images.ge/

http://images.ge/

http://images.ge/

ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შუშაზე გადასული ხატი, სიონის ტაძარი
http://images.ge/

http://images.ge/

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Dec 3 2006, 03:45 PM

მეც მინდა მოგიყვეთ ორი სასწაულის შესახებ:
რამდენიმე წლის წინ, ჩემი მამიდაშვილი მოკლეს (თუ გაგიგონიათ, ნიკოლოზ ლომინაძე, თელასის ფინანსური მენეჯერი იყო).. როდესაც ტაძრიდან გამოასვენეს და მიწას უნდა მიებარებინათ ტაძარს მრგვალად დაადგა შავი ღრუბელი.. ცა მოწმენდილი იყო, მზიანი... და მარტო ეკლესიის ირგვლივ, სადაც ჩვენ ვიდექით, და სადაც ვკრძალავდით, მოდიოდა დიდი, ბუთქუნა წვიმის წვეთები, რომლებიც არავის ასველებდა...

მერე კიდევ სანამ 40 დღე გავიდოდა მისი გარდაცვალებიდან, ყველანი ეზოში ისხდნენ და საუბრობდნენ, უცებ ერთერთმა ბავშვმა მოირბინა, ხელში ბეღურის ბარტყი ეჭირა და უხაროდა ნახეთ რა ვიპოვეო...
ისე მოხდა რომ ,ნიკოლოზის მეუღლე, თამარი, შუაში იჯდა შეკრებილებს შორის, გამოხედა და შეეხვეწა "გაუშვი, დედამისი მოძებნის და ცოდოაო"... უცებ ჩიტი აფრთხიალდა, თამართან მიფრინდა და თავზე დაასკუპდა.. დაახლოებით 20 წუთს იყო ასე და ჟღურტულებდა ეს პატარა ბეღურა...
სასწაულით გაოგნებულები ხმას ვერ იღებდნენ, თამუნასაც ცრემლები ღვარად ჩამოსდიოდა..
მადლი იმხელა იყო, რომ ოჯახის სახლიკაცები, მოფარებულ ოთახში რომ სადილობდნენ უნებლიედ გარეთ გამოცვენილიყვნენ, არც იცოდნენ რატომ და ახლა ისინიც გაოგნებულები უცქერდნენ ამას...
მერე თამუნა გვიყვებოდა, "გუშინ საღამოს ნიკუშას საფლავთან ვიჯექი და ვეხვეწებოდი არ მიმატოვო, მიმახვედრე რომ ჩემს გვერდით ხარო..."
sad.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 15 2006, 01:46 PM

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაული სირიაში:
http://www.ise.ge/sascauli.htm


პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Dec 15 2006, 02:34 PM

ციტატა(marine @ Dec 15 2006, 01:46 PM) *

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაული სირიაში:
http://www.ise.ge/sascauli.htm



ვაიმე smile.gif
აღარ შემიძლია, გავგიჟდი, ყველამ წაიკითხეთ!!

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Dec 15 2006, 02:34 PM

ეს მობილური ტელეფონით გადაიღო ერთმა ჩემმა ნაცნობმა-

IPB-ს სურათი



თუ არ გაიხსნა სურათი აქ ნახეთ - http://iberia.mylivepage.ru/image/107/3196/%D0%91%D0%BE%D0%B3%D0%BE%D1%80%D0%BE%D0%B4%D0%B8%D1%86%D0%B0.jpg

პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Dec 15 2006, 04:15 PM

ციტატა(marine @ Dec 15 2006, 02:46 PM) *

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაული სირიაში:
http://www.ise.ge/sascauli.htm

მიშველეთ... blink.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 15 2006, 04:45 PM

მართლაც, ძალიან დიდი სასწაულია და ყველამ უნდა წაიკითხოს smile.gif

პოსტის ავტორი: glaxa თარიღი: Dec 18 2006, 12:33 PM

რა განსხვავებაა ქრისტიანულ და მართლმადიდებლურ სასწაულებს შორის?

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Dec 18 2006, 01:33 PM

ციტატა
რა განსხვავებაა ქრისტიანულ და მართლმადიდებლურ სასწაულებს შორის?


ჩვენთვის ეგ ორი ცნება იდენტურია biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 18 2006, 01:35 PM

glaxa

შეიძლება შენ გულისხმობ რა განსხვავებაა კათოლიკურ და მართლმადიდებლურ სასწაულებს შორის..

პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Dec 18 2006, 02:24 PM

ციტატა(მნათე @ Dec 18 2006, 02:33 PM) *

ჩვენთვის ეგ ორი ცნება იდენტურია biggrin.gif

ჰო აშკAრადაbiggrin.gif

პოსტის ავტორი: ninore თარიღი: Dec 28 2006, 08:20 PM

ციტატა
და რა გარანტია გვაქვს ჩვენ ქრისტიანებს რომ ყველა ჩვენი სასწაული ეშმაკისეული არაა?

ის ჩემო ძვირფასო თუნდაც ერთი მთავარი მაგალითი იმისა რომ აღდგომას პირველად ცეცხლი მხოლოდ მართლმადიდებელზე გადადის და არა სხვა აღმსარებლებზე,ამის მერე შენ ჩათვლი რომ მირონი და სხვა მრავალი სასაწაული რომლებიც მართლმადიდებულ ქვეყნებში ხდება ეშმაკისეულია ?

პოსტის ავტორი: glaxa თარიღი: Jan 3 2007, 12:39 PM

ninore

ციტატა
ის ჩემო ძვირფასო თუნდაც ერთი მთავარი მაგალითი იმისა რომ აღდგომას პირველად ცეცხლი მხოლოდ მართლმადიდებელზე გადადის და არა სხვა აღმსარებლებზე,ამის მერე შენ ჩათვლი რომ მირონი და სხვა მრავალი სასაწაული რომლებიც მართლმადიდებულ ქვეყნებში ხდება ეშმაკისეულია ?


ცნობილია, რომ ცეცხლი სხვა ტაძრებშიც გადმოდის...

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 3 2007, 01:31 PM

glaxa
გწვდეე ახლა წვერებში? რაღა აღდგომას?

ეშმაკისეულო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: glaxa თარიღი: Jan 3 2007, 01:31 PM

ქავთარაძე

ციტატა
glaxa
გწვდეე ახლა წვერებში? რაღა აღდგომას?

ქოსა!!!!!!
პატალა ქოსა ვინ ალის? tongue.gif tongue.gif tongue.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 3 2007, 01:33 PM

glaxa
წადი რა ახალწელს დაიძინე biggrin.gif

პოსტის ავტორი: glaxa თარიღი: Jan 3 2007, 01:37 PM

ქავთარაძე
კაცუნების პლეზიდენტი ვინ ალის? smile.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 3 2007, 01:38 PM

glaxa
ნუ აოპტოპიკებ
biggrin.gif

პოსტის ავტორი: .:B:. თარიღი: Jan 4 2007, 01:18 AM

ციტატა(marine @ Dec 15 2006, 01:46 PM) *

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაული სირიაში:
http://www.ise.ge/sascauli.htm

blink.gif blink.gif blink.gif blink.gif ვაიმეე რა მაგარიაააააააა IPB-ს სურათი IPB-ს სურათი IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: tati87 თარიღი: Jan 10 2007, 05:00 PM

ყველაზე ძალიან ეს მომეწონა "მაშინ მუსულმანი ვიყავი....."

პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: Jan 10 2007, 09:36 PM

IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
განათებულ ადგილას დააკვირდით
IPB-ს სურათი
წყლის ანარეკლს დააკვირდით
IPB-ს სურათი
უკან დააკვირდით
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: ninore თარიღი: Jan 12 2007, 07:16 AM

ციტატა(mnate @ Sep 9 2006, 09:47 PM) *

ხალხო ზოგის ნდობა ნამდვილად იცით რომ შეიძლება?

რას ან ვის გულისხმობ? blink.gif ვერ მივხვდი huh.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 12 2007, 01:25 PM

ციტატა

რას ან ვის გულისხმობ? ვერ მივხვდი


ზოგიერთი ფოტო არ მეჩვენება სასაულად და sad.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 12 2007, 03:49 PM

შოთა

ციტატა
სამყაროს აღსასრულიზეა ლაპარაკი



იცით რა გამოგიტყდებით და დიდად არ მომწონს ეს ფილმი. რა ვიცი თუ რამეში ვცდები ღმერთმა მომიტევოს.

პოსტის ავტორი: ninore თარიღი: Jan 12 2007, 06:38 PM

ციტატა(guja @ Nov 1 2006, 03:42 AM) *

სამების ტაძრის სასწაული (სხვადასხვა ხედით)
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი

აუ ამ სურათზე რა არის სასწაული ვერ აღვიქვი, გთხოვთ გამარკვიოთ. მე რაღაც მზედ აღვიქვავ sad.gif

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Jan 12 2007, 11:16 PM

ციტატა(ninore @ Jan 12 2007, 06:38 PM) *

აუ ამ სურათზე რა არის სასწაული ვერ აღვიქვი, გთხოვთ გამარკვიოთ. მე რაღაც მზედ აღვიქვავ sad.gif

მეც ეგრე აღვიქვავ,მაგრამ ისე რო დაუფიქრდე ნინორე, მზე რა სასწაული არაა? wink.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jan 12 2007, 11:38 PM

ციტატა
აუ ამ სურათზე რა არის სასწაული ვერ აღვიქვი, გთხოვთ გამარკვიოთ. მე რაღაც მზედ აღვიქვავ

აი ამის გამო ერთ კარგ ადამიანს ვაწყენინე smile.gif ჩემი აზრი გამოვთქვი რომ ეს სპიშკის ანარეკლია თქო და ეწყინა wink.gif

პოსტის ავტორი: beqa.shuxoshvili თარიღი: Jan 12 2007, 11:54 PM

ციტატა
უკან დააკვირდით

ნიკუშ ძმაო ეგ ათონის წმინდა მთაზეა გადაღებული smile.gif

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Jan 14 2007, 01:40 AM

ისე სვეტიცხოველთან მგონი ანგელოზი კი არა წმ ნიკოლოზია.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 15 2007, 07:29 PM

გლახა

ციტატა
ცნობილია, რომ ცეცხლი სხვა ტაძრებშიც გადმოდის...

და მაინც სად, იქნებ გვიბრძანოთ?

პოსტის ავტორი: .:B:. თარიღი: Jan 15 2007, 07:39 PM

ციტატა(ninore @ Jan 12 2007, 06:38 PM) *

აუ ამ სურათზე რა არის სასწაული ვერ აღვიქვი, გთხოვთ გამარკვიოთ. მე რაღაც მზედ აღვიქვავ sad.gif


საოცარი ნათებაა ეკლესიის თავზე wub.gif

მაგრამ ვისაც ვანახე არ სჯერათ... მზის ანარეკლი გონიათ...sad.gif მაგრამ არ ვიცი რა ვიცი..შეიძლება ეგრეცაა.. მაგრამ რაღაც სხვანაირი ნათება მგონია.. სხივები სხვანაირად ააქვს.. ეგეთი სხივები არ მაქვს ნანახი.. unsure.gif

ციტატა(tamara @ Jan 14 2007, 01:40 AM) *

ისე სვეტიცხოველთან მგონი ანგელოზი კი არა წმ ნიკოლოზია.


ხო წმინდა ნიკოლოზია smile.gif

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Jan 15 2007, 08:08 PM

ნიკოლოზ_V
პირველ ოთხ სურათზე რა სასწაულია ვერ ვხვდები..

პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: Jan 16 2007, 01:01 AM

გლახა
ეჰ აბა რა გითხრა, დაბრმავდი ძამია?

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Jan 16 2007, 01:38 AM

ინახება ზუგდიდიში (დადიანების მუზეუმში) ყოველ წელს 15 ივლისს ლაქერნობის დღესასწაულზე ეკლესიაში გადააბრძანებენ ხოლმე!!!

წმინდა გიორგისძვალი და წმინდა კვირიკეს მტევანი
http://img479.imageshack.us/my.php?image=5lb1.jpg

ზუგდიდის მუზეუმში დაცული ღვთისმშობლის კვართი და ნაწილები


http://img487.imageshack.us/my.php?image=1iy2.jpg

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Jan 16 2007, 01:39 AM

ციტატა(თათი87 @ Jan 16 2007, 02:38 AM) *

ინახება ზუგდიდიში (დადიანების მუზეუმში) ყოველ წელს 19 ივლისს ( თუ ივნისს, სამწუხაროდ ზუსტად არ ვიცი) ლაქერნობის დღესასწაულზე ეკლესიაში გადააბრძანებენ ხოლმე!!!


15 ივლისს smile.gif

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Jan 16 2007, 01:41 AM

ციტატა(იოანა @ Jan 16 2007, 01:39 AM) *

15 ივლისს smile.gif



დიდი მადლობა იოანა

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Jan 16 2007, 02:39 AM

ისე კი რაა გასაკვირი ყოველი წირვის დროს ხომ ადამიანთა თვალის უხილავად იმხელა საიდუმლო აღესრულება და თუ უფლამა ინება და ვინმემ კამერით ან აპარატით დაეფიქსირებინა რაიმე სასწაული.ისე მე დაკვირვებული ვარ სამების ტაძარში წირვას როგორ ერწყმის ბუნება უცებ ჩამობნელდება და მერე განათდება და ასე ხდება განსაკუთრებით წირვის ცენტრალურ მომენტებში.

პოსტის ავტორი: ninore თარიღი: Jan 16 2007, 05:25 AM

.:B:.
მაგრამ ვისაც ვანახე არ სჯერათ... მზის ანარეკლი გონიათ...sad.gif მაგრამ არ ვიცი რა ვიცი..შეიძლება ეგრეცაა.. მაგრამ რაღაც სხვანაირი ნათება მგონია.. სხივები სხვანაირად ააქვს.. ეგეთი სხივები არ მაქვს ნანახი.. unsure.gif

არა განა არ მჯერა, უბრალოდ ვერ მივხვდი და ვიკითხე blink.gif sad.gif

ციტატა(გლახა @ Jan 15 2007, 08:08 PM) *

ნიკოლოზ_V
პირველ ოთხ სურათზე რა სასწაულია ვერ ვხვდები..

რომელზე იძახი?

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Jan 17 2007, 01:37 AM

წმინდა მარინეს მკლავი


http://img444.imageshack.us/my.php?image=2dw6.jpg

წმინდა იოანე ნათლისმცემლის ძვალი


http://img444.imageshack.us/my.php?image=4tt4.jpg

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 17 2007, 01:37 PM

ერთი რამ უნდა გვახსოვდეს:

უფალი სასწაულებს აღასრულებს მორწმუნეთა განსაძლიერებლად და არა ურწმუნოთა მოსაქცევად.
ურწმუნო სასწაულს არ (და არა ვერ!) ირწმუნებს!

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Jan 17 2007, 06:52 PM

Летом 1993 года на стекле иконы изнутри появилась небольшая муть. Все думали, что-то произошло с самой иконой, решили отдать ее в реставрацию. И вот когда сняли раму со стеклом/ их-то зачем нести в реставрацию/ то увидели на стекле... отпечаток точно такой же иконы.
http://vera.mipt.ru/chudo/prizri_na_smirenie.html

Икона "Призри на смирение"


პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Jan 17 2007, 07:08 PM

ერთი სასწაული მინდა დავწერო. რომელიც სულ ეხლახან დედამ მომიკვა... ეს მოხვდა ომის პერიოდში (ფაშისტურ გერმანიასთან). პეპიაჩემის ორივე შვილი ომში წაიყვანეს... თირითქმის კოველ დგე მოდიოდა ომში დაგუპული მეზობლების სიები... პეპიაჩემი 3 დგე გაიგნებული იცვა, არც არაპელი უჩამია და არც დასძინებია... 3 დგეს გამოეცხადა თითრ წვერებიანი, თეთრ ტანისამოსში კაცი და უთხრა... ადეკი კალო მალე, შენი ხელიტ ჩამოქნილი 2 სანტელი კოველ დგე დაანტე და ორივე ცოცხალი დაგიბრუნდებაო... ეგრევე ადგა პეპია და კოველ დგე ცანტელს ანტებდა... მარტლაც ორივე შვილი ცოცხალი დაუბრუნდა....
დიდება ღმერთს, წმინდანებს რომლებიც კოველტვის გვეხმარებიან...

პოსტის ავტორი: .:B:. თარიღი: Jan 22 2007, 07:50 PM

ციტატა(Маиа @ Jan 17 2007, 07:08 PM) *

ერთი სასწაული მინდა დავწერო. რომელიც სულ ეხლახან დედამ მომიკვა... ეს მოხვდა ომის პერიოდში (ფაშისტურ გერმანიასთან). პეპიაჩემის ორივე შვილი ომში წაიყვანეს... თირითქმის კოველ დგე მოდიოდა ომში დაგუპული მეზობლების სიები... პეპიაჩემი 3 დგე გაიგნებული იცვა, არც არაპელი უჩამია და არც დასძინებია... 3 დგეს გამოეცხადა თითრ წვერებიანი, თეთრ ტანისამოსში კაცი და უთხრა... ადეკი კალო მალე, შენი ხელიტ ჩამოქნილი 2 სანტელი კოველ დგე დაანტე და ორივე ცოცხალი დაგიბრუნდებაო... ეგრევე ადგა პეპია და კოველ დგე ცანტელს ანტებდა... მარტლაც ორივე შვილი ცოცხალი დაუბრუნდა....
დიდება ღმერთს, წმინდანებს რომლებიც კოველტვის გვეხმარებიან...

მაგარია wub.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 24 2007, 11:33 AM

ერთ პატარა ამბავს მოგიყვებით ჩემზე.. smile.gif

მეუფე ეფრემი, ბოლნისის ეპისკოპოსი, ათი წელი ჩემი მოძღვარი იყო. ერთი პერიოდი ქარელში წირავდა და გიმნაზიაც გახსნა იქ. ერთხელ გიმნაზიის ბავშვები ექსკურსიაზე ჰყავდა ჩამოყვანილი თბილისში და მეც თბილისში შევხვდი და მათთან ერთად მოვილოცე ტაძრები.. როცა უნდა დავშორებოდი მათ, მეუფე ეფრემმა მკითხა: "მარინე, შენი საყვარელი ფერი რომელია? " მე ვუპასუხე რომ მწვანე ფერი მიყვარს. შემდეგ მკითხა: "ბალახისფერი მწვანე გიყვარს თუ მკუხე ვაშლისფერი? " ვუპასუხე, რომ მკუხე ვაშლისფერი.. მეუფემ გამიღიმა, გულის ჯიბიდან მკუხე ვაშლისფერთვლებიანი ყელსაბამი ჯვრით ამოიღო და მაჩუქა.. smile.gif თურმე ჩუმად უყიდია ჩემთვის, ისე რომ არ იცოდა ჩემი საყვარელი ფერი რომელი იყო.. smile.gif სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი... smile.gif

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Feb 1 2007, 12:07 PM

http://imageshack.us

პოსტის ავტორი: Cotne თარიღი: Feb 1 2007, 12:15 PM

mariami-k
იქნებ აგვიხსნა ეს რა არის? smile.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Feb 1 2007, 01:34 PM

Cotne


შარავანდედს შეხედე და მიხვდები, რაც არის

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Feb 1 2007, 04:40 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Feb 1 2007, 12:34 PM) *

Cotne
შარავანდედს შეხედე და მიხვდები, რაც არის

არაფერი ინფორმაცია არ ახლავს,
შარავანდედის შეხედვით არაფერი არ იხსნება.
ნახატი მუქია გაურჩევადი და მდარე ხარისხის ,შარავანდედიც დახატულს გავს.

პოსტის ავტორი: Cotne თარიღი: Feb 1 2007, 04:47 PM

ციტატა
შარავანდედს შეხედე და მიხვდები, რაც არის


ფრესკაა?
თუ ფრესკაა რომელ ტაძარშია, და ა.შ. ეგ მაინტერესებდა

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Feb 1 2007, 05:38 PM

Cotne
ლეონტი
ეს რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი ანჩისხატის ტაძრის ფრესკაა და გამოსახულია ის მომენტი, როდესაც უფალი თავის ხელთუქმნელ ხატს, ტილოზე გადასულს გადასცემს ავგაროზ მთავრის ხალხს.

პოსტის ავტორი: beqa.shuxoshvili თარიღი: Feb 2 2007, 12:50 AM

ციტატა
ფრესკაა?
თუ ფრესკაა რომელ ტაძარშია, და ა.შ. ეგ მაინტერესებდა

კი და ეს არის ბორჯომში ფაფას მონასტერში smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2007, 04:23 PM

ერთ სასწაულს მოგიყვებით, რომელიც ყოველთა ქართველთა წმინდათა სახელობის ტაძარში მოხდა (ამ ტაძრის მრევლი ვარ):

ერთხელ ლოცვისას, ტაძარში ვიღაც ქალი შემოვიდა და ათ თეთრიანი სანთელი დაანთო ანალოღიასთან დადგმულ სასანთლეში. მამა დავითმა სახარება რომ წაიკითხა, ხმამაღლა განგვიცხადა მრევლს, რომ სანთელს სისხლი მოსდიოდა, ამიტომ მაქსიმალური სიჩუმე შეგვენარჩუნებინა. ზეთის ცხება რომ დაიწყო, მამაოს კურთხევით ყველანი ჯერ სანთელთან მივდიოდით, მერე კი ზეთს ვიცხებდით. სანთელი სულ წითლად დაიღვენთა, ჩვენ სასწაულის მომსწრენი გავხდით, ის ქალი კი შეშინებული გაიქცა ტაძრიდან..

პოსტის ავტორი: Karo თარიღი: Feb 13 2007, 07:33 PM

წმინდა ნიკოლოზის გამოცხადება მისივე სახელობის ტაძარში
IPB-ს სურათი

გამოცხადება სვეტიცხოველში
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Feb 13 2007, 07:41 PM

ეს ყველაფერი საეჭვოდ გამოიყურება.
გამოცხადებები სულიერი მოვლენებია და მას სულიერი ადამიანები აღიქვამენ და არა მკვდარი ტექნიკა,თუნდაც ციფრული.
ვერევინ ვერ ხედავს და Pოტოაპარატი ხედავს?
ეგ რაღა გამოცხადებაა, უფრო ოპტიკური ეფექტია.
ამაზე მამები მრავალჯერ გვაფრთხილებენ.
რომ არ შევიდეთ ხიბლში.
რა გგონიათ სულიერ მლოცველებს ვინც იქაა ემალება და ფოტოაპარატს ვერ "დაუსხლტა" ეგ ხილვები?

პოსტის ავტორი: Karo თარიღი: Feb 13 2007, 07:53 PM

ლეონტი
ბევრი მათაგი შეიძლება ოპტიკური ეფექტი იყოს. მაგრამ თუ გავიხსენებთ ადამიანის თვალს, ისევე როგორ ფოტოაპარატს გააჩნია ოპტიკა... უბრალოდ ფოტოაპარატი ამას აფიქსირებს, წამს ყინავს, თვალი კი წამიერად აღიქვამს

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Feb 13 2007, 09:51 PM

ეს მატერიალისტური ახსნაა, მაგრამ ვიმეორებ გამოცხადება არა მატერიალური, ანდა თუნდაც მეტაფიზიკური, არამედ სულიერი მოვლენაა.
მას ვერავითარი ოპტიკა ვერ აღიქვამს.
თვალით თუ ხედავ ეს არ ნიშნავს რომ ფიზიკურად იქაა, მატერიაში ან თუნდაც მიღმიერ , მეტასამყაროში.
ესეთი "გამოცხადება" რომელიც ოპტიკისთვისაა მისაწვდომი, ხიბლი და ეფექტია, რომელიც დემონიურ სამყაროს მახასიათებელი თვისებაა.
ზევით რუსი ბაბუა როა საკურთხეველში ჩამონტაჟებული,რაც აშკარად რუსული გამოსახულებიდანაა აღებული.
ცნობილია რომ წმ. ნიკოლოზი რუსი არ იყო, მას რუსული იერი მხოლოდ რუსულ ხატებში აქვს.
ჰოდა ბევრი სურათი რაც ზევითაა უბრალო მონტაჟია და შემოგდებულია სასწაულების მოყვარული საზოგადოების აღსაფრთოვანებლად.
დაბოლოს, გამოცხადებები აქვთ არა ფოტოაპარატებს, არამედ წმინდა ადამიანებს, განსაკუთრებულად ღვთისთვის სათნოყოფილებს.
დანარჩენი შეგიძლიათ ხიბლად და მირაჟად ჩათვალოთ ,თამამად.

პოსტის ავტორი: ana-xatia თარიღი: Feb 14 2007, 12:52 AM

ლეონტი
ნაწილობრივ გეთანხმები, თუმცა, ფაქტია, რომ ფირი აფიქსირებს თვალით უხილავ საგნებს და ა.შ (ციფრულ ფოტოაპარატებზე არაფერი ვიცი).

სხვა რამე მინდა ვთქვა:
ჩემი თანამშრომელია, რომელსაც ვამჩნევ, რომ გულგრილად არაა სარწმუნოების მიმართ. თუმცა არ დადის ტაძარში, არ ლოცულობს და ა.შ.
როცა მას ვანახე რამოდენიმე სურათი, სადაც (ე.წ.) ანგელოზები არიან გამოსახულები, ძალიან გაეხარდა. მერე, ვინმე იტყვის რომ ღმერთი არ არსებობსო?

ის ადამიანი, იმ სტადიაში, როცა ფიქრობს: არსებობს თუ არა ნამდვილად ღმერთი. უნდა რომ არსებობდეს და უხარია თუ რამე "არაჩვეულებრივს" აღმოაჩენს.

ვიცი მამების ფრთხილი (და საკმაოდ სწორი) დამოკიდებულება ამგვარი სასწაულების მიმართ, მაგრამ თუ ამას ადამიანი ღმერთამდე მიყავს?

ხო, ნიკოლოზის გამოცხადება. მონტაჟს გავს და თან აშკარას smile.gif

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Feb 14 2007, 11:39 AM

ანა-ხატია, მართლაც ფოტოკამერა ასევე ვიდეო თუ სხვა ფიზიკური ხელსაწყოები ხშირად იმას აფიქსირებენ,
რაც უხილავია. ეს მე კარგად ვიცი თუნდაც იქიდან რომ თავიდან უფოლოგიით დავინტერესდი, რამაც ცხონებულ თალეს შონიასთან მიმიყვანა. მე თვითონ ვაჩვენე მას ჰუმანოიდების ნავიზიტარი ოჯახი აგრათვე დევის ნამყოფი ადგილი კახეთში ტყეში,რომელიც მეტყევეს შეეფეთა.
აი იქ კანონზომიერად ხდება ესეთი რამ.
რაღაც პარანორმალურს ამჩნევ, და თუ დროზე გადაიღებ შეიძლება გამოჩნდეს ის რაც თვალით უხილავია.
მაგრამ ჩვენ დაბეჯითებით ვიცით რომ მფრინავი თეფშები და იეტები დაცემული სამყაროს წარმომადგენლები არიან. აქ ორი აზრი არაა.

რაც შეეხება შენს თანამშრომელს.როგორც შენ თქვი ის ეკლესიური არაა.
და შენ უშვებ ალბათობას რომ ასეთი მასალების ხილვა მას მოაქცევს.
მე კი მეეჭვება რომ ტყუილმა ადამიანი ღმერთთან მიიყვანოს.
რაღაც ეტაპზე ის მიხვდება რომ რაღაც არასწორი და მცდარია და ღმერთს უფრო დასცილდება.
ცრუ სასწაულებით დემონი ხიბლავს და იმონებს ხალხებს.
ხოლო სასწაულების მეძიებელი ადამიანებს მემრუშეთა მოდგმა უწოდა უფალმა.
რადგან ყველაფერი სასწაული და საოცრებაა მზისქვეშეთში მაგრამ მემრუშე ადამიანის გონება მაინც რაღაც ფოკუსების ძიებაშია.
ამიტომ მამები სასტიკად გვიკრძალავენ სასწაულთა ძიებას, რადგან ეს დემონიური ხიბლის გზაა.

პოსტის ავტორი: ana-xatia თარიღი: Feb 14 2007, 02:07 PM

ლეონტი
გეთანხმები, რომ სასწაულთა ძიება, არ ღირს. მეც ძალიან ფრთხილად ვეკიდები ასეთ რაღაცეებს.
მაგრამ მიხარია როცა ხატზე მირონს ვხედავ ხოლმე. სასწაულად მიხარია smile.gif

ვიცი, ტყუილი ვერ მიიყვანს ღმერთამდე ვერავის, მაგრამ, შენ თვლი რომ აქ რაც არის იმ სურათების 100% ყალბია და "საცდური" ? smile.gif

შენ თავად იცი, ადამიანის ბუნება, როგორია. smile.gif

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Feb 14 2007, 02:28 PM

ციტატა(ana-xatia @ Feb 14 2007, 01:07 PM) *

ლეონტი
გეთანხმები, რომ სასწაულთა ძიება, არ ღირს. მეც ძალიან ფრთხილად ვეკიდები ასეთ რაღაცეებს.
მაგრამ მიხარია როცა ხატზე მირონს ვხედავ ხოლმე. სასწაულად მიხარია smile.gif

ვიცი, ტყუილი ვერ მიიყვანს ღმერთამდე ვერავის, მაგრამ, შენ თვლი რომ აქ რაც არის იმ სურათების 100% ყალბია და "საცდური" ? smile.gif

შენ თავად იცი, ადამიანის ბუნება, როგორია. smile.gif

რატო 100% ი?
მე ხომ მინახავს და შევხებივარ ისე როგორც შენ ალბათ მირონმდინარ ხატებს,რომელთაც სურნელოვანი მირონი სდით.
ასეთი ბედნიერება მცხეთის სამთავროში მქონდა,როცა კანკელის ხატებს მირონი სდიოდა,ქვევით ბამბები ეფინა და
იჟღინთავდა.
მაშინ ჩვენ გაოცებული ვიყავით ამის მომსწრე.
ამ დროს მამა გაბრიელი შემოვიდა,დაინახა რომ შევცბით და გვეუხერხულა კანკელთან რო ვიყავით ასული და გვითხრა:
მიდით შვილებო,მიდით, აიღეთ, მხოლოთ კრძალვით მოეპყარითო.
ეს ფოტო მონტაჟი არ იყო ,არამედ ნამდვილი ხილული მადლი.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2007, 03:06 PM

IPB Image

პოსტის ავტორი: salome_tur თარიღი: Feb 27 2007, 11:23 PM

IPB Image
დიდება შენდა, უფალო, სასოებაო ჩვენო დიდება შენდა !

პოსტის ავტორი: natia83 თარიღი: Feb 28 2007, 10:24 PM

კითხვები საკუთარ თავს
სად არის ამაღლებული მჭევრმეტყველება? – ჰაერში გაიფანტა.
სად არის ელფერი სიჭაბუკისა? – დაიღუპა.

სად არის დიდება? – განქარდა.

სად არის სიჯანსაღე სხეულისა? – ავადმყოფობამ შემუსრა იგი.

სად არის სიმდიდრე და ქონება? – ნაწილი ღმრთისადმია შეწირული, ხოლო ნაწილი – ადამიანთა შურმა მოიტაცა ბოროტმოქმედთა ხელით.

ჩემი მშობლები და ახლობლები საფლავებში განისვენებენ. მხოლოდ სამშობლოღა დამრჩა, მაგრამ ბოროტმა დემონმა ჩემზე სიძულვილის შავი ტალღები აღმართა და იქიდანაც გამაძევა; ახლა მე მარტოხელა მგზავრი ვარ, უცხო მხარეში დავეხეტები, მწუხარებით სავსე ცხოვრებასა და მიხრწნილ სიბერეს მივათრევ. არც ქალაქი გამაჩნია, არც საყდარი და ვეღარც სულიერ შვილებს ვხედავ, თუმცაღა მათზე ზრუნვით ძლიერ ვარ დამწუხრებული. დღესა და ღამეს მარტოობასა და ხეტიალში ვატარებ.

სად დასცილდება ჩემი სული სხეულს? სად შევხვდები აღსასრულს? რომელი მიწა, რომელი გლახაკთმოყვარე სამარე შემიფარებს? ვინ დამიხუჭავს სიკვდილ??ალ თვალებს? – მართლმორწმუნე და ქრისტეს მეგობარი თუ ვინმე ღვთისმგმობელი.

ყველაფერი ამაოა და ქარს მიაქვს. მე კი სულმოკლეს, მაწუხებს აზრი – ჩემს სხეულს კუბოს მიაბარებენ თუ გარეულ მხეცთა შესაჭმელი გავხდები; ფერფლად და ჰარეში გავიფანტები, თუ კუბოს გარეშე სადმე უფსკრულში ჩამაგდებენ; მდინარე დაალპობს თუ ხანგრძლივი წვიმები? თუმცა ასეც რომ მოხდეს, უკვალოდ მაინც არ გავქრები და არც ჩემი გვამის მთლიანობა დაირღვევა, რამეთუ ბოლო ჟამს უფალი აღადგენს და შეკრებს ყველას, იმათაც კი, ვინც სიკვდილის შემდეგ ფერფლად იქცა ან ნადირთა საჯიჯგნი გახდა.

მხოლოდ შენ აღძრავ ჩემში ცრემლსა და შიშს, უფალო!

ქრისტე, მეუფეო! შენა ხარ ჩემი სამშობლო, ჩემი სიმტკიცე და ჩემი ნეტარება. შენ ყველაფერი ხარ ჩემთვის!

ნეტავ მეღირსოს, ღმერთო, რომ მრავალი ტანჯვისა და მწუხარების საზღაურად განსვენება ვპოვო შენში!..

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი

პოსტის ავტორი: natia83 თარიღი: Mar 7 2007, 12:07 AM

მამა გაბრიელის უხრწნელი სისხლი

ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის ხატის (მიჰხედე სიმდაბლესა) მინაზე სასწაულებრივად გადასული გამოსახულება

წმინდა თეოდორე ტირონის წმინდა ნაწილები

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Mar 9 2007, 07:00 PM

salome_tur
marine
პატრიარქის და ღრუბლის სურათზე რომელია მართლმადიდებლური სასწაული? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: mendes masieli თარიღი: Mar 10 2007, 10:27 PM

ხალხო,სასწაულებს ვეძებთ?
გახსოვთ,რას ამბობს მაცხოვარი,იმათზე ვინც სასწაულებს ეძებს?

"ერი მემრუშე.....ეძიებს სასწაულსა"

მგონი,ამაზე დაფიქრება ღირს....

პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Mar 10 2007, 10:34 PM

mendes masieli
ეგ მეც გავიფიქრე smile.gif

პოსტის ავტორი: mendes masieli თარიღი: Mar 10 2007, 10:40 PM

ციტატა(t.l. @ Mar 10 2007, 10:34 PM) *

mendes masieli
ეგ მეც გავიფიქრე smile.gif

ჩვენ ბევრ საკითხზე ერთნაირად ვფიქრობთ...


ხალხი ეძებს რაღაც ვიზუალურად შთბეჭდილების მომხდენს,ამ დროს კი სასწაულია ყოველი დღე....


პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Mar 11 2007, 12:53 AM

ოფტოპიკები no.gif

პოსტის ავტორი: N.N თარიღი: Mar 11 2007, 01:48 AM

სამების ტაძარის თავზე გამოსახული მაცხოვარი

პოსტის ავტორი: elene1504 თარიღი: Mar 27 2007, 06:26 PM

ეს თევზები არიან წალკასში. მათი სახელებია ვასილიკო და ვასილისა
თუ არ ვცდები.

mendes masieli

პოსტის ავტორი: sopio_23 თარიღი: Mar 27 2007, 09:19 PM

ეს სამებაშია გადაღებული



http://imageshack.us

პოსტის ავტორი: sopio_23 თარიღი: Mar 27 2007, 09:37 PM

ეს ერთ-ერთი წმინდანის ხელია მაგრამ სამწუხაროდ ზუსტად ვერ დავაკონკრეტებ sad.gif

http://imageshack.us

პოსტის ავტორი: izi-izi თარიღი: Apr 5 2007, 01:38 AM

გამარჯობათ ჩემო კარგებოsmile.gifმე იზი ვარ და მართლა გაოცებული ვარ ამდენი საოცარი სასწაულის ხილვით ერთი სასწაული თავად შემემთხვაsmile.gif მეორესაც მოგიყვებითsmile.gif შარშან აღდგომას კუკიის წმინდა ნინოს ასახელობის ტაზარში სასწაული მოხდა!გამით ლიტანიობასsmile.gif ერთ ერთმა მრევლთაგანმა მამა გაბრიელს(ტაძრის მოძღვარს)სურათი გადაუღო და ზედ ანგელოზეთა გუნდი აღიბეჭდა!! ეს სურათი აქ არ არის ვეცდები დავასკანერო და აუცილებლად გაჩვენებთsmile.gifროცა ფოტოს დავდებ,უფრო დაწვრილებით აგიხსნით ყველაფერსsmile.gif ღვთის მადლი არ მოგკლებოდეთsmile.gif

პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: Apr 5 2007, 11:14 AM

izi-izi
აბა შნე იცი ველოდებით მაგ სურათს..

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Apr 9 2007, 10:48 PM

სანამ იზი-იზი სასწაულების მეძიებელ საზოგადოებას რამით ანუგეშებს ,მე ამ საიტს ვთავაზობ:

http://www.rus-sky.com/miracles/

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Apr 9 2007, 11:13 PM

ციტატა(sopio_23 @ Mar 27 2007, 05:37 PM) *

ეს ერთ-ერთი წმინდანის ხელია მაგრამ სამწუხაროდ ზუსტად ვერ დავაკონკრეტებ sad.gif

http://imageshack.us

ესაა წმიდა იოანე ოქროპირის ხელის მტევანი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 11 2007, 02:46 PM

სიტყვა სასწაული მომდინარეობს სიტყვებიდან: "სწავლა", "განსწავლა", ანუ ნიშნავს, რომ განსასწავლად მოგვეცა. ჭეშმარიტი, ღვთისაგან დაშვებული სასწაული ადამიანის რწმენაში განსწავლას, განმტკიცებას, ხშირად კი ჭეშმარიტებაზე დამტკიცებას, ე.ი. ჭეშმარიტ სჯულზე მოქცევას ემსახურება.

ეს იმას მიანიშნებს, რომ ღვთიური წარმომავლობის სასწაულთა ხილვა აუცილებელიცაა იმისათვის, რომ ადამიანმა ირწმუნოს ღვთის არსებობა და ცხოვნების გზას დაადგეს.

ყოველ კაცში ღვთისაგან რწმენის მცირედი ნაწილი მაინც არის ჩადებული. სწორედ ამ ნაპერწკლის გაღვივებას ემსახურება ნებისმიერი ღვთიური სასწაული: "ნიში ხილული ქმედებაა, რომელიც რაღაც იდუმალსა და უხილავზე მიუთითებს", - ბრძანებს წმიდა ბასილი დიდი სასწაულთან დაკავშირებით.

ეს ნიშნავს, რომ ხილული ზებუნებრივი მოვლენა-სასწაული წარმოგვიჩენს მისი აღმსრულებლის - ღმერთის ძალას და მის ყოვლისშემძლეობას. აქედან გამომდინარე, სასწაულის ხილვამ ადამიანს ცნობისმოყვარეობა კი არ უნდა აღუძრას, არამედ ღვთის უსაზღვრო გულმოწყალების, მისი ყოვლისშემძლეობის რწმენა ჩაენერგოს.

ღვთიური სასწაულების ხილვამ უამრავი ადამიანი მოაქცია ქრისტიანულ რჯულზე, ამის არაერთი მაგალითია.

ერთ-ერთ უდიდეს სასწაულმოქმედ მამას, გრიგოლ ომარიტელს, რომელსაც წმინდა ეკლესია 1-ელ იანვარს იხსენებს, კამათის დროს ებრაელებმა მოსთხოვეს, გვანახე იესო ქრისტეო. მან ილოცა და ქრისტე გამოეცხადათ. ამ უდიდესი სასწაულის ხოლვამ მრავალი ადამიანი მოაქცია."

მამა გიორგი რაზმაძე

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Apr 11 2007, 10:13 PM

წმიდა დიდმოწამე ეკატერინეს უხრწნელი ხელის მტევანი

IPB-ს სურათი



წმიდა ნიკოლოზ სერბის (ველიმიროვიჩის) წმიდა ნაწილები

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Apr 12 2007, 12:55 PM

ციტატა
ეს თევზები არიან წალკასში. მათი სახელებია ვასილიკო და ვასილისა



რაო? თევზების სახელებია? დაბადების თუ ნათლობის?ხალხო, რეებს წერთ?

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Apr 12 2007, 01:07 PM

ციტატა(KAIROS @ Apr 12 2007, 12:55 PM) *

რაო? თევზების სახელებია? დაბადების თუ ნათლობის?ხალხო, რეებს წერთ?

ი, შენ რა არ გაგიგია ბერდზნების თევზები?
სასწაულებს რო ახდენენ?

პოსტის ავტორი: sofi89 თარიღი: Apr 13 2007, 10:05 PM

დღეს ნახეთ ტელევიზორში რო აჩვენეს მაგარი სასწაული? ქუთაისში ერთ-ერთ ოჯახში,იესო ქრისტესა და მარიამ ღვთისმშობლის ხატებმა ადგილი შეიცვალეს... ერთ-ერთ ხატს მირონიც სდიოდა... იქაურმა მღვდელმა განაცხადა, რომ ეს დიდი მადლია,მას შენარჩუნება და რწმენაში უფრო მეტად გაძლიერება სჭირდება... დიდება უფალს!

პოსტის ავტორი: salome_tur თარიღი: Apr 13 2007, 10:37 PM

sofi89
კი, მეც მოვისმინე ეგა,


დიდება შენდა უფალო!

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Apr 14 2007, 07:48 PM

ბავშვებო,სტიგმატეზე რას იტყვით?

პოსტის ავტორი: a-l-e-q-s-a-n-d-r-e თარიღი: Apr 15 2007, 12:44 PM

კარგად დააკვირდით ამ ძეგლს!
http://imageshack.us

თუ ვერაფერი შენიშნეთ გეტყვით რომ დავით აღმაშენებელს თავზე შარავანდედი აქვს. და თუ იმასაც დავაკვიდებით რომ მის თავზე მზეა ესეიგი ღვთის მადლი ადევს მას ანუ უფალმა დიდ მორწმუნეს შარავანდედით შემოსა

პოსტის ავტორი: ana-xatia თარიღი: Apr 18 2007, 11:48 PM

ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ. ჩემთვის ეს სასწაულია.

ერთი ბიჭი იყო, რომელსაც ზაფხულში სიმსივნე აღმოაჩნდა. სიტუაცია ძალიან ძალიან დაუმძიმდა.
დააახლოებით მარტის 15 რიცხვისთვის, მისმა ახლობლებმა გვთხოვეს რომ რამოდენიმე დღეღა დარჩა და იქნებ მასთან მიგვებრძანებინა წმ. ანტონ მარტყოფელის ხატი, რომელიც ოჯახებში დაბრძანდება. ხატი მიბრძანდა და ამ ბიჭმა გაიცნო მამა გაბრიელიც, რომელიც ამ ხატს დააბრძანებს. სერგიმ აღსარების თქმა გადაწყვიტა მამა გაბრიელთან. ანტონ მარტყოფელის წაბრძანების დღეს, კი მარტყოფიდან ივერიის ღვთისმშობლის მირონმდინარე და სასწაულმოქმედი ხატი მივაბრძანეთ მასთან სახლში. (არადა როგორც წესი, იმ პერიოდში როცა ხატი მარტყოფშია, თბილისში სპეციალურად ვინმესთვის მისი ჩამობრძანება არ ხდება ხოლმე).
2 დღე გაჩერდა ივერის ღვთისმშობელი ამ ბიჭთან სახლში. სახლში არსებულ ხატებზე მირონი გადმოვიდა.
ამ ბიჭს კი ყოველ კვირა აზიარებდა მამა გაბრიელი.
აღდგომის მერე, ბრწყინვალე შვიდეულში, ოთხშაბათს ეს ბიჭი ეზიარა 12 საათზე. 2 საათში კი უფალმა გაიყვანა ამ სოფლიდან.

ვფიქრობ რომ სასწაულია.
უფლის დიდი წყალობის კიდევ ერთი გამოვლინება.

მოიხსენიეთ ახლადშესვენებული სერგი რა ბავშვებო. 28 წლის იყო sad.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Apr 18 2007, 11:55 PM

ana-xatia
ბედნიერი.

პოსტის ავტორი: ვალერი თარიღი: Apr 30 2007, 11:19 AM

გუშინ 29 აპრილს წმ. კვირიკესა და ივლიტას ტაძრის მრევლმა(დაახლოებით 1000 კაცამდე) ფეხით გადავაბრძანეთ წმ. კვირიკესა და ივლიტას ხატი სამების საკათედრო ტაძარში. სადაც პატრიარქმა დაგვლოცა და უცებ ერთ-ერთმა სტიქაროსანმა შენიშნა რომ ახლად გადაბრძანებულ ხატს მირონი სდიოდა, ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ქონდა.მადლობა ღმერთს რომ ამ სიხარულის თანამონაწილე გამხადა. smile.gif

პოსტის ავტორი: marita26 თარიღი: Apr 30 2007, 02:14 PM

ვალერი
მეც გავიგე ჩემი ახლობლები მონაწილეობდნენ მსვლელობაში.დაილოცოს უფლის დიდება!

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Apr 30 2007, 09:41 PM

ციტატა
დავით აღმაშენებელს თავზე შარავანდედი აქვს. და თუ იმასაც დავაკვიდებით რომ მის თავზე მზეა ესეიგი ღვთის მადლი ადევს მას ანუ უფალმა დიდ მორწმუნეს შარავანდედით შემოსა



კარგით რა ხალხო, გაგონილა ყველაფრის სასწაულად შერაცხვა? ძეგლია ბოლოსდაბოლოს და უკან კი მზეაა და რომ წმიდანი შარავნედითაა შემოსილი, მაინცდამაინც ძეგლის და მზის შუქების თამაშით უნდა მივხვდეთ?

ციტატა
ბავშვებო,სტიგმატეზე რას იტყვით?


სანამ ბავშვები იტყოდნენ smile.gif

სტიგმატიზმი არაა მართლმადიდებლური მოვლენა, ქრისტიანულ სინამდვილეში შიგ და შიგ ადრეც არსებობდა, მაგრამ ეკლესია მუდამ სიფრთხილით ეკიდებოდა საკითხს, მხოლოდ განხეთქილების შემდეგ კათოლიციზმში წარმოიშვა სტიგმატომანია, საფუძვლად საკმაოდ საინტერესო პიროვნება სან ფრანცისკ ასიზელი დაედო, რომელსაც ლოცვისას იმავე ადგილებში გაუჩნდა ჭრილობები, სადაც უფალს ქონდა, შემდეგ ისტორიაში იყვნენ სხვადასხვა კათოლიკე წმიდანები, რომლებსაც ხან შუბლზე უჩნდებოდათ, მათი აზრით ეკლის გვირგვინის ნაჭრილობები ხან სხვაგან... ყველაფერი კი მედიტაციის დამახინჯებული გაგებით მოდის, რაც კათოლიკებთან განხეთქილების შემდეგ წარმოიშვა, ანუ მორწმუნეს ( ბერს...)
უნდა წარმოედგინა, როგორ მიყავთ უფალი, მერე როგორ შოლტავენ, მერე როგორ შესდის ლურსმანი, მერე მეორე, მერე როგორ ჩამოეკიდა და ა.შ. ეს კი უკიდურესად მიუღებელია მართლმადიდებლური აზროვნებისათვის. ამაზე არის საუბარი იმ ლექციაში, რომელიც ახლახანს დავდე ღვთისმეტყველების ბიბლიოთეკაში.


ციტატა
დღეს ნახეთ ტელევიზორში რო აჩვენეს მაგარი სასწაული? ქუთაისში ერთ-ერთ ოჯახში,იესო ქრისტესა და მარიამ ღვთისმშობლის ხატებმა ადგილი შეიცვალეს


smile.gif ადგილები რომ შეიცვალეს ესაა "მაგარი სასწაული" ? ფრთხილად იყავით ხალხო, არ შეიძლება ასე, სასწაული არის უკიდურესად იშვიათი შემთხვევა და მისი აღიარება მხოლოდ მაშინ შეეძლება მორწმუნეს, როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო ასეთად გამოაცხადებს!


ციტატა
ი, შენ რა არ გაგიგია ბერდზნების თევზები?
სასწაულებს რო ახდენენ?


biggrin.gif ხო არა? მაგარი ხარ ლეონტი smile.gif

პოსტის ავტორი: ეკუმენისტი თარიღი: May 1 2007, 07:40 AM

ციტატა(sofi89 @ Apr 13 2007, 09:05 PM) *

დღეს ნახეთ ტელევიზორში რო აჩვენეს მაგარი სასწაული? ქუთაისში ერთ-ერთ ოჯახში,იესო ქრისტესა და მარიამ ღვთისმშობლის ხატებმა ადგილი შეიცვალეს... ერთ-ერთ ხატს მირონიც სდიოდა... იქაურმა მღვდელმა განაცხადა, რომ ეს დიდი მადლია,მას შენარჩუნება და რწმენაში უფრო მეტად გაძლიერება სჭირდება... დიდება უფალს!


ქუთაისი სასწაულების ქალაქი biggrin.gif არ დაგავიწყდეთ ცნობილი გამოთქმა-- "ქუთაისელი აფერისტები" biggrin.gif

ფრთხილად ხალხნო!

პოსტის ავტორი: giokil თარიღი: May 1 2007, 07:56 AM

ეს სურათები მე გადავიღე იერუსალიმში, უფლის ტაძარში გოგლგოთის მთის ქვეშ, იქ სიწმინდეებია დაცული და მათ შორისაა:

http://img113.imageshack.us/my.php?image=img0224rc3.jpg

http://img371.imageshack.us/my.php?image=img0223zz1.jpg

http://img371.imageshack.us/my.php?image=img0225lq6.jpg

http://img371.imageshack.us/my.php?image=img0226ia0.jpg

http://img371.imageshack.us/my.php?image=img0227er3.jpg

http://img341.imageshack.us/my.php?image=img0228wh2.jpg

სურათები ცოტათი ცუდად გამოვიდა, ფოტოაპარატის შუქი ირეკლება შუშაზე

მაიამ კი სასწაული ნახა და ...

http://img266.imageshack.us/my.php?image=img0212va3.jpg

პოსტის ავტორი: ეკუმენისტი თარიღი: May 1 2007, 08:00 AM

ციტატა(giokil @ May 1 2007, 06:56 AM) *

მაიამ კი სასწაული ნახა და ...

http://img266.imageshack.us/my.php?image=img0212va3.jpg


მაია ვინ არის? რა "სასწაული" (?) ნახა?

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: May 1 2007, 01:03 PM

აღდგომა smile.gif ყველაზე დიდი სასწაული
თუმცა ეს ქრისტიანული სასწაულია wink.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 1 2007, 01:07 PM

ციტატა
თუმცა


ძალიან კარგი გლახუნი, მაგრამ ეს "თუმცა " აგვიხსენი ერთი smile.gif

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: May 1 2007, 01:23 PM

ციტატა(salome_tur @ Feb 27 2007, 10:23 PM) *

IPB-ს სურათი
დიდება შენდა, უფალო, სასოებაო ჩვენო დიდება შენდა !

ამ ღრუბელს ჯვრამდე ბევრი უკლია მარა მაინც სასტაულია?
სასტაული თუ გინდა პირდაპირ...

პოსტის ავტორი: giokil თარიღი: May 1 2007, 05:48 PM

ციტატა(ეკუმენისტი @ May 1 2007, 08:00 AM) *

მაია ვინ არის? რა "სასწაული" (?) ნახა?


მაია - ჩემი ცოლია.

სასწაული - არ ჩამოვთვლი, რომელი ერთი დაგისახელო? მაინც რომ ვცადო, ესე იქნება (იერარქიულად არ მაქვს დანომრილი):

1. წინასააღდგომო დღეები იერუსალიმში;
2. ცეცხლის გარდამოსვლა - აღდგომის წინა შაბათს;
3. უფლის ტაძარი;
4. გოლგოთა;
5. ადამის საფლავი;
6. გარდამოხსნის ქვა;
7. უფლის საფლავი.... და ვინ მოთვლის კიდევ რა... სწორედ უფლის საფლავიდან გამოსულს გადავუღე ეს სურთი.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 1 2007, 10:13 PM

ციტატა
მაია - ჩემი ცოლია.

სასწაული - არ ჩამოვთვლი, რომელი ერთი დაგისახელო? მაინც რომ ვცადო, ესე იქნება (იერარქიულად არ მაქვს დანომრილი):


ანუ სიწმიდეები იგულისხმა ამ კაცმა და შეეშვი ახლა ეკუმინისტა smile.gif

პოსტის ავტორი: ეგრი თარიღი: May 1 2007, 10:38 PM

22-го октября 1918 года, при приеме на учет богослужебного имущества Александро-Свирского монастыря, Петрозаводской губ., в литой раке, весящей более 20-ти пудов, вместо "нетленных" мощей Александра Свирского была обнаружена восковая кукла.

Это известие, переданное коммунистической прессой во все, даже отдаленные углы Советской России, естественно вызвало крайнее смущение, как в стане церковников, так равно и среди масс... Сами же трудящиеся массы начали требовать осмотра содержимого в раках и в других местах. Таким образом..., в целом ряде губерний, в присутствии духовенства, экспертов-врачей и представителей Советской власти было произведено, по имеющимся в VIII Отделе сведениям, 63 вскрытия мощей. Вскрытия эти обнаружили целый ряд фальсификаций, при помощи которых служители культа обманывали народные массы. Оказалось, что серебряные гробницы, часто блистающие драгоценными камнями, содержали в себе либо истлевшие, превратившиеся в пыль кости, либо имитацию тел с помощью железных, обмотанных тканями каркасов, дамских чулок, ботинок, перчаток, ваты, окрашенного в телесный цвет картона и т. д.

Деятельность VIII Отдела в данной "мощенной эпопее" выразилась в сообщении на места инструкций к установлению организованного порядка вскрытий, гарантирующего соблюдение известного такта по отношению к религиозным чувствам сторонников православной религии. Так, например, VIII Одел от своих провинциальных работников требовал, чтобы вскрытие производилось в наиболее благоприятное для данной операции время и отнюдь не во время богослужений, чтобы к участию в осмотре мощей были бы привлекаемы самые широкие массы (от рабочих организаций, волостных советов, профес, союзов и т. д.), чтобы самый процесс вскрытия (распоясание, снятие одежд, извлечение черепа, костей и проч., содержимого в раке), где то окажется возможным, непременно бы поручался представителям духовенства...

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: May 2 2007, 04:39 AM

ბავშვს მხედველობა სასწაულთმოქმედი ხატიდან გადმოსული მირონის ცხების შემდეგ აღუდგა

2007-04-24




10 წლის ვლადიმერ სუზდალოვს სრული მხედველობა სამდღიანი მირონის ცხებით აღუდგა. “ჩემი შვილის თვალისჩინის დაბრუნება ნამდვილი ღვთის სასწაულია. ექიმებს არ სჯეროდათ, რომ საშინელი ავიაკატასტროფის შემდეგ ის ცოცხალი გადარჩებოდა, მან მხედველობა სწორედ მაშინ დაკარგა.”
ტრაგედიის შემდეგ, ყოველ დილით, დედა მიდიოდა ორენბურგის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარში და საათობით მუხლმოდრეკილი ევედრებოდა უფალს ერთადერთი შვილის გადარჩენას.
ერთხელ მასთან მრევლი მივიდა და მოუთხრო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის “მსწრაფლშემსმენელი” ხატის მადლის შესახებ, რომელიც სოფელ გოროდიშეს მთავარანგელოზ მიქაელის სახეობის ტაძარში იმყოფებოდა. ტატიანა დაუფიქრებლად გაემართა იმ ტაძარში და გვიან ღამემდე ლოცულობდა ხატის წინაშე.
მეორე დილით, როცა ის საავადმყოფოში მივიდა, აუწყეს, რომ ვლადიმერი კომიდან გამოვიდა. თვენახევრის შემდეგ ბავშვი საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ექიმებმა მას ვერდიქტი გამოუტანეს – მხედველობა არასოდეს აღუდგებოდა. ამის შემდეგ ტატიანა კვლავ სოფელ გოროდიშეში გაემგზავრა. ხატის წინაშე მლოცველი დედა ნახა რა ტაძრის წინამძღვარმა მამა ვიქტორმა, ჭურჭლით მას ხატიდან გადმოსული მირონი გადასცა. 3 დღე წმენდდა თვალებს სასწაულმოქმედი ზეთით დედა ავადმკოფ შვილს. მეოთხე დღეს ვლადიმერს მხეველობა დაუბრუნდა, ხოლო 2 კვირის შემდეგ სრულად აღუდგა.
“ასეთი დიაგნოზის დროს თვალისჩინის აღდგენაზე საუბარიც კი ზედმეტია. მე როგორც ექიმი, ვერაფრით ვერ ვხსნი ბავშვის მხედველობის ასე სრულად აღდგენას, ეს ნამდვილი სასწაულია ” – განაცხადა ოკულისტმა ნინა სუვოროვამ.

“ინტერფაქსი”


პოსტის ავტორი: makuna7474 თარიღი: May 2 2007, 10:25 AM

ციტატა(solomony @ May 2 2007, 05:39 AM) *

ბავშვს მხედველობა სასწაულთმოქმედი ხატიდან გადმოსული მირონის ცხების შემდეგ აღუდგა

2007-04-24

“ასეთი დიაგნოზის დროს თვალისჩინის აღდგენაზე საუბარიც კი ზედმეტია. მე როგორც ექიმი, ვერაფრით ვერ ვხსნი ბავშვის მხედველობის ასე სრულად აღდგენას, ეს ნამდვილი სასწაულია ” – განაცხადა ოკულისტმა ნინა სუვოროვამ.

“ინტერფაქსი”

მადლობა უფალს!

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: May 2 2007, 10:36 AM

ახლა თემა უნდა გავხსნა სასწაულები პროტესტანტულ ეკლესიებში smile.gif ესენი9 რაც აქ დაწერეთ მოგონებაა იმასთან wink.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 2 2007, 11:17 AM

ციტატა
ახლა თემა უნდა გავხსნა სასწაულები პროტესტანტულ ეკლესიებში ესენი9 რაც აქ დაწერეთ მოგონებაა იმასთან


სასწაულების კლასიფიკაცია მხოლოდ ასე შეიძლება მოხდეს ჩემო გლახუნი, "ცრუ" და "ჭეშმარიტი" , დანარჩენი რომელია უფრო "დიდია" და რომელი "პატარა" ეს არაფერ შუაშია, რადგან თუკი ჭეშმარიტია ორივეს წყარო ერთია ღმერთი და როდესაც ისურვებს დიდს დაუშვებს და როდესაც ისურვებს მცირეს... smile.gif დაწერე საინტერესო იქნება...

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: May 2 2007, 11:41 AM

KAIROS

ციტატა
სასწაულების კლასიფიკაცია მხოლოდ ასე შეიძლება მოხდეს ჩემო გლახუნი, "ცრუ" და "ჭეშმარიტი"

ესეიგი მართლმადიდებლურ ეკლესიაში რომ ხატი მირონის დენას დაიწყებს ეს ჭეშმარიტია და პროტესტანტულში დაბადებიდან დავრდომილი ინვალიდის ეტლიდან ადგება -ცრუ?
თუ ჭეშმარიტი და ცრუ სასწაულები ყველგან ხდება? არა?

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 2 2007, 11:50 AM

ციტატა
ესეიგი მართლმადუიდებლურ ეკლესიაში რომ ხატი მირონის დენას დაიწყებს ეს ჭეშმარიტია და პროტესტანტულში დაბადებიდან დავრდომილი ინვალიდის ეტლიდან ადგება -ცრუ?
თუ ჭეშმარიტი და ცრუ სასწაულები ყველგან ხდება? არა



ეგ შენ გაიგე, მე არაფერზე კონკრეტულად არ დამირქვამს სახელი, ზოგადად ჭეშმარიტია ის სასწაული, რომელიც ადამიანს სულის ცხონებაში შეეწევა, თორემ მართლმადიდებლური სასწაულები მარტო მირონის დენა კი არაა კაცო, ასე ცალმხრივად რად კითხულობ? ზემოთ დაგიწერეს ბრმას თვალი აეხილაო, მე მოგწერ ვიცი, დავდრომილმა გაიარა, კიბოიანი გამოჯანმრთელდა და უამრავი სხვა, ასე რომ რაც შენ გონია რომ მარტო შენსკენაა ათასობითააა ჩვენთან და არის სხვაგანაც, ამიტომ კლასიფიკაცია ჩემთან მეტია და დიდებია და თქვენთან ცოტაა და უმნიშვნელო სასაცილოა smile.gif

რაა ცრუ და რაა ჭეშმარიტი, ამის გარკვევა აქედან გაგვიჭირდება, თორემ კვერთხები გველებად ეგვპიტელმა მოგვებმაც აქციეს და მოსემაც, იდეაში და არსში სასწაული ორივემ მოახდინა, ერთი ბოროტისაგან იყო და მეორე ღვთისაგან, მოსეს გველმა სძლია მათ გველებს, ანუ მთავარია შედეგი, სულის ცხონება... ამას კი ასე სურათებით და ამბებით ვერ აღვწერთ...

ხომ გასაგებად დავწერე გლახუნი ბატონო? smile.gif

პატივისცემით,

კაიროსი!

პოსტის ავტორი: ეგრი თარიღი: May 2 2007, 11:58 AM

თქვენ მართლა გჯერათ რომ სასწაულები ხდება და ამაში ღმერთის ხელი ურევია?

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: May 2 2007, 12:01 PM

ციტატა(ეგრი @ May 2 2007, 07:58 AM) *

თქვენ მართლა გჯერათ რომ სასწაულები ხდება და ამაში ღმერთის ხელი ურევია?

დიახ, გვჯერა

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: May 2 2007, 12:01 PM

KAIROS

ციტატა
ამიტომ კლასიფიკაცია ჩემთან მეტია და დიდებია და თქვენთან ცოტაა და უმნიშვნელო სასაცილოა

იცინე მერე smile.gif
ციტატა
მთავარია შედეგი, სულის ცხონება

მართალი ხარ...
აღდგომის სასწაული ვერ შველის ამ ხალხს .....აღდგომის დღესასწაულებზე გალეშილი ხალხი ერთმანეთს რომ დაერევა სასაფლაოზე ხოლმე და მირონმდინარე ხატების სასწაული და ეტლებიდან აღმდგარი ხალხი
შეცვლის ? არა მგონია
აღიარე ახლა რომ პროტესტანტულ ეკლესიაში მომხადარი სასწაულები სიცრუედ მიგაჩნია და ისიც გგონია რომ იქ მყოფი ხალხი ჯოჯოხეთის კერძნი არიან smile.gif
ნუ გერიდება, გაუმარჯოს სიმართლეს და სიალალეს wink.gif

პოსტის ავტორი: ეგრი თარიღი: May 2 2007, 12:03 PM

ალექსანდრე

ციტატა
დიახ, გვჯერა

ვააახ კაცოოო!
"გვჯერა" რომ წერ, საკუთარ თავს თქვენობით მიმართავ თუ რაშია საქმე. იქნებ ყველა აქ მპოსტავს არ სჯერა და დააცადე აზრის გამოთქმა.

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: May 2 2007, 12:05 PM

ციტატა(ეგრი @ May 2 2007, 08:03 AM) *

ალექსანდრე

ვააახ კაცოოო!
"გვჯერა" რომ წერ, საკუთარ თავს თქვენობით მიმართავ თუ რაშია საქმე. იქნებ ყველა აქ მპოსტავს არ სჯერა და დააცადე აზრის გამოთქმა.

მე ჩემი აზრი გამოვთქვი და ვერავინ დამიშლის აზრის გამოხატვას wink.gif

პოსტის ავტორი: makuna7474 თარიღი: May 2 2007, 12:11 PM

ციტატა(ეგრი @ May 2 2007, 12:58 PM) *

თქვენ მართლა გჯერათ რომ სასწაულები ხდება და ამაში ღმერთის ხელი ურევია?

აბა მაშ ვისი ხელი ურევია? mad.gif საინტერესოა რა ახსნას მოუძებნი.
რა ვიცი, რა ვიცი მეცნიერები საუკუნეების მანძილზე იკვლევდნენ ყველა იმ სასწაულს, რაც ჩვენ გარშემო ხდება, მაგრამ ბოლოს ყველა მათგანი იმ პასუხგაუცემელ კითხვათა ქსელში იხლართებოდა, როდესაც სხვა შანსი აღარ რჩება გარდა იმისა, რომ აღიარონ უფლის ძალის მონაწილეობა ყველა იმ მოვლენაში, რაც ჩვენ გარშემო ხდება.


პ.ს.ათეისტი ხარ? unsure.gif იმედია არ მიწყენ უბრალოდ შენი პოზიცია მაშინებს ცოტა არ იყოს sad.gif


პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: May 2 2007, 12:11 PM

salome_tur
და ღრუბლით გამოხატული ჯვარი მართლმადიდებლური სასწაულია თუ კათოლიკურიც შეიძლება იყოს?

პოსტის ავტორი: ეგრი თარიღი: May 2 2007, 12:19 PM

ალექსანდრე

ციტატა
მე ჩემი აზრი გამოვთქვი და ვერავინ დამიშლის აზრის გამოხატვას

მერე გეთქვა "დიახ მჯერა". ეს "გვჯერა" საიდანღა მოიტანე? ვერავინ დამიშლისო ეგეც გადამეტებული მოგივიდა. არსებობენ მოდერატორები და ისე დაგიშლიან, როგორც დაგიბარებია. მე ვერც და გიშლი და არც დაგიშლი.
makuna7474
ციტატა
აბა მაშ ვისი ხელი ურევია? საინტერესოა რა ახსნას მოუძებნი.

არავის ხელი არ ურევია. სასწაულები არ ხდება. კერძოდ რომელი "სასწაულის" ახსნა გაინტერესებს?
ციტატა
რა ვიცი, რა ვიცი მეცნიერები საუკუნეების მანძილზე იკვლევდნენ ყველა იმ სასწაულს, რაც ჩვენ გარშემო ხდება, მაგრამ ბოლოს ყველა მათგანი იმ პასუხგაუცემელ კითხვათა ქსელში იხლართებოდა, როდესაც სხვა შანსი აღარ რჩება გარდა იმისა, რომ აღიარონ უფლის ძალის მონაწილეობა ყველა იმ მოვლენაში, რაც ჩვენ გარშემო ხდება.

აბა დაპოსტე გენაცვალე ერთი კონკრეტული შემთხვევა, როდესაც რომელიმე მეცნიერი "სასწაულს" იკვლევდა და მერე გაიხლართა.
ციტატა
პ.ს.ათეისტი ხარ? იმედია არ მიწყენ უბრალოდ შენი პოზიცია მაშინებს ცოტა არ იყოს

კი ათეისტი ვარ, მაგრამ საშიში არ ვარ. ვერაგი ვარ.

პოსტის ავტორი: makuna7474 თარიღი: May 2 2007, 12:32 PM

ციტატა(ეგრი @ May 2 2007, 01:19 PM) *

makuna7474

არავის ხელი არ ურევია. სასწაულები არ ხდება. კერძოდ რომელი "სასწაულის" ახსნა გაინტერესებს?

აბა დაპოსტე გენაცვალე ერთი კონკრეტული შემთხვევა, როდესაც რომელიმე მეცნიერი "სასწაულს" იკვლევდა და მერე გაიხლართა.

კი ათეისტი ვარ, მაგრამ საშიში არ ვარ. ვერაგი ვარ.

კარგი გენაცვალე და ცეცხლის გარდამოსვლაზე რას მეტყვი ყოველ აღდგომას, იერუსალიმში?
ვერაგი კი არა "ურწმუნო" ხარ. იცი მე მყავდა ათეისტი მეგობარი, მაგრამ ეხლა საკმაოდ ხშირად დადის ტაძარში და უკვე მოძღვრის აყვანასაც ფიქრობს... მისი შემობრუნება ჭეშმარიტი სარწმუნოებისაკენ ჩემი ცხოვრების მთავარ მიღწევად მიმაჩნია. ისიც შენნაირად ლაპარაკობდა მანამდე ვიდრე ბნელსა შინა იმყოფებოდა და არაფრის გაგონება არ სურდა სარწმუნოებაზე, არაფრის დაჯერება არ უნდოდა როცა ეს საკმაოდ თვალსაჩინო იყო. რა ვიცი რა გითხრა მე იმისათვის რომ დაგარიგო მეტისმეტად უვიცი ვარ, გირჩევ მოძღვართნ მიხვიდე და გაესაუბრო ამ ყველაფერზე,, იქნებ მან მაინც დაგარწმუნოს და გაგარკვიოს რა არის ჭეშმარიტება და რა სიბნელისკენ მიმავალი გზა...
უფალს ებარებოდე!!!

პოსტის ავტორი: _გიორგი_ თარიღი: May 2 2007, 05:32 PM

ციტატა(ეგრი @ May 2 2007, 04:17 PM) *

_გიორგი_
გამოყავი ერთი ნაწილი (ოღონდ სასწაულს რომ ეხება ისეთი. ფიზიკა სხვა თემაში) და ვიკამათოთ.

არ არის საჭირო. მე პირველად არა ვარ ასეთ სიტუაციაში. უამრავ ათეისტთან მიკამათია, მაგრამ შედეგი ერთია თუ რაიმე შედარებით "ნაკლებ სასწაულს" ვეტყვი, მაშინ ცდილობენ რაიმენაირად ახსნან ან სხვაგვარი ინტერპრეტაცია მისცენ, რაოდენ მიამიტურიც არ უნდა იყოს ეს ახსნა-განმარტებები, ხოლო თუ რაიმე ისეთს ვეტყვი რომ მართლა შეუძლებელია ახსნა და საერთოდ უადგილოა სხვა რაიმეს მტკიცება მაშინ არ მიჯერებენ, ხან გონიათ რომ ვატყუებ, ან მასე არ იქნებოდაო და ა.შ.

ისე ერთ უცნაურ ამბავს მოგიყვები, რადგან ოლიმპიადები ვახსენე, ასეთი საოცარი შემთხვევა მოხდა, 57-ე სკოლაში რომ დავბრუნდი (ბავშვობა იქ გავატარე კოლეჯამდე)ძალიან მინდოდა რომ მე-11 კლასში (ბოლო წელი იყო) გამარჯვებულებს შორის ვყოფილიყავი, რადგან ძალიან მიყვარდა ჩემი ბავშვობის სკოლა და მინდოდა მათი სახელითაც მოვხვედრილიყავი გამარჯვებულებს შორის . . . ჰოდა ღამე ოლიმპიადის დაწყების წინ დამესიზრმა ურთულესი სტერეომეტრიული ამოცანა, პრიზმების და სხვა ბრუნვითი სხეულების ნაწილობრივი კვეთის შედეგად მიღებულ სივრცეში კიდე გავლებული იყო რამდენიმე სიბრტყე და რამდენიმე წრფე, მოცემული იყო რარაც სიდიდეები და უნდა გაგეგო აღარ მახსოვს ცალსახად განსაზრვრული სივრცის მოცულობა თუ შემოსაზღვრული სიბრტყის ფართობი. ამოცანა წინა დღით მოიგონა ალბათ კოტე ცისკარიძემ ან გია ბარელიძემ, მოკლედ ოლიმპიადის ორგანიზატორებმა და დონით იყო სკანავის კრებულის "c" ჯგუფის დონის. (ყველაზე რთული) მსგავსი ტიპის ამოცანაც კი არასოდეს მინახავს ისეთი არა სტანდარტული იყო, არადა დამესიზრმა საოცარი სიზუსტით, ყველა სიდიდეს, ისეტებიც კი როგორიცაა ვთქვათ ფესვი სამიდან, ირაციონალური რიცხვებით და ყველაფრით. მთელი ამოცანა ძილში ამოვხსენი თავისი სინუსების თეორემის, კუთხეების დაშლის და კოორდინათსა ანალიზის გათვალისწინებით, გვერდები ვითომ წრფეები იყო განტოლების სახით გამოვსახე და რამდენიმე სისტემა ამოვხსენი ბოლოს პასუხიც მივიღე, ირაციონალური იყო. და მეორე დღეს ის ამოცანა ზუსტად ისე, რიცხვიც კი არ იყო შეცვლილი ისე შემხვდა, თან სიზმარი იმდენად მკაფიოდ მახსოვდა თითქოს გუშინ ამომეხსნას, უბრალოდ 15 წუთში დავწერე სიზმარში ნანახი, კონკურსანტებმა უბრალოდ ვერ ამოხსნეს ეგ ამოცანა 4 საათის განმავლობაში და ამით გავიმარჯვე. ეს მე მცირედ სასწაულად მიმაჩნია, არაა საჭირო სასწაული მაინცდამაინც ვიზუალური იყოს. ახლა არ დამიწყო იმის ახსნა თუ რა არის საიზმარი და როგორ მუშაობს ტვინი . . . აქაც უამრავი მაქვს წაკითხული და ალბთ დამეთანხმები რომ ფიზიკა ბევრად წინაა, ეგ კიდევ უფრო გამოუკვლეველია, ბევრად მეტია ცნობილი მზის აგებულებაზე ან წითელი გიგანტების ვიდრე ტვინზე, ამდენი დამტხვევა, ასეთი სიზუსტით მაშინ როცა ამის სურვილი გაქვს და ღმერთს თხოვ შემწეობას შეუძლებელია შემთხვევითი მოვლენა იყოს. უბრალოდ უნდა შეგმთხვეოდა ეგ ამბავი და პირველი ამოცანის დანახვაზე სიხარული კი არ ვიგრძენი არამედ შიში რომ ასეთი რაღაცაც შეიძლება მოხდეს. გარდა ამისა სხვა სასწაულებიც მინახავს . . . რომ გთხრა ანგელოზი მინახავს თქო არ დამიჯერებ . . . ამოცანა მოგიყვანე, ვიცი მაინც შეეცდები რომ ახსნა რომ შეიძლება ადამიანს დაესიზმროს მთელი ნახევარგვერდიანი სივრცითი მოცულობის მქონე ამოცანა ყველა პარამეტრით და სიდიდით, რომელიც არსად არ უნახავს (და მსგავსიც არ არსებულა, სპეციალურად იყო მოგონებული ოლიმპიადისთვის, თანაც სულ სხვანაირი ტიპის) და მერე როგორ შეიძლება რომ ზუსტად ისეთი შეხვდეს მეორე დღეს და მოაგებინოს ოლიმპიადის ტური . . . ანდა არც ამას დამიჯერებ . . . და გაგეცინება და აბა როგორ გეკამათო, დამიჯერებ ღმერთი რომ არის რომ მოგიტანო ფოტოსურათი, მკაფიო ანგელოზის გამოსახულებით, ნათლობის დროს დაფიქსირებული, თანაც ფოტოფირზე (ანუ აღბეჭდილი და არა ციფრული ტექნოლოგიებით), სადაც გამორიცხულია photoshop და corel . . . ? ასეთ ფოტოფირებს სასამართლოც ენდობა როგორც უტყუარს, ციფრული სურათი ვერაფრის მტკიცებულებად ვერ გამოდგება იურიდიულადაც, რადგან მისი დამუშავება შეიძლება. დამიჯერებ? არა, რა თქმა უნდა . . . მიზეზი? არ გინდა და იმიტომ. შენ სასწაულები მარტო "იერუსალიმის ცეცხლი" ან საყოველტაოდ ცნობილი ფაქტები გგონია? უამრავი სასწაული: მირონდმდინარე ხატები, ხილვები (ძილში თუ ცხადში) არსებობს . . . და ეს ბევრს უნახავს და ბევრის ცხოვრებაც შეუცვლია. თუნდაც ნაკურთხი წყალი, რომელიც არ ფუჭდება . . . რაც მე ვნახე ჩემი თვალით, რაჭაში დამრჩა ნაკურთხი წყალი ნესტიან, დამტვერილ და ბინძურ მიტოვებულ სახლში, სადაც ყველაფერი ერთ თვეში ფუჭდებოდა კი არა მოსპობილი იყო და დამრჩა ერთი წლით, სახლი დავკეტეთ და მთელი წელი აღარ ჩავსულვართ. გვერძე ჭურჭელში ჩვეულებრივი წყალიც იყო, რომელიც ერთი წლის მერე გაყვითლებული, ბაქტერიებისგან გამომპალი და გახრწნილი იყო, ნაკურთხი წყალი კიდევ გვერდზე სუფთა, იდეალური და დასალევადაც ვარგისი. გჯერა? ან არ გჯერა . . . ან კომუნისტები რომ ხსნიდნენ ვერცხლის იონებიო, ჯვრის ჩადების მერეო, რა სასაცილოა . . . ჯერ ერთი წყლის მნიშვნელოვანი ნაწილის დაელექტროებას არ ეყოფა წამები, როცა ჯვარი იქ დევს, მე შენ გეტყვი და საათობით დევს იქ რომ მცირედი რეაქცია მაინც მოხდეს, მაგრამ ხის ჯვარით ნაკურთხ წყალსაც დიდი ძალა აქვს . . . ზუსტად იგივე . . . არასი უამრავი წმინდანის უხრწნელი სხეული, მაშინ როცა გვერდზ საძვალეში გახრწნილია სხეულები საუკუნეების განმავლობაში . . . ასე რომ არ ღირს კამათი, უსარგებლო დროის კარგვაა, ამას დანახვა უნდა და არაა სასაცილო. თან რაც ყველაზე დამაფიქრებელი ისაა რომ არის უამრავი სასწაული და როგორ შეიძლება იმის მტკიცება რომ ყველაფერი დამთხვევაა . . . ახლა ღმერთის არსებობას ვერც ვერასოდეს უარყოფ და ვერც დაამტკიცებ პითაგორას თეორემასავით, მაგრამ ფაქტების ჯამს კარგი ანალიზი უნდა . . . მეც ბავშვობიდან ასე კი არ ვიყავი, 15 წლის ვიყავი რომ მოვინათლე, უბრალოდ საჭიროა კარგად დაფიქრება და ყველაფრის ობიექტურად შეფასება. გარდა უშუალოდ ფაქტებისა საჭიროა რელიგიის ისტორიის კარგი ცოდნა რომ ჭეშმარიტებამდე მიხვიდე, იმიტომ რომ კარგი ვთქვათ იწამე რომ რმერთი რარაც ფორმით არსებობს და მართლაც განაგებს ქვეყანას, მერე იწყება ჭეშმარიტების ძიება . . . რომელი რელიგიაა სწორი . . . სად რა ჩანაწერები გვხვდება, რატომ წარმოიშვა ამდენი რელიგია, კარგი ცოდნა უნდა ამის ისლამის, იუდაიზმის, ბუდიზმის, აღმოსავლური რელიგიების, ურთულესი საკითხია და საჭიროა ობიექტური ლიტერატურის მოძიება და არა კომუნისტური და საბჭოთა ლიტერატურის სადაც ისე ტენდენციურად არის ჩამოყალიბებული ათეიზმი რომ ელემენტარულად ბიბლიის კარგი მცოდნე მაშინვე დაინახავს რომ უბრალოდ ტექსტი, ფაქტები და მოვლენებია დამახინჯებული და ა.შ. ახლა მე არც მჯერა რომ შენზე ეს ნაწერი იმოქმედებს, მაგრამ სხვა თუ არაფერი არ უნდა იცინო, მოკრძალებულად დააფიქსირო საკუთარი პოზიცია და უბრალოდ იფიქრო ყველაფერ ამაზე . . .

პოსტის ავტორი: piligrimi თარიღი: May 2 2007, 08:30 PM

ეგრი ეს შენი ციტატაა

ციტატა
ყველაში ღმერთმა დაგიფაროს და მართლმადიდებლურში კი ბატონო.

რაღაც არა მგონია ათეისტებს რმეში ღმერთის იმედი ქონდეთ და გამიხარდა შენ რომ სხვანაირად ფიქრობ

ციტატა
დამისახელე ერთი ამ უამრავიდან. სად განისვენებს?

შეგიძლია ზარზმის მონასტერს ეწვიო სადაც განისვენებს უცნობი ბერის უხრწნელი ცხედარი
ეხლახან აღმოაჩინეს საძვალეში
ეს რაც ახლოს და ზუსტად ვიცი

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: May 2 2007, 09:40 PM

თემა გასუფდავდება ,,ოფტოპიკებისაგან'' !
ძალიან გთხოვთ,თავი შეიკავოთ თემისასთვის შეუფერებელი პოსტებისაგან!!!

პოსტის ავტორი: ეგრი თარიღი: May 2 2007, 11:06 PM

makuna7474

ციტატა
კარგი გენაცვალე და ცეცხლის გარდამოსვლაზე რას მეტყვი ყოველ აღდგომას, იერუსალიმში?

ყოველ აღდგომას რას ნიშნავს. იესო დაასაფლავეს დაახლოებით ახალი წელთაღრიცხვის 25-30 წელს. ეს ცეცხლის გადმოსვლა როდის დაიწყო?

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: May 2 2007, 11:27 PM

ციტატა
ყოველ აღდგომას რას ნიშნავს. იესო დაასაფლავეს დაახლოებით ახალი წელთაღრიცხვის 25-30 წელს. ეს ცეცხლის გადმოსვლა როდის დაიწყო?

დიდ შაბათს იერუსალიმის ტაძარში მადლმოსილი ცეცხლის გადმოსვლა საკვირველი მტკიცებაა მართლმადიდებლური სარწმუნოების ჭეშმარიტებისა და დიდებულებისა. უნივთო ცეცხლმა, ნათელმა, მოციქულთა და წმიდა მამათა მოწმობით, ჯერ კიდევ აღდგომისას განაბრწყინა მაცხოვრის საფლავი. წმიდა გრიგოლ ნოსელთან ვკითხულობთ: „პეტრე ხედავდა არა მარტო ხორციელი თვალით, არამედ მოციქულებრივი გონებითაც, - მაცხოვრის საფლავი აევსო ნათელს და თუმცა ღამე იყო, ორგვარი ხედვით ჭვრეტდა შინაგანს - გრძნობიერად და სულიერად“ წმიდა იოანე დამასკელი წერს: „პეტრე დადგა საფლავიდან და შეძრწუნდა მხედველი ნათლისა“.

პირველი ცნობა მადლმოსილი ცეცხლის გადმოსვლის შესახებ IV საუკუნეში გვხვდება ევსები კესარიელის საეკლესიო მატიანეში. IV საუკუნეში ელენე დედოფალმა ააგებინა მაცხოვრის აღდგომის ტაძარი და იმავე წელს უფალმა მადლი - საღმრთო ცეცხლი გარდამოუვლინა მას. უკვე რამდენიმე საუკუნეა, საფლავს მართლმადიდებელი მღვდელმთავრები მეთვალყურეობენ და მადლმოსილი ცეცხლის მისაღებად უფლის საფლავთან დიდ შაბათს აუცილებლად მართლმადიდებელი პატრიარქი უნდა წარსდგეს.


პოსტის ავტორი: ეგრი თარიღი: May 2 2007, 11:35 PM

ალექსანდრე

ციტატა
პირველი ცნობა მადლმოსილი ცეცხლის გადმოსვლის შესახებ IV საუკუნეში გვხვდება ევსები კესარიელის საეკლესიო მატიანეში. IV საუკუნეში ელენე დედოფალმა ააგებინა მაცხოვრის აღდგომის ტაძარი და იმავე წელს უფალმა მადლი - საღმრთო ცეცხლი გარდამოუვლინა მას. უკვე რამდენიმე საუკუნეა, საფლავს მართლმადიდებელი მღვდელმთავრები მეთვალყურეობენ და მადლმოსილი ცეცხლის მისაღებად უფლის საფლავთან დიდ შაბათს აუცილებლად მართლმადიდებელი პატრიარქი უნდა წარსდგეს.

ანუ ცეცხლის გადმოსვლა დაიწყო IV საუკუნეში. და ყოველ წელს სტაბილურად გადმოდიოდა, გადმოდის და გადმოვა მართლმადიდებელი პატრიარქის კუვუკლიაში შესვლისა და ლოცვის შემდეგ?
სწორედ გავიგე?

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: May 3 2007, 12:17 AM

ციტატა(ეგრი @ May 2 2007, 07:35 PM) *

ალექსანდრე

ანუ ცეცხლის გადმოსვლა დაიწყო IV საუკუნეში. და ყოველ წელს სტაბილურად გადმოდიოდა, გადმოდის და გადმოვა მართლმადიდებელი პატრიარქის კუვუკლიაში შესვლისა და ლოცვის შემდეგ?
სწორედ გავიგე?


პირველად ღვთაებრივად გადმოსული ცეცხლი პეტრე მოციქულმა იხილა.

მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ ყველანაირად ცდილობდნენ ქრისტეს სახელის აღმოფხვრას ხალხის გონებიდან, და მაცხოვრის საფლავიც მიწით ამოავსეს და IV საუკუნემდე მის ადგილას წარმართული ტაძარი იდგა, ხოლო შემდეგ უკვე IV საუკუნეში მოციქულთასწორ დედოფალმა ელენემ ამ ადგილას ააშენა დიდებული ტაძარი. სწორედ ამ დროდან მოყოლებული გადმოდის ღვთაებრივი ცეცხლი. როგორც უკვე დავწერე
ციტატა
პირველი ცნობა მადლმოსილი ცეცხლის გადმოსვლის შესახებ IV საუკუნეში გვხვდება ევსები კესარიელის საეკლესიო მატიანეში. IV საუკუნეში ელენე დედოფალმა ააგებინა მაცხოვრის აღდგომის ტაძარი და იმავე წელს უფალმა მადლი - საღმრთო ცეცხლი გარდამოუვლინა მას

პოსტის ავტორი: ეგრი თარიღი: May 3 2007, 10:26 AM

ალექსანდრე

ციტატა
პირველად ღვთაებრივად გადმოსული ცეცხლი პეტრე მოციქულმა იხილა.

გასაგებია. მაგრამ ეს ალბათ მართლმადიდებელი პატრიარქის მონაწილეობის გარეშე მოხდა. თუ ვცდები?
ციტატა
სწორედ ამ დროდან მოყოლებული გადმოდის ღვთაებრივი ცეცხლი. როგორც უკვე დავწერე

ხო ეგ წავიკითხე, მაგრამ მინდოდად დამეზუსტებინა.

IV საუკუნიდან მოყოლებული, ანუ მას შემდეგ რაც იუდამ ელენეს მაცხოვრის საფლავი აპოვნინა და შემდეგ იქ ქრისტეანული ტაძარი ააგეს, ყოველ წელს (გამონაკლისის გარეშე) 2007 წლის ჩათვლით, მართლმადიდებელი პატრიარქის კუვუკლიაში შესვლისა და ლოცვის შემდეგ (და არანაირი სხვა მეთოდით გარდა ერთი ცნობილი გამონაკლისისა, როდესაც ცეცხლი ტაძრის ბოძიდან გადმოვიდა) გადმოდის სასწაულებრივი და სასწაულმოქმედი ცეცხლი, თან ეს ყველაფერი ხდება მართლმადიდებლური აღდგომის წინა დღეს (ანუ დიდ შაბათს) საღამოს (როგორც რუსები იტყვიან ს სუბოტი ნა ვოსკრესენიე)?

აი ეს რაც ჩამოვწერე შეიცავს თუ არა რაიმე უზუსტობას, ან საჭიროებს თუ არა რაიმე დაზუსტებას?

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: May 3 2007, 11:24 AM

QUOTE
იესო დაასაფლავეს დაახლოებით ახალი წელთაღრიცხვის 25-30 წელს

რა ღრმა ცოდნაა გავგიჟდი biggrin.gif ეს ხუმრობით wink.gif 33 წლის იყო ისე. წელთაღრიცხვა კი ქრისტეშობიდან აითვლება...

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: May 3 2007, 11:27 AM

ციტატა(მარიამი @ May 3 2007, 11:24 AM) *

რა ღრმა ცოდნაა გავგიჟდი biggrin.gif ეს ხუმრობით wink.gif 33 წლის იყო ისე. წელთაღრიცხვა კი ქრისტეშობიდან აითვლება...



არის მოსაზრება და არა საფუძველს მოკლებული, რომ წელთაღრიცხვა შეცდომითაა...

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: May 3 2007, 12:49 PM

QUOTE(კანუდოსელი @ May 3 2007, 11:27 AM) *

არის მოსაზრება და არა საფუძველს მოკლებული, რომ წელთაღრიცხვა შეცდომითაა...

და რა არის ამ მოსაზრების საფუძველი? პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს, გეთანხმები. მაგრამ საინტერესოა wink.gif

პოსტის ავტორი: _გიორგი_ თარიღი: May 3 2007, 12:50 PM

სასწაულების უარყოფა და საერთოდ ღვთის უარყოფა და მატერიალიზმის ქადაგება თანამედროვე მეცნიერების მოშველიებით და მეცნიერული ახსნა-განმარტებებით ყოვლად მიუღებლად მიმაჩნია. მთავარია საღი ანალიზის უნარი და გონებაზე დაფუძნებული ღვთის რწმენა თორემ უძველეს დროში ბერძენი მატერიალისტ ფილოსოფოსებსაც არ სწამდათ არანაირი სულიერის და ყოველივეს აფუძნებდნენ ყოვლად უსუსურ მატერიალიზმს, რომლის მიხედვითაც მთელი სამყარო შექმნილი იყო ოთხი მარადიული სუბსტანციისგან: ცეცხლი, წყალი, მიწა და ჰაერი და ყოველი ნივთიერებისა თუ ბუნებრივი მოვლენის ახსნას ამ სუბსტანციების სინთეზით და ურთიერთქმედებით ხსნიდნენ. დღეს ეს უბრალოდ სასაცილოა და სამყაროს ამგვარ მოდელს არანაირი კავშირი არა აქვს რეალობასთან თუმცა ეს იმ დროში სრულიად საკმარისი იყო რომ ვირაცას ამისი დაეჯერებინა და ამის საფუძველზე ათეისტიც გამხდარიყო. იგივეა თანამედროვე მეცნიერებაც, გავა დრო და სულ სხვანაირად შევხედავთ ყველაფერს, მრავალი თეორია უკუგდებულ იქნება და შორეული გადმოსახედიდან თანამედროვე მეცნიერებაც ბერძენი მატერიალისტების დონედ გამოჩნდება. სამყაროს კვლევა უსასრულოდ შეიძლება და უსასრულობისათვის მცირე და დიდი ერთი და იგივეა, ამიტომ სულ ერთია გინდ თანამედროვე მეცნიერება და გინდ შუა საუკუნეების დონე, სამყარო მაინც ამოუცნობელი რჩება და მეცნიერებას არ ძალუძს არც ღვთის უარყოფის დამტკიცება და არც სასწაულების მიზეზის ამოხსნა.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: May 3 2007, 12:58 PM

ციტატა(მარიამი @ May 3 2007, 12:49 PM) *

და რა არის ამ მოსაზრების საფუძველი? პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს, გეთანხმები. მაგრამ საინტერესოა wink.gif



ისტორიულად IV საუკუნეში იტალიელი ბერის მიერ მოხდა არასწორად დათარიღება და შემდეგ ტრადიციულად გაგრძელდა.

მიზეზი და საბაბი არის რამდენიმე, ერთი უმთავრესი ისაა, რომ ბიბლიაში მოხსენიებული რამდენიმე პიროვნება უფრო ადრე გარდაიცვლა, როგორც ამას მრავალი ისტორიული საბუთი ადასტურებს, ვიდრე რომ მიგვეღო ტრადიციული წელთ აღრიცხვა..., ანუ საქმე გვაქვს წელთაღრიცხვის წანაცვლებასთან

ეს მოკლედ

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: May 3 2007, 12:59 PM

QUOTE
ეს მოკლედ

უფრო დაწვრილებით რომ გავიგო, რამე ლინკს ხომ ვერ მომაწვდი? ქართულად, რუსულად და ინგლისურად შემიძლია წავიკითხო.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: May 3 2007, 01:06 PM

Диакон Андрей Кураев

Каждая газета первой своей новостью сообщает о том, что в семье плотника из Назарета двадцать (или почти двадцать) веков назад родился малыш. Ведь каждая газета и каждое информационное сообщение начинаются с даты, а дата указывает на точку отсчета: «такой-то год от Рождества Христова».

Недавно позади остался 2000 год... Началось третье тысячелетие...

Нет, это не из «воспоминаний о будущем». С 1993 года началось третье тысячелетие новой эры, третье тысячелетие от Рождества Христова. Если бы события 1992 года описывал древнерусский летописец, он записал бы так: «В лето 7500 от сотворения мира...». А если бы ему предложили исчисление лет вести не от ветхозаветных времен, а от евангельских – он записал бы о «лете 2000-ом от Рождества Господа нашего Иисуса Христа во плоти».

Нынешняя западная хронология, принятая в России в ходе петровских реформ, отстает от традиционного православного календаря на 8 лет. К сожалению, сама дата Рождества была неверно вычислена в шестом веке западным монахом Дионисием Малым. Его вычисления и легли в основу западных календарей.

В допетровской России, однако, была своя система летоисчисления. Она велась «от сотворения мира». Не знаю, как время «сотворения мира», но вот дату Рождества Христова она помнила точнее. Рождество она относила на семь лет раньше, чем это сделал Дионисий. При этом Рождение Христа приходилось на 5500 год «от сотворения мира». Святцы патриарха Иосифа, например, так определяли дату Рождества: «Родился Господь наш Иисус Христос в лето Августа царя, единовластителя тогда во вселенной. В лето от создания мира 5500, индикта 10, круга Солнцу 12, Луны 9, в среду».

В требнике патриарха Филарета (Романова) так говорилось о ней в «Чине приходящих от ересей»: «Проклинаю ложное исповедование их (латинян) и прелестное их летописцев указание, яко Господь наш Иисус Христос воплотися не в лето пять тысящ пять сотое».

Если бы современный счет «от Рождества Христова» совпадал с древнерусским и византийским счетом, то при переводе летописей, считающих годы «от сотворения мира», на современный календарь, надо было бы просто вычесть 5500 лет. Но в том-то и дело, что год Рождества западная традиция и восточная определяют по-разному. И потому при переводе приходится вычитать 5508. Например, если в древнерусском тексте стоит дата «лето 6496», это означает 988 год от Р.Х.

Это – если речь идет о веках Новой эры, а при подсчете событий, бывших до Рождества, надо делать поправку не на 8, а на 7 лет: поскольку первому году нового счисления предшествует не «нулевой год», а первый год н.э., то и при переходе рубежа эр разрыв в исчислении лет на Западе и Востоке уменьшается на год и сокращается до семи лет.

Так, первый год христианской эры по православному летоисчислению соответствует седьмому году до н.э. в западном календаре, а, в свою очередь, 1992 год по календарю соответствует 2000 году по православному счету времени.

Итак, по древнеправославному календарю третье тысячелетие началось с1993 года. Ныне мы вошли в 21 столетие от действительного Рождества Христова, и, кстати, «конца света» при этом не произошло (если не считать нескольких сектантских шоу под этим названием).

Восточно-христианская традиция сохранила более точную память о тех событиях в Палестине. В пользу восточно-христианского календаря говорят и многие научные данные. Еще Кеплер пришел к выводу, что Вифлеемская рождественская звезда могла быть видима на земном небосклоне только в 7 году до н.э. Исторические свидетельства, собранные о. Александром Менем в его книге «Сын Человеческий», приводят к той же дате. К ней же склоняются и Ф. Фаррар в «первых днях христианства» и В. Болотов в своих «Лекциях по истории древней Церкви». Сегодня, однако, только старообрядцы в своих календарях продолжают указывать годы по традиционному церковному летоисчислению (о годе Рождества см., например, Старообрядческий церковный календарь на 1986 г. С. 36).

Учитывая сложности, связанные с определением года Рожества, есть ли возможность вычислить день, когда родился Иисус? Да, есть. Первое из событий Нового Завета, описываемое в Евангелии, может быть датировано достаточно точно. «Во дни Ирода, царя Иудейского, был священник из Авиевой чреды, именем Захария (...)

Однажды, когда он в порядке своей чреды, служил пред Богом, по жребию, как обыкновенно было у священников, досталось ему войти в храм Господень для каждения (...) тогда явился ему Ангел Господень» (Лк. 1,5 – 11).

Итак, Захария – из «Авиевой чреды». Священнослужение в Ветхом Завете было потомственным, и, чтобы каждой семье было определено время ее служения в Храме, царь Давид разделил священнический род левитов на «чреды», то есть смены. Авиевой чреде жребий выпал восьмым (1 Пар. 24,10). Всего таких чред было 24. Следовательно, в год каждой чреде доставалась по две недели служения. Как служитель восьмой чреды, Авий служил в конце четвертого месяца по богослужебному еврейскому календарю.

Богослужебный календарь начинался с месяца нисан (авив). Поскольку лунный календарь Ветхого Завета и наш солнечный календарь не совпадают – месяц нисан (месяц цветов) соответствует марту-апрелю современного календаря. Плюс четыре месяца – и мы получаем август как время служения Захарии. Захария возвращается домой (не сразу после видения, а «когда окончились дни службы его» – Лк. 1,23) и вскоре «после сих дней зачала Елисавета, жена его» (Лк. 1,24). Итак, время зачатия Елисаветой Иоанна Предтечи можно определить как сентябрь (23 сентября ст. ст. в церковном календаре). Время рождения Иоанна Предтечи, таким образом, оказывается девятью месяцами позже – в июне (24 июня по церковному календарю). Однако в период беременности Елисаветы произошло еще одно событие. Деве Марии было возвещено, что Она родит Христа. Мария не решается открыть возвещенное Ей Своему мужу, а из родственников у нее была жива только Елисавета.

В течение пяти месяцев Елисавета скрывала свою чудесную беременность (Лк. 1,24), а в шестой месяц ее беременности «послан был Ангел Гавриил от Бога в (...) Назарет, к Деве, обрученной мужу, именем Иосиф». Значит, Благовещение Марии происходит шесть месяцев спустя после зачатия Иоанна Предтечи. Это – март (по церковному календарю Благовещение празднуется 25 марта). Спустя девять месяцев наступает рождество Христа. Месяцем Рождества оказывается декабрь (25 декабря).





პოსტის ავტორი: ეგრი თარიღი: May 3 2007, 01:36 PM

კანონისტი

ციტატა
მოდი მარტივად ვთქვათ, ღმერთი არის იმიტომ რომ შექმნა სამყარო. ვისაც არ ჯერა, ამტკიცოს

ნამეტანი მარტივად ხომ არ გამოგივდა? რომელ კლასში სწავლობ?
ციტატა
ცოტა რთულად კი, მორწმუნე გეუბნება, რომ ღმერთი ისეთი სუბსტანციაა, რომ მისი არსებობის დამტკიცება მეცნიერებისათვის ხელთ არსებული საშუალებებით შეუძლებელიაო და რას ერჩი??

არავის არაფერს არ ვერჩი (ჯერ-ჯერობით)
ეგ რაც დასწერე რომელი მორწმუნე მეუბნება?

პოსტის ავტორი: _გიორგი_ თარიღი: May 3 2007, 01:39 PM

ციტატა(ეგრი @ May 3 2007, 01:17 PM) *

4 დღეში ფორუმ.გე-ზე ბანი თუ არ მომეხსნა, აქ ისეთებს ვკითხულობ ჭეშმარიტ მართლმადიდებლად დავუბრუნდები საყვარელ ფორუმს.
ქრისტე მეშვება გულში, მერე გონებაში და მერე ბანის თავიდან აცილების გამო აღარ გავაგრძელებ.

ყველაფერი სასაცილო და საშაყირო არაა, და შენ თუ არ გწამს პატივი ეცი ჩვენს რწმენას. ეს მართლმადიდებლური ფორუმია, ჩვენ არ მოვსულვართ forum.ge-ზე და არ გვიცდია ჩვენი მრწამსის თავზე მოხვევა. აქ შენ მოხვედი და თუ სურვილი გაქვს დაპოსტე აქაც, მაგრამ მართლმადიდებლური ფორუმი church.ge წესდების გათვალისწინებით, ძალიან გთხოვ ნუ არღვევ მე-4 მუხლის, მე-2 პუნქტის ა) ნაწილით განსაზღვრულ ფორუმის წევრის მოვალეობებს.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: May 3 2007, 01:42 PM

ციტატა(ეგრი @ May 3 2007, 01:36 PM) *

რომელ კლასში სწავლობ?



არა პროფესიონალს შესაბამის სფეროში დიდი გულით ესაუბრები და გუშინ მახსოვს ერთი ადამიანი რომელიც ამტკიცებდა რომ ფიზიკოსია, ნამეტანი ალოგიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდა, როდესაც სერიოზულ პასუხის არქონის/ვერქონის/ან სხვა მიზეზით არ დასახელების გამო ერთი გზა ქონდა: მთავარი თემისგან თავი აერიდებინა biggrin.gif

არ გირჩევ იგივე თემის წამოჭრას biggrin.gif

პოსტის ავტორი: ეგრი თარიღი: May 3 2007, 03:15 PM

IV საუკუნიდან მოყოლებული, ანუ მას შემდეგ რაც იუდამ ელენეს მაცხოვრის საფლავი აპოვნინა და შემდეგ იქ ქრისტეანული ტაძარი ააგეს, ყოველ წელს (გამონაკლისის გარეშე) 2007 წლის ჩათვლით, მართლმადიდებელი პატრიარქის კუვუკლიაში შესვლისა და ლოცვის შემდეგ (და არანაირი სხვა მეთოდით გარდა ერთი ცნობილი გამონაკლისისა, როდესაც ცეცხლი ტაძრის ბოძიდან გადმოვიდა) გადმოდის სასწაულებრივი და სასწაულმოქმედი ცეცხლი, თან ეს ყველაფერი ხდება მართლმადიდებლური აღდგომის წინა დღეს (ანუ დიდ შაბათს) საღამოს (როგორც რუსები იტყვიან ს სუბოტი ნა ვოსკრესენიე)?

აი ეს რაც ჩამოვწერე შეიცავს თუ არა რაიმე უზუსტობას, ან საჭიროებს თუ არა რაიმე დაზუსტებას?

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 3 2007, 03:30 PM

ციტატა
აი ეს რაც ჩამოვწერე შეიცავს თუ არა რაიმე უზუსტობას, ან საჭიროებს თუ არა რაიმე დაზუსტებას



ეგრი, შენ აქ კამათი არ გინდა, სასწაულებამდე ჯერ ბევრი უნდა ვისაუბროთ, გადმოდი ღვთისმეტყველებაში და "ათეიზმზე" ეკამათე კანუდოსელს (თუ გული გერჩის biggrin.gif )

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: May 3 2007, 03:42 PM

კანუდოსელი
მადლობა ინფორმაციისთვის smile.gif

პოსტის ავტორი: ეგრი თარიღი: May 3 2007, 04:18 PM

KAIROS
რატომ აოფტოპიკებ? ათეიზმზე კამათი ნაკლებად მაინტერესებს. ვისაც აინტერესებს დაიწყოს და დაგიპოსტავთ.
ეს გული გერჩის და ეგეთები კიდევ არ გვინდა. თხა თხაზე ნაკლებიო ხომ გაგიგიათ. ნართები მაინც არ გაქვთ წაკითხული?
ამ თემაში მაინტერესებს სასწაულები. ვინც ერკვევა მიპასუხოს ყოველგვარი პიროვნული შეურაცყოფის გარეშე:
IV საუკუნიდან მოყოლებული, ანუ მას შემდეგ რაც იუდამ ელენეს მაცხოვრის საფლავი აპოვნინა და შემდეგ იქ ქრისტეანული ტაძარი ააგეს, ყოველ წელს (გამონაკლისის გარეშე) 2007 წლის ჩათვლით, მართლმადიდებელი პატრიარქის კუვუკლიაში შესვლისა და ლოცვის შემდეგ (და არანაირი სხვა მეთოდით გარდა ერთი ცნობილი გამონაკლისისა, როდესაც ცეცხლი ტაძრის ბოძიდან გადმოვიდა) გადმოდის სასწაულებრივი და სასწაულმოქმედი ცეცხლი, თან ეს ყველაფერი ხდება მართლმადიდებლური აღდგომის წინა დღეს (ანუ დიდ შაბათს) საღამოს (როგორც რუსები იტყვიან ს სუბოტი ნა ვოსკრესენიე)?

აი ეს რაც ჩამოვწერე შეიცავს თუ არა რაიმე უზუსტობას, ან საჭიროებს თუ არა რაიმე დაზუსტებას?


პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: May 3 2007, 04:21 PM

ციტატა(ეგრი @ May 3 2007, 04:18 PM) *

KAIROS
რატომ აოფტოპიკებ? ათეიზმზე კამათი ნაკლებად მაინტერესებს. ვისაც აინტერესებს დაიწყოს და დაგიპოსტავთ.
ეს გული გერჩის და ეგეთები კიდევ არ გვინდა. თხა თხაზე ნაკლებიო ხომ გაგიგიათ. ნართები მაინც არ გაქვთ წაკითხული?



როგორ უცებ დაივარცხნე, პირდაპირ ვერ გცნობ, შენი პირველი პოსტები ძალიან განსვავდებიან ბოლო პოსტებისგან...რაშია ნეტა საქმე? biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 3 2007, 04:25 PM

ეგრი

ციტატა
მას შემდეგ რაც იუდამ ელენეს მაცხოვრის საფლავი აპოვნინა და შემდეგ იქ ქრისტეანული ტაძარი ააგეს, ყოველ წელს (გამონაკლისის გარეშე) 2007 წლის ჩათვლით, მართლმადიდებელი პატრიარქის კუვუკლიაში შესვლისა და ლოცვის შემდეგ (და არანაირი სხვა მეთოდით გარდა ერთი ცნობილი გამონაკლისისა, როდესაც ცეცხლი ტაძრის ბოძიდან გადმოვიდა) გადმოდის სასწაულებრივი და სასწაულმოქმედი ცეცხლი, თან ეს ყველაფერი ხდება მართლმადიდებლური აღდგომის წინა დღეს (ანუ დიდ შაბათს) საღამოს (როგორც რუსები იტყვიან ს სუბოტი ნა ვოსკრესენიე)?


ნამდვილად ასეა

პოსტის ავტორი: ეკუმენისტი თარიღი: May 3 2007, 04:30 PM

მგონი ეს საუბარი ამ თემაში უნდა განაგრძოთ! http://church.ge/index.php?showtopic=1575

პოსტის ავტორი: ეგრი თარიღი: May 3 2007, 04:36 PM

ეკუმენისტი
არა. ეგ ათეისტებისთვის გაიხსნა. მე სასწაულები მაინტერესებს.

ისე შენ რას ფიქრობ, სწორად აღვწერე ცეცხლის ისტორია და დღევანდელობა თუ არის შეცდომები?

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: May 3 2007, 04:44 PM

უდიდესი სასწაულია ქრისტეს აღდგომა

პოსტის ავტორი: _გიორგი_ თარიღი: May 3 2007, 04:57 PM

ციტატა(ეგრი @ May 3 2007, 04:36 PM) *

მე სასწაულები მაინტერესებს.

სასწაულების მეტი რა არის. ამის მაგალითები ჩვენს ფორუმზეც არის, საერთოდ ქრისტიანობაშიც და ბევრ ჩვენგანსაც უნახავს, მაგრამ ამას ყველაფერს დანახვა უნდა. შენ კი სასწაულები კი არა სასწაულებთან ბრძოლა გაინტერესებს და სასწაულების შემოქმედი ღმერთის უარყოფა. ეს კი არც ისე წარმატებით გამოგდის და ამიტომ შაყირობ.

ციტატა(კანუდოსელი @ May 3 2007, 04:44 PM) *

უდიდესი სასწაულია ქრისტეს აღდგომა

ჭეშმარიტად!
რასაც ადასტურებს ტურინის სუდარაზე გადასული გამოსახულება, რომელიც იმდენად მაღალ დონეზეა შემონახული, რომ ექსპერტებს მისი გამოყენება შეუძლიათ, როგორც იურიდიული საბუთის.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 3 2007, 05:00 PM

_გიორგი_

ციტატა
რასაც ადასტურებს ტურინის სუდარაზე გადასული გამოსახულება

და რომელიც ნანახი აქვს (რამდენადაც ვიცი) კანუდოსელს

პოსტის ავტორი: ეგრი თარიღი: May 3 2007, 05:02 PM

_გიორგი_

ციტატა
შენ კი სასწაულები კი არა სასწაულებთან ბრძოლა გაინტერესებს და სასწაულების შემოქმედი ღმერთის უარყოფა.

სასწაულები არ არსებობს. ეს ჩემი აზრია, რომელიც უკვე დავაფიქსირე. ღმერთის უარყოფასთან ეს კავშირში არ არის. ღმერთი სასწაულების გარეშეც მშვენივრად გააგრძელებს არსებობას.
ციტატა
ეს კი არც ისე წარმატებით გამოგდის და ამიტომ შაყირობ.

ჯერ არ დამიწყია და რა იცი გამომივა თუ არა?

შენ რას ფიქრობ სწორად აღვწერე ცეცხლის ისტორია და დღევანდელობა? იქნებ დასაზუსტებელია რაიმე?


კანონისტი


ციტატა
და რომელიც ნანახი აქვს (რამდენადაც ვიცი) კანუდოსელს

ტურინის სუდარაზე ცოტა მოგვიანებით შეგვიძლია ვისაუბროთ. ეს კანუდოსელი კი ნელნელა მატულობს რანგში. ტურინის სუდარაც კი უნახავს თურმე.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: May 3 2007, 05:07 PM

ციტატა(ეგრი @ May 3 2007, 05:01 PM) *

სასწაულები არ არსებობს.


იქნებ ჯერ განგემარტა სასწაული, ხშირად ადამიანები საუბრობენ ისეთ რამეზე, რისი ზუსტი განმარტების შესახებ წარმოდგენა არა აქვთ. ჰოდა მოდი განმარტე რას ნიშნავს სასწაული, მეჩვენება, რომ მერე უფრო გასაგები გახდება თემის შინაარსი.

დეფინიცია ბევრს ნიშნავს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც შემეცნების "ნეგატიურ" ფორმას ირჩევ (არ არსებობს), რადგან ეს უფრო მკაცრი განცხადბაა ვიდრე პოზიტიური მიდგომა საკითხისადმი

პ.ს.
სუდარა ნანახი არ მაქვს ორიგინალში,ასე რომ დამიტოვეთ ჩემი ძველი რანგი biggrin.gif

პოსტის ავტორი: _გიორგი_ თარიღი: May 3 2007, 05:08 PM

ციტატა(ეგრი @ May 3 2007, 05:02 PM) *

სასწაულები არ არსებობს. ეს ჩემი აზრია, რომელიც უკვე დავაფიქსირე.

თუ შენი აზრით სასწაულები არ არსებობს და თანაც უკვე შენი პოზიციაც დაფიქსირებული გაქვს შეგიძლია ამ თემაში აღარ დაწერო, რადგან ჩვენ სასწაულების გვწამს და შენი აზრიც ცნობილია ჩვენთვის.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 3 2007, 05:09 PM

კანუდოსელი

ციტატა
სუდარა ნანახი არ მაქვს ორიგინალში,ასე რომ დამიტოვეთ ჩემი ძველი რანგი

აბა ტურინში მარტო ასტროფიზიკას გადაყევი?? tongue.gif

პოსტის ავტორი: ეგრი თარიღი: May 3 2007, 05:15 PM

კანუდოსელი

ციტატა
იქნებ ჯერ განგემარტა სასწაული, ხშირად ადამიანები საუბრობენ ისეთ რამეზე, რისი ზუსტი განმარტების შესახებ წარმოდგენა არა აქვთ. ჰოდა მოდი განმარტე რას ნიშნავს სასწაული, მეჩვენება, რომ მერე უფრო გასაგები გახდება თემის შინაარსი.

ო, მშვენიერი იდეაა. აუცილებელიც კი. გეთანხმები. მაგრამ მე ვერ განვმარტავ იმას რაც ჩემი აზრით არ არსებობს. თქვენ გითმობთ ასპარეზს და გისმენთ ყურადრებით. რა შეიძლება ჩაითვალოს სასწაულად, როგორია ამ მოვლენის ზუსტი დეფინიცია?
ციტატა
დეფინიცია ბევრს ნიშნავს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც შემეცნების "ნეგატიურ" ფორმას ირჩევ (არ არსებობს), რადგან ეს უფრო მკაცრი განცხადბაა ვიდრე პოზიტიური მიდგომა საკითხისადმი

ნეგატიურ ფორმას ვირჩევ განზოგადების შედეგად, თუმცა აქცენტებს კონკრეტულზე ვაკეთებ. გეთანხმები ზუსტი დეფინიცია ჩემთვის უცნობია, მაგრამ ცნობილია ის, რომ ტურინის სუდარა და სასწაულებრივი ცეცხლი იერუსალიმში, ადამიანთა გარკვეული ჯგუფების მიერ აღიარებულია სასწაულად (თუმცა სუდარის შემთხვევაში ვშიშობ ადრესატი შემეშალა და კათოლიკეთა ფორუმზე უნდა შევსულიყავი. თუმცა შესაძლოა ვცდები). ამ შემთხვევაში სასაწაულის მოკლე და მარტივი დეფინიციით ვსარგებლობ და ვარქმევ მოვლენას და არტეფაქტს, რომლის წარმომავლობა მხოლოდ ღმერთის არსებობით შეიძლება აიხსნას.
ჯერ მსურს ცეცხლზე ვისაუბრო, შემდეგ სუდარაზე. თუმცა ორივეზე ერთადაც შეიძლება, მაგრამ ცალ-ცალკე ალბათ უფრო მწყობრი მსჯელობა გამოგვივა.

_გიორგი_
ციტატა
თუ შენი აზრით სასწაულები არ არსებობს და თანაც უკვე შენი პოზიციაც დაფიქსირებული გაქვს შეგიძლია ამ თემაში აღარ დაწერო, რადგან ჩვენ სასწაულების გვწამს და შენი აზრიც ცნობილია ჩვენთვის.

ანუ თუ არ იწამე სასწაული აღარ არის?
იქნებ და გადავარწმუნოთ ერთმანეთი. თუ ყველა არა ზოგიერთ სასწაულზე მაინც.

პოსტის ავტორი: _გიორგი_ თარიღი: May 3 2007, 05:19 PM

ციტატა(ეგრი @ May 3 2007, 05:02 PM) *

ღმერთის უარყოფასთან ეს კავშირში არ არის. ღმერთი სასწაულების გარეშეც მშვენივრად გააგრძელებს არსებობას.

სასწაულები მომდინარეობს ღვთისგან. თუ ცდილობ უარყო ღვთის შემოქმედება ე.ი. ცდილობ ღმერთის უარყოფასაც. დაიწერა უდიდესი სასაწაულის ქრისტეს აღდგომის შესახებ და შენ ამას უარყოფ ანუ უარყოფ ღმერთსაც. ღმერთი არის, იყო და რა თქმა უნდა გააგრძელებს არსებობას. ღმერთს სასწაული არ ჭირდება, სასწაული გვჭირდება ჩვენ, რადგან ისე გვეძლევა ღვთისგან რაიმეს სასწავლად.

ციტატა(ეგრი @ May 3 2007, 05:15 PM) *

ანუ თუ არ იწამე სასწაული აღარ არის?

სასწაული ობიექტური ჭეშმარიტებაა და ამიტომ ყოველთვის იარსებებს განურჩევლად იმისა შენ იწამებ თუ არა, ანდა საერთოდ იარსებებ თუ არა, მაგრამ აქ მტი აღარ უნდა დაპოსტო იმიტომ რომ ჩვენი კამათი ნელ-ნელა აზრს კარგავს და შენი მხრიდან ხშირად არა სერიოზულ და ირონიანარევ პასუხებს იწვევს.

პოსტის ავტორი: ეგრი თარიღი: May 3 2007, 05:21 PM

_გიორგი_

ციტატა
სასწაულები მომდინარეობს ღვთისგან. თუ ცდილობ უარყო ღვთის შემოქმედება ე.ი. ცდილობ ღმერთის უარყოფასაც.

რატომ ასე მკაცრად. იქნებ ის რაც შენ ღვთისგან გგონია ისეთივე მარტივად ასახსნელია, როგორც ქარი და ელვა (თუმცა არც ესაა მარტივად ასახსნელი და კარგად თუ მოინდომე ესენიც შეიძლება ღმერთს დაუკავშირო, მაგრამ სასწაულებად ხომ არ ითვლება, თუ ვცდები?), იქნებ ღმერთი სულ სხვაგან გვიჩვენებს სასწაულს და ჩვენ ვერ ვხედავთ, ბუნებრივ მოვლენებს კი სასწაულად აღვიქვამთ?
ციტატა
დაიწერა უდიდესი სასაწაულის ქრისტეს აღდგომის შესახებ და შენ ამას უარყოფ ანუ უარყოფ ღმერთსაც.

დაიწერაზე უფრო მნიშვნელოვანი ალბათ ისაა რომ მოხდა. ნუ მეორდები, მე ღმერთს არ უარვყოფ. გთხოვ ეს შეცდომა ჩემთან მიმართებაში აღარ დაუშვა.
ციტატა
ღმერთი არის, იყო და რა თქმა უნდა გააგრძელებს არსებობას. ღმერთს სასწაული არ ჭირდება, სასწაული გვჭირდება ჩვენ, რადგან ისე გვეძლევა ღვთისგან რაიმეს სასწავლად.

და რას გვასწავლის იერუსალიმის ცეცხლი?

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: May 3 2007, 05:23 PM

სასწაული წარმოადგენს კატეგორიას, შექმნილი სამყაროს კატეგორიის მიღმა არსებულს - პერეფრაზირებაა თომა აქვიინელის განმარტებისა...თუმცა აქ შეიძლება კიდევ სვადასხვა ვარიანტები იყოს.


ციტატა(ეგრი @ May 3 2007, 05:15 PM) *

ამ შემთხვევაში სასაწაულის მოკლე და მარტივი დეფინიციით ვსარგებლობ და ვარქმევ მოვლენას და არტეფაქტს, რომლის წარმომავლობა მხოლოდ ღმერთის არსებობით შეიძლება აიხსნას.


ამიტომაც აზი არა აქვს მსჯელობას,ვინაიდან შენთვის, ჩვენი აქსიომატური დებულება: ღმერთი არსებობს, საპირისპიროთია შეცვლილი და ბინებრივია თუ შენი განმარტებით სასწაულისა-იმოქმედებ,ბინებრივად მიხვალ ლოგიკურ შედეგამდე - არ არსებობს.

მაგრამ საქმე აქსიომატურ დონეზეა განსახილველი...ანუ რამდენად არის უმთავრესი დებულება: ღმერთი არ არსებობს-სწორი.

პოსტის ავტორი: _გიორგი_ თარიღი: May 3 2007, 05:39 PM

ციტატა(ეგრი @ May 3 2007, 05:15 PM) *

თუმცა სუდარის შემთხვევაში ვშიშობ ადრესატი შემეშალა და კათოლიკეთა ფორუმზე უნდა შევსულიყავი. თუმცა შესაძლოა ვცდები


ცდები ამაშიც და ბევრ სხვა რამეშიც. რა შუაშია კათოლიციზმი და მართლმადიდებლობა მაშინ როცა ტურინის სუდარა I საუკუნისაა და 10 საუკუნით ადრე თარიღდება ვიდრე კათოლიციზმის წარმოშობა და მართლმადიდებლობიდან გადახვევა მოხდებოდა. საერთოდ იტალიაში მრავალი სხვა სასწაულიც არის დაფიქსირებული დასავლეთის ეკლესიის მართლმადიდებლობიდან გამოყოფამდე მაგ. სასწაული ქ. ლანჩანოში, ასევე ქ.ბარიში არის წმინდა ნიკოლოზის უხრწნელი სხეული.

ციტატა(ეგრი @ May 3 2007, 05:21 PM) *
მე ღმერთს არ უარვყოფ

შენ "ათეისტი" ხარ ანუ თუ ზუსტად გადმოვთარგმნით ამ სიტყვას ბერძნულიდან "უღმერთო", ანუ ღვთის უარმყოფელი.


ციტატა(ეგრი @ May 3 2007, 05:21 PM) *

დაიწერაზე უფრო მნიშვნელოვანი ალბათ ისაა რომ მოხდა.

რა თქმა უნდა მოხდა, მაგრამ შენ ამის არ გწამს და ეს შენი მორიგი ირონიული პასუხია, რითაც უკვე მერამდენედ არღვევ ზემოთ ხსენებულ მუხლებს.

ციტატა(ეგრი @ May 3 2007, 05:21 PM) *

რატომ ასე მკაცრად. იქნებ ის რაც შენ ღვთისგან გგონია ისეთივე მარტივად ასახსნელია, როგორც ქარი და ელვა

მაშინ ახლავე ამიხსენი ერთი საყოველთაოდ ცნობილი სასწაული . . . რატომ არსებობს მირონმდინარე ხატები? რა ფენომენი იმალება ამის უკან? და როგორ ხსნი ასე მარტივად? ანდა რთულად თუ გინდა . . .

ციტატა(ეგრი @ May 3 2007, 05:21 PM) *

და რას გვასწავლის იერუსალიმის ცეცხლი?

იერუსალიმის ცეცხლის მეტი სხვა სასწაული არ გაგიგია? ანდა მაგ სასწაულის ახსნის შენეული ვარიანტი როგორია?

პოსტის ავტორი: ეგრი თარიღი: May 3 2007, 05:41 PM

კანუდოსელი

ციტატა
სასწაული წარმოადგენს კატეგორიას, შექმნილი სამყაროს კატეგორიის მიღმა არსებულს - პერეფრაზირებაა თომა აქვიინელის განმარტებისა...თუმცა აქ შეიძლება კიდევ სვადასხვა ვარიანტები იყოს.

ძაან ზოგადი განმარტებაა. სხვა არ არსებობს?
ციტატა
ამიტომაც აზი არა აქვს მსჯელობას,ვინაიდან შენთვის, ჩვენი აქსიომატური დებულება: ღმერთი არსებობს, საპირისპიროთია შეცვლილი და ბინებრივია თუ შენი განმარტებით სასწაულისა-იმოქმედებ,ბინებრივად მიხვალ ლოგიკურ შედეგამდე - არ არსებობს.

პრობლემა არაა. ლობაჩვესკი კი არა ვარ? მივიღებ აქსიომად, რომ ღმერთი არსებობს. გავაგრძელოთ მსჯელობა?
_გიორგი_
ციტატა
ცდები ამაშიც და ბევრ სხვა რამეშიც. რა შუაშია კათოლიციზმი და მართლმადიდებლობა მაშინ როცა ტურინის სუდარა I საუკუნისაა და 10 საუკუნით ადრე თარიღდება ვიდრე კათოლიციზმის წარმოშობა და მართლმადიდებლობიდან გადახვევა მოხდებოდა. საერთოდ იტალიაში მრავალი სხვა სასწაულიც არის დაფიქსირებული დასავლეთის ეკლესიის მართლმადიდებლობიდან გამოყოფამდე მაგ. სასწაული ქ. ლანჩანოში, ასევე ქ.ბარიში არის წმინდა ნიკოლოზის უხრწნელი სხეული.

გეთანხმები. ბევრი სასწაული განხეთქილებამდეც ხდებოდა. უბრალოდ რადგან არტეფაქტი კათოლიკურ ქვეყანაში ინახება, ვიფიქრე არ აღიარებენ მართლმადიდებელი ეკლესიები. იმაში ხომ დამეთანხმები, რომ ქრისტიანობის სხვადასხვა მიმდინარეობები ყველა მოვლენას ერთნაირად, ანუ სასწაულად არ აღიქვამენ. ასე რომ მაპატიე თუ შევცდი და შენს რელიგიურ გრძნობებს შეურაცყოფა მივაყენე.
ციტატა
შენ "ათეისტი" ხარ ანუ თუ ზუსტად გადმოვთარგმნით ამ სიტყვას ბერძნულიდან "უღმერთო", ანუ ღვთის უარმყოფელი.

უღმერთო და ღვთის უარმყოფელი ერთია ვითომ? ავსტრალიელი აბორიგენები, რომლებიც საერთოდ არ გაცნობიან სახარებას უღმერთოები არიან თუ ღვთის უარმყოფელები?

ციტატა
მაშინ ახლავე ამიხსენი ერთი საყოველთაოდ ცნობილი სასწაული . . . რატომ არსებობს მირონმდინარე ხატები? რა ფენომენი იმალება ამის უკან? და როგორ ხსნი ასე მარტივად? ანდა რთულად თუ გინდა . . .

აქსიომატიკაზე დაგეთანხმეთ და ეხლა ყველა კამათის წესი თქვენი მივიღო? ჯერ ერთი საკითხი ამოვწუროთ. ან ცეცხლის ან სუდარის. ხატებზე მოგვიანებით ვისაუბროთ.

პოსტის ავტორი: _გიორგი_ თარიღი: May 3 2007, 06:01 PM

ციტატა(ეგრი @ May 3 2007, 05:59 PM) *

აქ კი გკითხავ: ტურინის სუდარის ჩემეული განმარტება რამდენად სრული და ზუსტია?

ზუსტია

პოსტის ავტორი: ეგრი თარიღი: May 3 2007, 06:03 PM

_გიორგი_


ციტატა
ზუსტია

დარწმუნებული ხარ? არსად არაფერი შემშლია? თუ გინდა გადახედე კიდევ და გამისწორე.

პოსტის ავტორი: ეგრი თარიღი: May 3 2007, 06:15 PM

_გიორგი_

ციტატა
შენ ადრე თქვი რომ შენი მიზანია რელიგიურ ფორუმებზე შესვლა და მორწმუნეებისათვის სისხლის გაშრობა, თანაც მუდმივ დამცინავი, ირონიული და გამომწვევი პოსტებით ცდილობ ნერვები მოუშალო ყველას . . . და ეს მარტალია, სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია . . .

გარკვეულწილად კი. ყველა ხუმბრობაში ხომ სიმართლის მარცვალი დევს.

რადგანაც განმარტება სრულყოფილი და სწორია, გამოდის ტურინის სუდარა ერთადერთი სამოსია, რომელშიც გახვეული იყო იესოს სხეული სამარხში ყოფნისას. კი თუ არა?

პოსტის ავტორი: ეგრი თარიღი: May 3 2007, 06:48 PM

რატომ დუმხართ. ფიქრობთ, რომ იესო რამოდენიმე სუდარაში იყო გახვეული? ვთქვათ ორში, თავი ცალკე და ტან-ფეხი ცალკე? ან მეტში?

დასწერეთ რამე.

პოსტის ავტორი: marita26 თარიღი: May 3 2007, 08:12 PM

ეგრი
გირჩევ წაიკითხო კარიბჭის მე-7 ნომერში მამა თეოდორე გიგნაძის "ჯვარცმული სახიერება" სუდარის შესახებაა

პოსტის ავტორი: ეგრი თარიღი: May 3 2007, 08:14 PM

marita26

ციტატა
გირჩევ წაიკითხო კარიბჭის მე-7 ნომერში მამა თეოდორე გიგნაძის "ჯვარცმული სახიერება" სუდარის შესახებაა

ინტერნეტში თუ არის დიდი სიამოვნებით მივიღებ ბმულს. სუდარის შესახებააო რომ ამბობ, ტურინისას გულისხმობ?

პოსტის ავტორი: marita26 თარიღი: May 3 2007, 08:17 PM

ეგრი
კი ბატონო ტურინის.ინტერნეტში არა მგონია იყოს და თუ შეიძენ ერთ ნომერს ამ ჟურნალის არაფერი გიჭირს

სუდარა გამოკვლეულია ამერიკელი მეცნიერების მიერ სხვათაშორის

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: May 3 2007, 08:18 PM

ციტატა
ინტერნეტში თუ არის დიდი სიამოვნებით მივიღებ ბმულს


აქ დააზუსტე ხოლმე ეგრი, ბმულში რა იგულისხმე? გადასვლის ლინკები? გაგუებრად წერ smile.gif

ციტატა
სუდარის შესახებააო რომ ამბობ, ტურინისას გულისხმობ?


ზევითას რომ გაითვალისწინებ ეს შენიშვნა შემდეგ მიეცი smile.gif

პოსტის ავტორი: ეგრი თარიღი: May 3 2007, 08:19 PM

marita26

ციტატა
კი ბატონო ტურინის.ინტერნეტში არა მგონია იყოს და თუ შეიძენ ერთ ნომერს ამ ჟურნალის არაფერი გიჭირს

მიჭირს, რამეთუ არ ვიცი სად შევიძინო. ელექტრონული რატომ არ დევს არსად?

შენ თუ გაქვს წაკითხული გთხოვ დაპოსტე, სწორად განვსაზღვრე თუ არა ტურინის სუდარის რაობა.

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: May 3 2007, 08:19 PM

დამცინავი,შეურაცხმყოფელი და მსგავსი მიმართვები აბსოლუტურად მიუღებელია!!!

პოსტის ავტორი: ეგრი თარიღი: May 3 2007, 08:23 PM

marita26

ციტატა
სუდარა გამოკვლეულია ამერიკელი მეცნიერების მიერ სხვათაშორის

ვიცი. მაგათთან ერთად ინგლისში და შვეიცარიაშიც გამოიკვლიეს.

ოღონდ სუდარას ნუ სწერ. ტურინის სუდარა დასწერე. სუდარაში ბევრი შემოსილა. იესო ერთი იყო.

პოსტის ავტორი: marita26 თარიღი: May 3 2007, 08:23 PM

მიკროსკოპული გამოკვლევით დადგინდა რომ ქსოვილი სელისაა მაგრამ სეიცავს ბამბის ბოჭკოებს რომლებიც ახლო აღმოსავლეთში მოიპოვებოდა,გარდა ამისა 49 სახეობის ყვავილის მტვერია ჩარჩენილი.მეცნიერებმა შეძლეს აქედან მხოლოდ 80 პროცენტის გაშიფვრა 20 სახეობა მხოლოდ და მხოლოდ იერუსალიმში იზრდება,8 მის ახლომახლოს.ისინი მხოლოდ მარტსა და აპრილში ყვავის ხომ არ მოგაგონებს ეს პერიოდი აღდგომის პერიოდს?

პოსტის ავტორი: ეგრი თარიღი: May 3 2007, 08:26 PM

marita26

ციტატა
ისინი მხოლოდ მარტსა და აპრილში ყვავის ხომ არ მოგაგონებს ეს პერიოდი აღდგომის პერიოდს?

კი ძალიან მაგონებს, მაგრამ რატომ არ გინდა პასუხი გასცე ჩემს შეკითხვას: სწორად აღვწერე რას წარმოადგენს ტურინის სუდარა თუ არა?

პოსტის ავტორი: marita26 თარიღი: May 3 2007, 08:27 PM

ტურინის სუდარაზე 2 მონეტაა აღბეჭდილი არქეოლოგებმა დაადასტურეს რომ ეს მონეტები პილატეს დროინდელია.დიდი მსგავსებაა ტურინის სუდარაზე აღბეჭდილი მამაკაცის და აი მაგალითად სინას მთაზე წმინდა ეკატერინეს მონასტერში დაბრძანებული იესოს ხატს შორის

პოსტის ავტორი: ეგრი თარიღი: May 3 2007, 08:30 PM

marita26
ჩემს პოსტებს არ კითხულობ, თუ აიგნორირებ?

პოსტის ავტორი: marita26 თარიღი: May 3 2007, 08:31 PM

ეგრი
სად გიწერია და რა? ვერ ვნახე

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: May 3 2007, 08:33 PM

ციტატა
სწორად აღვწერე რას წარმოადგენს ტურინის სუდარა თუ არა?


კანუდოსელი ცხოვრობდა ტურინში, ასტროფიზიკოსია, მოვა და ის უკეთ ისაუბრებს smile.gif წინ არ გადავახტებით smile.gif

პოსტის ავტორი: marita26 თარიღი: May 3 2007, 08:36 PM

მე იმით დავამთავრებ რომ-სუდარაში გახვეული სხეულიდან გამოსხივების სიძლიერე იმდენად დიდი იყო რომ მეცნიერებმა იგი ატომური დაშლის შედეგად მიღებულ მძლავრ გამოსხივებას შეადარეს მაგრამ ძალიან ხანმოკლეს რომლის ხელოვნურად მიღება მეცნიერებმა შეუძლებლად ჩათვალეს

პოსტის ავტორი: ეგრი თარიღი: May 3 2007, 08:51 PM

marita26
ბოდიშს გიხდი. წაუშლიათ ჩემი პოსტები, არადა ერთი სამჯერ გავიმეორე შეკითხვა. არა უშავა კიდევ გავიმეორებ:
ტურინის სუდარა არის ნაჭერი, რომელშიც გახვეული იყო იესოს სხეული თავიდან ფეხებამდე, ჯვარცმიდან (უფრო ზუსტად ჯვრიდან ჩამოხსნისა და სანელებლების ცხების შემდეგ) აღდგომამდე.

ასეა თუ არა?

პოსტის ავტორი: marita26 თარიღი: May 3 2007, 08:53 PM

ტურინის სუდარაში გახვეული ადამიანი რამდენიმე საათის გარდაცვლილი იყო და იგი დაახლოებით 40 საათი იმყოფებოდა მასში

პოსტის ავტორი: ეგრი თარიღი: May 3 2007, 09:00 PM

marita26
ეხლა ხომ ხედავ ჩემს განმარტებას და გამოთქვი აზრი.

პოსტის ავტორი: athos თარიღი: May 3 2007, 09:03 PM

http://www.orthodoxy.ge/metsniereba/sudara/turinis_sudara.htm

აქ არის სტატია ქართულ ენაზე, თუ რომელიმე უცხო ენა იცი შეგიძლია შეხვიდე
Google- ში და მოძებნო Sindone, ბევრ საინტერესოს იპოვი

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: May 4 2007, 05:19 PM

ციტატა(ეგრი @ May 4 2007, 05:06 PM) *

შენ მაგათთან ირთვები? მე არა!


გატყობ ჯარში არ ყოფილხარ, ხოლო თუ ვცდები,მაშინ კიდე უარესი biggrin.gif

პ.ს.
აქ სიცილოსებს იმიტომ ვსვამ, რომ არ დაგაბნიო

ციტატა(ეგრი @ May 4 2007, 05:06 PM) *

მუდმივ ძრავაზეც მაქვს გამოკვლევები.


თუ იგივე რანგის, როგორიც კოსმოლოგიაში, მაშინ მესმის შენი biggrin.gif

პოსტის ავტორი: ეგრი თარიღი: May 4 2007, 05:31 PM

კანუდოსელი

ციტატა
გატყობ ჯარში არ ყოფილხარ, ხოლო თუ ვცდები,მაშინ კიდე უარესი

პაცეფისტი ვარ. ჯარში და კაცისკვლაში არ ვმონაწილეობ.
ციტატა
აქ სიცილოსებს იმიტომ ვსვამ, რომ არ დაგაბნიო

მადლობთ.

პოსტის ავტორი: _გიორგი_ თარიღი: May 4 2007, 06:03 PM

ციტატა(გლახა @ May 4 2007, 06:00 PM) *

_გიორგი_
ეს თვითონ უნდა გადაწყვიტოს მაგ კაცმა გახდება თუ არა ეკლესიური...
მაგრამ სხვის რწმენას პატივი უნდა სცეს, თუნდაც არ ეთანხმებოდეს...

კი მართალია, სხვის რწმენას პატივისცემა სჭირდება, მაგრამ იმედი მაქვს ეს ასეც იქნება და ეს ადამიანი ჩვენთან დარჩება

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)